პრეზიდენტობის 100 დღე

ვისაც პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალი ახსოვს, დამერწმუნება, რომ სატანიზმის ზეიმის ამსახველი იყო, რამაც პროტესტი გამოიწვია ქრისტიანებში, მუსლიმანებში, ბუდისტებში, სხვა აღმსარებლობის მიმდევარში, ათეისტებში, ნებისმიერ ადამიანში, ნორმალურსა და გონიერში.
აღნიშნულთან დაკავშირებით მკაცრი იყო ვატიკანის, პოლიტიკოსების, მათ შორის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის განცხადება, რომელმაც დაგმო საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ შერჩეული საორგანიზაციო ჯგუფის, ცერემონიალის რეჟისორის — მორალური ნორმიდან ამოვარდნილი სპექტაკლი.
პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალი გამახსენა არანაკლებ სატანურმა გამოხდომამ — წმინდა პეტრეს ტაძარში — გარდაცვლილი პაპის, ბერგოლიოს კუბოს სიახლოვეს პოლიტიკური მოლაპარაკების გამართვამ.
რომში, პაპის დაკრძალვის ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად ვაშინგტონიდან გაფრენილმა ტრამპმა, მეუღლის თანმხლებით, თვითმფრინავში ჟურნალისტების კითხვას — აპირებს თუ არა პრეზიდენტი სხვა ქვეყნის ხელმძღვანელებთან მოლაპარაკების გამართვას, უპასუხა — დაკრძალვის ცერემონიალი არ არის მოლაპარაკებისთვის შესაფერისი ადგილი, თუმცა არ გამოვრიცხავ დალაპარაკებას იტალიის პრემიერ-მინისტრ მელონისთან, სხვებთან.
დალაპარაკება და არა მოლაპარაკება. ტრამპი შეაცდინეს — საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სტარმერმა.
ვიდეო-კადრები, რომლებიც ვიხილეთ, ასახავდა ამ ორის მიერ ტრამპის თანხლებას ტაძრის თავისუფალი სივრცისკენ, სადაც კაპელანებმა პატარა მაგიდა დადგეს სკამებით. მათთან ერთად იყო უკრაინის „ხუნტის“ მეთაური ზელენსკი — მისთვის ტრადიციულ, სამგლოვიარო ცერემონიალისთვის შეუფერებელ სამოსში.
სამგლოვიარო ცერემონიალის პროტოკოლი მამაკაცებისთვის მოითხოვს შავ ფრაკს, შავ კოსტიუმს, თეთრ პერანგს, შავ ჰალსტუხს, შავ ფეხსაცმელს.
არც ტრამპი იყო პანაშვიდისთვის შესაფერისი ჩაცმულობით. მას შავის ნაცვლად, ღია ფერის კოსტიუმი ეცვა. რაც შეეხება მის მეუღლე მელანიას — სამგლოვიარო ცერემონიალისთვის შესაფერისად იყო გამოწყობილი.
ზელენსკიმ ამ შემთხვევაშიც არაფრად ჩააგდო საერთაშორისო პროტოკოლი, რაც უდავოდ მიანიშნებს მის დამოკიდებულებაზე ვატიკანის, პაპის ინსტიტუტის, მასპინძელი ქვეყნის იტალიის, ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოების მიმართ.
პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალის „გმირის“ მაკრონის სატანისტობაზე ლაპარაკი ფრანგული ბულვარული გაზეთების მუდმივი თემაა, განსაკუთრებით მისი მეუღლის ბრიჯიტის.
ფრანგულ-ამერიკული მედიის მიხედვით, ბავშვობაში ბრიჯიტი ბიჭი ყოფილა და როდესაც ბიჭობა მობეზრდა, გოგოთ გადაკეთდა — ბრიჯიტად. გაქალებული, საშუალო სკოლის მასწავლებელი იყო, რომელმაც თავი შეაყვარა არასრულწლოვან ყმაწვილ ემანუელს. ასაკით გაცილებით დიდმა ბრიჯიტმა, ქმრად შეირთო პატარა ემანუელი და მას შემდეგ სიამტკბილობაში ცხოვრობენ ერთად. ოღონდ ერთია, ამერიკელ ჟურნალისტებს აკვიატებული კითხვა უჩნდებათ წყვილის მიმართ — რომელია ქმარი?!
აი, ასეთი „წმინდა“ ემანუელისგან სულაც არ იყო გასაკვირი ტრამპის დაყოლიება ზელენსკისთან დასალაპარაკებლად და არა მარტო. მას თვითონ სურდა ლაპარაკში მონაწილეობის მიღება.
სიტყვა „ლაპარაკს“ შეგნებულად ვიყენებ, ვინაიდან მხოლოდ ის შეეფერება მაკრონ-სტარმერის მოწყობილ შეხვედრას — სახელდახელოს, რომელსაც მოლაპარაკებასთან არავითარი კავშირი არ აქვს.
მაკრონს არ გაუმართლა, ვინაიდან ტრამპმა ყოველგვარი რევერანსების გარეშე უთხრა — თქვენ აქ არაფერი გესაქმებათ, დაგვტოვეთო. ამ არასასიამოვნო, ცხადია მაკრონისთვის, სცენის შემხედვარე კაპელანმა აღარ იცოდა თავი სად წაეღო.
გაწბილებულმა მაკრონმა გვერდზე გაიწია და მესამე სკამიც მოშორდა „სცენას“.
პირისპირ მსხდომნი ტრამპი და ზელენსკი ლაპარაკს შეუდგნენ, რომელიც 15 წუთს გაგრძელდა. არვინ იცის, რაზე ილაპარაკეს, თუმცა ზელენსკის მიხედვით, მთელ რიგ საკითხებზე, რაც ფანტაზიაა 15 წუთისთვის.
ტრამპის მიხედვით, ზელენსკიმ ფული და იარაღი სთხოვა, რაც სინამდვილესთან ახლოა. გარდა ამისა დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ზელენსკი შეეცადა ტრამპის დარწმუნებას პუტინის მზაკვრობაში და ზელენსკის ერთგულებაში.
ვატიკანის შეხვედრა პირველი იყო თეთრი სახლის სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, რომელმაც ზელენსკის წარმატებულის ქულები შესძინა, განსაკუთრებით უკრაინაში, ევროპელ კოლეგებში.
თეთრი სახლის ჩხუბის შემდეგ, ზელენსკი კარგა ხნის განმავლობაში გალახულივით გამოიყურებოდა, თუმცა სტარმერმა და მაკრონმა გაამხნევეს, თავზე ხელი გადაუსვეს და დაარწმუნეს, რომ ის ვაჟკაცია, გულადი პოლიტიკოსი, რომელიც არათუ შეელაპარაკა ტრამპს, არამედ ლამის ეჩხუბა კიდეც.
ზელენსკი მართლაც ვაჟკაცია, არა ამ სიტყვის შინაარსიდან გამომდინარე, არამედ მის ირგვლივ მყოფ ევროპელ კოლეგებთან და ამერიკელ დემოკრატებთან შედარებით.
ნარკოტიკების სისტემატურმა გამოყენებამ, ევროატლანტიკურ სივრცესთან პირადი სავაჭრო-საფინანსო კავშირების გაღრმავებამ დაარწმუნეს ის თავის უძლეველობაში, ბელადობაში.
ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელიც უძლებს მუდმივ ხოტბას, ქებას და თავს არ თვლის გენიოსად.
ისეთი არარაობა, როგორიც ზელენსკია — მხოლოდ გამდიდრების სურვილით შეპყრობილი არსება, ჩვეულებრივად ჩათვლის მისი გამდიდრებისთვის ადამიანთა სიცოცხლის გაწირვას. ასეთი უძლურია ხოტბის წინაშე.
3 წლის განმავლობაში აშშ-ს კონგრესი, დიდი ბრიტანეთის, კანადის, სხვა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოები ფეხზე დამდგარი ოვაციებს უმართავდნენ ლამის გაღმერთებულ არარაობას.
საერთაშორისო ორგანიზაციები, სხვადასხვა სახის, მათ შორის ხელოვნების, კულტურის, სპორტის ფორუმები ტაშის გრიალით ხვდებოდნენ ზელენსკის. აშშ-ს ქვედა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ ხელზე კოცნა დაუწყო კაცს, რომელსაც იარაღით ვაჭრობაში რეკორდები აქვს დამყარებული. განა, ეს საკმარისი არ არის საკუთარი თავის დასარწმუნებლად, რომ „ღმერთია“?!
ზელენსკი აიყვანეს გმირის პიედესტალზე იმ მიზნით, რომ ქედმაღლურად ზემოდან გადმოეხედა რუსეთისთვის; დაემცირებინა, დაეკნინებინა, შეურაცხყოფა მიეყენებინა მისთვის. მან ეს დავალება ზედმიწევნით კარგად შეასრულა. რუსი მისთვის მტერია, რომელიც განადგურებას იმსახურებს, რუსეთი — ნგრევას, დაშლას.
ზელენსკი და მისი „ხუნტა“ — ნეოფაშისტური, „სახელოვანი“ გერმანიის ფაშიზმის ტრადიციების გამგრძელებელია, რაც ზედმიწევნით კარგად იციან ევროატლანტიკური სივრცის პოლიტიკოსებმა. სწორედ, ამიტომ არვინ ცდილობს პოლიტიკური არენიდან მის ჩამოშორებას.
ზელენსკი — შემოსავალია, საკუთარი ქვეყნის და ხალხის სისხლის წოვის ხარჯზე — ბაღლინჯოსავით გასიებული.
ზელენსკი, საბაბია აშშ-ს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ჯიბეებიდან ფულის ამოღების — საბიუჯეტო თანხების გათეთრების და საკუთარ ჯიბეებში გადასროლის. ზელენსკი, ბინძური საქმის კეთებისთვის მონაპოვარია. ასე რომ, მას არათუ მოიშორებენ, ცივ ნიავსაც არ მიაკარებენ.
ზელენსკი ყიდის უკრაინას. 17 მილიონი ჰექტარი შავმიწანიადაგიანი ტერიტორია ამერიკული კომპანია „ბლეკ როვის“ კუთვნილებაა. თვით ამერიკელთა განცხადებით, 25% ამერიკული იარაღისა, უკრაინისთვის მიწოდებული, ზელენსკის მიერ არის გაყიდული აფრიკის, აზიის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.
ზელენსკისა და მისი ბანდის სახელზე უცხოურ ბანკებში დარიცხული ფული, მილიარდებს მოიცავს.
დასავლური მედიის მიხედვით, ზელენსკიმ როტშილდის ბანკის ფილიალი შეიძინა მილიარდ დოლარად. ამ ოპერაციაში შუამავლობას საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი სწევდა.
მაკრონი პოლიტიკოსობამდე როტშილდის ბანკის თანამშრომელი იყო. სწორედ ამ ბანკმა გააპრეზიდენტა ის.
მაკრონს, სტარმერს, ევროპის სხვა ქვეყნების ხელმძღვანელებს, უნგრეთისა და სლოვაკეთის გამოკლებით, არავითარი სურვილი არ აქვთ ომის შეჩერების. არც ზელენსკის აქვს ასეთი სურვილი. ამდენად ისინი მზად არიან გაგრძელდეს ომი, რაც არ შედის ტრამპის ინტერესში.
ტრამპს PR-ს სურვილი აქვს, ანუ 30 აპრილს ხმამაღლა განცხადების, რომ შეაჩერა ომი. მართალია ეს არ იქნება ის დაპირება — პრეზიდენტად გახდომისთანავე 24-საათში შევაჩერებ ომსო, რომ თქვა.
პრეზიდენტიც გახდა და ბევრიც იღვაწა დაპირების შესასრულებლად, მაგრამ ამაოდ. ვაშინგტონ-მოსკოვს შორის მოლაპარაკების დაწყებამ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მიერ უკრაინის პრობლემებისთვის, დემოკრატიული პარტიისგან განსხვავებით, სხვა თვალით შეხედვამ, ორ ქვეყანას შორის არსებული სამწლიანი გამყინვარების პერიოდის ლღვობა გამოიწვია, მაგრამ აისბერგის ზღვის ზედაპირზე არსებული მასა გაცილებით ჩამოუვარდება წყლის სიღრმეში არსებულს. გარდა ამისა, ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ ზედაპირულად იციან იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც რახანია ართულებს რუსეთ-უკრაინის ურთიერთობას.
მათი სწრაფად გადაჭრის არავითარი შესაძლებლობა დღეს არ არსებობს და ალბათ ხვალაც არ იქნება, თუ უკრაინის ხელისუფლებას არ ჩამოშორდება ზელენსკი და მისი ნეონაცისტური ბანდა.
ევროატლანტიკურ სივრცეში უკრაინის ნეოფაშიზმის შესახებ იციან, მაგრამ არა ისე, როგორც საჭიროა და არა ისე, რომ გადამჭრელი ზომები მიიღონ ამ „ყავისფერი ჭირის“ ამოსაძირკვად. ან, ვინ უნდა ამოძირკვოს უკრაინული ნეოფაშიზმი? — იმ ევროპელმა პოლიტიკოსებმა, რომელთა წინაპრები ნაცისტები იყვნენ?
გერმანიის ფაშიზმის დამარცხებიდან 80 წელი გავიდა, მაგრამ რეალობა გვაიძულებს ვაღიაროთ, რომ მეორე მსოფლიო ომმა ბოლომდე ვერ შეძლო ფაშიზმის აღმოფხვრა. და რომ ვერ შეძლო, უკრაინის მაგალითიდანაც ჩანს.
დღევანდელ ევროპას აწყობს უკრაინული ნეოფაშიზმი, ვინაიდან რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული. ევროპას ვერ გაუთავისებია, რომ ფაშისტური უკრაინა ერთ მშვენიერ დღეს მისკენაც გაიხედავს.
ისტორიაში ხშირად აქვს ადგილი გამეორებას. მაგალითად, აშშ-ა ბევრი იღვაწა, რათა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ აეგორებინა ავღანელთა ანტისამთავრობო ძალები. შექმნა ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდა“, მოგვიანებით სირიისთვის და ერაყისთვის „ისლამური სახელმწიფო“, რომლებიც დაუპირისპირდნენ შემქმნელ ამერიკელებს.
აშშ-ს ახალმა ადმინისტრაციამ, ომის შეწყვეტის მსურველმა, მართლაც შეიძლება შეაწყვეტინოს ომი უკრაინას 24 საათში, თუკი ის უარს ეტყვის მას იარაღის მიწოდებაზე, ისე, როგორც სადაზვერვო მონაცემების მიწოდებაზე და დაფინანსებაზე.
იარაღის ნაკადი ისევ მიდის უკრაინაში, რაზეც ტრამპი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მისმა წინამორბედმა, ბაიდენმა მიიღო, მაგრამ კოსმოსურ თანამგზავრთა სადაზვერვო მონაცემებს რომ აწვდის უკრაინას?
ტრამპს, როგორც მოქმედ პრეზიდენტს, შეუძლია წინამორბედის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ასეც მოიქცა 2-3 დღის განმავლობაში, თუმცა შემდეგ ისევ აღადგინა.
ტრამპი მოუწოდებს რუსეთსა და უკრაინას ომის შეწყვეტისა და მოლაპარაკებისკენ, რაც ღიმილის მომგვრელია, იმდენად, რამდენად თვით აშშ-ი არის მხარე და მოთავე უკრაინის ომის გაჩაღების.
აშშ-ი და არა ტრამპი. ტრამპს კოზირი აქვს ხელში და აფრიალებს, როგორც მშვიდობის მოყვარე პოლიტიკოსი, რომელსაც ვერ აუტანია ათასობით ადამიანის ხოცვა უკრაინის ფრონტზე, მაგრამ მშვენივრად იტანს , როდესაც ხუსიტების გასანადგურებლად ბომბებს აყრის იემენის ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს. დაბომბვებს ასობით მშვიდობიანი იემენელის სიცოცხლე ეწირება.
ტრამპი იტანს მოკავშირე ისრაელის მიერ ღაზის სექტორის განადგურებას.
ომის დასრულების გზა არა მოლაპარაკებების დაწყებაზე გადის, არამედ მეომარი მხარისთვის იარაღისა და დაფინანსების შეწყვეტაზე. აშშ-ს ამჟამინდელი ადმინისტრაცია იარაღს არ აწვდის უკრაინას, არც აფინანსებს. პირიქით, ბაიდენის მიერ მიცემული 350 მილიარდი დოლარის ამოღებას აპირებს, მაგრამ ნატოს წევრი სახელმწიფოები, ისე, როგორც ევროკავშირის ხომ აგრძელებენ იარაღის და ფულის მიწოდებას?!
ტრამპი ამაზე თვალს ხუჭავს, ნაცვლად კატეგორიული გაფრთხილებისა, რომ ასეთი ქმედების გაგრძელება მიუღებელია ვაშინგტონისთვის და გამოიწვევს სერიოზულ უკმაყოფილებას აშშ-ევროპას შორის.
ზემოთ აღვნიშნე — ტრამპი ზედაპირულად უყურებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს. მას სურს არა მარტო ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტა, არამედ ომის დასრულება და მოსკოვ-კიევს შორის მოლაპარაკებების დაწყება.
მოსკოვი მზად არის მოლაპარაკებისთვის, მაგრამ არა ცეცხლის დროებითი, თუნდაც ერთთვიანი შეწყვეტისთვის, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ მაკრონი, სტარმერი, მერცი, სხვა ევროპელი ლიდერები ზელენსკისთან ერთად პაუზას გამოიყენებენ უკრაინელი „ბოევიკების“ დასვენების და ახალი შეიარაღების მისაწოდებლად, რათა ერთი თვის შემდეგ განაახლოს ომი.
მსგავს ჰქონდა ადგილი მინსკის და სტამბოლის შეთანხმების დროს.
მოსკოვი არც უკრაინას ენდობა და არც ევროკავშირ-ნატოს. ანდა როგორ უნდა ენდოს, როდესაც უკრაინული ნეოფაშიზმის ხელმძღვანელი ზელენსკი აცხადებს, რომ რუსი გენერლის ამასწინანდელი მოკვლა — ტერორისტული აქტით, მის მიერ გაცემული ბრძანების შედეგია.
ყველა „სიკეთესთან“ ერთად უკრაინა ტერორისტული სახელმწიფოა, რომელიც სისტემატურად ახორციელებს ტერორისტულ აქტებს რუსეთის ტერიტორიაზე. არც ერთ დასავლელ ლიდერს, გაკიცხვის მსგავსი სიტყვაც არ დაუძრავს ზელენსკისა და მისი „ხუნტის“ მისამართით. გათავხედებული უკრაინელები, ვითომ კანონმდებლები, საჯაროდ აცხადებენ — დიახ! ჩვენ მოვკალით და მომავალშიც მოვკლავთ მტერი რუსეთის მოქალაქეებსო.
ზელენსკი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ერმაკი, ყოფილი პრეზიდენტი პოროშენკო, ზელენსკის საყვირო პოდოლიაკი, რომელიც ყოველ კვირას რადიო „მაესტროს“ ჟურნალისტის სტუმარია — ანტირუსული მოწოდებებით, ჟურნალისტი გორდონი, სხვები და სხვები ენით აუწერელ სიძულვილს აფრქვევენ რუსეთისა და რუსი ხალხის მიმართ. რაც შეეხება ზელენსკის, ის ოფიციალურად აცხადებს რუსეთის წინააღმდეგ ტერორისტული აქტებს განახორციელებას მომავალი 10, 20 წლის განმავლობაში.
ზელენსკიმ ისიც ბრძანა, რომ უკრაინას შეუძლია იერიში მიიტანოს მოსკოვის წითელ მოედანზე — 9 მაისის აღსანიშნავი ზეიმის დროს.
მოგეხსენებათ, 9 მაისს, რუსეთი და გონიერი მსოფლიო საზოგადოება აღნიშნავს ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავს. 9 მაისს წითელ მოედანზე არა მარტო რუსი პოლიტიკოსები იქნებიან, არამედ მრავალი ქვეყნის მეთაური და დელეგაცია.
აღნიშნული განცხადებაც კი უნდა აკრთობდეს ტრამპს და მკაცრი მოქმედებისკენ მოუწოდებდეს, მაგრამ ის დუმს. დუმილი, როგორც ამბობენ თანხმობის ნიშანია.
ტერორისტის წინააღმდეგ აშშ-ი სხვაგვარად იქცევა. გავიხსენოთ „ალ-ქაიდა“ და მისი ლიდერი უსამა ბინ ლადენი, „ისლამური სახელმწიფო“ და ა.შ.
მათზე არანაკლები დამნაშავეა ზელენსკი და მისი ბანდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით მათი ტერორისტული არეალი რუსეთით შემოიფარგლება და არა აშშ-ევროპით. და რახან ასეა, უკრაინული ტერორიზმი მისაღებია მათთვის. როდესაც ის ვექტორს შეიცვლის დასავლეთისკენ — გვიან ხომ არ იქნება?
100 დღე გავიდა ტრამპის თეთრ სახლში მეორედ შესვლის შემდეგ. 100 დღე, რომელმაც შეცვალა მსოფლიო. 100 დღის განმავლობაში ტრამპმა ვერ მოახერხა რუსეთ-უკრაინის დაზავება, როდესაც 24 საათში გვპირდებოდა.
მაგრამ მან დაიწყო რუსეთთან ლაპარაკი — სამწლიანი პაუზის შემდეგ. გააუმჯობესა დიპლომატიური მისიების — რუსეთის ვაშინგტონში, აშშ-ს რუსეთში მუშაობა; პოზიტიური პოზიციიდან შეხედა აშშ-რუსეთის ურთიერთობებს ეკონომიკაში, წიაღისეულის მოპოვება-დამუშავებაში; გაამკაცრა ურთიერთობები ევროკავშირის შტაბ-ბინა ბრიუსელთან.
ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ ურჩევნია ევროპის ქვეყნებთან პირდაპირი კავშირების დამყარება ბრიუსელის გარეშე.
ტრამპმა წერტილი დაუსვა ლგბტ-ობას. აკრძალა სკოლებში ლგბტ პროპაგანდა. ტრანსვესტიტობა მიუღებელი გახადა არმიისა და სპორტისთვის; შეამცირა მთელი რიგი სახელმწიფო დაწესებულებები; აკრძალა USAID-ი, „რადიო თავისუფლება“, „ამერიკის ხმა“.
აკრძალა დაფინანსება გაურკვეველი სახის ორგანიზაციების, ინსტიტუტების; უარი თქვა ცნობილი კერძო უმაღლესი სასწავლებლის ჰარვარდისთვის წლიურად 2,5 მილიარდი დოლარის მიცემაზე; სხვა უმაღლესი სასწავლებლისთვის, გაცილებით ნაკლები თანხების ჩარიცხვაზე.
ტრამპმა თავის ბრძანებულებით ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობს 2 სქესი — ქალისა და მამაკაცის. მან ბევრი სხვაც გააკეთა, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
მისი გადაწყვეტილებები, ხშირად გაუთვლელი, გაღიზიანებას იწვევს თვით ამერიკელებში, მაგრამ ასეთია რეფორმების ფილოსოფია.
ტრამპმა შეანჯღრია მსოფლიო, გამოაფხიზლა ძილისგან.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
01/04/2025