ლონდონის მოლაპარაკება უკრაინის ომის შეჩერებასთან დაკავშირებით ჩაიშალა!

საქართველოს მედიას თუ დავუჯერებთ კი არ ჩაიშალა, გადაიდო. ვის დაუჯეროთ აშშ-ს ხელისუფლების ოფიციალურ განცხადებებს, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპის თუ საქართველოს მედიას?
პირადად მე აშშ-ს მჯერა, ვინაიდან ის იყო ორგანიზატორი აშშ-ს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების (საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის) და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკების ჯერ პარიზში, შემდეგ ლონდონში.
მოლაპარაკების მთავარი თემა იყო პრეზიდენტ ტრამპის გეგმა — ცეცხლის შეწყვეტასა და რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დაწყებისთვის. გარდა ამისა პარიზში და ლონდონში მხარეებს უნდა განეხილათ, ტრამპის მიხედვით უნდა მიეღოთ, მისი გეგმა ტერიტორიებთან დაკავშირებით.
ტრამპი მზად არის აღიაროს ყირიმისა და დონბასის, აგრეთვე იმ ტერიტორიების რუსეთის კუთვნილება, სადაც ამჟამად არის რუსეთის ჯარი.
ტრამპის მიხედვით, უკრაინა ვერ გაწევრდება ნატოში. არის სხვა დეტალებიც, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია, ვინაიდან უსაფრთხოების საკითხებს ეხება და მათი უგულებელყოფა დაძაბულობის მომტანი იქნება.
ის, რაც მოგახსენეთ, ამერიკა-ევროპის მედიის ნამოღვაწარია და არა მოლაპარაკებაში მონაწილეთა მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, ცხადია პარიზის მოლაპარაკება მაქვს მხედველობაში, თორემ ლონდონისა, მაღალი დონიდან, ექსპერტების დონემდე დაეშვა — ყველასთვის მოულოდნელად, რამდენიმე საათით ადრე მოლაპარაკების დაწყებამდე.
მიზეზი ჩაშლისა იყო და არის მარტივი, უკრაინის „ხუნტის“ ხელმძღვანელის, ზელენსკის კატეგორიული განცხადება, რომელიც მან ლონდონის მოლაპარაკებამდე, წინა საღამოს გააჟღერა ჟურნალისტებისთვის.
ზელენსკიმ უარი თქვა ყირიმის, დონბასის რუსეთისთვის გადაცემის თაობაზე, ნაცვლად აღნიშნა, რომ უკრაინის დელეგაცია განიხილავს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის საკითხს.
ზელენსკის განცხადებას მოჰყვა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რუბიოს, მომლაპარაკებლების უიტკოფის და კელოგის უარი ლონდონის მოლაპარაკებაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, მილიარდერი უიტკოფი, ტრამპის მეგობარი, აწარმოებს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან მოლაპარაკებებს. მორიგი შეხვედრა, მე-4 უკვე გაიმართა.
კელოგი, გენერალი ტრამპის მიერ არის შერჩეული უკრაინის მხარესთან მოლაპარაკებების საწარმოებლად.
ზელენსკის განცხადებამ გააცხარა ტრამპი, რომელმაც თეთრ სახლში გამართული ბრიფინგის დროს გამოხატა თავისი გულისწყრომა ზელენსკის მიმართ. აღნიშნული ისტორიის თაობაზე ქართულ მედიას არ უცნობია, რაც გვაცნობა — დაშორებულია სინამდვილისგან, როგორც ყოველთვის.
სიტყვა „გადაიდო“ ნიშნავს გადადებას და არა ჩაშლას, რასაც სინამდვილეში ჰქონდა ადგილი. ქართული მედია, პოლიტიკოსთა ნაწილი, საზოგადოება თანაგრძნობით და სიმპათიით არიან განწყობილნი უკრაინის და ზელენსკის მიმართ. მიზეზი ამისა მარტივია — უცოდინრობა.
საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა არ იციან რა ხდებოდა და ხდება უკრაინაში, რა ხდებოდა უკრაინის დამოუკიდებლობის პირველი დღიდან, 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალებამდე, მას შემდეგ, დღემდე.
პოლიტიკოსების უმეცრების დასტური იყო ზოგიერთი პარლამენტარის, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის მიერ უკრაინაში გაქცევა, ვითომ უკრაინელთა მხარეს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვის მიზნით. ეჭვი არვის ეპარებოდა პოლიტიკოსთა თვითრეკლამაში, რომელმაც დათვური სამსახური გაუწია საზოგადოების გათვითცნობიერებას უკრაინულ ამბვებში, ვინაიდან მაშინაც იყვნენ და დღესაც არიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ პოლიტიკოსთა თავგანწირვის, მოძმე უკრაინელთა დასახმარებლად გაღებულის.
რაც შეეხება „ოცნების“ ხელისუფლებას, ის, როგორც იქნა მიხვდა უკრაინელთა ავაზაკობას, თუმცა ჯერ-ჯერობით შესაბამისი ნაბიჯის გადადგმისგან თავს იკავებს — რუსოფობიობა არ დამწამონო.
ზელენსკიმ და მისმა „ხუნტამ“ არაერთხელ შეურაცხყვეს საქართველოს ხელისუფლება, რაც თავისთავად ნიშნავდა საქართველოს შეურაცხყოფას, მაგრამ ნაცვლად შესაბამისი პასუხისა, ხელისუფლებამ მეორე ლოყა შეუშვირა — სილის გასაწნელად.
ქართული მედია უკრაინის მხარეზეა. უკრაინის მხარეზეა საქართველოს ოპოზიციური პარტიები და მის ირგვლივ შემოკრებილი საზოგადოება. მათ სძულთ რუსეთი, რომელმაც ომი გააჩაღა უკრაინაში, თუ რატომ — არვინ კითხულობს, არვის აინტერესებს. რუსეთი აგრესორია, როგორც უკრაინის მიმართ, ისე საქართველოს.
საქართველოში ვერვის დააჯერებთ, რომ უკრაინა ნეოფაშისტური სახელმწიფოა, სადაც სკოლის პირველი კლასიდან ასწავლიან უკრაინელის პრიორიტეტულობას სხვა ერებზე, განსაკუთრებით რუსებზე; მტერი რუსის კვლას, ფაშიზმის სხვა გამოვლინებას; ჰიტლერის, გერინგის, გებელსის, ბანდერას, შუხევიჩის, გერმანელი ფაშიზმის ფიურერების სიყვარულს, …
საზოგადოების ამ ნაწილს აღარ უყვარს ამერიკა, მითუმეტეს პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც სამშვიდობო ინიციატივით გამოდის და მოლაპარაკებას წარმართავს რუსეთთან. აშშ-ს გუშინდელი მლოკველი, დღეს ტრამპის ადმინისტრაციას ლანძღავს და იმის ოცნებაში ათენებს და აღამებს, ტრამპი რომ „მოხსნან“ — ქართული გაგებით.
ხელისუფლება მოლოდინშია. მას ჰგონია, რომ უკრაინაში მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაცია მალე დასრულდება და აშშ-ს ადმინისტრაცია მოიცლის მასთან ნორმალური ურთიერთობების საწარმოებლად.
მისასალმებელია ხელისუფლების ოპტიმიზმი, თუმცა არსებული ვითარებიდან და ზელენსკის სიჯიუტიდან გამომდინარე ომის დასრულების ნიშნები ფერმკრთალია.
ზელენსკიმ ალღო აუღო ევროატლანტიკურ პოლიტიკას, რაშიც დიდი როლი ითამაშა შოუ-ბიზნესში მიღებულმა გამოცდილებამ ფულის კეთებასთან დაკავშირებით — ადრე, რომ „ლევი“ ფულს ვუწოდებდით და ისე გააკვარახჭინა დასავლელ პოლიტიკოსებთან ურთიერთობა, რომ დაშორება, გაყრა ამ ეტაპზე შეუძლებელია.
საქართველოს საზოგადოებას ისეთი დადებითი შეხედულება აქვს ევროპაზე და ევროპელებზე, ძნელია გადაჯერება. ევროპის ღირებულებების, ფასეულობის სისტემატური ძახილი პოლიტიკოსთა და მასზე მიტმასნილი საზოგადოების მხრიდან სწორედ სიყვარულის და პატივისცემის გამოხატულებაა — ბრმა სიყვარულის.
თანამედროვე ევროპა ჭიანჭველების ბუდის მსგავსია, არა მუყაითი შრომის ამსახველი, არამედ სხვადასხვა ერის წარმომადგენლის — აფრიკის კონტინენტის, ავღანეთის, ახლო აღმოსავლეთის, უკრაინის, სხვების თავშეყრის სავანე. მათი კულტურის, ტრადიციების, ცხოვრების წესის ყოფილ კოლონიზატორებზე თავსმოხვევის ადგილი.
გუშინდელი კოლონიზატორი ევროპა, დღევანდელ კოლონიზებულად არის ქცეული. გუშინდელი მძარცველი, დღეს თვითონ განიცდის ძარცვას, შეურაცხყოფას, დამცირებას, გაუპატიურებას დღევანდელი მძარცველისგან.
დიდ ბრიტანეთს, ყოფილ მსოფლიო კოლონიზატორსა და მძარცველს ისღა დარჩენია შეეგუოს ლონდონის მერის არატრადიციული კანის ფერს, აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირის ინდურ წარმოშობას, საგარეო საქმეთა მინისტრის შავ ფერს, მუსლიმური სალოცავების გამრავლებას, სხვას მრავალს. ასეთის შემხედვარე პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი უდავოდ ტრიალებს საფლავში.
ის, რაც გითხარით, სულაც არ არის ჩემის მხრიდან რასიზმის გამოვლინება — რეალობაა, რომელსაც ძალაგამოცლილი გუშინდელი იმპერიის ნარჩენები დემოკრატიას არქმევენ. მოდით ვკითხოთ ჭიანჭველების ბუდის ნებისმიერ წარმომადგენელს — გაუგიათ თუ არა ჩოსერის, შექსპირის, დიკენსის, მოემის, ჰიუგოს, ბალზაკის, გოეთეს, მიქელანჯელოს, ვერდის, უამრავი სხვის შესახებ, რომლებმაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს კაცობრიობის ისტორიაში?
არათუ მათ, არამედ აბორიგენმა ევროპელმაც აღარ იცის თავისი წარსული. რაც მან იცის, არატრადიციული სექსუალური ცხოვრებაა, ფულის კეთებაა, სხვათა სისხლზე და ხორცზე, ამ შემთხვევაში სლავთა — რუს-უკრაინელის სახით.
კოლონიზატორობას დაჩვეულთათვის ჭირს შეგუება იმასთან, რომ თვით აღარაფერი გააჩნიათ — წიაღისეული, სხვა ბუნებრივი სიმდიდრის სახით, მაგრამ ძველი ქედმაღლობა ჯერ-ჯერობით შემორჩენილი აქვთ და მასთან ერთად მტაცებლური სულისკვეთება, რომელიც მაგნიტის მსგავსად ამახვილებს მზერას აღმოსავლეთისკენ, რუსეთისკენ, იქაური სიმდიდრეებისკენ — მათი ხელში ჩაგდების სურვილით.
მზად არიან ისინი თვით იომონ რუსთა სიმდიდრეების მოსაპოვებლად?
უდავოდ, არა, მაგრამ სხვა გამოძებნეს საომრად — უკრაინის სახით.
საქართველოს საზოგადოებას ჰგონია, რომ უკრაინას მთელი მსოფლიო თანაუგრძნობს. სხვას ვერაფერს იფიქრებს კიევში ამერიკელ-ევროპელი პოლიტიკოსების, მსახიობების, ხელოვნების მუშაკების გახშირებული ვიზიტებიდან გამომდინარე. არაერთი ჰოლივუდელი კინოვარსკვლავი სტუმრობდა უკრაინას, რამაც წარმოუდგენელ სიმაღლეზე აიყვანა უკრაინის ომის თემა, დაარწმუნა მსოფლიოს საზოგადოება უკრაინელთა მამაცობაში და იმაში, რომ უკრაინა რუსეთის აგრესიის მსხვერპლია, რომ უკრაინა უნდა დაიცვას ევროპამ ფულის და საბრძოლო იარაღის მიწოდებით.
უკრაინელთა დასაცავად ფეხზე დამდგარ ხელისუფალთ მხარდაჭერა ესაჭიროებათ უკრაინის ფინანსური დახმარების გაწევისთვის, ამდენად საზოგადოებამ უნდა აიტანოს გადასახადების გაორმაგება, მათ შორის ელექტროენერგიის, მედიკამენტების, კვების პროდუქტების, ვინაიდან გაორმაგებით, უკრაინის დახმარება ხდება. იმ უკრაინის, რომელიც კლდესავით არის აღმართული ევროპის დასაცავად. რომ არა უკრაინა, რუსეთი შევარდებოდა ევროპაში.
ასეთს რომ ადგილი არ ჰქონდეს, ევროპელი პოლიტიკოსები სისტემატურად უნდა ჩადიოდნენ უკრაინაში ზელენსკის გასამხნევებლად. იკითხავთ — რა საჭიროა ერთიდაიგივე პოლიტიკოსების სისტემატური ვიზიტები უკრაინაში? ან რა აქვთ მათ ამდენი სალაპარაკო ზელენსკისთან?
ფულის გასაყოფად ჩადიან.
მსახიობები, რომ მილიონებს იღებენ ასეთ ვიზიტებში, აღარავის უკვირს, მაგრამ პოლიტიკოსებიც?
დიახ! პოლიტიკოსებიც ფულს იღებენ. აი, იმ „დიპ სტეიტიდან“ ქართულად სიღრმისეული სახელმწიფოსგან, რომელიც კულისებიდან მართავს მსოფლიო პოლიტიკას.
ომი დიდი ფულის მახეა. ომში ჩართული მხარე იღებს შეიარაღებას. ძნელად მოიძებნება ქვეყანა, რომელიც სამხედრო მშენებლობის ყველა სფეროს მოიცავდეს. უკრაინას ჰქონდა სამხედრო იარაღი — შემორჩენილი საბჭოეთიდან, რომელიც ამოწურა. ამჯერად მას იარაღს აწვდიან ევროპის ქვეყნები, სამხრეთ კორეა, თურქეთი, სხვები.
იარაღით ვაჭრობა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსებს დიდ შემოსავალს აძლევს. ამდენად უკრაინის ომი ტვინგადაბრუნებული „დიპ სტეიტის“-თვის ოქროს საბადოა. და არა მარტო მისთვის, თვით უკრაინის პრეზიდენტის, ხელისუფლებისთვის.
ომის შეწყვეტა ნიშნავს იარაღის დამზადების შეწყვეტას და მასთან ერთად ხარბი ევროპელი პოლიტიკოსების ჯიბეების შეთხელებას. ზელენსკიმ ალღო აუღო „ხელი-ხელს ბანს, ორივე პირს“ — ნაცად მეთოდს და ისე ჩაეხუტა „პატიოსან“, ვითომ არაკორუმპირებულ ევროპელ პოლიტიკოსებს, როგორც სისხლით და ხორცით ნათესავებს.
უნდათ მათ ომის შეწყვეტა? — ვგონებ, კითხვაც გულუბრყვილოა. ზელენსკიმ უარი განაცხადა ლონდონის მოლაპარაკების მთავარ საკითხზე — ომის დამთავრებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ზელენსკიმ უარყო ტრამპის გეგმას. ე.ი. ზელენსკი ტრამპის წინააღმდეგ წავიდა?
დიახ! ასე გამოდის. იკითხავთ — ზელენსკი წავიდა აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაციის წინააღმდეგ, რომელიც მოითხოვს რუსეთ-უკრაინის დაზავებას?
დიახ! — აშშ-ს დემოკრატიული პარტიისა და ევროპელი პოლიტიკოსების წაქეზებით, რომლებიც ტრამპის წინააღმდეგ იბრძვიან.
ზელენსკიმ ჩაშალა ლონდონის მოლაპარაკება, რამაც ტრამპის გაცხარება გამოიწვია. მაგრამ მერე რა?!
ანტიტრამპელებს დიდი იმედი აქვთ, რომ გაუძლებენ ტრამპს სამნახევარი წლის განმავლობაში, მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, შემდეგ, როგორც ვამბობთ „ან ვირი იქნება, ან პატრონი“.
ასე რომ უკრაინის ომის სწრაფი დასრულების შანსი არც ისეთი დიდია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჩათვალოს ერთადერთ გამოსავლად.
ხელისუფლება, საკუთარ პოლიტიკას სხვა ქვეყნის პოლიტიკიდან გამომდინარე არ უნდა აგებდეს. მას საკუთარი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს — ხალხის მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ მიმართული.
საერთაშორისო პოლიტიკაში ჩახედულთათვის ამერიკელი პოლიტოლოგის პოლ კრეიგ რობერტსის სახელი კარგად არის ცნობილი. ვისთვისაც ეს სახელი უცნობია, გეტყვით — პოლ კრეიგ რობერტსი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორია, რონალდ რეიგანის ადმინისტრაციის ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკონომიკის საკითხებში, ავტორი აშშ-ს ხელისუფლების (1981-89 წლები) ეკონომიკური პოლიტიკისა, რომელსაც „რეიგანომიკა“ ერქვა.
აი, ამ პოლიტოლოგის მოსაზრება წავიკითხე რუსეთის ხელისუფლებისა და პრეზიდენტის პოლიტიკასთან დაკავშირებით, ერთობ საინტერესო, ამდენად მიზანშეწონილად ვთვლი მის გაცნობას თქვენთვის.
რუსეთი ჩვენი მეზობელია, გარდა ამისა საუკუნეთა განმავლობაში საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი, ხშირ შემთხვევაში ნათესაურშიც, რასაც ხელს უწყობდა ერთმორწმუნეობა, მენტალური სიახლოვე, გაცილებით მისაღები, ვიდრე დანარჩენ მეზობლებთან, ისე, როგორც ე.წ. ახალ სტრატეგიულ პარტნიორებთან — აშშ-ი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მყავს მხედველობაში.
რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა — პოლიტიკურის, დიპლომატიურის, როგორც წყალი ისე სჭირდება საქართველოს. საერთაშორისო ცხოვრებასა და საშინაო საქმეებში ჩახედულისთვის ისე, როგორც სახელმწიფო ორგანოებში ხანგრძლივი მუშაობის გამოცდილების მქონისთვის, სხვაზე მეტად მაქვს უფლება ვთქვა მარტივი ჭეშმარიტება — საჯაროდ და არა კულისებში, სამზარეულოში, კიდევ ერთხელ და კატეგორიულად, რომ რუსეთთან ურთიერთობის გარეშე საქართველო წელში ვერ გაიმართება; რომ საქართველოს ურუსეთოდ, პრობლემები ექნება, რომელთა დაძლევას ის მარტო ვერ შეძლებს.
საქართველოს არ ჰყავს ისეთი დიასპორა, რომელიც მილიონებს შეადგენდეს — ხალხი მყავს მხედველობაში. ამ მხრივ ჩვენ ობლები ვართ მეზობელ სომხებთან, აზერბაიჯანელებთან შედარებით.
სომხების ამერიკული დიასპორა ყველასთვის ცნობილია. ის გავლენას ახდენს აშშ-ს პოლიტიკაზე. მას დიდი ფული აქვს. ის შეძლებულია, მდიდარია. 16 მილიონი სომეხია სომხეთის გარეთ — ევროპის ქვეყნებში, ახლო აღმოსავლეთში, ირანში და, თქვენ წარმოიდგინეთ, სინგაპურშიც, სადაც სომხური ეკლესიაც აქვთ აშენებული, სადაც ნამყოფი ვარ.
აზერბაიჯანს — მუსლიმური სამყარო, განსაკუთრებით თურქეთი უმაგრებს ზურგს. ე.წ. ირანის აზერბაიჯანში ხომ გაცილებით მეტი აზერბაიჯანელი ცხოვრობს, ვიდრე თვით აზერბაიჯანში?! არც რუსეთში ცხოვრობს თითზე ჩამოსათვლელი აზერბაიჯანელი!
ჩვენი დიასპორა, რაოდენობის თვალსაზრისით, ამასთანავე გავლენის, საგრძნობია მხოლოდ რუსეთში და არა სხვაგან. მაგრამ სამწუხაროდ, მასთან ისეთი მჭიდრო კავშირი არ გვაქვს, როგორიც საჭიროა.
ფაქტიურად „ობლად“ დარჩენილ ქვეყანას, რომელსაც დღეს საქართველო ჰქვია და ხვალ, სრული შანსია რომ მარტო ჯორჯია ან სხვა რამ ერქვას, მხარში მდგომი ძლიერი სახელმწიფო სჭირდება, რომელიც შეძლებს ჩვენი ეკონომიკის აღდგენას, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო დარგების აღორძინებას; უცხოეთში გადახვეწილი მოსახლეობის დაინტერესებას საკუთარ ქვეყანაში დასაქმების, ფულის კეთების, განვითარებისთვის.
ზემოთ გითხარით — ვეჭვობ რომ ქვეყანას სახელი შეუნარჩუნდესთქო, უმძიმესი დემოგრაფიული მონაცემებით არის ნაკარნახევი. ამ პრობლემის გადაჭრისთვის საჭიროა არა უცხოური „მაღალი“ რეიტინგებით მოსახლეობის გაბრიყვება, არამედ რეალური ნაბიჯების გადადგმა.
რახანია ვისმენთ საქართველოს ეკონომიკის წინსვლის თაობაზე. ვისმენთ, მაგრამ ვხედავთ საწინააღმდეგოს. სააკაშვილიდან მოყოლებული, სულ წინსვლას ვისმენთ, მაგრამ ცხოვრებისეული პირობები უარესდება. ნუთუ მრავალწლიანმა „წინსვლამ“ ვერაფერი იმოქმედა ხალხის სოციალურ ყოფაზე?!
საქართველოს საზოგადოებამ ვერ შეიგნო, რომ ევროკავშირი, აშშ-ის ბიზნესი არ არის დაინტერესებული საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაში. ამის მრავალი ობიექტური მიზეზი არსებობს. უპირველესად ქვეყნის სიმცირე, გასაღების ბაზრის სიმცირე, არაკვალიფიციური მუშახელი, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, პოლიტიკური არასტაბილურობა, გეოგრაფიული სიშორე, ქართული მენტალიტეტის არცოდნა. ერთადერთი ქვეყანა, ვისაც აღნიშნული პრობლემები არ აკრთობს, რუსეთია — მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩვენს მიერ გამოცდილი, ერთმორწმუნე ქვეყანა, ამდენად ამერიკელი რობერტსის მოსაზრება მასთან მიმართებაში უინტერესო არ უნდა იყოს ჩვენთვის.
„სამშვიდობო მოლაპარაკებებს არაფერი მოაქვს, გარდა ცეცხლის შეწყვეტისა და ისიც ხშირად ირღვევა, მიზეზთა გამო.
მოლაპარაკებები, როგორც წესი ხანგრძლივია, იმიტომ, რომ შუამავლებს აძლევს შანსს იყვნენ საზოგადოებისთვის ცნობილნი, იყვნენ მუდმივი ყურადღების ცენტრში. ხელშეკრულების დადება მათ ინტერესში არ შედის, ვინაიდან ხელიდან აცლის ცნობადობას, შემოსავალს, მათ მიმართ ყურადღებას.
შეხედეთ, რა ხანგრძლივია ისრაელ-პალესტინის მოლაპარაკების პროცესი და არავითარი შედეგი, გარდა პალესტინელთა განადგურებისა. იგივე დაემართება რუსეთს, ვინაიდან იქ დომინირებენ მე-19 საუკუნის მსგავსი გულუბრყვილო ლიბერალები. ერთ-ერთ ინტერვიუში დავსვი კითხვა — რატომ აწარმოებს პუტინი მოლაპარაკებებს, როდესაც მისი ნამდვილი პასუხისმგებლობა რუსეთის წინაშეა — მოიგო ომი და ზეგავლენა იქონიო სამშვიდობო ხელშეკრულების პირობებზე.
ჩემის აზრით, პუტინი ცდილობს კონფლიქტის გამოყენებას დიდ სახელმწიფოთა შორის მოლაპარაკების საწარმოებლად და იალტის მსგავსი ხელშეკრულების გასაფორმებლად.
თუ მარტო ის მოიგებს ომს უკრაინაში, რაც კარგა ხნის წინ უნდა გაეკეთებინა, მაშინ, მისი გეგმით დაკარგავს შანსს ახალი იალტის მოწყობის. აღნიშნულის თაობაზე ლაპარაკობენ გულუბრყვილო რუსი ექსპერტები.
მე, სხვა შეხედულება გამაჩნია. რუსთა მხრიდან გაჭიანურებამ, გადაუწყვეტლობამ დაარწმუნეს დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, რომ შეუძლიათ კონფლიქტში ჩართვა.
ჩვენ გვაქვს ბალტიის ქვეყნები — მცირე მოსახლეობით, რომლებიც აწარმოებენ უპასუხო აგრესიას რუსეთის წინააღმდეგ. ესტონეთი და ფინეთი გადავიდნენ სამხედრო ძალის გამოყენებაზე რუსეთის ნავთობმზიდი ტანკერების დასაკავებლად.
თქვენ, რომ ტანკერის კაპიტანი იყოთ, დასვამდით კითხვას — რატომ კვებავს ხელისუფლება თავის მტრების სიმამაცეს — აწარმოოს ომი რუსეთის წინააღმდეგ?
როდესაც თქვენს ტანკერს კუთხეში ამწყვდევს უბადრუკი ქვეყანა, რომლის მოსახლეობა მოსკოვისას ჩამოუვარდება და კრემლი თვალს ხუჭავს ამაზე, რას ფიქრობთ თქვენი ქვეყნის პატივისცემაზე?
თქვენ ბოღმამ უნდა დაგახრჩოთ. უძლიერესი რუსეთი ესტონეთის მიერ არის დამცირებული. მოსკოვში არ ფიქრობენ ამაზე? მოლაპარაკებების წარმოებაზე ამახვილებენ ყურადღებას? გამოდის ყველაზე პატარა ქვეყნებმა შეიძლება დაამცირონ რუსეთი?
ამას უნდა ემოქმედა რუსეთის მოსახლეობაზე, ის, რომ „დასავლური კულტურით“ ასერიგ არ იყოს გაფუჭებული.
თუ რუსეთი არ იქნება დასავლური ცხოვრების ნაწილი, ისინი თავს იზოლირებულად და დაობლებულად ჩათვლიან. მრავალწლიანმა ვაშინგტონურმა პროპაგანდამ შედეგს მიაღწია — მათში რუსულის დაკნინებას.
ვფიქრობ, „დიდი სახელმწიფოების ხელშეკრულება“ კარგად გამოჩნდება ქაღალდზე და განამტკიცებს აშშ-ს სამარადისო ჰეგემონობას.
არაერთხელ მითქვამს, რომ რუსეთს დასავლეთთან არ სჭირდება უსაფრთხოების ხელშეკრულება. არ სჭირდება ახალი იალტა. რუსეთს ასეთი სჭირდება ჩინეთთან და ირანთან. ასეთი ხელშეკრულება წერტილს დაუსვამს ყველა ომს. აშშ, ნატო, ისრაელი წინ ვერ დაუდგებიან ამ სამ ქვეყანას სამხედრო თვალსაზრისით.
ხელშეკრულება „სამეულს“ შორის არ არის. რატომ?
საქმე გვაქვს რუსეთის, ჩინეთის, ირანის მეთაურთა ნაკლებ შორსმჭვრეტელობასთან? იქნებ მათ შორის არსებულ უნდობლობასთან?
რუსეთი და ირანი გავიდნენ სირიიდან, დაუტოვეს რა ქვეყანა ისრაელს, აშშ-ს, თურქეთს.
ჩინეთს რომ მოენდომებინა, რამდენიმე საათში გაანადგურებდა ტაივანს. რუსეთს ვერ დაუმარცხებია უკრაინა 3 წლის განმავლობაში — ეს უფრო მეტია, ვიდრე სტალინის წითელმა არმიამ მოანდომა გერმანული ვერმახტის სსრკ-ს ათასობით კვადრატული კილომეტრისგან განდევნას.
რუსეთი ცდის სულ უფრო მეტ ახალ იარაღს, რომელიც აღემატება დასავლურს, თუმცა იქ არ სჯერათ, რომ რუსეთი ამას გამოიყენებს“.
საერთაშორისო საკითხებში ჩახედულთათვის პოლ კრეიგ რობერტსის მოსაზრება გასაგებია, მაგრამ გაგება ერთია, გაზიარება მეორე. პირადად ვიზიარებ და გაკვირვებასაც გამოვთქვამ პუტინის ყოყმანური პოლიტიკის მიმართ უკრაინის ომთან დაკავშირებით. უკრაინასთან არავითარ ხელშეკრულებას აზრი არ ექნება, ვინაიდან „ხუნტა“ არაკანონიერია. კანონიერიც რომ იყოს, უკრაინელი მატყუარაა, რაც კარგად გაიგო რუსეთმა — მინსკის ხელშეკრულების მოიმედემ. აღიარება იმისა, რომ უკრაინამ, საფრანგეთმა, გერმანიამ რუსეთი მოატყუეს დიდი ვერაფერი ვაჟკაცობაა. და მოატყუეს ვინ?
„კგბ“-ს პოლკოვნიკი, ამჟამად რუსეთის პრეზიდენტი?
ახლა ავიღოთ აშშ-ის ტრამპის ადმინისტრაცია, რომელმაც თავისი წინამორბედის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები ბათილად გამოაცხადა.
სამნახევარი წლის შემდეგ აშშ-ს სხვა პრეზიდენტი ეყოლება, რომელიც ისეთივე „პასუხისმგებლობით“ მიუდგება ხელშეკრულებებს, როგორც ტრამპი?
სხვას ვერაფერს ვიფიქრებთ. ასე რომ, ძალა და მისი მთელი სიგრძე-სიგანით გამოყენება არა მარტო უკრაინაში მიმდინარე ომს დაასრულებს — ამ უკანასკნელის კაპიტულაციით, არამედ მთელს მსოფლიოში აღადგენს რუსეთის უძლეველობის შელახულ სახელს.
ძველ „იალტას“ სხვა შემსრულებლები ჰყავდა — სტალინის, რუზველტის, ჩერჩილის სახით. ახალ, სავარაუდო „იალტას“ ვინ ეყოლება — პუტინი, ტრამპი, მაკრონი, სტარმერი — ჰა! ჰა! ჰა!
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
28/04/2025