მეორე ნაბიჯიც არის გადასადგმელი
შაბათს, 25 იანვარს, ღამის 8 საათზე მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა საქტელერადიოს შენობასთან, რასაც თან ახლდა ტრანსპორტის მოძრაობის სერიოზული შეფერხება. ძლივს მოვახერხე მსვლელობის გვერდის ავლა და გახარებულმა ვარაზს ავუყევი. მძღოლური ოსტატობა რომ არა, კარგა ხნის განმავლობაში მომიწევდა, აქციის შედეგად გამოწვეულ საცობში ყურყუტი.
სატრანსპორტო მაგისტრალების გადაკეტვა ძალაშია, ისე, როგორც საჭესთან მსხდომთა ლანძღვა-გინება, განსაკუთრებით ხელისუფალთა მისამართით, რომლებიც არაფერს აკეთებენ შეუფერხებელი მოძრაობისთვის მომიტინგეთა ქუჩებიდან ტროტუარებზე გადასაყვანად.
პატრული, ნაცვლად დემონსტრანტების შევიწროვებისა და წესრიგის დამყარებისა, ავტომანქანებს უქმნის პრობლემებს. ქუჩების ჩაკეტვით, თითქოს ავტომანქანებში მსხდომნი არიან პროტესტანტები, წესრიგის დამრღვევები. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ საპროტესტო აქციაში მონაწილეებს იცავს პოლიცია იმათგან, ვინც ასეთში არ მონაწილეობს.
25 იანვარს პროტესტი მარტო თბილისში არ გამართულა, საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართა, რის შესახებაც დაწვრილებით გვიყვებოდა მედია. ქართულ ჟურნალისტიკას, ერთობ ზარმაცს და საჭირბოროტო საკითხების გაშუქების სურვილის არმქონეს, ნებისმიერი საპროტესტო აქცია ჟურნალისტურ „საკვებს“ აძლევს, გონებისა და შრომის ჭმუნვა-ხარჯვის გარეშე.
ლანგრით მირთმეულ ინფორმაციას, მედია უცბათ იტაცებს და ისეთი ენერგიულობით ტენის მსმენელს, მკითხველს, თითქოს ამ ინფორმაციის მიღებაში მან დიდი შრომა დახარჯა. დღე ისე არ ჩაივლის თბილისსა და სხვა ქალაქებში თითო-ოროლა საპროტესტო მსვლელობა, მიტინგი არ მოეწყოს და გახარებული მედიაც უშრომველად ავსებს დღის პროგრამას — აქციაში მონაწილეთა პრიმიტიული ინტერვიუებით.
პროტესტანტთა მოწოდებები, ლოზუნგები, განცხადებები უცვლელია — 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული — დაჭერილ მომიტინგეთა გათავისუფლება, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება — არალეგიტიმური ხელისუფლების გადადგომა. იგივე მოთხოვნები აქვთ ოპოზიციურ პარტიებს, ერთის დამატებით — ევროპასთან ინტეგრაციისთვის შეჩერებული მოლაპარაკების აღდგენა.
ლოზუნგი — „საქართველო, ევროპაა“ — ძალაშია და ძალაშია არა მარტო აქ, არამედ, თქვენ წარმოიდგინეთ იქაც, ევროპაშიც, მაგალითად სლოვაკეთში, სადაც მასობრივ ანტისამთავრობო გამოსვლებს აქვს ადგილი, ლოზუნგით — სლოვაკეთი ევროპაა.
ანალოგიურ ლოზუნგებს ყურს მოკრავთ ბელგრადში მიმდინარე ანტისამთავრობო მიტინგებზე. იქაც პროტესტანტები გაიძახიან — სერბეთი ევროპაა.
დიახ! სერბეთი ევროპაა, საქართველოზე მეტი ევროპა, მაგრამ სერბეთი ევროკავშირი არაა. ევროკავშირი სლოვაკეთია. მაშ, რატომ ერთი და იგივე ლოზუნგი ორ ქვეყანაში — ევროკავშირულში და არაევროკავშირულში, უფრო მეტიც ევროკავშირისგან გეოგრაფიულად შორს მყოფ საქართველოში?
პატივცემულო მკითხველო, ვიღაც უჩინარმა დაგვავალა სამივეს ამ ლოზუნგის ყვირილი და ჩვენც ვყვირით, უფრო სწორად ჩვენი ოპოზიციონერები, რომლებიც ორ სიტყვას, მაგალითად სლოვაკეთი, სერბეთი, საქართველო ევროპაა, მესამეს უმატებენ და არა რუსეთი.
სამივეს მოგვიწოდებს უჩინარი, რომ რუსეთისკენ არ გავიხედოთ. ფიცოს, თავისი ოპოზიცია ადანაშაულებს პუტინთან მოლაპარაკების გამართვაში; სერბეთს იმავე მიზეზით. საქართველოს ხელისუფლებას იმიტომ, რომ პრორუსულია.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ფიცომ საჯაროდ განაცხადა, რომ მიტინგების ორგანიზატორები იგივენი არიან, ვინც საქართველოში და უკრაინაში. ე.ი. ლოზუნგის „უკრაინა ცე ევროპა“-ს მოსურნენი. უკრაინა, რომ „ცე ევროპაა“ 30 წელია ვისმენთ — აქტიურად, 2014 წლის მაიდნის რევოლუციის შემდეგ. და მერე რა?
უკრაინა არათუ ცე ევროპაა, არამედ სახელმწიფოც აღარ არის. თვითონ განსაჯეთ — არის თუი არა სახელმწიფო უკრაინა, რომელსაც არ ჰყავს კანონიერი ხელისუფლება?
პრეზიდენტ ზელენსკის პრეზიდენტობის უფლებამოსილება გასული წლის ზაფხულს ამოეწურა, პარლამენტს, ანუ რადას — შემოდგომით; მთავრობას, რადასთან ერთად, ქვეყანას „მართავს“ ნეოფაშისტური მოძალადე ჯგუფი, რომელსაც დასავლეთი მართავს — ანგლო-საქსების სახით. ზელენსკი თოჯინაა აშშ-ს, ნატოს, ევროკავშირის ხელში. ვისაც თოჯინების სპექტაკლი უნახავს, მაგალითად გაბრიაძის ან ობრასცოვის. მათი თოჯინები უფრო დამოუკიდებელი „პიროვნებების“ სახეს ქმნიდნენ, ვიდრე ხორცშესხმული არათოჯინა ზელენსკი, მაგრამ ჭკუით, უსულო და უხორცო თოჯინაზე ნაკლები.
უკრაინამ, რასაც 2014 წლის შემდეგ მიაღწია, ისაა, რომ შავმიწანიადაგიანი ტერიტორიების 60%-ზე მეტი ამერიკულ მსხვილ ბიზნესს მიჰყიდა, ისეთებს, როგორებიცაა მონსანტა, ბლეკ-როკი, სხვები. სწორედ მათ მოჰყავთ ხორბალი, სხვა სახის მარცვლეული და ჰყიდიან მთელს მსოფლიოში. უკრაინას რჩება რაღაც, ფულის სახით, ერთობ მოკრძალებული. თბილისის სუპერმარკეტებში უხვადაა გაყინული უკრაინული ქათამი, რაც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს მეფრინველეობის ფერმებს და საწარმოებს უკრაინელები მართავენ.
მეფრინველეობის და ქათმის ხორცის დამზადების ბიზნესი ავსტრალიელი ბიზნესმენების ხელშია. ისინი მართავენ ამ საქმეს — დაქირავებული უკრაინული მუშახელით.
არც ერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში იმდენი ბობოლა ბიზნესმენი არ არის, რამდენიც უკრაინაშია. 30 წელია, დღიდან საბჭოთა კავშირის დაშლისა, უკრაინული ბიზნესი ჭამს უკრაინას. 30 წელია უკრაინული ბიზნესი ყიდდა საბჭოთა იარაღს, უკრაინის ტერიტორიაზე არსებულს, უცხოეთში, ძირითადად აზია-აფრიკის ქვეყნებში; ყიდდა ქარხნებს, საწარმოებს, იქ არსებულ ჩარხებს, დანადგარებს, ისე, როგორც ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში.
უკრაინა, საბჭოთა კავშირის მოწინავე რესპუბლიკა — მსოფლის მეურნეობასა და მრეწველობაში, დღეს გაცამტვერებულია. არ არის ეკონომიკა და არ არის ეკონომიკისთვის საჭირო სამეცნიერო-ტექნიკური პერსონალი.
უმუშევრად დარჩენილმა უკრაინამ გეზი ევროპისკენ აიღო. მიგრანტთა რაოდენობა ათეულ-ათასობით კი არა მილიონობით იზომება. ქვეყნიდან გასვლა განსაკუთრებით შეინიშნება 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, ანუ რუსეთის მიერ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე. არაოფიციალური მონაცემებით, უკრაინის მოსახლეობა, რომელიც საბჭოეთის დროს 52 მილიონს შეადგენდა, 19 მილიონამდეა დასული.
დასავლური წყაროების მიხედვით, რუსეთ-უკრაინის ომში მილიონზე მეტი უკრაინელი დაიღუპა, ინვალიდთა რაოდენობაც საგრძნობია. ევროპაში გადახვეწილი უკრაინელები ისე კომფორტულად აღარ გრძნობენ თავს, როგორც ომის პირველ თვეებში. ევროპის ქვეყნებს მობეზრდათ უკრაინელთა რჩენა. მათ აღიზიანებთ უკრაინელი მიგრანტების ქცევაც, პრეტენზიებიც ადგილობრივ ხელისუფალთა მიმართ. ევროპელთათვის უკრაინელები მიუღებლები ხდებიან.
მოკლე, ზედაპირული ინფორმაცია, რომელიც მოგაწოდეთ, შეგიყვანთ უკრაინული თავსატკივარის აღქმაში. „უკრაინა ცე ევროპა“, რომ ისეთივე სატყუარა იყო უკრაინელებისთვის და ყველა საბჭოთა ყოფილი რესპუბლიკისთვის დიდი ამოცნობა არ სჭირდება. უხილავმა ძალამ შემოგვიგდო სატყუარა, მაშინ, რომ ტკბილი გვეგონა მხოლოდ იმისთვის, რომ უკრაინის და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ხელით მოგვეხრჩო დასავლეთისთვის საუკუნეების განმავლობაში საზარელი მტერი რუსეთი.
დასავლეთისთვის ყოფილი საბჭოელები, რუსეთის გამოკლებით, არაფერს წარმოადგენენ, არც ეკონომიკურად, არც პოლიტიკურად, ამდენად ისინი შეასრულებდნენ (უნდა შეესრულებინათ) დასავლელთა დავალება ჩხრიალა სათამაშოების, საღეჭი რეზინების, გაცვეთილი ჯინსების, თუნდაც ევროკავშირის ასოცირებული წევრობის, კანდიდატობის საფასურად.
დავალებას დაარქვეს დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა, სიტყვის თავისუფლება და ყველაფერი ის, რასაც თვით დასავლეთში კარგა ხანია არ აქვს ადგილი.
როდის იყო ევროპა დემოკრატიის სავანე, როდესაც კოლონიების სისხლს წოვდა და მდიდრდებოდა, თუ მაშინ, როდესაც სხვისი სიმდიდრეების ხელში ჩაგდების მიზნით ფაშიზმის აღმასვლას ხელს უწყობდა, აიარაღებდა და აღმოსავლეთისკენ, ანუ საბჭოთა კავშირისკენ აქეზებდა?
იქნებ მაშინ, როდესაც ფაშიზმზე გამარჯვებულ საბჭოეთს და მისი გავლენის ქვეშ მოქცეულ აღმოსავლეთ ევროპას „რკინის ფარდით“ გამოჰყოფდა დანარჩენ მსოფლიოსგან?
ალბათ მაშინ, როდესაც საბჭოეთის მემკვიდრე რუსეთს, ნატოს სამხედრო ბლოკით ნახევარწრეში მოქცევას უპირებდა და უპირებს უკრაინაში ნატოს სამხედრო ბაზების გახსნით და უკრაინის ნატოში შეყვანით?
პრიმიტიული, იაფფასიანი სატყუარა. იაფფასიანი რომ იყო და არის, დღესაც ვერ ვხვდებით, განათლება, ცოდნა გვღალატობს თუნდაც გუშინდელი ისტორიისა. და რომ გვღალატობს, იმიტომ ვყვირით — მეტი ევროპა და მეტი ამერიკა უნდა იყოს საქართველოში.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, აშშ-ს პრეზიდენტის, ტრამპის ინაუგურაციაზე მიწვეული, უცხოური ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუებში აცხადებს, რომ შავ ზღვაში აშშ-ს გავლენა ისეთი უნდა იყოს, როგორიც დიდ და ძლიერ ქვეყანას შეეფერება; რომ მისი სამხედრო გემები თავისუფლად უნდა დაცურავდეს შავ ზღვაში.
ყოფილმა პრეზიდენტმა, როგორც ჩანს არ იცის მონტროს ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, თურქეთი განსაზღვრავს სამხედრო გემების გავლა-გამოვლენას ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში და არა აშშ-ი.
მონტროს ხელშეკრულებაც რომ არ იყოს, რა ესაქმება აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ფლოტს შავ ზღვაში — ათეულ-ათასობით კილომეტრის დაშორებით აშშ-დან?
ზურაბიშვილი სიხარულით გაუღებდა კარს ამერიკულ სამხედრო გემებს ბათუმსა და ფოთში. მიესალმებოდა მისი სამხედრო-საზღვაო ბაზების გახსნას, საქართველოს საზღვაო პორტებში.
მიესალმებოდა?
მიესალმება, პატივცემულებო და სწორედ ამის სათქმელად და კიდევ სხვის გახლდათ ის აშშ-ი.
ზურაბიშვილი, საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონსაც შეხვდა, რომლის კარი მუდამ ღიაა ზურაბიშვილისთვის, რაც არ არის გასაკვირი. მრავალი წლის წინ ვწერდი, რომ ზურაბიშვილი 2 ქვეყნის, აშშ-ს და საფრანგეთის აგენტია საქართველოში შემოგზავნილი. მაშინ ყური არვინ დამიგდო, ვინაიდან სააკაშვილის ხელისუფლება იყო აშშ-ს აგენტი, მისი ბრძანებების უყოყმანო შემსრულებელი.
აშშ-ს მაშინდელი ადმინისტრაციის დავალებით დაიწყო ომი სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთში, ვითომ საქართველოს კონსტიტუციური უფლებების აღსადგენად, სინამდვილეში რუსეთის რეაქციის გამოსაცდელად და ომის წაგების შემთხვევაში პარტიზანული ომის საწარმოებლად.
რუსეთმა 5-დღიანი პასუხით საქართველოს „არმიაც“ დაამარცხა, ტერიტორიებიც ჩამოგვაჭრა და პარტიზანული ომისგანაც გადაგვარჩინა. გაიხსენეთ ბაქრაძის — პირწავარდნილი ბობოლა ნაცის მოწოდება — დანებით, ჩანგლებით ეომეთ რუსეთის არმიასო, ეს იმ შემთხვევაში თუ იარაღს ვერ იშოვნითო.
ხალხმა ერთ ყურში შეუშვა და მეორიდან გამოუშვა ბაქრაძისეული პატრიოტიზმი და ნაცვლად გალესილი ხანჯლისა, ხაჭაპურით შეეგება მტარვალ რუსს. საქართველო გადარჩა!
საქართველო საცდელი პოლიგონი იყო აშშ-თვის, პარტიზანული ომის მეთოდის გამოსაყენებელი ტერიტორია, უფრო დიდის, ანუ უკრაინის რუსეთის წინააღმდეგ ამხედრებისთვის.
მკითხველი უდავოდ შემედავება — რუსოფილი ხარო. რუსოფილობის რა გითხრათ, მაგრამ სიმართლის მთქმელი ვარ და დავეთანხმები ყველას, ვინც ლოგიკურად, საქმის ცოდნით და არა ემოციურად აღიქვამს რუსეთის მიერ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებას. აი, ერთ-ერთი მათგანი რას წერს:
„რუსებისთვის კონფლიქტი უკრაინაში — უსაფრთხოების და არა ტერიტორიის საკითხია. ომი უკრაინაში არასდროს არ უნდა დაწყებულიყო. ჩემი შვილი იბრძოდა იქ და მონაწილეობდა ხარკოვის შეტევაში, ვინაიდან თვლიდა, რომ პუტინი აგრესორია, რომელიც შეიჭრა ქვეყანაში. სინამდვილეში ეს ომი უკავშირდებოდა უსაფრთხოებას. რუსებისთვის ეს არ არის ტერიტორიული საკითხი. ისინი 30 წლის განმავლობაში ამბობდნენ — თქვენ არ უნდა განალაგოთ ნატო უკრაინაში, ვინაიდან რუსეთის საწინააღმდეგოდ თქვენ უკვე 3-ჯერ შეიჭერით უკრაინაში. ბოლოს, როცა ჰიტლერი თავს დაესხა მას, გაჟლიტა ყოველი მეშვიდე რუსი. ასე რომ, მათ აქვთ კანონიერი შიში საფრთხისა. ამის გარდა, ბოლო 6 წლის განმავლობაში ჩვენ გამოვედით 2 ბირთვული ხელშეკრულებიდან. გერმანიის გაერთიანების შემდეგ და დაპირების მიუხედავად — არც ერთი დიუმით ნატო აღმოსავლეთისკენ, გავიარეთ ათასი მილი და შევედით 14 ქვეყანაში.
ერთადერთი რაც მათ თქვეს იყო — თქვენ ვერ შეძლებთ ნატოს განთავსებას უკრაინაში. და ეს გახდა მიზეზი უკრაინის ომისა. ჩვენ შევედით იქ 2014 წელს, ჩამოვაგდეთ რა არჩეული ხელისუფლება და ხელისუფლებაში მოვიყვანეთ მთავრობა, რომელმაც მიიწვია ნატო და რუსეთმა უპასუხა.
რუსეთმა მოითხოვა სამშვიდობო ხელშეკრულება. ჩვენ მოვილაპარაკეთ საფრანგეთთან და გერმანიასთან და ხელი მოვაწერეთ მინსკს, შემდეგ მოვატყუეთ რუსები და შევედით ქვეყანაში. 2022 წლის აპრილში ზელენსკიმ ხელი მოაწერა სხვა ხელშეკრულებას და პუტინთან ერთად პარაფირება გაუკეთა, და პუტინმა გაიყვანა თავისი ჯარი. ბაიდენმა კი ჯონსონი გააგზავნა კიევში, რათა ზელენსკის დაერღვია ხელშეკრულება. მას შემდეგ ბევრი დაიხოცა.
ეს ხელშეკრულება რომ არ დარღვეულიყო, დონბასი და ლუგანსკი უკრაინის იქნებოდა. და წიაღისეული სიმდიდრეებიც დარჩებოდა იქ. ჩვენ ომი გვინდოდა“.
ამის წაკითხვისას იფიქრებთ, რომ რუსმა პოლიტიკოსმა დაწერა. არა, პატივცემულო. რუსმა კი არა, ამერიკელმა და არა რიგითმა, არამედ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ჯანდაცვის მინისტრმა, ამჟამინდელმა, მაშინ სენატორმა როჯერ კენედი უმცროსმა, პრეზიდენტ კენედის ძმის შვილმა — მოკლული იუსტიციის მინისტრის რობერტ კენედის შვილმა.
უკრაინამ, საქართველოს მწარე გამოცდილება არ გაიზიარა, უფრო მეტიც არაფრად ჩათვალა და ქვეყანა უფსკრულში გადაიჩეხა. ცხადია, გადაჩეხვაში უკრაინელ ხალხს ვერ დავადანაშაულებთ, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. უკრაინელებმა აირჩიეს ზელენსკი, უკრაინელები არიან გაყუჩებულები და მორჩილად ეგუებიან საკუთარი თავის გენოციდს, ქვეყნის დაქცევას.
უკრაინელს, საპროტესტო ხმა რომ ამოეღო, თავსაც გადაირჩენდა და ქვეყანასაც.
გასაოცარი რამაა, მაგრამ ფაქტია — უკრაინელი, რომელიც თავის გადასარჩენად სამშობლოში ხმას არ იღებს, სლოვაკეთში აწყობს ანტისლოვაკურ მიტინგებს, უფრო სწორად სლოვაკეთის ხელისუფალთა საწინააღმდეგოს — პრემიერ-მინისტრ ფიცოს გადადგომის მოთხოვნით.
ეს, ის უკრაინელები არიან, ვინც ფიცომ შეიფარა, დააპურა, საცხოვრებელი პირობები შეუქმნა. ისინი აპირებენ ბრატისლავაში, კიევის მაიდნის მსგავსის მოწყობას, ანუ სლოვაკური „ფერადი რევოლუციის“.
სლოვაკეთი ევროკავშირ-ნატოს წევრი ქვეყანაა და მერე რა?
ბრიუსელს სიტყვაც არ დასცდენია ფიცოს ხელისუფლების დასაცავად და მიგრანტი უკრაინელების დემონსტრაციების დასაგმობად. უკრაინელების ხელით ბრიუსელი ცდილობს ფიცოს ჩამოგდებას, როგორც რუსეთის ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი პოლიტიკოსის. და თუ ამას ექნა ადგილი — ეს იქნება პირველი „ფერადი რევოლუცია“ ბრიუსელის მიერ მოწყობილი ევროკავშირში.
ასე რომ, ფრთხილად ქართველებო. ევროკავშირი, მისი ბიუროკრატია შიდა რევოლუციისთვისაც მზად არის. წამითაც ნუ იფიქრებთ, რომ ევროკავშირში თავშეყოფილი საქართველო დაცული იქნება რევოლუციისგან, გადატრიალებისგან, აგრესიისგან.
დავუბრუნდეთ უკრაინას, რომელიც ომს აგებს. და არა მარტო, აგებს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, აგებს ქვეყნის ტერიტორიებს — ჯერ-ჯერობით 25%. ომი გრძელდება და აღნიშნულ დანაკარგს სხვაც დაემატება. ბოლშევიკების მიერ უკრაინის სსრ-თვის საჩუქრად გადაცემული ყირიმი, დონბასი, სხვა ტერიტორიები — მეფის რუსეთის კუთვნილება, რუსეთს უბრუნდება, ისტორიულ მესაკუთრეს, თუმცა მას მეტოქეობას უწევენ სხვა ქვეყნები, უკრაინის მეზობლები, ისტორიულად რუსეთის იმპერიაში შემავალნი. რა მაქვს მხედველობაში?
მოგახსენებთ. ისტორიული ჭეშმარიტებაა, როდესაც ორი ქვეყნის ომს ერთი აგებს — ომით დასუსტებულს ისე ეძალებიან მეზობლები, როგორც ლეშს აფთრები. უკრაინა, დასავლეთის წყალობით, ისეთ ლეშად მოიაზრება, რომლის სუნი იზიდავს მეზობლებს დიდი ან პატარა ლუკმის დათრევის მიზნით.
ცინიზმით აღსავსე ევროპელები, უკრაინის მეზობლები, დემოკრატიისა და სუვერენიტეტის „მიმდევრები“, გულში ხარობდნენ, როდესაც 2022 წლის სპეციალური სამხედრო ოპერაციის პირელსავე დღეებში რუსული დესანტი კიევთან აღმოჩნდა. ყველა მათგანი ფიქრობდა დამარცხებული უკრაინის ტერიტორიების დათრევაზე.
არ გამოვიდა. და არ გამოვიდა იმიტომ, რომ რუსეთის დესანტმა ჩაიმუხლა, კრემლმა ჩათვალა, რომ მოსკოვს კიევთან მოლაპარაკება უნდა გაემართა. და იმისთვის, რომ მოლაპარაკებაზე რუსულ იარაღს გავლენა არ მოეხდინა, მოსკოვმა ჯარი გაიყვანა კიევის შემოგარენიდან. და შემდეგ რა მოხდა?
კიევის შემოგარენში, ბუჩად წოდებულში, კოლექტიური დასავლეთის კარნახით, უკრაინის ხელისუფლებამ, ერთ-ერთ ქუჩაზე ჩაალაგა გარდაცვლილთა გვამები, ვითომ ბარბაროსი რუსების მიერ დახოცილი და ღირსშესანიშნავ სანახაობად აქცია.
ევროპელი და ამერიკელი მაღალჩინოსნები, სისტემატურად მიემგზავრებოდნენ ბუჩაში და დამწუხრებული სახეებით დაჰყურებდნენ მკვდრებს — რუსთა ლანძღვა-გინებით.
3 წელი გავიდა იმ სამარცხვინო სპექტაკლიდან. და რომ არა დასავლეთის დაჟინებული ზეწოლა ზელენსკიზე — ომის გაგრძელების მოთხოვნით, სპეცოპერაცია იმავე წელს დამთავრდებოდა და უკრაინაც არ დადგებოდა დანაწევრების წინაშე.
უკრაინაში დაიწყება 1991 წლის საწინააღმდეგო პროცესი, საზღვრების შეცვლით და სხვა უკრაინის შექმნით. თუმცა იქნება თუ არა სხვა უკრაინა, მომავალი, არცთუ შორეული გვიჩვენებს. მანამდე, თვალი გადავავლოთ წარსულს — ყირიმის ნახევარკუნძული, რომელიც ხრუშჩოვმა 1954 წელს გადასცა უკრაინას, 2014 წელს — დაუბრუნდა რუსეთს. დონეცკ-კრივოროჟსკის ყოფილი ტერიტორიის ნაწილი, რომელიც 1919 წელს შევიდა უკრაინის სსრ-ს შემადგენლობაში, 2022 წელს დაუბრუნდა რუსეთს.
ჯერ-ჯერობით, დღევანდელი უკრაინის შემადგენლობაშია რუსეთის ყოფილი იმპერიის ნაწილი სამხრეთ ბესარაბია, ანუ ოდესის ოლქი და ჩრდილო ბუკოვინა — ჩერნიგოვის ოლქი. ეს ტერიტორიები 1940 წელს სსრკ-ს შემადგენლობაში შევიდა. 1939 წელს სსრკ-ს შეუერთდა დასავლეთი უკრაინა და 1945 წელს კარპატები. თუმცა ამ მიწებზე პრეტენზიას აცხადებენ მეზობელი ქვეყნები და არა მარტო ისინი, არამედ ზოგიერთიც, რომელსაც საზღვარი არ აქვს უკრაინასთან. მაგალითად, ბულგარეთის პარტია „ აღორძინების“ ლიდერი კოსტადინოვი აცხადებს, რომ სამხრეთ ბესარაბია უნდა დაუბრუნდეს ბულგარეთს. ეს რეგიონი 450 წლის განმავლობაში შედიოდა ბულგარეთის შემადგენლობაში. ამ ტერიტორიაზე ბულგარელები ცხოვრობდნენ მე-6 საუკუნიდან მოყოლებული, დღემდე. ეს ტერიტორია უკრაინისაა, მხოლოდ 34 წელი. კოსტადინოვი თვლის, რომ უკრაინა დაიშლება და როდესაც ამას ექნება ადგილი, ბულგარეთმა თავისი პრეტენზიები, ბესარაბიის დაბრუნების თაობაზე ხმამაღლა უნდა გამოხატოს.
თუ ბესარაბიის სამხრეთ ნაწილი, ანუ ოდესის ოლქი უკრაინის შემადგენლობაშია, დიდი ნაწილი ბესარაბიისა არის მოლდოვა, რომელზეც პრეტენზიას აცხადებს რუმინეთი. მას სურვილი აქვს შეიერთოს მოლდოვა, სამხრეთ ბესარაბია და ჩრდლო ბუკოვინა.
რუსეთის იმპერიის კუთვნილი ეს ტერიტორიები, 1918 წელს ანექსირებული რუმინეთის მიერ, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე, დაუბრუნდა საბჭოთა კავშირს.
რუმინეთი თვლის, რომ აღნიშნული ტერიტორიები ისევ მას უნდა დაუბრუნდეს. რუმინეთი მეთოდურად უკვე იბრუნებს ამ ტერიტორიებს — ნელ-ნელა ინელებს რა მოლდოვას.
მოლდოვის სახელმწიფო მოხელეები, მათ შორის პრეზიდენტი სანდუ რუმინეთის მოქალაქეები არიან, ხოლო 2023 წლიდან მოლდოვური ითვლება რუმინულ ენად, რაც ჩაწერილია კონსტიტუციაში.
სრულიად მოსალოდნელია, რომ რუმინეთმა ისე ჩაყლაპოს მოლდოვა — დნესტრისპირეთის გამოკლებით, როგორც 1990 წელს დასავლეთ გერმანიამ გდრ-ა. ბუქარესტს აქვს უფლება გამოხატოს პრეტენზია დასავლეთ უკრაინაზე — აცხადებს „რუმინეთის გაერთიანების ალიანსის“ ლიდერი ტირზიუ, — ამისთვის რუმინეთი მზადაა დატოვოს ნატო.
უნგრელები, რომ „ზაკარპატიეს“ დაბრუნებაზე ფიქრობენ, გასაკვირი არ არის. ეს ტერიტორია მე-20 საუკუნის დასაწყისამდე იყო ავსტრია-უნგრეთის იმპერიის შემადგენლობაში, რომლის დაშლის შემდეგ, ჩეხოსლოვაკიის მიერ იყო ოკუპირებული. მხოლოდ 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ შეუერთდა სსრკ-ს, ანუ უკრაინას, რომელიც დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ძალისმიერად ახორციელებდა იქ მყოფი უნგრელების უკრაინიზაციას, რაც სერიოზულ პროტესტს იწვევდა უნგრეთში.
ოფიციალური ბუდაპეშტი მოითხოვდა და მოითხოვს იქ მცხოვრები უნგრელების ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას, მათ მიერ მშობლიურ ენაზე ლაპარაკის უფლებას, სკოლებში უნგრულ ენაზე სწავლას.
უნგრეთმა მასობრივად ჩამოურიგა რეგიონში მცხოვრებ უნგრელებს უნგრული პასპორტები. 2001 წლის აღწერის მიხედვით, იქ 156 ათასი უნგრელი ცხოვრობდა. კიევის განმარტებით, 2019 წელს რაოდენობამ 300 ათასს მიაღწია.
უნგრეთის ნაციონალური პარტიის „ჩვენი სამშობლოს“ ლიდერის ტოროცკაის განცხადებით, რუსეთთან ომის წაგების შემთხვევაში უკრაინამ აღნიშნული რეგიონი უნგრეთს უნდა დაუბრუნოს.
ის, რომ პოლონეთი ოცნებობს აღმოსავლეთ კრესის — ვოლინის ოლქის ნაწილის და გალიჩინის, ანუ ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკის და ტერნოპოლის ოლქის დაბრუნებაზე, არახალია. 2025 წლის დასაწყისში პოლონეთის ნაციონალური ხსოვნის ინსტიტუტმა გაასაჯაროა პროექტი: „კრესი, აღმოსავლეთ პოლონეთის მიწა მე-20 საუკუნეში“, რათა შეახსენოს მოსწავლეებს, რომ ეს ტერიტორიები პოლონეთისაა.
ზემომოყვანილი მაგალითებიდან გამომდინარე უყოყმანოდ შეიძლება ვთქვათ, რომ უკრაინის მეზობლებს ერთი სული აქვთ რუსეთის უკრაინაზე გამარჯვების და გაფაციცებით ელიან ამ მომენტს.
უკრაინის მაგალითი ჩვენთვისაც საყურადღებოა მრავალი კუთხით — პირველით, ევროკავშირი, რომელიც საკუთარ წევრებს ვერ იცავს, ვერ უზრუნველყოფს მათ სუვერენიტეტს, ეროვნულ იდენტობას და ა.შ. ვერ დაიცავს, თუნდაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მატარებელ საქართველოს.
მეორით, ბრიუსელი არ გაგვაწევრებს ევროკავშირში, ვიდრე არ გავაუქმებთ მათთვის საჩოთირო კანონებს, რომლებიც მივიღეთ. მიუხედავად აშშ-ს პრეზიდენტის, ტრამპის ნეგატიური დამოკიდებულებისა ლგბტ-სთან მიმართებაში. ბრიუსელი მაინც დაგვაძალებს ამ „მოძრაობისადმი“ საქართველოს ხელისუფლების უარყოფითი პოზიციის დადებითად შესაცვლას.
მესამით, ბრიუსელი გააგრძელებს ჩვენზე ზეწოლას, რათა რუსეთს დავუწესოთ სანქციები და ხელსაყრელ ვითარებაში გავუხსნათ მეორე ფრონტი.
მოვიყვან მოლდოვის მაგალითს. მოლდოვის პრეზიდენტმა, სანდუმ დნესტრისპირეთს შეუწყვიტა გაზის, ელექტროენერგიის მიწოდება და დნესტრისპირა მოსახლეობა — 250 ათასი ადამიანი ცივ იანვარში გაუსაძლის ვითარებაში ჩააყენა.
მოლდოვას „გაზპრომის“ მილიარდ დოლარამდე ვალი აქვს, რომლის გადახდას ის არ აპირებს. თვით მოლდოვა გაზს რუმინეთიდან იღებს, რუმინეთი კი — „სამხრეთ ნაკადიდან“. „სამხრეთ ნაკადს“, რომელიც თურქეთზე გადის, რუსული წარმომავლობა აქვს.
დნესტრისპირეთში რუსული სამხედრო ბაზაა. იქ მცხოვრები მოსახლეობაც რუსულია. დნესტრისპირეთი უკრაინას ესაზღვრება და არა რუსეთს. რუსეთს რომ ესაზღვრებოდეს, გაზის მიწოდების პრობლემა არ იქნებოდა. სანდუ აცხადებს ულტიმატუმს — გავიდეს რუსეთის სამხედრო ბაზა დნესტრისპირეთიდან და მოლდოვა გაზით დააკმაყოფილებს დნესტრისპირეთის მოსახლეობას.
დნესტრისპირეთში უდიდესი სამხედრო იარაღის საწყობია. რუსეთი რომც დათანხმდეს სანდუს ულტიმატუმს, იარაღის გატანას დასჭირდება არაერთი თვე. სიცივე კი ახლაა დნესტრისპირეთში. სანდუ, რომელმაც ევროკავშირის ხელმძღვანელის უსრულა ფონ დერ ლაიენის პირადი მხარდაჭერით მოიპოვა გამარჯვება მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში — არა მოლდოვაში მცხოვრები ამომრჩევლის მხარდაჭერით, არამედ უცხოეთში მცხოვრებ მოლდოველთა მხარდაჭერით, ყინავს დნესტრისპირეთში მცხოვრებ ადამიანებს და ამ არაადამიანურ ქცევაზე ევროკავშირი ხმას არ იღებს.
ასეთი ევროკავშირის იმედი უნდა ჰქონდეს საქართველოს?
მეოთხე, ევროკავშირი საქართველოს ვერ და არ დაეხმარება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში.
ევროკავშირი აცხადებს, რომ ეს პრობლემა საქართველოს მოსაწესრიგებელია და არა ბრიუსელის. ერთადერთი რასაც ბრიუსელი გაგვიკეთებს ისაა, როდესაც ჩვენ შევასრულებთ მის ყველა დავალებას და ის ჩათვლის, რომ ჩვენი გაწევრება შესაძლებელია, გვეტყვის — შეგიყვანთ ყოფილი ავტონომიების გარეშეო.
სხვათაშორის, აღნიშნულის თაობაზე გასულ წლებში ჰქონდათ ლაპარაკი და ამ ლაპარაკში ქართველი ე.წ. პოლიტიკოსებიც ჩაითრიეს.
დავუშვათ, საქართველომ რუსეთს გაუხსნა მეორე ფრონტი, რა მოჰყვება მას?
საქართველოს დარჩენილი ტერიტორიების დაკარგვა. დამარცხებულ საქართველოს არვინ აღმოუჩენს დახმარებას, ისე, როგორც 2008 წლის ომის დროს. რაც შეეხება მეზობლებს, უმალ გაიღვიძებს მათში საქართველოს ტერიტორიებით გადიდების სურვილი.
თურქეთი, წაგგვლეჯს რუსეთის იმპერიასთან წაგებული ომის შედეგად რუსეთისთვის გადაცემულ აჭარას, რომელიც საქართველოს შემადგენლობაშია — ყარსის ხელშეკრულებით; სომხეთი დაიჩემებს ისე, როგორც ადრე სამხრეთ საქართველოს, სომხებით დასახლებულ ტერიტორიებს; აზერბაიჯანიც ანალოგიურად მოიქცევა. აღარაფერს ვამბობ რუსეთზე — ისიც წაგგვლეჯს, როგორც გამარჯვებული და ერთ დროს ნიკოფსიიდან, დარუბანდამდე ქვეყანა, როგორც ქართველი ისტორიკოსები გვიმტკიცებენ, თბილისის ამარა დარჩება, ანუ ქალაქი-სახელმწიფო. არც აშშ-ი, არც ნატო და არც ევროკავშირი ჩვენი მოდარდე არ გახდება.
რაც მოგახსენეთ, ავი წინასწარმეტყველება სულაც არ არის, მწარე რეალობაა, რომელიც წინ გვიდევს და უდავოდ ასრულდება იმავე ევროპელთა მეცადინეობით, რომლებსაც ჯერაც არ და ვერ ჩამოურეცხიათ ევროპული ქედმაღლობა — კოლონიალიზმის დროიდან გამოყოლილი.
ისინი, ასეთებად დარჩებიან მრავალი წლის განმავლობაში, ვიდრე აფრიკელ-აზიელი მიგრანტების რაოდენობა ევროპელ ქვეყნების აბორიგენთა რაოდენობას არ გადააჭარბებს; ვიდრე მეჩეთების რაოდენობა არ დაჩაგრავს ქრისტიანულ სალოცავებს; ვიდრე ევროპის ქალაქებში არსებული მიგრანტთა უბნები — თითით საჩვენებელი ეკზოტიკა კი არ იქნება, არამედ ქალაქების შემადგენელი დიდი ნაწილი.
ევროკავშირი, ევროსაბჭო, განსაკუთრებით ეს არაფრის მაქნისი სალაქლაქო ორგანო, ევროსაბჭოდ წოდებული, წინათ გვეგონა რომ რაღაცას წარმოადგენდა. დღეს?
დღეს, როდესაც გავიგეთ რაა — მას, რომ არ შეეჩერებინა ჩვენი დელეგაციისთვის მუშაობის მანდატი, ჩვენ უნდა გადაგვედგა ასეთი ნაბიჯი.
კიდევ კარგი, რომ მივხვდით და შევწყვიტეთ იქ მუშაობა. მაგრამ მეორე ნაბიჯიც არის გადასადგმელი — პოლიტიკური ვექტორის შესაცვლელად და იქ დასაბრუნებლად, სადაც საუკუნეთა განმავლობაში ვიყავით.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
31/01/2025