„მე ვარ სატანა, და არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის“
დოსტოევსკის მოყვარულებს ალბათ კარგად ახსოვთ, თუ ივანე კარამაზოვთან შუა ხნის მამაკაცის სახით მოვლენილი ეშმაკი როგორ შეატრიალებს რომაელი მწერლის ტერენციუსის (ძვ. წ. 185-159წწ.) გამოთქმას: „მე ვარ ადამიანი, და არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის“ („Homo sum: humani nihil a me alienum puto”) ასეთნაირად: “Satana sum: humani nihil a me alienum puto”!
მართლაც, თბილისის ქუჩებში გამოფენილ მოძალადე ოპოზიციას ანუ იმავე „ნაცების“ სხვადასხვა განშტოებებს, სწორედ სატანა ახალისებს თავისი გამოთქმით: „არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის“! სწორედ სატანის გახელება და ჟინი ვლინდება ბრბოს სისასტიკეში, რომელიც პოლიციელებს იწვევს, მათაც ჯალათებად აქცევს, სისხლს ღვრის და ცეცხლს უკიდებს, არავის და არაფრის დანმდობი. დედა გეტირება, ქართველო, თუ ევროკავშირისა და უკრაინული დროშების მოფრიალე ეს სატანისტები ხელისუფლებაში მოვლენ! ტრიალებს ქუჩებში, გიჟური ტემპით, ფერენც ლისტის „მეფისტოს ვალსი“. როდესაც ხანში შესულ ლისტს სთხოვეს, შეესრულებინა ეს მეფისტოფელის ვალსი, მან უარი განაცხადა – უკვე სასულიერო წოდებას ვეკუთვნიო.
რომის იმპერატორ დომიციანის (გარდაიცვალა ახ. წ. 96 წელს) დროს ქრისტიანებს სიკვდილით სჯიდნენ, როგორც „ათეისტებს“ – ესე იგი, რომაელების მრავალღმერთიანობის გადმოსახედიდან ქრისტიანები ათეისტებად იყვნენ მიჩნეულნი. სწორედ იგივე ხდება დღეს, როდესაც ლიბერასტები თავიანთი მრავალღმერთიანობის გამო (ამ ღმერთების სახელებია: თავისუფალი სექსუალური „სიყვარული“, ნარკოტიკების თავისუფალი მოხმარება, გლობალიზმი, ანტისახელმწიფოებრიობა, ანტიეკლესიურობა, ტრადიციული ოჯახების უარყოფა) ქრისტიანებს მიიჩნევენ დიდ საშიშროებად და სიამოვნებით სიკვდილითაც დასჯიდნენ მათ, მაგრამ საქმე აქამდე ჯერ არ არის მისული. მათზე ამბობს ესაია წინასწარმეტყველი (თ. 57, 3-5): „ახლოს მოდექით, ჯადოქრის შვილებო, მემრუშეთა და მეძავთა თესლო! ვის ამასხარავებთ, ვის წინააღმდეგ მოგიღიავებიათ პირი? ვისთვის გამოგიყვიათ ენა? განა ცოდვის შვილები არა ხართ თქვენ, სიცრუის თესლი? ყოველი ხის ქვეშ გარყვნილებას რომ ეძლევით თქვენი კერპების სადიდებლად“.
არსებობს ასეთი ლათინური ტერმინი – emanatio, რაც გამოდინებას, გამოსხივებას ნიშნავს. ეს ცნება განსაკუთრებით დიდ დატვირთვას ღებულობდა ნეოპლატონიზმსა და გნოსტიკურ მოძღვრებაში, როდესაც ყველა საგნის გამომდინარებას განიხილავენდნ უცვლელი, სრულყოფილი, ღვთაებრივი ერთიდან. ქრისტიანული კრეაციონიზმი, ანუ სამყაროს, ყოველივეს არაფრისგან შექმნა არ უპირისპირდებოდა ამ ცნებას. ახლა მომიტევონ ფილოსოფოსებმა და ღვთისმეტყველებმა, თუ ამ ტერმინს გამოვიყენებ საზოგადოებრივი ურთიერთობების სფეროში.
წარმოვიდგინოთ ქართველი ერი ეროვნულობაზე მაღლა მყოფ, ზეეროვნულ ორგანიზმად; საკითხავია, მისი ემანაციიდან, გამოსხივებიდან, რა საგნები გამომდინარეობენ? მიუხედავად ისტორიული ქარტეხილებისა და ბოროტების მძლავრობისა, შეიძლება ითქვას, რომ ქართველი ერის ამ ზეეროვნულ სულიერ ორგანიზმში მტკიცედ არის გამჯდარი ღვთის ნება და მისდამი მორჩილება. მაშინ, საკითხავია, რატომ არ გვშორდება ბოროტება და რატომ ვერ ვიცილებთ მას? რატომ გამოედინება მისგან ასეთი ბოროტება? ეს ბოროტების ძალის დიდი იდუმალებაა. პავლე მოციქული ამბობს: „კეთილის ქმნა მსურს, მაგრამ ბოროტს ვაკეთებ. მსურს სიკეთე, მაგრამ მაინც ბოროტის ტყვე ვარ. ამრიგად მე, ერთი და იგივე კაცი, გონებით ღმრთის რჯულს ვმონებ, ხორცით კი ცოდვის რჯულს“ (რომაელთა მიმართ, 21-25).
დავეშვათ თბილისის ქუჩებში, სადაც ბოროტება ტრიალებს, რომლის ქვემოთ უკვე ალბათ ორკუსია. ინტერნეტში ჩემი ყურადღება მიიპყრო ჰამლეტ ჭიპაშვილის წერილმა სახელწოდებით „ავის მომასწავებელი დეკემბერი“, რომელიც დათარიღებულია 2024 წლის 4 დეკემბრით. ჰამლეტ ჭპაშვილი ძალზე გამორჩეული პოლიტიკოსია და სხვა პოლიტიკოსების უმრავლესობისგან განსხვავებით, ფრიად განათლებული. და აი რას წერს იგი – „ქვეყანაში ისევ „ფერადი რევოლუციის“ სურნელი ტრიალებს“.
არანაირად არ მსურს ეს „ფერადი რევოლუცია“, რომელიც ბოროტების სინონიმია, რომელიც ჩემს სამშობლოს დაამცირებს, რომელიც სათავეში მოიყვანს მღვრიე სისხლის მქონე და უკრაინისა და ევროკავშირის დროშების მოტრფიალე ხელისუფლებას, კვლავ რუსეთთან ომის მოსურნე ავისმქმნელებს.
დღეს სატანური ჟინით შეპყრობილი ოპოზიციის გამოსვლები ისევ გრძელდება. ნუთუ, ჰამლეტ ჭიპაშვილისა არ იყოს, ავად დამთავრდება ეს დეკემბერი?!
ვიქტორ რცხილაძე
(14.12.2024) P.S. არაფერი საერთო არ მაქვს “ოცნების“ პარტიასთან, არასოდეს ერთი თეთრი არ მიმიღია ბ. ივანიშვილისაგან. ე. წ. „ნაცების“ აქტივისტებისგან განსხვავებით, რომლებმაც შიშველი უკანალი მიუშვირეს „სამხრეთ ოსეთის“ საზღვართან რუსებს, ორჯერ გამოვიარე რუსული ციხეები და გადასახლებები (1964 და 1978 წლებში), როდესაც, ჩემი ჭკუით, რუსეთს ვებრძოდი.