20.10.2024

მრავალპარტიული აჯაფსანდალი

საქართველოს დღევანდელი  პოლიტიკოსები თავიანთი განათლების, პროფესიონალიზმის დონით უდავოდ ჩამორჩებიან დსთ-წევრი ქვეყნების დონეს. არაფერს ვამბობ საბჭოთა პერიოდის პოლიტიკოსებზე.

მეტიჩარა ქართველები შემედავებიან — საბჭოთა კავშირის დროს პოლიტიკოსები არ იყვნენ ერთპარტიულ სისტემაშიო. საბჭოთა კავშირში პოლიტიკოსები ვერ იქნებოდნენო.

სცდებით, ნაკლებადპატივცემულებო. თქვენ, პოლიტიკოსებს შორის უნაყოფო ვერბალურ ყაყანს, დაპირისპირებას პარტიათა შორის, ე.წ. მრავალპარტიულობას, პოლიტიკას არქმევთ?

თანამედროვე საქართველოში უხვადაა პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები — პოლიტიკისკენ გადახრილი, მაგრამ პოლიტიკა არ არის, რაც არის, დიდის გაჭირვებით შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკად.

„ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა“ — ქართული ანდაზა სრულიად შეეფერება პარტიების სიმრავლეს, მაგრამ არა პოლიტიკას — ამ სიტყვის კლასუკური გაგებით.

რამ განაპირობა „პოლიტიკური პარტიების“ სიუხვე?

მარტივმა რეალობამ — უმუშევრობამ, ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდების დაუსაქმებლობამ, ამბიციებმა. აი, ასეთმა, ერთმა თინეიჯერმა რომ მითხრა ბენზინგასამართ სადგურზე — ასე ნუ მიყურებ, აქ რომ ვდგავარ იმას არ ნიშნავს, რომ სიამაყე არ მაქვსო.

ასეთ პასუხს, უფრო სწორად „ფილოსოფიურ“ მოსაზრებას მოისმენთ სუპერმარკეტში, აფთიაქში, საზოგადოებრივი კვების ობიექტში, ტაქსში — მძღოლისგან, მომსახურე პერსონალისგან. მომსახურე პერსონალი კი ახალგაზრდაა, რომელიც უხეშად ეპყრობა მომხმარებელს, უზრდელურად, განსაკუთრებული შეურაცხყოფის არეალში ჰყავთ მოქცეული საშუალო და მაღალი ასაკის ადამიანები, რომლებსაც არათუ დაფასება, დიდი პატივისცემაც ჰქონდათ საბჭოთა სისტემაში, საქართველოს ისტორიაში.

ახლახანს ვიხილე ცნობილი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის მრავალსერიანი დოკუმენტური ვიდეოფილმი, რომელსაც „თურქული რვეული“ ჰქვია. პოზნერს მეგზურობას უწევს ნობელის პრემიის ლაურეატი, მწერალი ორხან ფამუქი, უაღრესად საინტერესო პიროვნება, მოაზროვნე, ღრმა განათლების მქონე ადამიანი.

ამის შემხედვარეს ქართველი „კლასიკოსი“, მწერალი ტურაშვილი გამახსენდა — დაწერილი წიგნების რაოდენობით (თუ ამ წიგნებს, წიგნები ჰქვია, ანუ რომანები) ორხან ფამუქზე მეტის.

ისინი სტუმრად არიან სტამბოლელის ოჯახში — მრავალშვილიანში და თაობათა ურთიერთობაზე ლაპარაკობენ. მასპინძელმა ბრძანა — როდესაც მამაჩემი მოდის სტუმრად, ვეგებები და ხელზე ვკოცნიო. სახლში, ასაკით უფროსი ადამიანის შემოსვლა, მასპინძლის მხრიდან, პატივისცემას მოითხოვსო. და ასეა ყველგან — ქუჩიდან დაწყებული, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებით დამთავრებული — ასაკოვან ადამიანს მოწიწებით და პატივისცემით ეპყრობიანო.

არაერთხელ ვყოფილვარ თურქეთში, მაგრამ არასდროს მიგვრძნია ზერელე, აგდებული დამოკიდებულება იქაურთა მხრიდან. ერთმანეთისადმი დამოკიდებულება, მითუმეტეს ასაკოვანი ადამიანისადმი, უაღრესად ზრდილობიანია, როგორც ჩვენთან — შებრუნებით.

დროებით დასაქმებული მომსახურე პერსონალი სწრაფად უღებს ალღოს ქვეყანაში არსებულ ვითარებას და საწარმოს, დაწესებულების, ქარხნის, კვლევითი ან სამეცნიერო ინსიტუტის სიმცირის ან არ არსებობის გამო პოლიტიკას უერთდება.

მიზანი მისი  — პარლამენტარობაა, არც მეტი და არც  ნაკლები — მინისტრობა. აი, ასეთი რეალობაა ქართულ პოლიტიკაში. აი, ასეთები ანუ ქუჩიდან გაპოლიტიკოსებულები გასული საუკუნის 90-იან წლებში, დღეს „ღვაწლმოსილი“ პოლიტიკოსებია, პოლიტიკის ვითომ დიდი მცოდნენი.

ვუსმენთ და ვუყურებთ ამ უვიცების ჯოგს და ერთი აზრი გვებადება — ამათმა უნდა ააშენონ ქვეყანა?!

ქართული პოლიტიკის გაახალგაზრდავება სააკაშვილის „ვარდების რევოლუციიდან“ დაიწყო. დიახ! რევოლუციიდან, ვინაიდან, რაც 2003 წელს მოხდა, რევოლუცია იყო — აზროვნების, ტვინის რევოლუცია — ძველისადმი მიფურთხება (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) და ახალი ცხოვრების, ახალი ხალხით დაწყება.

და ვინ იყო ის ახალი ხალხი?

გაუნათლებელი, უზრდელი, უისტორიო, თავხედი და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ქვეყნის მართვის უცოდინარი ადამიანი, ადამიანთა კრებული.

ძველს, ახალმა არა მარტო სახეში სტკიცა, მუჯლუგუნიც უთავაზა და კისრისტეხით გააგდო ცხოვრებიდან. ასეთი იყო მოთხოვნა ჩვენი „მეგობარი“ ამერიკიდან, რომელსაც იერიში ჰქონდა მიტანილი საბჭოთა წარსულზე და მის მემკვიდრე რუსეთზე.

სწორედ ამერიკელთა პროპაგანდით, ფულური მოქრთამვით, საღეჭი რეზინების ჩამორიგებით, ისე, როგორც „განდონების“, შეგვაზიზღეს მეზობელი რუსეთი; შეგვაზიზღეს საბჭოთა კავშირი; შეგვაზიზღეს საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ყველაზე წარმატებული 70 წელი; შეგვაზიზღეს ტრადიციები, უფროსისადმი უმცროსის მოკრძალებული დამოკიდებულება.

ნაცვლად, შეგვაყვარეს ყველაფერი ამერიკული — აღვირახსნილი სექსი, ერთმანეთის თავ-პირის მტრევა; ამერიკულ-ევროკავშირული დროშების ფრიალი, ქართული დროშის მხრებზე შემოხვევა — ცრუ სიყვარულის გამომხატველი.

ქართული დროშის მოფრიალეს, რომელსაც საკუთარი ქვეყანა და ხალხი არ უყვარს, ჯვრებიან ნაჭერს შეიყვარებს?!

უდავოდ, არ უყვარს, მაგრამ ამერიკის მსგავსი რამ უნდა — დროშის ფრიალი. ამერიკელთა მიბაძვით აფრიალებს დროშას,  ლამის ტუალეტშიც.

დროშის წამდაუწუმ ფრიალმა, თანაც უადგილო ადგილას, უკურეაქცია გამოიწვია, უპატივცემლობა დროშისადმი და არა მარტო, ქვეყნის დედა კანონის, კონსტიტუციისადმი.

თანამედროვე ქართველი კონსტიტუციას, დროშასავით ექცევა, ქაღალდზე დაბეჭდილი, ლამის კუჭის მონელების შემდეგ გამოიყენოს. არ უყვარს მას არც კონსტიტუცია და არც კანონი. მას, მაგალითს აძლევს თვით კონსტიტუციის, კანონის შემქმნელი, რომელიც უპირველესად უნდა სცემდეს მათ პატივს.

კონსტიტუციას, არა მარტო შემქმნელი არღვევს, არამედ ხელისუფლება, პოლიტიკური პარტია, პოლიტიკოსი, რომლის უპირველესი ვალია დაიცვას ის.

არ იცავს! და როდესაც დამცველი არ იცავს, რიგითი დაიცავს?!

ხელისუფლების პირველი პირი, ინაუგურაციაზე ფიცს რომ კონსტიტუციაზე ხელის დადებით დებს, არის გარკვეული — რა წერია მასში? აქვს კი წაკითხული მთავარი კანონი. და თუ აქვს, რატომ თვლის, რომ კონსტიტუცია მან არ უნდა დაიცვას. კონსტიტუცია სხვამ უნდა დაიცვას, როგორც ამბობენ ხალხში — რიგითმა მომაკვდავმა.

ზემდგომის გაგებით, თვით არის კონსტიტუცია. სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, ცხადია ახალში, რომელიც 32 წელს მოითვლის. კონსტიტუცია  მე ვარ  — ის მქადაგებელი ე.წ. ეროვნული ხელისუფლების ლიდერი გამსახურდია გვყავდა და არანაკლებ ამბიციური სააკაშვილი. გვყავდა წარსულში, ისტორიაში, მაგრამ დღეს, აწმყოში თითო-ოროლა კი არა, მრავლობით რიცხვში გვყავს — პრეზიდენტიდან დაწყებული, პარტიების ლიდერებით დამთავრებული.

საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილმა, ქართული ენის საყველპუროდ მცოდნე ზურაბიშვილმა რომ კონსტიტუცია არ იცოდეს, ენის მწირი ცოდნის გამო, გასაკვირი არ არის, მაგრამ მისმა ხელქვეითებმა რომ არ იციან, ფაქტია. რომ იცოდნენ, გონიერ რჩევას მისცემდნენ ღრუბლებს ზევით მოფარფატე სალომეას.

იქნებ მისცეს, მაგრამ ვერ დააჯერეს. და რომ ვერ დააჯერეს, მარტო პრეზიდენტის აპარატის მუშაკთა ბრალია თუ … არა, პატივცემულო მკითხველო, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური უკულტურობის ბრალია, ისე როგორც აღმასრულებელ-საკანონმდებლო ხელისუფლების, რომლებიც, რომ იტყვიან, რბილად უდგებიან კონსტიტუციის ნამუსის ამხდელებს.

ხელისუფლებას არა მარტო იმპიჩმენტის პროცედურა უნდა ჰქონდეს ხელში, რომელსაც დამნაშავე პრეზიდენტის მიმართ გამოიყენებს, არამედ დანაშაულისთვის გასამართლებაც.

 წინა სტატიაში აღვნიშნე სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მაგალითის თაობაზე, რომელიც არ შედგა. და არ შედგა იმიტომ, რომ საპარლამენტო ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა უმრავლესობის მიერ საიმპიჩმენტოდ გამზადებულ პროცედურას, რაც აშკარა დამადასტურებელია კონსტიტუციისადმი უპატივცემლობის.

ზურაბიშვილმა, რომელმაც მაშინ დაარღვია კონსტიტუცია, პარლამენტართა მხრიდან, უკლებლივ ყველასგან მოითხოვდა იმპიჩმენტისთვის მხარის დაჭერას. არ დაუჭირეს იმიტომ, რომ მმართველი პარტიის მიმართ აგრესია ამოძრავებდათ. რა შუაშია კონსტიტუცია, რომელიც უხმოდ გაჰკიოდა — მიშველეთ, მარღვევენო?!

დასჯას გადარჩენილმა სალომემ უმალ დაივიწყა არასასიამოვნო გაკვეთილი და ახალი ძალით შეუდგა კონსტიტუციის გაუპატიურებას, რაშიც მას არა მარტო ოპოზიციურმა პარტიებმა შეუწყვეს ხელი, არამედ „მეგობარი“ დასავლეთის პოლიტიკოსებმაც.

სწორედ მათი ინიციატივით შეითხზა არაკონსტიტუციური ქარტია, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები სახელმწიფო გადატრიალების მომასწავებელია. ტექსტი ქარტიისა ზურაბიშვილმა ოპოზიციას გააცნო, შემდეგ დასავლეთს ეწვია და მათთან ერთად განიხილა ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი ქარტია; ტექნიკური მთავრობის შექმნის გეგმა, რომელმაც ქვეყანა უნდა გამოიყვანოს პოლიტიკური ჩიხიდან და რომელიც თვით პრეზიდენტმა და მედასავლეთე პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა შექმნეს.

მოგზაურობიდან დაბრუნებულმა პრეზიდენტმა კვლავ მიიწვია ოპოზიცია და განუცხადა, რომ უცხოეთი მხარს უჭერს ქარტიას, ტექნიკურ მთავრობას. მისთვის მიუღებელია „ოცნების“ ხელისუფლება და ა.შ.

ქარტიის ხელმომწერთა შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გახარიაც არის, რაც გასაკვირია მისი ყოფილი თანამდებობიდან გამომდინარე.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ქვეყნის რეალური ხელმძღვანელი იყო, უგულებელყოფს კონსტიტუციას და მხარს უჭერს სახელმწიფო გადატრიალებას, ვითომც არაფერი. მხარს უჭერს, კონსტიტუციის მიხედვით, უფუნქციო პრეზიდენტს ტექნიკური მთავრობის შექმნაში, რომელსაც პრეზიდენტი აყალიბებს ერთპიროვნულად, ხალხთან შეთანხმების გარეშე.

თუ პრეზიდენტი აყალიბებს ტექნიკურ მთავრობას, რატომღა ტარდება საპარლამენტო არჩევნები?!

პარლამენტის ფუნქცია მარტო საპარლამენტო დებატებია, უსაგნო ლაქლაქი, ერთმანეთის ლანძღვა-გინება?

პარლამენტის ფუნქცია აღარ არის პრემიერის დანიშვნა?

ქარტიისა და ტექნიკური მთავრობის შექმნით საქართველოს კონსტიტუცია ფარატინა ქაღალდად იქცა, რაც დანაშაულია — ქვეყნის წინაშე ჩადენილი. და  ამას სჩადიან პრეზიდენტი, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოება, ჩვენ ყველანი — აპოლიტიკურად, ანტისახელმწიფოებრივად, ვითომ პროდასავლურად მოაზროვნენი.

მაგრამ ჩვენ მარტონი არ ვართ. ჩვენთან არიან დასავლელი პოლიტიკოსები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ დაამხონ მათთვის მიუღებელი „ოცნების“ ხელისუფლება, მარტივი მიზეზის გამო — რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის არგახსნისთვის; რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების არდაწესებისთვის; „აგენტების“ და ლგბტ-ს საწინააღმდეგო კანონების მიღებისთვის; კოლექტიური დასავლეთის აუგად მოხსენიებისთვის და სხვა, ისეთი წვრილმანებისთვის, რომლებმაც, ჩვენი გაგებით დიდმა და ძლიერმა დასავლეთმა ყურიც არ უნდა ათხოვოს. მაგრამ არის ის, დასავლეთი დიდი და ძლიერი?

არა, პატივცემულო მკითხველო — აღარც დიდია და აღარც ძლიერი, მითუმეტეს ავტორიტეტის მქონე, რაც არაერთხელ გამოჩნდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ურთიერთობის დროს.

ეს კავშირი, აშშ-ს ხელქვეითად წოდებული, სერიოზულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისს განიცდის. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა, დიდი პრობლემების წინაშე დააყენა ევროპა — რუსეთის სწრაფი დამარცხების მოიმედე. არ გამოვიდა, უფრო სწორად არ გამოუვიდათ, მიუხედავად იმისა, რომ მილიარდები დააყარეს უკრაინის ნეოფაშისტურ ხელისუფლებას, კორუმპირებულს, საკუთარი ქვეყნის მესაფლავეს.

ზემოთ აღვნიშნე „ვარდების რევოლუციის“ მიზნებისა და შედეგების შესახებ. გავიმეორებ, ამ მოვლენას, რომლის უკან, როგორც იდეოლოგიურად, ისე ფინანსურად დასავლეთი იდგა, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რეგიონული გარდაქმნის თვალსაზრისით. მას სტიმული უნდა მიეცა ანტისაბჭოური, ანტირუსული ფილოსოფიის ახალი ძალით აფეთქებისთვის, ლიბერალიზმის — რეგიონისთვის უცხო აზროვნების, მიმდინარეობის გაცნობა-დამკვიდრებისთვის, დასავლეთის უღელქვეშ.

2022 წლის თებერვალმა, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ სხვა, უფრო ფართო განზომილება შეიძინა — გლობალური ომი ლიბერალიზმის წინააღმდეგ.

თუ სიღრმისეულად ჩავხედავთ იმჟამინდელ საერთაშორისო ვითარებას, იოლად მივალთ დასკვნამდე, რომ სპეცოპერაციის დაწყების ინიციატორი და ხელის მკვრელი დასავლური ლიბერალიზმი იყო.

მოდით გავიხსენოთ ოპერაციის დაწყების წინა პერიოდი, 2021 წლის დეკემბერი და რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის მიერ ჩამოწერილი საკითხები, რომელთა გადაუჭრელობა გამოიწვევდა რუსეთ-აშშ-ს დაპირისპირების გაღრმავებას.

აქვე შეგახსენებთ, რომ წინადადებები აშშ-ს პრეზიდენტის, ბაიდენის თხოვნას მოჰყვა — პუტინთან ვიდეომოლაპარაკების დროს.

წინადადებების შინაარსი მარტივი იყო — აშშ-ს მიერ ვერბალური დაპირების შესრულება. მოგეხსენებათ, სსრკ-აშშ-ს პრეზიდენტების მოლაპარაკებების დროს კოლექტიური დასავლეთი დაჰპირდა გორბაჩოვს — მისი თანხმობის შემთხვევაში გერმანიის გაერთიანებასთან დაკავშირებით და საბჭოთა ჯარის აღმოსავლეთ ევროპიდან გამოყვანის შემდეგ, ნატოს არგაფართოებას აღმოსავლეთით.

დასავლეთმა პირობა დაარღვია და აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი სოციალისტური ბანაკის წევრი ქვეყნები გააწევრა ნატოში.

მერე რა? — იკითხავს მკითხველი. მერე ის, რომ ნატო, სამხედრო ბლოკი, მჭიდროდ მიახლოვებული რუსეთის საზღვრებთან, განალაგებდა რუსეთის სტრატეგიული ობიექტების ასაოხრებლად რაკეტებს, რაც სამხედრო ულტიმატუმის მსგავსი ზეწოლა იქნებოდა რუსეთის ხელისუფლებაზე და მუქარა — თუ არ შეასრულებ ჩემს ბრძანებას, გაგანადგურებ!

რუსეთის მხრიდან ქედის მოხრას მოჰყვებოდა, ევროკავშირში შემავალი ქვეყნების უმრავლესობის მსგავსად, აშშ-ს ვასალად გადაქცევა, რაც რუსეთის ხელისუფლებისთვის მიუღებელი გამოდგა.

მსოფლიოში, ტერიტორიით ყველაზე დიდი სახელმწიფოს, რუსეთის, თავისი მდიდარი წიაღისეულით, ისტორიითა და კულტურით დამონება რომ შეუძლებელი იქნებოდა, ლიბერასტული დასავლეთისთვის 2 წლის წინათ დაუჯერებელი იყო.

რუსეთისთვის მიუღებელი იყო და არის იმ ქვეყნის დიქტატი, რომლის ისტორია მოსკოვის დიდი თეატრის ისტორიაზე ხანმოკლეა.

დასავლეთსა და რუსეთს შორის მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე წერს ევროპარლამენტის ყოფილი წევრი, საერთაშორისო საკითხების სპეციალისტი ჟან-ლუკ შაფჰაუზერი (Жан-Люк Шаффхаузер / Jean-Luc Schaffhauser), რომელიც თვლის, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ (აშშ-ზე ტერორისტული თავდასხმა) ლიბერალური მანქანა კონტროლიდან გამოვიდა. მანქანა, რომელიც არც ამერიკელ ხალხთან და არც ევროპის ხალხებთან არასდროს არ თათბირობდა ყველა ადრეული ომების გაჩაღებასთან დაკავშირებით. ის, არავის ეკითხებოდა — მოწონს თუ არა ომები, ჩვენი გასაჩანაგებელი, საბოლოო ჯამში კაცობრიობის.

სწორედ ამან გამოიწვია აშშ-ს სახელმწიფო პოლიტიკის სერიოზული დაცემა, შემდეგ კი მთელი დასავლეთის. ამ პროცესმა მიიყვანა დასავლეთი სიძულვილის, თვითდაჯერების, ქედმაღლობის კოალიციის შექმნამდე.

ეს სამი თვისება ყოველთვის ჰარმონიულად ეხამება ადამიანებს, მიჰყავთ უგონობამდე ევროპელი სახელმწიფოების ლიდერები, რომლებიც, ბავშვების მსგავსად, ომობანას თამაშობენ — მასობრივი განადგურების იარაღით.

„ლიბერალიზმი, სუბიექტივიზმით და სეკულარიზმით აიძულებს ადამიანებს  რეალურობის შეგრძნების დაკარგვას საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში, რომელსაც მიჰყავს ადამიანი ნიჰილიზმამდე. ლიბერალიზმი, თავისი ბუნებით ჰეგემონისტურია, ვინაიდან მხოლოდ ერთ მოსაზრებას იზიარებს, რომელიც აიძულებს მას აწარმოოს ომები თავისი იდეალებისთვის.

ლიბერალიზმი ხარბია, ვინაიდან ის ორგანიზაციას უწევს საზოგადოებას, ფულზე ორიენტირებულს. შედეგი — შიდა და გარე ქაოსი, რომელიც გამორიცხავს სიყვარულს, მეგობრობას, უანგარო ქმედებას. ამას მივყავართ ნიჰილიზმამდე.

ლიბერალიზმი —ნიჰილიზმია, რომელიც ანგრევს სხვას და საკუთარ თავს. ამ ლოგიკით რუსეთი უნდა განადგურდეს იმისთვის, რომ ის არის; იმიტომ, რომ ეწინააღმდეგება ლიბერალიზმს, ნიჰილიზმს.“ — წერს შაფჰაუზერი.

შაფჰაუზერი, რუსეთს ომში გამარჯვებას უსურვებს, ვინაიდან ის სცდება უკრაინის საზღვრებს. რუსეთის გამარჯვება ჯანსაღი ძალების გამარჯვებაა დასავლურ ჰეგემონიზმზე, რამეთუ ლიბერალიზმი აჩაღებს ყოვლისმომცველ სამედიცინო და საფინანსო კრიზისს თავისი და სხვა ხალხების წინააღმდეგ; საკუთარი საშინაო და საგარეო ბატონობის დასამყარებლად. პროცესი დასრულდება ომით — არსებობასა და არარსებობას შორის.

დასავლური ლიბერალიზმი, თავისი არსით არის სატანისტური. სატანა ახალი დროების. მხოლოდ რუსეთია, ის კიდობანი, სადაც შენარჩუნებულია სიბრძნე და სიყვარული.

ასე რომ, პატივცემულო მკითხველო, უკრაინაში მიმდინარე პროცესი პრიმიტიულად არ და ვერ აიხსნება. სპეციალური სამხედრო ოპერაცია ნიშნავს დასავლური ლიბერალიზმისა და რუსული აზროვნების დაპირისპირებას. საომარი მოქმედების თეატრად უკრაინაა გამოყენებული — ლენინის მიერ შექმნილი საბჭოთა რესპუბლიკა; ლენინის შთამომავლების მიერ თავისუფალ ცურვაში გაშვებული — დამოუკიდებელი უკრაინის სახით.

უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრები რუსების მიერ საკუთარი სისხლისა და ხორცის მტრად გამოცხადება, მის წინააღმდეგ ომის გაჩაღება ამერიკული ლიბერალიზმის ნაყოფიერი მუშაობის შედეგია.

რა მოუტანა ამერიკულმა ლიბერალიზმმა უკრაინას — საბჭოთა პერიოდის ყველაზე წარმატებულ რესპუბლიკას?

ნგრევის მეტი არაფერი!

სამწუხაროდ, ე.წ. უკრაინელმა, ანუ იგივე რუსმა, ოღონდ ამერიკული პროპაგანდით გადაგვარებულმა, ჯერ-ჯერობით ვერ გაითავისა მის თავს დატრიალებული უბედურება; ვერ მიხვდა, რომ საწყისი აღნიშნულისა დასავლური ლიბერალიზმია. ისე, როგორც ჩვენ ვერ ვხდებით ამ სიბოროტის საშიშროებას და „ოცნების“ მოწოდებით ისევ მისკენ მივდივართ — „ღირსებით“, უღირსთა ბუნაგისკენ, სადაც უცხო არ არის ერთმანეთის ჭამა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.

პრემიერი კობახიძე პირდება ხალხს, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, საერთაშორისო ვითარება ძველ კალაპოტს დაუბრუნდება. მისი განმარტებით, აღნიშნულს მომავალ წელს ექნება ადგილი.

წინასწარმეტყველებაში კობახიძეს ვერ შევეჯიბრები — პრემიერია და მისი გაგებით მან მეტი იცის, ვიდრე სხვამ, მათ შორის ჩემზე და ჩემისთანებზე მეტი, მაგრამ მრავალწლიანი გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობების ქექვისა მკარნახობს, რომ რეალური მშვიდობა ორწლიანი სისხლიანი დაპირისპირების შემდეგ ვერ დამყარდება. და ვერ დამყარდება იმიტომ, რომ ცივილიზაციათა დაპირისპირებაა.

ერთადერთი, რამაც დროებით მაინც შეიძლება მოიტანოს მშვიდობა — უკრაინის კაპიტულაციაა. მიიღწევა თუ არა ასეთი, უახლოესი მომავალი და რუსეთის არმიის შემართება გვიჩვენებს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

19/10/2024