24.11.2024

რა გაეწყობა, გენი თავისას შვება!

ნორმანდია, ბერლინი, იტალია, შვეიცარია — ერთის  მხრივ და სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი, ნიჟნი ნოვგოროდის „ბრიკს“-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რუსეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი უზბეკეთში, პუტინის სამშვიდობო ინიციატივა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და სხვა.  შეხვედრები, კონფერენციები, თათბირები მიძღვნილი საერთაშორისო არენაზე მიმდინარე საჭირბოროტო პროცესებისადმი.

ყველა ზემოჩამოთვლილს აქვს თავისი სახელი, მაგრამ მთავარი საკითხის მიერ მეორე პლანზე გადაწეული. მთავარი კი უკრაინის ომია, რომელსაც ომში ჩართული ორივე მხარე — რუსეთი და უკრაინა ომად არ მოიხსენიებენ. რუსეთის მიხედვით, ის, რაც უკრაინაში ხდება სპეციალური სამხედრო ოპერაციაა. უკრაინის მიხედვით  — რუსეთის შეჭრა ამ ქვეყანაში, აგრესია.

ომს თავისი წესები აქვს, თავისი იურიდიული განმარტებებით, დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტით, უკრაინის დამხმარე ქვეყნების, 52-ის მიერ საომარი ვითარებისთვის შესაფერისი გადაწყვეტილების მიღებისა და სხვა. მაგრამ სინამდვილეს ვერსად გავექცევით. სინამდვილე კი ერთობ დამაღონებელია უკრაინის მოსახლეობისთვის, ვინაიდან ყოველდღიურად ფრონტზე, საშუალოდ 500 ჯარისკაცის დაკარგვა — ტრაგედიაა დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის, ქვეყნის გენოფონდის განადგურებაა.

უკრაინა, თავისი მოსახლეობის რაოდენობით — 50 მილიონი, ცოტას თუ ჩამოუვარდებოდა ევროპაში. დღევანდელი მონაცემებით 19 მილიონია. უკრაინის ხელისუფალნი სისტემატურად წუწუნებენ იარაღის, ტყვია-წამლის, რაკეტების უქონლობაზე და დასავლეთს ადანაშაულებენ მიწოდების შეფერხებაში, ისე, როგორც დროულობაში.

უკრაინას მეორე პრობლემაც აქვს — ჯარისკაცების რაოდენობის მკვეთრი შემცირება. უკრაინის სტრატეგიული პარტნიორი, აშშ-ი „შესანიშნავ“ რჩევას აძლევს უკრაინელ ხელისუფალთ — ფრონტზე გასაწვევი ასაკის 20-18 წლამდე დაყვანას. ვაშინგტონს არ მოსწონს უკრაინის რადას გადაწყვეტილება გასაწვევი ასაკის 27 წლიდან, 25 წლამდე შემცირებასთან დაკავშირებით. მას, ის ასაკი უნდა, რაც ზემოთ ვახსენე.

ფრონტზე გაწვევა ნებისმიერი ოჯახისთვის ტრაგედიაა და მას რუსული სიტყვა „მობილიცაზიის“ ნაცვლად „მოგილიზაცია“ უწოდეს, ანუ საიქიოს წასვლა. სტრატეგიულ პარტნიორს უკრაინელთა დარდი არ აწუხებს, ვინაიდან ის არასდროს ყოფილა უკრაინის ან სხვა ქვეყნის ხალხის პრობლემების მოდარდე. ის, ჰეგემონია, მსოფლიოს ბატონ-პატრონი, ყოველ შემთხვევაში მას ასეთად მიაჩნია საკუთარი თავი, მაგრამ უკრაინის ხელისუფალთ?

უკრაინის ხელისუფლება უზურპირებულია ზელენსკისა და მისი ბანდის მიერ, რომელიც შიშის ზარს სცემს უკრაინის მოსახლეობას, ანტირუსული პროპაგანდით კვებავს, ყალბი ვიდეო-კადრებით —  ფრონტის ხაზზე მოპოვებული წარმატებებით, რუსეთის არმიის მარცხით, შავ ზღვაზე რუსეთის სამხედრო ფლოტის განადგურებით და ოპტიმისტური განცხადებებით, რომ მალე უკრაინული ტანკები ჩაივლიან წითელ მოედანზე.

პროპაგანდა ასრულებს, როგორც შიდა მოხმარების საქმეს, ისე გარეს. ევროპის ქვეყნების მოსახლეობა, რომელსაც აუკრძალეს რუსული საინფორმაციო საშუალებებით სარგებლობა, ისე, როგორც ჩვენ, დარწმუნებულია იმ ტყუილში, უკრაინა რომ ავრცელებს.

ევროპა-ამერიკის მოსახლეობას არა მარტო უკრაინის ხელისუფალნი ატყუებენ, არამედ თვით მათი ხელისუფალნიც. ამ საქმეში პირველობას იჩემებს აშშ-ს დემოკრატიული ადმინისტრაცია.

ტყუილების, ფარისიველობის, ცრუ დემოკრატიის ზეიმთან გვაქვს საქმე. კოლექტიური დასავლეთი არწმუნებს საკუთარ მოსახლეობას, რომ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ, რუსეთი არ გაჩერდება და პოლონეთ-ბალტიისპირა ქვეყნებისკენ გაიწევს. ასეთია ისტორიული „აგრესორი“ რუსეთის ბუნება. ასეთია პრეზიდენტ პუტინის ავანტიურისტული მიზნები, რომელიც საბჭოთა კავშირის აღდგენაში გამოიხატება.

პუტინი და რუსეთი უნდა დამარცხდნენო — აცხადებენ ამერიკელ-ევროპელი მაღალჩინოსნები.

დასავლელ პოლიტიკოსთა მიზანი იოლი გამოსაცნობია — საკუთარი ხალხის დაშინებით, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის დიდი ფულის გამოყოფა, უკრაინისთვის ფულის გამოყოფა და გამოყოფილიდან დიდი ნაწილის ჩაჯიბვა. რუსული სიტყვა „ატკატი“ ზედგამოჭრილია ამგვარი პოლიტიკისთვის, ისე, როგორც ქართული ანდაზა — „ხელი, ხელს ბანს, ორივე პირსო“.

დასაწყისში ბერლინის კონფერენცია ვახსენე, მაგრამ არ განმიმარტავს რას მიეძღვნა ის. რას და, პატივცემულო მკითხველო, უკრაინის აღორძინებისთვის ფულის შეგროვებას.

დიახ! უკრაინის აღორძინებისთვის, ანუ დანგრეული უკრაინის აღდგენისთვის — ქვეყნის, რომელიც ომშია ჩართული, ისეთში, რომელსაც ბოლო არ უჩანს.

უკრაინა, ის ქვეყანაა, რომელიც თუ გადარჩა, იმ საზღვრებში აღარ იქნება, როგორშიც სპეცოპერაციის დაწყებამდე იყო.

ფული გროვდება უკრაინისთვის, რომელსაც არალეგიტიმური პრეზიდენტი ჰყავს — კორუმპირებული უზომოდ. ზელენსკის მიერ შეძენილი სასახლეების რაოდენობას ვინ მოთვლის?

სულ ახლახანს, 200-მილიონიანი სასტუმრო იყიდა ჩრდილო კვიპროსში, კაზინოსთან ერთად. შეგროვებული ფული, უკრაინისთვის გადაცემული, ვის ხელში გაივლის, თუ არა ზელენსკის და მისი ბანდიტების?!

მაგარი გამოდგა დაბალი დონის მსახიობი, კომიკოსი ზელენსკი პოლიტიკაში. მან მოახერხა საკუთარ კორუმპირებულობამდე დაეყვანე აშშ-ევროკავშირის პოლიტიკოსობა. იქნებ, პირიქით?

კორუმპირებულმა ევროატლანტიკურმა სივრცემ ზელენსკიში თავისი ტყუპისცალი იგულა?!

ასე თუ ისე, წვერგაუპარსავი, მსოფლიო პროტოკოლდამრღვევი, მწვანე პერანგ-სვიტერ-შარვალში, რუსეთთან მებრძოლი, პოლიტიკურად უმწიფარი, მატყუარა, სინდისნამუს გარეცხილი ზელენსკი, ისე ატრიალებს დასავლეთს, როგორც შამფურზე წამოცმულ ღორის ხორცს — ცეცხლმოდებულ მაყალზე.

დაატრიალებს, ვინაიდან „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების მეთაურების რეიტინგი ისეთია, ზელენსკიც კი ბრძენად მოსჩანს მათთან შედარებით.

ამერიკული „ვაშინგტონ პოსტი“, სხვა დასავლური ჟურნალ-გაზეთები მოურიდებლად წერდნენ, ვის წარმოადგენენ ისინი, არც ერთ მათგანს საკუთარი მოსახლეობის მხარდაჭერის პროცენტი, 30 რომ არ აღემატებაო.

რა იმსჯელეს „შვიდეულზე“?

ცხადია უკრაინა! ყოჩაღ ზელენსკი! რაზე, რა დოკუმენტზე მოაწერეს ხელი აშშ-ს პრეზიდენტმა ბაიდენმა და ზელენსკიმ?

ათწლიან თანამშრომლობასა და უსაფრთხოებაზე. მაგრამ არის თუ არა ზელენსკის ხელმოწერა კანონიერი?

ზელენსკის საპრეზიდენტო ვადა გასულ მაისს ამოიწურა. კონსტიტუციის მიხედვით, მას არ უგრძელდება უფლებამოსილება. ერთადერთი უკრაინის რადაა, ანუ პარლამენტი, ვისაც ვადა უგრძელდება.

იცის თუ არა კოლექტიურმა დასავლეთმა, რომ კაცს, ვისაც ის გულში იხუტებს, პრეზიდენდი კი არა, ჩვეულებრივი მოქალაქეა უკრაინისა, ანუ კაცი?!

კანონმდებლობაში გათვითცნობიერებას დასავლელ პოლიტიკოსებს რომ ვერ დავწამებთ, ფაქტია. კაცის ჩახუტებაში კი უდავოდ — ტოლერანტობაა მათთვის მთავარი.

ტოლერანტული დასავლეთი სხვასაც მოუწოდებს „ასეთობას“, ანუ კაცის, კაცზე გათხოვებას, ქალის, ქალზე; სქესის გადაკეთებას და ა.შ. რადიო „მაესტროზე“ „ექსპერტ“ ბატიაშვილს მოვუსმინე. მან დაგმო დღევანდელი ხელისუფლების საქციელი დასავლეთთან მიმართებაში, „აგენტების“ კანონის მიღებაში და ა.შ. თან ისიც ბრძანა — აბა, რა ეგონა ხელისუფლებას, ევროკავშირში შესვლა რომ გადაწყვიტაო?! რა, მან არ იცოდა, რომ  იქაური წესები უნდა გაეზიარებინაო?

ბატიაშვილი „რონდელის ფონდელია“, თავიდან-ბოლომდე დასავლური. იქაურ ფინანსებზე დაყრდნობილი. ასეთისთვის „ლგბტ“-ობა მისაღები კი არა, გულში ჩასახუტებელია. მას და მის კოლეგებს ქართული ანდაზა კვებავს — „ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო და შვილოო“. ჯერ საკუთარი კუჭი, შემდეგ საქართველო. ფულის გულისთვის დასავლეთისთვის კოჭის გაგორება, ნაცვლად საკუთარი ქვეყნის კატასტროფულ დემოგრაფიაზე ფიქრისა.

ნაცვლად იმისა, ვითომ ექსპერტს, საქართველოს მოსახლეობისთვის ერჩია, რა ნეგატიური მოვლენები დაატყდება მას ევროკავშირში შესვლით, პირიქით იმოძღვრება.

სამწუხაროდ, ბატიაშვილი მარტო არ არის, ნახევარი საქართველო ასეთთა ხელშია. მათი გავლენა საზოგადოებაზე საგრძნობია, განსაკუთრებით ახალგაზრდებზე, რომლებსაც დასავლეთი უნდა, შრომის, სწავლის ნაცვლად, დროსტარება. მათ უთხრეს ბატიაშვლებმა, გოგოლაძეებმა, სხვებმა, რომ ხელისუფლებას არ სურს ევროკავშირში შესვლა. ხელისუფლებას სურს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა, რომ არათუ ხელისუფლებას, რუსეთსაც არ უნდა საქართველოს ევროკავშირში შესვლა და ის ეუბნება საქართველოს ხელისუფლებას არ შევიდეს ევროკავშირსა და ნატოში.

ევროკავშირში შესვლაზე რუსეთს წინააღმდეგობა არ გამოუთქვამს, არც ჩვენს მიმართ და არც უკრაინა-მოლდოვის. ნატოსთან მიმართებაში კრემლი კატეგორიული წინააღმდეგია, რაც ობიექტური მოსაზრებაა. რუსეთს, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე დიდი ტერიტორია უკავია, უმდიდრესი წიაღისეულით, მუდამ ჰყავდა და ეყოლება ხარბი მტერი, რუსული სიმდიდრეების ხელში ჩაგდების მსურველი. გავიხსენოთ აშშ-ს ორი სახელმწიფო მდივნის მადლენ ოლბრაიტისა და კონდოლიზა რაისის განცხადებები, განსაკუთრებით ოლბრაიტის, რომელიც არაკანონზომიერად მიიჩნევდა ერთი ქვეყნის მიერ აუარება რაოდენობის წიაღისეული სიმდიდრეების ქონას — სიმდიდრეები ყველასი უნდა იყოსო.

რუსეთს, რომ ბირთვული იარაღი არ ჰქონოდა, დასავლეთი კარგა ხნის წინათ გაანადგურებდა მას, დააქუცმაცებდა და წიაღისეულს დაეპატრონებოდა. მაგრამ საბჭოთა კავშირმა, სტალინის დავალებით შექმნა ბირთვული იარაღიც და წყალბადის ბომბიც, რითაც ჩაშალა დასავლელთა გეგმები. მიუხედავად ამისა, დასავლეთმა სხვა გზა აირჩია, სსრკ-ს, შემდეგ მისი მემკვიდრე რუსეთის ნატოს ბაზებით შემორკალვა; თვით რუსეთში ანტისახელისუფლებო განწყობის შექმნა, გადატრიალების მოწყობა; ნატოს საზღვრების უფო გაფართოება აღმოსავლეთის მიმართულებით; უკრაინის გადაბირებით, იქ ნატოს სამხედრო ბაზების შექმნით.

უკრაინელთა ანტირუსულად გარდაქმნას ლამის 30 წელი მოხმარდა, მაგრამ შედეგი დასავლეთისთვის ისეთია, სიზმარშიც რომ ვერ იფიქრებდა. უკრაინელს სძულს რუსი. უკრაინელს მიაჩნია, რომ რუსი, თავისი ისტორიის განვითარების დონით, ჩამორჩება უკრაინელს. უკრაინელ ახალგაზრდებს ასწავლეს მეზობელი რუსის ისეთ დონეზე სიძულვილი, რომ დაუფიქრებლად ხოცოს ის.

დასავლური პროპაგანდის და წაქეზების შედეგად მსოფლიომ მიიღო ისეთი ცხელი წერტილი, რომელიც შეიძლება კატასტროფაში გადაიზარდოს, საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება სახიფათოდ კონფრონტაციულია. უკრაინა, მიუხედავად დასავლური იარაღისა და მილიარდებისა, აგებს ომს.

პანიკაში ჩავარდნილი დასავლეთი კონფერენციას-კონფერენციაზე მართავს, მსოფლიო საზოგადოების, ქვეყნების მისაზიდად, ანტირუსულად დასაგეშად. ერთ-ერთი ასეთი იყო შვეიცარიის სამშვიდობო კონფერენცია, რომელიც 2 დღე გრძელდებოდა და ორგანიზატორი ამერიკელების გათვლით, ანტირუსულ პლაცდარმად გადაიქცეოდა. რუსეთს მიმართავდნენ კონფერენციაში მონაწილე სახელმწიფოების მეთაურები ჯარი გაეყვანა უკრაინიდან და აღედგინა ორი ქვეყნის 1991 წლის სახელმწიფო საზღვრები.

ბევრი ტვინის ჭყლეტა არ დაგვჭირდება კონფერენციის შედეგის დასადგენად. კონფერენციამ ჩაისვარა. და რატომ?

მიზეზი მარტივია — კონფერენციაში მთავარი „დამნაშავის“ არ მონაწილეობა. როგორც ამერიკული მედია გვატყობინებს, კონფერენციის გამართვის ინიციატორი უშიშროების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტ ბაიდენის მრჩევლის, სალივანის გონგამოცლილი ტვინი იყო. ამ ტვინმა იფიქრა, რომ დამსწრე ქვეყნები აიძულებდნენ რუსეთს გააკეთოს ის, რაც რუსეთისთვის მიუღებელია. და შეუძლებელია იმიტომ, რომ დონბასი, ყირიმი, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები, რუსეთის კონსტიტუციით, რუსეთის ნაწილია. და თუ პრეზიდენტი პუტინი შეასრულებს დასავლელთა ულტიმატუმს, მას პრეზიდენტად აღარ დაედგომება. რუსეთის მოსახლეობა დაამხობს მას.

რუსეთის მოსახლეობას აშკარად არ მოეწონა პუტინის განცხადება ომის შეწყვეტისა და მშვიდობის დასადგურებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ნახსენები არ იყო რუსული ქალაქების ხარკოვისა და ოდესის რუსეთისთვის დაბრუნება.

პუტინის წინადადება გასაზიარებელია, მაგრამ ამისთვის დასავლეთი მზად არ არის. თუ რისთვის არის მზად, უკვე მოგახსენეთ, მაგრამ გავიმეორებ — რუსეთის დამარცხებისთვის. შეძლებს დასავლეთი ამ მიზნის მიღწევას?

ვერ შეძლებს, ვინაიდან არც იარაღი და არც ეკონოომიკური ვითარება არ აძლევს მას გამარჯვების შანსს. მაგრამ დასავლეთი რას კარგავს?

დასავლეთი არ კარგავს სამხედრო მოსამსახურეებს — მასობრივად. ასი ან ორასი მოხალისის, სამხედრო სპეციალისტის დაკარგვა მას არ ანაღვლებს. ვისაც უნდა ანაღვლებდეს — უკრაინის ხელისუფლებაა, მაგრამ მასაც არ ანაღვლებს, ვინაიდან ომის ყოველი დღე დიდი ფულის მომტანია.

მექსიკაში მაქვს ნანახი მამლების ჩხუბი — წრეში მოქცეული ფრინველები, ჩხუბისთვის სპეციალურად შერჩეულნი, როგორ ასისხლიანებენ ერთმანეთს, ხშირად კლავენ. გამარჯვებული მამლის პატრონი კი ფულს იჯიბავს.

რუსეთ-უკრაინის ჩხუბში უკრაინა არის დასისხლიანებული, ღონგამოცლილი. წამქეზებელი დასავლეთი — ჯიბეგასქელებული, ისე, როგორც უკრაინის პრეზიდენტი და მისი ამალა. ეროვნებით ებრაელ ზელენსკის ნაკლებად ადარდებს სლავი უკრაინელის, იგივე რუსის ბედი.

რა გაეწყობა, გენი თავისას შვება!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

19/06/2024