22.12.2024

როდესაც არაფრის თავი გაქვს, უნდა გაყუჩდე და მიიღო სიამოვნება

საქართველოს მოსახლეობა, შიდა და გარე პროპაგანდით გაბრუებული, დაუჯერებლად ჩათვლის ყოველივე იმას, რის თქმასაც ვაპირებ — რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები სამაგალითოდ ჩატარდა. სამაგალითოდ არა მარტო რუსეთის, არამედ დსთ-ს წევრი ქვეყნების და მსოფლიოს იმ სახელმწიფოებისთვის, სადაც არჩევნები ტარდება.

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმის მიცემის ისეთი მრავალფეროვნება შესთავაზა ამომრჩეველს, რომ მცირე შანსიც არ დაუტოვა უყურადღებოდ დაეტოვებინა სამდღიანი პროცესი.

გსურთ ხმის მიცემა? — აირჩიეთ თქვენთვის სასურველი პროცედურა — საარჩევნო უბანში გამოცხადებით, „ძველებურად“ ხმის მიცემით; დისტანციურად — ტელეფონის, სმარფონის საშუალებით; იმ ქალაქიდან ან სოფლიდან გაუსვლელად, სადაც ბინადრობთ, ან პირიქით — სხვა ქალაქში ყოფნის დროს და არა სხვა ქალაქში, სხვა ქვეყანაში, ხანგრძლივ მივლინებაში — ზღვასა და ოკეანეში, კოსმოსში ფრენის დროს და ა.შ. და თქვენ წარმოიდგინეთ აეროპორტებსა და რკინიგზის სადგურებში, ინვალიდთათვის, სახლში, ანუ საარჩევნო ყუთის სახლში მიტანით.

მოკლედ და კონკრეტულად, ყველგან, სადაც ამომრჩეველს შეეძლო გავლა, მას შეგნებულად უნდა დაეხუჭა თვალი არჩევნებში მონაწილეობაში არ მიღებაზე. ამომრჩეველს ისეთი პირობები ჰქონდა შექმნილი, რომ ტვინის ჭყლეტა დაეწყო, რატომ არ მიიღო მონაწილეობა ქვეყნისთვის ამ აუცილებელ ღონისძიებაში.

ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობა ავალდებულებს ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სასჯელი არ ასცდება. მსგავსი, რუსეთში არ არის, მაგრამ შექმნილი საარჩევნო ვითარება, გაიოლებული პროცედურა ხმისმიცემისა, ამომრჩეველს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას უმძაფრებს, აიძულებს მას არჩევნებში მონაწილეობას.

რუსეთის 94000 საარჩევნო უბანში შექმნილმა საზეიმო ატმოსფერომ არა მარტო ადგილობრივები გააოცა, არამედ მსოფლიოს 126 ქვეყნიდან ჩასული ათასობით საერთაშორისო დამკვირვებელი, 300000 ადგილობრივთან ერთად.

საარჩევნო უბნებზე გამართულმა განწყობამ საბჭოთა პერიოდის არჩევნები გამახსენა, მუსიკით, სომღერით, ცეკვით. მავანი შემედავება — მაშინ ხომ არჩევნები არ იყოო. იყო თუ არა მარტივი, პრიმიტიული პასუხით ვერ შემოიფარგლება.

დიახ! იყო უალტერნატივო, უკონკურენტო არჩევნები კანდიდატისა, რომლის კანდიდატობა პარტიულმა და საბჭოთა ორგანოებმა განსაზღვრეს, მაგრამ საკმარისი იყო ოდნავ ნაკლები ხმების დაგროვება, რომ შემდგომში კანდიდატს, უფრო სწორად დეპუტატს, ნაკლები მხარდაჭერა ჰქონოდა იმათ მხრიდან, ვინც მის კანდიდატობას მხარი დაუჭირა.

უმაღლეს საბჭოს პრეზიდიუმში მუშაობის დროს ერთ ასეთ უხერხულ მომენტს ჰქონდა ადგილი. აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ არჩევნები უმაღლესი საბჭოს პრეროგატივა იყო. ის ხელმძღვანელობდა, ორგანიზაციას უწევდა არჩევნების ჩატარებას. ის ღებულობდა საარჩევნო ოლქებიდან მოწოდებულ ოქმებს. ის იყო პასუხისმგებელი ყველაფერ იმაზე, რაც არჩევნებს უკავშირდებოდა.

ერთ-ერთი არჩევნების დროს საქართველოს კპ ცკ-ს პირველმა მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ ხმათა 98% დააგროვა, ანუ 1%-ით ნაკლები, საბჭოთა რესპუბლიკების კომპარტიის პირველ პირთა 99%-იანი მაჩვენებელთან შედარებით. როგორც წესი რესპუბლიკათა პარტიული ლიდერები 99%-ს იღებდნენ.

ოქმების მრავალჯერადი გადამოწმება მოჰყვა ჭეშმარიტების დადგენას. ჭეშმარიტება კი ჯიუტი გამოდგა — 98%, ნაცვლად 99%-სა.

საარჩევნო კომისიამ აღნიშნულის შესახებ მოახსენა შევარდნაძეს, რომელსაც არ მოეწონა შედეგი, მაგრამ რაღას იზამდა?! და მისი დავალებით დაიწყო გამოძიება იმისა, რატომ 98% და არა 99%.

ეს კურიოზული მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ იმ დროს, იმ პერიოდში, როდესაც უალტერნატივო კანდიდატი არ იღებდა ისეთ პროცენტულ მხარდაჭერას, როგორიც მიღებული იყო, კანდიდატის, შემდგომში დეპუტატის საქმიანობაზე გარკვეულ გავლენას ახდენდა.

ცხადია, დღევანდელი და გუშინდელი საბჭოური არჩევნები კარდინალურად განსხვავებულია ერთმანეთისგან. დღევანდელი დემოკრატიულია, უფრო სწორად დემოკრატიული, ნამდვილი, იქნებოდა, მართლაც დემოკრატიულად რომ ტარდებოდეს.

ე.წ. დემოკრატიულ არჩევნებს უამრავი ნაკლოვანებები ახლავს, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველია. ძნელად მოიძებნება ქვეყანა, სადაც არჩევნები არ იწვევდეს სერიოზულ შეკითხვებს, სადაც ხალხი არ აწყობდეს მიტინგებს ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით; სადაც მოწინააღმდეგე პარტიები არ არბევდნენ ერთმანეთის შტაბ-ბინებს ან საარჩევნო უბნებს, არ უსწორდებოდნენ ერთმანეთს ფიზიკურად, არ იპარავდნენ საარჩევნო ყუთებს და მათ ნაცვლად არ დგამდნენ ახალს, სხვა ბიულეტენებით ამათუ იმ პარტიის მიერ ფალსიფიცირებულით და ა.შ.

იმ „დემოკრატიულ“ არჩევნებს პრეზიდენტისას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2020 წელს „დემოკრატიის სავანე“ აშშ-ი, უდავოდ სჯობს ძველი საბჭოური არჩევნები, თუნდაც იმით, რომ ავადმყოფ, მენტალურად დაავადებულ პოლიტიკოსს, პარტია არ შესთავაზებდა ხალხს ასარჩევად.

დემოკრატიულმა პარტიამ არათუ დემენციანი ბაიდენი შესთავაზა ამერიკელ ხალხს, არამედ გააყალბა არჩევნები ისეთი გზით, როგორიცაა საარჩევნო კარუსელები, საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების მასობრივი ჩაყრა, არჩევნებში, გასულ საუკუნეში გარდაცვლილ პირთა „მონაწილეობა“, ხმის მიცემისას ფოსტის გამოყენება და სხვა მრავალი.

არჩევნების გაყალბება ისეთი იყო, მასზე თვალის დახუჭვა წარმოუდგენლად მოეჩვენებოდა ნებისმიერ სულიერს, მაგრამ არა არჩევნებში ჩართულ ამერიკელს.

ამერიკელისთვის გაყალბებული არჩევნები ნორმალური მოვლენაა. ოფიციალური ამერიკისთვის ჩვეულებრივი რამ არის ამომრჩევლის დარეგისტრირება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. ამერიკისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა ცენტრალური საარჩევნო კომისიის არ არსებობა, ანუ არჩევნების არაცენტრალიზებულობა.

ყველა შტატს თავისი საარჩევნო სისტემა და წესი აქვს — ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავებული.

და ბოლოს აშშ-ის არჩევნები პირდაპირად ვერ ჩაითვლება, ანუ პრეზიდენტს ხალხი პირდაპირ არ ირჩევს. ხალხი ირჩევს ამომრჩეველს, რომელიც ირჩევს პრეზიდენტს. ამომრჩეველთა რაოდენობაზეა დამოკიდებული კანდიდატის გამარჯვება.

და ამას ჰქვია ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი?!

აშშ-ს პოლიტიკა, ისტებლიშმენტი ხალხს არ ენდობა და რახან არ ენდობა, არ აძლევს მას პრეზიდენტის არჩევის უფლებას. ასეთ ქვეყანას მე დემოკრატიულს ვერ ვუწოდებ. ასეთმა ქვეყანამ მიითვისა სიტყვა დემოკრატია და ისე გააუპატიურა, რომ გეუხერხულება მისი გამოყენება.

დემოკრატიის ბარომეტრი, არჩევნებია. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები უდავოდ იმსახურებს სიტყვა „არადემოკრატიულს“. ამ არადემოკრატიულმა, ყალბმა არჩევნებმა თეთრ სახლში მიიყვანა დემენციით დაავადებული, ასაკოვანი ბაიდენი.

ასაკოვანი ბაიდენის ნაკლი რომ მხოლოდ ხანდაზმულობა იყოს, აიტანდა კაცი. და აიტანდა უამრავი მაგალითების შემხედვარე, როდესაც ქვეყნის სათავეში არის ბაიდენის ასაკზე დიდი ასაკის მატარებელი პოლიტიკოსები. ბაიდენის მოწინააღმდეგე, მოპაექრე ტრამპი სამი წლით უმცროსია, 81 წლის ბაიდენზე.

ასაკი არაფერ შუაშია ამ შემთხვევაში, მაგრამ პრეზიდენტის და მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატის ბაიდენის ჭკუა-გონების აშლილობა შუაშია. დემენცია, ლამის ალცჰეიმერის ავადმყოფობაში გადასული, არ აძლევს მას საღი მოძრაობის, აზროვნების შესაძლებლობას.

რა შესაძლებლობასაც აძლევს მას დემენცია — გარდაცვლილებთან საუბარია, თითქოს ისინი ცოცხლები არიან. ასეთს ანდო ბირთვული ღილაკი არათუ დიდი რისკია, არამედ დიდი დანაშაულიც კაცობრიობის წინაშე. მაგრამ ვინ გრძნობს ამ პასუხისმგებლობას?

არც არავინ — უპასუხისმგებლო, არადემოკრატიულ ამერიკაში.

გარკვეულ წრეებს, დიდი ფულის პატრონებს აწყობთ ასეთი პრეზიდენტი, მათ თოკზე გამობმული, მათი სურვილების შემსრულებელი. მავანი მიმიხვდება და პარალელს გაავლებს ქართულ და ამერიკულ პოლიტიკასთან. თუ ამერიკაში ფულიანები წყვეტენ დიდ პოლიტიკას, რას ერჩით საქართველოს, აქაც ხომ ასეა საქმეო?

გეთანხმებით, აქაც ასეა. და ასეა 12 წელი, 2012 წლიდან დაწყებული, როდესაც ფულიანი ივანიშვილი სათავეში ჩაუდგა ანტისააკაშვილურ მოძრაობას და მოიგო საპარლამენტო არჩევნები.

30-წლიანმა ე.წ. დამოუკიდებელმა ცხოვრებამ დაგვანახა აშშ-ს უკიდეგანო გავლენა საქართველოზე. ეს ქვეყანა, ყოველგვარი მორიდების გარეშე, ერევა საქართველოს პოლიტიკურ და არაპოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ ქვეყნის წარმომადგენელმა, გვარად ბრაისამ, სააკაშვილის მრჩეველმა, 2008 წლის საპრეზიდენტო ვადამდელი არჩევნების დროს, საარჩევო ბიულეტენში ნატოში შესვლის სურვილის დაფიქსირებით და მიღებული დაბალი შედეგის გაორმაგებით, საშვილიშვილო პრობლემები შეუქმნა საქართველოს.

2008 წელს დაფიქსირებულმა „სურვილმა“ ამომრჩევლისა, რომ საქართველოს სურს იყოს ნატოში, ვერადავერ გადალახა ბარიერი, რათა გამოხატოს ჭეშმარიტება, რომ ასეთი სურვილი, ანუ ნატოში შესვლის, მას ნაკლებად აქვს.

ნატოში შესვლის მოწინაარმდეგეებს უმალ ტენიან 2008 წლის მონაცემებს — თქვენ ეს საკითხი უკვე გადაწყვიტეთ 2008 წლის არჩევნების დროსო.

ა.წ. 21 მარტს უკრაინის პოლიტიკამ გაიხსენა „ღირსშესანიშნავი“ თარიღი — ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა. აი, სწორედ ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე დროებით თავშეკავებას მოჰყვა დასავლეთის, კერძოდ აშშ-ს მიერ ინიცირებული მასობრივი საპროტესტო გამოსვლები, მაიდნის სახით ცნობილი — სახელმწიფო გადატრიალება.

მაშინ უკრაინას ოქროს გორებს და რძის მდინარეებს ჰპირდებოდა დემოკრატიული დასავლეთი. შედეგი?

გაპარტახებული, ომში მყოფი ქვეყანა — განახევრებული მოსახლეობით, მძიმე დემოგრაფიული სურათით. ომმა ნახევარი მილიონი უკრაინელი სამხედროს სიცოცხლე შეიწირა. ასეთია ამერიკელთა მიერ გაჟღერებული რეალობა.

სულ ახლახანს, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლის მიზნით რუსეთის ქალაქ ბელგოროდზე და მის შემოგარენზე მიტანილი შეტევის შედეგად, 8 დღის განმავლობაში უკრაინამ 3500 მეომარი დაკარგა, ხოლო იანვრიდან, დღემდე — 70000-ი.

ეს ინფორმაცია საზოგადოებას რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, შოიგუმ მიაწოდა. უკრაინის ომს დასასრული არ უჩანს, ვინაიდან აშშ-ს ადმინისტრაციაა ამის წინააღმდეგი. სულ ახლახანს, უკრაინაში მყოფმა რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა (Lindsey Olin Graham)ბრძანა, რომ ფინანსური დახმარება, რომელიც გაიჭედა კონგრესში, იმ სახის აღარ იქნება, როგორიც უნდა ყოფილიყო, ანუ დახმარებას სხვა სახელი დაერქმევა — კრედიტი, შესაბამისი შინაარსით. სესხს კი დაბრუნება უნდა. დაუბრუნებლობის შემთხვევაში ნატურით ანაზღაურება, თუნდაც შავმიწიანი ტერიტორიებით, მაგრამ ეს ტერიტორიები რომ ამერიკული კომპანიების მიერ 50-წლიანი იჯარით არის აღებული?!

უკრაინა მოუვლის თუ არა საკუთარ პრობლემებს მისი და აშშ-ს გადასაწყვეტია. გადაწყვეტილება კი ჯერ-ჯერობით ასეთია — ომი უნდა გაგრძელდეს რუსეთის დასასუსტებლად.

„ცივი ომის“ დროს აშშ-ს ნიჭიერი სოვეტოლოგები ჰყავდა — განათლებული, პოლიტიკაში ღრმად ჩახედული სპეციალისტები, მითუმეტეს საბჭოეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში. „ცივი ომის“ და საბჭოთა კავშირის დასრულების შემდეგ, 30 წლის განმავლობაში იმჟამინდელი მრჩევლები მარადისობაში გადავიდნენ, ახლები კი, საკითხის, პრობლემის (საბჭოთა კავშირი აღარ იყო) არარსებობის გამო აღარ აღიზარდნენ, რამაც სერიოზული დაღი დაასვა აშშ-ს პოლიტიკას.

მისი უსუსურობა თვალშისაცემია. არ ჩანს სიღრმისეული შეფასებები რუსეთის საშინაო და საგარეო ცხოვრებისა. ასეთს რომ ჰქონდეს ადგილი აშშ-ს ადმინისტრაცია, კერძოდ აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი უშიშროების საკითხებში სალივანი არ გააკეთებდა ისეთ განცხადებებს, რასაც აკეთებს რუსეთის მიმართ; არ მოუწოდებდა უკრაინას ომისკენ რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური დაძაბუნებისთვის. რეალობას თვალს გაუსწორებდა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ნაცვლად, ურჩევდა ზელენსკის რუსეთთან მოლაპარაკების დაწყებას, ისე, როგორც ეს გააკეთა რომის პაპმა ფრანცისკემ.

სალივანმა, კიევში ჩასულმა, ზელენსკი დაამშვიდა — თქვენ იომეთ და კონგრესში გაჭედილი ფინანსური დახმარება უდავოდ გადაწყდება თქვენს სასარგებლოდ. ვის უნდა დაუჯეროს ზელენსკიმ — ლინდსი გრემს თუ სალივანს?

ორივე ფულის მიცემას ჰპირდება, ოღონდ პირველი — სესხად, მეორე— დახმარებად.

პირველი, რესპუბლიკელია, ანუ მომავალი პრეზიდენტის ტრამპის პარტიელი, მეორე |— დემოკრატია, ამჟამინდელი პრეზიდენტის ბაიდენის გუნდის წევრი. ორივე მათგანი ფულს ჰპირდება ზელენსკის, რომ იომოს. არც ერთი არ ცდილობს მოუწოდოს ზელენსკის ომის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყებისკენ.

ორივე მათგანს თვალი აქვს დახუჭული უკრაინის მოსახლეობის კატასტროფულ შემცირებაზე. უფრო მეტიც, პირველი, ლინდსი გრემი უკრაინელებს მოუწოდებს ჯარში, სამხედრო სამსახურში გასაწვევი ასაკის 27 წლიდან ქვევით ჩამოყვანას, რაც მარტივად უკრაინის გენოფონდის განადგურებაა.

დასკვნა! არც ერთ მათგანს და არც იმ ქვეყნის პოლიტიკას, რომელსაც ისინი წარმოადგენენ არ სურთ უკრაინის კეთილდღეობა.

მოდით დავსვათ კითხვა — სურდათ თუ არა აშშ-ს მაშინდელ პოლიტიკას, ადმინისტრაციას საქართველოს კეთილდღეობა, როდესაც ხელს ჰკრავდნენ იმჟამინდელ აქაურ პრეზიდენტსა და მთავრობას ცხინვალზე თავდასხმისაკენ?

მათ ხომ კარგად იცოდნენ, რომ თბილისურ აგრესიას მოსკოვი უპასუხებდა? იცოდნენ და მიუხედავად ამისა წირავდნენ საქართველოს და მის მოსახლეობას.

ცხინვალის ომს მრავალი ადამიანი შეეწირა — საქართველოს მოქალაქე. მაშინ სამხრეთ ოსეთი საქართველოსშემადგენლობაში იყო. საქართველომ, გარდა ადამიანური მსხვერპლისა, ტერიტორიული მსხვერპლიც გაიღო. ანალოგიური მსხვერპლი გაიღო და იღებს უკრაინაც. რით არის გამოწვეული აშშ-ს ესოდენ გულგრილი დამოკიდებულება საქართველო—უკრაინის მიმართ და არა მარტო მათ მიმართ, დანარჩენი, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ?

ეგოიზმით, მოწინააღმდეგე რუსეთის მტრული სახელმწიფოებით შემორკალვის მიზნით, რუსეთის დაშლის სურვილით, რუსეთის უმდიდრესი წიაღისეულის ხელში ჩაგდების მიზნით.

ამ ჩანაფიქრის განხორციელების გზაზე აშშ-ს სულაც არ ანაღვლებს, მათი აზრით ისეთი მეორეხარისხოვანი ხალხის, ქვეყნის განადგურება, როგორებიც არიან უკრაინა და საქართველო.

პერსპექტივა ამ ორისა უდავოდ არ არის საშური. პირიქით, სავალალოა, მაგრამ ხვდებიან ამას საქართველო-უკრაინის ხელისუფალნი?

ვერ ხვდებიან. შესაძლოა არ ხვდებიან, ვინაიდან ჰგონიათ, რომ მოხვეჭილი ფული დიდხანს ეყოფათ — უცხოეთში გადახვეწილებთ.

ვიდრე ხელისუფლებაში არიან, ვაშინგტონ-ბრიუსელის უკანალი უნდა ლოკონ პროცესის გასახანგრძლივებლად. ხანგრძლივი ლოკვა, ფულის ხანგრძლივი მოხვეჭაა. ფულის მოხვეჭის გასახანგრძლივებლად მათი დავალებების შესრულებაა — საქართველოსი, რუსეთის გამუდმებული ლანძღვა-გინება; უკრაინისა, რუსეთის ლანძღვა-გინება, თან რუსეთთან ომი.

ზემონახსენები ვაშინგტონ-ბრიუსელი დიდად კმაყოფილები იქნებოდნენ, რომ საქართველოსაც ეომა რუსეთთან, მეორე ფრონტის გახსნით, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ გამოსდით, თუმცა მცდელობას არ აკლებენ. ამერიკულ-ევროკავშირული საომრი „სუნამოს“ არომატით დამტკბარი ქართული პოლიტიკა, მათი გაწვრთნილი საზოგადოება დროს არ კარგავს რუსეთის გინებაში.

განსაკუთრებული გააფთრებით უტევდნენ ისინი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს, პრეზიდენტობის კანდიდატ პუტინს. ფალსიფიცირებული არჩევნებიო, ყალბიო, არადემოკრატიულიო, არაორგანიზებულიო, საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარებული ვითომ არჩევნებიო და ა.შ. იყო და არის აქაურ ექსპერტთა, პოლიტიკოსთა მიერ, რუსეთის არჩევნებისთვის გამოტანილი ვერდიქტი.

ისინი უსამძიმრებენ რუსეთის მოსახლეობას, რუს ხალხს არჩევნების „უმძიმეს“ შედეგს. არადა საზოგადოებრივი აზრის  გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 72% ჩათვალა, რომ არჩევნები იყო სამართლიანი, ყოველგვარი სიყალბისგან დაცული.

თუ რუსი ხალხი დადებითად მოიხსენიებს არჩევნებს, ჩვენ რა გვაშფოთებს, რა გვანაღვლებს? რა გვადარდებს?

თუ ჩვენისტრატეგიული პარტნიორი თვლის, რომ „პუტინის მიერ მოპოვებული ხმები რეალობაა და ჩვენ გავაგრძელებთ ამ რეალობასთან მუშაობას“, — სალივანი.

ჩვენ რამ გაგვამწარა? ვერ დავიჯერებ, რომ ქართული პოლიტიკა და პოლიტოლოგია რუსი ხალხის ბედით იყოს დანაღვლიანებული, როდესაც საკუთარი არ ანაღვლებს, სხვისი ბედის მოდარდედ გახდომა დაუჯერებელია.

ლინდსი გრემი: „87% ისეთი ციფრია დაუჯერებელია, მაგრამ რეალობაა“.

გრემისთვის დაუჯერებელია, ვინაიდან „დემოკრატიულ“ ამერიკაში ესოდენ მაღალი მხარდაჭერა ამომრჩევლისა ყოვლისთვის იყო და არის ოცნების საგანი, აუსრულებელი ოცნების.

რუსეთმა ჩაატარა სამაგალითო არჩევნები, რითაც კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა კოლექტიურ დასავლეთს. 2022 წლის 24 თებერვლიდან დაწყებული რუსეთი უტევს დასავლეთს, როგორც სპეციალური სამხედრო ოპერაციით, ისე ეკონომიკური ფრონტით. არადა ყველაფერი შებრუნებით უნდა ყოფილიყო. ასეთი იყო ევროატლანტიკური სივრცის გათვლა. არ გამოუვიდათ.

რა გაეწყობა, „როდესაც არაფრის თავი არ გაქვს, უფრო სწორად წინააღმდეგობის, უნდა გაყუჩდე და მიიღო სიამოვნება“. სექსთან დაკავშირებული ანეკდოტის გამოყენება არც უადგილოა და არც უხამსი, ვინაიდან ზუსტად ასახავს მსოფლიოში არსებულ ვითარებას, უფრიო სწორად დასავლეთ—რუსეთის დაპირისპირებას.

ჰამლეტჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

22/03/2024