21.12.2024

თანამედროვე ქართველი და სამყარო

ვაგრძელებ თემას, რომელსაც წინა სტატიაში შევეხე და რომელიც მეტნაკლებად ასახავდა და ასახავს თანამედროვე ქართველის აზროვნებას. აზროვნებას?  ნუ მიწყენთ, მაგრამ დღევანდელებს, რაღაც ასეთს ვერ ვატყობ.

ამ სტატიის წამკითხავი მავანი, დაუფიქრებლად მეტყვის — ერს შეურაცხყოფას აყენებო, რაზეც მისგან განსხვავებით დაფიქრებით ვიტყვი, რომ დღევანდელების შემყურეს, კითხვის ნიშნები მებადება ამ სიტყვის ვინმეზე (ხალხი მყავს მხედველობაში) მიკერების გამო და კიდევ იმის გამო, წამდაუწუმ რომ ვიშველიებთ მოჩვენებითი, ყალბი სიამაყით გაჟღენთილნი.

მე, არც ჭავჭავაძე ვარ და არც დენ სიაოპინი, საკუთარი ერი, რომ გავამათრახო. ერთი რიგითი ქართველი ვარ, ამ დღევანდელი ერის უკუღმართი ქცევით გულდათუთქული.

დიდმა ილიამ ასი წლის წინათ დახატა ქართველი და საქართველო „კაცია-ადამიან?!“-ში. ჩინელმა დენ სიაოპინმა გასული საუკუნის 70-იან წლებში, მშიერ ჩინეთში დიდი რეფორმების დაწყების დროს — მეტად მარტივი, ხალხისთვის გასაგები ენით — „არ არის საჭირო ყვიროდე ლამაზი ვარ, როდესაც მახინჯი ხარო“. ეს სიტყვები მან ჩინეთს მიუძღვნა, მის გამოღვიძებას და კეთებას იმ საქმისა, რომელიც ერს შიმშილისგან იხსნიდა.

რა იყო საჭირო ამისთვის?

კომუნისტურ იდეოლოგიაში სიახლის შეტანა დოგმატიზმის დასაძლევად, აი, ასე — „არ აქვს მნიშვნელობა რა ფერისაა კატა, მთავარია თაგვებს იჭერდეს“.

დენ სიაოპინის ამ სიტყვებს მოჰყვა კაპიტალისტური ელემენტების შეტანა კომუნისტურ იდეოლოგიაში, კომუნისტურ სისტემაში. შედეგი?

ჩინეთი, ეკონომიკური განვითარებით მსოფლიოში პირველი ქვეყანაა. მან უკან ჩამოიტოვა აშშ-ი, სხვა კაპიტალისტური ქვეყნები, დაძლია სიღარიბე და 2023-40  წლებში საზოგადოების საშუალო ფენით, პირველი ქვეყანა იქნება დედამიწაზე.

საუკუნეთა განმავლობაში კატა ადამიანის თანამგზავრია, მაგრამ არავის მოსვლია თავში ის, რაც დენ სიაოპინს მოუვიდა. და მართლაც რა მნიშვნელობა აქვს კატის ფერს, თუკი ის თაგვებს იჭერს? ანუ დენის აზრით, რა მნიშვნელობა აქვს „-იზმს“ — სოციალიზმს, კაპიტალიზმს და ა.შ. თუკი მას ხალხის კეთილდღეობა მოაქვს?

დენმა და მისმა თანამებრძოლებმა ჩინურ კომუნიზმს, უფრო სწორად სოციალიზმს, ჩინური სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩინური მოდელი დაარქვეს.

მარქსიზმ-ლენინიზმის იდეებით დამუხტული კომუნისტებისთვის დენ სიაოპინის ჩინეთი გადახვევაა წმინდა იდეალებისგან, მაგრამ შემორჩნენ ასეთები დღევანდელ სამყაროს?

რომ არ შემორჩნენ, დამიდასტურა ამერიკელი მოკრივის მენსონის ინტერვიუმ რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტ სტრიჟენოვასთან.

მენსონი რუსეთის მოქალაქეა. ის გამოვიდა ამერიკის მოქალაქეობიდან იმიტომ, რომ ბავშვობიდან მოხიბლული ყოფილა საბჭოთა კავშირით, კომუნისტური პარტიით, კომუნისტური იდეალებით. რუსეთში ჩასვლისთანავე კომპარტიაში გაწევრიანებულა და პარტიის ლიდერ ზიუგანოვს დადგომია გვერდში.

ჟურნალისტმა ჰკითხა — რატომ დატოვეთ პარტიაო და მანაც დანანებით უპასუხა, რომ რუსეთის კომპარტიაში არვინაა ისეთი, ძველი ბოლშევიკების, კომუნისტების სადარიო.

სულ ახლახანს კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი დენ სიაოპინის მოხსენებებს ჩინეთის კომპარტიის ყრილობებსა და პლენუმებზე წარმოთქმულს და დავრწმუნდი, რომ ხალხამდე იდეების, მიზნების მისატანად რთული, ჩახლართული წინადადებების ნაცვლად, სიმარტივეა საჭირო.

მარტივი, გასაგები ენით ელაპარაკებოდა დენ სიაოპინი ჩინელ ხალხს, ისე, როგორც სტალინი საბჭოთა ხალხს. დენ სიაოპინის მცდელობამ გაჭრა და გაჭრა იმიტომ, რომ ხალხი გამოდგა ისეთი, რომელიც ყურსაც უგდებდა მის ნათქვამს და საქმესაც აკეთებდა.

დიდი ილიას ნათქვამი — მარტივ, გასაგებ ენაზე დაწერილი, თან 100 წლის წინათ, ხალხმა ვერ გაიგო. „კაცია-ადამიანი?“ მარჯანიშვილის თეატრმაც დადგა, ხალხმაც ნახა სპექტაკლი, იცინა, იცინა, გაერთო, თუმცა მის არსს ვერ ჩასწვდა, ვერ მიხვდა, რომ მას პირადად ეხებოდა სპექტაკლი, ვერ მიხვდა, რომ სასაცილოდ კი არა სატირალად აქვს საქმე.

ვისი ბრალია ეს, დიდი ილიასი თუ ხალხის? როდესაც ბრძენი, საუკუნეებიდან გელაპარაკება, თან ერთი საუკუნის გავლის შემდეგ ისეთივე ხარ, როგორიც ილიას დროს იყავი, შესაძლოა უფრო უარესიც და სპექტაკლზე სიცილის მეტს ვერაფერს ახერხებ, „ნიჭიერები და კარგები ვართ ქართველებიო“ უნდა იძახო?

21-ე საუკუნის ოციანი წლების მაჯისცემას — არათანაბარს, არითმიულს ევროკავშირის 12-პუნქტიანი საშინაო დავალების შესრულება-არშესრულებაზე ლაქლაქში ვფლანგავთ, ნაცვლად საქმის კეთებისა — გზის დაგებისა, ქუჩის დახვეტისა, დაკისრებული მოვალეობის შესრულებისა, სამუშაო საათებში მოჭარბებული ჭორაობის  ნაცვლად, მუშაობისა, სამუშაო საათებში რესტორნებში დროსტარებისა, აგრესიული ტონით უცნობთან შელაპარაკებისა.

თანამედროვეებს არაფერი აინტერესებთ — უცბათ, ერთ დღეში გამდიდრების გარდა. დრომ მოიტანაო — ამბობენ გამოცდილი მავანნი, მაგრამ ამ „დრომ“ მხოლოდ აქ მოიტანა? ყველგან ასეაო, — ამბობენ, რაც ჩემის აზრით, ამაო თავის მოტყუებაა.

რა გაეწყობა, როდესაც ვითარებას ვერ ცვლი, თავს იტყუებ — ყველგან ასეაო-ს ძახილით. მართლაც ასეა? გადავხედოთ მეზობლებს, ასეა? რაღაც „ასეთობას“ ვერ ვატყობ. პირიქით აღმშენებლობას ვატყობ, როგორც „პატარა“ მეზობლებს, ისე „დიდებს“. დიახ! მათაც აქვთ ჩავარდნები, არა მენტალური, სომხეთის გამოკლებით, არამედ ეკონომიკურ-სოციალური, მაგრამ აქვთ დასახული მიზნებიც, გეგმებიც.

ჩვენ 12 პუნქტზე ვართ ჩამოკიდებული. ხელისუფლება იმის ძახილში — ოპოზიცია ხელს გვიშლის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაშიო; ოპოზიცია, იმის ძახილში — ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭონო.

ნეტავ მართლაც ასე იყოს, მაგრამ ასე, რომ არ არის?! არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მთლად გამოფიტავს, ისედაც გამოფიტულ „საზოგადოებას“.

რატომ? იმიტომ, რომ მავანი ქართველი დარწმუნებულია კანდიდატის სტატუსი თითქმის ევროკავშირის წევრობაა. ევროკავშირის წევრობა კი დიდი ფულია, ანუ ქართველი იქნება განცხრომაში და ევროკავშირის მიერ მოცემული ფულით იცხოვრებს.

ამ აზროვნების მატარებელი ერის გადარწმუნება შეუძლებელია. ასეთს არც ილია უშველის და არც ჩინელი დენ სიაოპინი. ასეთი მხოლოდ მაშინ დარწმუნდება თავისსავე შეცდომაში, როდესაც ფაქტის წინაშე დადგება.

ევროკავშირის მოთხოვნების გათვალისწინებით საქართველო ვერასდროს შევა ევროკავშირში, მაგრამ არსებობს პოლიტიკაც, პოლიტიკური გადაწყვეტილებაც და რუსეთის ფაქტორიც. აი, სწორედ რუსეთის ჯიბრზე, ევროკავშირმა შეიძლება მწვანე შუქი აუნთოს საქართველოს, თუმცა ასეთზე, დასავლური ფულით მოსუქებული ოპოზიცია ოცნებობს და თქვენ წარმოიდგინეთ ხელისუფლებაც.

ახლო აღმოსავლეთის კრიზისმა თვალი აუხილა მსოფლიოს და დაანახა ვინ, ვინ არის. პალესტინელთა სოლიდარობის მიზნით მთელს მსოფლიოში გამართული მრავალათასიანი მიტინგები, დემონსტრაციები, პოლიციასთან შეხლა-შემოხლა არა მარტო პროტესტია საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოთქმული, არამედ დასტურია იმისა, რომ ხალხი და მთავრობა შორს არიან ერთმანეთისგან.

ქუჩისგან განსხვავებით, ევროატლანტიკური ქვეყნების ხელისუფლებები მხარს უჭერენ ისრაელს, ამ ქვეყნის ენით აუწერელ სისასტიკეს ღაზაში მცხოვრები პალესტინელების მიმართ.

ღაზის სექტორში ყოველი მესამე სახლი ნანგრევებადაა ქცეული, მათ შორის მეჩეთები, ბერძნული ეკლესია, საავადმყოფოები, სკოლები. ნანგრევებში მოყოლილთა რაოდენობა, ისე, როგორც დახოცილთა ათასებს აჭარბებს. 2,5-მილიონიან ღაზას არ აქვს წყალი, მედიკამენტები, საკვები, მაგრამ აქვს აშშ-ი დამზადებული ჭურვები, ისრაელის არმიის მიერ მის თავზე უხვად დაყრილი.

კოლექტიური დასავლეთი, აშშ-ს დირიჟორობით, იმეორებს ერთიდაიგივეს — ღაზაში „ჰამასელი“ ტერორისტები არიან გამაგრებული, ისინი ვინც ისრაელს თავს დაესხა და 1400 ებრაელი დახოცაო.

დიახ! დახოცა, რაც სცდება ადამიანობის საზღვრებს და მისი გამართლება არ შეიძლება, მაგრამ შეიძლება ხალხს წაართვა ტერიტორია, მოუსპო ნორმალური არსებობის შესაძლებლობა, 1948 წლიდან მოყოლებული რეზერვაციაში ამყოფო — აუტანელ პირობებში, ისრაელელი ჯარისკაცების მიერ მასზე მოღერებული იარაღის ქვეშ?

„ჰამასი“ ტერორისტული ორგანიზაციააო, — ამბობს აშშ-ი. კეთილი, მაგრამ ამ ორგანიზაციამ, დემოკრატიული არჩევნების გზით გაიმარჯვა ღაზაში და ეს არჩევნები აშშ-ა კანონიერად ცნეს.

ისრაელ-პალესტინის სისხლიანი ჭიდილი, პალესტინის ტერიტორიაზე ებრაელთა სახელმწიფოს დაარსებიდან იღებს სათავეს. მაშინ მსოფლიომ ანგარიში გაუწია მე-2 მსოფლიო ომში გერმანული ფაშიზმის მიერ ებრაელი ხალხის ჰოლოკოსტს და საკომპენსაციოდ სახელმწიფო დაუარსა — იქ, სადაც საუკუნეთა წინათ ებრაელები ცხოვრობდნენ, თუმცა იმჟამად პალესტინელი არაბების მიერ დასახლებულზე და მათსავე სამშობლოდ აღიარებულზე.

„თქვენ საკმარისი ტერიტორიები გაქვთ, პაწა ჩეიჩოჩეთ და ამ უბედურ ებრაელობას მიეცით საშუალება თქვენს გვერდით, თქვენთან ერთად იცხოვროსო. თქვენც შეგიქმნით სახელმწიფოს — დამოუკიდებელს, სუვერენულს და იქნება პალესტინის მიწაზე 2 სახელმწიფო — ებრაული და პალესტინურიო“, — უთხრეს პალესტინელებს დასავლელებმა.

უთხრეს, მაგრამ დაივიწყეს უმალ, სახელმწიფოებრიობაგანაღდებულმა ებრაელობამ მიიხედ-მოიხედა და ამაყად გადახედა მეზობელ პალესტინელებს. არც მოტყუებულებმა დააყოვნეს და ყელში წვდნენ მოშეებს, ფილხასებს, სხვებს დასავლელთა მიერ წაქეზებულებს და დაიწყო ის, რაც დღესაც გრძელდება.

არის დასავლეთი ამ 75-წლიანი მუდმივი სისხლისღვრის შემჩერებელი?

რომ ყოფილიყო, რაღაცას მაინც მოიმოქმედებდა პალესტინის სახელმწიფოს შესაქმნელად. რაც აშშ-ს პრეზიდენტმა ბაიდენმა მოიფიქრა, ისრაელში ჩავიდა და ცალსახად დაუჭირა მხარი ისრაელს, კიდევ ერთხელ „ამხილა“ „ჰამასის“ ტერორისტობა, შემდეგ რუსეთს გადაწვდა, მისი პრეზიდენტის პუტინის პოლიტიკა „ჰამასისას“ გაუთანაბრა, პუტინის, რომელიც ეომება უკრაინას, რათა გაანადგუროს ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობაო.

პუტინმა არ უნდა გაიმარჯვოსო. რას ნიშნავს „არ უნდა“? რომ გაიმარჯვოს შემდეგ რა იქნება? რას მოიმოქმედებს აშშ-ი, კოლექტიური დასავლეთი? ომს გამოუცხადებს რუსეთს?

ახლო აღმოსავლეთში ისე იძაბება ვითარება სრული შესაძლებელია ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღება მუსლიმანურ სამყაროსა და ისრაელ-ამერიკას, დასავლეთს შორის.

ნაცვლად იმისა, რომ ბაიდენს შეეჩერებინა ისრაელის არმიის ღაზის სექტორში შეჭრა, პირიქით გზა დაულოცა. ბაიდენის გვერდში აღმოჩნდნენ ევროკავშირის შეფები შარლ მიშელი და ურსულა ფონ დერ ლაიენი. ამ უკანასკნელმაც ბაიდენის სიტყვები გაიმეორა და პუტინი და „ჰამასი“ იდეურ ძმებად გამოაცხადა.

ასედაამრიგად ორად გაიყო მსოფლიო — აშშ-ი და მისი ევროპელ-აზიელი თანამგზავრები და დანარჩენი მსოფლიო — ჩინეთ-რუსეთის მეთაურობით და გაიყო ისე, რომ პუტინს მოუწია საკმაოდ დამაფიქრებელი, ცხადია მათთვის, ვისაც ჭკუა აქვს, განცხადების გაკეთება — „ჩემი განკარგულებით რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა დაიწყეს 24-საათიანი პატრულირება შავ ზღვაზე, თვითმფრინავებით, რომლებიც აღჭურვილნი არიან „კინჟალის“ სახის რაკეტებით, მათი ფრენის რადიუსი 1000 კილომეტრს აღემატება, ხოლო სისწრაფე — 9-ჯერ, ბგერას.

„კინჟალი“ ის რაკეტაა, რომელსაც ვერც ერთი თავდაცვითი სისტემა ვერ იჭერს. ვის საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული ეს რაკეტები? უპირველეს ყოვლისა ამერიკული ავიამზიდების, რომლებიც გადაისროლეს ისრაელის ნაპირებისკენ.

როგორც ჩანს ისრაელ-პალესტინის მორიგი დაპირისპირება, ძველებური დაპირისპირებისგან მკვეთრად განსხვავებული იქნება არა მარტო ომის ხანგრძლივობით, არამედ მასში მეზობელი მუსლიმანური ქვეყნების, შემდეგ კოლექტიური დასავლეთის ჩართვით. და თუ ამას ექნა ადგილი,  მსოფლიო ბირთვულ ომამდე აღარაფერი დარჩება.

პატივცემულო მკითხველო, ამ მოსაზრებას თქვენს შესაშინებლად არ გაცნობთ. მიზანი ჩემი ისაა, რომ დაგარწმუნოთ მდგომარეობის სერიოზულობაში და იმაში, რომ ასეთ დროს 12 პუნქტის შესრულება-არშესრულებაზე ლაქლაქი არასერიოზულობაა.

როგორც ზემოთ აღვნიშნე პრეზიდენტი ბაიდენი ჩავიდა ისრაელში და ნაცვლად ისრაელის პრემიერ-მინისტრის ნეთანიაჰუს აგრესიული ქმედების შეჩერებისა, პირიქით „გაათეთრა“ ის, განსაკუთრებით ღაზას სექტორში არსებულ საავადმყოფოზე საჰაერო იერიშის მიტანაში, რომელსაც მინიმუმ 1000 ადამიანის ხოცვა მოჰყვა.

აქამდე, არასდროს მენახა ადამიანთა გვამებით შემორტყმული ტრიბუნიდან საავადმყოფოს მთავარი ექიმის მიერ გამართული პრეს-კონფერენცია. სამწუხაროდ არა მარტო მე, მთელმა მსოფლიომ იხილა შემაძრწუნებელი პრეს-კონფერენცია და მერე რა? არც არაფერი! კოლექტიური დასავლეთი არ შეწუხებულა ნანახით, არც იმით, როგორ ბომბავს ისრაელი ხაფანგში მომწყვდეულ პალესტინელებსა და ბომბავს იმ სამხრეთს, საითკენაც წასვლისკენ მოუწოდა მან (ისრაელმა) ჩრდილოეთ ღაზაში მცხოვრებლებს გადასვლისკენ.

ნარკოზის გარეშე ოპერაცია გაგიგიათ? აღნიშნულის შესახებ მსმენია, რომ დიდი სამამულო ომის დროს იშვიათად ჰქონდა ადგილი ასეთს. დღეს, ღაზაში უნარკოზო ოპერაციები ტარდება ნარკოზის, მედიკამენტების უქონლობის გამო. ისრაელი არ ატარებს ჰუმანიტარულ ტვირთს.

მე, პირადად ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ისრაელმა წარმატებით აითვისა მე-2 მსოფლიო ომის დროს გერმანელი ფაშისტების მიერ ებრაელ ხალხზე ჰოლოკოსტის უმძიმესი ექსპერიმენტის ჩატარება და ახლა თვითონ ატარებს მსგავსს, პალესტინელებზე.

და ამ დროს კოლექტიური დასავლეთის პირველი პირები, შესაშური სისწრაფით ჩადიან ისრაელში ნეთანიაჰუს მხარდასაჭერად, ნაცვლად იმისა, რომ ომის შეჩერებაზე და მოლაპარაკებაზე დაიწყონ საუბარი.

დასავლეთი „მისამძიმრების“ ვოიაჟებს მეორედ ახორციელებს. პირველი, უკრაინა იყო, სადაც მათ მომწვანო მაისურში და შარვალში შემოსილი, დაღვრემილ-გაუპარსავი ტაკიმასხარა ზელენსკი ხვდებოდა.

რა აქვს ზელენსკის სატირალი? არც არაფერი! ებრაელ ზელენსკის სულაც არ აწუხებს უკრაინელთა ბედი ან ის, რომ 45-მილიონიანი ქვეყანა 19 მილიონამდე დაეშვა — ბევრი დაიხოცა, ბევრიც გაიქცა საზღვარგარეთ. ზელენსკი და მისი გუნდი უკრაინაშია — არა პატრიოტობისთვის, არამედ ფულისთვის — რომელსაც ამერიკელებისგან იღებს და ამერიკული იარაღის გაყიდვისგან შოულობს, მათ შორის „ჰამასის“ მებრძოლებზე.

საიდან იციო — მკითხავთ. ჩემი ყურით მოვისმინე „ჰამასის“ მეთაურის სიტყვები, რომლითაც მადლობას უცხადებს ზელენსკის იარაღის მიყიდვისთვის.

სხვათაშორის ისიც მოვისმინე, უფრო სწორად ვნახე, ნიუ-იორკის ფეშენებელური მაღაზია „კარტიეს“ გამყიდველი ქალის მიერ აშშ-ს ერთ-ერთ ტელეარხზე ნაჩვენები ანგარიში, დახარჯული ზელენსკის მეუღლის მიერ, სამკაულებში — მილიონ ასი ათასი დოლარის ღირებულების.

„დაღვრემილი“ ტაკიმასხარას მეუღლე თავს უფლებას აძლევს მილიონ  დოლარზე მეტის ხარჯვას სამკაულებში, მაშინ, როდესაც მშიერ-მწყურვალე საქართველო ჰუმანიტარულ ტვირთს უგზავნის უკრაინას და „განსაცდელში“ მყოფი უკრაინის დროშებს აფრიალებს.

დასავლური მონაცემებით ზელენსკის უკვე 5 მილიარდი დოლარი აქვს დაგროვებული, ვილებიც აქვს ნაყიდი ლონდონსა და იტალიის სამხრეთში, ისე, როგორც ისრაელში.

ვისთვის ომი ტრაგედიაა, ვისთვის ბედნიერება! ზელენსკი და მისი გუნდი ომის შედეგად მოტანილი ბედნიერების ჩანჩქერში ბანაობს, ისე, როგორც მისი გუნდის ერთ-ერთი წევრი არახამია, რომლის გამილიარდერებაც გუნდმა ზარ-ზეიმით აღნიშნა ზელენსკის „ბუნკერში“.

ცინიკოსი კოლექტიური დასავლეთი, აშშ-ს კორუმპირებული პრეზიდენტის ბაიდენის მეთაურობით აგრძელებს პოლიტიკას, რომელსაც დაპირისპირების მეტი არაფერი მოაქვს. დაპირისპირების დროს კი ერთმა უნებლიე შეცდომამაც კი მსოფლიო მძიმე ვითარებაში შეიძლება ჩააყენოს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

26/10/2023