22.12.2024

ამერიკის ტელეეთერში იმღერებენ ამერიკელები „თბილისოს“?

ვინც ამერიკულ ტელეკომპანია CNN-ს უყურებს, იცის ცნობილი ექსპერტი ფარიდ ზაქარია (Fareed Rafiq Zakaria). მას საკუთარი ხედვა აქვს, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ საკითხებში, რომლებიც თუ სრულად არა, ნაწილობრივ ემთხვევა სხვათა მოსაზრებას და გაცილებით საღად გამოიყურება ამ და სხვა ტელეკომპანიების მოსაზრებისგან.

ჰოდა, აი, ეს ფარიდ ზაქარია ვიხილე ტელეკომპანიის ერთ-ერთ შოუში მრგვალ მაგიდასთან, მის ირგვლივ აშშ-ს სხვადასხვა შტატების წარმომადგენლებს შორის.

ყველა ისინი არაპროფესიონალი მომღერლები იყვნენ, ზოგი მშენებელი, ზოგი წვრილი ბიზნესმენი, ზოგიც მძღოლი და ა.შ. ფარიდ ზაქარიას თხოვნით ისინი ასრულებდნენ თავიანთ საყვარელ სიმღერებს, რასაც დანარჩენები მხარს უბამდნენ.

გაოცებული დავრჩი, ვინაიდან ფარიდ ზაქარია და მისი ახალი ამპლუა შეუსაბამოდ მივიჩნიე, მაგრამ ეს შემთხვევა იმად ჩავთვალე მოსალოდნელის ნაცვლად, მოულოდნელს რომ მიიღებ — ფარიდ ზაქარიას ამპლუასთან შეუთავსებელს.

მეორე გაოცება ის იყო, რომ წამყვანმა ამერიკელ მაყურებელს წარუდგინა არაპროფესიონალი მომღერალი ქალი თამარ ქუტიძე, რომელმაც თქვა, რომ აფხაზეთიდან არის. მისმა სიმღერამ აღტაცება გამოიწვია დამსწრეებში.

იყო შეკითხვები მომღერლის მიმართ. იყო თხოვნაც სხვა ქართული სიმღერის შესრულების, რაზეც ქალბატონმა ქუტაძემ უკან არ დაიხია და რევაზ ლაღიძის სიმღერა „თბილისო“ წამოიწყო. მომღერალს უმალ აჰყვა დარბაზი, მრგვალი მაგიდის სტუმრები, თვით წამყვანი ზაქარია და ისეთი ომახიანი, თანაც ლირიული ჰანგები გაისმა, უკეთესს რომ კაცი ვერ ინატრებდა.

სიმღერის დასრულების შემდეგ, ფარის ზაქარიამ თქვა, რომ ქალბატონი ქუტიძე ჯორჯიის შტატიდან ჩამოვიდა, სადაც თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

რახან ქუტიძეზე ყველაფერი გავარკვიეთ, მაინტერესებს ზაქარია თუ გაგახსენდათ?

ზაქარია, ის ექსპერტია, რომელსაც ამ რამდენიმე წლის წინათ, ცხადია 2022 წლის 24 თებერვლამდე, სანკტ-პეტერბურგში გამართული საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი მიჰყავდა, როგორც მოდერატორს.

გაგიგიათ, ასეთი ფორუმის შესახებ?

თუ არ გაგიგიათ, გეტყვით, რომ ყოველი წლის ზაფხულს ქ. სანკტ-პეტერბურგში იმართება მრავალდღიანი საერთაშორისო ფორუმი, რომელსაც საშუალოდ მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნის ბიზნესმენი, პოლიტიკოსი, ეკონომისტი, სხვადასხვა დარგის სპეციალისტი ესწრება.

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს რუსეთის პოლიტიკური ელიტა. როგორც წესი ფორუმზე სიტყვით რუსეთის პრეზიდენტი, პუტინი გამოდის, სხვა ქვეყნების მეთაურებთან ერთად. გამოსვლების შემდეგ, მოდერატორი უსვამს მათ შეკითხვებს, რომელსაც პუტინი და მიწვეული სახელმწიფოების მეთაურები პასუხობენ.

ერთ-ერთ ასეთ ფორუმს ფარიდ ზაქარია წარმართავდა. გაგახსენდათ?

თუ არა, და კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ შესახსენებლად. ფარიდ ზაქარიას შემდეგ, მომდევნო წელს, ფორუმის მოდერატორი გახლდათ ამერიკელი ჟურნალისტი ქალი მეგან კელი — შავთმიანი, ლამაზი აღნაგობის ქალბატონი, შესანიშნავი ფეხებით და სექსუალური მზერით. ის სცენაზე იჯდა პუტინთან და სხვა უცხოელ მაღალჩინოსნებთან ერთად და ისე კოხტად იდებდა ფეხს-ფეხზე, რომ დარბაზში მყოფთ თვალი არ მოუშორებიათ ამ, წინასწარ გათვლილი პროცედურისთვის. ვიღას ახსოვდა, რა უპასუხა პუტინმა მეგან კელის. მთავარი იყო მოდერატორი მეგან კელი — ძვირადღირებული ჟურნალისტი, თვიური ანაზღაურებით 18 მილიონი დოლარი,  ისე, როგორც მეგან კელის ლამაზი ფეხები.

კიდევ ერთხელ გკითხავთ — გაგახსენდათ სანკტ-პეტერბურგის ფორუმი? თუ გაგახსენდათ არა მარტო კელი, ზაქარიაც გაგახსენდებოდათ. ჰოდა, ჩემდა გასაოცრად CNN-ის შოუ, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ, მას მიჰყავდა.

ღია ფანჯრიდან შემოსულმა ხმაურმა გამომაღვიძა, თუმცა კარგა ხანს იმ სტუდიაში ვიყავი და რის ვაი-ვაგლახით დავეშვი ჩვენს სინამდვილეში — ერთობ ბედკრულში და დისკომფორტულში. შემდეგ აზრზე მოვედი და სიზმრად ნანახი დავუკავშირე დაძინებამდე ნანახ შოუს, რომელიც ტელეკომპანია „როსია-1“ პოპულარულ შოუმენს მალახოვს მიჰყავს.

სწორედ მან მიიწვია ქალბატონი ქუტიძე, შოუში. სწორედ ქუტიძემ იმღერა „თბილისო“. სწორედ, მაგიდასთან მსხდომმა მიწვეულმა სტუმრებმა იმღერეს ქუტაძესთან ერთად ქართული სიმღერა და მათთან ერთად მთელმა დარბაზმა — და ეს იყო რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში, რომელსაც მილიონობით მაყურებელი ჰყავს მთელს მსოფლიოში.

რას ნიშნავს ეს, თუ არა საქართველოსადმი პატივისცემას? როდესაც შენს სიმღერას, როგორც საკუთარს, ისე მღერის მასპინძელი — ამ შემთხვევაში რუსი, მარტო კარგი სიმღერით არის გამოწვეული თუ უფრო მეტით — დაფასება რომ ჰქვია?!

სიზმარში ნანახი ხომ არასდროს მოხდება აშშ-ი, მის რომელიმე ტელეკომპანიის სტუდიაში?!

კითხვის დასმაც არ არის საჭირო, ვინაიდან აშშ-ი ის ქვეყანა არ არის, ვინც თავს გაუყადრებს სხვა ქვეყანას, მითუმეტეს ისეთ პატარასა და უსუსურს, საქართველო რომ არის.

აშშ-ი არის ქვეყანა ღმერთთან გატოლებული, ზეცაში ატყორცნილი, რომლის ქვევით ღრუბლებია, ხოლო ღრუბლებს ქვევით სხვა დანარჩენი ქვეყნები. აი, ასეთი წარმოდგენა აქვთ საკუთარ ქვეყანაზე აშშ-ს პოლიტელიტას, რიგით მოქალაქეებს და ვერ ხვდებიან, რომ ფეხქვეშ ყოყოჩის საფუძველი გამოეცალათ, ვერ ხვდებიან, რომ მოწინავე ქვეყნის ტიტული ჩინეთმა ჩამოართვა.

მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის და სხვა ფინანსურ-ეკონომიკური ინსტიტუტების საფუძვლიანი ანალიზით, ეკონომიკური წინსვლის მაჩვენებლით პირველ ადგილზე ჩინეთია, აშშ-ა მეორე ადგილზე გადმოინაცვლა, მესამეზე ინდოეთია, მეოთხეზე იაპონია, ხოლო მეხუთეზე რუსეთი.

ერთ დროს ევროკავშირის ელმავლად წოდებული გერმანია მეექვსე ადგილზეა, დიდი ბრიტანეთი — ათეულს მიღმა, საფრანგეთი — მე-10-ზე.

მკითხავთ — რისი თქმა მსურს ამ რეიტინგით?

უბრალოდ, ჭეშმარიტების და იმის, რომ ქართველთა კერპის, აშშ-ს სამეფო ტახტს ფეხები გაეცვითა და საცაა ძირს დაენარცხება. ის, როგორც დამხმარე ძალა აღარ გამოგვადგება, თუმცა სინამდვილე მოითხოვს ვაღიაროთ, რომ ეს ქვეყანა არასდროს ყოფილა ჩვენეული გაგებით ისეთი დამხმარე, როგორადაც ვაფასებდით და ვაფასებთ. მას სტრატეგიულ პარტნიორობასაც ვაბრალებთ, რაც აბსურდია, ვინაიდან არათუ განვითარების ზენიტში მყოფი ამერიკა, არამედ დაცემულიც კი არ ჩაითვლება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად, რაც შეეხება დავალების უყოყმანო შემსრულებას, რასაც წარმატებით ვართმევთ თავს — ანტირუსული აქციების მოწყობის სახით, თვალნათელია.

ბათუმის პორტში ორჯერ ორგანიზებული აქცია, „ბლექ სი არენა“-ზე გამართული კონცერტის დროს მოწყობილი სპონტანური ანტირუსული აყალ-მაყალი, სხვა მრავალი ანტირუსული გამოხდომა აშკარა მანიშნებელია იმისა, რომ საქართველო პირნათლად ასრულებს ამერიკულ დავალებას და ასრულებს იმაზე მეტად, რაც ინსტრუქციით არის ნაბრძანები და რაშიც უკვე ტრადიციად ქცეული ანტირუსული განწყობა იწევს წინა პლანზე — შეუფერხებლად, ყოველგვარი საწინააღმდეგო მოსაზრების გარეშე.

არც ერთი პოზიტიური სიტყვა რუსეთის მისამართით საზოგადოებრივ ტელევიზიაში, დანარჩენში სიტყვას არ გათქმევინებენ რუსეთის და რუსთა მიმართ დადებითს. არადა, საქართველოს ეკონომიკა რუსეთზეა ჩამოკიდებული. თუ რამეს ამზადებს საქართველო, რუსეთის ბაზარზე გადის, მაგრამ თქმა ამისა ხმამაღლა გვეშინია. ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისთვის, რომ შეწყდეს ანტირუსული პროპაგანდა, ანტირუსული გამოსვლები და აქციები, არაფერს აკეთებს იმის შიშით, რომ რუსოფილობა არ დასწამონ.

ხელისუფლებას ეშინია ოპოზიციის, მათ შორის უჭკუო, გაუნათლებელი ქალების (სამადაშვილის მსგავსის), ეშინია საავადმყოფოში გამოკეტილი სააკაშვილის, გარეთ მყოფი ხაზარაძის, ხაბეიშვილის, „გირჩის“ და ა.შ. მაინც რა დონეზე უნდა იყოს ხელისუფლება, რომ ამ ვიგინდარების ეშინოდეს?!

არანაკლებ შეშინებულია „ოცნების“ შემქმნელი ივანიშვილიც, თორემ უდავოდ შეანჯღრევდა თავისსავე მოყვანილ ხელისუფლებას. უარესის მოლოდინის შიშით ისიც გაყუჩებულია. არადა მოქმედებაა საჭირო — საერთაშორისო არენაზე მიმდინარე ძვრების შესაფერისი და არა ევროკავშირის მიერ მოცემული 12-პუნქტიანი დავალების შესრულებაზე ფიქრი.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება სულაც არ ნიშნავს ამ კავშირში შესვლის გარანტიას. რომც ნიშნავდეს, საქართველოს ადგილი ამ კავშირში არ არის. ჯერ ერთი იმიტომ, რომ თვით იქ შექმნილი დაპირისპირებიდან გამომდინარე, მას დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია; მეორეც, რომც შევიდეთ, ვერ ავცდებით ახალ დავალებებს — ლგბტ-ს, ერთნაირსქესიანთა ქორწინების აღიარებას, სქესის გადაკეთებას, მარიხუანის მოყვანას, ინგლისურის ლამის სახელმწიფო ენად გამოცხადებას და სხვა ისეთს, რაც საქართველოს, როგორც ქვეყანას არ წაშლის, მაგრამ ქართველის ქართველობას, უდავოდ.

ნუთუ ვერ უნდა მივხდეთ, რომ „ოქროს მილიარდად“ წოდებული რეფორმა უპირველესად ჩვენსა და ჩვენნაირ ქვეყნებს გაავლებს მუსრს?!

რას ნიშნავს „ოქროს მილიარდი“? გიპასუხებთ — მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობის 8 მილიარდიდან, 1 მილიარდამდე დაყვანას.

აი, ასეთი გიჟური იდეების გენერატორია აშშ-ი და იქ მცხოვრები მილიარდერები, რომლებიც ძალას არ იშურებენ ხალხის გასაწყვეტად — დიდ თუ პატარა ომებში, ლაბორატორიებში გამოყვანილი „კოვიდ-19“-ი მსგავსი დაავადებების გავრცელებაში, ერთნაირსქესიანთა ქორწინების წახალისებაში და ა.შ.

ისინი რუსეთს ებრძვიან — ყოველივე აღნიშნულის მოწინააღმდეგეს, მართლმადიდებელს. ჩვენ?

ნაცვლად თავის გადარჩენის მიზნით რუსეთისკენ გაქცევისა, რუსეთს ვლანძღავთ, ვაგინებთ, რითაც გადარჩენის გზას ვიჭრით.

საქართველოს გადამრჩენი არც ევროპაშია და არც ამერიკაში, არც ჩინეთში. საქართველოს გადარჩენა რუსეთშია. და რომ ეს ასეა, დიდმა ერეკლე II გათვალა, რასაც მოჰყვა გეორგიევსკის ტრაქტატი.

ტრაქტატამდე, საუკუნეთა განმავლობაში ქართველებსა და რუსებს ჰქონდათ ურთიერთობა ერთმანეთთან, რომ არ ჰქონოდათ, საქართველოს სათაყვანებელი მეფე თამარი რუსს არ გაჰყვებოდა ცოლად.

იცის რამე საქართველოს შესახებ აშშ-ა ან ევროპამ? — არც არაფერი!

იცის ამერიკამ ქართული კულტურის, თუნდაც სიმღერის შესახებ? — არც არაფერი!

ამერიკის ტელეეთერში იმღერებენ ამერიკელები „თბილისოს“? — არ იმღერებენ!

იმღერებენ რუსეთის ტელეეთერში. და ნაცვლად მადლობისა, ანტირუსულ აქციებს ვაწყობთ — აგრესორიო, ოკუპანტიო ვბღავით.

ისეთი შთაბეჭდილება მექნება, რომ ქართველი ყვინჩილა გოგო-ბიჭები მორალურად, ფიზიკურად მზად არიან ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად. პატარა შეძახილია საჭირო და მიაწყდებიან სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საზღვრებს. ვცდები? — აქციებზე გახმაურებული პათოსი მაფიქრებინებს ამას.

თუ მართლაც თვლით ყოფილ ავტონომიებს უკანონოდ ოკუპირებულად — გაათავისუფლეთ ისინი! მაგრამ, ვიდრე გათავისუფლებას შეუდგებით, ისიც იფიქრეთ — დედაქალაქიც არ დაკარგოთ და ის ტერიტორიებიც, სადაც აზერბაიჯანელები და სომხები ცხოვრობენ!!!

ქართული „პატრიოტული შემართება“ ვერვინ შენიშნა 2008 წლის ომის დროს. მიწაზე გართხმული, შეშინებული და ჩაჯმული მხედართმთავარი — მთელმა მსოფლიომ.

ნეტავ რა გემო ჰქონდა იმ ჰალსტუხს, სააკაშვილმა რომ ღეჭა?

სააკაშვილის დონისანი არიან ყველა ისინი, ვინც ანტირუსულ აქციებს აწყობს. სამწუხაროდ, არც ხელისუფლებაა ისეთი, წერტილი რომ დაუსვას ამ ვაკხანალიას და არც ხალხი — ინდიფერენტულად განწყობილი ყველაფრისადმი.

ანტირუსული აქციების მომწყობნი, ვითომ საომრად შემართულნი — აქ, თბილისში ან ბათუმში მრავლობით რიცხვში მყოფნი, საზღვრამდე დაიფანტებიან და თითო-ოროლა შემორჩენილი, საომარ განწყობას, შარვლის ჩახდით, რუს-ოსი მესაზღვრეებისთვის ტრაკის მიშვერით შეცვლიან, რაც ახალი მეთოდია ქართულ პოლიტიკაში,  იმის იმედით იქნებ იარაღშემართული მოწინააღმდეგე, უკანალის ნახვამ მოხიბლოს და სქესობრივი აქტით გადაღლილ მტერს მურსი გაევლოს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

21/08/2023