24.11.2024

საქართველოს ყველაზე დიდი მტერი ამერიკაა!

მსოფლიო შეიშალა. მთელი დასავლეთი თავისი რესურსით რუსეთს უპირისპირდება. როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს. საქართველოში ტანსაცმელი შემოიხიეს და ნაცმანიაკი სააკოვის განთავისუფლებას ითხოვენ ლიბერასტული ფაშიზმის მიმდევრები, მეტიც, ლექსიც შეთხზეს:

„ეშმაკები ლოცულობენ ხელთ უპყრიათ ავგაროზი

ვაი ჩვენს თავს, ვაი ჩვენს თავს – ავად არის ტარტაროზი“.

საქართველოს ხელისუფლებას ეს ტარტაროზი, ყველაზე დიდი, ბინძური მტერი და ანტიქართველი საქართველოში კომფორტულ პირობებში ჰყავს, რაც ქართველი ერის უპატივცემულობაა. ქართველი ერის ღირსების შეურაცხმყოფელი იყო, როცა ეს მანიაკი 9 წელი ვაბოგინეთ ქვეყანაში, ამჟამად კი მთელი მედიასივრცე სააკოვის დღის წესრიგის ლობირებით არის დაკავებული. როცა ევროპარლამენტარი – ევა კაილი ცივ საკანში უზით და თბილ ადიალას არ აძლევენ, ევროპელი პარლამენტარები თითს გვიქნევენ – თუ სააკოვს არ გაანთავისუფლებთ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებთო. უნდა კი საქართველოს ევროკავშირის წევრობა? ჩემს ხედვას შემოგთავაზებთ: მანიაკი სააკოვი უნდა ჩავსვათ გალიაში, შემოვდგათ მანქანის ძარაზე და როგორც განსაკუთრებით ბინძური, მავნებელი არსება მთელი ქვეყანა უნდა შემოვატაროთ, რათა ყველამ აფურთხოს. შემდეგ კი თავის მსხვერპლთა ოჯახებს მივუგდოთ. მასაც და დედამისსაც მიტაცებული მილიონები და უძრავი ქონება უნდა ჩამოვართვათ და ხალხს დავუბრუნოთ.

ე.წ. პარტნიორმა თუ მეგობარმა დასავლეთმა, რომლისკენაც „ურყევად და შეუქცევად“ ისწრაფვის ჩვენი ხელისუფლება საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა საქართველოში, ყველა ნორმას თუ წესიერებას გადააბიჯა და მეორე ფრონტის გახსნა და ქართველი ერის განადგურება მოინდომა. ეს სიბოროტის ბოლო წვეთია და დღეს საქართველოს აქვს შანსი ბელარუსის მსგავსად რუსეთის ღირსეული პარტნიორი გახდეს. ეს თუ არ მოხდა, საქართველო ყოველთვის იქნება მაჩანჩალა, ხელის ბიჭი, მრავალჯერადი მოხმარების პამპერსი. მხოლოდ უუნარო და უკანალმოფარიკავე არსებებს აქვთ ევროკავშირში გაერთიანების სურვილი. მიბრძანდით და ემსახურეთ ბინძურ ნაბიჭვრებს! ჩვენ კი სულიერად ქართველები რუსეთს, საქართველოს, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ერთ კონტექსტში განვიხილავთ. ფაქტიურად ომს გვიცხადებენ ის ძალები, რომლებსაც ხელისუფლება მეგობრადა და პარტნიორად თვლიდა. ხელისუფლება, რომელმაც ყველა ანტირუსულ რეზოლუციას დაუჭირა მხარი არაეროვნული ძალაა და ყველაფერს აკეთებს სავარძლის შესანარჩუნებლად. ხელისუფლების წარმომადგენლები ეკლესიაშიც მიდიან, ესწრებიან პატრიარქის ლოცვა-კურთხევას, ვითომ მართლმადიდებლები არიან და ხალხზე ზრუნვით თავს გვაწონებენ. პარალელურად კი კულტურის სამინისტროს დაფინანსებით ბავშვებს ჰომოსექსუალურ ფილმს აჩვენებენ. კულტურის ე.წ. მინისტრი, მყრალი მასისგან მოზელილი ის ტკიპაა, რომელსაც ხან ერთი მინისტრის სავარძელს მიაკრავენ და ხან მეორე მინისტრისას მხოლოდ იმიტომ, რომ დასავლეთში რაღაც კურსების გავლით განათლებულა. ამ არსებას ევროპელი მილიარდერის მიერ წარმოდგენილ ერთ ტესტს შევთავაზებ: ვინ უფრო დიდი ნაძირალაა, ვინც ბრძანებას იძლევა ბავშვების გახრწნაზე თუ თქვენ, რომელნიც ამას ასრულებთ?! ეს თეზა კარგად გაიაზროს თავად პრემიერმაც.

მშობელთა პროტესტის მიუხედავად, გახრწნილების დაფინანსება ტელევიზიებითაც ხდება. საზოგადოებრივი მაუწყებელი 103 მილიონით ფინანსდება და ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფულით ლგბტ სერიალს იღებს, რომელზეც 800 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. კონსერვატიულმა მოძრაობამ აქციაც გამართა საზოგადოებრივ მაუწყებელთან. ბავშვების გახრწნა დიდი ბოროტებაა, რომლითაც შენიღბული, ჯიშმოდელირებული ხელისუფლება სწორედ ქართულ ეროვნულ ღირებულებებს ებრძვის. იგი ერთი ხელით კოჭს უგორებს მეტრაკეებს, მეორე ხელით კი ინიღბება და ცდილობს ხალხის ნდობა მოიპოვოს. სხვა რა დავარქვათ იმ ფაქტს, რომ ერთნაირსქესიანთა სიყვარულისთვის ბავშვობიდანვე მოვამზადოთ ახალგაზრდები“.

ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი, რომელთაც მომავალში საქართველოს უნდა უპატრონონ, ხელისუფლებას დადებითად აფასებს იმის გამო, რომ ხელფასები მოუმატეს და მედიკამენტებზე ფასები შეამცირეს. ამ ახალგაზრდის პატრიოტიზმი ფულზე გადის და ვერ აცნობიერებს, რომ ქართულ, ეროვნულ ღირებულებებს მიწა მიაყარეს. – შენნაირად მხოლოდ უმცირესობა აზროვნებს, იმის მჯერა, რასაც ინსტიტუტში გვასწავლიდნენ და რასაც ფეისბუქში ვკითხულობო – მიპირისპირდება ახალგაზრდა, ანუ სჯერა იმის, რაც ჩვენს სამშობლოს გაანადგურებს, რომ დასავლეთი – ეს ბოროტების იმპერია ამერიკის თაოსნობით კეთილშობილთა სამყაროა, ხოლო რუსეთი – ბოროტების იმპერია. სწორედ საგარეო ვექტორის ცვლილება გახდა მიზეზი ყოვლისა ბოროტებისა საქართველოში. განათლების სისტემა ბიზნესად იქცა და ნებისმიერი ფაკულტეტის დამთავრება მხოლოდ ფიქციაა – სამსახურს პროფესიით ვერ იშოვი. კავკასიის, თავისუფალი და შავი ზღვის უნივერსიტეტები გარანტიას იძლევიან დასაქმებაზე, მაგრამ წლიური გადასახადი არანაკლებ 7 ათასი ლარია, რაც ოჯახების შესაძლებლობებს აღემატება. შექმნილმა სისტემამ ახალგაზრდები კერძო სტრუქტურებისა და კომპიუტერების მონებად აქცია. ხელისუფლება, რომელიც ვალდებულია ხალხსა და ქვეყანას ემსახუროს, უცხოელი გახრწნილი ნაბიჭვრების მონაა. მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი იმისა, რომ მტრობისა და ზეწოლის ობიექტი ქვეყანა მტერ ქვეყანას და მის მოქალაქეებს აფინანსებდეს და ფეხქვეშ ეგებოდეს. ეს საქართველოს ხელისუფლებაა, რომელიც მუქარებსა და ზეწოლაზე უკრაინიდან პროტესტსაც არ გამოხატავს და გახრწნილების პროპაგანდასაც ახდენს დასავლეთის ბრძანებით, რამაც საქართველო კავკასიის ერთ დიდ ბორდელად აქცია. თავის დროზე ბახტრიონის ცნობილი აჯანყება და ყიზილბაში დამპყრობლებისგან საქართველოს გაწმენდა ოკუპანტების მხრიდან მღვდლის გაუპატიურებას მოჰყვა. ქართველმა ერმა ბევრი შეურაცხყოფა, ძალადობა და განსაცდელი გადაიტანა, მაგრამ ამ ფაქტმა მტრის წინააღმდეგ დარაზმა და კიდეც გაიმარჯვა… დიახ, სწორედ ლიბერასტ-ფაშისტებმა, დასავლეთის რეაქციულმა ბნელმა ძალებმა შემოიტანეს მთელ მსოფლიოში ჰომოსექსის სიბილწე და 30 წელია საქართველოში ქართული და მართლმადიდებლური ტრადიციების ნგრევა მიმდინარეობს. ამ ყოველივეს ხალხის უმკაცრესი პროტესტი უნდა მოჰყვეს, რათა ამ საქმის ლობისტები დაისაჯონ. ისმის ლოგიკური კითხვა: თუ ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტს, რომელიც აცხადებს, ნაპოლეონი ვარო, თვლიან შეშლილად, მაშინ კაცად გაჩენილი რომ აცხადებს, ქალი ვარო, რატომ არ უნდა ჩაითვალოს გიჟად? ყოველგვარი უბედურებისა და სიბინძურის სათავე ამერიკაა, რომელიც ებრძვის ქრისტიანულ მორალსა და ჰუმანიზმს. წარსულშიც და დღესაც რუსეთის ძლიერებაშია კაცობრიობის მორალური, ზნეობრივი და ფიზიკური გადარჩენა, რუსეთის დაჩოქებით კი მართლმადიდებლობის განადგურება სურთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის ფაქტი, რომ უკრაინელი ფაშისტები ყოველივეს სპობენ, რაც რუსულ ეთნოსთან არის დაკავშირებული. მათ ოდესაში ამ ქალაქის აღმშენებლის – ეკატერინე მეორის ძეგლის დემონტაჟი მოახდინეს. ეს ის ეკატერინეა, რომელმაც მართლმადიდებელი დროშის ქვეშ დარაზმა საქართველო, ბალკანეთის ქვეყნები, რუსეთი და რუსეთ-თურქეთის, რუსეთ-ირანის ომებში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. მისი ძეგლის დემონტაჟი რუსეთისთვის შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია. იგეგმება სუვოროვის ძეგლის დემონტაჟიც. ეს ომი ახლა არ დაწყებულა. ევროპა საუკუნეზე მეტხანს მუშაობდა რუსეთისა და უკრაინის დაპირისპირებაზე.

გერმანიის ცნობილი კანცლერი და დიპლომატი – ოტო ფონ ბისმარკი ჯერ კიდევ 1871 წელს აცხადებდა: „რუსეთის სიძლიერე შეიძლება მხოლოდ მისგან უკრაინის გამოყოფამ შეარყიოს. აუცილებელია უკრაინა რუსეთს არა მხოლოდ მოვწყვიტოთ, არამედ დავუპირისპიროთ კიდეც, ერთი ხალხის ორი ნაწილი ერთმანეთს გადავკიდოთ და ვუყუროთ როგორ კლავს ძმა ძმას! ამისთვის საჭიროა მხოლოდ ნაციონალურ ელიტაში მოღალატეების პოვნა და გამოზრდა, მათი დახმარებით ხალხის ერთი ნაწილის თვითშეგნების იმდენად შეცვლა, რომ ის შეიძულებს ყოველივე რუსულს, შეიძულებს საკუთარ ჯიშს და ვერ გააცნობიერებს ამას. ყველაფერი დანარჩენი დროის საკითხია“ – სწორედ ამ გეგმით განხორციელდა რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება.

ნაც-ქოცური ტანდემი – ეს ერთი იდეოლოგიისა და მიმართულების ხალხია, რომელნიც ფანტასტიკურად იწყობენ ცხოვრებას, რადგან ეს სისტემა საუკეთესო საშუალებაა დიდი ფულის საკეთებლად. ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, თუ არის სახელმწიფოებრივი აზროვნება და პოლიტიკური ნება. ის, რაც ხდება, საქართველოს პოლიტიკური ელიტების გამყიდველობის შედეგია, რაც უნდა დამთავრდეს.

„საქართველომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყოფნისას მიაღწია იმ წარმატებებს, რომელიც თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ვერ მიუღწევია. სად არის ის 600-ზე მეტი დასახელების პროდუქტი, რომელიც გადიოდა ევროპის ქვეყნებში? არ იქნება რუსეთის ბაზარი – არ იქნება საქართველოს ეკონომიკა. სსრკ რომ დაიშალა, დაგვრჩა ფაბრიკა-ქარხნები და ინდუსტრიული ცენტრები“ (ჰ. ჭიპაშვილი). რა მივიღეთ ამერიკისგან? არასამთავრობოების დაფინანსება და ლუგარის ლაბორატორია, რაც მხოლოდ ამერიკის ინტერესებს ემსახურება. რუსეთთან მტრობა დასავლეთის საამებლად – ეს პოლიტიკური კრეტინიზმია. ხელისუფლება არ გამოეხმაურა ლავროვის განცხადებას ფრენების აღდგენის თაობაზე. რამდენად ჩასვრილი უნდა იყო, რომ პოზიტიურმა გზავნილმა შეგაშფოთოს? გონებადაბნელებული ხელისუფლება ვერ აანალიზებს, რომ ამ ფრენების უკან 10 ათასობით ქართული ოჯახი დგას, რომელსაც საქართველოში უნდა დაბრუნება. ჩვენ, ქართველებმა საქართველოს მომავალი ამ ანტიქართველთა ინტერესებს არ უნდა შევწიროთ. ამერიკა არ უნდა გვიწყვიტავდეს, ვისი თვითმფრინავი უნდა შემოვუშვათ და ვისი არა. სწორედ ამერიკისგან აქვთ მითითება საქართველოს, რომ განათლება ჩვენს ქვეყანაში განუვითარებელი ქვეყნის დონეზე უნდა იყოს და ეს დღემდე გრძელდება. არ უნდა ვიაზროვნოთ და ვაკეთოთ ის, რაც მათ უნდათ. დარგობრივი განათლება არ არსებობს. დროულად უნდა მოხდეს ახალგაზრდების სწორ რელსებზე გადაწყობა.

ექსპერტი, ჰ. ჭიპაშვილი გვარწმუნებს: „უკრაინის ნატოში ჩათრევა ნიშნავდა რაკეტების რუსეთის მიმართულებით უფრო სწრაფმიღწევადობას. უკრაინაში 2014 წლიდან ფაშისტური რეჟიმი მძლავრობს, იდევნება რუსული კულტურა, წვავენ რუსულ წიგნებს, დონბასში ხალხს ხოცავდნენ. ახლა ცდილობენ მართლმადიდებლური ეკლესია აიკრძალოს, რადგან ექვემდებარება რუსეთის ეკლესიას. ამ ეკლესიას ქონებასაც ართმევენ. რუსეთი ვალდებულია თავისი მოსახლეობა ყველგან დაიცვას“. განსხვავებით უკრაინელებისაგან, რომლებიც საბჭოთა სისტემის პერიოდში შექმნილ ძეგლებსაც კი ებრძვიან და ანგრევენ, ჩინელი ხალხი სსრკ-ს არ ივიწყებს და ომის შემდეგ ჩინეთის 68 ქალაქში 100-ზე მეტი საბჭოთა მეომრის ძეგლი დაიდგა. დასავლეთს აწყობს ზელენსკის მსგავსი ნარკომანები, რომლებიც ფულს იღებენ ომის გაგრძელებაში. იარაღით ვაჭრობით უკრაინაში მილიარდერები გახდნენ. დასავლეთის ე.წ. ღირებულებების, ანუ უზნეობის მიღება მათი  მონობის ტოლფასია. ეს არ არის ბალზაკის, გოეთეს, ჰაინეს ევროპა. ეს ის ევროპაა, სადაც პარიზის უმაღლესი სასწავლებლიდან პროფესორი მხოლოდ იმიტომ გააგდეს, რომ კაცს და ქალს განსხვავებული სქესის წარმომადგენლად თვლიდა, ხოლო სასწავლებლის ხელმძღვანელობას სტუდენტთა 3/4 ეთანხმებოდა. ეს ის ევროპაა, სადაც ეიფელის კოშკის სახურავზე ფალოსის ძეგლის დადგმას ითხოვენ, სადაც ერთი ქალი ადიალაზე ქორწინდება, ხოლო მეორე ღობის ფიცარზეა შეყვარებული – აი, როგორი მომავალი აქვს საფრანგეთს!

ჩვენ გვყავდა ისტორიული მტრები მუსლიმანური ქვეყნების სახით, რომელნიც სარწმუნოების შეცვლას მოითხოვნდნენ ჩვენგან, რათა მორჩილები ვყოფილიყავით, მაგრამ ლიბერალ ფაშისტებზე დიდი მტრები ჩვენ არ გვყოლია, რომელთა გახრწნილებაც ამ მიმართულებას იღებს – ვიყოთ დასავლეთის მონები. დასავლეთი მიმართულია ჩვენი იდენტობის, სულიერების გაქრობისაკენ და უპირისპირდება  დიდი ილიას თეზას – ენა, მამული, სარწმუნოება. სამშობლოს ღალატის მუხლიც გააუქმეს და ქართული ცნობიერება დააკნინეს. პოლიტიკური მეძავი ხელისუფლება ზნედაცემულთა ინტერესს ახორციელებს და იმაზე ოცნებობს, როგორ შეგვტენონ გახრწნილი ევროპის უკანალში, რომელიც განადგურების პირას არის მისული და სხვა ქვეყნების დანგრევაზეა ორიენტირებული.

თუ საქართველოს მოგვარებული ექნება რუსეთთან პრობლემები და გაფორმდება შესაბამისი სტრატეგიული მოკავშირეობის ხელშეკრულება, დასავლეთის გავლენები აღარ იარსებებს, რადგან თუ ეკონომიკა სუნთქვს, ეს რუსეთიდან შემოსული ფულის შედეგია – მილიარდ 750 მილიონი გადმოირიცხა. საქართველოს მომავალი დამოკიდებულია ქართველი ხალხის აქტიურობაზე. პარლამენტს სულ ფეხზე ჰკიდია, რა უნდა ქართველ ხალხს!

ხელისუფლება ცდილობს რუსეთთან მიმართებაში პოლიტიკური დამოუკიდებლობის ზღაპარი შეთხზას, როცა ექსპორტ-იმპორტით, უსაფრთხოებით დამოკიდებული ვართ. რუსეთმა რომ მოინდომოს, ყოველგვარი ბომბების გარეშე ისეთ დღეში ჩაგვაგდებს, საქართველოში ქართველი აღარ დარჩება. და ცოტა ფრთხილად, ღორისშვილებო, ფულისა და თანამდებობის გარდა არაფერი რომ არ გაინტერესებთ! ხელისუფლებას გააზრებული უნდა ჰქონდეს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი, ეროვნული ტრადიციებისა და ღირებულებების შენარჩუნება, ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დაცვა, მას უნდა უყვარდეს ქართველი ერი!

რა გვსურს ქართველებს? ამას დიდი ქართველის პოეტური აღმაფრენით გთავაზობთ: „რაც კი ზარია შემოკრული აქამდე სადმე, მადლი იმ ზართა შესწეოდეს ყველა ნაღდ ქართველს, ყვაოდეს ქართლი, იმერეთი, ფშავი, კახეთი, მე ვინაიდან დუნიაზე მამულს ვაღმერთებ“.

P.S. რას გრძნობს და განიცდის ემიგრაციაში სამუშაოდ გადახვეწილი ქართველი? გთავაზობთ ქართველი, მოხევე ქალბატონის სულიერ ტკივილს, რომელსაც ირლანდიაში სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს:

სიკვდილო, ოხერტიალო, აქ არ გამომკრა ხელია

სამშობლო არ მინახია უკვე რამდენი წელია.

სიკვდილო, ცოტაც მაცალე გასწი ეგ შენი ცელია

დავბრუნდე ჩემსა მიწაზე, ამიხდეს ნატვრა მწველია.

ღმერთო, სამშობლო მანახე დღედაღამ ვნატრობ ამასა

ჩემი სამშობლოს ჰაერი სჯობია ყველას ამასა.

მშობელ მიწას თუ ვემთხვევი, ცას თუ ავხედავ მზიანსა

ვეღარ დამჯაბნის სიკვდილი, ვერ მომაყენებს ზიანსა,

მჯერა, სამშობლოს დანახვა მომცემს სიცოცხლეს ახალსა.

აქ შენ დამჯაბნე სიკვდილო, იქ მე ჩაგასობ ლახვარსა.

ვლოცულობ, როდის დამიგებ ლეიბად ქართულ მიწასა

საბნად მეხუროს ლურჯი ცა ის ვიძმო ვინც მე მიწამა.

მსურს მშობელ საფლავს დავემხო დავუნთო წყვილი სანთელი

ზეცით დამლოცავს მზის სხივი ღრუბლებში ღამენათევი.

სამშობლოს სუნთქვა მომარჩენს სახეს მივუშვებ ნიავსა

მინდვრის ყვავილებს ხელს მოვხვევ, გულზე დავიყრი იასა.

მთაწმინდას შუბლზე ვემთხვევი, სამებას ვუნთებ სანთელსა

ჩოქვით ვილოცებ ლომისას და ჩუმად ვეტყვი სათქმელსა

პირჯვარს დავიწერ, თავს დავხრი და საქართველოს ვუგალობ

იქ დავიბადე, სიკვდილიც იქვე მაღირსე, უფალო!

ქალბატონი საქართველოში დაბრუნდა. ის გამოჯანმრთელდა და სამშობლოს მიწის სურნელით ტკბება.

27.02.2023 წ.                                                              

იზა თამაზაშვილი

 ტელ: 593 90 55 07