ისტორიული შეხვედრა
პოლიტიკოსი, როგორც ის თავის თავს უწოდებს და როგორც ქართული მედია მოიხსენიებს, თეონა აქუბარდია უკმაყოფილოა საქართველო-რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების ზურაბიშვილისა და გალუზინის მინსკის შეხვედრის გამო.
აქუბარდია რომ უკმაყოფილოა, მისი პირადი საქმეა, მაგრამ, როდესაც ის თავის აზრს — არაკომპეტენტურს, არაპროფესიონალურს, პროტოკოლის უცოდინრობით აღსავსეს თავს ახვევს მსმენელს, რბილად რომ ვთქვათ არაკორექტულია.
აქუბარდიამ მოლაპარაკების ადგილი — მინსკი დაიწუნა, მოლაპარაკების მაგიდაზე დადგმული საქართველო-რუსეთის პატარა დროშებით, აქაოდა მოლაპარაკება ფაქტიურად რუსეთის ტერიტორიაზე გაიმართაო და არა პრაღაში, სადაც ტრადიციულად ხვდებოდნენ ერთმანეთს საქართველო-რუსეთის მომლაპარაკებლები აბაშიძე-კარასინიო.
ბელორუსი, სამოკავშირო ხელშეკრულებით არის დაკავშირებული რუსეთთან, რაც არახალია. 2 ქვეყანა მაშინაც სამოკავშირო ხელშეკრულებით იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული, როდესაც რუსეთ-უკრაინის გართულებული ურთიერთობების საკითხს იხილავდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ოლანდი, გერმანიის კანცლერი მერკელი, უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკო, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი.
„მინსკ-1“ და „მინსკ-2“ იყო ამ მოლაპარაკებების სახელი.
არც ოლანდს და არც მერკელს სიტყვა არ დასცდენიათ მასპინძლის მიუღებლობის თაობაზე, არადა მაშინ სრულიად ევროპაში ლუკაშენკოს, ბელორუსის პრეზიდენტს „ევროპის უკანასკნელ დიქტატორს“ უწოდებდნენ. ეს „ტიტული“ მას დღესაც ამშვენებს, მაგრამ ხელს არ უშლის მინსკში, ბელორუსის სხვა ქალაქებში საერთაშორისო მოლაპარაკებების, კონფერენციების, შეხვედრების გამართვაში.
„მინსკი-1“ და „მინსკი-2“ მოლაპარაკების დროს, ლუკაშენკო, როგორც კარგ მასპინძელს ეკადრებოდა, ისე ტრიალებდა სასახლეში, სადაც მოლაპარაკება იმართებოდა. ხვდებოდა მომლაპარაკებლებს, უზრუნველყოფდა კეთილი, საქმიანი ატმოსფეროს შექმნას.
ეს, უბრალოდ ცნობისთვის გითხარით, პატივცემულო მკითხველო. აქუბარდიას, როგორც ჩანს პრაღა მოსწონს და არა მინსკი. პრაღა ევროპაა, ევროკავშირის წევრი ჩეხეთის დედაქალაქი. მინსკი, რუსეთთან ჩახუტებული ბელორუსის დედაქალაქია, რაც გამაღიზიანებელია, როგორც აქუბარდიას, ისე, ყველა ოპოზიციონერისთვის.
აქუბარდიას მხედველობიდან გამორჩა, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული დაძაბული ვითარება — საპროტესტო დემონსტრაციებით, ანტისახელისუფლებო ლოზუნგებით, პოლიციასთან შეტაკებებით, მაღაზიების ვიტრინების მსხვრევით, ძარცვით, შენობებისა და ავტომანქანების დაწვით.
რას მოითხოვს ევროპელი?
ხელფასების მომატებას, განათლების სისტემის გაუმჯობესებას, სასწავლებლების გარემონტებას, სტუდენტურ საცხოვრებლებში ანტისანიტარიის აღკვეთას, პროდუქტებზე, საწვავზე ფასების დაკლებას, ხელისუფალთა მხრიდან ხალხის მოთხოვნების გულდასმით განხილვას და ხალხისთვის სასარგებლო ნაბიჯების გადადგმას.
ევროპელთა მოთხოვნებში გამოკვეთილ ადგილს იკავებს უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტაც, მსუყე დაფინანსების აღკვეთა და ნაცვლად საკუთარი ხალხის სურვილების დაკმაყოფილება. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ლიბერალური დიქტატურის წყალობით მკაცრი კონტროლია დაწესებული. არც ერთი სიტყვა ანტიუკრაინული. არც ერთი პოზიტიური სიტყვა რუსეთთან მიმართებაში. რუსეთი არის მტერი, აგრესორი — დემოკრატიული, სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრილი.
აი, ასეთ ვითარებაში პრაღაში მოლაპარაკების გამართვა რუსეთისთვის მიუღებელი იყო. ვეჭვობ, რომ ჩეხეთს შენგენის ვიზა გაეცა რუსეთის დელეგაციისთვის.
აქუბარდიამ, ისე, როგორც დანარჩენმა ოპოზიციონერებმა უნდა იცოდნენ ევროპაში შექმნილი მძიმე ვითარების თაობაზე და აქედან გამომდინარე უნდა გააკეთონ შესაბამისი განცხადებები.
ევროპისადმი თაყვანისცემა ისეა გამჯდარი საქართველოს პოლიტიკოსთა ტვინებში, რომ ძნელია შეაგნებინო მათ ის რეალობა, რაც იქ არის. რეალობა კი სავალალოა, არა მარტო ევროპელთათვის, არამედ ყველა იმათთვის, ვისაც ევროპა ფასეულობების გენერატორად მიაჩნდა და მიაჩნია. ზელიბერალური დიქტატურაა იქ — გლობალიზმის იდეით შეპყრობილი, ახალი კოლონიალიზმის გზაზე შემდგარი, რომელიც საკუთარი მიზნის მისაღწევად ნეოფაშიზმთან თანამშრომლობასაც არ თაკილობს. და არა მარტო, არამედ ყოველმხრივ უწევს მას დახმარებას — ფინანსურს, სამხედროს, პროპაგანდისტულს.
უკრაინის ბანდერული, ნეოფაშისტური ხელისუფლება მყავს მხედველობაში. ნეოფაშიზმია, როდესაც საკუთარ ხალხს უკრძალავ მშობლიურ ენაზე ლაპარაკს. უკრაინის მოსახლეობის უმრავლესობა რუსულად ლაპარაკობს. თვით უკრაინის ვადაგადასული პრეზიდენტი ზელენსკი სახლში რუსულად ლაპარაკობს. მისთვის დასაშვებია რუსული, სხვისთვის — აკრძალული.
ჰიტლერთან მოთანამშრომლე უკრაინელი ნაცისტები დღევანდელი უკრაინის გმირები არიან.
ნეოფაშიზმია, როდესაც საკუთარ ხალხს ტვინში უტენი მეზობელი ხალხის მტრობას — ასწავლი, როგორ უნდა ხოცო ის; დაწვა მის მიერ შექმნილი ლიტერატურული შედევრები; უწოდო მას ჭიაღუა, უტვინო არსება და ა.შ.
ქართველი პოლიტიკოსების ხმამაღალი განცხადებებით უკრაინა ჩვენი მეგობარია, რუსეთის აგრესიის მსხვერპლი. უკრაინოფილიამ ისე გაგვიტაცა, რომ შენობების კედლებს „ვამშვენებთ“ უკრაინული დროშების ნახატებით, სახლების აივნებზე ვფენთ უკრაინულ დროშებს, ევროკავშირის დროშასთან ერთად და ა.შ.
ვსვამ კითხვას — რაშია საქმე, რამ გაგვიტაცა ასე? რამ შეგვაყვარა ნეოფაშისტური უკრაინა მეორე მსოფლიო ომგამოვლილ იმ 700000 ჯარისკაცის შვილთაშვილებს, რომელთაგან 350000 ფაშიზმთან ომს სამკვდროდ შეასკდა?!
ევროკავშირს, უკრაინა რომ „უყვარდეს“, მაპატიეთ, არა უკრაინა, არამედ უკრაინის სუპერ ნაცისტური ხელისუფლება, გასაკვირი არ არის, ვინაიდან უკრაინული „ხელისუფლება“ ევროკავშირის ამოცანებს ემსახურება. ევროპის ქვეყნების ხელისუფალთ და არა ხალხებს სძულთ რუსეთი, შურთ რუსეთის, შურთ რუსეთის სიმდიდრეების, მდგრადობის, პატრიოტიზმის, სუვერენიტეტის. მათ, გერმანიის ფაშიზმის შთამომავლებს რევანშიზმი აქვთ გამჯდარი ტვინში, რუსეთის დაშლა-დანაკუწება, რუსული მართლმადიდებლობის ფეხქვეშ გათელვა.
მათ უკრაინელი არ ანაღვლებთ, არც ის, რომ 52-მილიონიანი უკრაინა 19 მილიონამდეა დასული. უკრაინის ბედით უკრაინის ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული და არა ევროპელი პოლიტიკოსები. მაგრამ, როდესაც ასეთს ადგილი არ აქვს, ის ევროპელი რუსეთთან ომისკენ გკრავს ხელს. არა სამშვიდობო ხელშეკრულების დადებისკენ, არამედ ომისკენ.
ევროპისა და უკრაინის ხელისუფლება ერთ ენაზე ლაპარაკობენ — საომარი მოქმედებების ესკალაციაზე, უკრაინის შეიარაღებაზე, რუსეთის სამოქალაქო ობიექტების განადგურებაზე და ამით რუსეთის მოსახლეობის ანტისახელისუფლებო აფეთქების გამოწვევაზე. სულ ახლახანს, ბერლინში ჩატარებული 40 სახელმწიფოს მეთაურთა სამიტი, რომელშიც ზელენსკიც მონაწილეობდა, ემსახურებოდა უკრაინის სამხედრო-ფინანსური დახმარების საკითხებს.
უკრაინას მსუყე ფინანსური დახმარება ერგო მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნების მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ევროპის ქვეყნების ლიდერები აცხადებენ, რომ უკრაინის დახმარება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ვინაიდან უკრაინა ბარიერად არის აღმართული ევროპა- რუსეთს შორის. და რომ არა უკრაინა, რუსეთი, როგორც ასფალტ-სატკეპნი გაასწორებდა ევროპას.
ევროპა უკრაინის ხელით ეომება რუსეთს. წამითაც არ უწევს ანგარიშს უკრაინის მოსახლეობის განადგურებას. ევროპა მოითხოვს რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტას და მოლაპარაკების დაწყებას, რომლის ფინალი უნდა იყოს შემდეგი — უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა; სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე ევროპის ქვეყნების (მსურველების) სამხედრო კონტიგენტის განლაგება; რუსეთის მიერ უკრაინისთვის რეპარაციების გადახდა და ა.შ.
უკრაინა ჯერ-ჯერობით ომს აგებს და უკრაინის გამარჯვების არავითარი ნიშანწყალი არ ჩანს. ევროპელთა, ანუ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, სხვათა მოთხოვნა, ანუ ულტიმატუმი გამარჯვებულ რუსეთს ეხება?! იქნებ პირიქით, დამარცხებულს?!
საკუთარი ხალხის კეთილდღეობის ჯიბიდან ამოღებულ თანხებს ევროპელი ლიდერები იმით ასაბუთებენ, რომ უკრაინა ფრონტის ხაზზე წინ მიიწევს, იბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს; რომ ყოველკვირას რუსეთი 25000 ჯარისკაცს კარგავს; რომ რუსეთის განადგურება ცხრა მთას იქით არ არის, ახლოსაა, ძალიან ახლოს. ცოტა გავიჭირვოთ და რუსეთი აღარ იქნება.
ბრიუსელ-პარიზ-ლონდონ-ბერლინს გარდა მსგავსი „პატრიოტული“ შემართებისა, საკუთარი ჯიბის გამდიდრების სურვილიც აქვთ — რომელი უფრო ძლიერად, თქვენ განსაჯეთ.
მე კი ვიტყვი, რომ საკუთარი ჯიბის. ამ შემთხვევაში ქვეყანა და მისი ხალხი არ მოიაზრება — ხელისუფლებაში მყოფი მაღალჩინოსნები, პრეზიდენტი და კანცლერ-პრემიერ-მინისტრი მყავს მხედველობაში.
როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი რუსეთის ჯიბრით აცხადებს, რომ უკრაინა ნატოს წევრი უნდა იყოს; რომ უკრაინის „არმიამ“ ევროპა უნდა დაიცვას და ამისთვის კიევს ფინანსური დახმარება უნდა გაეწიოს, ყველაფერი ნათელია — მეტი ფინანსური დახმარება, მეტი „ატკატი“.
მაკრონი უფრო შორს მიდის, უფრო სწორად შორს წასულა — ფრანგი ჯარისკაცების უკრაინაში გაგზავნით, რის შესახებაც იძულებული იყო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ეთქვა სენსაციური სიმართლე. საფრანგეთის სამხედრო კონტიგენტის უკრაინის ფრონტზე ყოფნის ფაქტი ფრანგმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს.
მაკრონმა გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რაც საფრანგეთის კონსტიტუციის დარღვევაა. სამხედრო კონტინგენტის უცხოეთში გაგზავნა ეროვნული კრების (პარლამენტის) პრეროგატივაა. მაგრამ ევროპის ქვეყნების სათავეში მოკალათებული პირველი პირები კონსტიტუციას არ აქცევენ ყურადღებას. და ამას ადგილი აქვს დემოკრატიის „სავანეში“, სადაც ადამიანის უფლებები და თავისუფლებები მხოლოდ ქაღალდზეა დაცული.
ევროპის ქვეყნების ლიდერები, უმთავრესად პატარა ქვეყნების პროტესტს გამოთქვამენ ევროკავშირის შტაბ-ბინის ბრიუსელის მიმართ. ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი, პირწავარდნილი რუსოფობი, ფაშისტი წინაპრების შთამომავალი და როგორც ევროპარლამენტარები ამტკიცებენ ყურებამდე კორუფციაში ჩაძირული, აძალებს, აშანტაჟებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უკრაინისთვის ფულის გამოსაყოფად.
სულ ახლახანს, ზელენსკიმ 45 მილიარდი ევროს კრედიტი მიიღო სახელმწიფო სტრუქტურებისა და ბოევიკების დასაფინანსებელი. სლოვაკეთი, უნგრეთი, ბულგარეთი შეეწინააღმდეგნენ ურსულას ხელგაშლილობას. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ფიცომ საჯაროდ განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერს ურსულას წინადადებას, ვინაიდან უკრაინის ფინანსური დახმარება ომის გაგრძელებას ნიშნავს. მან ისიც თქვა, რომ ეს თანხა, ვითომ კრედიტია, რომელსაც უკრაინა ვერასდროს დააბრუნებს; რომ 45 მილიარდი ზელენსკის საჩუქარია და არა კრედიტი.
ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის ფულის გამოყოფის გარდა, რაც აშკარად შემაშფოთებელია, ვინაიდან ომის წახალისებაა, არანაკლებ შემაშფოთებელია ევროკავშირის გადაწყვეტილება ერთიანი სამხედრო ბიუჯეტის 320%-ზე მეტად გაზრდა. რას ნიშნავს ეს, თუ არა სიტყვის, საქმედ გადაქცევას?
სიტყვით ევროპა რუსეთთან ომისთვის ემზადება და ზოგიერთი მათი ლიდერის განცხადებით 2030 წლისთვის ევროპა მზად იქნება ომის დასაწყებად. დღეს, ევროპა მზად არ არის ომისთვის. მისი სამხედრო მრეწველობა გაცილებით ჩამორჩება რუსეთისას. ევროპას არ შეუძლია იმ რაოდენობის ბალისტიკური რაკეტების დამზადება, რასაც რუსეთი ამზადებს და არა მარტო რაკეტების, არამედ სხვა საბრძოლო იარაღისაც.
დასავლური იარაღი პრაქტიკულ გამოცდას გადის უკრაინის ფრონტზე.
ევროპა-ამერიკის სამწუხაროდ ამ იარაღმა ვერ გაუძლო გამოცდას, მალე გამოდის მწყობიდან. ასე რომ დადარდიანებულ დასავლეთს ისღა რჩება ილაპარაკონ ბირთვული ბომბის გამოყენებაზე, უკრაინისთვის ე.წ. ბინძური ბომბის დასამზადებელი კომპონენტების გადაცემაზე. ზელენსკი სისტემატურად ითხოვს ბირთვული იარაღის დაბრუნებას, რომელიც უკრაინას ჰქონდა.
რა ბირთვულ იარაღზეა საუბარი? ჰქონდა თუ არა უკრაინას ასეთი?
საბჭოთა კავშირის დროს უკრაინის ტერიტორიაზე მართლაც იყო განლაგებული ბირთვული იარაღი, რომელთანაც უკრაინას არავითარი შეხება არ ჰქონია. იარაღი რუსეთისა იყო და ის უწევდა კონტროლს მას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აშშ-ს მოთხოვნით კრემლმა უკრაინაში განლაგებული ბირთვული იარაღი თავის ტერიტორიაზე გადაიტანა.
უპასუხისმგებლო, ნარკოტიკებით გაბრუებულ ზელენსკის დაუფიქრებლად შეეძლებოდა ბირთვული იარაღის გამოყენება რუსეთთან ომში და ამას ევროპელი ლიდერები არაფრად ჩათვლიდნენ.
„ომის პარტიის“ საწინააღმდეგო იყო ჩინეთის ქ. შენჟენში (Shenzhen) გამართული „დიდი სამეულის“ შეხვედრა — აშშ, რუსეთის, ჩინეთის ლიდერებს ტრამპს, პუტინსა და სი ძინპინს შორის. მსოფლიო მედია, ექსპერტობა, პოლიტიკოსობა დღესაც ცხარედ ლაპარაკობენ ამ მოლაპარაკების თაობაზე. უწოდებენ მას სენსაციურს, უნიკალურს, „დიდი სამეულის“ იალტის კონფერენციის მსგავსს.
შეფასებები ერთმანეთისგან განსხვავებულია, ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო, ბევრი გმობს მას, ბევრი პოზიტიურად აღიქვამს და იმედს გამოთქვამს, რომ შეხვედრა განამტკიცებს მსოფლიო მშვიდობას.
იალტას ნეგატიურ ელფერს აძლევენ დღევანდელი ექსპერტები, პოლიტიკოსები, მედიის მუშაკები — აქაოდა „იალტაში“ სსრკ-მ, აშშ-ა და დიდმა ბრიტანეთმა — სტალინმა, რუზველტმა, ჩერჩილმა მსოფლიო გაიყვეს ისე, როგორც ტორტის ნაჭრებიო. არის თუ არა ეს შეფასება ობიექტური ან დასაგმობი ომის დამთავრებიდან 80 წლის შემდეგ ცხარე კამათის საგანია.
მოდით თვალი შევავლოთ იმჟამინდელ ყირიმს, იალტას, 1914 წელს რუსეთის იმპერატორის მიერ აშენებულ ლივადიის სასახლეს, სადაც 1945 წლის 4-დან 11 თებერვალს გაიმართა ისტორიული კონფერენცია — 8 სხდომით. კონფერენციის მონაწილეთა რაოდენობა 2000-სს აჭარბებდა (დელეგაციები მაქვს მხედველობაში).
კონფერენციის მონაწილეების თვალწინ გადაიშალა ომით გამოწვეული უბედურება, რაც საბჭოთა კავშირმა განიცადა.
უმაღლეს დონეზე იყო აყვანილი კონფერენციის უსაფრთხოება. აეროპორტიდან ლივადიამდე, სხვა სასახლეებამდე გზაზე, ყოველ 100 მეტრში წითელარმიელები იყვნენ განლაგებული. საორგანიზაციო საკითხები მარშალ ბერიას ევალებოდა, რომელმაც წარმატებით შეასრულა სტალინისა და ხელისუფლების დავალება.
ლივადიის სასახლეში ცხოვრობდა რუზველტი, ჩერჩილი და სტალინი შედარებით მომცრო სასახლეებში. იალტის კონფერენციამ წერტილი დაუსვა გერმანიის ფაშიზმის არსებობას, შექმნა უნიკალური მსოფლიო ორგანო — გაერთიანებული ერების სახით, დააკანონა იმჟამინდელი ვითარება, ანუ ტერიტორიული რეალობა. იყო თუ არა ეს გაყოფა?
იყოო, რომ ვთქვათ — უხეშად ნათქვამი იქნება. ჩემის აზრით, უმჯობესი იქნება — მიწაზე შექმნილი მდგომარეობის დაფიქსირება. საბჭოთა კავშირს დარჩა აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები, რომელთა ფაშიზმისგან გათავისუფლება მას ძალიან ძვირი დაუჯდა.
გაიყო ომში დამარცხებული გერმანიაც. შეიქმნა ანტიფაშისტური გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა და ა.შ.
აღმოსავლეთ ევროპის ხალხები სიხარულით ხვდებოდნენ საბჭოთა ტანკებს და წითელარმიელებს. აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები, იქ ჩატარებული არჩევნების შედეგად სოციალისტურ სახელმწიფოებად გადაიქცნენ, რაც გამოწვეული იყო საბჭოთა კავშირის, როგორც ფაშიზმის დამმარცხებელი ქვეყნის უდიდესი პოპულარობით.
სსრკ-აშშ-დიდი ბრიტანეთის მსოფლიო ავტორიტეტი უკიდეგანო იყო და იალტის კონფერენციის მიერ შემუშავებულმა საერთაშორისო მშვიდობამ დღემდე მოანა. სამწუხაროდ ომის შემდგომმა „ცივი ომის“ პერიოდმა, ანტისაბჭოურმა ბრძოლამ, რომელსაც სათავეში ჩაუდგნენ ყოფილი მოკავშირეები აშშ-ი და დიდი ბრიტანეთი დაძაბა მსოფლიო ვითარება.
ახალმა ევროპელმა პოლიტიკოსებმა დაიწყეს სსრკ-ს დაკნინება მე-2 მსოფლიო ომში, ისტორიის გადაწერა, ფაშიზმისა და კომუნიზმის ერთ სიბრტყეზე დაყენება. აშშ-ევროპის ახალი ისტორიის მიხედვით, ომი აშშ-ა მოიგო, დიდ ბრიტანეთთან ერთად.
„სამეულიდან“ გაქრა საბჭოთა კავშირი. უფრო მეტიც სტალინს დააბრალეს მეორე მსოფლიო ომის გაჩაღება. აი, ასეთ ვითარებაში გაიმართა „დიდი სამეულის“ შენჟენის შეხვედრა, აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ყოველწლიური სამიტის ჩარჩოებში. მასში მონაწილეობას იღებდა 19 ქვეყნის მეთაური და ჰონგ-კონგის, ტაივანის სპეციალური ეკონომიკური ზონების დელეგაციები.
შენჟენი, 17-მილიონიანი სუპერ თანამედროვე ქალაქი, ცნობილი ახალი ტექნოლოგიებით, ხელოვნური ინტელექტით და ა.შ. 40 წლის წინ მეთევზეთა სოფელი იყო. ჰონგ-კონგი, რომელიც ბრიტანეთის მმართველობაში იმყოფებოდა, კომუნისტური ჩინეთის ხელმძღვანელობაში გარკვეული კონკურენციის შეგრძნებას იწვევდა.
ჰონგ-კონგზე უკეთესის შექმნა დაედო საფუძვლად მეთევზეთა სოფლის ქალაქად გადაკეთების პროექტს. დენ სიაპინის ღია კარის პოლიტიკას, კაპიტალიზმის დაშვებას კომუნისტურ სისტემაში სკეპტიკურად აღიქვამდნენ სახელმწიფო მმართველობის პერიპეტიებში გაწაფული უცხოელი სპეციალისტები, მაგრამ პეკინი სხვაგვარად ფიქრობდა — თავისუფალი ეკონომიკური ზონებით ჩინეთის ეკონომიკის ფეხზე დასაყენებას.
ქალაქი გუანჯოუ გახდა თავისუფალი ეკონომიკური ზონების ცენტრი. მალე დანარჩენი ქალაქები და რაიონები გამოუდგნენ პერსპექტიულ პროექტს — უკვე რეალობად ქცეულს.
ჩინეთმა დაძლია სიღარიბე, შიმშილობა და გადაიქცა სამაგალითო ქვეყნად, მსოფლიოს უდიდეს ქარხნად. თავისი ეკონომიკური განვითარების ტემპით ჩინეთი მსოფლიოს პირველი ქვეყანაა და მისი შეჩერება, დამუხრუჭება ისევე შეუძლებელია, როგორც 500 კმ/სთ-ში სიჩქარით მფრინავი მატარებლის. სხვათა შორის ასეთი მატარებლები ჩინეთისთვის ჩვეულებრივი რამაა, აშშ-სთვის ჯერ-ჯერობით არაჩვეულებრივი.
გუანჯოუს სიახლოეს არის გაშენებული ახალი ქალაქი შენჟენი — ამჯერად 17-მილიონიანი, 2003 წელს — 7 მილიონიანი. სწორედ იმ წელს ასლან აბაშიძესა და პარტია „აღორძინებიდან“ საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად ვიმყოფებოდი შენჟენში — თავისუფალი ეკონომიკური ზონების გამოცდილების შესასწავლად.
აქვე მოგახსენებთ, რომ ასლან აბაშიძის ინიციატივით ჩინელ სპეციალისტებთან ერთად შევიმუშავეთ კანონპროექტი თავისუფალი ეკონომიკური ზონების ბათუმში შემოღების თაობაზე. მაგრამ პროექტი კანონად ვერ იქცა მაშინდელი მმართველი პარტია „მოქალაქეთა კავშირის“ პროექტისადმი ნეგატიური დამოკიდებულების გამო.
ძნელი სავარაუდოა პროექტის დაკანონების შემდეგ მოუტანდა თუ არა ის პატარა საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას, მაგრამ თუ 1,5 მილიარდიანი ჩინეთი დააყენა ფეხზე და ეკონომიკურ გიგანტად აქცია, ჩვენ რაღა გაგვიწყრებოდა?!
„სამეულის“ შეხვედრის შემდეგ კმაყოფილებას გამოთქვამენ ტრამპი, პუტინი, სი ძინპინი, რაც გაღიზიანებას იწვევს ევროპელებში, რომლებიც არც მოლაპარაკების მაგიდას უსხდნენ და არც შენჟენში იყვნენ მიწვეულნი.
ევროპელები აღაშფოთა ტრამპის განცხადებამ, რომ პუტინი მისი მეგობარია. „სამეულის“ მოლაპარაკების დაწყებისთანავე ტრამპმა ბრძანა, რომ მისთვის დიდი პატივია პუტინთან ერთად, ერთ დარბაზში ყოფნა, ისე, როგორც სი ძინპინთან.
ტრამპმა თქვა, რომ 3 სუპერსახელმწიფოს მეთაურის შეხვედრა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა და ასეც შევა ისტორიაში.
ტრამპისთვის არა მარტო რუსეთ-ჩინეთის ტერიტორიების უკიდეგანობაა მიღებული მხედველობაში, არამედ პუტინისა და სი ძინპინის ავტორიტეტი, რომელიც პატივისცემას იმსახურებს.
ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტია, გამოცდილი პოლიტიკოს-ბიზნესმენი, რომელიც ემოციასთან ერთად, სინამდვილის გამომხატველ რიტორიკასაც იყენებს, რაც ჩვენთვისაც გასათვალისწინებელია.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
23/11/2026
