ინფორმაციის დეფიციტი — ადამიანის დეგრადაციაა
ქვეყნის მოსახლეობა, რომელიც საერთაშორისო ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციას შეზღუდულად ან გადასხვაფერებულად იღებს — ვერ ააშენებს 21-ე საუკუნის შესაფერის სახელმწიფოს.
ინფორმაციის დეფიციტი ჭორების გავრცელების ნოყიერი ნიადაგია, ბოღმისა და შურის აღმძვრელი, ცრუ წარმოდგენის შემქმნელი, როგორც საშინაო, ისე საგარეო ცხოვრებაზე, სიტყვის თავისუფლებასა და ჭეშმარიტ დემოკრატიაზე.
სიტყვის, მედიის თავისუფლება, ინფორმაციის მიუკერძოებელი, უცენზურო გავრცელება ყველა სახელმწიფოს, მითუმეტეს დემოკრატიულის, ადამიანის უფლებების დამცველის უმთავრესი საზრუნავი უნდა იყოს და არა მარტო ასეთის, არამედ არადემოკრატიულის.
რა ვითარებაა აღნიშნულთან დაკავშირებით მსოფლიოში?
პასუხი ძნელად გასაცემია, ვინაიდან მსოფლიოში არსებული სახელმწიფოები, გაეროში წარმოდგენილი, 193-ია — განსხვავებული ისტორიით, ცხოვრების წესით, ტრადიციებით, ენით, აღმსარებლობით და ქვეყნები, გაეროში არ მყოფნი.
ყველა მათგანი თავისებურად აღიქვამს დემოკრატიას. მათ თავისი დემოკრატია აქვთ — საკუთარ ტრადიციებზე, ცხოვრებაზე დაყრდნობილი. სახელმწიფოს მიერ დაჩემება, რომ მისი დემოკრატია სამაგალითოა, ხშირ შემთხვევაში ეჭვის აღმძვრელია, უფო მეტიც საპირისპიროს, არადემოკრატიულობის გამომხატველი.
სახელმწიფოები, რომლებიც დემოკრატიულობას იჩემებენ მათი ხალხის განსასაზღვრია, ხალხის გადასაწყვეტია, რამდენად მისაღებია დემოკრატია, რომელიც აქვთ. მაგრამ, თუ სახელმწიფო, რომლის დემოკრატია საეჭვოა, სხვას აიძულებს მისეული დემოკრატიის გაზიარებას — დანაშაულია.
რუსეთს, ჩინეთს, ჩრდილო კორეას, კუბას, ირანს, არაბულ სახელმწიფოებს, სხვებს ე.წ. დემოკრატიული ქვეყნები, ევროკავშირში არსებულნი, აშშ-ი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სხვები არადემოკრატიულობაში ადანაშაულებენ და ყველა ღონეს ხმარობენ ზეგავლენა იქონიონ მათზე — ნამდვილი დემოკრატიის გზაზე გადასაყვანად, რისთვისაც არა მარტო მედიას იყენებენ, არამედ ეკონომიკურ სანქციებს, ბლოკადას. მარტო კუბის მაგალითი რად ღირს?!
კუბამ 1959 წლის რევოლუციით უარი თქვა რევოლუციამდელი მმართველობის სისტემაზე, აშშ-ს სალაღობო, დროს-სატარებელ ქვეყნობაზე, რითაც განარისხა აშშ-ი, რომელმაც უმალ დაუწესა მას ეკონომიკური ბლოკადა.
1959 წელს შემოღებული სადამსჯელო ბლოკადა დღესაც ძალაშია, რამაც გამოიწვია კუბელების სოციალური მდგომარეობის მკვეთრი დაცემა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შეფერხება. აშშ-ი მოითხოვს კუბის პოლიტიკური სისტემის შეცვლას, ნაცვლად ბლოკადის მოხსნისა, მაგრამ კუბა არ თანხმდება.
მსგავსი ბოროტი სხვა მაგალითების მოყვანაც შეიძლება, მაგრამ სიუხვის გამო თავს შევიკავებ, ვიტყვი ზოგიერთზე, თქვენთვის ნაცნობზე, რუსეთზე — საბჭოთა კავშირის მემკვიდრეზე.
კოლექტიურმა დასავლეთმა და მისმა ლიდერმა აშშ-ა საბჭოთა კავშირის დასაშლელად რა ხერხს არ მიმართეს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ, ვიდრე თვით საბჭოთა ელიტაში (პოლიტიკური მაქვს მხედველობაში) არ გამოჩდნენ საკუთარი პოლიტიკური სისტემის დაშლის მსურველები. პრეზიდენტი გორბაჩოვი, მისი თანამოაზრენნი იაკოვლევი, შევარდნაძე, სხვები დასავლური ცხოვრებით მოხიბლულები, დასავლელ პოლიტიკოსთა წრეში მოხვედრის მსურველნი ენით აუწერელ დათმობაზე წავიდნენ — გერმანიის გაერთიანებაზე, ბერლინის კედლის დანგრევაზე, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში არსებული საბჭოთა სამხედრო ბაზის დახურვაზე, სხვა მრავალზე, რამაც უარყოფითი გავლენა იქონია მსოფლიო ძალთა თანაფარდობაზე.
ცბიერი დასავლელები, აღტაცებულნი საბჭოთა ელიტის დაყოლიებით სხვას ფიქრობდნენ — ცხადია არა სასიკეთოს საბჭოეთისთვის — დაშლას!
საერთაშორისო ცხოვრებაში გამოუცდელმა გორბაჩოვმა და შევარდნაძემ, დასავლეთის პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად მიიჩნიეს თავი და წარბშეუხრელად გაიზიარეს აღმოსავლეთ ევროპის (ყოფილი სოციალისტური ქვეყნების) ნატოს წევრებად გახდომა.
ნათქვამია — წინა, მომდევნოს ხიდიაო. საბჭოთა ისტორიაში შებრუნებით მოხდა. წინ მიმავალმა კომუნისტურმა ელიტამ თვით გაუთხარა სამარე უნიკალურ ქვეყანას, საკუთარი კეთილდღეობისთვის. დღეს ის აღარ არის, მაგრამ პირადი ბედნიერების მოპოვებისთვის ბრძოლამ, გორბაჩოვიდან მოყოლებულმა და ელცინით გაგრძელებულმა, უსერიოზულესი პრობლემების წინაშე დააყენა საბჭოეთის მემკვიდრე რუსეთი, რაც სისხლიანი დაპირისპირების საბაბი გახდა.
დასავლეთმა, საბჭოთა კავშირის დაშლით გახარებულმა, ნაცვლად ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა არაკომუნისტურ, კაპიტალისტურ რუსეთთან, გააგრძელა ფიქრი და მუშაობა რუსეთის დასაშლელად. დანგრეული რუსეთის ტერიტორიაზე პატარ-პატარა სახელმწიფოების შესაქმნელად. პროექტის განუხორციელებლობის შემთხვევაში პოლიტიკური ერთიანი რუსეთის დასავლურ რელსებზე გადასაყვანად.
ახალი რუსეთისგან ითხოვდნენ მორჩილებას, დასავლური იდეოლოგიის გაზიარებას, ლგბტ-ობის აღიარებას, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვებას და რაც მთავარია დასავლეთისთვის საჭირო ნედლეულის მიმწოდებელ ქვეყნად გადაქცევას.
კოლექტიური დასავლეთისთვის რუსეთი უნდა ყოფილიყო ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყანა და არა მის რიგებში მყოფი, თანატოლი. დასავლეთმა იცოდა, რომ დიდი და მძლავრი რუსეთის „მოსარჯულებლად“ სიტყვით ვერაფერს გახდებოდა, ამიტომ სამხედრო ძალის დემონსტრირების მეთოდი გამოიყენა — ყოფილი სოციალისტური და საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნების ნატოში გაწევრებით, იქ რუსეთზე დამიზნებული რაკეტების განლაგებით. თანამედროვე დიპლომატიაში მოწინააღმდეგის პოზიციების უკეთ შეფასების მიზნით იშვიათად მიმართავენ მის ადგილას საკუთარი თავის წარმოდგენის მეთოდს.
ისტორიული დიპლომატია წარსულს ჩაბარდა. ახალმა ცხოვრებამ, ახალი პრობლემები გააჩინა, რამაც ხისტი გახადა დიპლომატია. დიპლომატიურ ლექსიკონში წინა პლანზე წამოსწია არარევერანსულობა, უხეშობა, მაგრამ მიუხედავად ამისა ვურჩევდი რუსეთის ხელისუფლების კრიტიკოსებს, მათ შორის საქართველოს პოლიტიკოსებს, წამით წარმოიდგინონ თავი რუსეთის ადგილას, ნატოს ბაზებით შემორკალულის.
რას მოიმოქმედებდნენ ისინი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შესაკავებლად?!
როდესაც ნატომ გადაწყვიტა მოსკოვთან და რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებთან ისედაც დამოკლებული მანძილის კიდევ უფრო დამოკლება უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის ნატოში ჩათრევით, რუსეთის ხელისუფლების, პრეზიდენტის მოთმინების ფიალა აივსო, რის შესახებაც პუტინმა აშშ-ს პრეზიდენტ ბაიდენს აუწყა — პირისპირ შეხვედრის დროს.
ბაიდენის პასუხი იყო — წერილობით წარმოგვიდგინეთ თქვენი წინადადებებიო. 2021 წლის დეკემბერში აშშ-ს გადაეცა რუსეთის წინადადებები, რასაც 2022 წლის იანვარში მოჰყვა მხარეთა შორის მოლაპარაკებები, თუმცა უშედეგოდ.
აშშ-ა გააგრძელა უკრაინასთან მჭიდრო სამხედრო კავშირები, კიევის მიერ ამბოხებული დონბასის ძალისმიერი გზით დასაბრუნებლად. კიევს 2022 წლის მარტის დასაწყისში უნდა განეხორციელებინა ფართომასშტაბიანი შეტევა დონბასის რუსულენოვან მოსახლეობაზე, მაგრამ პუტინმა დაასწრო და წამოიწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია.
საერთაშორისო ცხოვრებაში ჩახედულ ექსპერტთა დასკვნით, პუტინი აგრესორი, ომის გამჩაღებელია, სააკაშვილი კი — მშვიდობის მტრედი, რომელმაც საერთაშორისო ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად ომი დაიწყო.
სააკაშვილმა, რომ ომი დაიწყო, არაერთხელ თქვა „ოცნების“ დამფუძნებელმა ივანიშვილმა და ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა, რასაც ოპოზიცია არ იზიარებს განცხადებით — სააკაშვილის ნაბიჯი სწორი იყო და ემსახურებოდა საქართველოს კონსტიტუციის აღდგენას სეპარატისტულ ავტონომიებშიო, მაგრამ პუტინის ნაბიჯი უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომია, მის ტერიტორიების ხელში ჩასაგდებადო.
არვინ სვამს კითხვას — რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიები (რუსეთის ისტორიული ტერიტორიები), უკრაინელთა ხელში გაპარტახებული, იოლი შესანახი და ასაღორძინებელი იქნება თუ არა. დონბასის, რუსეთის რეგიონების დონეზე აყვანას არაერთი წელი და ათეულ-ათასობით რუბლი დასჭირდება, რაც მხედველობაშია მისაღები.
მოდით დავსვათ კითხვა — რაში სჭირდება ტერიტორიის სიდიდით მსოფლიოში პირველ ადგილზე მყოფ რუსეთს უკრაინისთვის წართმეული ტერიტორიები, მითუმეტეს გაპარტახებული?
არ სჭირდება და რომ „არ“, მინსკის ხელშეკრულებებში ჩაწერა — დონბასი, უკრაინის შემადგენლობაში, როგორც ავტონომიური ერთეული, რუსული ენის შენარჩუნებით.
უკრაინას არვინ ართმევდა დონბასს. უკრაინის ხელისუფლებამ წაართვა უკრაინას დონბასი — უკუაგდო რა მოსკოვის წინადადება და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის დაჟინებული მოთხოვნით გააგრძელა ომი რუსეთთან.
მინსკის ხელშეკრულებაში მონაწილე გერმანიის კანცლერმა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ოლანდმა, თანამდებობის დატოვების შემდეგ განაცხადეს, რომ მათი მიზანი არა მშვიდობის მომტანი ხელშეკრულების დადება იყო, არამედ დროის გაყვანა — უკრაინის არმიის იარაღით მომარაგება, გაწვრთნა და ახალ შეტევაზე გადასვლა.
რას ითხოვენ დღეს „დემოკრატი“ დასავლელები და მათ მიერ დემოკრატიულად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დამცველად გამოცხადებული უკრაინა რუსეთისგან?
ცეცხლის შეწყვეტას და არა ომის, მოლაპარაკების დაწყებას, რუსეთის მიერ დაკავებული დონბასიდან გასასვლელად, უკრაინის საზღვრების 1991 წლის პარამეტრებში აღდგენას, დანგრეული უკრაინის აღსადგენად ფულის გამოყოფას და ა.შ.
როგორც ჩანს ხუმრობენ!
კოლექტიური დასავლეთის და უკრაინის ხელისუფალთა მოთხოვნები ულტიმატუმის მსგავსია, ულტიმატუმს კი დამარცხებულ მხარეს უყენებენ — ამ შემთხვევაში უკრაინას, რომლის კაპიტულაცია თუ გადაარჩენს დარჩენილ უკრაინელებს გენოციდისგან, რომელიც მათ ზელენსკიმ და მისმა ბანდამ მოუწყვეს.
უკრაინაზე შეყვარებული ქართველები არ გაიზიარებენ რეალობას, რასაც დღეს აქვს ადგილი უკრაინაში. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ შავლეგ გეგეჭკორი, შაბათ-კვირას საზოგადო რადიოს 2-საათიანი გადაცემის „ჩაი ორისთვის“ წამყვანი, რომელიც მსმენელს თავს ახვევს უკრაინის რუსეთზე გამარჯვების ზღაპარს. მოიხსენიებს უკრაინას, როგორც დემოკრატიულ, თავისუფლებისთვის მებრძოლ ქვეყანას აგრესორ რუსეთთან და სოლიდარობის ნიშნად მუსიკალურ-გასართობ პროგრამაში პოლიტიკურ აბრაკადაბრას აფრქვევს — მეორე სიუჟეტად უკრაინული სიმღერის გაშვებით, ასეთი კომენტარით —რუსეთის უკრაინაში დამარცხებამდე უკრაინულ სიმღერას გთავაზობთ და ვუსურვებ უკრაინას გამარჯვებასო.
პოლიტიკა, ფეხბურთის მსგავსია, ვინაიდან ორივეზე ლაპარაკობს ყველა, მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად, როგორც პოლიტიკაში, ისე ფეხბურთში გაუთვითცნობიერებელი ადამიანები. ფეხბურთში გაუთვითცნობიერებელთა ნათქვამი საზოგადოების მენტალიტეტზე არ აისახება, რასაც ვერ ვიტყვით პოლიტიკაზე — მითუმეტეს მასმედიიდან მოსმენილზე. ქვეცნობიერად ასეთი ნათქვამი ადამიანის ტვინში ილექება და ტყუილის, რეალობად აღქმას ემსახურება.
გეგეჭკორის რუსოფობობა დათვურ სამსახურს უწევს საქართველოს მოსახლეობის აღქმას უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, განაწყობს მას ანტირუსულად, აფრიალებინებს უკრაინულ დროშებს. გაოცებას იწვევს საცხოვრებელი სახლების აივნებზე გადმოკიდებული უკრაინული დროშები, შენობების კედლებზე დახატული და ა.შ.
რადიო „მაესტრო“ და მისი ერთ-ერთი წამყვანი ჭითანავა ისეთ რესპონდენტებს იწვევს ეთერში, რომლებიც რუსეთს აძაგებენ და უკრაინას აქებენ. ერთ-ერთ გადაცემაში მიწვეულმა ე.წ. პოლიტოლოგმა, აშშ-ს შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების დამარცხება დადებითად შეაფასა და თქვა, რომ დემოკრატები აიძულებენ ტრამპს უკრაინის დახმარების შეჩერების გაუქმებასო.
„პოლიტოლოგის“ განმარტებით, ტრამპმა უკრაინის მიმართ დახმარების შეწყვეტით ცუდი საქმე ჩაიდინა და ა.შ.
საქართველოს მოსახლეობამ არ იცის უკრაინული ნეოფაშიზმის შესახებ. არც იცის ფაშისტებთან მოთანამშრომლე ბანდერასა და შუხევიჩისთვის ძეგლების დადგმის თაობაზე; ქუჩებისთვის დამნაშავე ნაცისტი უკრაინელების სახლების მინიჭებაზე. არ იცის გამძვინვარებულ კორუფციაზე, რომელსაც უკრაინის ხელისუფლებაში აქვს ადგილი. არ იცის ზელენსკის მილიარდებზე, რომელიც მან ომით მოიხვეჭა, არ იცის ევროკავშირელ ბობოლებზე, რომლებიც ზელენსკისთვის, საკუთარი ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფულის ნაწილს უკან იბრუნებენ, საკუთარი ჯიბეებისთვის. არ იცის, რომ დასავლეთის მიერ ზელენსკის დაცვა ემსახურება პირადად მათ ინტერესებს.
უკრაინა წყვდიადშია — უშუქოდ, უწყლოდ, გათბობის გარეშე დარჩენილი. კიევის ერთ-ერთი რაიონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უწყლობის გაგრძელება გამოიწვევს კანალიზაციის სისტემის მოშლას და ეზოებში ორმოების ამოთხრას „ჩეჩმებისთვის“.
აი, ასეთი უკრაინის გამარჯვების იმედი აქვს გეგეჭკორს?
რაც შეეხება დემოკრატიას. ბოლო დღეების განმავლობაში ტელესივრცე, მათ შორის დასავლური დაიპყრო უკრაინის არალეგალური ციხეების ისტორიამ. ციხეები, საცხოვრებელი სახლების სარდაფებში განთავსებული და მათში ფრონტიდან გამოქცეული ან ფრონტზე წასვლაზე უარის მთქმელი ადამიანებია შეყრილი, რომელთაც სისტემატურად ცემენ, აწამებენ, ჩაქუჩით ფეხებს უმტვრევენ, ისე, როგორც ნეკნებს.
ვიდეო-კადრები „ნაბუმ“ გაასაჯაროა, აშშ-ზე დაქვემდებარებულმა ორგანომ, რომელიც უკრაინელთა კორუფციასა და სხვა გადაცდომებს იკვლევს. კვლევის მასალებს ეცნობა აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც, მიუხედავად შუალედურ არჩევნებში დამარცხებისა, ემზადება ხალხის დასარაზმად 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. ტრამპი მასში მონაწილეობას არ მიიღებს, მაგრამ, როგორც თვით ამბობს ენერგიას არ დაზოგავს რესპუბლიკელთა კანდიდატის გამარჯვებისთვის.
შუალედურ არჩევნებში პირწმინდა დამარცხებამ ტრამპს დიდი ტვირთი ჩამოხსნა, რომელიც 2 წლის განმავლობაში არ აძლევდა მას მკვეთრი ნაბიჯების გადადგმის შანსს. ტრამპი, რომელიც შუალედური არჩევნების მოგებაზე იყო ორიენტირებული, ითვალისწინებდა მთელ რიგ მომენტებს, რათა ამომრჩეველი არ გაეღიზიანებინა.
წაგების შემდეგ მას დასაკარგი არაფერი აქვს და ხელგახსნილი შეუტევს დემოკრატებს კონგრესში და კონგრესს გარეთ. კონგრესი კი თავის მხრივ შეეცდება ფრთები შეაჭრას ტრამპს, რათა მან ისე ვერ იფრინოს, როგორც 2 წლის განმავლობაში, როდესაც კონგრესიც და სენატიც რესპუბლიკებისა იყო.
მიზანი მისი ბრძოლისა ისაა, რომ ამერიკელებს დაუმტკიცოს რამდენად გახრწნილი და კორუმპირებულია დემოკრატიული პარტია, რომელმაც თავისი ნეოლიბერალური, ლგბტ-ური ფილოსოფიით შვა ისეთი პოლიტიკოსები, როგორებითაც დაკომპლექტებულია დემოკრატიული კონგრესი.
ახალ კონგრესში, რომელიც 2027 წლის 3 იანვარს დაიწყებს მუშაობას, უხვად არიან მამათმავლები, ლესბოსელები, ლგბტ-ელები და ა.შ. — რომ იტყვიან სრული აჯაფსანდალია — ზელიბერალური იდეებით გამსჭვალული. ეს სწორედ ისაა, ტრამპმა რომ 2 წლის წინ ომი გამოუცხადა და როგორც გვეგონა დაამარცხა ისე, რომ შემობრუნებას ვერასდროს გაბედავდნენ. ტრამპმა სკოლებში და საჯარო სივრცეში აკრძალა ლგბტ პროპაგანდა, გეი-პარადები და საქვეყნოდ განაცხადა, რომ არსებობს 2 სქესი — ქალის და მამაკაცის. ტრამპმა აკრძალა ტრანსვესიტების (მამაკაცების) მონაწილეობა ქალთა ტურნირებში, არმიაში და ა.შ.
მაშინ ტრამპმა გაიმარჯვა, მაგრამ მისი გამარჯვება ხანმოკლე გამოდგა. აღორძინებული ნეოლიბერალობა, კონგრესში მოხვედრილი, პრობლემებს შეუქმნის ტრამპს. მაგრამ ტრამპი, შეჩვეული მის წინააღმდეგ ბრძოლას, გაუძლებს და დარჩენილი საპრეზიდენტო ვადის 2 წელს ის გაატარებს, როგორც მის მსოფლმხედველობას შეეფერება.
ტრამპი დაადანაშაულებს დემოკრატებს ამერიკასა და მსოფლიოში ლგბტ პროპაგანდის გავრცელებაში. ამ იდეოლოგიით ახალი თაობის მოწამვლაში, განსაკუთრებით ევროპაში, სადაც მამათმავალ-დედათმავალ „სახელმწიფო მოღვაწეთა“ რაოდენობა იზრდება. ისინი ევროპული ქვეყნების მეთაურებიც არიან და ამაყობენ იმით, რომ ასეთები არიან.
კარგი დღე არც ზელენსკის დაადგება, ამერიკელი დემოკრატების მხარდამჭერს. აშშ-ს შუალედურ არჩევნებში დემოკრატების გამარჯვებას სიხარულით შეხვდა ზელენსკი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურები, პოლიტიკოსები, ზელიბერალები და ამერიკელ დემოკრატებთან მჭიდრო კავშირებში მყოფნი. მათ დიდი იმედი აქვთ, რომ დემოკრატები ისეთ პრობლემებს შეუქმნიან ტრამპს, მათკენ გახედვაც ვერ მოახერხოს.
მსოფლიოში მიმდინარე აბურდული ვითარება, ევროპის ქვეყნებში მუდმივი ანტისამთავრობო გამოსვლები, გამოწვეულია გაუარესებული სოციალური მდგომარეობით, უკრაინისთვის დასახმარებელი მსუყე თანხების გამოყოფით, ნაცვლად საკუთარი მოსახლეობის დახმარებისა.
დაბალი ხელფასები, უმუშევრობა, უმაღლეს და საშუალო სკოლებში ანტისანიტარია, პედაგოგების სიმცირე, … ყველა პრობლემას ვერ ჩამოვთვლით, მაგრამ, როდესაც ახალგაზრდები ხმამაღლა გაჰყვირიან — იმიტომ ვართ ქუჩებში ნაცვლად სასწავლებლებში ყოფნისა, რომ თავი ავარიდოთ წვიმას აუდიტორიაში, ვირთხების „კუნტრუშს“, საპირფარეშოების აყროლებულ სუნს, ხომ უნდა გვაფიქრებინოს, რომ „დანიის სამეფოში“ არც ისე კარგად არის საქმე, როგორც წარმოგვიდგენია?
ევროპული ფასეულობებიო, რომ ვყვირივართ ისაა, რასაც ტელეეკრანებზე ვუყურებთ — დამწვარ-დაბუგული პარიზის ქუჩებში, ბრენდული მაღაზიებიდან ქურდების მიერ გამოტანილი უძვირფასესი საათების, ქალის ხელჩანთების, ტანსაცმლის, სამკაულების, სხვა ნივთების სახელდახელო ბაზრობა, ტროტუარზე დალაგებულით ვაჭრობა?
არა მარტო საფრანგეთის ქალაქებშია ასეთი, არამედ იტალიის, პორტუგალიის, შვეიცარიის, გერმანიის, ალბანეთის, … იკითხავთ — რაშია საქმე?
იმაში, პატივცემულებო, რომ უვიცმა, არაპროფესიონალმა ევროპელმა მმართველებმა ფეხებზე დაიკიდეს საკუთარი ხალხის ელემენტარული მოთხოვნები — უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის სიხარბეს გადააყოლეს.
ესპანეთის მასობრივი გამოსვლები, რომელიც 2 მატარებლის ერთმანეთთან შეჯახებამ გამოიწვია — 80-ზე მეტი ადამიანის მსხვერპლით, იმით ხომ არ არის გამოწვეული, რომ რკინიგზის გარემონტებისთვის საჭირო 1,5 მილიარდი ევრო არ მოიძებნა, მაგრამ უკრაინის დასახმარებელი 17 მილიარდი მოიძებნა?
ევროკავშირის მატრიარქალური მმართველობა კორუმპირებული ურსულა ფონ დერ ლაიენის და გაუნათლებელი კაია კალასის, მარტა კოსის, სხვათა, მიუღებელი უნდა იყოს ჩვენთვის, ვინაიდან ანტიჰუმანურია, ლგბტ ფასეულობებზე დაფუძნებული.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
08/11/2026
