ოპოზიციას არ აწყენდა ტალიავინის გახსენება
საქართველოს პოლიტიკა საკონსტიტუციო სასამართლოსკენ არის მიპყრობილი. გასაუქმებელ სიაში მოხვედრილი პარტიების წარმომადგენლები ბათუმს არიან ჩასულნი პარტიული ლეგიტიმურობის დასაცავად. რა გამოუვათ ამ ბრძოლაში ან გამოუვათ თუ არა, ძნელი სავარაუდო არ არის. მმართველმა პარტიამ, რომელმაც წამოიწყო გამყიდველი, ერის მოღალატე პარტიების, როგორც თვით ამტკიცებს, გაუქმების თემა, გამარჯვებული გამოვა ამ პროცესში, ვინაიდან მართლმსაჯულებაც მისია და ყველაფერი, რაც სახელმწიფო მმართველობას მიეკუთვნება.
ოპოზიციურ პარტიებს, მმართველი „ოცნება“ ღალატში ადანაშაულებს, უცხოელთა მიერ ფულით დაკვეთილ ანტიოცნებურ, ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებაში და საზოგადოებას აუწყებს, მოღალატე პარტიების პოლიტიკური ველიდან გარიყვას.
ვერ გეტყვით, რამდენად დააღონებს საზოგადოებას ოპოზიციური პარტიების გაუქმება ან შეაღონებს თუ არა, ძნელი სავარაუდო არ არის, ვინაიდან განწყობა მათ მიმართ უფრო უარყოფითია, ვიდრე დადებითი. მიზეზი ამისა თვით ოპოზიციური პარტიების „მოღვაწეობაა“ — მიუღებელი საზოგადოების უმრავლესი ნაწილისთვის.
გასაუქმებელ სიაში მოხვედრილ პარტიათა შორის, ყველაზე მიუღებლად ხალხს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი, ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი მიაჩნიათ, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან თავისი მმართველობის განმავლობაში პარტიამ და მისმა ლიდერმა ენით აუწერელი დანაშაულები ჩაიდინეს — ადამიანთა მსხვერპლით, ქონების ჩამორთმევით, ავტონომიურ ფორმირებებთან ურთიერთობების გაუარესებით, სამხრეთ ოსეთში ომის დაწყებით, კორუფციით, აღვირახსნილობით.
ვისაც სააკაშვილის ხვანცალი ახსოვს საცურაო აუზში გოგონებთან ერთად — სექსმორეულს იქვე, რომ სურდა სურვილის დაკმაყოფილება, საკონსტიტუციო სასამართლოს უარყოფით გადაწყვეტილებას არათუ მიესალმება, არამედ სამადლობელ სანთლებს დაანთებს „ნაცების“ გაუქმებისთვის.
„ნაცთა“ და მის თანამგზავრ პარტიათა გაუქმება „ოცნებას“ ისეთ კოზირს წაართმევს, 14 წლის განმავლობაში რომ წარმატებით იყენებდა ამომრჩევლების დასარწმუნებლად — თუ ჩვენ არ მოგვცემთ ხმებს, აი ისინი („ნაცები“) მოვლენ ხელისუფლებაშიო.
რატომ „ოცნებას“, სხვა პარტიებიც ხომ მონაწილეობდნენ არჩევნებში?
მონაწილეობდნენ, მაგრამ ამომრჩევლები მათ არც პარტიებად მიიჩნევდნენ და არც ისეთ ძალად, რომელსაც შეეძლო ქვეყნის მართვა.
არც „ოცნებას“, ახალგამომცხვარ პარტიას მისცემდნენ ხმას 2012 წლის არჩევნებში, რომ არა მისი დამფუძნებლის ივანიშვილის იმჟამინდელი ავტორიტეტი.
სიტყვა „იმჟამინდელს“ ვიყენებ იმისთვის, რომ ამჟამინდელი სხვაა, არცთუ სახარბიელო „ოცნებისთვის“, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან მრავალწლიანმა მმართველობამ მიჩვევა იცის. მმართველობის მიჩვევა, ვინც ხელისუფლებაშია და მიჩვევა საზოგადოების, რომელიც ერთი და იგივეს მმართველობას შეეჩვია და სიახლეს მოითხოვს.
გავიხსენოთ ევროპის სახელმწიფოებში არსებული პარტიების მოღვაწეობა — მრავალწლიანი, არჩევნებში მუდმივად წარმატებულ-გამარჯვებული.
იქაური კანონმდებლობის მიხედვით, საყოველთაო არჩევნებში გამარჯვებული პარტია, თავისი მმართველობის განმავლობაში, ამომრჩევლის მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში თვით ახდენს აღმასრულებელთა ცვლას, ყოველგვარი საყოველთაო არჩევნების გარეშე.
დიდი ბრიტანეთის სავალალო მაგალითი არის ამის დასტური. ბოლო წლებში ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ცვლას დასასრული არ უჩანს. ერთი უნიათო პრემიერ-მინისტრი, მეორე უნიათოდ იცვლება და მასთან ერთად უნიათო მინისტრებით.
პატივცემულო მკითხველო, ის, რაც ზემოთ მოგახსენეთ თქვენთვის ცნობილია. ცნობილია ისიც, რასაც ქვემოთ გეტყვით სააკაშვილთან დაკავშირებით. გახსოვთ ალბათ, როგორ შეცვალა მან კონსტიტუცია — საკუთარ თავზე მოსარგებად — საპრეზიდენტოდან, საპარლამენტოზე. ის დარწმუნებული იყო საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებაში, რომელიც სააკაშვილს პრემიერ-მინისტრად აირჩევდა. და რომ არა ციხის ვიდეო-კადრები ტელევიზიით გასაჯაროებული, დღესაც პრემიერ-მინისტრი იქნებოდა.
სააკაშვილისეული კონსტიტუცია ივანიშვილმა თავის პარტია „ოცნებას“ მოარგო — აქტიური პრემიერ-მინისტრის და პასიური, პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტის სახით.
14 წელია „ოცნება“ მართავს ქვეყანას. 14 წელია ეპაექრება მას ოპოზიციაში გადასული ნაცმოძრაობა. ქვეყნისთვის ამ უსაგნო პაექრობამ ამომრჩევლის დამოკიდებულება არჩევნების მიმართ გააწყალა. მას არც ერთი პარტიის დაპირებისა არ სჯერა, თუმცა „ნაცთა“ მხრიდან არც დაპირებები სმენია და არც პროგრამა ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის გამოსწორებისთვის. რასაც ამომრჩეველი ისმენს „ნაცთაგან“ არის „ოცნების“ რუსოფილობა, კრემლის აგენტობა, კრემლის დავალებების შესრულება, რაც დამღუპველი იქნება ქვეყნის სუვერენული არსებობისთვის.
ხალხმა მოისმინა ქალი პოლიტიკოსების განცხადებები პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებით გაკეთებული — პრიმიტიული, გონებისგან დაცლილი, ჭორიკნული. „ოცნება“ ისააო, საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას 2008 წლის ომის დაწყებას, რომ აბრალებსო. „ოცნება“, ის პარტიაა, რომელიც მოსკოვის დავალებას შეასრულებს და აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობასო და ა.შ.
2008 წლის ომის შემდეგ არაერთი წელი გავიდა, მაგრამ ქართული პოლიტიკა, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ იქ ჩარჩა, იმჟამინდელობაში, გაჯერებულში სააკაშვილისეული პროპაგანდით. პოლიტიკოსი, რომ დღეს თავს უფლებას მისცემს მტკნარი სიცრუით მოატყუოს ხალხი არ უნდა იყოს პოლიტიკურ არენაზე და არა მარტო პოლიტიკოსი, არამედ ჟურნალისტი, პოლიტოლოგი.
პოლიტიკოსის ვალია აღიაროს დანაშაული, ჩადენილი ხელისუფლების მიერ და მისი გამოსწორებისთვის იფიქროს, იღვაწოს. „ოცნებამ“ და მისმა შემქმნელმა ივანიშვილმა, რახანია განაცხადეს, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ — ევროკავშირის სპეცკომისიის დასკვნის გათვალისწინებით.
სტატიის წერის დროს კიდევ ერთხელ წავიკითხე ჰაიდი ტალიავინის 2024 წლის 9 აგვისტოს განცხადება, „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტ ვაჟა თავბერიძისთვის მიცემულ ინტერვიუში.
„სპეცკომისიის მიერ შემუშავებული ანგარიში ორივე მხარემ მიიღო და ცნო, როგორც რუსეთის ფედერაციამ, ასევე საქართველოს რესპუბლიკამ და მას დღემდე, 15 წლის შემდეგაც ეყრდნობიან, როდესაც საქმე ამ კონფლიქტზე მიდგება“.
„დღევანდელი გადმოსახედიდან ვიტყოდი, რომ ის, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა საქართველოში, ერთგვარ გენერალურ რეპეტიციას წააგავდა იმისა, რაც შემდეგ უკრაინაში უნდა მომხდარიყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ამით ანგარიშის „ხანდაზმულობაზე“ ლაპარაკი უსაფუძვლოა, რადგან ამ ანგარიშმა დროს გაუძლო, ის დღემდე აქტუალურია, განსაკუთრებით სამართალმცოდნეობის სფეროში, როგორც უკვე აღვნიშნე, მან დანერგა საერთაშორისო სტანდარტები, …:
„როდის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შეტაკებები (ომამდელი) ომში გადაიზარდა? რა მომენტში? და ვფიქრობ, ცხინვალის ინცინდენტი (დაბომბვა) იყო სწორედ ასეთი მომენტი. ამ ინციდენტმა საბაბი მისცა რუსეთის შემოჭრას, რასაც, სხვათა შორის, სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა, რადგან მათ ჰქონდათ უფლება გაეთავისუფლებინათ საკუთარი მშვიდობისმყოფელები“.
„სამართლებრივი გადმოსახედიდან, თუ შენი სამშვიდობოები სხვა ქვეყანაში არიან, საქართველოში — მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა კითხვები მათ ნეიტრალურობასთან დაკავშირებით, რუსეთს ჰქონდა გადარჩენის და დაცვის უფლება, თავისი სამშვიდობოების ქვეყნიდან გაყვანის უფლება“.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ტალიავინის მეთაურობით მომუშავე სპეცკომისიის დასკვნას, ორივე მხარემ მოაწერა ხელი, ანუ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციას. თუ საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო ეს დოკუმენტი მიუღებელი, რატომ მოაწერა მან ხელი?
ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტი წერს: „ინტერვიუში პრეზიდენტმა სააკაშვილმა მითხრა, რომ ამ დეკლარაციაზე ხელმოწერასა და ტალიავინის ანგარიშის დასკვნის დათანხმებაზე იყო დიდწილად დამოკიდებული ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარების (4 მილიარდ ევროზე მეტის) მიღების საკითხი“.
რა შეიძლება ითქვას?
არც არაფერი, გარდა იმისა, რომ სააკაშვილმა გაყიდა ქვეყანა, მაგრამ ფართო საზოგადოების მოსატყუებლად ბაქიბუქს მიჰყო ხელი, ცრუ პროპაგანდას, რუსეთის დადანაშაულებას აგრესიაში და ა.შ.
ის, რომ დამნაშავეს არ უყვარს დანაშაულის აღიარება, მსოფლიო ისტორიაში არახალია. სააკაშვილის ტყუილები უფრო მისაღები გამოდგა ქართველებისთვის (გარდა გამონაკლისებისა), ვიდრე ჭეშმარიტება. აღნიშნულ თვითდარწმუნებას ხელს უწყობდა და უწყობს რუსეთის მტრად ქცეული დასავლეთის პროპაგანდისტული განცხადებები — რუსეთის მიერ საქართველოში აგრესიული შემოჭრის თაობაზე, ყოფილი ავტონომიების დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნობაზე და სხვა. მაგრამ იმ დასავლეთშიც არიან ისეთები, რომლებიც იზიარებენ ტალიავინის დასკვნას. მათი პოზიცია ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ, როგორც ჩანს არასაკმარისი მამლაყინწურად სიარულისთვის. მაგალითი ამისა უკრაინა და მისი ვადაგასული პრეზიდენტი ზელენსკია.
ზელენსკი და მისი ნეონაცისტური მთავრობა კოლექტიურ დასავლეთთან ერთა რუსეთს ადანაშაულებს უკრაინაში შეჭრაში და იქ ომის გაჩაღებაში.
ზელენსკი არ ცრუობს. მაგრამ არც ზელენსკი და არც დასავლეთი არ გვეუბნებიან სიმართლეს, რატომ დაიწყო ომი რუსეთმა. არ გვეუბნებიან, რომ აშშ-სა და ნატოს გადაწყვეტილი ჰქონდათ უკრაინის ნატოში შეყვანა და იქ სამხედრო ბაზების განლაგება რაკეტებით, რომლებსაც გაცილებით ნაკლები დრო (5-7 წუთი) დასჭირდებოდათ მოსკოვისა და რუსეთის სამხედრო ობიექტების გასანადგურებლად.
არ გვეუბნებიან იმას, რომ აღნიშნულ საკითხზე პუტინმა წერილობით მიმართა პრეზიდენტ ბაიდენს, თუმცა უშედეგოდ. არ გვეუბნებიან იმას, რომ კოლექტიურმა დასავლეთმა ააღორძინა უკრაინული ნაციზმი, ხოლო ზელენსკის ხელისუფლებამ უკრაინელი ნაცისტების პანთეონი გახსნა და ევროპაში განსვენებული უკრაინელი ნაცისტი დამნაშავეების ნეშთები გადმოასვენა კიევში.
საქართველოს მოსახლეობამ არ იცის, რომ ზელენსკი და მისი ხელისუფლება კორუფციაში არიან ჩაფლულნი; რომ ომის ყოველ დღეს მილიონები მოაქვს ზელენსკის ჯიბისთვის; არ იცის, რომ ზელენსკისა და დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის ხელისუფალთა, ევროკავშირის მაღალჩინოსანთა შორის ადგილი აქვს გარიგებას, ანუ „ატკატებს“.
მაკრონი, მერცი, ბერნემი, მელონი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, კაია კალასი, სხვები უკრაინის დასახმარებელ ფულს აგროვებენ ევროპის ქვეყნების ხალხთა ჯიბეებიდან ამოღებულს ზელენსკისთვის გადასაცემად. ისინი ამ ფულს თან მიჰყვებიან კიევში და ზელენსკისთან შეთანხმებით, ისევ იბრუნებენ, ოღონდ საკუთარი ჯიბეებისთვის.
საკუთარი მოსახლეობის ძარცვამ გამოიწვია ის ამბოხი, რასაც ადგილი აქვს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. საფრანგეთში სასოწარკვეთილებამდე მისული სტუდენტობა, მოსწავლეები აცხადებენ, რომ აუტანელ პირობებში უხდებათ სწავლა — ამორტიზებულ სასწავლებლებში, ვირთხებით და ტარაკნებით აღვსილში, მასწავლებელთა სიმცირეში, სტუდენტური საცხოვრებლების ანტისანიტარიულობაში და ა.შ.
სტუდენტებთან დგანან სხვადასხვა სპეციალობის ადამიანები, რომლებიც აცხადებენ გაუარესებული სოციალური მდგომარეობის თაობაზე, პროდუქტებზე ფასების კატასტროფულ ზრდაზე, ისე, როგორც ბენზინზე.
ანალოგიური ვითარებაა ესპანეთში, იტალიაში, ბელგიაში, ალბანეთში, სხვაგან. მიზეზი ერთია — ერთ დროს აყვავებული ევროპის დაცემა — სულიერად, ეკონომიკურად, დემოგრაფიულად, რელიგიურად.
პროტესტანტები მოითხოვენ უკრაინისთვის დახმარებაზე ხელის აღებას და ნაცვლად საკუთარი ხალხის მოთხოვნების დაკმაყოფილებას. თუ რამდენად გაიზიარებენ ამას მაკრონი, მერცი, ბერნემი, მელონი, ტუსკი — პირწავარდნილი ანტირუსები ძნელი სათქმელია. მათთვის, გარდა ზემოაღნიშნული „ატკატებისა“, რუსოფობიაც მთავარია, უფრო სწორად „ატკატები“ და რუსოფობია მათთვის ერთ სიბრტყეზეა.
წინა სტატიებში არაერთხელ აღმინიშნავს არაპროფესიონალი, აგრესორი, მატყუარა, თვალთმაქცი „პოლიტიკოსების“ მიერ ევროპის ქვეყნების სათავეში ყოფნის შესახებ. ბევრი მათგანი გერმანელი ფაშისტების შვილიშვილები არიან, ისე, როგორც იტალიელი. ყველა მათგანს მეორე მსოფლიო ომში განცდილი დამარცხება აწუხებს და რევანშისთვის აღაგზნებს, მაგრამ სურვილი ერთია და რეალობა მეორე.
რეალობა არ აძლევს მათ შანსს რუსეთთან დაჭიდების, ვინაიდან სამხედრო თვალსაზრისით რუსეთი გაცილებით ძლიერია, ვიდრე ნატო. თუ თვალს შევავლებთ სტატისტიკას დავინახავთ, რომ ნატოს, აშშ-ს გამოკლებით უფრო მეტი სამხედრო თვითმფრინავი ჰყავს, ვიდრე რუსეთს, ტანკიც და სხვა იარაღიც მეტი აქვს, მაგრამ არვინ იცის ამ რაოდენობიდან, რამდენია ომისთვის გამოსადეგი, ანუ რამდენია მოქმედი. ევროპას აქვს თავისი წარმოების იარაღი, მაგრამ უმთავრესად აშშ-ზეა ჩამოკიდებული, განსაკუთრებით თანამედროვე სარაკეტო თავდაცვით სისტემაზე.
რუსეთს კი ყველაფერი თავისი აქვს და მოქმედი, უკრაინის ფრონტზე გამოცდილი. თვალშისაცემია ყვინჩილა ბალტიისპირა — სამი ქვეყნის ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის პოლიტიკოსების ბაქიბუქი, რაც სხვის საყრდენზე დგომის მაუწყებელია, ვიდრე საკუთარზე. „რუსეთს შევუტევთ და დავამარცხებთო“ — ესტონელი რომ იტყვის, ღიმილის მომგვრელია. ამ განცხადებასთან დაკავშირებით პუტინმა, ერთ-ერთ საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა — ესტონეთის მოსახლეობა 1,3 მილიონია, რუსეთის არმიაში 1,5 მილიონი ჯარისკაციაო.
კოლექტიურ დასავლეთს დღეს არ შეუძლია რუსეთთან ომი, მაგრამ სხვისი წაქეზება შეუძლია და ასეთად უკრაინა ჰყავს ამოჩემებული. ევროკავშირის წევრი და არაწევრი 52 ქვეყანა ეხმარება უკრაინას იარაღით, ფინანსებით, პროპაგანდით. ყველა ისინი ლოცულობენ უკრაინის, რუსეთზე გამარჯვებაზე, რაც აშკარად მეტყველებს მათ პოლიტიკურ უმწიფრობაზე. რომელ შეგნებულ პოლიტიკოსს შეუძლია იფიქროს ბირთვული სახელმწიფოს, არაბირთვულის მიერ დამარცხებაზე?
ევროპელი ლიდერების საჯარო განცხადებები ცრუ ოპტიმიზმით არის აღსავსე. სხვას ვერაფერს ვიტყვით, როდესაც მათგან ვისმენთ — უკრაინა, რუსეთს ამარცხებს ან რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს.
უკრაინაში მიმდინარე ომი მათთვის და ზელენსკისთვის ყოველდღიური შემოსავალია, თანაც დიდი, ამდენად არც ერთ მათგანს არ სურს სამშვიდობო გარიგება,
უკრაინული საშინელება აღიქვა აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა, რომელიც ცდილობს ომის შეჩერებას, მაგრამ ზელენსკის სიჯიუტის გამო ჯერ-ჯერობით ვერაფერს ხდება. ტრამპი მოურიდებლად, საჯაროდ აცხადებს, რომ ზელენსკის არ სურს ომის დასრულება; რომ ზელენსკი კორუმპირებულია და იმ იარაღით ვაჭრობს, რომელიც აშშ-სგან მიიღო; რომ ზელენსკი უნდა გადადგეს და უკრაინას ახალი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს — არჩეული საყოველთაოდ, ხალხის მიერ.
როდესაც მხარს უჭერ კორუმპირებულ, ნარკომან ზელენსკის, უკრაინის, როგორც ქვეყნის გამანადგურებელს, უკრაინის მოსახლეობის 52 მილიონიდან, 19 მილიონამდე დამყვანს, იარაღით და ნარკოტიკებით, ისე, როგორც დაჭრილი ჯარისკაცების ორგანოებით მოვაჭრეს, მატყუარას, ფლიდს და სხვა ნეგატიური თვისებებით შემკულს, ეჭვს აჩენს შენს ადამიანურობაზე.
უკრაინა ვერ გაწევრდა ევროკავშირში, მაგრამ უკრაინელი 2022 წლიდან მთელს ევროპაზეა მოდებული. ევროპა იქცა უკრაინად.
ნაცვლად დაფიქრებისა და ადეკვატური ნაბიჯების დადგმისა, ზელენსკი შეტევაზე გადადის და ბოლო 10 დღის განმავლობაში, ყოველ დღე ინტერვიუებს აძლევს აშშ-ს მედიას, სადაც აკრიტიკებს ტრამპს, ლამის გამყიდველობაში ადანაშაულებს, ისე, როგორც ანტისარაკეტო სისტემის „პეტრიოტის“ რაკეტების მიწოდების შეწყვეტაში, „სტარლინგის“ ინფორმაციის შენელებაში.
ზელენსკი აცხადებს, რომ ტრამპი რუსეთის მხარესაა, რაც „დიდი პოლიტიკური შეცდომაა“.
სუპერ-სახელწიფოს მეთაურის დადანაშაულება, რომ სუპერ რეაქციას იწვევს, ზელენსკისთვის სახიფათოს, აშკარად სახეზეა. მას შემდეგ, რაც ტრამპმა თქვა, რომ ზელენსკი აღარ უნდა იყოს პრეზიდენტი, აშშ-ს მედიამ იმწამსვე აიტაცა თემა და ისეთი ფაქტები გამოაქვეყნა, რაც მანამდეც ცნობილი იყო, მაგალითად ზელენსკის ნარკომანობა, მექსიკის კრიმინალურ კარტელებთან ურთიერთობა, იარაღით და ნარკოტიკებით ვაჭრობა. დაიწერა ისიც, რომ ზელენსკი ქრონიკული ნარკომანია და სისტემატურად იყენებს სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ ნივთიერებს.
ყოველივე აღნიშნული მიგვითითებს იმაზე, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ, თვით ტრამპმა ზელენსკის პოლიტიკიდან გაძევება გადაწყვიტა და მას წინ ვერაფერი დაუდგება.
როდესაც აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ ზელენსკი, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმით იწვევს მსოფლიო ნავთობის კრიზისს — ყასიდი სიტყვები არ არის. არც ის არის ყასიდი, როდესაც რუსეთს „გიგანტ“ სახელმწიფოს უწოდებს, რომელსაც უკრაინა ვერ გაუმკლავდება.
ტრამპის ნათქვამი კარგად უნდა გაიაზრონ ქართველმა პოლიტიკოსებმა, განსაკუთრებით ოპოზიციონერებმა, სერიოზულად გააანალიზონ ევროპაში მიმდინარე პროცესები; ჯანყი საკუთარ ხელისუფალთა წინააღმდეგ, პოლიციასთან ომი, ავტომანქანებისა და ადმინისტრაციული შენობების, სკოლების დაწევა, ძვირფასი მაღაზიების ძარცვა, მეამბოხეთა განცხადებები აუტანელი სოციალური პირობებისა და გაუმართავი განათლების თაობაზე.
თანამედროვე ევროპის „ფასეულობები“ ისეთია, რომ თვით სიტყვას და მის შინაარს წყალი აქვს შემდგარი. ეს, ის ევროპა არ არის, დიუმას, სხვა დიდი მოაზროვნეების დროს, რომ იყო. დღევანდელი ევროპა კორუმპირებული ურსულა ფონ დერ ლაიენის, კაია კალასის, მაკრონის, მერცის, ტუსკის, სხვა გაუნათლებელი და რუსეთზე დაბოღმილი პოლიტიკოსების სავანეა და ასეთად დარჩება უახლოეს მომავალში.
დღევანდელი ევროპელი ისეთი კანის ფერისა არ არის, როგორიც წინათ. ჩრდილო აფრიკიდან, ევროპის ყოფილი კოლონიებიდან, ავღანეთიდან, ე.წ. მესამე ქვეყნებიდან იქ შესულმა ხალხებმა გაამუქეს ევროპელთა კანის ფერი და არა მარტო მენტალიტეტიც.
დღევანდელ ევროპაში 60-დან 80 მილიონამდე მიგრანტი ცხოვრობს საკუთარი ცხოვრების წესით, რელიგიური აღმსარებლობით, მეჩეთებით. ყველა ისინი ევროპელები არიან და კანონიერად მოითხოვენ თანაფარდობას, საფრანგეთის რევოლუციის მიერ შემოღებული ლოზუნგის: თავისუფლება, თანაფარდობა, ძმობის უცილობელ დაცვას.
მაკრონმა ბრძანა — „როგორ შეიძლება ფრანგები ასე ბარბაროსულად მოექცნენ თავიანთ ქვეყანასო“, რაზეც მეამბოხეთა პასუხიც მიიღო — „როგორც შეიძლება ხელისუფლება ასე მოექცეს საკუთარ ხალხსო?!“
საფრანგეთის 63 მილიონი ადამიანიდან, 20 მილიონი არაბია.
ქვემოთ მოვიყვან ქართველი მოაზროვნის, ფილოსოფოსის და პოლიტოლოგის, 2019 წელს გარდაცვლილი გოჩა გვასალიას სიტყვებს: „რისი მომსწრენი ვართ დღეს, მოწყალენო ხელმწიფენო?
იმისა, რომ ანგლო-საქსური იმპერია აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სახით და მის ორბიტაში მყოფი ევროკავშირი ცდილობენ რუსეთის ფედერაციის, ამ დიდი პოლიეთნიკური სივრცის დაშლას. მტრობის მიზეზი ისაა, რომ რუსეთი ცდილობს შექმნას ევრაზიული კავშირი ყოფილი მოკავშირე საბჭოთა რესპუბლიკების მონაწილეობით. ეს სწორი პოლიტიკაა. და თუ რუსეთის ელიტა გამოიჩენს შორსმჭვრეტელობას, ეს ევრაზიული გაერთიანება შეიქმნება. ფაქტიურად, ორი იმპერიული იდეა, ორი უნივერსალური მოდელი ეჯახება ერთმანეთს…“
ჩვენი მთავარი მიზანი ის უნდა იყოს, რომ ამ ჯახმა არ გაგვსრისოს, არ აღდდვავოს მიწიდან, არ გვაქციოს მტვრად, რომელსაც ქარი, ვინ იცის საით წაიღებს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
23/10/2026
