14.06.2026

სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი და სომხეთის არჩევნები

გასული კვირის საერთაშორისო მოვლენებიდან გამოვყოფდი მეზობელი სომხეთის საპარლამენტო არჩევნებს და სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმს — ყოველწლიურს და მნიშვნელოვანს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების თვალსაზრისით.

სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ მსოფლიო ქვეყნების პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, ეკონომიკისა და ფინანსების დარგების სპეციალისტები, ჟურნალისტები კარგა ხანია გადაიქცა პრესტიჟულ ეკონომიკურ პლატფორმად, ერთობ მიმზიდველად, რაზეც ფორუმში მონაწილე ქვეყნების რაოდენობაც მიუთითებს.

სანქტ-პეტერბურგის ბოლო სამიტში 130 ქვეყნის დელეგაცია იღებდა მონაწილეობას, რამდენიმე ათასი კაცი.

საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების უსაფუძვლო განცხადებით, რომ რუსეთი ჭაობია და საქართველოს ხელისუფლება, განსაკუთრებით „ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მიაქანებს რუსული ჭაობისკენ, საქართველო თავისდა უნებურად თვით არის ეკონომიკური პრობლემების წინაშე მდგომი ქვეყანა, უამრავი გადაუჭრელი სოციალურ-ეკონომიკური საკითხით, რაც თავისთავად უნდა იწვევდეს პოლიტიკაში მყოფი ადამიანების, განსაკუთრებით ოპოზიციონერების საღი აზროვნებიდან გამომდინარე საღი გადაწყვეტილების მიღებას, ერთობლივ ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკურ- სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

სამწუხაროდ, ოპოზიცია, გაუნათლებლობის ვირუსით დაავადებული, ისეთ საკითხებში ადანაშაულებს ხელისუფლებას, რაც მიუღებელია არა მარტო მმართველი პარტიისთვის, არამედ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის. ხალხს სოციალური საკითხების მოგვარება აინტერესებს და არა პარტიული კინკლავი, მრავალწლიანი დ უპერსპექტივო, რაც სასათბურე პირობებს უქმნის მმართველ „ოცნებას“, ნაცვლად დისკომფორტისა.

2012 წლიდან, დღემდე „ოცნება“ არის ქვეყნის სათავეში და ისე მართავ მას, როგორც უნდა — უპრობლემოდ, უსაფუძვლო ლანძღვის ფონზე, რომელზეც პასუხის გაცემა მას არ უჭირს.

„ოცნების“ მართვის პერიოდში არ მახსოვს ოპოზიციური რომელიმე პარტიის მიერ შემუშავებული ისეთი ეკონომიკურ-სოციალური განვითარების პროგრამა, რომელსაც ხალხი მიაქცევდა ყურადღებას. ოპოზიცია ნაცვლად ამისა აცხადებს — გამარჯვების შემთხვევაში ყველა პრობლემას მოგიგვარებთო.

როგორც რეალური ვითარება გვაუწყებს, ოპოზიციამ იცის, რომ ვერ გაიმარჯვებს ა რატომ უნდა იმტვრიოს თავი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებელი პროექტების შემუშავებაზე? რატომ უნდა წარუდგინოს ეს პროექტები ხალხს?

ოპოზიცია, საკუთარ თავს წარუდგენს — არცთუ საინტერესოს და მიმზიდველს, ბრიყვული განცხადებებით, რითაც ამომრჩეველს არწმუნებს საკუთარ სიზარმაცეში, პოლიტიკურ სიბეცეში. ასეთ ოპოზიციას ხალხი არ გაჰყვება.

დაკოდილი, არაფრის მაქნისი ოპოზიცია ხელისუფლების პირმშოა. ხელისუფლებამ მისცა მას საშუალება არსებობის, უცხოეთის დაფინანსებაზე ყოფნის. რამდენი ხანია ვისმენთ ხელისუფლების განცხადებას „ინოაგენტების“ დასჯის თაობაზე, ანუ იმათი დასჯის, ვინც დასავლურ ფულს იღებს და ანტისახელისუფლებო გამოსვლებს, მიტინგებს, პარლამენტის შენობაზე თავდასხმებს აწყობს. და მერე რა?

არც არაფერი. ოპოზიციური პარტიები, დასავლურ კმაყოფაზე მყოფნი, ისევ აგრძელებენ ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას. მათი ლიდერები სისტემატურად მოგზაურობენ აშშ-ი, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. არვინ კითხულობს რა ფულით, ვინ აძლევს მათ ევროპა- ამერიკაში საკუნტრუშო თანხებს?

აქვე აღვნიშნავ, ამერიკა-ევროპაში მოგზაურობით ხელისუფლებაც არის გატაცებული. მედიამ გვამცნო საქართველოს პარლამენტარების კანადაში ვიზიტის თაობაზე — იქაური საკანონმდებლო ორგანოს გამოცდილების შესასწავლად. როგორც ჩანს, „ოცნებელებმა“ სიღრმისეულად გაიზიარეს წინაპარი ნაცი პარლამენტარების ვოიაჟური სულისკვეთება.

პოლიტიკაში ჩახედულ მავანს ემახსოვრება ნაცი პარლამენტარების ვიზიტები, რომელთაგან განსაკუთრებით გამოსაყოფია ახალი ზელანდიის საპარლამენტო ცხოვრების გაცნობა, ისე, როგორც ესპანეთის საკანონმდებლო ორგანოს. ამ ვიზიტების ნაყოფიერებაზე გვესაუბრებოდა „ლეგენდარული“ ხათუნა გოგორიშვილი — ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში. ერთადერთი რაც მან თქვა, ის იყო, რომ ქართველმა პარლამენტარებმა დაათვალიერეს სახელგანთქმული ესპანელი ხუროთმოძღვრის გაუდის შესანიშნავი ქმნილება „საგრადა ფამილია“ (La Sagrada Família, კატალ. „წმინდა ოჯახი“).

მას შემდეგ კარგა ხანი გავიდა, მაგრამ საქართველოს პარლამენტარებს არაფერი სცხიათ ახალზელანდიურის ან ესპანურის და იცით რატომ?

იმიტომ, რომ ახალზელანდიელები, ესპანელები, კანადელები ქართველებისგან განსხვავებული მენტალიტეტისანი არიან.

პარლამენტი, ხალხის მიერ არჩეული ორგანოა, თვით ხალხის წიაღიდან აღმოცენებული ადამიანის, ადამიანთა კრებული. თანამედროვე საინფორმაციო საშუალებები, ინტერნეტი და ა.შ. აუარება შესაძლებლობას იძლევა სხვა ქვეყნის პარლამენტის გასაცნობად, მათ მიერ მიღებული კანონების გადასახედად. რაღა მაინცდამაინც კანადური, ესპანური ან რომელიმე შორეული ქვეყნის პარლამენტის გამოცდილება, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, ამჟამად დამოუკიდებელი ქვეყნების, თუნდაც მეზობლების გამოცდილების შესწავლა გვაწყენდა?

ჩემის აზრით, სწორედ ამ ქვეყნების საპარლამენტო ცხოვრების გაცნობა წაგვადგებოდა, ვინაიდან 70-წლიანი საბჭოური ცხოვრების დროს მათთან ვიყავით კავშირში, მათი მსგავსი მენტალიტეტი გვქონდა. მათი დღევანდელი ცხოვრება, ეკონომიკურ-სოციალური პროგრესი გაცილებით საინტერესო უნდა იყოს ჩვენთვის, ვიდრე შორეული ქვეყნების, მენტალურად ჩვენგან დიამეტრალურად დაშორებულის, მაგრამ რას იტყვის ოპოზიცია, რას იტყვის მასზე მიკერებული მედია?

გახსოვთ, რა კრიტიკა და ქოქოლა დააყარეს პრემიერ-მინისტრ კობახიძეს, რომელიც ირანის პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიალზე იმყოფებოდა. სულ ახლახანს, აზერბაიჯანში ვიზიტის დროს კობახიძეს შეხვედრა ჰქონდა კენიის პრეზიდენტთან, რომელიც ბაქოში იმყოფებოდა, რასაც ისეთი ქილიკი მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან, უარესს რომ არც მივარდნილი აფრიკული ქვეყანა არ ინატრებდა.

არადა კენია აფრიკის კონტინენტის გამორჩეული სახელმწიფოა, სუვერენული, დამოუკიდებელი, საკუთარი ეკონომიკით და არა სხვის ხელში შემყურე.

აფრიკის 52 სახელმწიფო, ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით შთამბეჭდავ პროგრესს აფიქსირებს. მთლიანი მოსახლეობაც შთამბეჭდავია — თითქმის მილიარდნახევარი.

სანქტ-პეტერბურგის ეკონომიურ ფორუმში მონაწილეობას ღებულობდა ზიმბაბვეს პრეზიდენტი, ქალი — ოქსფორდში მიღებული განათლებით, რომელმაც ბრძანა, რომ 2030 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის ყოველი 4  ადამიანიდან, ერთი აფრიკელი იქნება.

ზიმბაბვეს მოსახლეობა 70 მილიონამდეა. მისი წიაღისეული სიმდიდრეები, ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები ხომ მთელს მსოფლიოშია სახელგანთქმული. მარტო კილიმანჯაროს დათოვლილი მთა რად ღირს — ასე საინტერესოდ აღწერილი ჰემინგუეის მიერ, ანდა სერენგეტის ნაკრძალი — უნიკალური ფაუნითა და ა.შ.

მეტიჩარა ქართველი პოლიტიკოსები თავს არ უყადრებენ არც რუსეთს, არც დსთ-ს წევრ ქვეყნებს, არც აზიასა და აფრიკას, ვინაიდან რატომღაც თავს ევროპელებად თვლიან. თვით ეს ევროპა, რომელიც ყელგამოწვდილი ეხვეწება ჩრდილო აფრიკას ნავთობისა და გაზის მიწოდებაში — ეს არაფერი, ამას „ამაყი“ ქართველი „პოლიტიკოსი“ ვერ ხედავს. და ვერ ხედავს უცოდინრობის გამო.

საქართველოს ე.წ. პოლიტიკოსი, რუსეთს ჭაობად რომ მოიხსენიებს, სამკურნალოა. სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი 3 დღის განმავლობაში მსოფლიო ქვეყნების ეკონომისტების, ბიზნესმენების თავშეყრის ადგილი იყო. ფორუმის ერთ-ერთი მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტი იყო.

ფორუმის სივრცეში ადამიანებთან ერთად დასეირნობდნენ ხელოვნური „ადამიანები“, რობოტები. ისმოდა ისეთი ტერმინოლოგია, აქ რომ არ მსმენია. იყო დისკუსიები და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ბიზნეს-ხელშეკრულებების გაფორმება.

რუსეთის ყველა რეგიონი იყო წარმოდგენილი — საკუთარი პავილიონებით, მიღწევებით. ფორუმის მთავარი დღის, ანუ გაერთიანებული კონფერენციის მნიშვნელოვანი თემა იყო რუსეთის პრეზიდენტის ხედვა ქვეყნისა და მსოფლიოს ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით, მასში ხელოვნური ინტელექტის როლის განსაზღვრით, მრავალპოლუსიანი მსოფლიოსთვის ბრძოლით.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ უზბეკეთისა და ზიმბაბვეს პრეზიდენტები, ჩინეთის თავმჯდომარის მოადგილე. დისკუსიის დროს, სანქტ-პეტერბურგის სამიტების ისტორიაში პირველად, პუტინის თხოვნით დარბაზში მყოფ აშშ-ს დელეგაციის ხელმძღვანელს, ევროპარლამენტარს რუმინეთიდან და ავსტრიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს კარინ კნაისელს მიეცათ შესაძლებლობა აზრის გამოთქმის.

დისკუსიის მოდერატორმა ინდოელმა ჟურნალისტმა, ქალბატონმა პუტინს ჰკითხა — რა არის მიზეზი იმისა, რომ იზოლაციაში და სანქციების კორიანტელში მყოფი რუსეთის ეკონომიკურ ფორუმს 130-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება. რაზეც პუტინმა უპასუხა — ეკონომიკური წინსვლა, რუსი პოლიტიკოსების, ბიზნესმენების, ხალხის მუყაითი შრომა, რომელმაც რუსეთი ეკონომიკური განვითარების ტემპით მეოთხე ადგილზე გაიყვანა მსოფლიოში — ჩინეთის, აშშ-ს, ინდოეთის შემდეგ.

პუტინმა მოიშველია მსოფლიო მონაცემები და განაცხადა, რომ „ბრიკსი“-ის წევრი ქვეყნების მიერ წარმოებული ეროვნული პროდუქტის მაჩვენებლები 49%-ს აჭარბებს, მაშინ, როდესაც აშშ-ევროკავშირის — არაუმეტეს 17%-ს.

ცნობისთვის. გაეროს წევრი ქვეყნების რაოდენობა 194-ა. და როდესაც 194 ქვეყნიდან 130-ზე მეტი მონაწილეობას იღებს სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმში — რაღაცას ნიშნავს და არა იმას, რასაც ქართველი „პოლიტიკოსები“ ამბობენ — რუსეთი ჭაობია, ანუ ჩამორჩენილი ქვეყანაა და მასთან საქართველოს არავითარი კავშირი არ უნდა ჰქონდეს.

ვერ გეტყვით, რამდენად არიან გათვითცნობიერებულნი ბედოვლათი პოლიტიკოსები საკუთარი ქვეყნის სტატისტიკური სამსახურის მონაცემებში, რომლის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა (73%-ი) რუსეთზეა ჩამოკიდებული. თუ სადმე გადის საქართველოს მოკრძალებული პროდუქცია — რუსეთის ბაზარია. თუ დღეს საქართველოს მოქალაქე პურს მიირთმევს, უნდა იცოდეს, რომ რუსული ხორბლისგანაა გამომცხვარი; ხორცი, საწვავი, უამრავი სხვაც რუსეთიდან იმპორტირებულია. დოლარი, ევროც საქართველოში მცხოვრები ნათესავებისთვის, რუსეთში მცხოვრები ქართველების შრომით მოპოვებული შემოსავლიდან გამოგზავნილი თანხებია — გაცილებით მეტი, ვიდრე სხვა ქვეყნიდან ერთად აღებული. ვერ გეტყვით დღევანდელ რაოდენობას, გუშინდელი 5 მილიარდი იყო.

არანაკლებ შემოსავალს იძლევა რუსი ტურისტების მოგზაურობა საქართველოში. ამ დარგში რუსეთი უსწრებს სომხეთს, აზერბაიჯანს, ევროპის ქვეყნებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. იქაური ტურისტების რაოდენობა თითზე ჩამოსათვლელია.

წინა სტატიებში ვწერდი, რომ ტურიზმზე ქვეყნის ჩამოკიდება გულუბრყვილობაა, ვინაიდან ტურიზმი ბევრ რამეზეა დამოკიდებული — ეპიდემიების გავრცელებაზე, ეკონომიკურ კრიზისზე, ენერგეტიკულ პრობლემებზე და ა.შ. გავიხსენოთ პანდემიის პერიოდი და დაცარიელებული სასტუმროები, ქუჩები, ქალაქები. მაშინ ტურიზმი კი არა, ხალხი სახლებიდან ვერ გამოდიოდა. დღესაც, ანალოგიური ვითარებაა — ენერგეტიკული კრიზისით გამოწვეული, ირან-აშშ-ისრაელს შორის გამართული ომის პროდუქტი.

ორმუზის სრუტის გადაკეტვამ მსოფლიო ნავთობს 20% დააკლო, რაც კრიტიკული გამოდგა ყველა დარგისთვის — მრეწველობა-სოფლის მეურნეობიდან დაწყებული, ავიამიმოსვლით დამთავრებული. ტურისტულ სეზონს მსოფლიო ავიაცია რეისების კატასტროფული შემცირებით ხვდება — საავიაციო ნავთის სიმცირის გამო.

ტურიზმს სხვა პრობლემებიც აქვს, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს, რაც მიმანიშნებელია იმისა, რომ მარტო ტურიზმით ქვეყანა ვერ იარსებებს. ტურიზმი დამატებითი შემოსავალია — ტურიზმით ცნობილი ქვეყნებისთვის, რომელთა მთავარი დარგებია მრეწველობა, მანქანათმშენებლობა, სოფლის მეურნეობა.

მცდარი იყო სააკაშვილის ხელისუფლების ხმამაღალი განცხადება, რომ საქართველო ტურიზმით ირჩენს თავს; რომ ტურიზმიდან შემოსული თანხებით ჩვენ ვიყიდით ყველაფერს, რაც საჭიროა ადამიანის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

შევცდით. ვცდებით დღესაც, როდესაც ტურიზმზე ვაკეთებთ აქცენტს.

სანქტ-პეტერბურგის სამიტმა დაგვანახა, თუ რამდენად შორს წავიდა რუსეთი, მისი რეგიონები, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები. და რამდენად ჩამორჩნენ მათ უკრაინა, მოლდოვა, საქართველო — დასავლეთზე ორიენტირებულები. და არა მარტო ისინი, არამედ ევროკავშირის წევრი ბალტიისპირა ქვეყნები, ბულგარეთი, რუმინეთი. არადა, საბჭოთა კავშირის დროს ყველა ისინი მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების ჩამონათვალში იყვნენ.

ერთ-ერთი ყოფილი განვითარებული რესპუბლიკა უკრაინა იყო, ამჯერად რუსეთთან ომში ჩართული, ეკონომიკურად ნოლზე დასული, გაპარტახებული ნეოფაშისტური სახელმწიფო.

სამწუხაროდ, ქართველობა ვერ იჯერებს, რომ დღევანდელი უკრაინა  ნეოფაშისტურია.

დასაჯერებლად ფაშისტი მელნიკის და მისი მეუღლის ევროპიდან უკრაინაში გადმოსვენებაა და სახელმწიფო ცერემონიალით დაკრძალვაა. ფაშისტი მელნიკის ხელები პოლონელი, ებრაელი, რუსი ანტიფაშისტების სისხლით არის შეღებილი, განსაკუთრებით პოლონელის.

უკრაინა, დღიდან დამოუკიდებლობის მიღებისა, ფაშისტური გახდა — ფაშისტი ბანდერასა და შუხევიჩისთვის უკრაინის გმირის წოდება მინიჭებული. 2014 წლიდან დაწყებული უკრაინის ხელისუფლება უკრაინელი ფაშისტების სახელებს არქმევს 500 ქუჩას, დგამს ბანდერას 20 ძეგლს, მიწასთან ასწორებს საბჭოთა მეომრების ძეგლებს, რუსი მწერლების, საზოგადო მოღვაწეების ძეგლებს.

სულ ახლახანს, აიღეს ცნობილი რუსი მწერლის ბულგაკოვის ძეგლი, მანამდე პუშკინის, სხვების. ზელენსკის უკრაინა ევროკავშირ-ნატოს ხელში სადგისია, რუსეთის ხელისუფალთა საჯდომებში შესარჭობად, რუსეთის გასაღიზიანებლად. ევროპელი ლიდერების მოწოდებაა იომონ რუსეთთან უკრაინელთა ხელით. უკრაინა ევროპისთვის დაქირავებული „ბოევიკია“ — რუსეთის დასაქცევად შემართული. ზელენსკი, ის ფიურერია, ვინც უკრაინის ევროპა-ამერიკასთან მტკიცე ჩახუტების მომხრეა და რუსეთთან მტკიცე მტრობის.

აი, ასეთმა ზელენსკიმ ღია წერილით მიმართა პუტინს — ვითომ მშვიდობის დასამყარებლად.

დიპლომატიურ მიმოწერაში გათვითცნობიერებულს გამიჩნდა აზრი, რომ წერილი ომის გაგრძელებისთვის არის დაწერილი და არა დაზავებისთვის. ერთი სახელმწიფოს მეთაურის, მეორე სახელმწიფოს მეთაურისთვის მიწერილი წერილი, მიუხედავად მტრობისა არ სცდება პროტოკოლურ ნორმებს, არ გადადის ადრესატის ლანძღვა-გინებაში. ზელენსკის წერილი ყველა ამ ნორმის დარღვევაა, ულტიმატუმია, პუტინის პირადი შეურაცხოფაა.

„რუსებს არ მოსწონთ ჩვენი დრონები და რაკეტები; არ მოსწონთ ბენზინის დეფიციტი და მუდმივი ფასების მატება; არ მოსწონთ თქვენი გადაწყვეტილება მობილიზაციის მეორე ნაკადთან დაკავშირებით, რათა გააფართოვოთ შეტევა უკრაინაზე ან რომელიმე მეზობლის წინააღმდეგ გამოიყენოთ ის, რაც მათ არ მოსწონთ, ისაა, რომ არ ჩანს ომის დასასრული; თქვენი რესურსები მნიშვნელოვნად კლებულობს; თქვენ არ გყოფნით ფული და პოლიტიკური ძალა, რათა იყიდოთ რუსთა ლოიალურობა, ისე, როგორც 26 წლის განმავლობაში; ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რათა მსოფლიომ იფიქროს ამაზე.

ჩვენ ვიცით, რომ ფრონტზე თქვენი დანაკარგი 63%-ია, 37% დაჭრილი. მე-20 საუკუნეში არმიას არ შეუძლია ჰქონდეს ასეთი ბალანსი — მომავალში დახოცილთა რაოდენობა გაიზრდება. უკრაინა შეინარჩუნებს დამოუკიდებლობას მიუხედავად პროგნოზებისა.

ჩვენ გავაერთიანეთ მსოფლიო უკრაინის დასაცავად თქვენს წინააღმდეგ. ჩვენ ვიღებთ დახმარებას, თქვენ — სანქციებს. და ასე გაგრძელდება, ვიდრე სიმართლე იქნება უკრაინის მხარეს.

მსოფლიო არ გრძნობს დაღლილობას უკრაინის გამო, რაზეც თქვენ იმედოვნებთ. თქვენგან კი აქვს დაღლილობა, იმათ შორისაც, რომლებიც გეხმარებიან რათა თავი აარიდოთ სანქციებს.

თქვენ არ შეგიძლიათ თვალი აარიდოთ ამას. 26-წლიანი მმართველობის დროს სიბერემ თავი გამოავლინა, რაც მეტი, უფრო მეტდ იჩენს თავს დაღლილობა.

თქვენი პროპაგანდისტები ემუქრებიან ყველა თქვენს მეზობელს. გინდათ ყოველივე გამოსცადოთ თქვენს თავზე?!

არჩევანი თქვენზეა. უკრაინა გთავაზობთ ომის შეჩერებას. მე გთავაზობთ შეხვედრას.

ასეთი 26 წლის შემდეგ, უკრაინის ლიდერს არაფერი ესაქმება თქვენს დედაქალაქში, ისე, როგორც რუსეთის ლიდერს კიევში. არის ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად მასპინძლობენ იმ ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც საომარ კონფლიქტში არიან ჩართული ერთმანეთთან.

მოგიწევთ დიდი ბრძოლა არსებობისთვის, არა რუსეთის, არამედ პირადად თქვენი არსებობისთვის. ასეთია რუსეთის ისტორია, რომელიც კარგად იცით: როცა რუსეთი იღლება, ცვლილებები ხდება. ჩვენ ვიმუშავებთ ასეთი დაღლილობის შესაქმნელად“.

რაც მე შემოგთავაზეთ, ამონარიდია 4-გვერდიანი წერილიდან, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს ომის დასრულებასთან.

წერილი უხეში და უზრდელურია, შესაფერისი უკრაინის ვადაგასული პრეზიდენტისთვის და მისი გუნდისთვის. წერილს არავითარი კავშირი არ აქვს დიპლომატიასთან, დიპლომატიურ ლექსიკასთან. წერილი ხულიგნურია — მოწინააღმდეგის დამამცირებელი.

წერილის მიზანი არა მშვიდობაა, არამედ მტრობაა, ომის დამთავრების სურვილი კი არა, ომის გაგრძელების სურვილია, რაც აწყობს ზელენსკის და ევროკავშირ-ნატოს, ვინაიდან ეს ორი ორგანიზაცია თვლის, რომ რუსეთის დასასუსტებლად, რუსეთის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გასაუარესებლად და ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად ზელენსკია საჭირო — ნეოფაშისტი, ანტირუსი, ვინაიდან მხოლოდ მას შეუძლია დასავლელთა დავალებების შესრულება და არავის სხვას.

თვით ზელენსკის ომი საკუთარი სიცოცხლის გადარჩენაა; საკუთარი ჯიბეების გასქელებაა; ძვირადღირებული უცხოური სასახლეების შეძენა და ა.შ.

ევროპა თვალს ხუჭავს ზელენსკის ოინებზე, ნეოფაშიზმზე, კორუმპირებულობაზე, იმიტომ, რომ ებრძვის რუსეთს.

ევროპამ თვალი დახუჭა ფაშისტი მელნიკის კიევში გადმოსვენებაზე და სახელმწიფო ცერემონიალზე, რომელიც გაიმართა მელნიკისა და მისი მეუღლის დაკრძალვის დროს.

ერთადერთი ქვეყანა, ვინც პროტესტი გამოთქვა — პოლონეთია. ამ ქვეყნის სეიმმა მიმართა პრეზიდენტს, ზელენსკისთვის გადაცემული უმაღლესი ჯილდოს ჩამორთმევისთვის. პრეზიდენტი ნავროცკი იზიარებს სეიმისა და პოლონელი ხალხის აღშფოთებას, რისი გამოხატულებაც იქნება ნეოფაშისტი ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევა.

მიკვირს საქართველოს ხელისუფლების, რომელიც მზად არის ზელენსკის ხელისუფლებასთან გააუმჯობესოს პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირები. ვისთან?

ნეოფაშისტ ზელენსკისთან. ადამიანთან, რომელმაც დააქცია უკრაინა?

მატყუარასთან და ფლიდთან, რომლისგანაც ნებისმიერ დროს უნდა ველოდეთ ზურგში ხანჯლის ჩაცემას?!

ევროკავშირმა გასულ კვირას კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ დემოკრატიული არჩევნების დრო კარგა ხანია ისტორიას ჩაბარდა; რომ  ხალხის სურვილს არვინ ითვალისწინებს; რომ ევროკავშირი მხარს უჭერს იმას, ვინც მას უკანალში უძვრება, ვინც მის დავალებებს უყოყმანოდ ასრულებს.

საქართველომ არ შეასრულა ევროკავშირის დავალება და შერისხეს, მუქარით აავსეს, ევროპაში უვიზო მიმოსვლის გაუქმებით დაემუქრნენ. „ოცნების“ ხელისუფლება ჯერ-ჯერობით იგერიებს ბრიუსელელი „ბოსების“ შემოტევას, მაგრამ ძნელი სათქმელია გაუძლებს თუ არა.

ევროკავშირი ითხოვს „ოცნებისგან“ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას. იკითხავთ — პატარა და ეკონომიკურად სუსტმა საქართველომ რა სანქციები უნდა დაუწესოს გიგანტ რუსეთს, მსოფლიოს მეოთხე ეკონომიკას?

რუსეთისთვის სანქციების დაწესება საქართველოსთვის ნიშნავს ავტოსანქციებს (ავტოპორტრეტის მსგავსად). საქართველოს ეკონომიკა რომ მჭიდროდაა დაკავშირებული რუსეთთან, მტკიცება არ სჭირდება. დავასანქცირებთ რუსეთს და დავისანქცირებთ საკუთარ თავს.

ასეთ ვითარებაში ბრიუსელი გაგვიწევს დახმარებას? ბრიუსელი დააპურებს საქართველოს მოსახლეობას?

არა, პატივცემულებო. ბრიუსელი არევს ვითარებას და ჩვენსკენ აღარც გამოიხედავს. ბრიუსელს მარტო ეკონომიკური სანქციების დაწესება არ აკმაყოფილებს. მას რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან მუდმივი ხანძარი ხიბლავს, საომარი ხანძარი, ისეთი, როგორიც უკრაინაშია.

ბრიუსელს არ ანაღვლებს რა შედეგს მოიტანს ომი. მას არ ადარდებს ომის მიერ გაჩენილი მსხვერპლი. უკრაინაში დაღუპულ უკრაინელთა რაოდენობა ადარდებს — მილიონნახევარი?

ბრიუსელს სურს, რომ ტრადიციების მატარებელმა ქართველმა „ლგბტ“-ეობა იწამოს; დაუშვას ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ტრანსვესტიტობა.

ევროკავშირში შესვლის მსურველმა ქვეყანამ უნდა შეასრულოს ბრიუსელის ბრძანება — შესვლამდე. ასე რომ, თვალი უნდა გავახილოთ და საკუთარი ქვეყანა არ  უნდა გადავაყოლოთ ბრიუსელურ კანფეტს — უვიზო მიმოსვლის სახელის მატარებელს.

მაინც რა პრიმიტივები უნდა იყვნენ ურსულა ფონ დერ ლაიენი და კაია კალასი, რომ პატარა ბავშვის მსგავს საქართველოს კანფეტი მისცე და დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში — წაართვა. ღირს ასეთ კავშირში შესვლა?

სოციალისტური ბანაკის ყოფილი წევრი ქვეყნები, ამჟამად ევროკავშირელები მოთქვამენ იმ პირობების გამო, რაც მათ თავს ტრიალებს. ბრიუსელისთვის მიუღებელია ეროვნული სულისკვეთება, პატრიოტიზმი.

ბრიუსელი გლობალისტია — ყოველგვარი ეროვნულობის ჩამკვლელი, ვითომ დემოკრატი. სინამდვილეში — დიქტატორი, საკუთარი მოსაზრების სხვაზე თავსმოხვევის დიდოსტატი.

პოლიტიკაში ჩახედულთ ემახსოვრებათ, დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელიზაბეტის განცხადება, ევროკავშირიდან გამოსვლის შემდეგ გაკეთებული — როგორც იქნა ვეღირსეთ თავისუფლებასო. თუ დიდ ბრიტანეთს არცთუ კომფორტულად ჰქონდა საქმე ევროკავშირში, სხვას, ნაკლებად ავტორიტეტულ ქვეყანას როგორღა ექნება?

ევროკავშირი, რომელიც ფაშიზმს ხმალამოღებული უნდა ებრძოდეს, თვით არის მისი წამახალისებელი. მარტო უკრაინის ნეოფაშიზმი არ არის საკმარისი. აღარაფერს ვამბობ ბალტიისპირელებზე.

ევროკავშირი, რომელიც ხმალამოღებული უნდა იბრძოდეს კორუფციის წინააღმდეგ, თვით უწყობს ხელს კორუმპირებულობას. და ისევ უკრაინის მაგალითი, ქვეყნის, რომლის კორუმპირებულობის რეიტინგი მიუღწეველია ყველა დანარჩენი კორუმპირებული ქვეყნისთვის.

ევროკავშირი, რომელიც მის წევრ ქვეყნებს და მასთან „ასოცირებულებს“ დემოკრატიული, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნებისკენ უნდა მოუწოდებდეს, თვით არის ყოველივე აღნიშნულის მოწინააღმდეგე. ისევ უკრაინის მაგალითი. 2 წელია ზელენსკი მართავს ქვეყანას, ანუ იმ ვადის ზევით, რაც მას უკრაინის კონსტიტუციით აქვს განსაზღვრული.

უკრაინაში არჩევნებთან დაკავშირებით არვინ ლაპარაკობს. რატომ? — იკითხავთ. იმიტომ, რომ ბრიუსელს აწყობს კორუმპირებული ზელენსკი, მისი ბანდა — გამოკვეთილად ნეოფაშისტური. ასეთთან აქვს ზეპირი გარიგება კორუმპირებულ ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომლის კორუმპირებულობის საკითხს ევროპარლამენტმა 3 პლენარული სხდომა მიუძღვნა, თუმცა ხმათა უმცირესობით ვერ მიაღწია საწადელს — ურსულას გათავისუფლებას. მას ევროპის „სახალხო პარტიამ“ დაუჭირა მხარი — ყველაზე მრავალრიცხოვანმა ევროპარლამენტში.

ევროკავშირის შტაბ-ბინა უყოფს ფულს (მილიარდებს) უკრაინის ხელისუფლებას, რომელიც ზეპირ შეთანხმების დაცვით, ისევ უკან უბრუნებს მას (ნაწილს) — საკუთარი ჯიბეებისთვის. უკრაინა, არა მარტო „ატკატს“ აკეთებს, არამედ ბრიუსელის ბრძანებით, აგრძელებს ომს რუსეთთან, როგორც ჩანს ბოლო უკრაინელამდე.

ევროკავშირი აგრძელებს ანტირუსულ პოლიტიკას, რომელიც არახალია და ლამის საუკუნეებს მოითვლის. მიზანი მისი — რუსეთის მოთხრაა და მისი კოლონიზება, რაშიც ევროპას ბადალი არ ჰყავს. ევროკავშირი პირდაპირ ვერ ეომება რუსეთს — ჯერ-ჯერობით, მაგრამ მყარ ნიადაგს ამზადებს 2030 წლისთვის. დღეს, ის მზად არ არის სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ დივერსიულ-ტერორისტულისთვის ყოველთვის იყო, არის და იქნება. ის მზადაა რუსეთის საზღვრებთან პრობლემების შესაქმნელად. და ამ თვალსაზრისით ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გადასაბირებლად. გადაბირებაში მას ბადალი არ ჰყავს.

ევროპა, აშშ-სთან ერთად ისეთი ბაცილით აავადებს ყოფილ საბჭოელებს, რომ წარსულ ისტორიასაც ავიწყებინებს, ტყუილის და კარგის გარჩევასაც, ტრადიციებსაც და ნაცვლად ასწავლის შუღლს, მტრობას, დაუნახაობას, გაუტანლობას, დაპირისპირებას, თანაც სისხლიანის მეზობელთან, რომელთანაც ერთად საუკუნეები ცხოვრობდი; რომლის არსებობამ შენი არსებობა გადაარჩინა. რუსეთი მყავს მხედველობაში.

ევროკავშირ-აშშ-ი რუსეთს აგრესორს და ოკუპანტს უწოდებს, მაგრამ არ სურთ აღიარონ სიმართლე — რამ გამოიწვია რუსეთის აგრესია?

ისინი არ ამბობენ იმას, რაც პოლიტიკურ წრეებშია ცნობილი — ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას.

არადა, დასავლელთა დაპირებით არავითარ გაფართოებას ადგილი არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ ჰქონდა და აქვს. რუსეთს დაჰპირდნენ, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ნატოში არ შეიყვანდნენ. შეიყვანეს!

რუსეთს დაჰპირდნენ, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატოში გაწევრების შემდეგ, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს არ შეიყვანდნენ ნატოში. ისინი ჯერ არ შეუყვანიათ, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შეიყვანონ. უკრაინა, საქართველო, მოლდოვა ამ დაპირების აღსრულების იმედად ცხოვრობენ. მათ ნატოშიც უნდათ და ევროკავშირშიც.

ვინ, მათ? — იკითხავთ.

ამ ქვეყნების ხელისუფალთ, ხალხისა რა მოგახსენოთ. ხალხი, სიტყვის მასალაა და არა საკუთარი აზრის გამოხატვის წყარო. რომც გამოხატოს, ვინ დააფიქსირებს ამას, ვინ იტყვის, რომ ქართველმა, უკრაინელმა, მოლდოველმა თქვა — არც ნატო და არც ევროკავშირიო?

დასავლეთის მიერ მოქრთამული ხელისუფლება იტყვის — ხალხმა თქვაო?!

მეზობელ სომხეთში ჩატარებულმა არჩევნებმა დაადასტურა ევროკავშირ-აშშ-ს მტაცებლური პოლიტიკა — არადემოკრატიულობა, სუვერენიტეტის ფეხქვეშ გათელვა. როგორც არჩევნების დამკვირვებლები აცხადებენ, სომხეთში არჩევნები კი არა, სპეცოპერაცია ჩატარდა — პრემიერ-მინისტრ ფაშინიანისა და მისი გუნდის მხარდასაჭერად, გასამარჯვებლად.

ხმის მიცემის ბიულეტენების დათვლის 20%-ც არ იყო დასრულებული, რომ ფაშინიანმა პრეს-კონფერენცია გამართა და თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ისიც დაამატა, რომ შედეგებს დილით გაიგებთო. არადა არჩევნები დასრულებული არ იყო.

მან უმალ დაურეკა საფრანგეთის პრეზიდენტს მაკრონს, რომელსაც გამარჯვება მიალოცვინა, ასევე ბლიც მილოცვა გააკეთეს უსრულა ფონ დერ ლაიენმა, კაია კალასმა. არც ერთ ევროკავშირელს არ უთქვამს არჩევნების გაყალბებაზე, ოპოზიციური პარტიების ზეწოლაზე, დაჭერებზე, ბიულეტენების ჩაყრაზე. ერთადერთი იყო ეუთო, რომელმაც ნეგატიურად შეაფასა არჩევნები, მაგრამ მას ყურს არვინ დაუგდებს.

დასავლეთმა მორალური გამარჯვება იგემა სომხეთში ფაშინიანისთვის პოზიციების გამყარების სახით. შემდეგ საპარლამენტო არჩევნებს, თუ სომხეთში მანამდე ფორსმაჟორული რამ არ მოხდა, სომხეთი სხვაგვარად შეხვდება — გაევროპელებულად, ლგბტ-ე ფილოსოფია მიღებულად, გეი-პარადების ჩატარებაში დაოსტატებულად, ერთნაირსქესიანთა ქორწინებით დაკმაყოფილებულად.

ფაშინიანმა ხომ შეჰფიცა ევროკავშირელებს — თქვენს კანონმდებლობას უყოყმანოდ გადავიღებთო?

პირველი მერცხალიც, თუ ამ პიროვნებას მერცხალი შეიძლება ვუწოდოთ, ბანჯგვლიან, ჩასუქებულ, ნახევრად შიშველ სომეხ მამაკაცს, ბიუსტჰალტერიანს, წვრილი, ნარნარი ხმით მოლაპარაკეს, ფაშინიანის მხარდამჭერს.

ლგბტ-ეობა და გეი-პარადები ყველაზე მსუბუქი რამ არის, რასაც ფასინიანის „გამარჯვება“ მოუტანს ამიერკავკასიას, რეგიონს. არ ჩაცხრება იმ 12 მილიონი სომეხის პოლიტიკური ემოცია, ვისაც, ფაშინიანის გადაწყვეტილებით აეკრძალათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ერთის შეხედვით, რატომ უნდა გადაწყვიტოს უცხოეთში მცხოვრებმა სომეხმა სომხეთის ბედი, როდესაც თვით მან საკუთარი გადაწყვიტა და სომხეთის ნაცვლად საზღვარგარეთ ცხოვრება აირჩია?

სამი მილიონი სომეხი ცხოვრობს რუსეთში, უფრო მეტი აშშ-ი. უმეტესობა იმ ქვეყნების მოქალაქეები არიან, სადაც ისინი მუდმივად ცხოვრებას ამჯობინებენ. ხშირ შემთხვევაში ისინი იქ არიან დაბადებულნი, თუმცა ბევრს ორმაგი მოქალაქეობა აქვს — იმ ქვეყნისა და სომხეთის.

ამერიკაში, საფრანგეთში, სხვაგან მცხოვრები სომხები მხარს უჭერენ სომხეთის რუსეთის გავლენის სფეროდან გასვლას, რუსეთში მცხოვრებნი — პირიქით, უფრო მეტ ინტეგრაციას მოითხოვენ.

როგორც დასავლელი, ისე რუსეთში მცხოვრები სომხების არჩევნებიდან ჩასახსნელად ფაშინიანმა მარტივი გადაწყვეტილება მიიღო — საარჩევნო უბნების არ გახსნით. სომხეთის გარდა, არსად იყო გახსნილი საარჩევნო უბნები. ვისაც სურდა ხმის მიცემა, მას შეეძლო მხოლოდ სომხეთში. და ასეც მოიქცა რუსეთში  მცხოვრები სომეხი, რომელიც ჩაფრინდა ერევანში, მაგრამ ხმა ვერ მისცა. რატომ?

იმიტომ, რომ ფაშინიანმა სხვა ბარიერი შეუქმნა მას — სამხედრო შეკრების სამთვიანი პროცედურის გავლა.

ერევანში ჩასულ სომეხს, ავტობუსი დახვდა და სამხედრო შეკრების ბანაკში უკრა თავი, რითაც ფაშინიანმა მკვეთრად შეამცირა მის საწინააღმდეგოდ მიცემული ხმების რაოდენობა.

არჩევნებში მონაწილეობა არ მიაღებინეს ყარაბაღელებსაც — აშკარად ნეგატიურად განწყოფილთ ფასინიანის მიმართ.

რას მოიტანს ფაშინიანის ძალისმიერი მეთოდები — ძნელი სავარაუდოა. ფაშინიანმა უმალ განაცხადა, რომ ციხეში გაისტუმრებს იმ პარტიების ლიდერებს, რომლებიც მოხვდნენ პარლამენტში. ვეჭვობ, რომ ასეთმა დამოკიდებულებამ ოპოზიციონერთა მიმართ სიმშვიდე მოუტანოს სომხეთს.

ფაშინიანმა ისიც თქვა, რომ უშუამდგომლებს საქართველოს აშშ-ევროკავშირთან ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. ანუ ლამის ევროკავშირის წევრობის კანდიდატ საქართველოს, ასეთი სტატუსის არმქონე სომხეთი, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაშინიანი მათი შექმნილი, მათი გამოზრდილი კაცია, სოროსელი, რომელსაც არჩევნებში გაამარჯვებინეს — შორს მიმავალი გეგმების განსახორციელებლად — რუსეთისგან დასაშორებლად; გიუმრიში არსებული სამხედრო ბაზის დასახურავად; რუსეთის ამიერკავკასიიდან გაყვანის პროცესის დასაწყებად; ამიერკავკასიაში აშშ-ს და ევროკავშირის შემოსაყვანად.

პროცესი დაწყებულია და მისი შეჩერება შეუძლებელია, ვინაიდან ანტირუსულმა 8-წლიანმა პროპაგანდამ გადააგვარა სომხეთი, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობით მიღებულ სიკეთეებს ამჯობინებს ე.წ. დასავლურ თავისუფალ ცხოვრებას.

დასავლეთის შემოსვლა სომხეთში, საქართველოს ხელისუფლებაში კომფორტს არ უნდა იწვევდეს, ვინაიდან ევროკავშირი, არცთუ დადებითად არის განწყობილი „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ. სომხეთში მოპოვებული „გამარჯვება“ მარტო სომხეთით არ შემოიფარგლება. ის საქართველოს, აზერბაიჯანს, ცენტრალური აზიის ქვეყნებსაც მოიცავს და რაც მთავარია რუსეთ-ჩინეთს — დასავლეთის მიერ მტრად შერაცხულ ქვეყნებს.

დარწმუნებული ვარ სომხეთში შემოსული ევროკავშირი გაცხოველებით იმუშავებს საქართველოში მცხოვრები სომხების „ოცნების“ ხელისუფლებასთან დასაპირისპირებლად, ისე, როგორც „ანტიოცნებურად“ განწყობილ ქართველთა.

ფაშინიანი — ევროკავშირის მოტრფიალე, ევროკავშირ-აშშ-ს მიერ შემოგდებული ნაღმია, რომელიც აუცილებლად იფეთქებს — ვითარების გათვალისწინების მიხედვით.

დავუბრუნდები „ჩამორჩენილ რუსულ ჭაობს“, როგორც მას ქართული პოლიტიკა, განსაკუთრებით ოპოზიცია ნათლავს და განვმარტავ — რატომ არის რუსეთი „ჩამორჩენილი“ და „ჭაობი“?

„ჭაობის“ რუსეთზე მიკერება ქართველ პოლიტიკოსთა გამოგონება არ არის, ევროპულია. და იმიტომ, რომ რომ რუსეთი არადემოკრატიული ქვეყანაა.

არადემოკრატიულობის განმსაზღვრელი „ლგბტ“-ს, ერთნაირსქესიანთა ქორწინების, ტრანსვესტიტობის, ბავშვთა პორნოგრაფიის, გეი-პარადების არ გაზიარებაა, ანუ ყოველივე იმის, რასაც „ოცნება“ არ იზიარებს და რითაც ოცნება ნებისმიერი ქართველის, ცხადია ნორმალურის, არა გადაქანებულის, დასაფასებელია.

დასაფასებელია იმითაც, რომ არ აჰყვა დასავლელი ლიდერების, ზელენსკის, სხვათა კატეგორიულ მოთხოვნებს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით; არ გაიზიარა ვაშინგტონ-ბრიუსელის ბრძანება რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დასაწესებლად.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება სულაც არ ნიშნავდა და ნიშნავს რუსეთის სიყვარულს, რუსოფილობას. აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავდა და ნიშნავს საკუთარი ქვეყნის და თავის განსაცდელში არ ჩაგდების სურვილს, რაც დასაფასებელია. უნდა ვიმედოვნოთ, რომ „ოცნება“ ამ გზიდან არ გადაუხვევს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

13/06/2026