08.02.2026

დანაშაულის მსგავსი ოპტიმიზაცია

გასული საუკუნის 70-90-იან წლებში საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში მუშაობის დროს, პრეზიდიუმის თავმჯდომარეს, სსრ კავშირის აკადემიკოსს გიორგი ძოწენიძეს ვკითხე — გიორგი სამსონიჩ (მაშინ უფროსი ასაკისა და თანამდებობის პირს, რუსულის მსგავსად, სახელითა და მამის სახელით მიმართავდნენ) პრეზიდიუმის სხდომაზე (რომელიც ყოველ კვირას იმართებოდა) დადგენილებებს რომ ვიღებთ და რაიონებში ვაგზავნით შესასრულებლად, აქვს თუ არა ეფექტი თქო?

რაზეც მან მიპასუხა — ჩვენს მიერ განხილული და დაგზავნილი საკითხებიდან მინიმუმიც რომ შესრულდეს, კომუნიზმის მსგავსი ცხოვრება გვექნებაო.

აქვე განგიმარტავთ, თუ რა სახის დადგენილებებს იხილავდა პრეზიდიუმი, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს კპ ცკ-ს პირველი მდივანიც შედიოდა — საქართველოს რაიონებში, სოფლებში, ქალაქებში არსებული აღმასკომების მუშაობა, რაიონების სოციალურ-ეკონომიკური საკითხები, განათლების მდგომარეობა და სხვა.

საკითხის მოსამზადებლად ადგილებზე იგზავნებოდა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საბჭოებთან მუშაობის განყოფილების პასუხისმგებელი მუშაკები, რომელთა შემოწმების შემდეგ მზადდებოდა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილების პროექტი — პრეზიდიუმის სხდომაზე გასატანად.

პროექტის განხილვას რაიონის აღმასკომის თავმჯდომარეც ესწრებოდა. განხილვის შემდეგ, კანონპროექტი — შესწორებებითა და დამატებებით იგზავნებოდა საქართველოს ყველა რაიონსა და ქალაქში, იბეჭდებოდა გაზეთებში.

ეს ისტორია გამახსენა საქართველოს ხელისუფალთა გადაწყვეტილებამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პოლიტექნიკურის გაერთიანების თაობაზე. „ოცნების“ ხელისუფლება ამბობს, რომ ქვეყანას არ სჭირდება იმ რაოდენობის ტექნიკური განათლების მქონე ადამიანი, რასაც პოლიტექნიკური უნივერსიტეტი უშვებს. ამდენად პოლიტექნიკური უნივერსიტეტი მიუერთდება სახელმწიფო უნივერსიტეტს, რითაც განხორციელდება ე.წ. ოპტიმიზაცია.

განათლების სამინისტრო უტუხად აცხადებს, რომ ოპტიმიზაციას არ მოჰყვება პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და ტექნიკური პერსონალის შემცირება, ისე, როგორც სტუდენტების.

სიტყვა „ოპტიმიზაცია“ — სწორედაც შემცირებას ნიშნავს და არა სხვას, მაგრამ სამინისტრო იძულებულია ასე თქვას საზოგადოების დასამშვიდებლად. სამინისტროს განმარტებით, ოპტიმიზაცია მოგვცემს საშუალებას, რომ გაერთიანებულმა სასწავლებელმა მსოფლიოს უნივერსიტეტთა შორის დაიკავოს საპატიო, მოწინავე ადგილი.

ბრიყვი ქართველებისთვის და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ასეთია, მსოფლიო უნივერსიტეტთა „ჩემპიონატში“ თუ საქართველოს უნივერსიტეტმა მაღალი ადგილი დაიკავა, საამაყო რამ იქნება.

ხელისუფლება, რომელიც ამ სისულელეს ამბობს, შორს არის განათლების სისტემის ცოდნისგან, უფრო ზუსტად საერთოდ განათლებისგან, ვინაიდან უმაღლეს სასწავლებლებს, რომლებსაც ოპტიმიზაციაგამოვლილი თბილისის უნივერსიტეტი შეეჭიდება, ისეთი რამ იქნება, როგორც საქართველოს რაიონის საფეხბურთო გუნდის მსოფლიო ჩემპიონთან ან პრიზიორთან დაპირისპირება.

მსოფლიოს უნივერსიტეტები, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან, საუკუნოვანი ისტორიისანი არიან, რაც სწავლის მსურველებს მაგნიტივით იზიდავს. გარდა ამისა, რეიტინგები ათასი, შეუცნობელი პარამეტრებით იზომება, რისი არათუ მიღწევა, გააზრებაც კი ჩვენთვის ფანტაზიის მსგავსია. მაგალითად, მაღალ რეიტინგში მოიაზრება —  რამდენმა უმაღლესდამთავრებულმა მოიპოვა ნობელის პრემია ან საერთაშორისო დონის ჯილდო და ა.შ.

რეიტინგებში მონაწილე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმაღლესი სასწავლებლებიდან გამოირჩევა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტი, გამოცდილი პროფესორ-მასწავლებლებით, აკადემიკოსებით. მაგრამ ეს უნივერსიტეტი უახლოეს მომავალში მოწინავე სამეულშიც ვერ მოხვდება, რაც განპირობებულია არა მარტო მაღალი დონის სწავლებით, არამედ მსოფლიოში არსებული პოლიტიკური ვითარებით.

მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის ფილიალები გახსნილია ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებშიც, რაც მისი განათლების სისტემის მაღალ ხარისხზე მეტყველებს.

განათლების სამინისტროს სიზმრის მსგავსი ბოდვა, თვით ამ სამინისტროს განათლების დაბალ დონეზე მეტყველებს, რომლის თავსმოხვევას ის ხალხზე ცდილობს, სამწუხაროდ მასზე ბრიყვზე.

ნაკლებად პატივცემულებო! დაანებეთ ამ სულელურ და ჩვენთვის არაფრის მომცემ რეიტინგებზე ლაპარაკს თავი და ვითარებიდან გამომდინარე, იფიქრეთ ახალი განათლების სისტემის შემოღებაზე. მაგრამ ვინ უნდა შეძლოს ეს?

ცხადია, განათლებულმა ადამიანმა, რომელიც არ გვყავს. დიპლომიანები გვყვანან, მაგრამ გაუნათლებლები. და რომ ეს ასეა, ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანება მეტყველებს.

ხელისუფლება, რომელიც ასეთი უჭკუო, ქვეყნისთვის დამანგრეველ გადაწყვეტილებას იღებს, შორს არის არა მარტო განათლების სისტემიდან, არამედ სახელმწიფოებრიობისგან.

„გპი“ — 104 წლის უმაღლესი სასწავლებელი, ტექნიკური განათლების მქონე ადამიანების სამჭედლო, სახელგანთქმული საქართველოსა და ყოფილ საბჭოთა კავშირში, შეწყვეტს არსებობას. და რა?

რა და ის, რომ ქვეყანას აღარ ეყოლება ინჟინრები, არქიტექტორები, მშენებლები, გეოლოგები, …, ყველა პროფესიის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ტექნიკური განათლების მატარებელი სპეციალისტების არარსებობა ნიშნავს ერთ ადგილას დგომას, სტაგნაციას, დაჭაობებას.

პარლამენტარმა შარმანაშვილმა ბრძანა — საქართველოს 150 ინჟინერიც ეყოფაო. ერთი სახლის მშენებლობას სჭირდება სხვადასხვა სპეციალობის რამდენიმე ინჟინერი — მშენებელი, სხვადასხვა სახის კომუნიკაციების სპეციალისტი. რამდენი სახლი შენდება?

ამ რამდენიმე წლის წინ ბათუმში სახლი ჩამოიშალა — მსხვერპლით. გამოძიებამ დაადგინა, რომ არქიტექტურა მეორე კურსელს ეკუთვნოდა. აი, ასეთი სახელმწიფოებრივი აზროვნების ადამიანები არიან მოკალათებული ხელისუფლებაში. მათ გასაგონად ვიტყვი — სახლი, რომელშიც თქვენ მუშაობთ, ცხოვრობთ ინჟინრის ნახელავია; ქუჩა, რომელზეც დადიხართ — ისიც; ხიდზე, რომელზეც გადადიხართ — ისიც; წყალს, რომელსაც სვამთ — ისიც ინჟინრის ნახელავია, წყლის მილების დამზადება, გაყვანა; ავტომანქანა, რომლითაც გადაადგილდებით — ავტომშენებელი ინჟინრის ნახელავია; რკინიგზა, რომლითაც სარგებლობთ — ისიც; … რომელი ერთი ჩამოვთვალო, პარლამენტარმა შარმანაშვილმა რომ გაიგოს?!

სახელმწიფო უნივერსიტეტი არ აშენებს,. მშენებლობა ტექნიკური უნივერსიტეტის პრეროგატივაა.

დასაწყისში ძოწენიძესთან საუბარი ვახსენე — უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ მიღებული დადგენილებების სიმრავლესთან დაკავშირებით და მისი პასუხი — ათასიდან, 2-3-მმა შედეგი რომ მოიტანოს, წარმატება იქნება ქვეყნისთვისო.

„გპი“-ს დამთავრებულთა რაოდენობა თუ დღევანდელ ხელისუფალთ თვალში არ მოსდით — მათი პრობლემაა, მაგრამ 1000 კურსდამთავრებულიდან, თუ 10 მაინც იქნება საქმის მცოდნე პროფესიონალი — დიდი მიღწევაა. დანარჩენი?

დანარჩენი იქნებიან სახელმწიფოს მტკიცე ფუნდამენტის შემქმნელი განათლებული ადამიანები. დიდი სამამულო ომის შემდეგ უცხოელმა ჟურნალისტმა სტალინს ჰკითხა — რა ძალამ მოგაგებინათ ომიო. რაზეც სტალინმა მოკლედ უპასუხა — განათლებამ.

განათლებამ შეაძლებინა საბჭოთა კავშირს არა მარტო ომის მოგება, არამედ ბირთვული, წყალბადის იარაღების დამზადებაც, ბალისტიკური რაკეტების და კოსმოსის ათვისებაც.

გაგარინის კოსმოსში გაფრენის შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტმა კენედიმ ბრძანა — აშშ-ს განათლების სისტემის ძირფესვიანი შეცვლა საბჭოთა სისტემასთან გატოლების მიზნით.

იმ განათლების სისტემის ერთ-ერთი წარმომადგენელია სახელოვანი „გპი“, რომლის კურსდამთავრებულნიც მთელ საბჭოთა კავშირს იყვნენ მოდებულნი. და არა მარტო. ისინი აზიის, აფრიკის ქვეყნებშიც მუშაობდნენ. მაგალითად, ისპაჰანის მეტალურგიულ კომბინატში, რომელიც მოწინავეა არა მარტო ირანში, არამედ რეგიონში.

საბჭოთა განათლების სისტემას კომპარტია უდიდეს ყურადღებას აქცევდა. სახელმწიფო ბიუჯეტში განათლებაზე 10-11% იყო გამოყოფილი — ერთიანი ეროვნული პროდუქტიდან, გაცილებით მეტი, ვიდრე სხვა დარგებისთვის. სამწუხაროდ სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ხრუშჩოვმა საგრძნობლად შეამცირა განათლების ხარჯები, თუმცა არა ისე, რასაც ადგილი ჰქონდა დასავლეთში. ასე რომ, პრეზიდენტ ჯონ კენედის დაინტერესება საბჭოთა სისტემით სულაც არ იყო გასაკვირი. და აი, ამ ფონზე გამაოცა საზოგადოებრივი მაუწყებლობის ჟურნალისტის შავლეგ გეგეჭკორის მიერ ნათქვამმა თავის გადაცემა „ჩაი ორისთვის“, რომელიც შაბათ-კვირას გადის ეთერში — 3-3 საათის განმავლობაში.

გეგეჭკორი, პირწავარდნილი ანტისაბჭოელი და ანტირუსია, უკრაინის მოტრფიალე და მხარდამჭერი. თავისი გადაცემის მთავარ სიუჟეტად უკრაინულ სიმღერას გვთავაზობს ასეთი განმარტებით — უკრაინის გამარჯვებამდე გავუშვებ უკრაინულ სიმღერებსო. როგორც ჩანს, მას უყვარს უკრაინა და თვალს ხუჭავს ამ ქვეყანაში არსებულ ნეოფაშიზმზე; მართლმადიდებლური ეკლესიების ძალისმიერ დახურვაზე, ღვთისმსახურების წვერით თრევაზე, ცემა-ტყეპაზე; მცირეწლოვანი ბავშვების ტრეფიკინგზე; ჯარისკაცების შინაგანი ორგანოებით ვაჭრობაზე; ენით აუწერელ კორუფციაზე, სხვა ანტიჰუმანურ საქციელზე, რასაც ფაშისტი ზელენსკისა და მისი ბანდის წყალობით ადგილი აქვს უკრაინაში.

აი, ეს ნაკლებად პატივცემული გეგეჭკორი ერთ-ერთ გადაცემაში ქოქოლას აყრიდა საბჭოთა განათლების სისტემას და ამბობდა — გამოცდების დროს ლექტორებს მატრიკულს ვაწვდიდით შიგ ჩადებული ფულით და ისინიც ნიშნებს გვიწერდნენო.

მექრთამე ლექტორების არსებობას საქართველოში რა გამოლევდა, მაგრამ მათი რაოდენობა ისეთი არ იყო, რომ ქვეყნის განვითარებაზე ნეგატიურად ემოქმედა. ასე რომ ყოფილიყო, გვექნებოდა ის წარმატებები თითქმის ყველა დარგში?

რაც შეეხება საბჭოთა კავშირს. ლექტორისთვის ფულის მიცემას მხოლოდ იქ მყოფი ქართველი ბედავდა, ხშირ შემთხვევაში წარუმატებლად. გეგეჭკორის მიხედვით, თუ საბჭოთა განათლება კორუმპირებული იყო, მაშინ წარმატებები მრეწველობაში, კოსმოსის ათვისებაში, სხვა დარგებში როგორღა იყო მიღწეული?

მხოლოდ გონებასუსტ ადამიანს, და ასეთად მივიჩნევ გეგეჭკორს, შეუძლია ესოდენ დაუსაბუთებელი, ყოვლისმომცველი ტყუილი თქვას. გეგეჭკორს რუსეთი სძულს, მაგრამ თავის გადაცემა „ჩაი ორისთვის“ დაარქვა — მოპარული, დიდი ხნის წინანდელი მოსკოვური დუეტისგან, ანალოგიური სახელით.

  უნივერსიტეტების ოპტიმიზაციის წინააღმდეგ ხმა ამოიღო ტელეკომპანია „ობიექტივმა“, დავით თარხან-მოურავმა, პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ვაჟა ოთარაშვილმა, მაგრამ არა სხვა პროფესორებმა, ლექტორებმა, სტუდენტებმა. მათ, 4 თებერვალს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსის წინ საპროტესტო მიტინგიც მოაწყვეს. და მე რომ მეგონა უნივერსიტეტის პერსონალი მიიღებდა მასში მონაწილეობას, მათთან ერთად სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები და თბილისის ინტელიგენცია, არ გამართლდა.

მიტინგზე, იმაზე ცოტა ხალხი იყო, მელიქ აზარიანცის სახლის წინ მდებარე ავტობუსის გაჩერებაზე რომ არის — ყოველ დილით ტრანსპორტის მოლოდინში.

გაოცებული ვარ მეცნიერთა აკადემიის „აკადემიური“ სიჩუმით. თითქოს მას არაფერი ეხება; თითქოს „გპი“-ს გაუქმება, სოფელში არსებული იმ სკოლის გაუქმების ტოლფასია, მოსწავლეები რომ არ ჰყავს.

სამწუხაროდ, დაცარიელებული სოფლებისა და სკოლების რაოდენობა დღითიდღე იზრდება, რაც დაუსაქმებლობით არის გამოწვეული. სოფლელები ქალაქებში მიდიან ან უვიზო მიმოსვლის წყალობით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში — ლუკმა-პურის საძიებლად.

ხელისუფლება, რომელიც დღენიადაგ ამ პრობლემის მოგვარებაზე უნდა ფიქრობდეს — საწარმოების გახსნით, სამუშაო ადგილების შექმნით, უნივერსიტეტს აუქმებს, თანაც ისეთს, რომელსაც ტექნიკური ჰქვია, ანუ ის სახელი, რომელიც ქვეყანას აშენებს, აშენებულს ინარჩუნებს, რითაც საყრდენს, ფუნდამენტს უმტკიცებს ქვეყანას.

არის ასეთი ხელისუფლება სამშობლოს მოჭირნახულე? სამშობლოს აწმყოთი და მომავლით დაინტერესებული?

ხელისუფლება, რომ აღნიშნულით არც არასდროს ყოფილა დაინტერესებული — რეალობაა, რომელსაც ყოველდღე ვხვდებით ჩვენს გაძაღლებულ ცხოვრებაში. ასე იყო სააკაშვილის დროს, შევარდნაძის დროს, ასეა ივანიშვილის მმართველობის ჟამს. მთლიანობაში გავერანებულმა ცხოვრებამ 34 წელი მოიცვა, ე.წ. დამოუკიდებლობის წლები.

არსებული და განვლილი ცხოვრება, რაც არის და იყო, კარგად ვიცით, მაგრამ სასურველი მომავალიც რომ არ ჩანს?!

ამიტომ არის პატივცემულებო სანატრელი საბჭოური ცხოვრება იმათთვის, ვინც მაშინდელს, დღევანდელს ადარებს, სამწუხაროდ მაშინდელის უპირატესობით.

რით არის გამოწვეული ყოველივე, რა არის მიზეზი ინდიფერენტიზმისა — იკითხავთ. დაბალი განათლება, უფრო სწორად წერა-კითხვის საყველპურო ცოდნა, მაგრამ არა განათლება, განსწავლული ხალხის გადაშენება, მათი ადგილის უვიცის, ყოყოჩას მიერ დაკავება; სურვილი იმისა, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს გავხდეთ დასავლური ოჯახის ბინადარნი. იმ დასავლეთის, რომელიც ყარს მორალურად, ფიზიკურად, თანაც ისე, კაცობრიობის ისტორიას რომ არ ახსოვს.

შემედავებით, რომის იმპერია გარყვნილებამ, საკუთარი თავისთვის ყველა უფლების მიცემამ არ დაანგრიაო?

გეთანხმებით, მაგრამ კალიგულას ისტორია, ოინები და აღვირახსნილი ცხოვრება ფერმკრთალდება ამერიკელი ებრაელის, მაქინატორის, უსაზიზღრესი, სულით და ხორცით გახრწნილი, სატანისტი ეპშტეინის მიერ მრავალი წლის განმავლობაში დამკვიდრებულ ცხოვრებასთან შედარებით, რომელშიც მონაწილეობას იღებდა, როგორც აშშ-ს პოლიტელიტა, ბიზნესი, ისე მსოფლიოს.

ვიდეო-კადრები, რომლებიც მსოფლიოში არსებულმა ყველა ცნობილმა და ნაკლებად ცნობილმა ტელეკომპანიამ წარმოგვიდგინა ამაზრზენია, სატანისტური რიტუალებით, მსხვერპლშეწირვით, მოკლულის სისხლის ლოკვით, 13-14 წლის გოგონების გაუპატიურებით, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ აშშ-ს პრეზიდენტი კლინტონი, ჰილარი კლინტონი, ყოფილი პრეზიდენტები მამა-შვილი ბუშები, მილიარდერი ბილ გეიტსი, აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტი ტრამპი, დიდი ბრიტანეთის უფლისწული ენდრიუ, ნორვეგიის კრონ-პრინცესა, რომელიც არაერთი წლის განმავლობაში მეგობრობდა ეპშტეინთან, აშშ-ი დიდი ბრიტანეთის ელჩი, მსახიობები ლეონარდო დი კაპრიჩიო, მერილ სტრიპი, ზელენსკი, სააკაშვილი, ბენდუქიძე, სხვა მრავალი.

დოსიეს გამოუქვეყნებელი რაოდენობა აურაცხელია, გამოქვეყნებული — საშინელი. აშშ-ს იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს გამოქვეყნების პროცედურას, რის შედეგადაც მალე გავიგებთ მსოფლიო ელიტის „საამაყო თავგადასავლებს“.

ეპშტეინის მასალების გამოქვეყნების წინააღმდეგ იყო პრეზიდენტი ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია. პრეზიდენტობის კანდიდატი ტრამპი, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ქულების დაწერის მიზნით აცხადებდა, რომ — თუ მას აირჩევენ პრეზიდენტად, გამოაქვეყნებს პრეზიდენტ კენედის მკვლელობის უცნობ, საიდუმლო ფაქტებს და ეპშტეინის დოკუმენტებს.

პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, როდესაც მან მოიკითხა ეპშტეინის დოსიე — გამოსაქვეყნად, იუსტიციის სამინისტრომ ურჩია თავის შეკავება, ვინაიდან ტრამპი არაერთხელ იყო დაფიქსირებული— ეპშტეინის სტუმრად კუნძულზე. იყო ისიც, ტრამპმა რომ 13 წლის გოგონასთან იქონია სქესობრივი კავშირი. ტრამპი დაეთანხმა იუსტიციის სამინისტროს რჩევას და თავი შეიკავა გამოქვეყნებისგან, რამაც აღაშფოთა დემოკრატები. ისინი მოითხოვდნენ, თანახმად ტრამპის დაპირებისა დოსიეს გამოქვეყნებას. ტრამპი იძულებული იყო გადაედგა ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება მოუტანოს გამოუსწორებელი, მძიმე დარტყმა.

ეპშტეინის დოსიემ შეძრა მსოფლიო. ბევრი პოლიტიკოსი სავალალო დღეში აღმოჩნდა. კონგრესმა დაკითხვაზე დაიბარა კლინტონი მეუღლით, ბრიტანეთის პრემიერს გაათავისუფლებინეს აშშ-ი მის მიერ დანიშნული ელჩი, რომელსაც მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ეპშტეინთან. თვით პრემიერ სტარმერს გადაყენება ემუქრება. ბრიტანეთის პარლამენტი, ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს მას.

არასახარბიელო მდგომარეობაშია საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი — ეპშტეინის კუნძულის ხშირი სტუმარი. რომელი ერთი ჩამოვთვალო?

ეპშტეინი აღარ არის. მან ციხეში ჩამოიხრჩო თავი, როგორც ამბობენ ჩამოახრჩვეს. მაგრამ მისი დოკუმენტაცია ცოცხლობს და ბევრს ემუქრება ცხოვრების გამწარებით.

ეპშტეინის ისტორიამ ფარდა ახადა  „დიდი ფასეულობების“ მატარებელ დასავლეთს. დაგვანახა, ვინ მართავს სამყაროს. დაგვანახა ფულიანი გაზულუქებული პოლიტიკოსების, ბიზნესმენების, მსახიობების რეალური, ავადმყოფური, სატანისტური ცხოვრება. ეს, ის ხალხია, ვინც გველაპარაკებოდა დემოკრატიაზე, სიტყვის თავისუფლებაზე, პატიოსნებაზე, მშვიდობაზე, მტკიცე ოჯახზე, სხვა სიკეთეებზე. და ამ დიდაქტიკური ტერმინოლოგიის მიღმა დგას მახინჯი სახე, სატანური სულიერება, ამორალურობა, ყველა საზიზღრობა, რაც ამ კატეგორიის ადამიანებშია დაგროვილი.

ესეც თქვენი „დასავლური ფასეულობა“ მეტიჩარა ქართველებო, დასავლეთზე უგონოდ შეყვარებულებო, განსაკუთრებით ე.წ. პოლიტიკოსებო, დღესაც რომ ქვეყანას დასავლეთისკენ მიაქანებთ — მორალურად გახრწნისკენ, სულიერად დაცემულისკენ, ეკონომიკურად დაქცეულისკენ. ყველა თქვენგანს რაოდენ აუსრულებელი ოცნება ჰქონდა ეპშტეინის წრეში მოხვედრის — ყოვლის შემძლე თაღლითის, რომელიც ბილ გეიტსთან მსჯელობდა ისეთი ვირუსის შექმნაზე, რომელიც დიდ მსხვერპლს მოიტანდა.

მათ შორის ლაპარაკი „კოვიდ-19“-ს გამოჩენამდე 3 წლით ადრე შედგა.

ცნობისთვის. ბილ გეიტსი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს მოსახლეობა 8 მილიარდიდან, 1 მილიარდამდე უნდა შემცირდეს, რათა „ოქროს მილიარდს“ თავის გამოკვებისა და უზრუნველყოფილი ცხოვრების შესაძლებლობა ჰქონდეს.

გეიტსი თვლის, რომ თანამედროვე მსოფლიოს მოჭარბებული მოსახლეობით, შეზღუდული შესაძლებლობა ექნება საამური ცხოვრების. ამდენად სასურველია მოსახლეობის მკვეთრი შემცირება — სხვადასხვა სახის დაავადებების გავრცელებით, ერთნაირსქესიანთა ქორწინების პროპაგანდით, ისე, როგორც „ლგბტ“ იდეოლოგიის დაკანონებით, სქესის გადაკეთებით და ა.შ.

არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ — თუ რამე ღუპავს ქვეყანას, უვიცობაა. წერა-კითხვის, ინგლისური ენის და კომპიუტერის ცოდნა განათლებას არ ნიშნავს. განათლება ოჯახიდან იწყება და საბავშვო ბაღში გრძელდება; შემდეგ საშუალო სკოლაში, უმაღლეს სასწავლებელში; სამსახურში — თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ერთმანეთთან შერწყმით. და რაც მთავარია ინდივიდუალურად სახლში, საკუთარ თავზე მუშაობით. ეს პროცესი სიცოცხლის ბოლომდე მიმდინარეობს.

საქართველოს ჰყავს ისეთი პოლიტიკური „ელიტა“, რომელიც დაშორებულია ყოველივე აღნიშნულს. ხელისუფლებიდან ზოგს უმაღლესი განათლებაც არ აქვს მიღებული. და როდესაც ასეთი მაღალ თანამდებობაზე ხვდება, უმალ იწვევს განათლებული მოხელის სახელის დაკნინებას. უმალ უქმნის რიგით მავანს, უმაღლესდამთავრებულს თუ დაუმთავრებელს მიბაძვის სურვილს  — თუ ქალაქის მერი ან პრეზიდენტი გაუნათლებელნი არიან, რატომ არ უნდა ვიყოთ ჩვენ მინისტრები, მაღალი თანამდებობების მქონენი?

თბილისის მერმა, თავისი ცხოვრების ის ნაწილი, რომელიც სწავლა-განათლებაში უნდა დაეხარჯა, ფეხბურთის თამაშში დახარჯა. სპორტსმენობა სათაკილო პროფესია არ არის, პირიქით საამაყოა. კარგი სპორტსმენი მისაბაძია ყველასთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. კარგ სპორტსმენს შეჰხარიან, ხელის გულზე ატარებენ და ა.შ. მაგრამ ფეხბურთის მოედნიდან მინისტრის ან ქ. თბილისის მერის სავარძელში არსად ჩააბრძანებენ, გარდა თანამედროვე საქართველოსი. სახელმწიფო თანამდებობას განათლება და პროფესიონალიზმი სჭირდება. და როდესაც ასეთი აუცილებელი რამ არ აქვს გუშინდელ სპორტსმენს, დღევანდელ მაღალ მოხელეს სპორტსმენობის დროს მოპოვებული პატივისცემა ეკარგება და მას ლანძღვა-გინება ცვლის.

გაუნათლებელი, მაგრამ თანამდებობით გათამამებული მოხელე თავს უფლებას აძლევს ხელი აფათუროს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში — განათლების სისტემა და 2 მოწინავე უნივერსიტეტისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა რომ ჰქვია.

ჰუმანიტარმა პრემიერ-მინისტრმა და ორ-სამმა გაუნათლებელმა მინისტრმა თუ სხვამ ერთ კაბინეტში, ერთი ან ორი შეხვედრის შემდეგ კანონი არ უნდა მიაღებინოს ნოტარიუსად ქცეულ პარლამენტს.

სწორედ ასეთი გადაწყვეტილების წინაშე დადგა ქვეყანა. რეაქცია?

ნული. სხვას არც კი ველოდი დაკოდილი საზოგადოებისგან, დაკოდილი მეცნიერებათა აკადემიისგან, უმაღლესი სასწავლებლებისგან. ივანიშვილის მეთოდი — ცნობილი პიროვნებების, მეტადრე მეცნიერების, მწერლების და ა.შ. ფულად თვიურ ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მომაკვდინებლად მოქმედებს საზოგადოებრივ თვითშეგნებაზე, ამუნჯებს ადამიანს, ავიწყებინებს სახელმწიფოს, სადაც ის ცხოვრობს — ივანიშვილის ნასუფრალის დაკარგვის შიშით.

 „ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ძირფესვიანად გადაგვარდა ადამიანთა სამოქალაქო შეგნება, პასუხისმგებლობა, რაც მომხმარებლობამ, ქუჩურად კუჭმა ჩაანაცვლა. აი, ასეთ საქართველოს უმღერიან ნაფტალინიდან ამოღებული ჟურნალისტები, რომლებიც გუნდრუკს უკმევენ „ოცნებას“, ივანიშვილს.

აი, ამ კატეგორიის ჟურნალისტები მოუძებნიან გამამართლებელ სიტყვებს ყველა იმათ, ვინც ეპშტეინის „წვეულებებში“ იღებდა მონაწილეობას — ისინი, მძიმე დაღლილი შრომის შედეგად თავს რელაქსაციის უფლებას აძლევენ, რა არის ამაში დასაძრახიო.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

07/02/2026