ბრძოლა ქარის წისქვილებთან

ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს არ ლანძღავს რუსეთია. სისტემატურად ვუყურებ რუსულ მთავარ არხებს, იქ მიმდინარე თოქ-შოუებს, რომლებშიც მონაწილეობენ, როგორც რუსი, ისე უცხოელი ჟურნალისტები და ექსპერტები, რუსეთის დუმის დეპუტატები და არვის აუგი საქართველოს შესახებ არ გამოუთქვამს. არავის საყვედურიც არ უთქვია, როდესაც ასაფეთქებელი ნივთიერებით გატენილმა ავტომანქანამ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, გაიარა მთელი საქართველო და ლარსის საზღვრამდე მივიდა, სადაც ქართულნომრიანი ავტომანქანა დააკავეს არა საქართველოს შესაბამისმა სამსახურებმა, არამედ საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, რუსეთის სპეცსამსახურებმა.
ავტომანქანა, რომელშიც ასაფეთქებელი იყო, ყირიმის ხიდისკენ მიდიოდა —უკრაინის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ტერაქტის განსახორციელებლად — ხიდის ასაფეთქებლად.
მერამდენედ ვისმენთ ანალოგიურ ისტორიებს, მაგრამ რუსული მედიის მხრიდან კრიტიკას ან ლანძღვას არა! რას ნიშნავს ესოდენ რევერანსული დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, თუ არა ნორმალური ურთიერთობისთვის დადებითი ფონის შექმნას?
რუსეთის ხელისუფლება მზად არის საქართველოს ხელისუფლებასთან დასალაპარაკებლად — პუტინის, ლავროვის, სხვათა განცხადებებიდან. ჩვენ?
ბოლო პასუხი პარლამენტის თავმჯდომარის პაპუაშვილისა იყო, რომელიც ულტიმატუმს უფრო ჰგავდა, ვიდრე გონივრულ პასუხს ქვეყნისა, მსურველისა რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენის.
თუ სიღრმისეულად ჩავხედავთ პრობლემას, საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული კონტაქტების აღდგენაში, ვიდრე რუსეთის. უპირველესად ჩვენ — დაკარგული ტერიტორიების ბედის გასარკვევად, სავაჭრო-ეკონომიკური საკითხების სახელმწიფოებრივ დონეზე მოსაგვარებლად, ინვესტიციების მოსაზიდად, ქვეყნის სამომავლო უსაფრთხოების საკითხების გასარკვევად და ა.შ.
საქართველოს ხელისუფლება ისე იქცევა, თითქოს 2008 წლის ომში ის კა არ დამარცხდა რუსეთთან, არამედ რუსეთმა იგემა ჩვენგან დამარცხება.
ზემოთ საქართველოს ხელისუფლება რომ ვახსენე, მხედველობაში „ოცნება“ არ მყოლია, არამედ „ნაცები“ მყავდა. „ოცნება“ მაშინ ჩანასახშიც არ იყო.
თითქოს ჩვენ არ გავყვირით ყოველ აგვისტოს 8, 9, 10-ში — დაგვიბრუნეთ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიო?! ყვირილი ხმამაღალი ვიცით. აი, ისე, რომ საქმეს ვაკეთებდეთ, როგორც ვყვირით, რაღაცას მივაღწევდით — საქმეს, საქმე კი დალაპარაკებას ნიშნავს. როდესაც შენზე გამარჯვებულს არ ელაპარაკები, არ ეუბნები, რომ უკმაყოფილო ხარ, მას ჰგონია, რომ უკმაყოფილებას ადგილი არ აქვს; რომ გავიზიარეთ ლავროვის ნათქვამი — დაკარგულ ყოფილ ავტონომიებს რეალობის კონტექსტში უნდა განხილვა, ისეთში, რასაც ადგილი ჰქონდა ფინეთ-სსრკ-ს შორის.
ლავროვს ფინეთის მაგალითი არ მოუყვანია, მაგრამ ამ ისტორიამ თავი იჩინა ვაშინგტონის ამასწინანდელ შეხვედრაზე, როდესაც ევროპელი მაღალჩინოსნები ელაპარაკებოდნენ ტრამპს.
მაშინ ტრამპმა იხუმრა — სად არის სტუბიო — ვითომ ვერ დაინახა ფინეთის პრეზიდენტი, რომელიც ტრამპის ცხვირწინ იჯდა.
ყველას გაუკვირდა სტუბის იქ ყოფნა, ვიდრე სტუმბა არ დაიწყო ლაპარაკი სსრკ-ფინეთის ომზე, რომელშიც ფინეთი დამარცხდა, შემდეგ ფაშისტურ გერმანიას ჩაეხუტა და მასთან ერთად იბრძოდა სსრკ-ს წინააღმდეგ, ლენინგრადის ბლოკადაში ფინელებიც მონაწილეობდნენ.
იმჟამინდელი ფინეთი ცნობილი იყო საკონცენტრაციო ბანაკებით, სადაც უმძიმეს პირობებში ამყოფებდნენ დატყვევებულ საბჭოელებს. 1944 წელს, როდესაც ფინეთმა დაინახა, რომ ფაშისტური გერმანია ომს აგებდა, უღალატა მას და ომიც გამოუცხადა, შემდეგ 1944 წლის სექტემბერში ხელი მოაწერა კაპიტულაციის აქტს.
ფინეთმა დაკარგა ტერიტორიები, იმაზე მეტი, ვიდრე სტალინი ითხოვდა მისგან — დიდი სამამულო ომის დაწყებამდე. და ითხოვდა გაცვლით. სტალინი უფრო მეტს სთავაზობდა, მაგრამ ფინეთმა უარი უთხრა, რამაც სტალინს დააწყებინა ომი, რათა ლენინგრადთან ახლოს მდებარე ფინეთის საზღვარი, მოშორებით გადაეტანა.
1944 წლის კაპიტულაციის შემდეგ ფინეთმა შესაბამისი დასკვნები გააკეთა — დაამყარა რა საბჭოთა კავშირთან ნორმალური, მეგობრული ურთიერთობები. ფინეთი ნეიტრალური სახელმწიფო გახდა, თუმცა მას მჭიდრო ეკონომიკურ-სავაჭრო კავშირები ჰქონდა საბჭოეთთან. ფინეთმა შეინარჩუნა სუვერენიტეტი, ამასთანავე საბჭოთა რესურსების და ბაზრის წყალობით ის გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი მძლავრი ქვეყანა — ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.
„ფინლანდიზაცია“ შეარქვეს მსოფლიო პოლიტიკოსებმა იმას, რასაც ადგილი ჰქონდა ფინეთში. შეეძლო თუ არა სსრკ-ს ფინეთისთვის, ნაცვლად ნეიტრალური სტატუსისა, სოციალისტური სახელმწიფოს სტატუსის მინიჭება, ისე, როგორც მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის?
შეეძლო, მაგრამ სტალინმა ნეიტრალური ფინეთი ამჯობინა, მჭიდროდ მოთანამშრომლე სსრკ-სთან, რაც საბჭოთა კავშირის დაშლამდე გაგრძელდა.
აი, სწორედ ამ ისტორიის მოსათხრობად ჩაიყვანეს სტუბი ვაშინგტონში — ტრამპის ინიციატივით და არა ევროკავშირის. სტუბის ნათქვამი ნიშანი უნდა ყოფილიყო ზელენსკისთვის, თუმცა, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე ამ ისტორიამ არ იმოქმედა ზელენსკიზე. და არ იმოქმედა მრავალ მიზეზთა გამო. უპირველესად, ომის შედეგად შესული დიდი თანხების გამო, რომელსაც ზელენსკი და მისი ბანდა საკუთარი ჯიბისთვის იყენებს.
დასავლეთში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მარტო დაღუპული და სიკვდილამდე მისული მეომრების შინაგანი ორგანოების გაყიდვით შემოსული მოგება, რომელიც თავს იყრის ზელენსკის ადმინისტრაციაში, 2-4 მილიარდი დოლარია, დავუმატოთ ამას ბავშვთა ტრეფიკინგი, ანუ მცირეწლოვანთა გაყიდვა ევროპაში — სპეცდანიშნულებით.
არასრულწლოვანი უკრაინელები ხვდებიან ე.წ. გამანაწილებელ სახლებში, საიდანაც მათ აგზავნიან სექსდაწესებულებებში.
დიდი შემოსავალია ამერიკული და ევროპული იარაღის გაყიდვაში. უკრაინელი ბანდიტები ისე დაოსტატდნენ ამ საქმეში, რომ ტოლს არ უდებენ ცნობილ იარაღით მოვაჭრეებს.
არ იქნება ომი და არ იქნება „შავი“ ფული, მილიარდები. ზელენსკი კარგა ხანია დაგროვილი მილიარდებით ტრამპსაც უსწრებს და ბევრ სხვასაც. ფულმა გატაცება იცის — რაც მეტი, უფრო მეტი სურვილი. არ იქნება ომი, და არ იქნება ფული, მერე რა, რომ ბინძური საქმიდანაა. ეს ფულს არ ეტყობა, არც სიბინძურის სუნი ასდის.
ომის შეწყვეტის გადაწყვეტილებას, უდავოდ მოჰყვება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. ორივეს ვადა ერთი წელია გაუვიდა. იქნება არჩევნები, და არ იქნება ზელენსკი. ასე რომ, შავ „ტარაკანას“ რაც აწყობს — ომია. მერე რა, რომ მასში ყოველდღიურად ასობით უკრაინელი „ბოევიკი“ იღუპება?
ზელენსკის არ აწუხებს უკრაინელთა განადგურება.
დასავლური მონაცემებით, დახოცილთა რიცხვმა 1,8 მილიონს გადააჭარბა.
ე.წ. დემოკრატიული ევროკავშირი ზელენსკის ჯამბაზობას, კორუმპირებულობას, გახრწნილებას არაფრად აგდებს. პირიქით, მოუწოდებს ომის გაგრძელებისკენ, ვიდრე რუსეთი არ დამარცხდება.
რუსეთი კი ჯიუტად არ მარცხდება. პირიქით, ეკონომიკური მონაცემებით პროგრესს აღწევს და უკან იტოვებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს.
ეკონომიკური განვითარების ტემპით რუსეთი ჩინეთის, აშშ-ს და ინდოეთის შემდეგ მეოთხეა მსოფლიოში. გაჭიანურებულმა სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ, რაც 3 წელიწადზე მეტია გრძელდება, არა მარტო უკრაინის ეკონომიკას მოუღო ბოლო, არამედ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, განსაკუთრებით საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის და არაწევრ დიდი ბრიტანეთის.
სოციალ-დემოკრატიული პარტიის ამასწინანდელ ყრილობაზე სიტყვით გამოსულმა კანცლერმა მერცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული ლოკომოტივობა ისტორიას ჩაბარდა. ლოკომოტივი გერმანიის ეკონომიკა შავ დღეშია. განსაკუთრებული ჩავარდნებია ავტომშენებლობაში, ქიმიურ მრეწველობაში.
გერმანიის ეკონომიკის აღორძინებას წლები დასჭირდება და დიდი ინვესტიცია, ფულის მოზიდვა, რაც ასევე პრობლემურია. ერთადერთი გზა — საკუთარი მოსახლეობის ჯიბეებში ხელის ჩაყოფაა. საკუთარი მოსახლეობისთვის დაწესებული სოციალური შეღავათების გაუქმებაა.
სოციალური შეღავათების თვალსაზრისით გერმანია მოწინავე იყო მსოფლიოში. მერცმა, ნაცვლად პრაგმატული ფინანსური პოლიტიკისა განაცხადა, რომ გერმანიის არმია უძლიერესი უნდა გახდეს ევროპაში და ამისთვის საყოველთაო სამხედრო აღრიცხვიანობის დაწესება შემოიღო — არა პური, არამედ იარაღი.
მერცი, ფაშისტი წინაპრების შთამომავალი, ისურვებდა მძლავრ ბუნდესვერს, რომლის რაოდენობა დღეს 80 ათასია. მერცს სურს რაოდენობის 350 ათასამდე გაზრდა, მაგრამ სახსრები?
სოციალური შეღავათების გაუქმება.
მერცი გაცილებით პროუკრაინულია, ვიდრე მისი წინამორბედი. მიუხედავად ეკონომიკური ჩავარდნებისა, ის უკრაინას ყოველწლიურად არაერთ მილიარდ ევროს გადასცემს, რაც დაადასტურა კიევში ჩასულმა მისმა მოადგილემ, ანუ ვიცე-კანცლერმა.
ზელენსკისადმი მხარდაჭერაში გამოირჩევიან საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მელონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სტარმერი, ევროკავშირის ლიდერი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ნატოს გენერალური მდივანი რიუტე. ყველა ისინი მზად არიან დიდხანს აომონ უკრაინა რუსეთთან, მიუხედავად იმისა, რომ ეს დაპირისპირება მძიმედ მოქმედებს თვით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე.
სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს განიცდიან საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი. ამ ქვეყნების ლიდერების რეიტინგი დაბალია, განსაკუთრებით მაკრონის. მიუხედავად ამისა, ისინი სისტემატურად იკრიბებიან უკრაინის თემის განსახილველად, რუსეთის დასაგმობად, მაგრამ ქმედითი ზომები არ ჩანს.
დასავლეთი რახანია აცდენილია კაცობრიობის განვითარების რეალურ გზას, რაც გამორიცხავს „თეთრი“ დასავლელების, სხვაზე დომინირებას. ევროპელები — კოლონიზატორული ფილოსოფიიდან გამომდინარე, იხილავენ არსებულ რეალობას და ვერ ითვალისწინებს, რომ მათი ძველებური პოლიტიკა კრახს განიცდის. ისინი ვერ ხვდებიან, რომ წარმატება, რომელიც მათ ჰქონდათ რუსულ იაფ გაზზე იყო დაფუძნებული და ამერიკული უსაფრთხოების ე.წ. ქოლგაზე, რომელიც ვაშინგტონმა გადააფარა მათ საკუთარი ფინანსებით.
ტრამპმა სხვა თამაშის წესები დაუწესა ევროპას — გინდათ უსაფრთხოება — გაზარდეთ თქვენი სამხედრო ხარჯები 5%-მდე, შეისყიდეთ აშშ-ი დამზადებული იარაღი და სადაზვერვო ინფორმაცია — აუცილებელი თავდაცვისთვის.
ევროპამ იფართხალა — ვერ შევიძენთო, მაგრამ დაეთანხმა 5%-იან ზრდას, ისე, როგორც 15%-იან ტარიფებს აშშ-ი შეტანილ ევროპულ საქონელზე.
აშშ-ი ხედავს, რომ თანამედროვე მსოფლიო თამაშში მას ევროკავშირის პარტნიორობა აფერხებს, მითუმეტეს ევროკავშირის აკვიატებული იდეა უკრაინის დახმარებისთვის.
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გამგზავრების წინ ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ მიზანი ვიზიტისა არის ფინეთის, ბალტიისპირა ქვეყნების, პოლონეთის, რუმინეთის, ბულგარეთის ერთ მუშტად შეკვრა მათი მოკავშირის, ევროკავშირის მომავალი წევრის უკრაინის დასახმარებლად — ტერორისტის, რომელმაც რეალურად ქვეყნის სახელი კარგა ხანია დაკარგა და კორუფციის, ნეოფაშიზმის წუმპედ იქცა.
ევროკავშირი, თავისი აკვიატებული უკრაინული თემით ტრამპსაც უპირისპირდება — საქმით და არა სიტყვით. სიტყვით, ის ტრამპს უკანალში უძვრება.
პოლიტიკოსი, თუ ის მართლაც პოლიტიკოსია, სისტემატურად უნდა ფლობდეს პოლიტიკური ცხოვრების ინფორმაციას, აანალიზებდეს მას და საკუთარ ქვეყანას არგებდეს. სამწუხაროდ, ასეთს საქართველოში ადგილი არ აქვს. მიზეზი ამისა მრავალია. უპირველესად გაუნათლებლობა, ბაქი-ბუქობა, საკუთარი გამდიდრების უზომო სურვილი. არც ერთი დასახელებული მანკიერება უცხო არ არის მმართველი პარტიისთვის. ამ მანკიერებას ერთიც ემატება, მთავარი — უფროსისადმი მორჩილება.
უფროსი — ივანიშვილია და არა საქართველო. არადა საქართველო და მისი ხალხი უნდა იყოს პოლიტიკოსის „უფროსი“, ვინაიდან ის ირჩევს მას, თუმცა ვცდები — ივანიშვილი არჩევს ადამიანს, რომელსაც ხალხს წარუდგენენ ასარჩევად. და ისიც, დაუფიქრებლად ირჩევს.
ივანიშვილის მიერ შერჩეული პოლიტიკოსი ივანიშვილის მსახურია და არა ხალხის, ქვეყნის. აი, ასეთი „პოლიტიკოსებით“ არის გაჯერებული ქართული „ოცნება“. ერთ-ერთმა პარლამენტარმა, ზარქუამ, მოკლე განცხადებაში იმდენი ერთმანეთთან საწინააღმდეგო მოსაზრება გამოთქვა, თავი დამამახსოვრა.
საზოგადოებამ იცის, რომ 13 სექტემბერს ოპოზიციური 8 პარტია საპროტესტო გამოსვლას გეგმავს. აღნიშნულთან დაკავშირებით ზარქუამ ბრძანა, რომ რუსეთი აფინანსებს ამ გამოსვლას, მას სურს „ფერადი რევოლუციის“ აგორება საქართველოშიო.
ზარქუას განცხადება სენსაციურია, აღმოჩენაა საერთაშორისო პოლიტიკაში.
რუსეთისთვის ჯერ არვის დაუბრალებია „ფერადი რევოლუციის“ მოწყობა. ზარქუამ აღმოაჩინა, რომ ეს ასეა. ზარქუამ ისიც აღმოაჩინა, რომ IRI წყალობს ოპოზიციას, რომელიც გამოსვლას აწყობს. რა გამოდის IRI და კრემლი შეკრულები არიან?
IRI, NDI-სთან ერთად აკრძალულია რუსეთში. გარდა ამისა თვით რუსეთი იყო არშემდგარი „ფერადი რევოლუციის“ ობიექტი მრავალი წლის განმავლობაში.
ზარქუას ეს შეუთავსებლობა უცოდინრობით მოსდის, თუ შეგნებულად — დასავლეთისთვის კოჭის გასაგორებლად და იმის სათქმელად — თქვენ კი არ გადანაშაულებთ, არამედ რუსეთსო.
„ფერადი რევოლუციის“ ავტორი დასავლეთია, ის ევროატლანტიკური სივრცე, სადაც „ოცნებას“ სურს შესვლა და ამის შესახებ კონსტიტუციაშიც ჩაწერა.
ზარქუას ალბათ იმის თქმაც უნდოდა — ოპოზიცია პრორუსობას რომ გვაბრალებს, ტყუილია. ჩვენ, რომ პრორუსები ვიყოთ, „ფერად რევოლუციას“ კრემლი ხომ არ დაგეგმავდაო.
და აი, ამ აბრაკადაბრას ფონზე 31 აგვისტოს ჩინეთში დაიწყო მუშაობა „შოსმა“ — შანხაის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების ყოველწლიურმა შეკრებამ, რომელშიც მრავალი ქვეყნის მეთაური იღებს მონაწილეობას, მათ შორის აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებიც. ჩვენ?
ადგილობრივ არჩევნებზე ვლაყბობთ და ქარის წისქვილებს ვებრძვით.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
31/08/2025