სიურპრიზი მეზობლებისგან

არის ასეთი გადაცემა „ვრემია პოკაჟეტ“ — რუსეთის ტელეარხზე, რომელსაც „1“-იანი აწერია. გადაცემა საზოგადოების არხის ერთ-ერთი პოპულარული, პოლიტიკური თოქ-შოუა, რომელშიც, გარდა რუსი პოლიტიკოსებისა და მეცნიერებისა, მონაწილეობას ღებულობენ უცხოელი ექსპერტები, მათ შორის ამერიკელი.
5 აგვისტოს პროგრამაში, გარდა რუსი ექსპერტებისა, მონაწილეობდა ამერიკელი მაიკლ ბოუმი — ჟურნალისტი, რომელიც კარგა ხანია რუსეთში ცხოვრობს და რუსულ ენასაც ფლობს.
მაიკლ ბოუმი რუსული სხვა არხების პოლიტიკური თოქ-შოუების ხშირი სტუმარია, რომლის დროს ის ხელიდან არ უშვებს შანსს გალანძღოს რუსეთის პოლიტიკა, საბჭოური პერიოდი. ის, არც ამერიკელ პოლიტიკოსებს ინდობს, განსაკუთრებით პრეზიდენტ ტრამპს, რომელსაც ვერ იტანს. რაც შეეხება ამერიკელ „დემოკრატებს“ (პარტია მაქვს მხედველობაში) — მაიკლი პოზიტიურად აღიქვამს.
პოზიტიური იყო მისი დამოკიდებულება აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ბაიდენის მიმართ.
მაიკლის ისტორია იმისთვის მოგიყევით, რომ მეთქვა გაუგებარი რუსული დემოკრატიის შესახებ. ერთხელ დავწერე და გავიმეორებ — რუსეთის ე.წ. სამთავრობო ტელეარხების თოქ-შოუებში ნებისმიერი ქვეყნის პოლიტოლოგი, ექსპერტი იღებს მონაწილეობას — რუსეთის კრიტიკით.
მსგავსს ადგილი არ აქვს არც ერთ დასავლეთის ტელეკომპანიაში, დემოკრატიულში, სიტყვის თავისუფლების დამცველში. რასაც ადგილი აქვს დასავლურ მედიასივრცეში, რუსული ტელერადიო გადაცემების აკრძალვაა და არა მარტო ტელეგადაცემების, არამედ რუსული კლასიკოსების (მწერლები მყავს მხედველობაში) წიგნების, ადგილობრივი ჟურნალისტების სამსახურიდან დათხოვნა, ვინც რუსეთზე დადებითს იტყვის, ვინც უკრაინაში მიმდინარე ომში დასავლეთს და უკრაინას კიცხავს.
რუსეთის მედიას საქართველოს „პოლიტიკოსები“ და საზოგადოება რუსული რეჟიმის, პუტინის ლაქიად აღიქვამს და თვლის, რომ ის რუსული აგრესიული პოლიტიკის მხარდამჭერია.
ბოუმისა და მისი უცხოელი კოლეგების შემხედვარეს შემიძლია გულწრფელად ვთქვა — „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“. არც ერთი რუსი ჟურნალისტი, არც ერთი დასავლურ მედიაში და ბოუმი, მისი უცხოელი კოლეგები — ყველა რუსულ არხზე.
5 აგვისტოს გადაცემის დროს წამყვანმა ჟურნალისტმა, კუზიჩევმა გაიხსენა აშშ-ს მიერ ჰიროსიმასა და ნაგასაკის ბირთვული იარაღით დაბომბვა. და გაიხსენა იმიტომ, რომ 6 და 9 აგვისტოს ჰქონდა ასეთს ადგილი — 80 წლის წინ.
კუზიჩევმა ჰკითხა ბოუმს — თვლის თუ არა აშშ-ი ჰიროსიმის და ნაგასაკის განადგურებას დანაშაულად და აპირებს თუ არა ამერიკა ამ ბარბაროსული აქტის გამო ბოდიშის მოხდას.
ბოუმმა, არც აცია და არც აცხელა — უმალ უპასუხა ცინიკურად — ისევ „დეშოვი“ საკითხის წინ წამოწევა — თქვენ რომ „გოლოდომორი“ მოაწყვეთ უკრაინაში, ამაზე რას იტყვითო და დაისაჯა თუ არა ამისთვის ვინმეო. ეს, ხომ დანაშაული იყოო და ა.შ.
გაოცებული ვუყურებდი თოქ-შოუს, ასეთს უდავოდ არ ველოდი დემოკრატიული ქვეყნის ჟურნალისტიდან, რომელმაც ჰიროსიმა-ნაგასაკის ბირთვულ განადგურებას „დეშოვი“ ისტორია უწოდა.
ჩემდა სამწუხაროდ, თოქ-შოუში მონაწილე არც ერთ რუს ექსპერტს ამ სიტყვისთვის არ გაუკრიტიკებია ბოუმი. ნაცვლად, მათ დაუწყეს შეგონება, თუ რამდენად მიუღებელი იყო აშშ-ს მაშინდელი პრეზიდენტის ტრუმენის გადაწყვეტილება — პირველად კაცობრიობის ისტორიაში ხალხზე გამოეცადა ბირთვული ბომბები.
ჰიროსიმაში ჩამოგდებულმა ბომბმა 80000 კაცი მოკლა. მეორე, რომელიც მიწაზე არ დავარდნილა — პროექტის დაცვით ჰაერში აფეთქდა — 60000 კაცი იმსხვერპლა. საერთო ჯამში ამ ორ პატარა ქალაქის დაბომბვამ — გარდაცვლილთან და დასახიჩრებულთან ერთად 400000-ს გადააჭარბა.
არათუ დაზარალებულმა იაპონიამ, არამედ მსოფლიომ არ იცოდა, როგორ უნდა მოქცეოდნენ დამწვარ, მაგრამ ჯერაც ცოცხალ ადამიანებს. არ იცოდნენ, რომ მათთან კონტაქტი, საერთოდ იმ ტერიტორიაზე ყოფნა მძიმე დაავადების „ლეიკემიის“ გამომწვევი იქნებოდა.
იყო თუ არა საჭირო ბირთვული ბომბებით ჰიროსიმასა და ნაგასაკის განადგურება?
იაპონია — მილიტარისტული სახელმწიფო, ჩინეთის, შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების ამაწიოკებელი, ფაშისტური გერმანიის მოკავშირე 1945 წლის აგვისტოს, დამარცხებული გერმანიის შემხედვარე, მალე დაჰყრიდა ფარხმალს, მითუმეტეს საბჭოთა წითელი არმიის მის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედების დაწყების შემდეგ.
დიახ! იაპონია ომის დამნაშავე იყო, მაგრამ ძალადაკარგული — მზად კაპიტულაციისთვის. ასეთის სამაგალითო დასჯა — უამრავი ადამიანის დახოცვით — დანაშაულია.
არც ჰიროსიმა და არც ნაგასაკი — იმდროინდელი პატარა ქალაქები არ უნდა ყოფილიყვნენ დაბომბვის სამიზნეები, ვინაიდან არც ერთში სამხედრო ობიექტები არ იყო.
იაპონიის ამ ორი ქალაქის დაბომბვამდე სამი მოკავშირიდან, ორმა — აშშ-ა და დიდმა ბრიტანეთმა 1945 წელს გერმანიის ქ. დრეზდენი დაბომბეს. იქაც არავითარი სამხედრო ობიექტი არ ყოფილა. მაშ, რა იყო მიზანი დაბომბვისა?
ორივე შემთხვევაში მესამე მოკავშირის — სსრკ-ს დაშინება. დაბომბვის ინიციატორმა აშშ-ს პრეზიდენტმა ტრუმენმა, ჰიროსიმა-ნაგასაკის შემდეგ, საბჭოთა ქალაქების ბირთული დაბომბვის პროექტი შეიმუშავა. და ალბათ რეალიზაციასაც მოახდენდა საკმარისი რაოდენობის ბირთვული ბომბის ქონის შემთხვევაში.
1949 წელს საბჭოთა კავშირმა გამოსცადა მისთვის პირველი ბირთვული ბომბი, რამაც წერტილი დაუსვა აშშ-ს პრიორიტეტულობას. აშშ-ი, მიუხედავად დიდი სურვილისა გაენადგურებინა საბჭოთა ქალაქები, მათ შორის თბილისიც, ამას ვეღარ შეძლებდა საბჭოთა ატომური იარაღის გამოცდის შემდეგ.
ბირთვული იარაღის გამანადგურებელი ძალა იაპონელებმა გამოსცადეს თავიანთ თავზე — მას შემდეგ, ყოველი წლის 6-9 აგვისტოს სამგლოვიარო ცერემონიალი იმართება ჰიროსიმასა და ნაგასაკში, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ იაპონიის მთავრობის წარმომადგენლები, პრემიერ-მინისტრი, უცხოელი სტუმრები.
ანალოგიურს ჰქონდა ადგილი წელსაც.
სამგლოვიარო ცერემონიალზე სიტყვა წარმოთქვა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, ჰიროსიმას მერმა. არც ერთ მათგანს არ უთქვამს ვინ ჩამოაგდო ბომბები.
იაპონიაში ბომბების ჩამოგდებაზე არვინ ლაპარაკობს. სკოლის სახელმძღვანელოში შეტანილია ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვა, მაგრამ არ წერია ვინ განახორციელა ეს ბარბაროსული აქტი. იაპონელებს ერიდებათ თქვან, რომ აშშ-ია ის შემოქმედი, ვინც გაიმეტა იაპონელები — ერთდროულად, მასობრივად.
80 წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ ამერიკის ხელისუფლებას არასდროს მოუხდია ბოდიში ამ ბარბაროსული აქტის გამო. პირიქით, თავს იმართლებს — ბომბები რომ არ ჩამოგვეგდო, ომი არ დასრულდებოდა და ვინ იცის, რამდენი ამერიკელის, იაპონელის სიცოცხლე შეეწირებოდა.
ანალოგიური მოსაზრება გაგვიზიარეს ამერიკულმა გაზეთებმაც. რომ არა ბირთვული დაბომბვა, მსხვერპლი მილიონზე მეტი იქნებოდაო. ისინი არაფერს წერენ იაპონიის იმპერატორის განცხადებაზე — ბირთვული იარაღის გამოყენებამდე, ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
იაპონიის ქალაქების დაბომბვის ისტორია პრეზიდენტმა ტრამპმაც გაიხსენა და შეადარა მის მიერ ირანის ბირთვული კვლევის ცენტრების დაბომბვას, რასაც მან „მშვიდობის, ძალით დამყარება“ უწოდა — ნახეთ, რა მაგარი ვარ, დავბომბე ირანის ბირთვული კვლევის ობიექტები და ისრაელ-ირანის ომიც შევაჩერეო.
ტრამპის „მშვიდობის მტრედობა“ თეთრი სახლისა და ადმინისტრაციის უმთავრესი მსჯელობის საგანია. და არა მარტო მსჯელობის, არამედ მოწოდების — განა ასეთი პრეზიდენტი არ უნდა იყოს ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგშიო.
თეთრი სახლის სპიკერმა ქეროლაინ ლევიტმა ბრძანა — ტრამპმა 6 ომი შეაჩერა თავისი სატელეფონო ზარებით და ასეთი პრეზიდენტი აუცილებლად იმსახურებს ნობელის პრემიასო.
პრეს-სპიკერის განცხადება პირდაპირი დავალებაა ნობელის პრემიის კომიტეტისთვის, რომ გაითვალისწინოს და შეასრულოს თეთრი სახლის სურვილი.
ტრამპის უმთავრესი მიზანი — ნობელის პრემიის მიღებაა, ამიტომაც იღვწის რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადებისთვის. მისი მიზანია მსოფლიომ ტელეეკრანებზე იხილოს კადრი პუტინი და ზელენსკი, შუაში ტრამპი — სამივე გაღიმებული სახით სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.
მთავარია სატელევიზიო სურათი. რა იქნება მის შემდეგ ან რამდენად მყარი გამოდგება ხელშეკრულება — ტრამპს არ ანაღვლებს.
მშვიდობის მომტანი უკრაინის მიწაზე, 6 სამშვიდობო შუამავლობას, მეშვიდეს მიუმატებს — რუსეთ-უკრაინის სახით.
რას მიიღებს რუსეთი თავის საზღვრებთან ნეოფაშისტური უკრაინის სახით, რომელიც ხელშეკრულების შემდეგ ძალას მოიკრებს და ისევ დაიწყებს ომს — ტრამპს არ დააინტერესებს — უკვე ნობელის პრემიის ლაურეატს.
ტრამპი ნარცისია. მას თავისი თავი ზომაზე მეტად უყვარს და ეს სიყვარული პოლიტიკაზეც გადააქვს. დარწმუნებული ვარ რა გულმოდგინებით შეჰყურებს ის თავის თავს სარკეში?!
ტრამპს, მიუხედავად თავისი მოულოდნელობით აღსავსე გადაწყვეტილებებისა, დიდი წინააღმდეგობა არ ხვდება მოკავშირეებიდან. ისინი დააშინა, ფინია ძაღლებად აქცია, ისეთებად, შეყეფვასაც რომ ვერ უბედავენ.
სხვა საკითხია რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, ირანი, ჩრდილო კორეა, … ისინი არ ეგუებიან ტრამპის გადაწყვეტილებებს, თუმცა მკვახედ, რასაც ტრამპი უდავოდ იმსახურებს, არ პასუხობენ. კრიტიკის შემცველი მოკლე სიტყვის ან წინადადების ნაცვლად იმდენ სიტყვასა და წინადადებას ხარჯავენ კრიტიკული აზრის გასანეიტრალებლად, ვერვინ რომ ვერაფერს იგებს.
სხვათა შორის, ასე გაუგებრად და ზედაპირულად აკეთებს ხოლმე განცხადებებს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი პესკოვიც. ტრამპის სპეცწარმომადგენლის უიტკოფის მოსკოვში ჩასვლამდე მან დაადასტურა ვიზიტის თაობაზე, რასაც მოჰყვა ისეთი უხვსიტყვიანობა, თანაც ქათინაურებით აღსავსე აშშ-ს მიმართ, თითქოს ისტორიულ მოკავშირეზე, მეგობარზე საუბრობდა. არადა, წინა დღეს ტრამპმა თქვა, რომ პუტინით უკმაყოფილოა და სანქციებს დაუწესებს ყველა იმ ქვეყანას, ვინც რუსეთთან ივაჭრებს ნავთობით, გაზით და სხვა ენერგოპროდუქტით.
ტრამპის მუქარის ფონზე პესკოვის გასაპნული განცხადება, აშშ-ს უკანალში შეძრომის მცდელობად მომეჩვენა, რაც რუსეთს არ სჭირდება — ქვეყანას, რომელიც ბევრი სასიცოცხლო პარამეტრით სჯობნის აშშ-ს.
უიტკოფის, პუტინთან სამსაათიანმა საუბარმა გაჭრა. და გაჭრა იმ თვალსაზრისით, რომ ტრამპ-პუტინის პირისპირ შეხვედრა გაიმართება მომავალ კვირას. მსოფლიო იხილავს ორი პრეზიდენტის ვიდეო-პორტრეტს ტელეეკრანზე. ტრამპი იტყვის, რომ მშვიდობის დამყარებისთვის იღვაწა, რითაც ნობელის პრემიის ყულაბას მნიშვნელოვანი შესაწირი შემატა.
ზელენსკი? — იკითხავთ.
ზელენსკი ტრამპმა გაუშვა იქ, სადაც ქართველები ვუშვებთ ხოლმე ჟარგონზე — ტრ… არ მითხრათ, გასაშვები არ არისო. არის და უფრო მეტიც. ზელენსკი, ის პრეზიდენტია, რომელმაც ბრიტანელთა გათვლით 1,8 მილიონი ადამიანი შესწირა რუსეთთან ომს — ებრაელმა ზელენსკიმ!!!
და ნაცვლად იმისა, რომ პუტინს ეხვეწებოდეს ომის შეწყვეტას და საკუთარი მაგალითით არწმუნებდეს მას, რომ მზადაა სამარადისო მშვიდობისთვის, გახელებული აცხადებს — ომს არ შეწყვეტს და იბრძოლებს გამარჯვებამდე.
3 წლის წინ უკრაინელთა 70% აცხადებდა, რომ გააგრძელებდა ომს. ამერიკული „გელპის“ გამოკითხვის მიხედვით, დღეს მხოლოდ 20%-ია ასეთი.
იკითხავთ — რატომ არ უნდა ზელენსკის ომის შეწყვეტა.
პასუხი — იმიტომ, რომ ომი დიდი ფულია. უკრაინა — საომარი მოქმედების თეატრი, როგორც სამხედრო ექსპერტები ამბობენ, მართლაც თეატრია ზელენსკისა და მისი ნეონაცისტური ბანდისთვის. ყველა მათგანს, მათ შორის ზელენსკის არაერთი სახლი, სასახლე, ციხე-სიმაგრე აქვთ შეძენილი ევროპის ქვეყნებში. ყველა მათგანის ხელმრუდობა ცნობილია ევროპელი პოლიტიკოსებისთვის, ისე, როგორც ამერიკელებისთვის, მაგრამ „ხელი, ხელს ბანს, ორივე პირს“ პოლიტიკამ მუნჯად აქცია ისინი. ომს მათთვისაც დიდი ფული მოაქვს.
8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთმა გაიხსენა 17 წლის წინანდელი ომი და პატივი მიაგო დაღუპულ მებრძოლების საფლავებს. ერთი დღით ადრე, თბილისშიც მოაწყვეს მსვლელობა-მიტინგი რუსეთის აგრესიის დასაგმობად, რასაც ადგილი ჰქონდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. მოვისმინე საქართველოს პრემიერ-მინისტრის კობახიძის განცხადება — აგრესორი იყო სააკაშვილი, რომელმაც დაიწყო ომი.
კობახიძე მართალია. მისი ნათქვამი სიმართლეა. მაგრამ გამეორებაა იმისა, რაც ევროკომისიის საგამოძიებო ჯგუფმა — დიპლომატ ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით, საკითხის სიღრმისეული შესწავლის შემდეგ ჩაწერა მოხსენებით ბარათში — ომი საქართველომ დაიწყო.
ანალოგიური და უფრო უარესიც განაცხადა გაერომ. უფრო მეტიც — ომი, რომ საქართველომ დაიწყო სააკაშვილის წარგზავნილებმაც დაადასტურეს შესაბამის დოკუმენტზე ხელის მოწერით.
ერთ-ერთმა ოპოზიციურმა ტელეკომპანიამ გამოაქვეყნა ვიდეო-მასალაც 2018 წლის, რომელზეც აღბეჭდილია კობახიძის გამოსვლა, სადაც ის ამბობს, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, ის გეგმავდა აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და ა.შ.
კობახიძე ტყუოდა, მიუხედავად იმისა, რომ ტალიავინის დასკვნაც იცოდა და სხვა მრავალიც. კობახიძის 2025 წლის აგვისტოს განცხადება კარდინალური შემობრუნებაა სიმართლისკენ, მაგრამ მარტო მისი შემობრუნება საქმეს ვერ უშველის, ანუ ანტირუსულად ტვინგადაბრუნებულ საზოგადოებას დასავლეთის მიერ ჩაბეჭდილ რუსოფობიას ვერ ამოაშლევინებ ტვინიდან. მას მუდმივი მედიური გაშუქება სჭირდება, ისეთი, როგორიც დღემდე არის — რუსოფობიური. ხელისუფლებას შეუძლია ამის გაკეთება, მას ყველა ბერკეტი აქვს ხელში — ცხადია მედიური. ის ვალდებულია ხალხს უთხრას სიმართლე — ვინ იყო აგრესორი.
ოპოზიციურმა ტელეკომპანიამ პარლამენტის ვიცე-სპიკერის წულუკიანის ძველი ვიდეო-მასალა გაუშვა ეთერში, სადაც წულუკიანი დუჟმორეული აცხადებდა, რომ დასავლეთს საქართველო არ უნდა აგინებდეს, ვინაიდან დასავლეთმა გაგვიწია დახმარება, გვაჭამა-გვასვა, ფეხზე დაგვაყენა, მრავალი სიკეთე გვარგუნა.
დღევანდელი წულუკიანი საწინააღმდეგო პოზიციაზეა. წულუკიანისეული მოსაზრება კეთილი დასავლეთის მიმართ ბევრს აქვს, რაც მსოფლიო ისტორიის არცოდნით არის გამოწვეული.
დიახ! საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, მათ შორის საქართველოს „კეთილი“ დასავლელები კალიებივით შეესივნენ.
იმჟამინდელ საქართველოს, შიდა ომით გავერანებულს, ერთმანეთთან და რუსეთთან დაპირისპირებულს, მშიერს მართლაც სჭირდებოდა დახმარება, რაც დასავლეთმა გაგვიწია — ჯინსებზე და საღეჭ რეზინებზე მეტი, მაგრამ არა ისეთი, სერიოზულად რომ ფეხზე დავმდგარიყავით, თუმცა ის, რომ დასავლეთმა ეს არ გააკეთა, ჩვენი „პოლიტელიტის“ დამსახურებაა.
იმჟამად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორად ვმუშაობდი და დასავლელები, რომლებიც საქართველოში რაღაც პროექტებს ახორციელებდნენ, სისტემატურად მაკითხავდნენ — მთელი რიგი საკითხების მოსაწესრიგებლად. ერთ-ერთ მათგანთან, გერმანელთან მეგობრული ურთიერთობები ჩამომიყალიბდა, რამაც მას მისცა საშუალება გულახდილი საუბრისა — „გასაოცარი ხალხი ხართ ქართველები, წილში ჩაჯდომას რომ მთხოვთო. იმას, რასაც ჩვენ გიკეთებთ, საჩუქარია თქვენთვის და ასეთ დროს წილში ჩაჯდომაო?
დასავლელებმა მალე აუღეს ალღო აქაურობას, საქმიანი ხალხი გაეცალა საქართველოს და დარჩნენ ისინი, ვინც დავალებას ასრულებდა — საკუთარი ქვეყნების სპეცსამსახურებისა. მიზანი მათი იყო და არის მცირე დანახარჯით მოსახლეობის გადაგვარება, ანტირუსულად დარაზმვა, რუსეთის დასუსტება სამხრეთიდან, საბოლოო ჯამში ამ სახელმწიფოს დაშლა.
დასავლეთი საქართველოს იყენებდა და იყენებს ანტირუსულ პლაცდარმად. ცხელი წერტილის შექმნის კერად, რასაც მიაღწია კიდევაც — 2008 წლის ცხინვალის ომით, რომელიც სააკაშვილმა დაიწყო, აშშ-ს და დასავლეთის წაქეზებით.
მედიის საშუალებით მოვისმინე საქართველოში აკრედიტებული დასავლელი დიპლომატებისა და მათი მთავრობების „გულის ამაჩუყებელი“ განცხადებები — 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ყველა ისინი, როგორც ერთი გმობენ რუსეთის აგრესიას და მოითხოვენ მედვედევ-სარკოზის შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულებას.
ინგლისის ელჩმა ქართულადაც მოგვმართა. განა, მათ არ იციან ვინ დაიწყო ომი?!
იციან, მაგრამ ჩვენს გასახარად გულს გვიკეთებენ ტრაფარეტული სიტყვებით — საერთაშორისო საზოგადოება რომ გმობს, რომ წუხს და ა.შ.
17 წელი ვისმენთ ამ ზღაპრებს და გვგონია დასავლეთი გვიშველის. არ გვიშველის, ვინაიდან ამის სურვილი მას არ აქვს. რომც ჰქონდეს, როგორ გვიშველოს? აფხაზეთში შევარდება და უბრძანებს საქართველოში დაბრუნდითო?! და ის აფხაზი არ გამოაპანღურებს?!
აფხაზეთთან დაკავშირებით ერთ პუბლიკაციას, უფრო სწორად ინტერვიუს გავეცანი ა.წ. ივნისში. 1992 წლის ომს ეხება. ცნობილი აფხაზი ბოლშევიკის ნესტორ ლაკობას შვილიშვილი იხსენებს აფხაზეთთან ომის პერიპეტიებს, ტყვეების გაცვლას. ქართული მხარის წარმომადგენლებს, მათ შორის პაატა ზაქარეიშვილს უთქვამთ — გაგრის სტადიონზე აფხაზები და ჩეჩნები ქართველთა მოჭრილი თავებით ფეხბურთს თამაშობდნენო.
ლაკობას ისინი არძინბასთან მიუყვანია, რომელმაც თავისი თანაშემწე გააყოლა მათ ამ საკითხის ადგილზე გასარკვევად. სტადიონის სიახლოვეს მცხოვრებმა ქართველებმა განაცხადეს, რომ მსგავსი რამ მათ არ უნახიათ.
სხვათა შორის, ზაქარეიშვილმა, მინისტრობის დროს აღნიშნა ამ ჭორის შესახებ, რაზეც ლაკობამ მადლობა გადაუხადა ინტერვიუში.
გამაოცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებამ 17 წლის წინანდელ ომთან დაკავშირებით იმიტომ, რომ საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობათა აღდგენისთვის ლახვარია ჩაცემული. ტექსტი იმპერატიულია, ულტიმატუმის შემცვლელი — გააუქმეთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, შეასრულეთ მედვედევ-სარკოზის შეთანხმების ყველა პუნქტი და ა.შ.
წინა სტატიაში მოგახსენეთ დიპლომატ ჩეჩელაშვილის ნათქვამის თაობაზე, რომელიც იგივეა, რაც სამინისტრომ გაასაჯაროვა.
არც ერთი წინ გადადგმული ნახევარი ნაბიჯიც კი. ხელისუფლებას იმ ჯარისკაცის პოზიცია უკავია, რომელიც მტრის შიშით სანგრიდან ვერ ამოდის.
ხელისუფლებას, როგორც ჩანს არ აინტერესებს მეზობელ რუსეთთან პოლიტიკური კავშირების აღდგენა, მაშინაც კი, როდესაც სამხრეთ კავკასიაში, ჩემი პირადი ანალიზით, უმძიმესი პოლიტიკური ვითარებაა შექმნილი, რასაც აღვივებს აშშ-ს საქმიანობა.
ტრამპის ადმინისტრაციამ ახალი რამ მოიფიქრა სომხეთ-აზერბაიჯანთან მიმართებაში — ნახიჩევან-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი სახმელეთო გზის გაკონტროლების სახით.
გასამხედროებული არასამთავრობო ორგანიზაცია ითავებს ამ გზის გაკონტროლების საქმეს 99 წლის განმავლობაში. გზა სომხეთისაა, თუმცა თეთრ სახლში აზერბაიჯანისა და სომხეთის მეთაურების მიერ დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ — ტრამპის თანდასწრებით, ის ამერიკისა გახდება — 32 კმ-ის სიგრძის ზანგეზურის დერეფანი.
აშშ-ს სამხედროების — 1000 კაცის ამიერკავკასიაში შემოსვლა, თანაც ერთი საუკუნით, ნიშნავს არა მარტო სამხრეთ კავკასიის გაკონტროლებას, არამედ ახლო აღმოსავლეთის, ირანის, ცენტრალური აზიის, ჩინეთის და რაც მთავარია რუსეთის, რომელსაც მოუწევს სომხეთის გიუმრიის სამხედრო ბაზის დატოვება.
მარტო ბაზის? იქნებ სამხრეთ კავკასიის?!
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ალიევის დღევანდელი პოლიტიკა რუსეთის მიმართ არის მტრული. ანალოგიურია ფაშინიანის დამოკიდებულებაც, რაც დამტკიცდა კიდევაც მათი საქციელით თეთრ სახლში ტრაპთან შეხვედრის დროს. ალიევმა ისე გაისაპნა თავი და ტრამპის დუმებში შეჰყო, რომ მხოლოდ ფეხის ტერფები ჩანდა. მისი სიტყვის შინაარსი ასეთი იყო — ოოო! დიდო ხელმწიფევ, იმპერატორო, მსოფლიოში მშვიდობისთვის მებრძოლო, თუ არა შენ, სხვა ვინ უნდა იყოს ნობელის პრემიის ლაურეატი?!
ალიევის მლიქვნელობა მარტო აზერბაიჯანს რომ ვნებდეს, კიდევ არაფერი, მაგრამ ვნებს რეგიონს, მათ შორის საქართველოს. მახსოვს, სომეხი პოლიტოლოგის მიერ საყვედურით ნათქვამი სიტყვები საქართველოს ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით, შევარდნაძის მმართველობის დროს — თქვენ რომ ნეიტრალიტეტზე ალაპარაკდით, მეზობლებს რატომ არაფერი უთხარითო.
ვაშინგტონის ხელშეკრულების თაობაზე არათუ ჩვენ, არამედ რუსეთის სპეცსამსახურებმაც არაფერი იცოდნენ — ფაქტის წინაშე დაგვაყენეს ალიევ-ფაშინიანმა.
აშშ-ს 99 წლით შემოსევა სამხრეთ კავკასიაში მძიმე შედეგს მოიტანს. მაშინ არც ალიევი იქნება და არც ფაშინიანი, მაგრამ იქნება აშშ-ი — კავკასიაში მონავარდე, რასაც ვერც რუსეთი, ვერც ირანი და ვერც ჩინეთი ვერ აიტანს. აუტანლობა კი მუდმივი კინკლავის და დაძაბულობის წყარო იქნება, რომელიც იოლად გადავა სამხედრო დაპირისპირებაში.
15 აგვისტოს გაიმართება აშშ-სადა რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ალიასკაზე. მოლაპარაკების ერთ-ერთი თემა უკრაინაც იქნება და არა მარტო. რას მოუტანს მსოფლიოს ამ ორის დიალოგი — ძნელი გამოსაცნობია, ვინაიდან ტრამპის პოლიტიკა, მარტის თვის მსგავსად ცვალებადია.
გავიხსენოთ რამდენ შეხვედრას ჰქონდა ადგილი აშშ-სსრკ-ს, შემდეგ რუსეთს შორის?! რა მოიტანეს ამ შეხვედრებმა?
საბჭოთა კავშირის დაშლა! სწორედ საბჭოეთის დაშლას უკავშირდება უკრაინის ომი. აშშ-ს პოლიტიკის ნაყოფია იქ მიმდინარე ვითარება. აშშ-ს და ევროკავშირის ლიდერების მიერ წაქეზებული ზელენსკი ლიდერობასაც დაკარგავს და უკრაინაში ცხოვრების შანსს, თუმცა მას ეს ნაკლებად ანაღვლებს. ვინც უნდა ინაღვლოს უკრაინა და იქ მცხოვრები ხალხებია — ზელენსკის და დასავლეთის წყალობით შეკვეცილი, დაბეჩავებული, გაპარტახებული.
რა გაეწყობა, ასეთია მგლის წინ მოკუნტრუშე კრავის ბედი. ზელენსკის კრავობისა არაფერი ეტყობა. ის უფრო მგელია უკრაინელებისთვის — დასავლელი მწვრთნელების მიერ გატუტუცებული.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
10/08/2025