17.03.2025

ერთთვიანი ცეცხლის შეწყვეტა?

სამი წელია უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, მთელი მსოფლიოს ყურადღებას რომ იპყრობს, რაც სულაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან უკრაინაში მიმდინარე სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ, მიზეზთა გამო, შეიძლება შეიჩვალოს ხასიათი და რეგიონულიდან, მსოფლიო ომში გადაიზარდოს, რიგით მესამეში, ამ შემთხვევაში ბირთვულში.

ეს წინასწარმეტყველება არ არის — სინამდვილეა, რის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა უთხრა გაჯიუტებულ-გატუტუცებულ სტუმარს, გვარად ზელენსკის, ჟურნალისტებთან და ორივე მხარის ოფიციალურ პირებთან თანდასწრებით, თეთრ სახლში მასპინძლობის დროს.

დიპლომატიის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში მსგავსს ადგილი არ ჰქონია, რომ სტუმარს, მასპინძელთან ქუჩურად გაერჩია ურთიერთობები. დიპლომატიაში, შუასაუკუნებისაში ადგილი ჰქონდა ელჩების არა მარტო გაროზგვას, თავის მოკვეთასაც, მაგრამ არა სახელმწიფოს მეთაურის, სტუმრის ამპლუაში მყოფის. არადა, შუასაუკუნეების სტუმარ-მასპინძლობის გამოცდილების გახსენების შემთხვევაში, სტუმარი ზელენსკი, ნარკოტიკგაბრუებული და აგრესიული, უდავოდ იმსახურებდა საჯარო გაროზგვას.

იმ შეხვედრის დროს, ტრამპმა თქვა მოსალოდნელი ბირთვული საშიშოროების თაობაზე, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს უკრაინის ომის გაგრძელების შემთხვევაში.

რა აშინებს ტრამპს?

ტრამპს აშინებს ზელენსკის არაადეკვატური მოქმედება, თავშეუკავებლობა, ნარკოტიკული ნივთიერების ზეგავლენით ისეთი გადაწყვეტილების მიღება,  ბირთვულ ომს რომ გამოიწვევს.

ტრამპს აშინებს ზელენსკის კატეგორიული მოთხოვნა — უკრაინის ნატოში შეყვანით ან მისთვის ბირთვული იარაღის მიცემით — ზელენსკის განმარტებით, თავის დასაცავად.

ტრამპს აშინებს ზელენსკის განცხადებაც — „ბინძური“ ბირთვული ბომბის უკრაინაში დამზადების შესახებ. უკრაინას ამისთვის შესაბამისი სპეციალისტები ჰყავს და საბჭოური ტექნოლოგიაც აქვს. დაკაიფებულ ზელენსკის სრულიად თავისუფლად შეუძლია გამოიყენოს „ბინძური“ ბომბი, რასაც უეჭველად მოჰყვება რუსთა პასუხი — სიმეტრიული, როგორც ისინი ამბობენ სარკისებული, არა „ბინძურით“, არამედ ნამვილით, მრავალჯერ რომ აღემატება აშშ-ს მიერ ჰეროსიმასა და ნაგასაკში ჩამოგდებულ ბირთვულ ბომბებს.

ტრამპი, თეთრ სახლში მეორედ მისული, 4-წლიანი პაუზის შემდეგ, გეგმავს აშშ-ს გადაკეთებას, „დიპ სტეიტთან“ ომის დაწყებას, ვაშინგტონური ჭაობის დაშრობას და ამ დროს ზელენსკი და კორუმპირებულ-ნაცისტური უკრაინა.

ტრამპს მესაფლავეობა არ ხიბლავს, ანდა რა მესაფლავეობაზე შეიძლება ლაპარაკი, მსოფლიო ბირთვული ომის შემდეგ?

ტრამპს სურს უკრაინის ომის სწრაფი დასრულება და იმ პრობლემების გადაჭრა, დღევანდელ ამერიკის წინაშე რომ არის აღმართული.

ტრამპი — რევოლუციაა, ფერად-ყვავილოვანი, ოღონდ ამერიკაში. იყო ასეთი გამოთქმა — შეიძლება თუ არა აშშ-ი „ფერდი“ რევოლუცია?

პასუხი — უარყოფითი. არ შეიძლება, ვინაიდან აშშ-ი არ არის აშშ-ს საელჩო. მსოფლიოში, ბოლო წლების განმავლობაში, განხორციელებული „ფერადი რევოლუციები“, აშშ-ს საელჩოების მიერ იყო და არის ორგანიზებული, მასთან ერთად USAID-ის.

ტრამპის გაპრეზიდენტებამ ვითარება კარდინალურად შეცვალა — „ფერადი“ რევოლუცია სახლში. ტრამპის ხელისუფლებაში ყოფნა ა.წ. 20 იანვრიდან იწყება, მაგრამ მისი ინიციატივით განხორციელებული საშინაო და საგარეო პოლიტიკა ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ის მრავალი წელია თეთრ სახლში.

ზოგს ტრამპი ზედაპირული ჰგონია, არასიღრმისეული, დაუფიქრებელი, ემოციური, არასერიოზული პოლიტიკოსი, რომელიც დღეს ერთს ამბობს, ხვალ მეორეს. ზოგ შემთხვევაში ეს ასეც არის, მაგრამ არა ყოველთვის. ბევრი თვლის, რომ ტრამპი პოლიტიკოსი კი არა, ბიზნესმენია.

დიახ! ტრამპი იყო ბიზნესმენი, მაგრამ იმ ბიზნესმენობის დროსაც პოლიტიკას ეთამაშებოდა. ბოლოსდაბოლოს ტრამპი 4 წლის განმავლობაში იყო პრეზიდენტი, არა ბიზნესმენი, არამედ პოლიტიკოსი.

აშშ-ს ისტორიაში ნაკლებად მოიძებნება უფულო პრეზიდენტი. ფული კი არა სტატიების, ტრაქტატების, რომანების წერით ჰქონდათ ნაშოვნი, არამედ ბიზნესით.

ტრამპის ბიზნესმენობაზე, რატომღაც ყურადღებას ამახვილებენ საეთაშორისო არენაზე უაზროდ გაჭრილი ე.წ. ქართველი პოლიტიკოსები.  მოდით დავსვათ კითხვა —  ტრამპი პოლიტიკოსი არ არის, ხოლო ელისაშვილი პოლიტიკოსია?

გავიხსენებ ძველ ანეკდოტს — შვილი ეკითხება მამას, ლენინი ვინ არის? პასუხი, ლენინი ეკონომისტია. კითხვა, ბიძია არტუშა ვინ არის? პასუხი — ბიძია არტუშა უფროსი ეკონომისტია.

თანამედროვე „პრადვინუტი“ ქართველის მოსაწონი არც მიწაზეა და არც ზეცაში. ტრამპი არ მოგვწონს იმიტომ, რომ UDAIS-ი გააუქმა, რითაც ამ ორგანიზაციის მიერ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის გამოსაყოფი თანხებიც აბსტრაქციად იქცა. რა თანხებზეა ლაპარაკი?

საქართველოს არასამთავრობოებისთვის გასულ წელს გამოყოფილ 100 მილიონ დოლარზე. ეს სოლიდური თანხა 2024 წელს აითვისეს არასამთავრობოებმა, ნაწილიც შემოიტოვეს რევოლუციის მოსაწყობად.

ის, რაც  საქართველომ იხილა 2024 წლის ნოემბრიდან დაწყებული, წლის ბოლომდე და შემდეგ — შეტევა პარლამენტის შენობაზე, პოლიციელებზე, ცეცხლში გახვეული რუსთაველი და ა.შ. აი, იმ 100 მილიონის შედეგია.

მიტინგები დღესაც გრძელდება — გადანახული ფულით, მაგრამ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ USAID-ს წერტილი დაესვა, რაც არასამთავრობოებისთვის ამერიკული დაფინანსების შეწყვეტაა. მოდით და ამის შემდეგ გულში ჩაიკარით ტრამპი, აქეთ და ადიდეთ.

ტრამპმა დააკანონა 2 სქესის არსებობა  ქალისა და მამაკაცის, რაც სიმპათიას იწვევს ნორმალურ ადამიანში. ტრამპმა, 20 იანვრიდან იმდენი ანტიამერიკული თქვა და გააკეთა, რომ ნებისმიერ საღადმოაზროვნეს აოცებს. თუ მან ასეთი ტემპით იღვაწა 4 წლის განმავლობაში, ბევრს მიაღწევს, როგორც შინ, ისე გარეთ. და ამ გარეთ — უკრაინული ძვალი ყელში აქვს გაჩხერილი.

ტრამპი ის პოლიტიკოსია, რომელსაც სურს აშშ-ს ჰეგემონიზმის შენარჩუნება, მაგრამ კარგად იცის, რომ სუსტი ამერიკით ამას ვერ შეძლებს.

ტრამპმა იცის, რომ აშშ-ს ეკონომიკური პოტენციალი საგრძნობლად დაქვეითებულია და აგებს კონკურენციას ჩინეთთან.

ტრამპმა იცის, რომ შეიარაღების თვალსაზრისით რუსეთი ჯობნის მას.

ტრამპმა იცის, რომ რუსეთ-ჩინეთი ისეთი კონკურენტები არიან, მათთან ძალისმიერი ჭიდილი არ გაუვა, ამდენად მისი ტონი ამ ორის მიმართ არის კრიტიკული, მაგრამ არც ისეთი, ურთიერთობებს რომ გააუარესებს.

ტრამპმა იცის, რომ მას მოკავშირეები არ ჰყავს, არც ევროკავშირის სახით, არც „დიდი შვიდეულის“.

ტრამპს, ძველი აზროვნება ჯერაც შემორჩენილი რომ არ აფერხებდეს, „ბრიკს“-ში გაწევრდებოდა — ვირტუალური ფიქრი. რეალურიც აქვს ტრამპს — რუსეთ-ჩინეთთან მჭიდრო თანამშრომლობა.

ტრამპს, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ხიბლავს დიდი და ძლიერი. ასეთებად ის ჩინეთ-რუსეთს მიიჩნევს; ევროკავშირს სათამაშო ორგანიზაციად, მისივე დახასიათებით საშინელ კავშირად, რომელიც იმიტომ შეიქმნა, რომ სისხლი გამოწოვოს აშშ-ს.

ტრამპს არც მეზობლები მოსწონს — კანადისა და მექსიკის სახით და სანქციებს უწესებს, როგორც ევროკავშირს.

ტრამპს არც ნატო მოსწონს და მიიჩნევს მას ანაქრონიზმად, „ცივი ომის“ გადმონაშთად. ტრამპს ერთი სული აქვს მიატოვოს ნატო, მაგრამ ამერიკელ პოლიტიკოსთა მიმართ ანგარიშგაწევით, ჯერ-ჯერობით არ დგამს ასეთ ნაბიჯს, თუმცა ნატოს წევრი ქვეყნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებს, მაგალითად ეროვნული პროდუქტიდან 5%-ს დახარჯვა სამხედრო მშენებლობისთვის.

ტრამპი იმუქრება, თუ ნატოს წევრი ქვეყნები არ შეასრულებენ მის დავალებას, აშშ დატოვებს ნატოს. რამდენად სერიოზულია ტრამპის განცხადება, ძნელი გამოსაცნობია, მაგრამ თვით აშშ-ს სამხედრო ხარჯების შემცირება, ევროპაში განლაგებული აშშ-ს სამხედრო კონტინგენტის შემცირებაზე გაკეთებული განცხადება, ისე, როგორც სამხედრო წვრთნებზე, ნაკლებად დასამშვიდებელია ნატოს წევრი ქვეყნებისთვის.

თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ტრამპი ამბობდა, რომ აშშ-ი თავის თავზე იღებს არაპროპორციულად დიდ სამხედრო ხარჯებს. მაგალითად, 2017 წელს ნატოს წევრი სახელმწიფოების ერთად აღებულმა ხარჯებმა შეადგინეს 904 მილიარდი დოლარი, აშშ-ს — 626 მილიარდი. პროცენტულად აშშ-ს წილმა 69,4% შეადგინა, დანარჩენებისა — 30,6%. მთლიანობაში, ნატოს წევრი ქვეყნების ეროვნული პროდუქტის 2,39% დაიხარჯა 2017 წელს, აშშ-ი კი — 3,28%. მაშინ ზოგიერთი ქვეყნის დანახარჯი მაგალითად თურქეთის და კანადის არ აღემატებოდა 1,48%. მინიმალური იყო ესპანეთის — 0,91%, ბელგიის — 0,88%, ლუქსემბურგის — 0,44% დანახარჯი. ნატოს 2014 წლის სამიტზე ტრამპმა მოითხოვა სამხედრო ხარჯების 2%-დე გაზრდა.

რა ვითარებაა დღეს?

გასული წლის მონაცემების მიხედვით, ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ხარჯებმა ეროვნული პროდუქტის 2,71% შეადგინა, აშშ-ს — 2,38%. მეორე საპრეზიდენტო ვადით მოსულმა ტრამპმა ა.წ. 23 იანვარს, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, ვიდეო-მიმართვის დროს თქვა: „გთხოვთ, ნატოს წევრმა ქვეყნებმა გაზარდოთ სამხედრო ხარჯები 5%-მდე“. ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა თქვა — ნატო არ პასუხობს ვაშინგტონის ინტერესებს. ილონ მასკმა კი მოუწოდა ადმინისტრაციას ნატოს და გაეროს დატოვება.

„ყველაზე დიდი პრობლემა ნატო-სთან დაკავშირებით ისაა, რომ თუ აშშ-ს ექნებათ გასაჭირი და ჩვენ დახმარებისთვის მივმართავთ მათ, გგონიათ ისინი დაგვიცავენ? მე არ მგონია“, — განაცხადა ტრამპმა.

მომავალი 4 წლის განმავლობაში ბევრი წყალი ჩაივლის, რაც წინასწარმეტყველების შანსს არ იძლევა — მღვრიე თუ ანკარა, მაგრამ ნატოს მიმართ ტრამპის დამოკიდებულება უკეთესობისკენ რომ არ შეიცვლება, ცხადია.  ანდა როგორ უნდა შეიცვალოს?

5%-იან სამხედრო ხარჯებს ვერც ერთი ნატოს წევრი ქვეყანა ვერ ასწევს — მძიმე ეკონომიკური ვითარების გამო. ნატოს წევრი ქვეყნები საგონებელში არიან ჩავარდნილი. 5%-იანი ზრდა ნიშნავს მოსახლეობის სოციალური პირობების გაუარესებას, ხალხის ქუჩაში გამოსვლას, ხელისუფლების ცვლას. იკითხავთ — მაშ, როგორ აპირებს ევროკავშირი საკუთარი ნატოს შექმნას და ამისთვის 800 მილიარდის მობილიზაციას?

ეს ოპტიმისტური პროგრამა ევროკავშირის შეფმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააჟღერა — პროფესიით გინეკოლოგმა.

გინეკოლოგიის დონეზე იყო მისი სამხედრო „დოქტრინა“ — აბსტრაქციაში გადასული. ფული საიდანო — ეკითხებიან ევროკავშირელები. მივდგებით, მოვდგებით და ვიშოვნითო — პასუხობს ურსულა.

ტრამპს, ნატოზე მეტად ევროკავშირი აღიზიანებს, ამ ორგანიზაციას ანტიამერიკულად მიიჩნევს და რახან ასე თვლის, ანტიევროკავშირულ გადაწყვეტილებებსაც მიიღებს.

დავუბრუნდეთ უკრაინას. ტრამპს სურს უკრაინის ომის დასრულება, რაც სწრაფად, მით უკეთესი. იკითხავთ — რით არის ეს გამოწვეული?

უპირველესად იმით, რომ განამტკიცოს დაპირება — ომს 24 საათში დავასრულებო. და მართლაც დაასრულებდ,ა თუ უკრაინას იარაღს არ მიაწვდიდა. მან კი ორი დღით შეჩერებული მიწოდება უმალ აღადგინა, როდესაც ზელენსკი დაითანხმა ერთთვიან ცეცხლის შეწყვეტაზე.

ცეცხლის შეწყვეტის მსურველი, იარაღს უნდა აწვდიდეს ომში ჩართულ მხარეს?!

რუსეთისთვის რას ნიშნავს ერთთვიანი ცეცხლის შეწყვეტა?

ფრონტის ხაზზე უკრაინელთა მძიმე ჭრილობების მოშუშებას, იარაღით შევსებას და დასვენებულზე, ახალ კონტრშეტევაზე გადასვლას. ერთთვიანი პაუზა არ გადაიზრდება მრავალთვიანში, უვადოში, ვინაიდან უკრაინას მატყუარა ხელისუფლება ჰყავს.

უკრაინა ატყუებს ტრამპს, მაგრამ რუსეთს ვერ მოატყუებს, ვინაიდან მწარე გამოცდილება მიიღო ზელენსკისთან ურთიერთობიდან.

უკრაინა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა ერთხმად გაჰყვირიან პუტინმა უარი თქვა ტრამპის წინადადებაზეო და თანხმობაც რომ ეთქვა, ტრადიციულად დაარღვევდა თავისივე ნათქვამსო. ამაზე იტყვიან — ჩემი შენ გითხარიო. საფრანგეთ-გერმანია, რომ ცრუობდნენ მინსკის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, მაშინდელმა ლიდერებმა საჯაროდ  აღიარეს, ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ — ჩვენი მიზანი იყო პაუზა უკრაინის არმიის შესაიარაღებლად, გასაწვრთნელად და არა მინისკის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლადო.

საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის წინამორბედმა, ოლანდმა თქვა ეს, მაგრამ მაკრონს არ ახსოვს. საფრანგეთის მოსახლეობისადმი გაკეთებულ 14-წუთიან გამოსვლაში მაკრონმა დაგმო პუტინის მიერ მინსკის ხელშეკრულების მრავალჯერადი „დარღვევა“. დაგმო ის, რაც არ ყოფილა. არადა, მას საფრანგეთ-გერმანიის პოზიცია უნდა დაეგმო. მაკრონს უნდა, რომ რუსეთი იყოს დამნაშავე და საკუთარი ქვეყნის ტყუილს არ იხსენებს. შეიძლება ასეთთან პოლიტიკური დიალოგის წარმოება?

მაკრონის მსგავსია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სტარმერი, ევროკავშირის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი, სხვები. მაინც რამხელა მოთმინება უნდა ჰქონოდა პუტინს, ამათ რომ ელაპარაკებოდა?

პუტინის პასუხი ტრამპისადმი ერთთვიან ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით რეალური ვითარებით არის განპირობებული და არა ეიფორიულით, ტრამპის მაგვარით. ტრამპს მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯი სჭირდება, თუნდაც ერთთვიანი, რაც მას მისცემს შანსს განაცხადოს, რომ დაპირებას, ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით ასრულებს. ტრამპისთვის ცეცხლის ერთთვიანი შეწყვეტა PR-ია, პუტინისთვის კი —  სამკვდრო-სასიცოცხლო გადაწყვეტილება.

პუტინი სვამს კითხვას — ცეცხლის შეწყვეტის კონტროლს ვინ განახორციელებს? ფრონტი 2000 კმ-ზეა გაჭიმული, ვინ გააკონტროლებს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევას? ასეთს ხომ ექნება ადგილი? უკრაინა დაარღვევს ხელშეკრულებას და გაისვრის, ხელს კი რუსეთისკენ გაიშვერს — მან ისროლაო. და თუ მაკონტროლებელი იქნება, ისიც მხარს უკრაინას დაუჭერს ან იტყვის ამოუცნობმა ძალამ გახსნა ცეცხლიო.

გაეროს ატომური ენერგიის კომისია სისტემატურად ატარებს მონიტორინგს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რომელსაც სისტემატურად ესხმის თავს უკრაინული დრონები, მაგრამ ამის შემხედვარე გროსუ — ორგანიზაციის ხელმძრვანელი აცხადებს, რომ ჭირს დრონის პატრონის დადგენა. მან კარგად იცის დამნაშავის ვინაობა, მაგრამ ვერ ამბობს, რადგან უკრაინის დადანაშაულება არ შეიძლება.

პუტინი აცხადებს, რომ უკრაინის ომი ერთ-ერთი კომპონენტია იმ პრობლემებიდან, რაც დასავლეთმა შექმნა რუსეთის წინააღმდეგ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოვებით. ამერიკელთა მიზანი იყო და არის რუსეთის ნატოს რკალში მოქცევა, რუსეთის მეზობლების ანტირუსულად დამუხტვა და მის საზღვრებთან გაუსაძლისი, მტრული ვითარების შექმნა. USAID-ის პირდაპირი დავალება იყო რუსეთის მეზობლების გადაგვარება — მათი ნაციონალური სურვილების აღორძინებით. შედეგი?

სავალალო — უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთის გარკვეული ნაწილი, საქართველო.

უკრაინელს ჩასძახეს — ის რუსზე ჭკვიანია, რუსზე დიდი ისტორია აქვს, რომ შავი ზღვა უკრაინელმა გათხარა, რომ ქრისტე უკრაინელია და ა.შ.

სომეხსაც იგივე უთხრეს — უძველესი ერი ხარო, რომ დიდი სომხეთი ერაყ-სირიიდან დაწყებული, კასპიის ზღვამდე იყოო, მთელი კავკასია სომხეთი იყოო. და მანაც დაიჯერა, უფრო მეტიც სომეხი ამბობს, რომ ეგვიპტის ფარაონები კი არა, არაონები, ანუ სომხები იყვნენო, რომ პლანეტა მარსიც სომხურიაო და ა.შ. გაგეცინებათ ალბათ, მაგრამ ამ პრიმიტივიზმმა და ანტირუსულმა პროპაგანდამ ისე გადააგვარა სომეხი, რომ რუსეთს დედას აგინებს. ის არის ჩვენი მტერიო!

რაღა შორს წავიდეთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი აცხადებს, რომ „ოდკბ“-ე ემუქრება სომხეთის სახელმწიფოებრიობას.

რუსეთის გინებაში სომხეთს ტოლს არ ვუდებთ, რა ზღაპრებს არ ვიგონებთ მის საწინააღმდეგოდ. არადა, სრულ ჭკუაზე მყოფმა ქართველმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენი გადამრჩენი ამ დუნიაზე რუსეთია, არა ამერიკა, არა ევროკავშირი, არა ნატო, არამედ რუსეთი. იცის ეს აშშ-ა და ამიტომაც გვაჭერს ფეხს „მაზოლზე“.

რატომ ჩქარობს ტრამპი?

ვინ, ვინ და აშშ-ს პრეზიდენტმა იცის რა მოუტანა ამერიკას რუსეთთან ომმა. ტრამპი ომის დაწყებას ბაიდენს აბრალებს, რაშიც მართალია.

ტრამპმა იცის, რა მიიღო ამერიკამ „პროქსი“ ომით. ტრამპმა იცის, რომ უკრაინაში ამერიკელი სამხედრო სპეციალისტებიც იბრძვიან და იხოცებიან.

ტრამპმა იცის, რომ უკრაინამ 350 მილიარდ დოლარზე მეტი ამერიკული დახმარება ჩაყლაპა.

ტრამპი ხედავს, რომ შორეულმა ომმა ამერიკის ეკონომიკა გააუარესა. ტრამპი ხედავს სანქცირებული რუსეთი არ წაიქცა, ეკონომიკაც გაზარდა და შეიარაღებაც.

ტრამპი ხედავს, რომ აშშ-ი რუსეთთან ომს აგებს და ვიდრე მთელ მსოფლიოში ამაზე ხმამაღლა დაიწყებენ ლაპარაკს, სასწრაფოდ ცდილობს ომის შეჩერებას. წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ს და მისი, როგორც პრეზიდენტის პრესტიჟი დაეცემა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

17/03/2025