ეს ის შემთხვევა არ არის — ჩათრევას, ჩაყოლა რომ სჯობდეს!
ტელევიზიით ვიხილე ჩინეთის სწრაფი მატარებელი, რომელიც საათში 500 კმ სიჩქარით დაქრის ამ დიდი ქვეყნის ქალაქებს შორის. მატარებელია თუ თვითმფრინავი, ვერ გაარჩევთ. სამი სალონი — პირველი კლასის, ბიზნეს-კლასის და ჩვეულებრივი, ისეა მოწყობილი ავ თვალს არ ენახვება. მატარებლის პილოტი და არა მემანქანე, სიტყვით, ბგერით არეგულირებს მოძრაობას და არა მამაპაპურად, ხელით.
ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურ ცხოვრებაში — ასე შეიძლება ეწოდოს ამ საოცრებას. სწრაფი მატარებლები კარგა ხანია დაქრიან ჩინეთში. ერთ-ერთი ასეთით მეც მომიხდა მგზავრობა ჰონკონგის ცენტრიდან აეროპორტამდე. თუმცა იმ მატარებლის სიჩქარე 300 კმ/სთ არ აღემატებოდა.
კორესპონდენტმა, რომელმაც ახალი მატარებელი გაგვაცნო, ისიც თქვა, რომ მთავრდება მუშაობა კიდევ უფრო სწრაფ მატარებელზე, რომლის სიჩქარე საათში 1000 კმ იქნება.
სწრაფი მატარებლებით ჩინეთი პირველია მსოფლიოში. იკითხავთ — „ძლიერი“ და „მოწინავე“ აშშ-ი არ არის პირველი ამ დარგშიო?
ამერიკის გულშემატკივარ უკანალის მლოკავ ქართველობას ვეტყვი, რომ პირველი კი არა, ბოლო ადგილზე მოჩანჩალეა. გასული წლის შემოდგომით, დიდი ზარ-ზეიმით გვაუწყეს აშშ-ს პირველი სწრაფი მატარებლის გაშვება ლას-ვეგასიდან, რომელიც ხანძრით დასრულდა. რაც შეეხება რკინიგზას, ლიანდაგებს და საყრდენ სავალ გზას, მე-19 საუკუნის ბოლოს აშენდა და ისეა გამოსული მწყობრიდან, რომ დღის განმავლობაში უამრავ სარკინიგზო კატასტროფას აქვს ადგილი.
აშშ-ს რკინიგზის მოწესრიგებას მილიარდები სჭირდება. და ნაცვლად იმისა, რომ ფედერალურმა ხელისუფლებამ ამაში დააბანდოს ფული, უკრაინას ატენის, მზაკვრული, ანტირუსული პოლიტიკის განსახორცილებლად.
აშშ-ი დემოკრატიაა, სიტყვის თავისუფლებაა, მაგრამ უწესრიგობაა სწორედ აღვირახსნილი დემოკრატიით გამოწვეული. ამერიკის ქალაქების ქუჩებში უხვად არიან ნარკომანები, უსახლკაროები, მათხოვრები, ზოგი კარვებში, უმრავლესობა ტროტუარებზე წამოწოლილი. ყველას დასანახად, მათ შორის პოლიციის, ისინი თავისუფლად მოიხმარენ ნარკოტიკულ ნივთიერებებს, აწუხებენ იშვიათ გამვლელებს. ხალხი ერიდება იმ ადგილებში ფეხით გავლას სადაც ნარკომანები არიან. და ეს არის დემოკრატია?
ანალოგიური სურათია კანადის ქალაქებში, თუმცა უფრო თავშეკავებული. ერთ-ერთი ასეთი ვანკუვერში, მსოფლიოს ყველაზე კომფორტულ და ცხოვრებისთვის შესანიშნავ ქალაქში. ვერ გეტყვით რა სურათია დღეს, თუმცა ვიმედოვნებ იმაზე უარესი, თვით რომ ვიხილე მრავალი წლის წინათ.
კანადა აშშ-ზე უფრო დემოკრატიული, უფრო მოწესრიგებული, უფრო უსაფრთხოა ფეხით მოსიარულეთათვის, უფრო დაცული კრიმინალებისგან, დანაშაულებისგან. ვეჭვობ, რომ ასეთ კანადას მინიმალური სურვილი გაუჩნდეს აშშ-ს 51-ე შტატად გახდომის.
კანადის ხელისუფლებას და კანადელებს „წარმტაც“ მომავალს არჩეული პრეზიდენტი ამერიკისა ტრამპი ჰპირდება. შეასრულებს თუ არა დაპირებას, რომელიც მუქარას უფრო ჰგავს, ინაუგურაციის შემდეგ გამოჩნდება, ისე, როგორც სხვა დაპირება-მუქარა ტრამპის მიერ გაჟღერებული მექსიკის, პანამის, დანია-გრენლანდიის მიმართ.
ჩინეთშიც ვარ ნამყოფი, სხვადასხვა ქალაქებში, მაგრამ იმ საშინელებას, რასაც აშშ-ს ქალაქებში ნახავთ, იქ ვერ შეხვდებით. დასავლეთის, კერძოდ აშშ-ს განცხადებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტოტალიტარულია, კომუნისტურია, სადაც არც სიტყვის თავისუფლებაა და არც დემოკრატია.
ჩინეთში რაც არის, ზემოთ მოგახსენეთ, თუმცა ეს მცირედია იმ წარმატებებიდან იქ რომ არის.
გინახავთ, მოლაპარაკე ავტომანქანა? — ასეთი ჩინეთშია, რომელმაც ამასწინანდელ ავტოსალონზე ისეთი ავტომობილები წარმოადგინა, თანაც რამდენი, ადამიანის ფანტაზიაც რომ ვერ წვდება.
ჩინეთის ჩაის პლანტაციებიც მაქვს ნანახი, ჩაის საკრეფი მანქანებით, რომლებიც ისე წყვეტენ ჩაის დუყებს — ახალგაზრდა ფოთლებს, როგორც პატარა გოგონების ფაქიზი თითები.
გურიაში ზაფხულობით ყოფნამ გამაცნო ჩაის კრეფის ტექნიკა, მისი დაბინავება ჩაის პირველად ფაბრიკებში, შემდეგ თბილისის ჩაის ფაბრიკაში გამოგზავნა. მაშინ სკოლის მოწაფე ვიყავი და არდადეგებს მახარაძეში, ბიძაჩემთან ვატარებდი.
მახარაძეში 25 ჩაის ფაბრიკა იყო. მახარაძის რაიონის მოსახლეობა მეჩაიეობით იყო დაკავებული, არადა მოსახლეობა 30 ათასს შეადგენდა.
ჩაის საკრეფად დილით ადრე, მზის ამოსვლამდე გავდიოდით და მოკრეფილ ლორთქო ფოთლებს დაწნილ გოდელში ვყრიდით. ჩაის კრეფა მძიმე შრომა იყო და არის, ამდენად იმაზე ოცნებობდნენ გურულები — ნეტავი ჩაის სასკრეფი მანქანა გამოიგონონო. გამოიგონეს — უზარმაზარი კომბაინის მსგავსი, რომელიც ჩაის ნაზ, ახალ ფოთლებთან ერთად, ძველსაც ჭრიდა.
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ვიდრე ჩინეთის ჩაის პლანტაციაში ჩაის საკრეფ მანქანას ვიხილავდი. ის გაცილებით დახვეწილი იყო, ვიდრე ჩვენი, მაგრამ რაც ტელევიზიით ვიხილე, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. პატარა, კომპაქტური მანქანები მხოლოდ დუყებს კრეფენ და არა ძველ ფოთლებს. როგორ არჩევს მანქანა ძველს და ახალს?
ჩინეთი, „ტოტალიტარული“ მმართველობის ქვეყანა, თითქმის ყველა დარგში მოწინავეა. მან ეკონომიკური განვითარებით გაუსწრო აშშ-ს. ახალი ტექნოლოგიებით ის, ისე შორს არის გაჭრილი, ვერვინ და ვერაფერი დაეწევა — კოსმოსის ათვისებიდან დაწყებული, საყოველთაო მოხმარების საქონლის დამზადებით დამთავრებული. და ეს ხდება „ტოტალიტარულ“, არადემოკრატიულ, კომუნისტურ ქვეყანაში. კარგი ყოფილა ტოტალიტარიზმი, კარგი ყოფილა ერთპარტიული კომუნისტური მმართველობა.
შედეგი რიგითი ჩინელისთვის რა არის?
სამი წლის წინ ჩინეთის თავმჯდომარემ სი ძინპინმა საჯაროდ განაცხადა, რომ ჩინეთმა დაძლია სიღარიბე. 1,4 მილიარდი მოსახლის პატრონმა — ჩინეთმა, რომელიც 1978 წლამდე შიმშილობის პირას იყო, დაძლია სიღარიბე.
1978 წელს ჩინეთის ლიდერმა დენ სიაოპინმა ბრძანა — რა მნიშვნელობა აქვს კატის ფერს, თუ ის თაგვებს იჭერს. და ფართოდ გააღო კომუნისტური კარი კაპიტალიზმისთვის. ჩინური კომუნისტური წყობა კაპიტალიზმშერეული, უნიკალური რამაა მსოფლიოში. კომპარტია აკონტროლებს ყველა დარგს, ბიზნესსაც. ჩინეთს იმდენი მილიონერ-მილიარდერი ჰყავს, მრავალ დასავლურ ქვეყანას ერთად აღებულს რომ უკან ჩამოიტოვებს.
ჩინეთშიც არის არჩევნები — ცხადია კომპარტიის, რომლის წევრთა რაოდენობა რამდენიმე ქვეყნის, თანაც ერთად აღებულის, მოსახლეობას რომ აჭარბებს.
რიგითი ჩინელი ხედავს წარმატებებს, რომელსაც მისმა ქვეყანამ მიაღწია დროის მოკლე პერიოდში. ის კმაყოფილია ჩინური დემოკრატიისა, რაც მას აქვს. რითია ცუდი ჩინური დემოკრატია ამერიკულზე?
არადა ამერიკული დემოკრატიის ნაყოფი იყო პეკინის უზარმაზარ ტიანანმენის მოედანზე სტუდენტების საპროტესტო გამოსვლა აშშ-ს მიერ ორგანიზებული. მაშინ რეფორმატორმა დენ სიაოპინმა ტანკები მიუშვა სტუდენტებზე, რითაც გადაარჩინა დიდი ჩინეთი დაშლისგან, ქაოსისგან, დაპირისპირებისგან, რომელიც არა მარტო ჩინეთს, არამედ მთელს მსოფლიოს დაემუქრებოდა.
ტიანანმენის ამბოხი რომ გასვლოდა ჩინელ სტუდენტობას, იქნებოდა ჩინეთი მსოფლიოში მოწინავე ქვეყანა?
დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არ იქნებოდა. მაგრამ იქნებოდა დასავლურ თარგზე მოჭრილი დემოკრატიული ქვეყანა, მოლაქლაქე პარლამენტით, ლგბტ-ობით და ა.შ. წარმოიდგინეთ, რა სანახავი იქნებოდა მილიარდი ჩინელის ლაქლაქი?
ტიანანმენის მოედანზე არის ხელისუფლების შენობა, რომლის ფასადს ამშვენებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემქმნელის მაო ძედუნის პორტრეტი. ჩინეთის კომპარტიის დამაარსებელ მაო ძედუნს მეგობრული ურთიერთობები აკავშირებდა საბჭოეთის ხელმძღვანელ სტალინთან. საბჭოთა კავშირმა პირველმა სცნო ახალი კომუნისტური ჩინეთი და დიდი დახმარებაც გაუწია ქვეყნის მშენებლობაში.
საბჭოთა კავშირ-ჩინეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა სტალინის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც საბჭოთა კომპარტიას ხრუშჩოვი ჩაუდგა სათავეში. მაო ძედუნი არ დაეთანხმა ხრუშჩოვის მიერ გაჩაღებულ ანტისტალინურ კურსს და განზე გადგა. მოგვიანებით, ერთ დროს მეგობარი ორი ქვეყანა, იარღით შეებნენ ერთმანეთს კუნძულ დამანსკისთვის.
რუსეთ-ჩინეთის დღევანდელი კავშირები მეგობრული, პრაგმატული და ურთიერთ სასარგებლოა. კომუნისტური ჩინეთი და ყოფილი კომუნისტური რუსეთი, საბჭოთა კავშირის მემკვიდრე ისეთ საერთაშორისო ორგანიაზაციებში არიან გაწევრიანებული, როგორებიცაა „შოს“-ი, „ბრიკს“-ი, ჩინური პროექტი — „ერთი გზა, ერთი სარტყელი“ რუსეთზე გადის.
რუსეთთან ერთად ჩინეთიც მუშაობს არქტიკის მარშრუტის განვითარებისთვის, რომელიც უმოკლესი გზით გადაზიდავს ჩინეთიდან, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიიდან წამოსულ ტვირთებს ევროპაში, აშშ-ი, სამხრეთ ამერიკაში.
ჩრდილოეთის სატრანსპორტო გზას უკავშირდება არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სენსაციური განცხადება გრენლანდიის შესყიდვის თაობაზე.
გრენლანდია, დანიის ავტონომიური ერთეული, მდიდარია წიაღისეულით, მაგრამ მათი ადამიანის სამსახურში ჩაყენებისთვის შრომატევადი, ძვირი მუშაობის გაწევაა საჭირო. ასეთს დანია ვერ შეძლებს, მითუმეტეს გრენლანდიის 47 ათასიანი მოსახლეობა. ასეთს დიდი ქვეყნები აშშ-ი, ჩინეთი, რუსეთი თუ შეძლებენ, მაგრამ მარტო წიაღისეული იზიდავს ტრამპს გრენლანდიისკენ?
უპირველესად იზიდავს არქტიკაზე კონტროლის დაწესება, რუსეთ-ჩინეთისთვის მეტოქეობის გაწევა ჩრდილოეთის მარშრუტის განვითარების საქმეში.
აქვე დავძენ, რომ არქტიკა და უმოკლესი სატრანსპორტო გზა, ისე, როგორც აღნიშნული რეგიონის მდიდარი წიაღისეული მომავალი წლების ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირების საკითხი იქნება ზემოხსენებულ „სამეულს“ და იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ არქტიკაზე.
შეძლებს ტრამპი თავის საპრეზიდენტო ვადაში გრენლანდიის შესყიდვას — იოლი სათქმელი არ არის, ვინაიდან ეს სავაჭრო თემა მარტო აშშ-დანიისა არ არის, ევროკავშირისაცაა. თუ ევროკავშირი თვალს დახუჭავს და ურეაქციოდ მისცემს აშშ-ს ადმინისტრაციას საწადელის ასრულებას, გათამამებული ვაშინგტონი პანამის არხის კონტროლსაც მოახერხებს და კანადის შეერთებას, თუმცა ეს უკანასკნელი დიდი ბრიტანეთის პრეროგატივაა, სწორედ მისი გენერალ-გუბერნატორი არის კანადის ფორმალური ხელმძღვანელი და არა ევროკავშირი. დიდი ბრიტანეთი კი დუმს.
რა გაეწყობა, ასეთია თანამედროვე დემოკრატია — ძალაზე დაფუძნებული. თუ ვინმეს და რამეს გაუწევს ანგარიშს ტრამპი ახალი ტერიტორიების შესაერთებლად რუსეთ-ჩინეთი იქნება. არ არის გამორიცხული „სამეულმა“ მიაღწიოს შეთანხმებას მსოფლიოს ახალ გადანაწილებაზე, ანუ თანამედროვე იალტა-პოტსდამზე.
ტრამპი დათანხმდება რუსეთის კონტროლს უკრაინასა და ყოფილ მთელ საბჭოთა რესპუბლიკებზე, ჩინეთისთვის კუნძულ ტაივანის მიერთებაზე და მთელ რიგ სხვა ტერიტორიულ საკითხებზე — ახალი გავლენის სფეროების შექმნაზე.
ჩემი ვარაუდი, სულაც არ არის ფანტაზიის ნაყოფი — ტრამპის ამბიციებიდან გამომდინარე. ტრამპს სურს, რომ აშშ-ს ისტორიაში ისეთ პრეზიდენტად დარჩეს, რომელმაც გააფართოვა ტერიტორიები, დაამყარა მშვიდობა რუსეთ-უკრაინას შორის, წერტილი დაუსვა დაპირისპირებას ახლო აღმოსავლეთში, ჩინეთ-ტაივანს, ჩრდილო და სამხრეთ კორეას შორის.
ტრამპის ოცნებას, დღეს რომ უტოპიურს ვუწოდებთ, ხვალ რეალობად შეიძლება გადაიქცეს, მაგრამ მოსკოვ-პეკინის მოსაზრების გაზიარებით. წინააღმდეგ შემთხვევაში დღევანდელი მეტოქეობა — დაპირისპირებაში გადასული, გაგრძელდება და გაგრძელდება აშშ-ს საზიანოდ, ვინაიდან დღევანდელი აშშ-ი, დასნეულებული ლომივით, ვერ შეძლებს ჩინეთთან პაექრობას, მითუმეტეს გაერთიანებულ რუსეთ-ჩინეთთან.
აშშ-ი რომ დაავადებულია ეკონომიკურად, ფინანსურად, მორალურად — მტკიცება არ სჭირდება, ლოს-ანჟელესში გაჩენილმა ხანძარმაც დაამტკიცა. ათასობით ფეშენებელური სახლი, ქონება იქცა ნაცარტუტად, რაც გადარჩა ქურდებმა გაიტაცეს. ხანძრის გაჩენას უსახლკაროებს აბრალებენ, რომლებიც ქუჩაში დანთებული კოცონით თბებოდნენ ღამ-ღამობით.
დემოკრატიულმა 4-წლიანმა მმართველობამ ლიბერალურ კალიფორნიაში ისეთი ღრმა ფესვები გაუშვა, რომ თვით ამერიკელთა გასაკვირად მეხანძრეებშიც იჩინა თავი. მეხანძრე, მაშველი ყოველთვის დიდი პოპულარობით და პატივით სარგებლობდა ამერიკაში. მაგრამ ეს წინათ. დღეს, ეს საპატიო პროფესია, რომელიც მამაკაცის გამბედაობასა და თავგანწირვას უკავშირდებოდა, მდედრობითმა სქესმა მიითვისა.
ლოს-ანჟელესის მეხანძრეთა უფროსად ქალი დაინიშნა, თუმცა, როგორც ამბობენ ქალაბიჭა, ლეზბოსელი, რომელმაც მეხანძრის პროფესიის განვითარების ნაცვლად, ლგბტ-ობა ახარა და მამაკაცთა ნაცვლად, ქალი მეხანძრეების ისეთი გუნდი შექმნა, გენდერულ თავისუფლებას რომ შეეფერებოდა. მეხანძრეთა სამსახურის ხელმძღვანელმა ლესბოსელმა უკრაინის „დემოკრატიისკენაც“ გაიხედა და სახანძრო სამსახურისთვის აუცილებელი აღჭურვილობა ზარზეიმით გადასცა საჩუქრად.
ლესბოსელი მეხანძრე სასწრაფოდ დაითხოვეს სამსახურიდან, თუმცა გადაწყვეტილებამ, დაგვიანებლმა, ხანძარი ვეღარ ჩააქრო. 10 ათასზე მეტი სახლია დამწვარი, მათ შორის ჰოლივუდის კინოვარსკვლავების. ექსპერტთა გათვლით, ზარალი 150 მილიარდ დოლარს შეადგენს, რასაც ფედერალური მთავრობა აანაზღაურებს — ასე განაცხადა წარმავალმა პრეზიდენტმა ბაიდენმა.
მომავალ პრეზიდენტ ტრამპს, 20 იანვრის ინაუგურაციასთან ერთად, ქვეყნის მძიმე ვალი დახვდება, თითქმის 37 ტრილიონი დოლარი, რომელსაც ლოს-ანჟელესის ხანძრის თანხაც დაემატება, არა ტრილიონი, მაგრამ საგრძნობი.
ბაიდენი, ტრამპს ისეთ ქვეყანას უტოვებს, რომლის წელში გამართვა არათუ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის დროს იქნება შესაძლებელი, არამედ ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის 8-წლიანი პრეზიდენტობისას, თუკი ის ტრამპის პრეზიდენტობის შემდეგ შეძლებს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას.
ბაიდენი, ისეთ ქვეყანას უტოვებს ტრამპს, რომელიც 3 წელია ჩართულია რუსეთის წინააღმდეგ ომში — ირიბად. რუსეთ-უკრაინის დაპირსპირებამ არა მარტო აშშ-ს ადმინისტრაცია გაახვია საომარ ბადეში, არამედ აშშ-ს მოკავშირე ევროპა და სხვა ქვეყნებიც, აშშ-ს დაჟინებული მოთხოვნით.
წამითაც ნუ იფიქრებთ, რომ კონფლიქტი რუსეთმა წამოიწყო და მშვიდობისმოყვარე აშშ-ი დაჩაგრული უკრაინის გადასარჩენად გადაეშვა ხანძარში. ბრიყვთათვის — ომი, ანუ სპეციალური სამხედრო ოპერაცია რუსეთმა დაიწყო, პუტინის ღამეული სიზმრის და მოლანდების შემდეგ. აი, ამ ზღაპრით ბერავს ამერიკული პროპაგანდა მსოფლიოს. არვინ კითხულობს, რამ გამოიწვია პუტინის „სიზმარი“?
აშშ-ს განმარტებით — პუტინის აგრესიულმა ამბიციურმა, სხვისი ტერიტორიების დაპყრობის სურვილმა. რა გაუმაძღარი უნდა იყოს პუტინი, უზარმაზარი რუსეთის პრეზიდენტი, რომლის ტერიტორია, თითქმის 18 მილიონი კვ.კმ, მსოფლიოს რუკაზე რომ ვერ ეტევა?
ვიმეორებ, ეს ზღაპრი რუსეთის არმცოდნე ბრიყვებზეა გათვლილი, მათ შორის ჩვენზეც, დაბეჯითებით და დაუფიქრებლად რომ გავიძახით ნებისმიერ სისულელეს, ვაშინგტონის მიერ გაჟღერებულს.
არვინ კითხულობს 2021 წლის დეკემბრის წერილს — პუტინის მიერ ბაიდენისთვის გაგზავნილს ამ უკანასკნელის თხოვნით, სადაც აღნიშნული იყო, რომ რუსეთი ვერ აიტანდა უკრაინაში ნატოს სამხედრო ბაზის შექმნას; უკრაინის ნატოში შესვლას და რაც მთავარია დონბასში მცხოვრები რუსების წინააღმდეგ ახალი ომის გაჩაღებას, რაც კიევს დაგეგმილი ჰქონდა 2022 წლის მარტის პირველი რიცხვებისთვის.
პუტინმა დაასწრო კიევს, უფრო სწორად აშშ-ს და 24 თებერვალს წამოიწყო სპეცოპერაცია.
ა.წ. თებერვალში სპეცოპერაციას 3 წელი შეუსრულდება. აშშ-ა მილიარდობით დოლარი და სამხედრო დახმარება გაუწია უკრაინას, რითაც დააჩაჩანაკა აშშ-ი, მოკავშირე ევროპის ქვეყნები; გამოიწვია მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი; ენერგეტიკული პრობლემები, ადამიანთა მსხვერპლი, დაპირისპირება რუსეთსა და დასავლეთს შორის, არნახული მე-2 მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდისთვის. რაც მთავარია და მისასალმებელია, მსოფლიოს ერთპიროვნული მმართველობისთვის წყლის შეყენება.
სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ მსოფლიო, რეალურად და არა რიტორიკულად, გაჰყო 2 ნაწილად — აშშ-დ, მის მოკავშირე ევროპად, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნად და რუსეთ-ჩინეთ-ირან, ჩრდილო კორეად — მსოფლიოს იმ ქვეყნებად, რომლებიც ვერ ეგუებიან აშშ-ს ჰეგემონიზმს. ბაიდენმა, თავისი პოლიტიკით წაახალისა მსოფლიოს გაყოფა. ბაიდენმა, თავისი ლგბტ-ური პოლიტიკით ერთმანეთს დააპირისპირა ტრადიციული ცხოვრებისა და არატრადიციურის მიმდევრები, რითაც რისხვა გამოიწვია, როგორც აშშ-ს კონსერვატორებში, ისე მსოფლიოში მცხოვრებ ხალხებში — ლგბტ იდეოლოგიის წინააღმდეგ შემართულში.
4-წლიანმა ბაიდენურმა მმართველობამ შექმნა აზრი ასეთი — თუ ქვეყნის დანგრევა გსურს, მოიწვიე ბაიდენი.
ესოდენ მძიმე ფონზე ბაიდენის სატელეფონო საუბარი უკრაინის ე.წ. პრეზიდენტ ზელენსკისთან, მიმართული იყო, როგორც უკრაინელთათვის, ისე მსოფლიოსთვის, ჩემი პირადი მოსაზრებით — მსოფლიოსთვის. ბაიდენის ნათქვამი თავისმართლება იყო შეცდომებიდან, მან და მისმა ადმინისტრაციამ რომ დაუშვეს ბოლო 4 წლის განმავლობაში.
ვინ დაიჯერებს, რომ რუსეთი ომს აგებს. ვინ დაიჯერებს, რომ უკრაინა იგებს. ვინ დაიჯერებს, რომ რუსეთი დასუსტდა ომით და მალე დათმობს პოზიციებს. ვინ დაიჯერებს, რომ რუსეთი დათმობს უკრაინის ტერიტორიების 20%-ს, რომელიც სისხლით გამოგლიჯა უკრაინელ ნეოფაშისტებს.
ვინ დაიჯერებს, რომ უკრაინა გადაიქცა დემოკრატიულ ქვეყნად, სადაც ყვავის სიტყვის თავისუფლება?
ვინ დაიჯერებს, რომ უკრაინაში კორუფცია არ არის?
თვით ამერიკელ პოლიტიკოსთა და ექსპერტთა განცხადებით, უკრაინა მსოფლიოს ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა, რომლის მომავალი გაურკვეველია.
ომმა წაშალა ყველაფერი ის, რაც უკრაინას ჰქონდა საბჭოთა კავშირის დროს, მანამდე მას არაფერი ჰქონდა, ვინაიდან რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო.
აშშ-ა ყველა ღონე იხმარა უკრაინელი რუსის (უკრაინელის მცნებაც უცხოა ისტორიისთვის), ნამდვილ რუსთან დასაპირისპირებლად. დააპირისპირა და ამ საქმეში ბაიდენის და მისი ადმინისტრაციის წვლილი განუზომელია.
ბაიდენი მიდის და გვიტოვებს აყროლებულ უკრაინას, არანაკლებ აყროლებულ მსოფლიოს და საქართველოს. ჩვენ კი, ნაცვლად დასავლეთისკენ უგონო, უზომო სვლის შეჩერებისა, ისევ იქით მიგვიწევს გული. ეს, ის შემთხვევა არ არის — „ჩათრევას, ჩაყოლა რომ სჯობს“.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
13/01/2025