08.12.2024

„დაჩაგრული“ უკრაინა

წინა სტატიაში გაკვრით შევეხე უკრაინას, იქ არსებულ ვითარებას, ნეოფაშიზმს — უკრაინული ჩამოსხმის, დაჭრილი უკრაინელი „ბოევიკების“ ორგანოებით ვაჭრობას, ბავშვთა გაყიდვას და ა.შ. ისიც გითხარით, რომ უკრაინა კორუმპირებული ქვეყანა კი არა, სუპერკორუმპირებულია და ამ დაავადების განკურნება შეუძლებელია მტკიცე სახელმწიფოებრივი ხელის გარეშე. დღევანდელი სახელმწიფოებრივი ხელი კი ისეთია, რომ ახალისებს ყველა დონის კორუფციას.

ქართული ანდაზისა არ იყოს — „ხელი ხელს ბანს, ორივე პირს“ მშვენივრად მოქმედებს ჩვენს ე.წ. პარტნიორ უკრაინაში. უკრაინის „პატრიოტიზმის“, დემოკრატიულობისა და უმანკო კრავობის სახეს გვიქმნის კოლექტიური დასავლეთის პროპაგანდა და აქაური არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიის მუშაკები — აშშ-ს მიერ დაფინანსებული.

რას არ მოისმენთ მათგან — დემოკრატიული, სუვერენული ქვეყანა, თავისუფლების სურვილით შეპყრობილი, რომელიც წარმატებით იცავს თავს აგრესიული რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციისგან.

ვიდრე უკრაინის დემოკრატიულობის აღწერაზე გადავალ — ბავშვთა ტრეფიკინგის სახით, თქვენს ყურადღებას მივაპყრობ დასავლურ „დემოკრატიულ“ პროპაგანდას — გამოყენებულს ყველა იმ ქვეყნის მიმართ, ვისაც აშშ-ი არასანდოდ, მტრად აღიქვამს.

ასეთთა რიცხვი ფართოა, მაგრამ განსაკუთრებულად გამოყოფილია რუსეთი, ჩინეთი, ირანი, ჩრდილო კორეა. რას არ გაიგებთ ამ ქვეყნების შესახებ — ჩამორჩენილი, დესპოტური, ადამიანის უფლებების დამრღვევი, კორუმპირებული და სხვა მრავალი.

ადამიანებს აძულებენ არა მარტო ამ ქვეყნების ხელისუფალთ, არამედ იქ მცხოვრებ ადამიანებსაც, რაც ჩემის აზრით ფაშიზმისკენ გადახრილი მოვლენაა. ჩვენი ყური მიეჩვია ისეთ ლოზუნგს, როგორიცაა — „ამერიკა, უპირველეს ყოვლისა!“, არჩეული პრეზიდენტი რომ სისტემატურად მიმართავს. არ ჰგავს ეს ლოზუნგი ჰიტლერულ „დოიჩლან, დოიჩლანდ იუბერ ალესს“?!  ანდა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების კომისრის ჟოზეფ ბორელის განცხადება — „ევროკავშირი ედემის ბაღია, რომლის ირგვლივ ჯუნგლებია და ამ ჯუნგლებში მცხოვრებთ სურთ ედემის ბაღში შეღწევა“.

წინა სტატიაში „ეკონომისტ“ ჯანდიერის რადიო-განცხადებას შევეხე, ჩინეთთან დაკავშირებით რომ ბრძანა— ღარიბი, რეპრესირებული ადამიანების ქვეყანააო. საინტერესოა, ჯანდიერი საკუთარი კვლევის შედეგს გვაცნობდა თუ მისი დასავლელი დამფინანსებლის, აშშ-ს — შეგნებულ სიტყვებს? ვგონებ, ორივეს ერთად.

საქართველოს მოსახლეობა იცნობს ჩინეთს აქ გახსნილი მაღაზიებით, რესტორნებით, ინვესტიციებით, მიმდინარე მშენებლობებით. ბევრიც ნამყოფია ჩინეთში — სავაჭრო ურთიერთობებიდან გამომდინარე, ქართული წვრილი და საშუალო ბიზნესი ჩინეთთიდან ეზიდებოდა სხვადასხვა სახის ჩინურ საქონელს აქ გასაყიდად.

ჩინური სამრეწველო პროდუქცია უხვადაა სუპერმარკეტებში. ჩინეთი ისაა, ვინც აფართოებს სამხედრო გზას, აშენებს დასავლეთ საქართველოსთან, შავ ზღვასთან დამაკავშირებელ ავტოსატრანსპორტო მაგისტრალს, ანაკლიის პორტს. რომელი ერთი ჩამოვთვალო, შორს წავალთ. და ამ დროს ვისმენთ „ეკონომისტ“ ჯანდიერის „სიბრძნეს“ ჩინეთში არსებულ სიღარიბესთან დაკავშირებით, რეპრესიებთან და ა.შ.

ბარაქალა ამერიკელებს, ჯანდიერის გადაგვარებისთვის. „ფული ჯოჯოხეთს ანათებსო“ — სწორედ ჯანდიერზეა ნათქვამი. რა შეიძლება ითქვას?

ვურჩევდი, ჩინეთში წასვლას და ამ უდიდესი ქვეყნის ახლოს გაცნობას საკუთარი თვალით და არა ამერიკულით. მაგრამ მარტო ჯანდიერია ასეთი?

რამდენიმე წლის წინათ ტელეკომპანია „ობიექტივზე“ კამათი მქონდა პეტრე მამრაძესთან, ჯანდიერთან შედარებით გაცილებით განათლებულ პიროვნებასთან — ჩინეთთან დაკავშირებით. ისიც მიმტკიცებდა, რომ ჩინეთი შიმშილობს; ჩინეთი ჩამორჩენილი ქვეყანაა. არადა, ჩინეთიდან ახალდაბრუნებული გახლდით — ამ უდიდესი ქვეყნის წარმატებებით მოხიბლული.

რამ და ვინ დაავალა მამრაძეს ჩინეთის ძაგება?

ბატონ პეტრეს მჭიდრო ურთიერთობებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის ამერიკულ ორგანიზაციებთან თავისთავად პასუხობს კითხვას. აქვე გავიხსენებ ჩემი მეგობრის ნიკოლოზ გულიაშვილის სატელეფონო ზარს ჩინეთიდან.

პატივცემული ნიკოლოზი, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან, საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენელი იყო ჩინეთში. ის, გაოცებით მირეკავდა — ჩინეთში ვარ თუ აშშ-იო. პეკინის ცათამბჯენების შემყურეს თავი აშშ-ი მგონიაო.

წინა სტატიებში ვწერდი აჭარის ავტონომიური მეთაურის, ასლან აბაშიძის დაინტერესებაზე თავისუფალი ეკონომიკური ზონებით. მასთან ერთად, ჩინეთის მხარის მიწვევით ვიმოგზაურეთ ჩინეთის ქალაქებში, განსაკუთრებით თავისუფალი ეკონომიკური ზონებით განთქმულ გუანდუნის პროვინციაში. გუანდუნის მთავარი ქალაქის გუანჯოუს უნივერსიტეტის პროფესორები მოვიწვიეთ აჭარაში — თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნისთვის კანონპროექტის შემუშავებისთვის.

ჩვენი მოგზაურობიდან ერთი თვის განმავლობაში, გუანჯოუს 2 დელეგაცია ეწვია აჭარას. მათთან ერთად დაიწერა კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტს ჩაბარდა განსახილველად. საქართველოს პარლამენტმა, სხდომაზე განიხილა კანონპროექტი, კენჭიც უყარა, მაგრამ კანონად ვერ გადააქცა, შესაბამისი ხმების ვერ  მიღების გამო.

მიზეზი ჩავარდნისა იყო მარტივი — კანონპროექტის ინიციატივის ავტორის, ასლან აბაშიძისადმი ნეგატიური განწყობა.

თავისუფალი ეკონომიკური ზონებისთვის ზურგის შექცევამ უარყოფითად იმოქმედა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. რა გაეწყობა, ცენტრისა და ავტონომიის კამათმა მთელ რიგ საკითხებში, გამოავლინა ქვეყნის პოლიტიკური სისტემის ნაკლოვანება, განსაკუთრებით საფინანსოში.

ცენტრი მაშინაც და დღესაც არ აძლევდა და არ აძლევს ავტონომიას ავტონომიური მუშაობის შესაძლებლობას. ცენტრს სურდა და სურს ავტონომიის საქმეებში ჩარევა, თუნდაც საკადრო საკითხების გადაწყვეტაში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის დანიშვნა, აჭარის მეთაურს, იმავდროულად პარლამენტის თავმჯდომარეს, ასლან აბაშიძეს, მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან შეთანხმების შემდეგ შეეძლო.

ასლან აბაშიძე წერილობით მიმართავდა პრეზიდენტს, რომელიც ეცნობოდა წერილს და ხელის მოწერით, ანუ ვიზირებით, უკან უბრუნებდა აბაშიძეს. მხოლოდ პარაფირების შემდეგ, იწერებოდა ბრძანებულობა, რომელსაც ხელს აბაშიძე აწერდა, ცხადია აჭარის უზენაეს საბჭოსთან შეთანხმებით.

პირადად ჩემთვის ცენტრის ესოდენი „ყურადღება“ ავტონომიის მიმართ მიუღებელია, უნდობლობის გამომხატველია.

დავუბრუნდეთ ჩინეთის თემას. ასლან აბაშიძემ, საქართველოში ჩინეთის ელჩთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს გამოთქვა სურვილი აჭარის სკოლაში ჩინურ ენაზე ყველა საგნის სწავლების თაობაზე; ბათუმის უნივერსიტეტში ჩინურ ენის სწავლების დაწყებაზე. ჩინეთის ელჩმა გულისყურით მოისმინა აბაშიძის ნათქვამი და განაცხადა, რომ ცენტრთან შეთანხმებით მოაგვარებდა ჩინელი მასწავლებლების ბათუმში მოვლენას.

განხილულიქნა ბინით უზრუნველყოფა და ხელფასის საკითხიც — თვეში 2000 აშშ-ს დოლარი.

მოლაპარაკება 2003 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა აჭარის წარმომადგენლობასა და ჩინეთის საელჩოს შორის. წარმომაგდენლობას თქვენი მონა-მორჩილი ხელმძღვანელობდა.

არცთუ იოლი გამოდგა ჩინელი პედაგოგების თანხმობის მიღება — 2000 დოლარად სხვა ქვეყანაში გამგზავრებასთან დაკავშირებით. როგორც შემდეგ გავარკვიე, ჩინელ პედაგოგებს სამშობლოში მეტი ხელფასი ჰქონდათ.

ჩემი წინადადებით, ჩინელ დიპლომატებს ვთხოვეთ უმაღლესდამთავრებული სტუდენტის აჭარაში გამოგზავნა, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ წინადადება არ განხორციელდა „ვარდების რევოლუციის“ გამო. რაც მოხერხდა, ის იყო, რომ რამდენიმე ბათუმელი სტუდენტი მივავლინეთ სტაჟირებაზე ჩინეთში.

ჯანდიერ-მამრაძის მიხედვით, მშიერი მასწავლებელი უარს აცხადებს ბათუმში პედაგოგიურ მუშაობაზე, რომელიც მას თვიურად 2000 დოლარს მოუტანდა?

როგორც პრაქტიკამ დაგვანახა, არც ისეთი მშივრები და ღარიბ-ღატაკები ყოფილან „საწყალი“ ჩინელები.

ვისაც „რადიო თავისუფლებისთვის“ მოუსმენია,  დამერწმუნება მისი წამყვანი ჟურნალისტის, გელაშვილის და რესპონდენტების უაღრესად დაბალ პოლიტიკურ განათლებაზე, მშობლიური ენის უცოდინრობაზე. რატომღაც ქალბატონ გელაშვილს ჰგონია, რომ მრავალი „ეთერი“ არსებობს, როდესაც ამბობს „სხვადასხვა“ ეთერებში, ანდა დაქალებში ჭორიკნულ დონეზე ლაპარაკი მისაღებია რადიო ეთერისთვის — მისებურად ეთერებისთვის?!

ჩემი მოკრძალებული პოლიტოლოგობა, რომელიც საზოგადოება „ცოდნის“ ბროშურაში გამოქვეყნებული სტატიით (ჩრდილოეთ ირლანდიაზე) დაიწყო 1966 წელს, გრძელდებოდა რესპუბლიკის მთავარ გაზეთ „კომუნისტში“ — ყოველკვირეული სტატიით საერთაშორისო ცხოვრებაზე, 1981 წლიდან — საქართველოს რადიო-ტელევიზიის საერთაშორისო მიმომხილვეობისას, გადაცემა „საერთაშორისო დღიურის“ წამყვანად. ათი წლის განმავლობაში, საბჭოთა კავშირის ჟურნალისტთა კავშირის წევრობით, ასე რომ მინიმალური წარმოდგენა მაინც მაქვს ჟურნალისტიკაზე. ამდენად, თავს უფლებას მივცემ ვთქვა — ესოდენ დამახინჯებული ქართულით ლაპარაკი ეთერში, დედის გინება, ბილწსიტყვაობა და რაც მთავარია ტყუილის, სიცრუის გადმოფრქვა, საკუთარი წარსული ისტორიის ლანძღვა — ამერიკელთა შეკვეთით („რადიო თავისუფლება“ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებაზეა) მიუღებელი უნდა იყოს ნებისმიერი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის.

„რადიო თავისუფლება“ ის საზიზღრობაა, რომელიც ყოველდღიურად ძირს უთხრის საქართველოს დღევანდელობას, მომავალს.

უმეცრება — შეგნებული, დაფინანსებული ტყუილი მოვისმინე ახლახანს, ვითომ გაკვრით ნათქვამი — საბჭოთა კავშირი საშინელებაზე, რეპრესიებზე დაფუძნებული ქვეყანა, სხვა ქვეყნების დაპყრობისკენ იყო მომართულიო.

რეპრესირებული, დაშინებული ხალხი ვერ მიაღწევდა ენით აუწერელ წარმატებებს, საბჭოეთმა რომ მიაღწია 70 წლის განმავლობაში.

თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი წარმატებული, როგორც საბჭოთა კავშირის დროს. მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მეცნიერება, ხელოვნება, კულტურა, მწერლობა, სპორტი, განათლება ისეთ დონეზე იყო, რომ საშური იყო მოწინავე ქვეყნებისთვის.

რეპრესირებული საზოგადოება ვერ ჩაატარებდა რუსთაველის 800 წლის იუბილეს, როგორც საქართველოში, ისე საბჭოთა კავშირში და მის დედაქალაქ მოსკოვში — ისეთი განუზომელი მასშტაბით, როგორითაც ჩატარდა.

ზეიმი მრავალი დღით გრძელდებოდა და მასში მონაწილეობას ღებულობდა მსოფლიოს ქვეყნებიდან მოწვეული მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, მეცნიერები.

გავიხსენოთ თბილისის 1500 წლის იუბილე, რომელიც 1958 წელს გაიმართა — ასევე უკიდეგანო, მრავალდღიანი ზეიმი, მასში მონაწილე მსოფლიოს დელეგაციებით. აი, ამ თარიღს მიეძღვნა რევაზ ლაღიძის სიმღერა „თბილისო“, რომელიც წარმატებით ჟღერდა მაშინ და დღესაც საბჭოეთში, ევროპის ქვეყნებში. დღესაც ყურში ჩამესმის ბერძენი მომღერლის იოვანას შესრულებით სიმღერა „თბილისო“.

გელაშვილი და მისი რესპონდენტები მაშინ დაბადებულებიც არ იყვნენ. მათ არ იციან საკუთარი ქვეყნის ისტორია, არ აინტერესებთ! მათ მხოლოდ ერთი რამ იციან — აშშ-ს დაკვეთის შესრულება, თუნდაც ეს დაკვეთა სიბოროტით, სიცრუით იყოს აღსავსე საკუთარი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის მიმართ.

გელაშვილებსა და მათ მსგავსებს ჰგონიათ, რომ საბჭოთა კავშირის, საბჭოთა საქართველოს ან დღევანდელი რუსეთის ძაგებით საბჭოური ისტორია გაშავდება, რუსეთი დაინგრევა და დემოკრატია დაისადგურებს საქართველოში, ყოფილ საბჭოთა სივრცეში.

და რა არის ის ნანატრი დემოკრატია?

გეი-პარადების ჩატარება, ლგბტ-ეობა, ტრანსვესტიტობა, აღვირახსნილი სექსუალური ცხოვრება, ბავშვთა ტრეფიკინგი, ქალთა ბოზობა.

პატივცემულო იმანოებო, როდესაც ევროპარლამენტარები ბრძანებით მიმართავენ საქართველოს ხელისუფლებას  — ანტი-ლგბტ-ური კანონი გააუქმეო — დემოკრატიაა?!

ბრძანება სხვა ქვეყნის მიმართ — ნიშნავს საკუთარი სურვილების სხვაზე თავსმოხვევას.

ევროპულმა დესანტმა, სასწრაფოდ გადმოსხმულმა საქართველოში, თავისი ბინძური საქმე უკვე გააკეთა, მისცა რა ოპოზიციას იმედი ავანტიურისტული ბრძოლისა ხელისუფლების წინააღმდეგ, მისი დამხობის და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით.

ძნელია რაიმე სასიკეთოს თქმა „საოცნებო“ ხელისუფლების მიმართ. მას 12 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია ხალხის საკეთილდღეოდ, პირიქით კი უამრავი, ჩამოთვლაც რომ შორს წაგვიყვანს. ვითარება დღევანდელი, ოპოზიციის მიერ გამუდმებული მიტინგები, ქუჩების გადაკეტვა და თბილისელებისთვის დიდი დისკომფორტის შექმნა განა ხელისუფლების სუსტი მუშაობის შედეგი არ არის?!

ვგონებ, მტკიცება არ სჭირდება.

ანდა, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის მიერ განსახილველად შეტანილი რეზოლუციის მიმართ საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირება არ მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაც აცდენილია ჭეშმარიტების გზას, ისე, როგორც საშინაო პოლიტიკა?

რეზოლუციას ასე ჰქვია: „ბრძოლა ნაციზმის განდიდებასთან, ისე, როგორც ნეონაციზმის და სხვა პრაქტიკის გამოვლინებასთან, რაც ხელს უწყობს რასიზმის თანამედროვე ფორმების ესკალაციას, რასობრივ დისკრიმინაციას, ქსენოფობიას და მასთან დაკავშირებულ შეუწყნარებლობას“.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 116 ქვეყანამ, 11-მა თავი შეიკავა, 54-ი კი წინააღმდეგ წავიდა. მოწინააღმდეგეთა შორის იყვნენ აშშ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, იაპონია, საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, კანადა, დიდი ბრიტანეთი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ყურადღება მიაქცია გერმანიის, იტალიის, იაპონიის პოზიციას. ადრე, ისინი თავს იკავებდნენ, დღეს პირიქით. ბოლო 2 წლის განმავლობაში ისინი წინააღმდეგ აძლევენ ხმას. „ბერლინის, რომის, ტოკიოს ასეთი ქცევა კითხის ნიშნის ქვეშ აყენებს მონანიების გულწრფელობას, მეორე მსოფლიო ომის დროს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის მიმართ“, — თქვა ლავროვმა.

რამ და ვინ დააძალა საქართველოს გაეროს წარმომადგენლობას რეზოლუციის წინააღმდეგ მიეცა ხმა?! ქვეყანას, რომელმაც დიდ სამამულო ომში 300 ათასი ადამიანი დაკარგა გერმანულ ფაშიზმთან ომში?!

გადაგვარებული ევროპა რომ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცემდა ხმას, გასაკვირი არ არის. ეს, ის ევროპაა, რომელიც ფაშისტურ არმიაში ებრძოდა საბჭოთა კავშირს, მათ შორის საქართველოს.

ეს, ის ევროპაა, რომელიც ამჯერადაც იბრძვის აღმოსავლეთში რუსეთის წინააღმდეგ — შეფარულად.

ევროპის და სხვა ქვეყნების (50) კოალიცია ებრძვის რუსეთს უკრაინელთა ხელით, ბოლო უკრაინელამდე. ეს, ის დასავლეთია, რომელიც უკრაინას ახასიათებს, როგორც დემოკრატიულ ქვეყანას, თავისუფლების მოყვარულს, სიტყვის თავისუფლების დამცველს.

როგორც ჩანს აღნიშნული ქათინაურებისა არაფერი იცის აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის მიერ ეროვნული უშიშროების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილმა კონგრესმენმა ტულსი გაბარდმა — ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ, პოდპოლკოვნიკმა, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ უკრაინა არის კორუმპირებული; ნეოფაშისტური დიქტატურა, სადაც აკრძალულია ოპოზიციური პარტიები; გაუქმებულია რუსული მართლმადიდებლური ეკლესია და სხვა.

აი, სწორედ ამ „დემოკრატიულ“ უკრაინაზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.

მიმდინარე წლის ივნისში გამოქვეყნდა „რეპრესიების წინააღმდეგ მებრძოლი ფონდის“ მოხსენება სათაურით: „ბავშვთა გამტაცებელი ელენე ზელენსკაიას ფონდი უკრაინელ მშობლებს ართმევს ბავშვებს ბრიტანელი პედოფილებისთვის მისაყიდად“.

მოხსენება გამოქვეყნდა „Rupor-news” პორტალში, რომელიც ეკუთვნის გერმანელ ჟურნალისტს თომას რეპერს. ჟურნალისტი წერს, რომ „სამართალდამცველებმა, რეპრესიების წინააღმდეგ ბრძოლის ფონდიდან, დაადგინეს — ელენე ზელენსკაიას ფონდი არის მთავარი უკრაინაში ბავშვთა ტრეფიკინგის საქმეში.

უკრაინის პრეზიდენტის მეუღლის მიერ შექმნილი ფონდი იტაცებს უკრაინელ ბავშვებს, გადაჰყავს დასავლეთის ქვეყნებში, ისეთებში, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და ჰყიდის მათ იქაურ ოჯახებზე ან პედოფილებზე“.

რეპერის მტკიცებით, 2023 წელს „რეპრესიების წინააღმდეგ მებრძოლმა ფონდმა“ გამოიკვლია უკრაინიდან და ნიგერიდან ბავშვთა უკანონო გაყვანის საკითხი. ფონდის ხელმძღვანელმა მირა ტერალდამ, 2023 წელს გაეროში გამოსვლის დროს განაცხადა — უკრაინის ბავშვთა სახლებიდან ბავშვების გატაცების შესახებ.

ფონდის კვლევის მიხედვით, ლუგანსკის ოლქიდან გაიტაცეს 270 ბავშვი, ზაპოროჟიდან — 250, დონეცკიდან — 100, ხერსონიდან — 80 და ა.შ.

ნიდერლანდელი ჟურნალისტის სონია ვან დერ ენდეს განცხადებით, ბოლო 3 წლის განმავლობაში, ევროპაში უკრაინელი ლტოლვილების დროებითი საცხოვრებელი ადგილებიდან 51400 ბავშვია „დაკარგული“ და ყველა მათგანი ქალბატონი ზელენსკაიას „ზრუნვას“ ემსხვერპლა.

უკრაინელ ბავშვებს მთელი საბავშვო სახლებით ჰყიდიან ესპანეთში, რის შესახებაც განაცხადა პოლონელმა უფლებადამცველმა იოვანა პახვიცევიჩმა: „გასულ წელს ხელში ჩავიგდე დოკუმენტები მარიუპოლთან არსებული საბავშვო ბაღის ესპანეთში გაყიდვის. 85 ბავშვია ამ საბავშვო ბაღიდან გაყიდული“.

2023 წელს, კარპატებში, საზღვარზე დააკავეს 43 წლის უკრაინელი დენის ვაროდი, რომელიც ორგანოებისთვის ბავშვებს ჰყიდდა. ერთ-ერთი ასეთი იყო 11 თვის ბავშვთან ერთად საზღვრის გადაკვეთის დროს. ის 25000 დოლარად აპირებდა ბავშვის გაყიდვას. ბავშვის დედას შეჰპირდა 5000 დოლარს და აქედან ავანსად 1000 დოლარი მისცა.

დამნაშავემ აღიარა, რომ  ბავშვებს ორგანოებისთვის ყიდულობენ ევროპის ქვეყნებში. მისი განცხადებით, ის და სხვა მისი მსგავსი ვაჭრები დაკავშირებული არიან ზელენსკაიას ფონდთან, რომელსაც თავის მხრივ კავშირი აქვს პერეჩინის უპატრონო ბავშვთა სკოლა-ინტერნატთან.

ვაროდიმ თქვა უცხოეთში ბავშვთა საგანმანათლებლო ექსკურსიების მოწყობაზეც, რომლის დროს ადგილი ჰქონდა ბავშვების „დაკარგვის“ ფაქტებს.

ვაროდის მიხედვით, უკრაინის სკოლა-ინტერნატებიდან საზღვარგარეთ გაყვანილ ბავშვებს, ძირითადად ორგანოების ტრანსპლანტაციისთვის იყენებენ. ძირითადად ეს ბავშვები უპატრონოები არიან.

 ელენე ზელენსკაიას ფონდზე წერდა ამერიკული „Intel Drop”-იც, რომ ფონდის მიერ გაყიდული ბავშვები პედოფილების ნადავლი ხდება ან იყენებენ ორგანოების ტრანსპლანტაციისთვის.

 უკრაინა-პოლონეთის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, ბავშვები ფონდ „კარიტას უკრაინის“ ხელში ხვდებოდა — ორგანიზაციის, რომელიც იგივე დასახელების ევროპული ორგანიზაციაა, აშშ-ს მოქალაქის ტატიანა სტავიჩის მიერ მართული.

ბრიტანეთში ბავშვებს იღებს „Save the children” (გადაარჩინე ბავშვები) ორგანიზაცია, რომლის შტაბ-ბინა ლონდონშია. ამ ორგანიზაციასა და ელენე ზელენსკაიას ორგანიზაციას შორის ხელშეკრულებას ზელენსკიმ 2022 წელს მოაწერა ხელი, ლონდონში.

დასავლურ მედიაში იყო ცნობა ბრიტანეთის უფლისწულის ენდრიუს უკრაინაში ვიზიტის თაობაზე. დაწვრილებით იყო აღწერილი დიდი ბრიტანეთის მეფის ძმის ვიზიტი — ბავშვებთან სექსის ჩათვლით.

„რეპრესიების წინაღმდეგ მებრძოლი ფონდი“ ასახელებს ოქსანა სენატოროვას — ზელენსკის მრჩეველს კრიმინალური კანონმდევლობის რეფორმების საქმეში. ის საერთაშორისო ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ მრჩეველიც არის.

ელენე ზელენსკაიას ფონდში 600 და 900 თანამშრომელია, რომელთა მთავარი საქმიანობა ოჯახებიდან ბავშვთა მოტაცებაა — დაშინებით, ფულით, ისე, როგორც საბავშვო ბაღებიდან. ორგანიზაციის იმუნიტეტი ვრცელდება ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა.

საქართველოს მოსახლეობამ არაფერი იცის აღნიშნულის შესახებ, ისე, როგორც ზელენსკის ნეოფაშისტური ბანდის კორუმპირობის თაობაზე. არც ის იცის, ზელენსკის, რომ მრავალმილიონიანი ვილები აქვს ლონდონში, სამხრეთ საფრანგეთში, ეგვიპტეში სხვაგან. და არა მარტო მას, არამედ ყველა მოქმედ და ყოფილ ხელისუფალთ — განცხრომით მცხოვრებთ კანში, მონაკოში, ესპანეთის საკურორტო ქალაქებში.

„საწყალ“, რუსეთის აგრესიით „დაბეჩავებულ“ უკრაინას საქართველო ჰუმანიტარულ ტვირთს უგზავნის. საზოგადოებრივ რადიოეთერში ყოველ შაბათ-კვირას ვიღაც შავლეგ გეგეჭკორი უკრაინულ სიმღერას უშვებს — გადაცემა „ჩაი ორისთვის“-ში.

არ დაიღალეთ, უკრაინის სიყვარულში?

არ დაიღალეთ, საქართველოს მოსახლეობის ტყუილებით გაბერვით უკრაინასთან, ბალტიისპირა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან, ევროკავშირთან დაკავშირებით?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

19/11/2024