03.12.2024

სუვერენული აზროვნების არ ქონა

არის ასეთი ქართული გამოთქმა — „ვაის გავეყარე, ვუის შევეყარეო“, რომელიც ზუსტად ასახავს იმ პოლიტიკურ ვითარებას, საქართველოში რომ არის. „ვაიში“ ვის ვგულისხმობ, ალბათ გასაგებია მკითხველისთვის, მაგრამ გონება რომ არ დაძაბოდ მარტივი ამოცანის გამოსაცნობად, მოგახსენებთ — ხელისუფლება. „ვუი“ კი — ოპოზიციაა, თავს რომ აბეზრებს ყველას ავანტიურისტული, არაპროფესიონალური, უჭკუო განცხადებებით.

ანალოგიური დახასიათების მიცემა დაუფიქრებლად შეიძლება გაიცეს ხელისუფლების მიმართაც, რაც აშკარად მიგვითითებს ქართული პოლიტიკის უმწიფრობაზე. საქმე გვაქვს ისეთ მოვლენასთან, როდესაც მსხმოიარე ვაშლის ნაყოფი, დაუმწიფებლად ლპება და მიწაზე ვარდება, ვაშლის ხეს შეყრილი დაავადების გამო.

ქართულ პოლიტიკას, დამოუკიდებლობის პირველსავე დღეებიდან შეეყარა პოლიტიკური დაავადება, რომლის განკურნება შეუძლებელია.

ერთადერთი გზა მკურნალობისა, მარტივი და შედეგის მომტანი, დაავადებულის მოშორებაა, აი, ისე, როგორც დაავადებული ხეების ძირში მოჭრა, მაგრამ ვინ არის ამის გამკეთებელი?

არც არავინ! ვინაიდან ვინც დეზინფექციის, ცხადია პოლიტიკურის, სამუშაოები უნდა განახორციელოს, თვით არის დაავადებული, მოსახლეობა მყავს მხედველობაში, ცხადია არა ყველა, მაგრამ უდიდესი უმრავლესობა.

მოსახლეობამ, ხალხმა არ იცის თავისი უფლება-მოვალეობები, სამოქალაქო პასუხისმგებლობა. ის, მონაა! მონა — ხელისუფლების. ის, მონა იყო საქართველოს ყველა ხელისუფლების, განვლილი 30 წლის განმავლობაში და ასეთად რჩება დღესაც.

შიდა მონობას, გარეც ემატება, ანუ დასავლეთისადმი მონობა, განსაკუთრებით ამერიკისადმი. ხალხმა არ იცის, რომ დაავადება, რომელიც მას შეეყარა, სწორედ აშშ-ის ნახელავია, მან შეჰყარა დაავადება მართვადი ქაოსის შესაქმნელად, არასტაბილურობის. სტაბილური პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას თან არ ახლავს არასტაბილურობა, არც პარტიათა მუდმივი კინკლავი ახლავს, ვინაიდან სტაბილური პოლიტიკური სისტემა, სტაბილურობის გარანტორია ეკონომიკაში, სოციალურ ყოფაში, განათლების სისტემაში და ა.შ.

დასაქმებული ადამიანი, შესაბამისი ანაზღაურებით და არა მიზერულით, არ გაიხედავს პოლიტიკისკენ. პოლიტიკისკენ მხოლოდ ისინი გაიხედავენ, ვისაც ასეთი მოწოდება აქვთ და არა ისინი, ვისაც ფულის კეთება სურთ.

არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, როდესაც ქვეყანაში მხოლოდ ერთი ქარხანა მუშაობს — პარლამენტის სახით, მიზანი მოსახლეობისა მარტივი, პრიმიტიულია — პარლამენტში დასაქმება.

საქართველო, ის ქვეყანაა, რომელმაც თავიდანვე, ანუ დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან უარი თქვა აწმყოსა და მომავალზე — საბჭოეთიდან მიღებული სიკეთეების გაყიდვით, საკუთარი კუჭის მოთხოვნების წუთიერი დაკმაყოფილებისთვის.

ჯართად გაიყიდა უნიკალური ქარხნები, საწარმოები, რაც არ გაიყიდა,  უცხოელებზე გასხვისდა და ამ პროცესს ჩვენმა დასავლელმა „პარტნიორებმა“, სტრატეგიულს რომ ვუწოდებთ, დაუფიქრებლად, ხელი შუწყვეს მოწოდებით — თქვენ ეს ქარხნები აღარ გჭირდებათ, ვინაიდან იქ დამზადებული პროდუქცია დასავლეთს არ სჭირდებაო!

 ანალოგიური „რჩევა“ ბელორუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოსაც მისცეს, მაგრამ არ მიიღო და …

ბელორუსი, ყოფილ საბჭოთა სივრცეში, რუსეთის შემდეგ, მოწინავეა მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაში, განათლების სისტემაში და ა.შ.

ლუკაშენკომ არ გაწყვიტა ეკონომიკური კავშირები რუსეთთან, თუნდაც მძიმე 90-იან წლებში, რამაც ბელორუსი გადაარჩინა.

 10-მილიონიანი ქვეყანა, სამრეწველო-საექსპერტო პროდუქციას აწარმოებს რუსეთისთვის, ჩინეთისთვის, ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, აფრიკის სახელმწიფოებისთვის, … ჩვენ?

რასაც „ვაწარმოებთ“, ბუნების წყალობით — მინერალური წყლები და ღვინოა, საქართველოს დალოცვილი მიწის შედეგად მიღებული — მევენახეობა მაქვს მხედველობაში და არა ის, რაც საბჭოთა ცხოვრებაში გვქონდა — მეჩაიეობა, მარცვლეული კულტურების მოყვანა, მეთამბაქოეობა, მეფუტკრეობა, მესაქონლეობა — მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის სახით და სხვა მრავალი, რომლის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

იკითხავთ — რა გვაქვს?

არც არაფერი! ყველაფერს ვყიდულობთ უცხოეთში — ბოსტნეულს, ხილს, მათ შორის ვაშლს, კიტრს, პომიდორს, კარტოფილს, ხახვს, ნიორს, … რა გვაქვს? — იკითხავთ დაჟინებით!

რა და, ლუგარის ბიოლოგიური ლაბორატორია, რომელიც აშშ-ა „დიდსულოვნად“ აგვიშენა. სხვას ვერაფერს ვიხსენებ, ვინაიდან არაფერია გასახსენებელი.

აშშ-ს ერთი ცენტიც არ ჩაუდევს საქართველოს ეკონომიკაში. არც ერთი ქარხანა, საწარმო არ შეუქმნია. რაც შექმნა, ერთადერთი — ლუგარია და კიდევ ათეულ-ათასობით არასამთავრობო ორგანიზაცია, საკუთარი პოლიტიკის გასატარებლად.

ლუგართან დაკავშირებით, ბოლო დღეების განმავლობაში, ისეთი ჭიაკოკონაა ატეხილი მედიასა და პოლიტიკაში, კარგა ხანია რომ არ გვსმენია.

ყველაფერი კი მოჰყვა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ბლინკენის განცხადებას ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების შეჩერების თაობაზე — აქაურთა ინტერპრეტაციით. სინამდვილეში, მსგავსს ადგილი არ აქვს და არც შეიძლება რომ ჰქონდეს, ვინაიდან ეს ლაბორატორია პენტაგონის დაფინანსებით არის აშენებული (560 მილიონი დოლარი) და მის შეკვეთას ასრულებს — დაკავშირებულს ბიოლოგიურ იარაღთან. ასე ამბობენ თვით ამერიკელი სპეციალისტები, მათ შორის ჯეფრი სილვერმენი, რომელიც კატეგორიულად აცხადებს, რომ ლუგარში ბინძური საქმე კეთდება, ცდებისთვის საქართველოს და მისი ხალხის გამოყენებით.

ლუგარის ლაბორატორიის მუშაობა რახანია რუსეთის დაკვირვების ქვეშ იმყოფება, რომელიც კატეგორიულად მოითხოვს ამ ლაბორატორიის დახურვას. ანალოგიურ წინადადებას უყენებს რუსეთი სომხეთის ხელისუფლებას იქ არსებულ ამერიკულ ბიოლოგიურ ლაბორატორიასთან მიმართებაში.

აქვე გეტყვით, აშშ-ა რუსეთი მოაქცია ბიოლოგიური ლაბორატორიების წრეში, შექმნა რა ასეთი ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლკაში. ბიოლოგიური ლაბორატორიების დიდი ქსელი იყო და არის უკრაინაში, მაგრამ მათთან შედარებით, ლუგარი ყველაზე დახვეწილია.

რუსეთის არმიას ხელში ჩაუვარდა ნაწილი უკრაინის ტერიტორიაზე არსებული ლაბორატორიების კვლევების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლის მიხედვით, დამტკიცდა მათი საიდუმლოების ამსახველი მონაცემები — რა სახის ვირუსის გამოყენება მოაყენებს ზარალს რუსი ეროვნების ადამიანს; რა სახის ვირუსის გამოყენება გამოიწვევს ფართომასშტაბიან დაავადებას; რა სახის მწერებზე შეიძლება ვირუსის გადატანა და შემდეგ მათი „დესანტირება“ რუსეთში; როგორ უნდა განხორციელდეს შინაური პირუტყვის დაავადება, მასობრივი დაცემით და ა.შ.

ამერიკული ლაბორატორიების რუსეთის ხელში ჩავარდნით შეშფოთებულმა კონგრესმა, მოსმენაზე დაიბარა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ნულანდი, რომელმაც აღიარა ბიოლოგიური იარაღის შექმნისთვის კვლევების წარმოების თაობაზე.

2-3 წლის წინ რუსეთში მცხოვრებ საქართველოს კგბ-ს ყოფილ თავმჯდომარე გიორგაძეს ხელში ჩაუვარდა ლუგარის ლაბორატორიის დოკუმენტაცია, ბიოლოგიურ ცდებთან დაკავშირებით, რაც თქვა კიდევაც რუსეთის ტელეარხებზე გამოსვლის დროს — დოკუმენტაციის დემონსტრირებით.

 ლუგარის ლაბორატორიის „საგმირო“ საქმეებზე საუბრობენ სომეხი, ბულგარელი, სხვა ქვეყნის სპეციალისტებიც. ჩვენი ხელისუფლება კი დუმს. საინტერესოა, არის თუ არა ნამყოფი ამ ლაბორატორიაში ვინმე ხელისუფლებიდან, მაგალითად ჯანდაცვის მინისტრი და თუ არის, რა შთაბეჭდილება დარჩა მას — ორად გაყოფილი ლაბორატორიის თაობაზე?

ლაბორატორიის ის ნაწილი, ანუ პირველი სართულიდან, ზევით, საქართველოს ეკუთვნის, ხოლო პირველიდან 2 თუ 3 ქვედა სართული — აშშ-ს. ის, რაც საქართველოს კუთვნილებაა, შესაძლებელი გახდა რუსი ჟურნალისტებისთვის საჩვენებლად, მაგრამ ის, რაც აშშ-ს ეკუთვნის, საიდუმლოა და იქ არვის უშვებენ.

ლაბორატორია აეროპორტის სიახლოვეს არის აშენებული, იმ გათვლით, რომ ამერიკელი სპეციალისტები თბილისში ჩამოსვლისთანავე, პირდაპირ ლაბორატორიაში მიდიან.

სილვერმენის განმარტებით, მუშაობა როტაციის წესით მიმდინარეობს და გარკვეული სამუშაო ვადის გავლის შემდეგ ამერიკელი მუშაკები თბილისიდან მიემგზავრებიან.

აი, ასეთ ლაბორატორიაზე ატეხეს ყაყანი ე.წ. ქართველმა სპეციალისტებმა — ლაბორატორიას ხურავენო, დაფინანსებას გვიწყვეტენო და ა.შ. რაც პოლიტიკური განცხადება უფრო არის, ვიდრე პროფესიონალური, სამედიცინო სფეროს შესაფერისი.

ჯანდაცვის მინისტრმა, სარჯველაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ თანხის არავითარ შეჩერებას ადგილი არ აქვს, ისე, როგორც ლაბორატორიის დახურვას. მას, რომ საზოგადოებისთვის ეთქვა ლუგარის ლაბორატორია იხურებაო, ტაშს კი არა, ოვაციას დაიმსახურებდა შეგნებული ადამიანების მხრიდან, მაგრამ სამწუხაროდ, მას ეს არ უთქვამს. რაც მან თქვა, იყო 2 მილიონი დოლარის შეფერხების თაობაზე არა სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის დაფინანსებისთვის, არამედ ტრენინგებისთვის და სხვა წვრილმანი ტექნიკური საქმისთვის.

ტყუილი აღმოჩნდა იმ ექიმთა განცხადებები, რომლებიც თავხედურად ატყუებდნენ მოსახლეობას ლაბორატორიის დახურვის თაობაზე. ჩემის აზრით, მინისტრმა სარჯველაძემ კეთილი უნდა ინებოს და გამყრელიძიდან დაწყებული, ყველა დემაგოგი გამომსვლელი უნდა დაიბაროს, ცრუ ინფორმაციის გავრცელების თავიდან  აცილების მიზნით, შესახურებლად. მათ მიერ საზოგადოების წინაშე ბოდიშის მოსახდელად — საჯაროდ, ტელევიზიით, გამეორების შემთხვევაში სამსახურიდან განთავისუფლების მუქარით.

ერთმა ექიმმა ისიც ბრძანა, რომ თურმე ლუგარმა გადაარჩინა საქართველო „კოვიდ-19“ დროს „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდებით. როგორც ჩანს, მას არ წაუკითხავს, არ უნახავს „ფაიზერთან“ დაკავშირებით ატეხილი დავიდარაბა ამერიკულ მედიასა და სამეცნიერო წრეებში. ამ საქმეში საგამოძიებო ორგანოებიც არის ჩართული. ისინი ამტკიცებენ, რომ „ფაიზერი“ და „ასტრა ზენეკა“ არათუ არაეფექტური, არამედ ჯანმრთელობის ზიანის მომტანი პრეპარატებია, მათ არ გაუვლიათ შესაბამისი ტესტირება.

წამლები ხანგრძლივი მოქმედების ბომბია ადამიანის ორგანიზმში დაბუდებული, რომელიც ნებისმიერ ორგანოს თავს ესხმის და იწვევს ადამიანის სიკვდილს. აშშ-ს ყოფილი მთავარი ვირუსოლოგი ფაუჩი ნაწილობრივ იზიარებს ბრალდებებს. გარდა ამისა, ამერიკელი მეცნიერები, ვირუსოლოგები ამტკიცებენ, რომ „კოვიდ-19“ ხელოვნურად არის შექმნილი აშშ-ს ლაბორატორია „ფორტ-დედრიკში“.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს ბევრი იწერება, რაც, როგორც ჩანს, ჩვენმა ექიმებმა არ იციან. ისინი, ხომ თავს არ იწუხებენ „სადღაც“ დაწერილი სტატიის წაკითხვით? მაგრამ, როდესაც საკუთარ ჯიბეს რაღაც დააკლდება, აშშ-ს დოლარის სახით, უმალ  იბღავლებენ — გვიშველეთ, ლუგარს გვიხურავენო.

მათი „პატრიოტიზმი“ კუჭიდან იწყება და იქვე მთავრდება, არა სხვისი კუჭიდან, ამ შემთხვევაში სახელმწიფოსა და მისი ხალხის, არამედ საკუთარი კუჭიდან. არადა, რა მაგარი პატრიოტები არიან სუფრაზე?!

ჩემის აზრით, სწორედ ისინი უნდა მოითხოვდნენ ლუგარის ლაბორატორიის დახურვას და არა ამერიკელი ჯეფრი სილვერმენი, რომელიც საქართველოს ნამდვილი პატრიოტია, ვიდრე ზოგიერთი ქართველი, ვაიპატრიოტი ექიმი.

6 აგვისტოს იაპონია აღნიშნავს ჰიროსიმა-ნაგასაკის ტრაგედიის დღეს, მაგრამ ამ ტრაგედიის გამომწვევი ფაქტორის დასახელების გარეშე. წელსაც, ისე, როგორც წინა წლებში, დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით იაპონიის პრემიერ-მინისტრი კისიდა გამოვიდა. ისე, როგორც წინა წლებში, პრემიერ-მინისტრმა ტრაგედიის ავტორი არ დაასახელა, ანუ აშშ-ი, რომელმაც 2 ბომბი ჩამოაგდო იაპონიის იმ ქალაქებში, რომელთაც არავითარი კავშირი არ ჰქონდათ სამხედრო შეიარაღებასთან.

მაშინ, აშშ-ს 3 ბირთვული ბომბი ჰქონდა, აქედან 2 ჰიროსიმასა და ნაგასაკის თავზე ააფეთქა, რამაც აფეთქებისთანავე, 80 ათასი ადამიანი გაწყვიტა, ხოლო მომდევნო დღეებში 150 ათასი — რადიაციის შედეგად.

აშშ-ს პოლიტელიტა ამტკიცებს, რომ ბირთვულმა ბომბებმა იხსნა აშშ-ი, ისე, როგორც იაპონია უფრო მეტი მსხვერპლისგან, რასაც უდავოდ ექნებოდა ადგილი ომის გაჭიანურების შემთხვევაში, რაც სიცრუეა და სირაქლემის მსგავსად, თავის ქვიშაში ჩარგვა.

 პრეზიდენტ ტრუმენის მთავარი მიზანი საბჭოთა კავშირის დაშინება იყო და არა იაპონიის სწრაფი კაპიტულაცია, რომელსაც მოჰყვა ამერიკელთა მიერ იაპონელთა ტვინის გამორეცხვა. იაპონელებს დაავიწყეს, რომ ბომბები ამერიკელებმა ჩამოყარეს. იაპონელებს არა მარტო ეს დაავიწყეს, არამედ თვითმყოფადობა, სუვერენული აზროვნება.

ვისაც სუვერენული აზროვნება არ აქვს, არც ქვეყანა აქვს სუვერენული. ასეა იაპონია, აშშ-ს სამხედრო ბაზებად ქცეული ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო არენაზე ვერცერთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერ იღებს  — ვაშინგტონის დაუკითხავად.

იაპონიის ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, თქვენთვის რომ მეთქვა — საქართველო, სუვერეულ აზროვნებადაკარგული ქვეყანა, როგორ ემსგავსება იაპონიას. უმჯობესი იყო სხვაში დავემსგავსებოდით — ახალ ტექნოლოგიებში, შრომის დისციპლინაში, უახლეს გამოგონებებში, ინოვაციებში, თუნდაც მანქანათმშენებლობაში და ა.შ., ვიდრე სუვერენული აზროვნების დაკარგვაში.

დღევანდელი ქართული პოლიტიკა, აშშ-ზე შეყვარებული, ისეა მოხიბლული დემოკრატიული პარტიის მოღვაწეობით, რომ მისი პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი, ლამის ჟანა დარკს, მარგარეტ ტეტჩერს, სხვა ცნობილ ქალებს შეადაროს. არადა, კამალა თავისუფალი ცხოვრების მოტრფიალე, ლგბტ-ს მომხრე და პროპაგანდისტია, ისე, როგორც ტრანვესტიტობის და ა.შ. კამალა ჰარისი ისაა, რაც ბაიდენი კაბაში. მისი მიზანი, აშშ-ს მსოფლიო ბატონობაა — ერთპიროვნული. მისი მიზანი, რუსეთის დასუსტებაა, უკრაინის ომით და კიდევ ნატოს გაძლიერება. მიზანი?

ნატოს სამხედრო ბაზებით რუსეთის შემორკალვა და მოსკოვის იძულება მიიღოს ვაშინგტონის ნებისმიერი ბრძანება, რუსეთის დაჩოქებისთვის გამიზნული.

აშშ-ს გეგმით, რუსეთს ჩრდილოეთიდანაც უნდა გასჩენოდა საფრთხე — ფინეთის, შვედეთის ნატოში გაწევრებით. და გაუჩნდა კიდევაც — ორივე ნატოს წევრი გახადეს.

ჩრდილოეთთან ერთად, სამხრეთიც უნდა ჩართულიყო ანტირუსულ საქმეში — მეორე ფრონტის სახით, ასეთი კი საქართველოდან უნდა განხორციელებულიყო. განხორციელდებოდა კიდეც, სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში.

„ოცნებამ“ ვერ გაბედა თვითმკვლელობაზე წასვლა, რითაც აწყენინა აშშ-ს, მაგრამ თავიც გადაირჩინა და ქვეყანაც გადაარჩინა.

საქართველოს მოსახლეობამ არ იცის, აშშ-ს პოლიტიკა, რეალური, მტაცებლობაზე დაფუძნებული და არა მოჩვენებითი, ყოველდღიურად რომ უხატავს მას ამეიკული ორგანიზაციების ფილიალები საქართველოში, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებად წოდებულნი.

საქართველოს მოსახლეობამ არ იცის, რას ნიშნავს დღევანდელი ამერიკა — მსოფლიო ჰეგემონი, მსოფლიო პოლიციელი, მსოფლიო ქაოსისა და ომის შემქმნელი, „ფერადი“ რევოლუციების დიდოსტატი.

საქართველოს მოსახლეობას ჰგონია, რომ სტრატეგიული პარტნიორი, აშშ-ი საქართველოს მართლაც თვლის პარტნიორად, მითუმეტეს სტრატეგიულად. აშშ-ი არათუ პატარა საქართველოს — ეკონომიკურად სუსტს, პოლიტიკურად არასტაბილურს, არამედ გაცილებით დიდს და ძლიერ ქვეყნებს არასდროს ჩათვლის პარტნიორად.

აშშ-ი ქედმაღალია, ზემოთ, ღრუბლებს ზემოთ, სამყაროს შემქმნელივით მოფარფატე, დანარჩენებზე მედიდურად, ზემოდან დამყურე.

საქართველოს მოსახლეობამ არ იცის, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს ეს, ვითომ პარტნიორი ქვეყანა საქართველოსთვის. ასეთისგან დისტანციურად ყოფნა გაცილებით უმჯობესია, ვიდრე სიახლოვე. ასეთისგან ფინანსური დახმარების მიღებაც სახიფათოა, ვინაიდან ეს სულაც არ არის დახმარება, მოქრთამვაა და თუ თავი არ მოიქრთამე, ანუ თვითგვემას არ მიჰყევი, დაგასაჭურისებს.

აჟივჟივდნენ მოქრთამული ჟურნალისტები კობახიძესთან — ეს, როგორ შეიძლებაო, „ჰესბოლასა“ და „ჰამასის“ ტერორისტებთან გვერდით დგომაო, ამით ხომ აშშ-ს ვაწყენინებთო. ჟურნალისტებს აწუხებთ ის, რომ კობახიძის ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრება ეწყინება აშშ-ს.

შეხედეთ, რა დონეზე დავეცით, ვითომ სუვერენული ქვეყანა! ჟურნალისტების და არა მარტო, გასაგონად ვიტყვი, რა დამოუკიდებელი ქვეყანა ხარ, მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრების რომ გეშინია — ამერიკამ არ დამსაჯოს ამისთვისო?!

ჟურნალისტების შეშფოთებას იზიარებენ ოპოზიციონერი „პოლიტიკოსები“, პოლიტოლოგები, საზოგადოება და ექიმებიც. აი, ეს არის სუვერენული აზროვნების არ არსებობა!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

08/08/2024