ჩიხში შესული „ოცნება“
საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე ისეთი ტემპით ვითარდება მოვლენები — შესაძლებლობას არ იძლევა ღრმა ანალიზის გასაკეთებლად.
ევროპარლამენტის არჩევნებს უმალ მოჰყვა საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის საკანონმდებლო ორგანოების არჩევნები. დიდ ბრიტანეთში დამარცხება იგემა კონსერვატიულმა პარტიამ, ისეთი ანგარიშით, 100 წლის განმავლობაში რომ არ ჰქონია.
რის ვაი-ვაგლახით საფრანგეთის მმართველი პარტია გადაურჩა გამანადგურებელ დამარცხებას და მეორე ტურის მიხედვით, მეორე ადგილი დაიკავა „ახალი სახალხო ფრონტის“ შემდეგ. ულტრამემარჯვენეებმა მესამე ადგილი. არადა, პირველ ტურში — პირველი. რომ არა მაკრონისტებისა და „სახალხო ფრონტის“ გარიგება — არც ერთი ხმა ულტრამემარჯვენეებს და ანტილეპენური პროპაგანდა, ლე პენის ულტრამემარჯვენეები ხმათა ისეთ რაოდენობას დააგროვებდნენ, რომ მთავრობა ჩამოეყალიბებინათ.
არ გამოუვიდათ, კულისებში მიღებულმა გადაწყვეტილებამ შეუშალა ხელი და სახელმა — ულტრამემარჯვენე.
ევროპის პოლიტიკური ცხოვრება ისეა არეული, რომ ცენტრისტის, მემარცხენის, მემარჯვენის გარჩევა ჭირს. ულტრამემარჯვენე, რეაქციონერთან ასოცირდება, ეშვებიანთან, აგრესორთან, აი, ისეთთან, რუსეთს და მის პრეზიდენტს რომ ხატავენ დასავლეთში. არადა, იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რომლითაც წლების განმავლობაში ვიკვებებით, მემარცხენეები და ცენტრისტები უფრო არიან ულტრამემარჯვენეები, ვიდრე ლეპენისტები.
ულტრამემარჯვენეები მოითხოვენ უკრაინაში ომის შეწყვეტას და მოლაპარაკების დაწყებას. ისინი მხარს არ უჭერენ მაკრონის წინადადებას უკრაინაში საფრანგეთის ჯარის ან სამხედრო სპეციალისტების გაგზავნის თაობაზე. მოითხოვენ იარაღის მიწოდების შეწყვეტას და მრავალ ისეთს, რაც მიუღებელია მემარცხენეებისა და ცენტრისტებისთვის. ამ უკანასკნელთათვის უკრაინაში მიმდინარე ომი უნდა გაგრძელდეს, ვიდრე რუსეთი არ დამარცხდება და არ აღდგება ორ ქვეყანას შორის 1991 წლის საზღვრები.
მემარცხენეები და ცენტრისტები იზიარებენ აშშ-ს პოზიციას უკრაინის ომთან მიმართებაში, რაც აშკარა მანიშნებელია საკუთარი ეროვნული ინტერესების დაკარგვისა, რის წინააღმდეგ გამოდიან ულტრამემარჯვენეები.
პარტია, რომელიც მშვიდობას მოითხოვს, ულტრამემარჯვენედ არის მონათლული. პარტიები, რომლებიც ომის გაგრძელებას და პუტინის დამარცხებას მოითხოვენ, „მშვიდობის“ მტრედებად.
რამ გამოიწვია ესოდენ დიდი პოლიტიკური გაუგებრობა?
ინფორმაციის არქონამ — ანტირუსულმა პროპაგანდამ — ამერიკელთა მიერ გაღვივებულმა, აშშ-ს სრულმა დომინირებამ, როგორც ევროკავშირის ბრიუსელის შტაბ-ბინაზე, ისე ევროკავშირში შემავალ ქვეყნებზე.
ნათქვამია, ვისაც ინფორმაცია აქვს, ის იგებსო — არა ყალბი ინფორმაცია, არამედ ნამდვილი. ინფორმაცია, მითუმეტეს ცალმხრივი, თან აგრესიული, აგრესიას თესავს ხალხში, ერთმანეთის მიმართ მტრულად განაწყობს.
უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, როგორც აშშ-ი, ისე ევროპის ქვეყნებში მოსახლეობას ჰქონდა საშუალება რუსული ტელეკომპანიების გადაცემების ყურების, რუსულ და მშობლიურ ენებზე. ანალოგიური ვითარება იყო საქართველოშიც, მაგრამ ოპერაციის დაწყებისთანავე გადაცემები შეწყდა, რითაც მოსახლეობას წაერთვა ალტერნატიული ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა. უფრო მეტიც, თვით დამოუკიდებელი დასავლელი ჟურნალისტის რეპორტაჟი ფრონტის ხაზიდან აიკრძალა.
ვაშინგტონის ბრძანებით, აშშ-ს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოსახლეობა ჭურში მოაქციეს და ასმენინებენ იმას, რასაც თეთრი სახლი, კონგრესი, აშშ-ს სპეცსამსახურები თვლიან მიზანშეწონილად. იშვიათ შემთხვევაში აქვს ადგილი ფრონტზე მყოფი უცხოელი „ბოევიკის“ მიერ ამერიკელი ან ევროპელი ჟურნალისტებისთვის სენსაციური ამბვის მიწოდებას და ბეჭდურ მედიაში გამოქვეყნებას.
სულ ახლახანს, ამერიკულმა „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ გამოაქვეყნა სტატია უკრაინაში მეომარ ამერიკელ „ბოევიკთა“ მხეცობაზე — ფრონტზე მყოფი ერთ-ერთი ამერიკელის ნაამბობზე დაყრდნობით — გულშემოყრილზე ამერიკელთა „ვაჟკაცობით“. დაჭრილი რუსი მეომარი, ტყედ ჩავარდნილი, შველას ითხოვდა, მაგრამ მასთან მისულმა ამერიკელმა „ბოევიკმა“ ტყვია დაახალა, როდესაც მეორემ დაინახა, რომ დაჭრილი ისევ ფეთქავდა, თავში ესროლა და სული ამოხადა.
მსგავსი პუბლიკაციები აქა-იქ გამოჩნდება ხოლმე, თუმცა საწინააღმდეგოსა და ანტირუსულში, წყლის წვეთივით იკარგება ოკეანეში.
ფრანგულმა მედიამ დაარწმუნა ამომრჩეველი, რომ ლე პენი და მისი ულტრამემარჯვენე პარტია პუტინისტები არიან, ხოლო ლე პენის მიერ პრემიერად წარდგენილი 28 წლის ბორდელა პირწავარდნილი პუტინი.
საფრანგეთის არჩევნები დასრულდა, მაგრამ პოლიტიკური ხელჩართული ბრძოლა გაგრძელდება, ვინაიდან ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა უმრავლესობა.
საფრანგეთის ცისფერი პრემიერი ატალი გადადგა, თუმცა ახლის დანიშვნამდე გააგრძელებს მუშაობას. ვინ დაიკავებს ამ თანამდებობას უახლოესი დღეები გვეტყვის და იმასაც რა პირობებში მოუხდება პრეზიდენტ მაკრონს მუშაობა. მას პრეზიდენტობის ვადა 2027 წელს ეწურება.
საფრანგეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში დგება ჩვენთვის უკვე ნაცნობი კოჰაბიტაციის პერიოდი. ამ სიტყვას საქართველო არ იცნობდა, მაგრამ გაგვაცნეს ჩვენმა „საყვარელმა“ დასავლელებმა, რომლებმაც 2012 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ „ოცნებას“, დამარცხებულ ნაციონალებთან, პოლიტიკური თანაცხოვრება შესთავაზეს.
ევროპარლამენტის არჩევნებში იძალეს ე.წ. ულტრამემარჯვენეებმა, მაგრამ ისეთ შედეგს ვერ მიაღწიეს, როგორსაც ელოდნენ. რომ იტყვიან — „ისე არ წვიმს, როგორც ქუხსო“. არჩევნების წინ მეტი ქუხილი იყო, მაგრამ მემარჯვენე კოკისპირული არ წამოვიდა.
აგრესიულ ლიბერალიზმს, ლგბტ-ობას ისე აქვს ფესვი გადგმული, რომ მისი დამარცხება იოლი არ არის და მას დრო დასჭირდება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ორბანის მსგავსის, ევროპულ ნიადაგზე აღმოცენებას აქტიური მუშაობა, ანტილიბერალური პროპაგანდა, შეუპოვრობა ესაჭიროება. ორბანი, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარე იქნება მომავალი 6 თვის განმავლობაში, ენერგიას არ ზოგავს, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომის შესაწყვეტად.
საშუამავლო მისიით ის ზელენსკისაც შეხვდა, პუტინსაც და სი ძინპინსაც, თუმცა აგრესიულად განწყობილი ბრიუსელის გული ვერ მოიგო. და ვერც მოიგებდა, ბრიუსელის არაპაციფისტური პოლიტიკის გამო.
ორბანის მიზანი სხვა ევროკავშირია, დემოკრატიული, ყველა წევრი სახელმწიფოს სუვერენიტეტის გარანტორი, არაკორუმპირებული, სიტყვის თავისუფლების დამცველი, … ყოველივე კი დამოკიდებულია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე, მათ მიერ მიმდინარე პროცესების ისეთ შეფასებაზე, როგორსაც რეალობა მოითხოვს და არა ვაშინგტონი.
მიიღწევა თუ არა ყოველივე აღნიშნული ევროპაში, ახალი პოლიტიკური სახეების გამოჩენაზეა დამოკიდებული და იმაზე, რამდენად ექნებათ მათ სურვილი ვაშინგტონის დიქტატის გარეშე იმოქმედონ, დაიცვან საკუთარი ეროვნული ღირებულებები და არა ყბადაღებული ე.წ. ევროპული.
ევროპარლამენტის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის არჩევნებმა გარკვეული სტიმული შესძინა საქართველოს ოპოზიციას, ისე, როგორც მედიას. შესაძლოა ვცდები, მაგრამ უფრო ომახიანად გაისმის მისი ხმა. ყველა ელექტრონული მედიიდან ხელისუფლების ლანძღვა-გინება ისმის. ანტისახელისუფლებო განცხადებებს აკეთებენ ე.წ. პოლიტოლოგები, ექსპერტები. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ხელისუფლებამ წააგო საინფორმაციო ომი. ოქტომბრის არჩევნებამდე კი დიდი დროა დარჩენილი საინფორმაციო ომის გასაღრმავებლად.
რას არ ვისმენთ ელექტრონული მედიით — საქართველოს ხელისუფლება განუდგა სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-ი; რომ ივანიშვილს სურს ქვეყნის რუსეთის იმპერიაში შეთრევა; აშშ-ა გადადო სამხედრო წვრთნების ჩატარება საქართველოში; რითაც გამოხატა თავისი გულისწყრომა ხელისუფლების პოლიტიკასთან დაკავშირებით და ა.შ.
ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფალთა განცხადება მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით ტყუილიაო. აშშ-ი, ის ქვეყანა არ არის, რომელიც სხვას წააქეზებს ომისკენო. ამერიკა დემოკრატიული ქვეყანააო და ა.შ.
ჩემში გაკვირვება გამოიწვია „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მათიკაშვილის განცხადებამ — სამხედრო წვრთნების გადადების გამო. მან ბრძანა, რომ „ოცნების“ ხელისუფლებას არასდროს უთქვამს აშშ-ი გვაქეზებდა მეორე ფრონტის გახსნაშიო, რომ ევროკავშირი ცუდიაო.
მათიკაშვილმა უნდა გაიხსენოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის სიტყვები, რომელმაც ყოველგვარი მიდებ-მოდების გარეშე, თუმცა ადრესატის დაუსახელებლად თქვა ის, რაც ყელამ კარგად გაიგო, ასე რომ თავის მართლება გამოსავალი არ არის, ვინაიდან განაწყენებული აშშ-ი მყარ პოზიციაზეა — საქართველოსთან ურთიერთობების კარდინალური გადახედვა.
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებას უმალ მოჰყვა ევროკავშირის განცხადებაც — ელჩის ჰერჩინსკის პირით; რომ ეს ორგანო წყვეტს საქართველოს, ევროკავშირში შესვლის პროცედურას.
კრივის ენაზე — აშშ-ა საქართველო ნოკდაუნში ჩააგდო, ევროკავშირმა კი გაბრუებულს, ისეთი მუშტი უთავაზა, ნოკაუტს რომ იწვევს — ცხადია ხელისუფალთა, ოპოზიციონერთა და საზოგადოების გარკვეულ წარმომადგენელთა შორის. რიგითი მოქალაქეები მიესალმებიან კიდევაც ამ ორთან ურთიერთობის გაუარესებას, თუმცა პოლიტიკოსების შიშით ხმამაღლა თავიანთ განწყობას არ აფიქსირებენ.
რუსეთის წინააღმდეგ, რომ აშშ-ა პირველი ფრონტი უკრაინაში გახსნა — ფაქტია და უარყოფა დეგენერატობის გამომხატველია. თუ აშშ-ა უკრაინა საომარი მოქმედების თეატრად აქციეს, რა დაუშლიდა ხელს, საქართვერლო ასეთ თეატრად გადაექცია? არა მარტო საქართველო, არამედ მოლდოვაც.
ე.წ. ექსპერტებო წაიკითხეთ, გაეცანით თვით ამერიკელი სპეციალისტების განცხადებებს — პირდაპირი მინიშნებით აშშ-ს პოსტსაბჭოთა სივრცეში ხელის ბინძური ტრიალის თაობაზე, განსაკუთრებით საქართველოში და განსაკუთრებით ზემომოყვანილი ორი განცხადების შემდეგ.
მოუსმინეთ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებას არა კულუარულს, არამედ საჯაროს, რუსეთის ტელეარხებით გადაცემულს — აშშ-ა თავის პარტნიორ საქართველოსაც არ აპატია დასავლური კურსის უმნიშვნელო ცხვლილება ე.წ. აგენტების და ლგბტ კანონების მიღებით და გადაწყვიტა მისი დასჯა, რაც გამოიხატება მორიგი „ფერადი რევოლუციის“ მოწყობაში „ურჩი“ „ოცნების“ ხელისუფლების დასამხობად.
რევოლუციას საპარლამენტო არჩევნებისთვის გეგმავენ და მას სათავეში ჩაუდგება პრეზიდენტი ზურაბიშვილი. იგეგმება დიდი არეულობა, მომიტინგეების გამიზნული მკვლელობით, არა ხელისუფალთა მხრიდან, არამედ თვით მომიტინგე პროვოკატორთა მხრიდან. და ყოველივე აღნიშნულს რუსეთს დააბრალებენ. ამერიკული სპეცსამსახურების მიერ შემუშავებული გეგმა ჩვენთვის გახდა ცნობილი.
საქართველოს ქაოსს დაემატება სომხეთის სამოქალაქო ომიც. იქ, რახანია ოპოზიციონერთა მასობრივი გამოსვლები მიმდინარეობს, მოჭარბებულად დასავლელი პრემიერ-მინისტრის ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით.
და მივიღებთ ცეცხლის ალში გახვეულ ამიერკავკასიას, რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან — ანტირუსულად განწყობილს. სამოქალაქო ომში თავისთავად მოხდება თურქეთ-აზერბაიჯანის ჩართვა და … როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, გაქრება სომხეთი. არც საქართველოს დაადგება კარგი დღე, ვინაიდან საპარლამენტო არჩევნებს ეუთო გაყალბებულად ჩათვლის, მიუხედავად სისპეტაკისა. ყურადსაღები განცხადებაა.
კოლექტიური დასავლეთი მოუწოდებს ოპოზიციას გამოსვლებისკენ საკუთარი ხმების დაცვის მიზნით და ისიც არ დააყოვნებს. მას გენერალური რეპეტიცია ჩატარებული აქვს „აგენტების“ კანონთან დაკავშირებული მიტინგების დროს. ჯერ-ჯერობით ბოლო რეპეტიცია ფეხბურთის ნაკრებთან შეხვედრის დროს გაიარეს, თავისუფლების მოედანზე, როდესაც სტვენით შეხვდნენ პრემიერს, ხოლო პრეზიდენტს — ტაშით.
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის განცხადება ჯერაც ჰაერში იყო, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტის მოლაპარაკე მეთიუ მილერმა მსუყე წერტილი დაუსვა აშშ-ს პოზიციას — რაც ევროკავშირმა თქვაო ვეთანხმებიო. სინქრონული მოქმედება თვალნათელია და მეტყველებს არა სინქრონულობაზე, არამედ აშშ-ს მიერ გაცემული ბრძანების დაუყოვნებელ შესრულებაზე მონა ევროკავშირის მიერ.
ორივე გადაგვიდგა დემოკრატიული გზიდან უკან დახევისთვის. მაინც, რა ისეთი დანაშაული ჩაიდინა საქართველოს ხელისუფლებამ, რომ აშშ-ა—ევროკავშირმა ესოდენ მკაცრი განაჩენი გამოგვიტანა?
ჩემის აზრით, „ოცნების“ ხელისუფლებას ქვეყნის სათავეში ხანგრძლივი ყოფნის განმავლობაში ისეთი სასიკეთო არაფერი გაუკეთებია, როგორიც „აგენტების“ და ლგბეტ-ს კანონების მიღება იყო. პირველით, კონტროლი დააწესა ორგანიზაციებზე, რომლებიც გაუმჭვირვალედ იღებდნენ დაფინანსებას აშშ—ევროკავშირიდან; მეორით, აკრძალა იმ ორგანიზაციის „მოღვაწეობა“ საქართველოში, რომელიც ლიბერალიზმის, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, სქესის გადაკეთებას ქადაგებს და ა.შ.
კოლექტიური დასავლეთის მიერ აღქმული დემოკრატია, პირდაპირი გაგებით გაუკუღმართებულ სექსს უკავშირდება — კაცის, კაცზე გათხოვებას, ქალის-ქალზე. გარდა ამისა, ბავშვების მიერ სქესის გადაკეთებას — ქირურგიული ოპერაციით, სხვა ლიბერალურ მომენტებს, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
დასავლურ ცხოვრებაში გაუთვითცნობიერებული იტყვის — ნუთუ ამ პრიმიტიულობის გამო ღირდა დასავლეთის გადამტერებაო. არ მიგვეღო ეს კანონები, განა ეს არ ჯობდაო! დავთანხმებულიყავით მათ მოთხოვნებს, შევსულიყავით ევროკავშირში და მერე ისე მოვქცეულიყავით, როგორც გვინდოდაო!
ანალოგიური მოსაზრება მოვისმინე მომღერალი გაჩეჩილაძისგან, რომელმაც ბრძანა — ჩვენ, ჩვენი კულტურით ტრადიციით და ა.შ. უნდა შევიდეთ ევროკავშირშიო, გავამდიდროთ ეს ორგანიზაციაო.
გულუბრყვილობაა და მეტი არაფერი. დასავლეთს არვის კულტურა არ აინტერესებს, მითუმეტეს დიდი ისტორია, ტრადიციები. მას საწინააღმდეგო იზიდავს — საკუთარი ისტორიის, კულტურის და ა.შ. დავიწყება. მას უისტორიო მასა აინტერესებს, მასა და არა ხალხი, მორჩილი და არა საკუთარი აზრის მქონე.
ლგბტ-ობა მარტო უკანალის მიცემით შემოიფარგლება? არამც და არამც, მიზანი შობადობის შემცირებაა, დედამიწის მოსახლეობის 8 მილიარდიდან, ერთ მილიარდამდე დაყვანა. ლგბტ-ობა რომ მცირერიცხოვან საქართველოს გადაშენებით ემუქრება, საკამათოა?
გადაშენება 30 მილიონ დოლარზე უკეთესია, ევროკავშირი რომ დაგვემუქრა აღარ მოგცემთო?
ევროპელობის მოტრფიალე ქართველებო — რა თავში იხლით 30 მილიონ დოლარს, თუკი ქვეყანა აღარ გექნებათ?!
30 მილიონი თავდაცვის სამინისტროსთვის რაღაც არის, მაგრამ არა ისეთი თანხა, ჭკუა რომ დავკარგოთ. 30 მილიონით საკმარის ტყვია-წამალსაც ვერ შევიძენთ. და რომ შევიძინოთ, დაგვეხმარება რუსეთის აგრესიის შემთხვევაში?!
საქართველოს „არმია“ ვერასდროს მიაღწევს ისეთი განვითარების დონეს, როგორიც რუსეთისაა. უკრაინის ომმა დაგვანახა, რომ აშშ-ი, ნატო და აშშ-ს სხვა პარტნიორი ქვეყნები, მიუხედავად კოკისპირული სამხედრო-ფინანსური დახმარებისა, ვერაფერს გახდნენ რუსეთთან. მათი შეიარაღება ყოველდღიურად მარცხდება რუსეთთან, მათი ტანკები, როგორც მუყაოსგან დამზადებული, იწვიან ფრონტზე.
ასე რომ, საქართველოს არც შესაბამისი რესურსები და არც ადამიანური არ გააჩნია რუსეთთან დასაპირისპირებლად. სამწუხაროდ, ასეთს ერთხელ უკვე ჰქონდა ადგილი, როდესაც აშშ-ა თავის გამოზრდილ სააკაშვილს ომი დააწყებინა ცხინვალში, შემდეგ მედვედევ-სარკოზის შეთანხმებიდან ის პუნქტი ამოაღებინა, რომლის მიხედვით, თბილისს მოლაპარაკება უნდა დაეწყო სოხუმთან და ცხინვალთან, საქართველოს შემადგენლობაში შესაბამისი სტატუსის განსასაზღვრად.
„ძვირფასო“ მედასავლეთეებო, განა თქვენთვის უცნობია აშშ-ს მაშინდელი გეგმა, რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან, საქართველოს ტერიტორიაზე, ანტირუსული ცხელი წერტილის შექმნის თაობაზე?!
აშშ-ს მაშინდელ ადმინისტრაციას სურდა საქართველოს სამხედრო მოქმედების თეატრად გადაქცევა, ისე, როგორიც დღეს, უკრაინაში. და ამაზე დაითანხმეს სააკაშვილი. დემოკრატიულ, ბუნჩულა ჩვენს „სტრატეგიულ პარტნიორს“ სურდა კავკასიის აფეთქება. მაშინ არ გამოუვიდა, მაგრამ დღეს?
ის ფიქრობს, რომ ჟამი არეულობისა დადგა, უფრო სწორად დადგება არჩევნების დროს — „ოცნების“ ხელისუფლების მოშორებისთვის შექმნილი სახალხო დაპირისპირებით.
რასა იქმს ხელისუფლება? გაოცებულ-გაკვირვებული „სტრატეგიული პარტნიორების“ გადაწყვეტილებით უნიათოდ ასავსავებენ ხელებს და ძველებურად გაიძახის 2030 წელს ევროკავშირში შევალთო, დავანახებთ ჩვენს პარტნიორებს რა წარმატებით ვასრულებთ მათ მიერ მოცემულ დავალებებსო.
შენ კი დაანახებ, მაგრამ ისინი დაინახავენ?!
მათ მთავარ დავალებას, არსად რომ არ წერია, ასრულებ? იხუტებ ლგბტ-ს გულში, აღიარებ მის ლეგიტიმურობას? აღიარება კი, მათი აზრით, შენს მიერ მიღებული კანონების გაუქმებაა!
წამითაც ნუ იფიქრებთ, რომ გული დამწყდება „ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორებით, მაგრამ ვშიშობ, რომ პროცესი მტკივნეულად წარიმართება — ქაოსით, დაპირისპირებით, ჩხუბით, სისხლით. ამერიკელები ხომ ქაოსის შექმნის დიდოსტატები არიან. ეს კინო ნანახი მაქვს — ინდური გრძელი სერიალის სახით 1989 წლის აპრილიდან დაწყებული, კომუნისტების დამხობით, ე.წ. ეროვნული ხელისუფლების მოსვლით, სამოქალაქო ომით, შევარდნაძის პერიოდით და ახალი ომით აფხაზეთთან.
ნანახი და განცდილი მაქვს უშუქობა, უპურობა, უგაზობა, მოროდიორობა, ქურდობა, ყაჩაღობა, უმისამართო ტყვიებით ხალხის სიკვდილი, თბილისის ქუჩებში ავტომანქანების საბურავების ცეცხლი, პურზე გრძელი რიგები, …
დღევანდელ ყვინჩილა პოლიტიკოსებს ეს არ უნახავთ, არსად წაუკითხავთ, არ განუცდიათ და რახან არ განუცდიათ, ხელისუფლების დამხობა მათთვის ეკზოტიკაა, რევოლუციური აღმაფრენაა.
რუსული ხელისუფლება დავამხეთო — იბღავებენ, ჯვრიანი დროშების ფრიალით. და ვიდრე სიტუაცია დალაგდება, არ იქნება ხელფასები, პენსიები და სხვა მრავალი სახელმწიფო სტაბილურობასთან დაკავშირებული.
„ოცნება“ ჩიხშია. მას ერთადერთი გამოსავალი რჩება — ხალხთან ჩატეხილი ხიდის აღდგენა. არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი ვითარების გამოსასწორებლად. მაინც რა ცუდათ უნდა ემართა ქვეყანა „ოცნებას“ და მის ლიდერ ივანიშვილს, საყოველთაო ზიზღის გასაჩენად?! საქველმოქმედო აქტებსაც რომ დადებითად არ უფასებს ხალხი?
მიუხედავად ამისა, მან უნდა გადადგას მკვეთრი ნაბიჯები — სასწრაფოდ დააკმაყოფილოს ბინებით სასტუმროებში შეყრილი ლტოლვილები, გამოაცხადოს, რომ აღადგენს თბილისის იპოდრომს და აღკვეთს მის ტერიტორიაზე არსებული „ტყის“ გაჩეხვის გეგმას, საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად; დაიწყებს რესპუბლიკური საავადმყოფოს აღდგენით სამუშაოებს, ისე, როგორც ხელოვნების მუზეუმის შენობის, დაანგრევს მის სასტუმროსა და საცხოვრებელ სახლს შორიოს აშენებულ კედელს, რომლითაც სიცოცხლე გაუმწარა სახლში მცხოვრებ ადამიანებს; უარს იტყვის ამ სასტუმროს თავზე საბაგირო გზის სადგურის განთავსებაზე, აკრძალავს ისტორიული, ფუნდამენტური შენობა-ნაგებობების ნგრევას, დაიწყებს სოლოლაკისა და პლეხანოვის შემოგარენის სარესტავრაციო სამუშაოებს.
აღადგენს მაკონტროლებელი ორგანოების ზედამხედველობას სუპერმარკეტებზე, ფასებზე. დაიწყებს მეჩაიეობის აღსადგენ სამუშაოებს, სოფლის მეურნეობის აღორძინებას, სოფლის მეურნეობის დარგების აღდგენა-განვითარებას; სამაცივრე კომპლექსების აშენებას, სადაც მოხდება სოფლის მეურნეობაში მოწეული პროდუქტების დახარისხება, შენახვა და ბაზარზე გატანა, საექსპორტოდ გაგზავნა. მაგალითად, უზბეკეთის გამოცდილების შესწავლა ბევრ სასიკეთოს შეგვძენს. და რაც მთავარია, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, დსთ-სა და ოდეკაბეში გაწევრებას. სხვა მრავალს, რაც მას 12 წლის განმავლობაში უნდა გაეკეთებინა და არ გააკეთა.
რაც მან გააკეთა 12-წლიანი ტყუილი იყო — ევროკავშირ-ნატოში შესვლის ვითომ პერსპექტივით, ხალხის მოტყუებით — იქ, რომ შევალთ დიდი ხელფასები და პენსიები გექნებათო. იცის ვინმემ ევროკავშირში დღეს არსებული ვითარება?!
რომ იცოდნენ, დადებითად არ ილაპარაკებდნენ მასზე.
ივანიშვილს ჰგონია, რომ თუკი ის და მისი „ოცნება“ აღარ გააკრიტიკებს დასავლეთს, შეუნდობენ. დასავლეთი რომ ვინმეს დამნდობი იყოს, მაშინ ნორმალური ატმოსფერო იქნებოდა და არა ისეთი აგრესიული, როგორიც დღეს.
ეს აგრესიულობა ნათლად გამოჩნდა ვაშინგტონის ნატოს სამიტზე, საიუბლეოზე. 75-ე წელს ზეიმობს ნატო, თავისი დაარსებიდან — აგრესიული ორგანიზაცია, საბჭოთა კავშირის გასანადგურებლად შექმნილი.
75 წელია ნატომ ვერაფრით მიაღწია დასახულ მიზანს, თუმცა მოესწრო საბჭოთა კავშირის თვითლიკვიდაციას, რაშიც ნატოს წვლილი არ იკვეთება. არ არის საბჭოთა კავშირი, მაგრამ არის მისი მემკვიდრე რუსეთი, რომლის გამოჩენისთანავე ნატომ ახალი აღმაფრენით დაიწყო რუსეთის დანგრევის გეგმების განხორციელება. შეასრულებს ჩანაფიქრს?
დიდად საეჭვოა, მაგრამ დაძაბულობას რომ ქმნის მსოფლიოში — უეჭველია! უკრაინაში გაჩენილი ანტირუსული საომარი პროცესი დასტურია ამისა. მიზანი მისი მარტივია — რუსეთის ეკონომიკური და სამხედრო გამოფიტვა.
შედეგი? — ჯერ-ჯერობით დაუმთავრებელი ომი, უკრაინის მოსახლეობის გაწყვეტა და ეკონომიკური დაცემა; თვით ევროპის ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დეგრადირება და მიუხედავად ამისა, ვაშინგტონის მოწოდება — ომი, რუსეთის დამარცხებამდე, ნატოს ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გაათმაგებული სამხედრო დახმარების გაწევა. არც ერთი სიტყვა მოლაპარაკებაზე! უკრაინელთა სიცოცხლის ფასად, ომი კოლექტიური დასავლეთის მზაკვრული მიზნების ასასრულებლად.
ნატოს სამიტზე ითქვა უკრაინამ უნდა იომოს მშვიდობის მისაღწევადო.
უკრაინამ უნდა გაიზიაროს პუტინის წინადადება და ომის ნაცვლად მოლაპარაკებები უნდა დაიწყოსო — უნგრეთის გარდა არვის უთქვამს. და რახან არ უთქვამს, მსოფლიო დაძაბულობა გაგრძელდება.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი
12/07/2024