„განათლებული“ მეძავი

„ვაა!!! გაიგეთ, ხალხო, კამალა რომ არის, ჰარისი, ბაიდენის მოადგილე, წერილი გამოუგზავნა ჩვენი პრეზიდენტის, ზურაბიშვილისთვის, სადაც ჩაწერილია — თუ აგენტების კანონს მიიღებთ, დედას გიტირებთო!“.

ასე მომახალა დილას, ჩემმა მეზობელმა, პოლიტიკაში „ღრმად“ ჩახედულმა, პატრიოტმა იმანომ. რას მელაპარაკები, მართლა? — „გაკვირვებით“ მივუგე და ლაპარაკი რომ არ გაეგრძელებინა, ბოდიშის მოხდით, სწრაფად გავეცალე, მაგრამ თან წავიყოლე მეზობლის სიტყვები, ვითომ სამშობლოს სიყვარულით დამუხტული და ჩემიც დავამეტე — ყოჩაღ, ქართველო, როგორც იქნა ხომ მოახერხე აშშ-ს პრეზიდენტის ყურადღების ჩვენსკენ მოპყრობა?

კამალა ჰარისის მიხედვით, ის და პრეზიდენტი გაფაციცებით ადევნებენ თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს ხელისუფლება არ გადაუხვევს დასავლურ გზას.

ზემოთ სიტყვა „ყოჩაღ“ ვახსენე და გავიმეორებ — მართლაც ყოჩაღ ქართველებო, მძინარე ბაიდენის გამოღვიძებისთვის, ადამიანის, რომელიც სიფხიზლეშიც მძინარეა, თავის ორ ფეხზე მდგომი ტრიბუნასთან, გასულ საუკუნეში გარდაცვლილებს ელაპარაკება დ „სპიჩის“ დამთავრების შემდეგ, საით წავიდეს, არ იცის — აქეთ-იქით უსუსურად იყურება, ჰაერში ხელს მოჩვენებებს ართმევს. ასეთის გამოღვიზება იოლი საქმეა?

ჰოდა, ქართველებმა მოვახერხეთ, როგორც მუდამ მოხითხითე კამალა, ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტი, შეთავსებით, ფორმალურად აშშ-ს გვეუბნება.

დემოკრატებს დიდი პრობლემები აქვთ საპრეზიდენტო არჩევნების თვალსაზრისით და ყველაფერს ღონობენ გათიშული ბაიდენის გამარჯვებისთვის. გამარჯვების შემთხვევაში, მათ სხვა პრობლემაც ექნებათ — ბაიდენის სიცოცხლის ხანგრძლივობა.

ბაიდენი 81 წლისაა — აშშ-ის ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი. მისი მოწინააღმდეგე ტრამპიც არ არის ქორფა ასაკის, 3 წლით უმცროსია ბაიდენზე, მაგრამ გონებრივად და ფიზიკურად ჯამრთელი.

ტრამპს სხვა პრობლემები აქვს დაკავშირებული სასამართლოსთან, ძველ  ისტორიებთან, ჭაბუკობაში ჩადენილთან. ტრამპისთვის იმ ძველის გახსენება, მამაკაცურ აქტიურობას რომ უკავშირდება, სანატრელია, მაგრამ არა ისეთ კონტექსტში, დღეს რომ თავს ეხვევა ლიბერტანიალიზმით დაავადებული დემოკრატების — ლამის ფაშიზმში გადასულით, მეცადინეობით.

დღევანდელი აშშ-ს პოლიტიკა, დიქტატორული მოსაზრებით გაჯერებული, სხვის დემოკრატიას, პოლიტიკურ ცხოვრებას არ უნდა აფასებდეს, მაგრამ არის ვინმე გამკითხავი?

ჯერ-ჯერობით, არც არავინ, ვინაიდან დოლარი, ისევ დოლარობს, ფრთებმოტეხილი, მაგრამ მაინც, ავიამზიდები დაცურავენ ზღვებსა და ოკეანეებში, 800 სამხედრო ბაზა მიმოფანტული მთელს მსოფლიოში — ანგარიშგასაწევი რამაა, მაგრამ, როგორც ვატყობ, მეც და სხვაც, პოლიტიკაში მეტნაკლებად ჩახედულნი, ადამიანთა განწყობა აშშ-ს მიმართ იცვლაბა და იცვლება სწრაფად, ამერიკელთა დასანანად.

ვაშინგტონის მუქარა, ქვეყნის მიმართ ეკონომიკური სანქციების დაწესების თაობაზე ანაღვლებთ, მაგრამ არა ისე, როგორც 30 წლის წინათ. ვისაც ანაღვლებს, აშშ-ს ევროპელი ფინიებია, ტუალეტში შესვლაც რომ არ სურთ ვაშინგტონის თანხმობის გარეშე.

დანარჩენი მსოფლიო რუსეთ-ჩინეთ-ბრაზილია, ირან-სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა — აშშ-ს საპირისპირო გზას ადგანან, რაც სხვისთვის სამაგალითოა, ვინაიდან ჩამოთვლილი ქვეყნები — გაერთიანება „ბრიკსის“ წევრები, ისე, როგორც „შოსის“, აღარ იზიარებენ ჰეგემონის პოლიტიკას, მოძველებულს, დახავსებულს ლიბერალურ ფაშიზმზე დაფუძნებულს.

ძნელია იმის გამოცნობა, იგრძნო თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ მსოფლიო პოლიტიკურ სივრცეში გაჩენილი ძვრები. უნდა ვივარაუდოთ, რომ იგრძნო, ვინაიდან გვერდი აუარა ვაშინგტონის მოწოდებებს, მუქარას „აგენტების“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით. ქართველთა გულადობა, აშშ-ი კარსმომდგარ საპრეზიდენტო არჩევნებსაც უკავშირდება და პრეზიდენტობისთვის მებრძოლი ორი პოლიტიკოსის, როგორც ფიზიკურ, ისე პოლიტიკურ ჯანმრთელობას.

ამერიკელებს აქვთ ასეთი გამოთქმა სუსტი პოლიტიკოსების, განსაკუთრებით პრეზიდენტების მიმართ — კოჭლი ბატიაო.

ეს გამოთქმა ორივე კანდიდატს შეეფერება და მსოფლიო ჰეგემონს, ამ პოზიციის გახანგრძლივებისთვის მებრძოლს — სხვისი დაშინებით, მზაკვრობით, ტყუილით, უარყოფითი ხერხების გამოყენებით.

კამალამ, ჯო გააღვიძა და უთხრა საქართველოს ხელისუფალთა სიჯიუტეზე. ვერ გეტყვით, ბაიდენმა გაიხსენა თუ არა საქართველო, მაგრამ დამუხტულ მექანიკურ თოჯინასავით თითი დაიქნია — რას ბედავო, საქართველოვ!

გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში საქართველოს სტუმრობდა აშშ-ს სენატის დელეგაცია, უხუცესი სენატორის ხელმძღვანელობით. დელეგაციამ მოიარა მოსკოვი, ლენინგრადი და თბილისში ჩამოვიდა. საქართველოს სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, მეც მომიხდა მათი მასპინძლობა. მთავარი სტუმრისთვის ლიმუზინი „ჩაიკა“ იყო გამოყოფილი, რომელშიც, როგორც პროტოკოლის უფროსს, მომიხდა ჯდომა. ჰოდა, ხელოვნების მუზეუმთან როდესაც შევჩერდით, სტუმარმა მითხრა — მგონი ამ ქალაქში ნამყოფი ვარო. როდის, ვერ გაიხსენა.

დარწმუნებული ვარ, ბაიდენი რომ თბილისში ჩამოვიდეს, ვერ გაიხსენებს იყო თუ არა აქ. თუ გაიხსენებს, მაშინდელი საქართველოს „იმპერატორი“ სააკაშვილიც უნდა გაიხსენოს, რომელიც ისე აქო პიონერთა სასახლეში გამართული შეხვედრის დროს, ლამის ცრემლები აფრქვევინა სააკაშვილის დედას, გიულის. მადლობაც გადაუხადა შესანიშნავი შვილის გაზრდისთვის. მაგრამ ეს ამბავი ისტორიის ნაწილია, დღევანდელობასთან არავითარ კავშირში არ მყოფის.

ფაქტი სახეზეა — არც ბაიდენი და არც ვინმე სულიერი ადმინისტრაციიდან სააკაშვილს არ იხსენებს. არც ის ახსოვთ, რომ რეგიონის „დემოკრატიული შუქურა“ ციხეშია.

შუქურა, კოცონი, ნათურა განსაკუთრებით ხანგრძლივი გამძლეობისაც კი ქრება, იწვება. ასე დაიწვა სააკაშვილის შუქურაც, რაც მაგალითი უნდა იყოს აშშ-ს ისეთი ყურმოჭრილი მონებისთვის, როგორებიც არიან კაცად ქცეული ქალი პოლიტიკოსები სამადაშვილი, დეკანოიძე, აქუბარდია, … მაინც რამდენი არიან — ყველა მათგანი აშშ-ს უკანალში მძრომნი, თავდავიწყებით რომ წიკვინებენ — ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია აშშ-ო.

აშშ-ს სტრატეგიული მოკავშირეები არ ჰყავს. აშშ-ს სტრატეგიული მონები ჰყავს და საქართველოც ასეთია. სტრატეგიული პარტნიორი შეიძლება ჰყავდეს აშშ-ს — ქვეყანას, მსოფლიო ჰეგემონს?!

თვით სიტყვა „ჰეგემონი“ ვერ ჰგუობს სტრატეგიულ პარტნიორობას, საქმე — მითუმეტეს, უკანალში ძრომისას, გაითვალისწინეთ ეს მარტივი ჭეშმარიტება.

უკანალში ძრომამ ჩემი პატარაობის ამბავი გამახსენა — გასული საუკუნის 60-იან წლებში, როდესაც თბილისელების უდიდესი უმრავლესობა ეზოებიან სახლებში ცხოვრობდა, ერთი „უბორნიით“ და ეზოს განაპირას საერთო „კრანით“. ქალაქელები, კვირაში ერთხელ, კვირას, დასვენების დღეს, აბანოში დავდიოდით, შემდეგ „საპარიკმახეროში“.

ვერაზე ვცხოვრობდი და ვერის აბანოს ვსტუმრობდი, ცხადია საერთო დარბაზს. იყო ნომრებიც — მაღალი ფასით.

საერთო დარბაზში, ორთქლისა და ცხელი წყლის ღრუბლებში ყურადღებას იპყრობდა „ნაკოლკებიანები“, გაცილებით მაღალ მხატვრულ, ტექნიკურ დონეზე შესრულებული, ვიდრე დღევანდელი პირსინგი. ზოგიერთის ტანზე, არა მარტო პოლიტიკური ცხოვრების ამსახველი „ნაკოლკები“ იყო, მაგალითად ლენინის, სტალინის გამოსახულებით, არამედ გულის „ამაჩუყებელი“ წარწერებიც — „ნე ზაბუდუ მატ რადნუიუ“ ან საყვარელი ქალის სახელი და ა.შ. მაგრამ ერთის „ნაკოლკამ“ გაოცება გამოიწვია ჩემში, ისეთი, დღესაც რომ თვალწინ მიდგას — კისრიდან დაწყებული, საჯდომის ორ დუნდულამდე დახატული მატარებელი, ვაგონებისა და ორთქმავლის ზედმიწევნითი სიზუსტით შესრულებული. ზურგიდან მომავალი მატარებელი ანალურ არხში შედიოდა, ანუ ორთქმავლის ცხვირი უკვე იქ იყო, კუდიღა მოსჩანდა, ჩაბმულ ვაგონებთან ერთად.

აი, ასეთ პოლიტიკურ გვირაბშია შესული ქართული პოლიტიკა ბოლო 30 წლის განმავლობაში, გვირაბში, სადაც არც თავში და არც ბოლოში მკრთალი შუქიც არ არის და არც იქნება. და ასე გაგრძელდება მუდამ, ვიდრე არ გამოვფხიზლდებით. რას ვგულისხმობ გამოფხიზლებაში?

პოლიტიკური კურსის შეცვლას. რა არის ამისთვის საჭირო?

თანმიმდევრული, მიზანმიმართული პოლიტიკური ნაბიჯები. ღობე-ყორეს მიდებ-მოდებისთვის თავის არიდება, ვინაიდან აქეთ-იქით მოხტუნავე პოლიტიკოსი, ქვეყანა, მტერ-მოყვარეში იწვევს ეჭვს. თავმოყვარეობის დაფასება და განვითარება და არა გაუგებარი მამლაყინწობა, ასერიგად გამჯდარი ჩვენს ყოველდღიურობაში.

მოკრძალება, სხვისი პატივისცემა, სხვისი შრომის დაფასება უნდა იყოს ჩვენი სულიერი ცხოვრების დევიზი და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია უმადურობის აღმოფხვრა.

მკითხველს ვთხოვ, ნუ მიიღებს ზემოთქმულს ჭკუის დარიგებად. მე, უბრალოდ ჩემი მოსაზრება გაგანდეთ. გაზიარება თქვენთვის მომინდვია.

30 წლის განმავლობაში მივყვებით გზას, რომელმაც არავითარი სიკეთე არ მოგვიტანა. და ვერც მოგვიტანდა, რამეთუ დასავლური ორიენტაცია მხოლოდ საღეჭი რეზინებისა და დაგლეჯილი ჯინსებისკენ ლტოლვა იყო, ვითომ დემოკრატიისკენ, ვითომ თავისუფალი ცხოვრებისკენ, სინამდვილეში სქესობრივი აღვირახსნილობისკენ, ტრადიციულის დავიწყებისკენ.

მოპირისპირე სქესთან ურთიერთობაში თავს დილენტანტად არ მივიჩნევ, მაგრამ სქესობრივ კავშირს ყოველთვის მივიჩნევდი არასაჯარო სალაპარაკო თემად — ინტიმურიდან გამომდინარე.

ყველაფერი წარმომედგინა და წარომიდგენია, მაგრამ ვერბალური და არა ორალური სექსი, რასაც ჩვენს ელექტრონულ მედიაში აქვს ადგილი, თავისუფლებად არ მიმაჩნია. არის რამე თავისუფლება ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეო-დიალოგში ია ფარულავასა და ტრანსვესტიტ კესარიას შორის?

კესარია უყვება ფარულავას, როგორ ხმარობს ვიბრატორს. ფარულავა ეკითხება — ფუჩუზე ზემოდან ისვამ თუ შიგნით შეგყავსო. მათი გაგებით აი, ეს არის თავისუფლება, ევროპელობა, ევროპული ფასეულობა — ვიბრატორ, ფუჩუს ხსენებით. მსგავსი რამ არც ერთ დასავლურ მედიაში არ მინახავს. გაევროპელებულებმა ვნახეთ! თუმცა მაპატიეთ, ამასწინათ, თუ არ ვცდები ტელეკომპანია CNN-ზე წამყვანს სტუმრად ჰყავდა პორნოვარსკვლავი სტორმი დანიელსი, რომელიც ამტკიცებს, რომ ტრამპმა „იხმარა“. ტელეწამყვანმა მაგიდაზე დააწყო სხვადასხვა ზომის და ფორმის ფალოსები და სტუმარს ჰკითხა, მაინც როგორი პენისი აქვს ტრამპს, ასეთი თუ ასეთიო?

თავისუფლება ჩვენებური გაგებით, თანამედროვენი მყვანან მხედველობაში, ისაა, ჩვენს წარსულს რომ ვაგინებთ, ანუ საბჭოთა კავშირს და ვაგინებთ, უფრო სწორად აგინებენ ახალგაზრდები, რომლებსაც არც იმ ეპოქაში უცხოვრიათ და არც წაუკითხავთ, რა სისტემაში ცხოვრობდნენ მათი მშობლები, წინაპრები.

საშუალო ასაკის და მეტის ადამიანები კი თვლიან, რომ საბჭოთა კავშირის გინებით მათი პირადი გმირობა იზრდება, თუნდაც თანამედროვეთა თვალში — შეხედეთ რა მაგარი ვარ, იმ საშინელებას რომ გავუძელიო.

ასეთთა და ზემონახსენებ კესარიას შორის განსხვავებას ვერ ვხედავ. ორივენი მეძავეები არიან — ერთნი, პირდაპირი გაგებით, მეორენი, გადატანითი მნიშვნელობით — კომფორმიზმისთვის ბოზობით.

თქვენ თვითონ შეურჩიეთ სახელი ადამიანს, რომელმაც ინტერნეტში მოკლე ინტერვიუ დადო. მას ეკითხებიან საბჭოთა კავშირის შესახებ და ისიც პასუხობს — საბჭოთა კავშირი იყო ქვეყანა, ყველას ერთი, ერთნაირი შარვალი რომ უნდა სცმოდა. მკერავს ვუთხარი ფართოტოტებიანი შარვლის („შლაკსის“) შეკერვა და შიშით მითხრა — ვერ შეგიკერავ, ვინაიდან ამისთვის ხელისუფლება დამსჯისო. შემდეგ რესპონდენტმა მოაყოლა საბჭოური ცხოვრების გაუსაძლისობა — არა თეატრი, არა კონცერტი, არა ფეხბურთი და ა.შ.

ამ დიალოგის მომსმენს, განსაკუთრებით ახალგაზრდას, საბჭოურ ცხოვრებაზე რომ საშინელი წარმოდგენა შეექმნას, არის გასაკვირი? და ვის სურს, რომ დღევანდელებს საბჭოეთზე ცუდი წარმოდგენა ჰქონდეს?

აშშ-ს და მის ყმებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. რატომ?

იმიტომ, რომ მოხდეს რუსეთის დისკრედიტაცია — საბჭოთა კავშირის მემკვიდრის.

პირადად მე მეგონა, რომ დასავლეთსა და საბჭოთა კავშირს შორის დაპირისპირება კლასობრივ-იდეოლოგიური იყო. შევცდი! 32 წელია აღარ არის საბჭოთა კავშირი. მის ნაცვლად რუსეთია, ისეთივე კაპიტალისტური, როგორიც დასავლეთი, აშშ-ი. რუსეთში მილიარდერთა რაოდენობა კარგა ხანია გაცდა თითზე ჩამოსათვლელ რაოდენობას; მილიონერთა რიცხვს ვინ დათვლის?!

მაგრამ დაპირისპირება აშშ-რუსეთს, აშშ-ჩინეთს შორის არათუ მცირდება, პირიქით ყოველდღე იზრდება. მიზეზი დაპირისპირებისა სულაც არ ყოფილა იდეოლოგია. მიზეზი დაპირისპირებისა რუსეთის უმდიდრესი ტერიტორიის დაქუცმაცება და ხელში ჩაგდებაა, რისთვისაც, მათი გაგებით რუსეთის ურჩი ხელისუფლების, ხელისუფალის, ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა.

სხვა ქვეყნების მონური დამორჩილების გზით საკუთარი კეთილდღეობის შექმნაა მთავარი მიზანი. ე.წ. ცივილიზებული დასავლეთისთვის საკუთარი ბედნიერების გამოძერწვა, კოლონიზირებულთა ჩონჩხებზე 500 წელი გრძელდება. 500 წელია ევროპული „ფასეულობების“ წარმომადგენლები აფრიკის, აზიის, ლათინური ამერიკის ძარცვით ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ. მათში ასეთი ყოფა გასხეულებულია, გონებაში ღრმად გამჯდარი. შეიცვლიან ისინი მანკიერ ჩვეულებას, ცხოვრების წესს?

წინათ ასეთი კითხვის დასმაც უტოპიად ჩაითვლებოდა. დღეს, ჩვეულებრივი, ცხოვრებისეული რამაა, რეალობაა, რომელსაც დასავლეთი ვერ გრძნობს, ვერ ხედავს, უფრო სწორად არ ხედავს, შეგნებულად, სირაქლემას პოზაშია. მაგრამ, როდესაც დანარჩენები ხედავენ და ეს დანარჩენები რაოდენობით, ეკონომიკური პოტენციალით მეტნი არიან. მაშინ?

მაშინ, იძულებული გახდებიან შეეგუონ რეალობას, თუმცა შეგუების პროცესი იოლი არც მათთვის იქნება და არც დანარჩენი უმრავლესობისთვის.

დავუბრუნდეთ ზემომოყვანილ სიუჟეტს — შარვლის კერვისას. რესპონდენტი, ლევან ბერძენიშვილი გახლდათ — პიროვნება არცთუ დაფასებული, ისე, როგორც ის ინატრებდა საზოგადოებაში; პიროვნება, საბჭოთა კავშირის დროს ციხეში გამომწყვდეული და სპეცსამსახურებთან შეკრული, გამოსატეხ პატიმართა საკნებში „ნასედკად“ შეყვანილი; დავუმატოთ ამას სააკაშვილთან მჭიდრო მოთანამშრომლობა — სინდის-ნამუს გარეცხილ, გარყნილ ანტიქართველ ადამიანთან, თავფეხიანად შემძვრალთან ამერიკელთა უკანალში — იმ მატარებელივით, ზემოთ რომ მოგახსენეთ და მივიღებთ ერთობ არასასიამოვნო არსება, და არა პიროვნებას, რომელიც ფულის გულისთვის არათუ საბჭოთა ცხოვრებას აგინებს, საკუთარ მშობლებსაც.

მოკლედ მოგითხრობთ იმ საბჭოთა ცხოვრებაზე, რომელიც ჩემს თაობას და ცხადია ბერძენიშვილისაც გვხვდა წილად. „შარვალი არ შემიკერეს, სისტემის შიშითო“, არადა ომის შემდეგ, განსაკუთრებით გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან დაწყებული, როდესაც ფაშისტების მიერ მიწასთან გასწორებულმა საბჭოეთის მოქალაქეებმა სული მოითქვეს, დროსტარებაზეც, ტურისტულ მოგზაურობაზეც და სხვა მრავალზეც იფიქრეს — უპირველეს ყოვლისა ყოველმხრივ სწავლა-განათლებაზე, ცოდნის შეძენაზე. საქართველო, ამ თვალსაზრისით არა მარტო საბჭოთა კავშირში იყო პირველი, არამედ მსოფლიოში.

მსოფლიოში არ მოიპოვებოდა სპეციალობა, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში — ჰუმანიტარულსა და ტექნიკურში აქაურს რომ არ მიეღო განათლება. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დასაქმება იყო უზრუნველყოფილი არა მარტო საქართველოს უამრავ ფაბრიკა-ქარხნებში, არამედ საბჭოეთის სხვა ქალაქებში.

განათლების სისტემას ჰქონდა მინდობილი ახალდამთავრებულთა სამუშაოზე განაწილების საკითხი.

იმჟამინდელ საბჭოეთში მილიონიანი ტირაჟით იბეჭდებოდა საბჭოთა და უცხოელი მწერლების, პოეტების რომანები, მოთხრობები, პოემები, ლექსები. წიგნის კითხვა გამჯდარი იყო ფართო საზოგადოებაში, მითუმეტეს ახალგაზრდებში. წიგნის საკითხად თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა, რაიონული ბიბლიოთეკები მკითხველებს ვერ იტევდა. დასავლეთში გამოცემული ნაწარმოებები უმალ იბეჭდებოდა მოსკოვის ჟურნალებში.

სავალდებულო იყო ჟურნალ-გაზეთების გამოწერაც, როგორც რესპუბლიკურის, ისე ცენტრალურის. ყველა რაიონს, ქალაქს ჰქონდა თავისი გაზეთი. საბავშვო ლიტერატურას ვინ მოთვლის, ისე, როგორც სამეცნიერო-ტექნიკურ ლიტერატურას. დიდი პოპულარობით სარგებლობდა სპორტული გაზეთი „ლელო“, „ახალგაზრდა თაობა“, „სოფლის ცხოვრება“, სამედიცინო გაზეთები და ჟურნალები. ასე რომ, საგანმანათლებლო სისტემის მიზანმიმართული მუშაობის შედეგად საზოგადოება იყო ნაკითხი, განსწავლული.

საბჭოთა კავშირს ესაჭიროებოდა არა მარტო წიგნიერი მოსახლეობა, არამედ ყოველმხრივ განვითარებული, რისთვისაც ყველა სკოლაში არსებობდა სხვადასხვა სახის წრეები. მაგალითად, ცეკვის შემსწავლელი, სიმღერის, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის, სპორტის სხვადასხვა სახეობების ჯგუფები. და არა მარტო საშუალო სკოლებში, არამედ უმაღლეს სასწავლებლებში, ფაბრიკა-ქარხნებში, რომლებსაც საკუთარი კულტურის სახლები ჰქონდათ.

სწავლის დროს, ვერაზე 53-ე საშუალო სკოლაში, ჩვენი ჯგუფელები მერაბ ასათიანი და მალხაზ ადეიშვილი სკოლაში არსებულ ფარიკაობის წრეში ვარჯიშობდნენ. ორივენი ჯერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონები გახდნენ, შემდეგ მსოფლიოს — ახალგაზრდათა შორის.

ასევე გაითქვა სახელი მსოფლიო ჩემპიონობით, ნიკოლოზ ანდრიაძემ, შემდგომში წარმატებულმა ექიმმა. თითქმის ყველა სკოლასთან იყო საშუალო მუსიკალური სასწავლებელი, რომლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეები სწავლას კონსერვატორიაში აგრძელებდნენ.

50-60-იან წლებში მუსიკალური ცოდნა აუცილობლობის დონეზე იყო აყვანილი, განსაკუთრებით ფორტეპიანოზე დაკვრა. და როდესაც საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქებიდან ფორტეპიანოს შემოტანამ ვერ დააკმაყოფილა მოსახლეობის ფართო მოთხოვნა, თბილისში გაიხსნა ფაბრიკა, რომელიც ამზადებდა ამ ინსტრუმენტს.

ფორტეპიანოსა და წიგნების სახლში ქონა პრესტიჟულად მიიჩნეოდა. საქართველოს ყველა რაიონში, სოფელში, ქალაქში იყო კულტურის სასახლეები, სადაც მუშაობდა სხვადასხვა სახის წრეები. ქალაქებში კი დრამატული თეატრები ფუნქციონირებდა — პროფესიონალური დასით, რეპერტუარით. ყველა უმაღლეს სასწავლებელს ჰქონდა თვითშემოქმედება, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ საქალაქო, რესპუბლიკურ ფესტივალებში. ბევრი მათგანის პოპულარობა გასცდა საქართველოს საზღვრებს და მთელს საბჭოეთში გავიდა. მაგალითად, თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჯაზ-ორკესტრი კონსტანტინე პევზნერის ხელმძღვანელობით; თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის კვარტეტი „ორერა“ და „დიელო“. პირველს სათავეში ჩაუდგა რობერტ ბარძიმაშვილი და შეიქმნა ვოკალურ-ინსტრუმენული ანსამბლი „ორერა“— უპოპულარული მთელს საბჭოეთში.

ნანი ბრეგვაძის, ვახტანგ კიკაბიძის, სულიკო კოროშინაძის, ნანული აბესაძის, დიდიმ ლოგუას, სხვათა სახელები მთელს კავშირში იყო ცნობილი.

ხალხური შემოქმედება, სიმღერები და ცეკვები ყოველთვის იყო დაფასებული. ტარდებოდა რაიონული, საქალაქო და რესპუბლიკური კონკურსები. რუსთავის ბაზაზე შეიქმნა ანსამბლი „რუსთავი“ — მოგვიანებით ხალხური სიმღერისა და ცეკვის. პარალელურად არსებობდა ანსამბლი „შვიდკაცა“ და რაც მთავარია ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის ხალხური ცეკვის ანსამბლი, ბუხუტი დარახველიძის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი.

 ყოველივე აღნიშნული გააჩნდათ ავტონომიურ ფორმირებებს. უფრო მეტიც, ისეთ პატარა ქალაქს, როგორიცაა ქუთაისი, ოპერის თეატრი ჰქონდა.

ახლა რაც შეეხება დრამატულ თეატრებს, სახელგანთქმულებს საქართველოსა და სასბჭოთა კავშირში — რუსთაველის და მარჯანიშვილის სახელების მატარებლებს. სეზონის დამთავრების შემდეგ ისინი მართავდნენ გასტროლებს საქართველოს რაიონებსა და ქალაქებში, საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, მოსკოვში.

რუსთაველის თეატრმა, სპექტაკლით „კავკასიური ცარცის წრე“, იმოგზაურა მექსიკაში, ევროპის ქვეყნებში, საბჭოთა კავშირში. დამდგმელი რეჟისორის რობერტ სტურუას სახელმა ღრმა კვალი დატოვა მსოფლიო თეატრალურ ხელოვნებაში.

თბილისში სხვა თეატრებიც ფუნქციონირებდა — მუსიკალური კომედიის, თუმანიშვილის, სანკულტურის ბავშვთა ორი თეატრი რუსული და ქართული; სახელგანთქმული გრიბოედოვის რუსული თეატრი, სომხური თეატრი და რაც მთავარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი, ოპერის შესანიშნავი მომღერლებით, ისე, როგორც ბალეტის ვარსკვლავებით — ვახტანგ ჭაბუკიანით, ზურაბ კიკალიშვილით, ვერა წიგნაძით. თბილისის საბალეტო სტუდიაში აიდგეს ფეხი ნინო ანანიაშვილმა, ირმა ნიორაძემ, ნიკოლოზ ცისკარიძემ, შემდგომში მოსკოვის დიდი თეატრის და ლენინგრადის მარინის თეატრის პრიმა შემსრულებლებმა.

ოპერის თეატრის რეჟისორი ოდისეი დიმიტრიადი მოსკოვის დიდი თეატრის რეჟისორი იყო. მოსკოვის დიდ თეატრში მღეროდნენ დავით გამრეკელი, ზურაბ ანჯაფარიძე, მაყვალა ქასრაშვილი, ზურაბ სოტკილავა. და არა მარტო იქ, არამედ მსოფლიოს სახელგანთქმულ საოპერო სცენებზე.

თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე კვირა ისე არ გაივლიდა, რომ ცნობილ საბჭოთა ან უცხოელ მომღერალს არ ემღერა. მაგალითად, მეტროპოლიტენ ოპერის ბასს გიაუროვსს, აზერბაიჯანელ ბარიტონს მაგომაევს, სხვებს. რაც შეეხება ბალეტის სოლისტებს — მაია პლისეცკაიას, ბესმერტნაიას, ინგლისელ ბერილ დრეის, ბალერონებს ლედიახს, რონას, ლიეპას, სხვებს და სხვებს, ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, სულაც არ მეტყველებს იმაზე, რომ გასტროლების შიმშილი იყო.

მოსკოვის, ლენინგრადის, სხვა ქალაქების დრამატული თეატრების დასი თბილისის მუდმივი სტუმრები იყვნენ, სახელოვანი შემსრულებლებით — ლანავოით, ვისოცკით, პელცერით, …

თბილისის განებივრებული მაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვია „ნიუ-იორკ სიტი ბალეის“ სრული დასის გამოსვლებმა ოპერისა და ბალეტის თეატრში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჯორჯ ბალანჩინი (ბალანჩივაძე).

ვინ დათვლის ესტრადის, როგორც უცხოელ, ისე საბჭოთა შემსრულებლებს, მათ შორის ამერიკელებს, ბენი გუდმანის ჯაზ ორკესტრი გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში მართავდა კონცერტებს „ბურევესტნიკის“ სტადიონზე. ობრაზცოვის ცნობილი თოჯინების თეატრი, ფილარმონიის საზაფხულო სცენაზე, გორკის სახელობის კლუბში. დავუმატოთ ამას კონსერვატორიის დიდ და მცირე დარბაზებში გამართული კონცერტები, სპორტული სანახაობები, საბჭოთა კავშირის საფეხბურთო, საკალათბურთო, წყალბურთის ჩემპიონატები; ჩემპიონატები ჭიდაობაში, მძლეოსნობაში, ძალოსნობაში, თბილისის იპოდრომზე გამართული საცხენოსო გამოსვლები; ცირკის სცენაზე პოპულარული საბჭოთა დასების სპექტაკლები.

დავუმატოთ ისიც, რომ ყველა საწარმოს, უმაღლეს სასწავლებელს ჰყავდა ფეხბურთისა და კალათბურთის გუნდები; ფართო ქსელი იყო ბავშვთა, მოზარდთა, სტუდენტთა საყოველთავო სპორტში ჩართვისთვის შექმნილი — ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე.

მაპატიეთ, ძალიან ბევრი გამომივიდა ძველი ცხოვრების აღსაწერად, თუმცა უდავოდ არა ყოვლისმომცველი — უცბათ, რაც წერის დროს გამახსენდა და რასაც ჩემი თვალით ვუყურებდი და ვისმენდი. ბედნიერი ვარ, რომ შევესწარი ვასო გოძიაშვილის, სესილია თაყაიშვილის, მიხეილ ჭიაურელის, აკაკი ხორავას, ვერიკო ანჯაფარიძის, სერგო და ბუხუტი ზაქარიაძეების, ეროსი მანჯგალაძის, ოთარ მეღვინეთუხუცესის, კოტე მახარაძის, სოფიკო ჭიაურელის, იზა გიგოშვილის, ვახტანგ ჭაბუკიანის, ზურაბ კიკალეიშვილის, სხვების, ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, სასცენო ხელოვნებას.

საქართველოს კინემატოგრაფია ხომ ცალკე თემაა, თანაც დიდი. ქართულმა კინომ შორს გაითქვა სახელი და მრავალი საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდოს მფლობელიც გახდა. რეზო გაბრიაძის თოჯინების თეატრმა, საერთოდ მისმა შემოქმედებამ ღრმა კვალი დატოვა ქართულ და საბჭოურ კულტურაში.

ამის შემხედვარეს ნებისმიერ საბჭოელს აქვს უფლება თქვას, რომ მოწყენილად ცხოვრობდა; რომ რეპრესიების შიშით ხმას ვერ იღებდა; ლექსებს, პოემებს, რომანებს ვერ წერდა; სპექტაკლებს ვერ დგამდა; ვერ ცეკვავდა და ვერ მღეროდა, სხვადასხვა ინსტრუმენტზე ვერ უკრავდა; სპორტს არ მისდევდა და მკერდს არ იმშვენებდა საბჭოთა კავშირის, მსოფლიოს, ოლიმპიური თამაშების მედლებით?!

რამდენი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავდა პატარა საქართველოს? ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონებს, ისე, როგორც საბჭოთას ვინ მოთვლის. ჭადრაკში პირველი მსოფლიო ჩემპიონიც ხომ ქართველი ნონა გაფრინდაშვილი იყო? და ასეთ ქვეყანაზე შეიძლება ვთქვათ, რომ რეპრესიული იყო?

რეპრესიების ქვეყანაში 50-იანი წლებიდან დაწყებული საბჭოთა ტურიზმის ბუმი იყო. 60-იანი წლებიდან — უცხოური. სიცოცხლე ჩქეფდა ყველა დარგში, განსაკუთრებით ხელოვნებაში, მეცნიერებაში, მშენებლობაში, კულტურაში. საქართველომ ისე გაითქვა სახელი, რომ უამრავი ქართველოლოგი მოაწყდა ქვეყანას. პირადად მე კარგად ვიცნობდი დევიდ ლენგს, ალენს, ოლდრიჯს. ლენგი სისტემატურად გვსტუმრობდა. მან ორი წიგნიც დაწერა და გამოსცა ინგლისში — საქართველოს ისტორიის შესახებ. „ქართველები“ — ასეთი სათაურით იყო ერთი, ისეთი წიგნია, აქაურს რომ გაუჭირდებოდა დაწერა.

ბერძენიშვილს არც ის გაუგია რა ზარ-ზეიმით აღნიშნა მთელმა საბჭოეთმა თბილისის 1500 წლისთავი, რუსთაველის 800 წლისთავი. როგორც ჩანს ამ ზეიმებმა მის გვერდით ჩაიარა, უფრო სწორად მან აარიდა გვერდი ყველაფერ იმას, რაც ზემოთ მოგახსენეთ. არადა, შეგნებულად, ვინაიდან დასავლეთის მიერ სულმოწამლულს, სამშობლოს არავითარი წარმატება არ ახარებდა.

აი, ასეთი ლანძღავს წარსულ, საბჭოურ ცხოვრებას. არადა, იმ საბჭოთა სისტემის „ნასედკას“ კარგის მეტი არაფერი უნდა ეთქმოდეს საბჭოურ წარსულზე. ასეთისგან არის რამე გასაკვირი?

არც არაფერი, ვინაიდან მაშინაც იყიდებოდა და დღესაც აგრძელებს ამ პროცესს, ოღონდ ფულზე — პოლიტიკური მეძავი, ამერიკულ მწვანეებზე, რითაც ცდილობს ახალგაზრდათა დასავლურად მოქცევას.

ესეც თქვენი „განათლებული“ მეძავი!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

02/06/2024