ქურდს კუდი ეწვის (ქართული გამოთქმა)

არის ასეთი ქართული გამოთქმა — „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“. აშშ-ს შემხედვარეს აღარც ფიცი მწამს და აღარც ბოლო მაკვირვებს. ჩემი ნეგატიური განწყობა ამ ქვეყნის მიმართ კიდევ უფრო განმიმტკიცდა მოსკოვის ოლქში 22 მარტს განხორციელებული ტერორისტული აქტის შემდეგ.

ენით აუწერილი ტერორისტული აქტის თაობაზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას, ვინაიდან დარწმუნებული ვარ თქვენ იცით ამის შესახებ, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ დაკავებულმა და წინასწარ, დროებით სასჯელმისჯილმა ტერორისტებმა არ დატოვეს ისეთი შთაბეჭდილება, როგორსაც წინა ტერორისტები ტოვებდნენ — იდეით, შურისძიებით, ანუ ჯიჰადით შეპყრობილი ადამიანების სახე.

22 მარტის ტერორისტული აქტის ჩამდენნი, უსუსური, შეშინებული, კანკალს ატანილი ადამიანები იყვნენ, უფრო სწორად არაადამიანები. ჩია აღნაგობისანი, რუსული ენის არმცოდნენი. უმალ დამებადა კითხვა — ტერორიზმმა გარეგნული იერსახე შეიცვალა?

შინაგანზე აღარაფერს ვამბობ, ვინაიდან ისლამისტი ტერორისტების მრწამსი სხვაა და არა ფულის გულისთვის ტერორისტული აქტის ჩადენა.

შეკვეთილი ტერორიზმი ეწოდება იმას, რაც ტაჯიკეთის მოქალაქეებმა, რუსეთში დროებით დასაქმებულებმა ჩაიდინეს.

დიახ! ისინი ტერორისტული აქტის ჩამდენნი არიან, ტექნიკური შემსრულებლები, შორს მყოფნი ისლამისტი, ჯიჰადისტი ტერორისტებისგან, „ისლამური სახელმწიფოს“ დამახასიათებელი ტერორისტებისგან. არადა, რა დაჟინებით ცდილობს აშშ-ი „ისლამური სახელმწიფოსთვის“ კრასნოგორსკის ტერაქტის აკიდებას?!

 „კროკუს სითი ჰოლის“ (Crocus City Hall) საკონცერტო დარბაზში ბოლო ტყვიაც არ იყო გავარდნილი, რომ ოფიციალური ამერიკა, ხელისუფლებასთან დაკავშირებული გაზეთები „ნიუ იორკ ტაიმსი“, „ვაშინგტონ პოსტი“ დუჟმორეული აცხადებდნენ, რომ ტერაქტი „ისლამურმა სახელმწიფომ“ ჩაიდინა და უკრაინა არაფერ შუაშია. აშშ-ს უშიშროების საბჭოს მოლაპარაკე კირბიმ ტერაქტის განხორცილებისთანავე განაცხადა — უკრაინა არაფერ შუაშია.

რამ და ვინ აიძულა კირბი სასწრაფო განცხადების გაკეთებაში?

ქართველებს ასეთი გამოთქმა გვაქვს — „ქურდს, კუდი ეწვისო“. კირბის სიჩქარე ამ გამოთქმის ასლია, თავის მართლების ამსახველი; წინასწარ, თანაც სწრაფად თავის დაზღვევის.

კირბიმ დამნაშავედ „ისლამური სახელმწიფო“ გამოაცხადა და არა მარტო მან, არამედ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმაც. აშშ-ს ადმინისტრაციის მიერ სწრაფი დადგენა იმისა, რომ ტერაქტი „ისლამურმა სახელმწიფომ“ ჩაიდინა, ხარხარის თუ არა ღიმილის მომგვრელია. აშშ-ა ჯერაც ვერ დაადგინა, ვინ ააფეთქა „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი, არადა იმ ტერორისტული აქტიდან საკმაო დრო გავიდა. გაზსადენის აფეთქებაში აშშ-ს გარკვეული წრეები, ცხადია სახელისუფლებო, უკრაინაზე მიუთითებენ — უკრაინელებმა განახორციელეს გაზსადენის აფეთქებაო. არადა ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი სეიმურ ჰერშიდან დაწყებული აცხადებენ, რომ აფეთქება პრეზიდენტ ბაიდენის ბრძანებით განხორციელდა.

მთელმა მსოფლიომ იცის ტერაქტის შემკვეთისა და შემსრულებლის ვინაობა, მაგრამ ხმამაღლა თქმისგან თავს იკავებენ. ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუს დროს რუსეთის პრეზიდენტმა, პუტინმა შეკითხვას — ვინ ააფეთქა გაზსადენი, მოკლედ და კონკრეტულად უპასუხა — თქვენ! ანუ აშშ-ა.

აშშ-ი ჯერაც ვერ დაადგინა აშშ-ს პრეზიდენტის ჯონ კენედის მკვლელი, მაგრამ უცბათ, სროლის დამთავრებამდე თქვა — „ისლამურმა სახელმწიფომ“. სისწრაფე ოფიციალური განცხადებისა, უდავოდ მანიშნებელია ნამდვილი დამნაშავეების დაფარვის.

პრეზიდენტ პუტინს ჯერ არ უთქვამს ნამდვილი დამნაშავეების შესახებ, მაგრამ რუსმა პოლიტიკოსებმა, ექსპერტება, ჟეურნალისტებმა ტერაქტის დამთავრებისთანავე განაცხადეს, რომ 4 ტერორისტის უკან დგანან აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და უკრაინის სპეცსამსახურები, რაც უდავოდ არ არის გასაკვირი, ვინაიდან სწორედ ისინი და მათი თანამგზავრი ქვეყნები რახანია ებრძვიან რუსეთს — ეკონომიკურად, ინფორმაციულად, ტერაქტებით, სამხედრო ძალით და ა.შ.

ამ მრავალწლიან ომში  გამოყენებულია დასავლური შეიარაღება, ფინანსები, მორალური დახმარება, ცრუ ინფორმაციის გავრცელება და სხვა მრავალი სიბინძურე, რუსეთის გასანადგურებლად. რუსეთის, როგორც სახელმწიფოს დასაშლელად — იუგოსლავიის მსგავსად. მართლმადიდებლობის გასახლეჩად.

ყოველივე აღნიშნული უკრაინის ტერიტორიაზე ხდება, ამერიკელთა მიერ ნეოფაშისტურად გადაკეთებული უკრაინელის ხელით. უკრაინა, რუსეთთან ომის წარმოების თეატრია. უკრაინელი, სავალალო სპექტაკლში მონაწილე მდარე ხარისხის მსახიობი, ანუ საზარბაზნე ხორცი. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორები ვაშინგტონ-ლონდონში სხედან. მათი თანაშემწეები უკრაინაში — სამხედრო სპეციალისტების და დაზვერვის მუშაკების სახით.

უკრაინის ჯარში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოხალისეები იმყოფებიან. მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობის პოლონელები, ამერიკელები, საქართველოს მოქალაქეები, სხვები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ინფორმაციის მიხედვით, ფრონტზე 13000 დაქირავებული „ბოევიკი“ იბრძვის, აქედან 1000-ზე მეტი ქართველი. მსხვერპლი ქართველთა შორის 600-ს აჭარბებს და არა 61, რასაც ჩვენ გვასმენინებენ ჩვენი ტელევიზიები.

უკრაინელთა მხარეს ტაჯიკებიც იბრძვიან — დაქირავებული მეომრები. დაქირავების პროცედურას, ტაჯიკეთში, უკრაინის საელჩო ახორციელებს.

დავუშვათ, 4 ტერორისტი მართლაც „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ არიან. მერე და ვინ შექმნა ეს ტერორისტული ორგანიზაცია?

„ისლამური სახელმწიფო“ აშშ-ა შექმნა, პირადად პრეზიდენტმა ობამამ, რის შესახებაც საჯაროდ განაცხადა თვით მან 2015 წლის ერთ-ერთ გამოსვლაში და ტრამპმა, ყოფილმა პრეზიდენტმა, სულ ახლახანს.

„ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობას სირიის მიწაზე წერტილი დაუსვა რუსეთმა, ირანის ისლამური რესპუბლიკის აქტიური მხარდაჭერით. ეს ტერორისტული ორგანიზაცია აშშ-ა შექმნა სირიის ხელისუფლების დამხობის მიზნით და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს გავლენის განსამტკიცებლად.

სირიაში მარცხის შემდეგ, ორგანიზაცია მთელს მსოფლიოში გაიფანტა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც აშშ-ს ძალისხმევით ქაოსი სუფევს, მაგალითად ავღანეთში, ლიბიაში, სხვაგან.

ორგანიზაციას უწინდელი მონოლითურობა დაკარგული აქვს. ცალ-ცალკე ჯგუფებად აგრძელებენ არსებობას. აღნიშნულ ჯგუფებთან აქტიური კავშირები აქვს აშშ-ს ცსს, რომლის დავალებით ტერორისტები მოქმედებენ.

საკონცერტო დარბაზ „კროკუსზე“ განხორციელებული შეტევა აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ ოთხეული ისლამური იდეოლოგიის, შურისძიების მიმდევრები არ არიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი თავს შესწირავდნენ ოპერაციას. დაჭერის დროსაც არ გახსენებიათ მათ ალაჰი, არ უყვირიათ „ალაჰ აკბარ“. რაც მათ თქვეს — ფული გადაგვიხადეს თავდასხმაშიო. ერთ-ერთის მიერ განცხადებული — ფულის რაოდენობამ 500000 რუბლი შეადგინა — უმცირესი თანხა ესოდენ მასშტაბური ტერაქტისთვის.

ტერორისტულმა კვარტეტმა, 13-წუთიანი აქტის განხორციელების შემდეგ, უკრაინის საზღვრისკენ გასწიეს, რაც თავისთავად აჩენს ეჭვის საფუძველს, რომ ტერაქტი უკრაინაში დაიგეგმა და დაიგეგმა არა მარტო უკრაინის  სპეცსამსახურების მიერ, არამედ მისი დამრიგებლების ამერიკა—დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების უშუალო მონაწილეობით, ხელშეწყობით.

აღნიშნულის თაობაზე ერთსულოვანნი არიან რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, დუმის წევრები, ექსპერტები. მათ თავდაჯერებას ამტკიცებს უკრაინელთა მიერ რუსეთის ქალაქებზე, განსაკუთრებით ბელგოროდზე თავდასხმები, რომელთა მიზანში საცხოვრებელი სახლები და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებია.

როდესაც უკრაინის სპეცსამსახურების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, სატელევიზიო ინტერვიუს დროს სიამაყით აცხადებს, რომ რუსეთში მცხოვრები უკრაინელი პოლიტიკოსის კივას მკვლელობა მისი სამსახურის მიერ არის განხორციელებული, ისე, როგორც ჟურნალისტი დუგინას, ტატარსკის, თავდასხმა ლიკვიდაციის განზრახვით უკრაინელ პოლიტიკოსზე ცარიოვზე — რუსეთში მცხოვრებზე, ცნობილ მწერალ პრილეპინზე, ყირიმის ხიდზე განხორციელებული აფეთქება, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა და სერიოზული ზიანი მიაყენა ამ უნიკალურ ნაგებობას, უდავოდ იფიქრებ, რომ „კროკუსის“ ტერაქტი ერთი ჯაჭვის შემადგენელი ნაწილია.

აღნიშნულ ეჭვს აძლიერებს აშშ-ს ადმინისტრაციის დაუყოვნებელი განცხადება, რომ უკრაინა არაფერ შუაშია. ამერიკელთა “გულწრფელობა“ დაუჯერებელია, ვინაიდან ისინი არასდროს იყვნენ შემჩნეულნი ამ კეთილშობილურ ადამიანურ თვისებაში.

აშშ-ს ბრძანებით, თითქმის ყველა ევროპული ქვეყანა, უფრო სწორად ვასალი, მათი ხელმძღვანელების პირით დაბეჯითებით უმტკიცებენ მსოფლიოს, რომ უკრაინა არაფერ შუაშია; რომ ტერაქტი „ისლამურმა სახელმწიფომ“ ჩაიდინა. განა, საკმარისი არ არის ამ ტერორისტული ორგანიზაციის განცხადება, რომ მან განახორციელა ტერაქტიო — აცხადებენ ისინი.

ტერორისტული, ჯიჰადისტური ორგანიზაციის მიერ პარასკევს, მუსლიმთა წმინდა რამადანის დროს, „კროკუსზე“ თავდასხმა, რომელიც მუსლიმ მაგომაევის სახელს ატარებს — მუსლიმისთვის წარმოუდგენელია.

რუსეთში მუსლიმანთა რაოდენობა რამდენიმე მილიონს აჭარბებს. ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან — აქტიურად ჩართულნი მათი სამშობლოს, რუსეთის ცხოვრებაში.

რუსეთს მჭიდრო სახელმწიფოებრივი ურთიერთობები აკავშირებს მსოფლიოს მუსლიმანურ ქვეყნებთან და ამ ქვეყნის წინააღმდეგ ახორციელებს „ისლამური სახელმწიფო“ თავდასხმას?

დაუჯერებელია. და დაუჯერებელია იმიტომ, რომ ტერაქტი რუსეთის წინააღმდეგ მას არაფერს მატებდა, განსაკუთრებით ჯიჰადის სახით.

ასე რომ, ტყუილად ირჯება კოლექტიური დასავლეთი ყურადღების ნამდვილი დამნაშავისგან, ლამის დაშლილ-დაქუცმაცებულ „ისლამურ სახელმწიფოზე“ გადატანით. მაგრამ, მარტო უკრაინიდან გადააქვთ მათ სხვაზე ყურადღება?

მათ თავიანთი თავიდან გადააქვთ ყურადღება.

უკრაინის დადანაშაულება, საკუთარი თავის დადანაშაულებაა. ამდენად ჰქმნიან ისინი ვერსიას, უფრო სწორად „სიმართლეს“, რომ ტერაქტი „ისლამურმა სახელმწიფომ“ ჩაიდინა. ამ „სიმართლეს“ ისინი მაშინაც იტყვიან, როდესაც გამოძიება დამთავრდება და მსოფლიოს მაგიდაზე ფაქტები დაიდება. და მერე რა?

არც არაფერი — იტყვიან ისინი, ტყუილიაო, პუტინისეული ტყუილი, რომელსაც ტყუილის გავრცელებით სურს უკრაინის ფრონტზე გააფართოვოს შეტევაო, თითქოს პუტინს ხელს უშლიდეს რამე, აქტიური შეტევისთვის.

რუსეთის საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა, 28 მარტს, სატელევიზიო გამოსვლაში, ხაზგასმით აღნიშნა ტერორისტების უკრაინასთან მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ, რომელიც განმტკიცებულია ამ ორგანიზაციის მიერ მოპოვებული ფაქტებით, დაკავებულთა დაკითხვით, მათ სახელზე ფულადი გადარიცხვებით და სხვა.

როგორც ჩანს საბოლოო დასკვნაც არ დააყოვნებს, მაგრამ დაიჯერებს ამას კოლექტიური დასავლეთი, რომლის კვალიც იკვეთება აღნიშნულ სიბინძურეში?

ცხადია, აშშ-ი, მისი მოკავშირეები გაიმეორებენ იმას, რასაც ამბობენ — უკრაინა არაფერ შუაშია, ტერაქტი „ისლამურმა სახელმწიფომ“ ჩაიდინაო, უფრო სწორად მისმა ავღანურმა ფილიალმა „ვილაიათი ხორასანმა“ (“Vilayat Khorasan”).

ვის დავუჯეროთ თალიბებს, რომლებიც ავღანეთის ხელისუფლებას წარმოადგენენ, თუ აშშ-ს?

თალიბები აცხადებენ — ასეთი ორგანიზაცია მათ კარგა ხნის წინათ გაანადგურეს, დაქუცმაცებულ ჯგუფებს კი არავითარი ტერაქტის მოწყობის თავი არ აქვთო.

„კროკუსის“ ტერაქტით რას ელოდნენ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის სპეცსამსახურები?

უპირველეს ყოვლისა რუსეთში ქაოსის შექმნას, ხალხის დაშინებას, ეროვნებათაშორის დაპირისპირებას, საზოგადოებაში ტაჯიკთა წინააღმდეგ ზიზღის გამოწვევას, ტაჯიკი მუშების რუსეთიდან გაყრის პროცესის დაწყებას, რაც თავისთავად ნეგატიურად იმოქმედებს ეკონომიკაზე, რუსეთის მოსახლეობის უარყოფითად განწყობას ხელისუფლების მიმართ, ანტისამთავრობო მიტინგების, დემონსტრაციების მოწყობას და სხვა მრავალს, ანტირუსულს.

დასავლეთმა ვერ შეაჩერა რუსეთი, ვერც ეკონომიკურად, ვერც პოლიტიკურად, ვერც სამხედრო თვალსაზრისით. რუსეთს ვერაფერი დააკლო ეკონომიკურმა სანქციებმა. ამ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპმა 3,6% შეადგინა, მეტი, ვიდრე აშშ-სა და გაცილებით მეტი, ვიდრე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა.

კოლექტიიური დასავლეთი ეკონომიკურ სტაგნაციაშია, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ფერმერთა მასობრივმა გამოსვლებმაც დაამტკიცა.

გამწარებულმა ფერმერებმა საფრანგეთში, ბელგიაში, გერმანიაში, პოლონეთში, სხვაგან ადმინისტრაციული შენობები, როგორც ჩურჩხელები, ისე ამოავლეს გათხევადებულ განავალში.

ფერმერთა პროტესტი დღესაც გრძელდება. ფერმერებს ტრანსპორტის მუშაკებიც შეუერთდნენ, ისე, როგორც სხვა სამსახურების თანამშრომლებიც.

კოლექტიურმა დასავლეთმა რუსეთი ვერ მოაქცია იზოლაციაში, მიუხედავად თავდავიწყებული მონდომებისა ზეწოლა განეხორციელებინა ამა თუ იმ ქვეყანაზე.

კოლექტიურმა დასავლეთმა ვერ შეაჩერა რუსეთის არმია უკრაინის ფრონტზე, ვერ დაამარცხა ის. არადა 50 სახელმწიფო დარაზმა რუსეთის წინააღმდეგ. არც აქ გაუმართლა. რუსეთის ჯარი მეთოდურად იკავებს უკრაინელთა ტერიტორიებს, დევნის რა იქიდან ნეოფაშისტ უკრაინას.

გაოგნებულ დასავლეთს ერთპოლუსიანობის შესანარჩუნებლად მხოლოდ ერთი მცდელობაღა დარჩა — ტერორიზმი. ტყუილად არ უთქვამს მარკ მილის — აშშ-ს გაერთიანებული შტაბების უფროსს — რუსმა ისე უნდა დაიძინოს, რომ ყელის გამოჭრის შიში ჰქონდესო. თქვენ, რუსეთს პრობლემები უნდა შეუქმნათ რუსეთის ტერიტორიაზე, ზურგში — ტერორისტული აქტებით. ასე დაარიგა ჭკუა მილიმ უკრაინელ სამხედროებს. შედეგიც სახეზეა!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

30/03/2024