პოლიტიკური ორგაზმი

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ რომ უკიდეგანო ეიფორია გამოიწვია ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში, არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებში, ე.წ. პოლიტოლოგებში, მედიის მუშაკებში, საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც ზემოჩამოთვლილებთან ახლო ურთიერთობაშია, გასაკვირი არაფერია. ისინი დიდი ხანია ამაზე ფიქრობდნენ, ოცნებობდნენ, მუშაობდნენ დასავლელთა დავალებით, ცხადია შესაბამისი ანაზღაურებით.

სწორედ მათი მუშაობის შედეგია კანდიდატის სტატუსის მიღება. მუშაობა კი გაუთავებელი, მუდმივი რეკლამაა ევროპული ღირებულებების, ფასეულობების და ყველაფერი იმის, რაც სიკეთესთან, დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებების დაცვასა და თავისუფლებებთან არის დაკავშირებული.

ევროპა არის განათლება, დანარჩენი მსოფლიო წყვდიადი —  ასე თვლიან აქაური „რეკლამისტები“, იქაურთა მიერ დაქირავებულები. მათ არ აინტერესებთ ხალხი, მისი აზრი გაევროპელებასთან.

არც ხალხს აინტერესებს, რას მოუტანს „რეკლამისტთა“ ძალისხმევა მის ცხოვრებას, ყოფას, ქვეყანას. ხალხი დაარწმუნეს, რომ მალე ეზიარება ევროპულ ღირებულებებს, მაგრამ არვინ აუხსნა მას — რას ნიშნავს ევროპული ღირებულებები.

30 წელია ხალხი ისმენს ამ ღირებულებების შესახებ პერმანენტულ რეჟიმში, კითხვასაც სვამს — აგვიხსენით რა არისო, მაგრამ „რეკლამისტებს“ არ ესმით ხალხის ხმა, უფრო სწორად ესმით, მაგრამ პასუხი არ აქვთ და რახან არ აქვთ, მუნჯებად არიან ქცეულნი. პასუხი კი იმიტომ არ აქვთ, არ იციან რას ნიშნავს ევროპული ფასეულობები. რაც მათ იციან — ბინის, სახლის რემონტია, ანუ ევრორემონტი — თეთრი კედლებით. ევროპის, ევროპელთა ცოდნა ამით თავდება.

ის, რაც ზემოთ ჩამოვთვალე — დემოკრატია, ადამიანის უფლებები და ა.შ. კარგა ხანია შებღალულია იქ, იმ დალოცვილ თუ ნაკლებად, ევროპაში. ის, რაც ზემოთ ჩამოვთვალე კარგა ხანია ისტორიას ჩაბარდა და მისი აღორძინება ისეთივე აბსტრაქციაა, როგორც მიქელანჯელოს გაცოცხლება.

ევროპული დემოკრატია სხვაგვარად არის წარმოდგენილი, თანაც ისეთად, ქართულ, ტრადიციულ აზროვნებაში რომ ვერ ჯდება, მაგრამ ვერ ჯდება დღეს, ხვალ?

უდავოდ ჩაჯდება იმ „რეკლამისტთა“ წყალობით, რომლებმაც მოახერხეს ხალხის დარწმუნება ევროპული თანამედროვე სიკეთეების პრიორიტეტულობაში, საკუთარ ტრადიციულობაზე.

დასავლურმა პროპაგანდამ მიზანს მიაღწია სისტემატური გამოკითხვებით, სასურველი საზოგადოებრივი აზრის რეალურად წარმოჩენაში.

ძნელია დაიჯერო გამოკითხვის შედეგები, მაშინ, როდესაც დარწმუნებული არ ხარ ფართო საზოგადოების მიერ შეკითხვის მიღმა არსებული შინაარსის ცოდნაში. განმარტებისთვის: გამოკითხვა ტელეფონით ხდება. გამომკითხველი გოგონა (ხმის ტემბრის მიხედვით) გისვამთ კითხვას — გინდათ თუ არა ევროკავშირში ან ნატოში შესვლა და თქვენც, რომელმაც არ იცით რას წარმოადგენენ ეს ორგანიზაციები, დაუფიქრებლად პასუხობთ. და რომც დაფიქრდეთ, რას უპასუხებთ, როდესაც არ იცით? ან რა გარანტია გაქვთ, რომ გამომკითხველი, თქვენს პასუხს — „დიახ“ ან „არა“ ისე დააფიქსირებს, როგორც თქვენ თქვით?

ასედაამრიგად NDI-იმ, IRI-იმ „გამოაცხვეს“ საზოგადოებრივი აზრი ისეთი, როგორიც მათ სურდათ — აცდენილი სინამდვილეს. და მერე რა? სიყალბისთვის ვინმე დაისაჯა? არც არავინ, მაგრამ დაისაჯა ქვეყანა, მისი მოსახლეობის უმრავლესობა, რომელსაც, როგორც ვირს პიტნა, ისე შეტენეს დასავლური, ევროპული სიყვარული, თან ისიც უთხრეს — თქვენი არჩევანიაო.

ევროპული დემოკრატია — ევროპული ღირებულებების მთავარი საყრდენი, რატომღაც გაუკუღმართებულ სქესობრივ ურთიერთობებზე გადის — ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე, ქალის-ქალზე გათხოვებაზე, კაცის მიერ კაცის ცოლად მოყვანაზე, სქესის გადაკეთებაზე და სხვა მრავალ „დემოკრატიულ მონაპოვარზე“, წინათ იქაც რომ აკრძალული იყო და კანონით ისჯებოდა.

მონაპოვრად ითვლება აკრძალულის დაკანონება და საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ ის სცდებოდა. გაუკუღმართებული სქესობრივი ცხოვრების წინა პლანზე გამოტანა იმისთვის, რომ მკითხველი დარწმუნდეს ევროპული ღირებულებების უვარგისობაში ზოგს არაფრად, უმნიშვნელოდ შეიძლება მოეჩვენოს, მაგრამ როდესაც ის იღებს აგრესიულ ფორმებს, იჭრება ყოველდღიურ ცხოვრებაში, პოლიტიკაში, ახალი თაობის აღზრდაში, მის გადაგვარებაში, ფართო საზოგადოებას თავს ახვევს მისეულ აზროვნებას, იდეოლოგიას — უმნიშვნელო სულაც არ არის.

როდესაც ლატვიის პრეზიდენტი რინკევიჩი საჯაროდ აცხადებს, რომ გათხოვდა და მეუღლე — მისი მამაკაცია, ძველი თაობის ადამიანებში გულისრევას იწვევს, მაგრამ ახალგაზრდებში, განსაკუთრებით თინეიჯერებში?

სულაც არ არის გამორიცხული, რომ რინკევიჩი მათთვის მისაბაძი იყოს. და რამდენია ასეთი რინკევიჩი ევროპა-ამერიკაში? ევროპელი მინისტრები, მაღალი თანამდებობის პირები, გავლენიანი მოხელეები სისტემატურად იღებენ მონაწილეობას ლგბტ-ს მიერ ორგანიზებულ გეი-პარადებში, რომელთა მიზანი მარტივია — საზოგადოების გადაგვარება.

ევროპას ახსოვს პარიზელთა და საფრანგეთის სხვა ქალაქების მოსახლეთა მილიონიანი გამოსვლები ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების წინააღმდეგ. შედეგი? — ნოლი! საფრანგეთის პრეზიდენტმა, მაკრონმა ბრძანა — მოსახლეობის რაოდენობა გაცილებით აჭარბებს მილიონი პარიზელის პროტესტსო.

მილიონი პარიზელის პროტესტი არაფრად ჩააგდო „დემოკრატიული ღირებულებების“ მატარებელმა საფრანგეთმა, ისე, როგორც ევროპამ ფაშიზმის აღორძინება უკრაინაში, ბალტიისპირა ქვეყნებში რუსული მოსახლეობის უკიდურესი შევიწროება, რუსული კულტურის, ლიტერატურის, მუსიკის, ინფორმაციის დევნა-შეზღუდვა და სხვა ანტიჰუმანური ქმედება, რომელსაც არაფერი აკავშირებს დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებების დაცვასთან, თავისუფლებებთან.

თანამედროვე ევროკავშირი — შექმნილი როგორც ეკონომიკური გაერთიანება, პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება, მაგრამ არა საკუთარს, არამედ აშშ-ს, ნატოს. ევროკავშირი კარგა ხანია ნატოს დანამატად არის ქცეული. ის ისეთივე ენით ლაპარაკობს, როგორც ნატო.

სხვისი, ამ შემთხვევაში აშშ-ს მონობამ ევროკავშირის ეკონომიკური მდგომარეობა რომ უკიდურესად გააუარესა — გასაკვირი აღარ არის. ევროკავშირის ლოკომოტივად წოდებული გერმანიის ეკონომიკა მთის მწვერვალიდან მოწყვეტილი ზღვავივით მიექანება დაღმა. რუსულ იაფ გაზზე დაფუძნებულმა და ამერიკელთა წყალობით ამ გაზის გადაკეტვით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა აიძულა გერმანული მრეწველობა დაეტოვებინა გერმანია და აშშ-ი, სხვა ქვეყნებში გადაბარგებულიყო. ერთიანი ეროვნული პროდუქტის წარმოებით გერმანიამ ათ უძლიერეს ქვეყანაში მეხუთე ადგილი რუსეთს დაუთმო.

ეკონომიკური ჩავარდნა გერმანიის კანცლერმა რუსეთს გადააბრალა — მან გადაკეტა გაზი, ჩვენ არაფერ შუაში ვართო. რომ იტყვიან — კანცლერმა მამალი ტყუილი გააგორა კანცლერმა, რომელმაც ხმა არ ამოიღო იმ დივერსიაზე, აშშ-ა რომ მოუწყო მას „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებით.

სიცრუე არის ევროკავშირის უდიდესი „მონაპოვარი“ და მასთან ერთად დეზინფორმაცია, რის შესახებაც ხაზგასმით აღნიშნა დიდი ბისმარკის შთამომავალმა ალექსანდრე ფონ ბისმარკმა თავის ინტერვიუში რუსეთის ტელეკომპანია „1 არხის“ ჟურნალისტთან ეკატერინე სტრიჟენოვასთან.

ინტერვიუერმა განაცხადა, რომ დღევანდელ გერმანიაში ფიზიკური პირი, ჟურნალისტი, ექსპერტი, რომელიც დადებითს იტყვის რუსეთზე, იდევნება. აქვე დავუმატებ — არა მარტო გერმანიაში, არამედ ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში მეტნაკლებად, ამის უამრავი მაგალითებია, მაგრამ არ გადაგღლით.

ბისმარკმა ისიც თქვა, რომ გერმანია აშშ-ს მონაა. აქაც დავამატებ — არა მარტო გერმანია, ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა, ევროკავშირის შტაბ-ბინის ბრიუსელელი მოხელეები, მისი შეფების — ურსულა ფონ დერ ლაიენის, შარლ მიშელის, ბორელის, სხვა ბოსების სახით.

ისინი, დიდი ხანია ვაშინგტონის დავალებებს ასრულებენ მეტი თავდავიწყებით, ვიდრე საკუთარს. ალბათ ამან მოხიბლა ქართული პოლიტიკა, ანუ საკუთარი ინტერესების დასავლურზე გაცილებით დაბლა დაყენებამ.

რა გაეწყობა, მრავალსაუკუნოვანი ქართული გამოცდილებაა, შეძენილი მუსლიმანური ქვეყნების გარემოცვაში ცხოვრებით. ერთიანი სახელმწიფოებრიობის დაკარგვის შედეგად გაჩაღებულმა შიდა კინკლავმა, დაპირისპირებამ, ძმათა კვლამ და მრავალმა სასირცხვილო მოქმედებამ, მათ შორის საკუთარი ოჯახის წევრების უცხოელთათვის მიყიდვამ, ხმლით მომხდურისთვის საჭმელ-სასმელით ხელდამშვენებულმა, მუხლმოდრეკილმა მასპინძლობამ, სხვისი განდიდების აზროვნება ჩამოგვიყალიბა, მისდამი ბრმა პატივისცემა, თაყვანისცემა.

ისტორიული მძიმე ტვირთი გვაწევს მხრებზე, რაც ქვეცნობიერად, დაუფიქრებლად მიგვაქანებს „სანატრელი ცხოვრებისკენ“. ის გვინდა, ისეთი გვინდა, მაგრამ არა საკუთარი ხელის და ტვინის განძრევით, არამედ მათი ხელით და ტვინით. წამითაც არ გვიფიქრია ჩვენი სურვილები, რამდენად ეთანხმება მათ სურვილებს; მათი სურვილების გათვალისწინება რას მოუტანს ჩვენს ქვეყანას პერსპექტივაში და არა დროის მოკლე პერიოდში — ხვალ ან ზეგ.

ქართული პოლიტიკა პეპელას ხანმოკლე ცხოვრებით ცხოვრობს. მას დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ხვალინდელ ქათამს და ამისთვის მზადაა გაშიშვლდეს, სული მიჰყიდოს ეშმაკს, რომელსაც არ სძინავს, მუდამ ფხიზლობს და საკუთარ მიზნებს არასდროს ივიწყებს.

როგორ ჰგავს ეს ისტორია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭერბას?!

საქართველო ზეიმობს — ევროპელობა გვაღირსესო, თითქოს კავკასიელობას წუნი ჰქონდეს. საქართველო ზეიმობს გამარჯვებას — ჩვეული ტაშფანდურით, სადღეგრძელოს მსგავსი სიტყვებით, ფეიერვერკებით.

ევროპაც ზეიმობს, მაგრამ თავშეკავებით, საკუთარ გულში, ვინაიდან მას საჯაროდ არ სურს საკუთარი გამარჯვების დაფიქსირება.

ევროპა გვეუბნება, რომ შეღავათი გაგვიკეთა და მოგვცა სტატუსი მისი დავალებების უყოყმანოდ შესასრულებლად. საქართველო ვალშია. ვალს გასტუმრება უნდა, რისთვისაც ბრიუსელის მიერ მოცემული დავალებების შესრულებაა აუცილებელი.

არ შევასრულებთ და არ იქნება მთავარი მიზანი — ევროკავშირის წევრობა. ევროკავშირის წევრობის გარეშე კანდიდატობას რა თავში ვიხლით?!

რა არის ევროკავშირის მიზანი? — საქართველოს გაევროპება. საქართველოს თავის სასარგებლოდ გამოყენება — ეკონომიკურად, პოლიტიკურად. საქართველოს მოსახლეობის ბრიუსელის დაკრულზე აცეკვება, ისე, როგორც ამას ადგილი აქვს ბალტიისპირა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში.

ცნობისთვის. ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის მოსახლეობა ევროკავშირში შესვლის შემდეგ განახევრდა. ამ ქვეყნების მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და საშუალო ასაკის ადამიანებს მიეცათ საშუალება იმუშაონ და იცხოვრონ ევროკავშირის უფრო მდიდარ ქვეყნებში. მათ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვეს და იქ გადასახლდნენ.

დემოგრაფიული თვალსაზრისით, სამივე ქვეყანამ დიდი დანაკარგი განიცადა. რა ვითარება იქნება საქართველოში ევროკავშირში შესვლის შემდეგ?

ევროკავშირში გაწევრებამდე ბევრი წყალი ჩაივლის, ვინაიდან საქართველო თითქმის ყველა პარამეტრით ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირის მოთხოვნებს და ვერც მომავალში დააკმაყოფილებს, ვინაიდან ევროკავშირის დავალებების შესრულება, დღევანდელი ქართული აზროვნებისთვის მიუღებელია.

იმისთვის, რომ დავალებები შესრულდეს, სხვა აზროვნებაა საჭირო, რაზეც ევროკავშირი იზრუნებს. ზრუნვა მრავალი წლის განმავლობაში იქნება გაშლილი, პატარა ასაკიდან დაწყებული. ახალ, ახლებურად გამოზრდილ თაობას ქვის ხანის ჩამორჩენილობად მოეჩვენება საქართველოს კონსერვატიული პარტიისა და ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ არაერთი ლაშქრობა პედერასტიის გავლენისგან ქვეყნის გადასარჩენად.

ძველი თაობის ადამიანები სამარადისო სასუფეველში დაიდებენ ბინას. აქაურობას ძველი ამბვის მთქმელიც აღარ ეყოლება. ისტორია ქვეყნისა 2023 წლის 15 დეკემბრიდან დაიწყება, იმ დღიდან, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი რომ მიანიჭეს.

საქართველოს პოლიტიკას ევროპული ყაიდის ელიტა ეყოლება, ნამდვილი ევროპული და არა ისეთი „სუროგატი“, როგორიც დღეს თავს რომ ევროპელობაზე დებს, მაგრამ ყოველდღიური ცხოვრებით ანტიევროპულია,  ის ევროპა მყავს მხედველობაში, რომელიც მართლაც მისაბაძი იყო, მაგრამ აღარ არის.

ახლა კი იმათ პასუხად, ვინც ქუჩაში მხვდება და კითხვას მისვამს — გვეშველება რამე? და პასუხის გაცემამდე მემშვიდობება. აი, ასე გვეშველება პატივცემულებო, როგორც ზემოთ მოგახსენეთ.

ეშველებათ იმათ, ვინც იქით, საკუთარი ქვეყნის საზღვრებს მიღმა გასწევს. აქ დარჩენილებს არაფერი გვეშველება, ვინაიდან არც ერთ ჩვენგანს სურვილი ასეთი არ გვაქვს ამისთვის. ტერიტორიას, რომელსაც ჯერ-ჯერობით საქართველო ჰქვია, სხვები დაეპატრონებიან. ნიშნები უკვე არის.

საქართველოს ხელისუფლებამ კანდიდატის სტატუსის მიღება იზეიმა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მორეკილ ხალხთან ერთად — თბილისელთა უმრავლესობამ ავტომანქანებსა და საქალაქო ტრანსპორტში, მოზეიმეთა მიერ შექმნილი მრავალსაათიანი სატრანსპორტო კოლაფსის გამო.

მოზეიმე ხელისუფლებას მადლობაც არ გადაუხდია იმ პიროვნებისა და მისი მთავრობისთვის, რომლის პოლიტიკამ გამოიწვია უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს ევროკავშირის გზაზე დადგომა. მას, ვლადიმერი ჰქვია, გვარად პუტინი, რომლის პოლიტიკამაც აიძულა ევროკავშირი, საკუთარი წესდების გვერდის ავლით, მიეღო ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება. რომ არა პუტინი და უკრაინაში მიმდინარე ომი, ევროკავშირი გადადგამდა ასეთ ნაბიჯს?!

ევროკავშირი და ნატო ხარბი თვალით უყურებენ მდიდარი წიაღისეულის პატრონ რუსეთს. ორივენი, აღზრდილნი საკუთარ ისტორიაზე, რომელშიც კოლონიალიზმი, სხვის ხარჯზე ცხოვრება, სხვისი სიმდიდრეების ხელში ჩაგდება — მუდამ მანათობელი ვარსკვლავი, აღმოსავლურ გემრიელ სახრავს დაივიწყებდა?

ზემოთ სიტყვა „აიძულა“ ვახსენე, შევცდი, არასწორ კონტექსტში გამოვიყენე. სინამდვილეში პუტინის პოლიტიკა არაფერ შუაშია. საკუთარმა სიხარბემ აიძულა დასავლეთი იმ პოზიციის დაჭერაში, რასაც მტრული, მტაცებლური ჰქვია. რომ არა სიხარბე და ისტორიული მიზნების ასრულებისკენ ლტოლვა, რაში სჭირდება ევროკავშირს სამი უღატაკესი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ევროკავშირში მიღება? მითუმეტეს უკრაინის, რომელიც ომშია ჩართული და არვინ იცის რა ბედი ეწევა — დარჩება თუ არა იმ საზღვრებში, რომელშიც იყო და რომ ვერ დარჩება, ფაქტია.

აღნიშნული ქვეყნების შესანახად ევროკავშირს მილიარდები დასჭირდება. ვისი ჯიბიდან აპირებს ამ თანხების ამოღებას ბრიუსელი? ცხადია 27 ქვეყნის — ევროკავშირის წევრის, ამასთანავე რუსეთის ფულის, დასავლეთის ბანკებში გაყინულის.

ბრიუსელის გადაწყვეტილება პოლიტიკურია, შორს მყოფი საკუთარი, ევროკავშირული წესდებისგან, რაც დასტურია იმისა, როგორ არღვევს ის საკუთარ კანონს, წესდებას, კონსტიტუციის მსგავს დოკუმენტს ამბიციური პოლიტიკური მიზნებისთვის.

საქართველოსთვის კანდიდატობის მინიჭება შორს გამიზნული პოლიტიკაა. ევროკავშირმა გადალახა საკუთარი საზღვრები და გადავიდა ზონაში, გეოგრაფიულ სივრცეში, რომელიც, მეცნიერთა მტკიცებით, ევროპული საზღვრების გარეთაა.

თუ საქართველოს კანდიდატობას გაწევრება მოჰყვა, რისი იმედიც მხოლოდ ზედმიწევნით ოპტიმისტ აქაურს შეიძლება ჰქონდეს და არა რეალისტს, მაშინ ევროკავშირის კლანჭებში სხვა ქვეყნებიც შეიძლება მოხვდნენ — ევროპისგან შორს მყოფნი.

სამომავლო გაფართოება არა მარტო დაფარავს შენახვის ხარჯებს, არამედ გეოპოლიტიკურად დიდ დარტყმას მიაყენებს რუსეთს, მის მიერ მტრად შერაცხულს, ნიშანში ამოღებულს.

საქართველომ იზეიმა კანდიდატობა. საზეიმოდ შეიძლება ჩაითვალოს კანდიდატობა დაკარგულ ტერიტორიებთან?

კანდიდატობით, ხოლო შემდეგ წევრობით ხომ ჩვენ თვითონვე ნებაყოფლობით უარს ვამბობთ ყოფილ ავტონომიებზე?

დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, რომ ისინი არ დაგვიბრუნდებიან, მაგრამ გაწევრებით, ოფიციალურად ვაღიარებთ ჩვენს საზღვრებს გარეთ მათ არსებობას. სცდებიან ისინი, ვისაც ჰგონია, რომ ევროკავშირი იზრუნებს საქართველოს ტერიტორიული გამთლიანებისთვის.

დასკვნა. ევროკავშირმა გაიმარჯვა და არა საქართველომ. ევროკავშირის საზღვრები ფართოვდება საქართველოს ხარჯზე. საქართველო კარგავს სუვერენიტეტს, ისედაც შეზღუდულს, მაგრამ სუვერენიტეტს; საქართველო ხდება ბრიუსელის არა ვასალი, არამედ მონა, რომელიც მზადაა შეასრულოს ყველა დავალება ევროკავშირის მოცემული, თუნდაც ქვეყნის დამანგრეველს.

ხელისუფლებას აღარავინ ჰკითხავს — უნდა თუ არა მას ზელიბერალური კანონების მიღება.

გაწევრებასთან ერთად სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რუსეთთან შეერთების რეფერენდუმს ჩაატარებენ, რომელსაც მოსკოვი დაეთანხმება.

ევროკავშირი დაბეჯითებით მოითხოვს საქართველოს რუსეთისგან დისტანცირებას — სავაჭრო-ეკონომიკური, ენერგეტიკული და სხვა მიმართულებით, გააუქმებინებს აღდგენილ საჰაერო მიმოსვლას, არსებულ ბიზნეს-ურთიერთობებს, შეზღუდავს რუსულ ტურიზმს და რუსთა მიერ უძრავი ქონების შეძენას.

ევროკავშირის წევრ საქართველოს უდავოდ გაუჭირდება ამ კავშირის მოწინააღმდეგე ქვეყნებს შორის ცხოვრება. კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება მეზობლებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და სხვა.

იკითხავთ — როგორ შეხვდება ყოველივე აღნიშნულს საქართველოს რეალური მმართველი?

ცხადია, დადებითად. ივანიშვილი — საფრანგეთის მოქალაქე და ამ ქვეყნის უმაღლესი ორდენის კავალერი, ყოველთვის პოზიტიურად იყო განწყობილი ევროკავშირის მიმართ. მაშინ, როდესაც საქართველოს ასოცირებული ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს ივანიშვილმა ბრძანა — მოხარულია, ვინაიდან მსოფლიოს არასდროს შეუქმნია ისეთი შესანიშნავი კავშირი, როგორიც ევროკავშირია.

უსაფუძვლოა ოპოზიციის მტკიცება, რომ ივანიშვილი რუსეთის პოლიტიკის გამტარებელია საქართველოში; რომ ის პუტინის მიერ შემოგზავნილი აგენტია. პუტინის მიერ შემოგზავნილი აგენტი შუაგულ ვაკის პარკში სახლს არ აუშენებდა საქართველოში ფრანგული ენის გამავრცელებელ საზოგადოებას.

ივანიშვილი იქაურია და ასეთად დარჩება საქართველოს ევროკავშირში გაწევრების შემდეგ.

ოპოზიცია ხარობს, ვინაიდან პირნათლად შეასრულა კოლექტიური დასავლეთის დავალება. პრეზიდენტი ზურაბიშვილიც ხარობს, მანაც პირნათლად იღვაწა საქართველოს გასაევროპელებლად. ხელისუფლებაც ხარობს იმ ფასდაუდებელი საქმისთვის, ევროპა-ამერიკისთვის რომ გასწია.

ხარობს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ევროპა მილიარდობით ევროს დააყრის საქართველოს. ვინც არ ხარობს საზოგადოების მცირე, შეგნებული ნაწილია, რომელსაც ყურს არვინ უგდებს.

მაინც რამდენი მოღალატე ჰყოლია ამ ბედკრულ საქართველოს?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

17/12/2023