„პედერასტებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“

„პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“ — ბოლშევიკების ცნობილი ლოზუნგი, მრავალი ათეული წლის განმავლობაში რომ აერთიანებდა მსოფლიო პროლეტარიატს, კარგა ხანია ისტორიას ჩაბარდა და ჩაბარდა არა „ცივი ომის“ დასრულებასთან ერთად, არამედ გაცილებით ადრე, სტალინის გარდაცვალებასთან ერთად.

„ცივი ომის“ დასაწყისს აშშ-ს ქ.ფულტონში დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ჩერჩილის სიტყვას უკავშირებენ, რომელიც მან 1946 წლის 5 მარტს წარმოთქვა.

ჩერჩილის სიტყვას მოჰყვა ე.წ. რკინის ფარდის ჩამოფარება ბალტიის ზღვის  სტეტინიდან, ადრიატიკის ზღვის ტრიესტემდე.

მრავალი წლის განმავლობაში მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროატლანტიკურ სივრცეში თვლიდნენ, რომ „რკინის ფარდა“ საბჭოთა დიქტატორმა, სტალინმა ჩამოაფარა საბჭოთა კავშირს, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დასავლური კაპიტალიზმისგან დასაცავად, არადა სინამდვილე ისაა, რაც ზემოთ აღვნიშნე.

ფულტონში, ჩერჩილმა სინანულით თქვა: „თავისუფალი სამყაროსგან“ მიუწვდომელი გახდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უძველესი სახელმწიფოების დედაქალაქები ვარშავა, ბერლინი, პრაღა, ვენა, ბუდაპეშტი, ბუქარესტი, სოფია“.

„პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“ — ლოზუნგის მიმდევრები წამითაც ვერ იფიქრებდნენ, რომ სიტყვა „პროლეტარების“ ნაცვლად, „პედერასტებო“ ჩაანაცვლებდა, ანუ „პედერასტებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“.

ჩემს მიერ სახელდახელოდ გადაკეთებული ლოზუნგი სრული ამსახველია ბერლინში გამართული ლგბტ-ს, ანუ პედერასტების ზეიმისა — პარადებით, კონცერტებით, რიო-დე-ჟანიეროს კარნავალის მსგავსი მსვლელობებით, …

ბერლინის ზეიმში მონაწილეობდა მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის უკრაინის — გერმანიაში ამ ქვეყნის საგანგებო და სრულყოფილიანი ელჩის მეთაურობით. სწორედ ის მიუძღვებოდა მრავალრიცხოვანი უკრაინის დელეგაციას — ათქვირებულ მკერდ-გავიან მამაკაცებს, ქალად გადახატულთ, ტრანსგენდერებს, …

„გული დამწყდა“, რომ ტელეეკრანზე ვერ ვიხილე საქართველოს დელეგაცია. საქართველოს რა უწუნებენ ლგბტ-ობას, მითუმეტეს თავდადებას ამ შესაშური „მოძრაობის“ პროპაგანდის საქმეში?

როგორც ჩანს, ასეა! არ გამოიღო შესაბამისი ნაყოფი იმ აუარება დასავლურმა ფულმა, ქართველთა გადასაგვარებლად რომ გამოყო ჩვენზე „მზრუნველმა“ ევროკავშირმა. ვერც ერთი პრაიდი, გეი-პარადი, ნამდვილი „დემოკრატიისა და თავისუფლების“ გამომხატველი ღონისძიება ვერ ჩაატარა ლგბტ მსოფლიო ორგანიზაციის (თუ ასეთი არსებობს) მიერ შერჩეულმა ქართულმა ორგანიზაციამ.

არადა, რა დაპირებებით კვებავდნენ ქართველი პედერასტები დასავლურ სათავო ოფისებს?! ისეთს მოვაწყობთ, მიწას შევძრავთო!

არ გაუმართლათ. კონსერვატიულმა პარტიამ, ტელეკომპანია „ალტ-ინფო“-მ იმარჯვეს, როგორც ადრე და ქართველ „ვაჟკაცებს“ — ეს სიტყვა, დაცინვითაც რომ არ მიესადაგება მათ, ტაკუნებით ქვა ასროლინეს — „კუდის“ ნაცვლად.

ლისის ტბის ზეიმი, ქართველ ლგბტ-ელთა დაანონსებული, შარად ექცათ წელს ქვევით მხარბეჭიან თავისუფლებისა და დემოკრატიის მოყვარულთ.

ზემოთ ვთქვი, „გული დამწყდა“, როდესაც ბერლინის გეი-ზეიმზე საქართველოს დელეგაცია ვერ ვიხილეთქო, თუმცა დარწმუნებული ვარ იქნებოდნენ. „გული დამწყდა“ იმიტომ, რომ აქაც ვერ ვივარგეთ, აქაც უკრაინამ გვაჯობა. აქაც უკრაინის ხელისუფლებამ, დიპლომატიამ ძალა არ დაიშურა და იმდენი გადაგვარებული მიავლინა ბერლინს, ქუჩაში მსვლელთ ბოლო არ უჩანდათ.

ყოჩაღ ზელენსკი? პატრიოტობაც ამას ჰქვია და არა იმას, ღარიბაშვილი რომ გაიძახის — ოჯახი ქალის და კაცის ვიციო!

დიდი ზეიმი მოეწყო ბერლინში. მის მაღალ დონეზე ჩატარებას, საყოველთაო ჟივილ-ხივილად გადაქცევას, ხელი შეუწყო გერმანიის ხელისუფლებამ, პირადად კანცლერმა შოლცმა, ბუნდესტაგმა, რომელმაც საკუთარი შენობის გუმბათზე ლგბტ-ს დროშაც აღმართა, ისე, როგორც შოლცმა საკუთარი რეზიდენციის თავზე.

იცვლება მსოფლიო, იცვლება ყველაფერი ის, რაზეც აღვიზარდეთ — მწერლობა, ხელოვნება, კულტურა, ქვეყნის სიყვარული, პატრიოტობა. სხვამ ჩაანაცვლა ისინი. სხვა მწერლობამ, სხვა ხელოვნებამ, სხვა კულტურამ, რომელიც ჩვენთვის ანუ განუვითარებელ ერთუჯრედიანთათვის მიუღებელია.

როგორ თუ მიუღებელი — უნდა მიიღოთო! — გვიბრძანებენ იქაურები და ჩვენც თუ დღეს არა, ხვალ მივიღებთ. მიგვაღებინებენ.

როდესაც ამას ვამბობ, მახსენდება პარიზის გადავსებული ქუჩები — ერთნაირსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ გამოსული მოპროტესტე ხალხით — მილიონზე მეტით და მერე რა? არც არაფერი, „დემოკრატმა“ ხელისუფლებამ კანონიც მიიღო და უტუხად ისიც თქვა — პარიზელ პროტესტანტთა რაოდენობა გაცილებით ჩამოუვარდება საფრანგეთში მცხოვრებთა რაოდენობასო.

საქართველოს მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდების გადაბირებას რა უნდა? ფულით, ტრენინგებით, ჭრელა-ჭრულა და ჩხრიალა სათამაშოებით მიიღწევა ყოველივე ის, რაც დასავლეთს უნდა და რაც ჩვენ არ უნდა გვინდოდეს — დემოგრაფიის თვალსაზრისით, ერთ-ერთ ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყანას.

მძიმე დემოგრაფიულ ფონს თავისებურ „ლაზათს“ აძლევს მიგრაცია. ევროკავშირთან ასოცირებამ მოგვიტანა სიკეთე, რომელსაც ევროპაში უვიზო გამგზავრება ჰქვია — თითქოს ტურისტად, სინამდვილეში სამუდამოდ.

და ასედაამრიგად, თუ საქართველო არ გაწევრიანდა ევროკავშირში, მისი მაცხოვრებელი შევიდა ევროპაში, ჯერ უკანონოდ, შემდეგ — მიდგება-მოდგება და კანონიერი გახდება.

„დალოცვილი“ დასავლეთი, იყო და არის ცნობილი კორუფციით. ჩემი თუ არ გჯერათ, ჰკითხეთ ევროპარლამენტის ყოფილ ვიცე-სპიკერ ქალბატონს — ტომრით რომ წამოიღო ფული ყატარიდან და ახლა საპატიმროს ხეხავს ან ევროკავშირის შეფს ურსულა ფონ დერ ლაიენს — „კოვიდ-19“ პანდემიის დროს მილიარდობით ევროს ვაქცინის „შემძენს“, თუმცა შეძენილის კვალს რომ ვერ მიაგნეს, დახარჯული ფულის — კი. აშშ-ს პრეზიდენტის და მისი შვილის, ჰანტერის კორუფციულ თავგადასავლებს ვინ მოთვლის?

რომ იტყვიან, ნამუსიც კარგი საქონელიაო — სადამდე უნდა ვექცეოდეთ მორგოშიას ასე უნამუსოდ? რამდენი წელი უნდა ვიყოთ მისი იმედით — აი, ის გამოიყვანს ხალხს ლგბტ-პრაიდის აღსაკვეცადო. ის, რაც მან და მისმა კოლეგებმა გააკეთეს „ლისის პრაიდის“ აღსაკვეთად, ფასდაუდებელი საქმეა, მაგრამ ვინ არის დამფასებელი?

ხალხი, რომელიც მან და მისმა კონსერვატიულმა პარტიამ, ტელეკომპანია „ალტ-ინფო“-მ გამოიყვანეს, აშკარა დემონსტრირებაა იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობას არ სურს არც ლგბტ-ე და არც ე.წ. ევროპული ფასეულობები — არავინ რომ არ იცის რაში გამოიხატება.

ხალხი მიხვდა, რომ დღევანდელი ევროპული ფასეულობების ჩამონათვალში — მაპატიეთ, მეტრაკეობა უპირველესია, თუმცა არა ნებაყოფლობითი, არამედ დირექტიული (ზემოდან). ზოგიერთი მავანის განცხადება — ყურადღებას ნუ მივაქცევთ, თავში ქვა იხილონ, უკანალი თავიანთია და ვისაც უნდა, იმას მიართვანო, აშკარა კუკუმალობაა, ვინაიდან ლგბტ-აა აგრესიული. ის აიძულებს საზოგადოებას იყოს ისეთი, როგორიც თვითონაა.

ჩემს ნათქვამში საეჭვო არაფერია, ვინაიდან ეფუძნება იმ ავადმყოფურ მაგალითებს, რასაც მსოფლიოში აქვს ადგილი, განსაკუთრებით „დემოკრატიის სავანე“ აშშ-ი.

სულ ახლახანს, აშშ-ს კონგრესმა მიიღო კანონი ერთნაირსქესიანთა ქორწინების თაობაზე — ყველა შტატისთვის სავალდებულოდ შესასრულებლად. ამერიკის ადმინისტრაციის ზეწოლით ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ მხარი აუბა აშშ-ს.

სრულიად საწინააღმდეგო კანონი მიიღო რუსეთის დუმამ — სქესის გადაკეთების თაობაზე და ტრანსვესტიტთა მიერ შვილად აყვანის შესახებ.

რუსეთი არის ქვეყანა, სხვა ქვეყნებთან ერთად, რომელიც დაბეჯითებით იბრძვის კაცობრიობის გადასარჩენად. დიხ! გადასარჩენად. კოლექტიური დასავლეთის მიერ ერთნაირსქესიანთა ქორწინება და მისი პროპაგანდა ადამიანის მოდგმის გადაშენების საწინდარია.

მსოფლიოს მოსახლეობის ზრდით შეწუხებულმა ინგლისელმა მეცნიერმა მალთაუსმა, მრავალი საუკუნი წინ იფიქრა ხელოვნური გზით ადამიანთა მოდგმის გამრავლების შემცირებაზე. მსოფლიო მოსახლეობის დღევანდელი რაოდენობა, 8 მილიარდზე მეტი, არათუ მალთუსს გადააქანებდა, არამედ მის მიმდევრებსაც. თუმცა ომებმა, სისტემატურმა მცირე და დიდი მასშტაბის სამხედრო დაპირისპირებებმა და სხვადასხვა სახის დაავადებებმა ნაწილობრივ ხელი შეუწყვეს მოსახლეობის ზრდის ტემპის შენელებას.

მიუხედავად ამისა, მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან დაწყებული, დღემდე მოსახლეობის მკვეთრი ზრდა ფიქსირდება, რასაც მოჰყვა თანამედროვე მალთუსების — ბილ გეიტსისა და მისი მსგავსი ყოვლისშემძლეების გააქტიურება.

მიზანი მათი იგივეა, როგორიც მალთუსის — მოსახლეობის ზრდის დამუხრუჭება, რის მისაღწევად „ნოვატორული“ პროგრამა შემუშავდა — ერთნაირსქესიანთა დაწყვილება, ინფექციური „კოვიდ-19“-ს გამოგონება, რომელმაც 15 მილიონი ადამიანი შეიწირა — ერთობ მცირე რაოდენობა, მათი გაგებით.

გეიტსა და მისი თანამოაზრეთა მიზანი ერთია — მსოფლიო მოსახლეობის ერთ მილიარდამდე დაყვანა. „ოქროს მილიარდი“-ს სახელით ცნობილი დემოგრაფიული ურჩხული დაიარება მსოფლიოში და ვინ იცის რას გვპირდება?!

გეიტსისა და მისი თანამოაზრეთათვის საქართველოს დემოგრაფიული სურათი მისასალმებელია, მაგრამ ქართველთათვის? — კითხვას თქვენ გისვამთ მკითხველო — უარყოფითი პასუხის მოლოდინში, მაგრამ, როგორც ჩანს მარტო ნეგატიური პასუხით ფონს ვერ გავალთ, მოქმედებაა საჭირო, ხელისუფლებაზე ზეწოლა, რათა მან, უშიშრად გადადგას ნაბიჯი რუსეთის მსგავსი კანონის მისაღებად.

ხალხმა უნდა მიაღებინოს ხელისუფლებას ასეთი კანონი. ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ ხელისუფლებაც მზადაა ამისთვის, მაგრამ ვერ გაურისკავს, ვინაიდან სახელმწიფო კანცელარიასთან და პარლამენტთან ამერიკელთა მიერ წაქეზებული „ჭეშმარიტი“, ტანის რხევით მონარნარე ქართველები დახვდებიან — ნაჯახებით ხელში.

ასეთ „მამაკაცთა“ ხელში ნაჯახი, თუნდაც „ჯაველინი“, რომ მოჩვენებითი აყალმაყალის მომტანია და მეტის არაფრის — ვიცით.

სადამდე უნდა გაგრძელდეს ლგბტ-კონსერვატორთა მრავალწლიანი „პინგ-პონგი“. ერთხელაც მორგოშია დაიღლება და შეგვრჩება სახალხოდ დაკანონებული პრაიდი — ცისარტყელას ფერებით, ხოტბა და დიდება ამერიკა-ევროპიდან წამოსული და ვინ იცის, იქნებ კრედიტებიც, „დემოკრატიული“ საზოგადოების კიდევ უფრო გასადემოკრატებლად.

ბერლინში ლგბტ-ს საერთაშორისო ღონისძიებაზე მოხდა ბოლშევიკთა ლოზუნგის — „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“ ფერიცვალება — სიტყვა „პროლეტარების“ ნაცვლად, სიტყვა „პედერასტებით“ ჩანაცვლება.

პროლეტარები არ გამინაწყენდებიან, ვინაიდან ისე გადაშენდნენ, როგორც დინოზავრები. მათ გზას დაადგნენ გერმანიის ხელისუფლება და საკანონმდებლო ორგანოც — საკუთარი ხელით, რომ აღმართეს ბუნდესტაგის გუმბათზე ლგბტ-ს დროშა — იმ ადგილას, სადაც 1945 წლის მაისს, ხელჩართული ბრძოლების შემდეგ წითელმა არმიელებმა ეგოროვმა და ქანთარიამ ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების ნიშნად ნამგალ-უროიანი წითელი საბჭოთა დროშა ააფრიალეს.

გერმანიის ბუნდესტაგის გადაწყვეტილება მათთვის მეორე სიკვდილია და არა მარტო მათთვის, არამედ 20 მილიონზე მეტი საბჭოთა ადამიანისთვის, რომელმაც თავი შესწირა საბჭოეთისა და მსოფლიო ხალხების თავისუფლებას.

მკითხველო, არ დაგავიწყდეს, მათ შორის პატარა საქართველოს 350000 მეომარიც იყო!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

27/07/2023