საქართველოს ჯანდაცვის მინისტრსბ-ნ ზ. აზარაშვილს (პირადად)

თბილისში, ევდოშვილის ქ. №2/10-ში

მე-5 კორპ., მე-2 სად., ბ. 39 მცხოვრები

იზა თამაზაშვილის (პუბლიცისტი,

გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“,

საიტი isari.ge)

პ რ ო ტ ე ს ტ ი

ინფორმაციისთვის: ორიოდე თვის წინ თოდუას სახელობის კლინიკაში ერთ მკურნალ ექიმთან დავრეკე. მისი ინფორმაციით, მკურნალობა ფასიანია (თანხა დამისახელა), კონსულტაცია – უფასო. რა ხდება კლინიკა „ჰელსიკორში“? მას შემდეგ, რაც ნიუ-ჰოსპიტალში ზვიად მათოშვილთან ვიყავი და მოციმციმე არითმიის აბლაცია მქონდა გადაწყვეტილი, იქვე შევხვდი პაციენტს, რომელსაც მოციმციმემ აბლაციის შემდეგ გაუმეორა. მაშინ თავი შევიკავე ამ პროცედურისაგან, ხოლო მოგვიანებით ცნობილი კარდიოლოგის რჩევით ტერიტორიულად ახლოს, კლინიკა „ჰელსიკორში“ გიორგი პაპიაშვილთან მივედი, რომელთანაც 12 აპრილს (16 სთ 20 წთ) ვიყავი ჩაწერილი. სალაროში გადავიხადე თანხა 80 ლარი, ასევე ხელი მომაწერინეს 2 ფურცელზე, რომლის ასლები არ გადმოუციათ, ხოლო სპეცსათვალის გარეშე მისი წაკითხვა ვერ შევძელი. გ. პაპიაშვილის ინფორმაციით, მოციმციმეს გამეორება ეს ნორმალურია, ხოლო მე აბლაციას არ გამიკეთებს, რადგან ის რამდენჯერმე დამჭირდება და აჯობებს ის ზვიადთან გავიკეთო, მას უკეთესი ტექნოლოგიები აქვსო. მაშინ ვთხოვე დანიშნულება მოეცა. მან გადაშალა ჩემს მიერ წარმოდგენილი, კლინიკა „გულის“ მიერ გაცემული დანიშნულება და მითხრა, რომ მისით ვისარგებლო.

ჯანდაცვის სისტემის მიმართ სკეპტიკურად რომ ვიყავი განწყობილი, ამ ვიზიტმა ეს სკეპტიციზმი კიდევ უფრო გააძლიერა. როცა ხელისუფლებამ პენსიონერი პაციენტის მკურნალობისთვის თანადაფინანსების სისტემა შემოიღო 10%-იანი გადახდით, კლინიკა სწორედ ასეთ პაციენტებს ძარცავს კანონის მოშველიებით. თუ დ. კეზერაშვილი კრიმინალია და ევროპის პენსიონერებს ძარცავს, კლინიკა ადგილობრივებს რომ ძარცავს, კეთილშობილ ბიზნესმენთა პანსიონია? შესაწირავს კი იქ გავიღებ, სადაც ამის საჭიროება არსებობს. არ ვარ ვალდებული ჯანდაცვის ბიზნესცენტრს ფული შევწირო. რისთვის გადამახდევინეს 80 ლარი, იმისთვის, რომ მისი უდიდებულესობა ექიმი ვიზუალურად გამეცნო? იგი სისტემას მორგებული ექიმია, ხოლო სისტემა ძარცავს. საქართველოს ჯამდაცვა ღირსების ფარგლებში რომ მოექცეს, უნდა დაწესდეს უფასო კონსულტაცია საჭიროების შემთხვევაში, დანიშნულება და მკურნალობა – ფასიანი.

ბ-ნო ზურაბ, კატეგორიულად მოვითხოვ გადახდილი თანხის დაბრუნებას კლინიკისგან, რომელმაც ფინანსური ზიანიც მომაყენა და ფსიქოლოგიურიც. 

P.S. ინფორმაცია განსჯისთვის: კორონას გავრცელებამ და აცრის აუცილებ-ლობის მოთხოვნამ „ჯანმო“ მთლიანად გააშიშვლა, ასევე მის მონად ქცეული ჯანდაცვა. სისტემა მაიძულებს ეჭვით შევხედო ექიმთა მიერ ძვირადღირებული წამლების დანიშვნას, რადგან დასავლეთი თავისი მედიკამენტების გასაღებაზეა ორიენტირებული. ასევე კითხვებს აჩენს სამედიცინო ძვირადღირებული მანიპულაციები.

დასავლეთის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები: დუგლას უილიამი, მედიცინისა და ფილოსოფიის დოქტორი – ჩარლზ ფარი, ასევე კოსმოსური მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი – ივან ნეუმივაკინი თავიანთ ნაშრომებში საუბრობენ, რომ მოციმციმე არითმიას ჟანგბადის ნაკლებობა იწვევს. ეს ცხადი გახადა კონსტანტინე ბუტეიკოს ნაშრომმა „В XXI  веке без лекарств“. მაშინ როცა დასავლეთში 600-ზე მეტი კვლევა ჩატარდა წყალბადის ზეჟანგით სხვადასხვა დაავადების მკურნალობისა და მისი ინტრავენური გადასხმებისა, კვლევის ავტორები საუბრობენ, რომ ეს მეთოდი არ დაინერგა იმიტომ, რომ ის ძალიან იაფია. მე ის საკუთარ თავზე გამოვცადე, 10 წელია წყალბადს ვსვამ და არანაირი ვირუსი და ინფექცია არ მქონია. წყალბადის საფენი კი გულზე რითმს ანელებს და გულის წნევას დაბლა სწევს.

ნიკოლოზ ანდრიაძის რჩევით კლინიკა „ჰელსიკორის“ კარდიოლოგს დავურეკე – მოსვლამდე თქვენი აზრი მითხარით პრეპარატ „რიბოქსინზე“ მეთქი. „მე რუსები მძულს და რუსულ პრეპარატს არავის ვუწერ“ – იყო პასუხი. ბ-ნო ზურაბ, ახლა მითხარით, სად ჯანდაცვა და სად პოლიტიკა? იგივე პრეპარატზე დიღმის კლინიკის კარდიოლოგისგან არაადეკვატური პასუხი მივიღე და ვუთხარი: თქვენ ექიმი არა ხართ, თქვენ ბიზნესმენი ხართ! ექიმი დამეთანხმა: დიახ, მე ბიზნესმენი ვარო. პრეპარატ „დოგიქსინზე“ პაპიაშვილსაც ვკითხე: რას იტყვით, მას ჩვენებაში უწერია, რომ განსაკუთრებით მოციმციმე არითმიის დროს იხმარება – არ ვიცი, არ წამიკითხავსო, მითხრა, თუმცა ის ხომ რუსულია?!

მოკლედ, სად ერეკლე და სად …?!

ბ-ნო ზურაბ, კიდევ ერთხელ კატეგორიულად მოვითხოვ ფინანსური ზიანის ანაზღაურებას, ვფიქრობ, არ ისურვებთ, რომ პენსიონერი პაციენტი დაზარალდეს, სასამართლოს მიმართოს და კლინიკა შერცხვეს.

იზა თამაზაშვილი

ტელ: 593 90 55 07