ქართულმა პოლიტიკამ სხვა გზა უნდა გამონახოს

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის თემა მანამ იქნება საზოგადოების ყურთასმენის მუდმივი გამაღიზიანებელი, ვიდრე სხვა ახალი საჭორაო არ გამოჩნდება, თანაც ისეთი, ოპოზიციას რომ მოაწყობს.

„დამოუკიდებლად“ ცხოვრების 30-წლიანმა პერიოდმა ერთი რამ კარგად შეგვაგნებინა — ხელისუფლების კრიტიკა და ამ კრიტიკის მთავარი წარმმართველის, ოპოზიციის მნიშვნელობა. ისიც შეგვაგნებინა, რომ ოპოზიცია-ხელისუფლება მუდამ ერთმანეთის კრიტიკაში უნდა იყვნენ, ვინაიდან კრიტიკა, თუკი ის ობიექტურია  და ფაქტებით გამაგრებული, ხელს უწყობს ჭეშმარიტების დაბადებას.

კრიტიკა, კრიტიკისთვის — ჰაერის უნაყოფო რხევაა — არაფრის მომტანი, მითუმეტეს ჭეშმარიტების. სამწუხაროდ, ჩვენში არაფრის მომტან კრიტიკას აქვს ადგილი, რაც არათუ ჭეშმარიტების მომტანია, არამედ თვით კრიტიკის მცნების დისკრედიტაციის წყარო.

განვლილმა 30-წლიანმა „დამოუკიდებლობამ“ ისიც გვასწავლა, რომ კრიტიკოსი ოპოზიცია ცვლის კრიტიკის ობიექტ ხელისუფლებას, რომელიც, ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, თვით ჯდება კრიტიკის ამპლუაში და გაშმაგებით აკრიტიკებს ხელისუფლებაში მისულ ყოფილ კრიტიკოსებს, ხელისუფლების დასაბრუნებლად.

განვლილმა 30-წლიანმა პერიოდმა ისიც გვასწავლა, რომ კრიტიკას მაშინ აქვს ფასი, როდესაც კრიტიკის არსს გააცნობ ხალხს, ამომრჩეველს, თან იმდენად კარგად, საფუძვლიანად განუმარტავ, რომ ისიც კრიტიკით აინთება, გვერდში ამოგიდგება და პოლიტიკური ბატალიებისთვის განეწყობა.

თუ კრიტიკოსი ამას ვერ ახერხებს, ტყუილად ირჯება; ტყუილად ანაგვიანებს ჰაერს; ტყუილად აფრქვევს დორბლს, ნერწყვის შხეფებს; ტყუილად ფიქრობს, რომ მისმა კრიტიკამ მიზანს მიაღწია.

ასეთ კრიტიკოსს თვითკმაყოფილება ეუფლება და ცრუ გრძნობა იმისა, რომ მსმენელი დაარწმუნა საკუთარ სიმართლეში. ოდნავ ობიექტური კრიტიკოსი ხვდება, რომ მისი ნათქვამი ქუჩის ბოლომდეც ვერ მივა, მაგრამ თვლის, რომ მსმენელს, გულუბრყვილობიდან გამომდინარე შეაცდენს და დაარწმუნებს იმაში, რაშიც დარწმუნება შეუძლებელია.

განვლილმა 30-წლიანმა პერიოდმა დაგვანახა ხელისუფლება-ოპოზიციის ჭიდილი — საღ კრიტიკას მოკლებული, ჭორაობაზე დაფუძნებული, არავითარი ჭეშმარიტების მშობელი, ჰაერის დამაბინძურებელი, სადღეისო და სახვალო იმედის ჩამხშობი.

კრიტიკოსი ოპოზიცია, როდესაც ხალხის გვერდში დაყენებას ვერ ახერხებს, ხელისუფლების მუშაობაში შემჩნეული შეგნებული თუ შეუგნებელი შეცდომების ვერ აღმოჩენის გამო და ნაცლად ამისა მუშტიკრივით ცდილობს საკუთარი „სიმართლის“ გატანას, ყოველთვის წაგებულია.

ოპოზიციონერობა არ ნიშნავს მხოლოდ ყვირილს. ოპოზიციონერობა თავდაუზოგავი შრომაა, ხელისუფლებაზე მეტად შრომა, ხელისუფლებაზე მეტად ჩახედვა მთელ რიგ საკითხებში, მათ შესწავლას — სიღრმისეულად და ხალხისთვის ახსნა-განმარტების მიცემას — აი, ეს გააკეთა ხელისუფლებამ, მე კი ამას გავაკეთებდი.

ცნობისთვის, სწორედ ასეთ პოლიტიკურ ცხოვრებას აქვს ადგილი იმ დასავლეთში, საითკენაც მივდივართ, თუმცა არის ერთი მეტად მნიშვნელოვანი ნიუანსი — პოლიტიკოსობა პროფესიაა, დაუღალავი შრომა, მუდმივი სწავლის პროცესში ყოფნა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პატიოსნება, საკუთარი საქმისა და ქვეყნის პატრიოტობა.

ეს ყველაფერი იყო იმ დასავლეთში, საითკენაც მივდივართ — სიტყვით და არა საქმით. იყო და სადღაც გაქრა. ძველი პოლიტიკოსები ახლებით ჩანაცვლდა — ე.წ. პოლიტიკოსებით, ერთობ მსუბუქად მოაზროვნე ადამიანებით, გენდერული პრინციპის გათვალისწინებით, ბოლო პერიოდში ლგბტ-ობის თაყვანისმცემლებით.

ქართული პოლიტიკა, მიუხედავად 30-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდისა, მაინც გამოუცდელად ითვლება. მას მეტი დაფიქრება მართებს, მეტი სწავლა და შრომა, ვინაიდან ქვეყანა, რომელსაც ის წარმოადგენს, იმდენად პატარა და სუსტია, როგორც ოკეანეში მოფარფატე ნავი, ვეება ტალღები რომ ჩაყლაპვით ემუქრება.

მან ზედმიწევნით უნდა შეისწავლოს თანამედროვე დასავლური პოლიტიკური ცხოვრება, პოლიტიკოსთა მისწრაფებები, მათი დამოკიდებულება ჩვენდამი — გულწრფელი და არა ფარისიველური და შესაბამისი დასკვნები გააკეთოს. საკუთარ თავს დაუსვას კითხვა — რამდენად წაადგება ქვეყანას ასეთებთან ურთიერთობა.

სამწუხაროდ, ასეთს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ადგილი არ აქვს. რასაც აქვს — ფულის შოვნის სურვილია, ანუ ფულისთვის ვიღაც დასავლელთან, თუნდაც ჩრდილოელთან კავშირის დამყარება და პირობის დადება, რომ მის დავალებას პირნათლად შეასრულებს შესაბამისი თანხის მიღების შემდეგ.

პოლიტიკური გარიგების მანკიერი პროცესი არა მარტო ჩვენთან მიმართებაში შეინიშნება, არამედ იმ დასავლეთში, ერთმანეთთან მიმართებაშიც.

თითქოს რაღაც ძალამ მოიკიდა ფეხი დასავლეთში, რომელიც ირჩევს პოლიტიკურ კურსს, საზოგადოებრივ წყობას, ქვეყნებს შორის ურთიერთობას. ეს ძალა ეროვნულობაზე მაღლა დგას, უფრო მეტიც  მაკონტროლებელია. ეს ძალა, ხელქვეითთა მეშვეობით არჩევს პოლიტიკური ცხოვრებისთვის ისეთ კადრებს, მის ინტერესს რომ შეეფერება. ზრდის მათ, ასწავლის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში და შემდეგ სამშობლოში დაბრუნებისთანავე ხელს უწყობს პოლიტიკურ ცხოვრებაში პრიორიტეტული პოზიციის დაკავებაში.

ავიღოთ მაგალითად გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი — ახალგაზრდა გერმანელი ქალი, რომელიც 18 წლის ასაკში მოხვდა აშშ-ს კერძო სასწავლებელში, სადაც მდიდართა შვილები სწავლობდნენ. ხელმოკლე გერმანული ოჯახიდან გამოსული ბერბოკისთვის ამ სასწავლებელში სწავლა დიდი პატივი იყო მისთვის, მისი მშობლებისთვის და ქვეყნისთვის.

სწავლისა და აშშ-ი ცხოვრების ხარჯები ცნობილმა „მარშალის ფონდმა“ გაიღო. მოდით დავსვათ კითხვა — იყო თუ არა „მარშალის ფონდის“ მიერ გადადგმული ნაბიჯი ქველმოქმედება, რომლის უკან სიკეთის მეტი არაფერია, თუ ეს იყო შეგნებული ნაბიჯი, რომლის უკან შორსმიმავალი გეგმები იმალებოდა?

კაპიტალისტურ სამყაროში, სადაც ფულის კულტია, ერთ ცენტსაც არვინ დახარჯავს, თუ მას თუნდაც ერთი დოლარის მოგება არ მოჰყვება. გავიდა ხანი და აშშ-ს იმ ე.წ. „მსოფლიო ძალამ“, დავარქვათ მას „მსოფლიო მთავრობა“, ბერბოკის სახით, არათუ ერთი დოლარი მოიგო, არამედ მილიონები, მილიარდები, ტრილიონები.

ბერბოკი, გერმანიის მინისტრია — აშკარად შეუფერებელი და უვიცი იმ საქმისთვის, რომელსაც ის ხელმძღვანელობს. მას ის ასწავლეს, რაც გერმანიისთვის იქნებოდა მიუღებელი, მაგრამ ამერიკისთვის მისაღები. მიზანი ამერიკის ზემთავრობისა იყო უვიცი პოლიტიკოსის აღზრდა, რომელიც თავისი უვიცობით დაშლიდა საკუთარ ქვეყანას, მასწავლებელთა გასახარად.

მოდით დავსვათ კითხვა — რამდენი ასეთი ბერბოკი გამოზარდა „მსოფლიო მთავრობამ“?

თვალი გადავავლოთ ევროპის ქვეყნების პოლიტიკურ ელიტას, ქორფა გოგო-ბიჭებს და არანაკლებ ქორფა, საშუალო ასაკის პოლიტიკოსებს — ქორფას თავიანთი უმწიფარი მსოფმხედველობით და უმალ დავინახავთ პოლიტიკურ სიმსუბუქეს, მაგრამ მასწავლებლის მიმართ უდიდეს თაყვანისცემას, მასწავლებლის მიერ შთაგონებული ვიღაცის სიძულვილს და ეს ვიღაცა „მსოფლიო მთავრობის“ მტრად შერაცხული რუსეთია, მასთან ერთად ჩინეთი, ირანი, სხვა ქვეყნები, რომლებიც უარს აცხადებენ „მსოფლიო მთავრობის“ წინაშე ქედის მოხრაზე.

„მსოფლიო მთავრობის“ აპარატი მუდამ მუშაობს. მასზე არც კლიმატი მოქმედებს და არც მიწისძვრები. ის ადამიანის ცხოვრებას, ადამიანის არსებობას განსაზღვრავს. ის მოკლევადიან პროგრამაზე მუშაობს, ისე, როგორც გრძელვადიანზე. ბერბოკი გრძელვადიანი პროექტია, ისე, როგორც უკრაინის ფაშიზმის აღორძინება. ბერბოკმა და მისმა პარტიელმა კოლეგებმა — ის „მწვანეთა პარტიის“ წევრია, უნდა შეძლონ გერმანიის დეინდუსტრიალიზაცია, ქვეყნისა, რომელიც რახანია ევროკავშირის ლოკომოტივია.

გერმანიის დეინდუსტრიალიზაციით მოხდება არა მარტო ამ ქვეყნის დასუსტება, არამედ ევროკავშირის. სუსტი ევროპა უფრო სახარბიელოა აშშ-ს, ვიდრე ძლიერი. სუსტი მოკავშირე მისთვის უკეთესია, ვიდრე ძლიერი. სუსტი ევროკავშირი მას კონკურენციას ვერ გაუწევს. ასეთი მუდამ თავდახრილი იქნება ძლიერი მოკავშირის წინაშე. სუსტის ხარჯზე, ის გაძლიერდება.

სხვას არაფერს ნიშნავს აშშ-ს მიერ გერმანული კომპანიების ამერიკაში მიწვევა. გერმანიის დასუსტებასთან ერთად „მსოფლიო მთავრობამ“ კიდევ ერთი საკითხი გადაწყვიტა — რუსეთ-გერმანიას შორის დაწყებული ეკონომიკური კავშირების ჩაშლა. მრეწველობით გამორჩეული გერმანიისა და წიაღისეულით მდიდარი რუსეთის კავშირი აშშ-ს გრიგალის მსგავსი საშიშროების მომასწავებელი იყო.

ავიღოთ მეორე მაგალითი, პატარა ფინეთის, რომელიც ეკონომიკურ-სოციალური განვითარებით სამაგალითო ქვეყანაა მსოფლიოში. რამ გამოიწვია ამ ქვეყნის წარმატება? მეზობელ რუსეთთან მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკურმა კავშირებმა, პოლიტიკურმა ნეიტრალიტეტმა, იაფფასიანი რუსული გაზის გამოყენებამ.

ფინეთი იმდენად პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებდა მისი მეზობლების მიმართ, რომ საერთაშორისო არენაზე ახალი ტერმინიც წარმოიშვა — ფინლანდიზაცია, ანუ დასავლეთთან და სამხრეთ-აღმოსავლეთთან, რუსეთის სახით მეგობრული, პრაქტიკული ურთიერთობების ჩამოყალიბება, რაც „მსოფლიო ხელისუფლებას“ თვალში არ მოუვიდა და მე-2 მსოფლიო ომის დასრულებიდან, დღემდე დიდძალი ფული დახარჯა ფინეთის გადასაგვარებლად.

შედეგი სახეზეა — დასავლეთის მიერ გამოზრდილმა ახალგაზრდა პოლიტიკოსმა სანა მარინმა ესესაა ფინეთი გააწევრა ნატოში და ისეთი ანტირუსული ხანძარი გააჩინა, ვეჭვობ ოდესმე ჩაქრეს. სანა მარინი დამარცხდა ამასწინანდელ საპარლამენტო არჩევნებში, ის აღარ არის ფინეთის პრემიერ-მინისტრი და აღარც ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერია, მაგრამ ფინეთი ნატოშია ანუ დავალება შესრულებულია.

ევროპის ქვეყნებში გამოუცდელი, არაპროფესიონალი პოლიტიკოსების ცვენაა. ყველანი აშშ-ს მიერ არიან გამოზრდილი. ყველანი ვაშინგტონის დავალებებს ასრულებენ, რომელთა შორის ანტირუსული პოლიტიკა თვალშისაცემია. ანტირუსულობით ევროკავშირის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი იმდენად გამორჩეულია, რომ ძნელია მისი ვინმე სხვასთან შედარება. ანტირუსულობას უნდა უმადლოდეს ეს ქალბატონი, თორემ ვინ შეარჩევდა მას ნატოს გენერალურ მდივნად?

დასავლური მედიის მიხედვით, სწორედ ის დაიკავებს ამ მაღალ თანამდებობას, ხოლო მის ადგილს — ასევე მედიის მიხედვით, ბერბოკი.

მაგალითების მოყვანა არ გამიჭირდება, ვინაიდან უხვადაა გაჯერებული დასავლეთი — მსუბუქად მოაზროვნე პოლიტიკოსებით. საითკენაც არ გაიხედავთ, ხელში შეგრჩებათ უვიცი, მაგრამ ამბიციური პოლიტიკოსების თაიგული. ამ მხრივ ლიდერობას ვერვინ შეეცილება აღმოსავლეთ ევროპის, განსაკუთრებით ბალტიისპირა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, სადაც რუსოფობია ზენიტშია აყვანილი, ხოლო ნეოფაშიზმი ცხოვრების წესად მოიაზრება.

მაგალითი ამისა არის ლატვიის პარლამენტის მიერ მიღებული დადგინლება — 9 მაისის გლოვის დღედ გამოცხადების თაობაზე. ფაშიზმზე გამარჯვების დღის ნაცვლად გლოვა, სახელმწიფო დროშების დაშვებით და სხვა სამგლოვიარო ცერემონიალის გამართვით.

ბალტიისპირელები რომ ადგილობრივი რუსული წარმოშობის ადამიანებს, მეორეხარისხოვნად მიიჩნევენ და სისტემატურად ავიწროვებენ, ცნობილი ფაქტია, მაგრამ ევროკავშირი დუმს. დუმს იმიტომ, რომ ანტირუსული პოლიტიკა, „მსოფლიო მთავრობის“ მიერ შეკვეთილი — ძალაშია, ისე, როგორც აღორძინებული ფაშიზმი; რუსეთის წინააღმდეგ შემართული ლგბტ მოძრაობა, ლამის რელიგიად ქცეული, ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ტრანსვესტიტობა, გეი-პარადები და სხვა უკუღმართობა.

რას ნიშნავს ყოველივე აღნიშნული — სამყაროს დეგრადაციას? — იკითხავთ. დეგრადაციას და ამ დეგრადაციის შედეგად შობადობის შემცირებას. აშშ-ი, მისი ე.წ. პარტნიორი ქვეყნები „მსოფლიო ხელისუფლების“ მიერ შეკვეთილი პროგრამის ფარგლებში მოქმედებენ. მთავარი მიზანი — მსოფლიო მოსახლეობის 8 მილიარდიდან, ერთ მილიარდამდე დაყვანაა.

ამ პროექტის განხორციელებას, გარდა ზემოჩამოთვლილი ნეგატიური ღონისძიებებისა, ვირუსული გამოგონებებიც ემუქრება. მათ შორის ერთ-ერთი უკვე გამოსცადა კაცობრიობამ — „კოვიდ-19“-ის სახით. მართალია, მან მხოლოდ 15 მილიონი ადამიანი გაისტუმრა საიქიოს, ანუ გაცილებით ნაკლები, ვიდრე მისი შემქმნელები ვარაუდობდნენ, მაგრამ ისე დააშორა ადამიანი, ადამიანისგან — დღესაც, კოვიდის შემდეგ გამოყოლილი შიში ტრიალებს ყველა ჩვენგანში და გვაიძულებს კარჩაკეტილი ცხოვრებისკენ.

„კოვიდ-19“ დააშორა ადამიანები ერთმანეთს. შეამცირა ტურიზმი, ბიზნეს ურთიერთობები, კულტურული კავშირები, თუმცა ვირუსის გამომგონებლებს მილიარდებით დოლარის მოგება მოუტანა — ვაქცინების შექმნა-გაყიდვიდან შემოსული.

ამერიკული ვაქცინების გარდა, სხვა ქვეყნის თითო-ოროლა წამალს აუნთო მწვანე შუქი მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ — ამერიკელთა შექმნილმა და მათ მიერ კონტროლირებულმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკუაგდო რუსული ვაქცინა „სპუტნიკი“, მოგონილი ხელოვნური არგუმენტებით. არადა, „სპუტნიკმა“, ამერიკულ „ფაიზერსა“ და სხვას, დაავადებასთან გამოვლენილი ბრძოლის უნარიანობაში გაუსწრო.

რახან ვაქცინა ვახსენე, მოკლედ ბიოლოგიურ იარაღზეც მოგახსენებთ. სულ ახლახანს რუსეთის დუმის მიერ შექმნილმა კომისიამ დაასრულა კვლევა უკრაინაში აღმოჩენილი ვირუსების თაობაზე. უკრაინაში 30-ზე მეტი ბიოლაბორატორია აამოქმედა აშშ-ა. კვლევები და რაც მთავარია ვირუსის ადამიანზე გამოცდის მაგალითები რუსულ მხარეს ჩაუვარდა ხელში — სპეციალური სამხედრო ოპერაციის შედეგად დონბასის ტერიტორიის გათავისუფლების დროს. დოკუმენტაციის მიხედვით, ცდებს უკრაინელ სამხედროებს უტარებდნენ.

რუსმა სპეციალისტებმა, კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, დაადანაშაულეს აშშ-ი ბიოლოგიური იარაღის შექმნაში. აღნიშნული საკითხი დაისვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის წარმომადგენლის მიერ, თუმცა აშშ-ა ცივი უარი განაცხადა — ჩვენ არაფერ შუაში ვართო, მაგრამ ამით საქმე არ დასრულებულა.

უნდა ვიმედოვნოთ, რომ რუსეთ-ჩინეთი ყველაფერს იღონებენ ბიოლოგიური იარაღის წარმოების აღსაკვეთად.

ცნობისთვის, იმასაც გეტყვით, რომ რუსეთის ირგვლივ, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, მათ შორის საქართველოში, ამერიკული ბიოლაბორატორიების სიჭარბე თვალში საცემია.

ყველა ისინი პენტაგონის მიერ არის აშენებული და მას ემორჩილება, ანუ აშშ-ს სამხედრო უწყებას, მაგრამ ფიქტიურად იმ ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროებს. ადგილობრივი სპეციალისტები მუშაობენ ამ ლაბორატორიებში, მაგრამ შენობის მხოლოდ შეზღუდულ ნაწილში, დანარჩენში — ამერიკელი სპეციალისტები იმყოფებიან. ადგილობრივებმა არ იციან რა ცდებს ატარებენ ამერიკელი სპეციალისტები. რუსეთის ირგვლივ შექმნილ ლაბორატორიათა შორის თბილისის ლუგარის სახელობის ლაბორატორია გამორჩეულია.

აღნიშნული ლაბორატორიის თაობაზე არაერთხელ გამოთქვეს თავიანთი ნეგატიური მოსაზრება რუსმა სპეციალისტებმა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც აშშ-ს წინაშე მონის როლშია, გამბედაობა არ ყოფნის ანტიჰუმანური ამერიკული ლაბორატორიის მუშაობის შესაჩერებლად და ქვეყნიდან გასატანად.

არც მოსახლეობას, გარდა უმნიშვნელო ნაწილისა, აწუხებს ლაბორატორიის თემა. ის ლუკმა-პურის ძიებით არის დაკავებული. ამ უმრავლესობის რიგებში არ არიან უმრავლესობის ექსპლუატაციითა და ძარცვით გაზულუქებულ-გამდიდრებული ე.წ. ბიზნესი, პოლიტიკური ელიტა — სახელმწიფო აპარატი, ადმინისტრაციული და სამართლებრივი ორგანოების მუშაკები — კატეგორია, რომელიც აშშ-ს თაყვანისმცემელია. უმრავლესობის რიგებში არც არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის ის მუშაკები არ არიან, რომლებიც ამერიკელთა მიერ გადმოგდებული საკენკით არსებობენ.

30-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში აშშ-ა შეძლო საქართველოს მოსახლეობის აზროვნების თავის სასარგებლოდ გარდაქმნა. ცოტას თუ აქვს პროტესტის სურვილი, მაგრამ ისინი „ერთი მერცხლის მიერ არმოყვანილ გაზაფხულს“ მაგონებენ. მოსახლეობისთვის ცალმხრივი ინფორმაციის მიწოდება იძლევა იმ ნეგატიურ შედეგს, რასაც საქართველოში აქვს ადგილი.

მოსახლეობას არ აყურებინებენ, არ ასმენინებენ მსოფლიოში, განსაკუთრებით ამერიკა-ევროპაში არსებულ ნამდვილ ამბვებს, თორემ დადებითი განწყობა არ ექნებოდა დასავლეთის მიმართ.

საზოგადოებამ არ იცის, რომ ლგბტ კოლექტიური დასავლეთის ახალი რელიგიაა; რომ ევროკავშირში შემავალი ქვეყნები უყოყმანოდ უნდა ემორჩილებოდნენ ვაშინგტონის ხუშტურს. ოდნავი განსხვავებული მოსაზრების ხმამაღლა გამოთქმა მიუღებელია. აი, ისეთის, როგორიც საფრანგეთის პრეზიდენტმა, მაკრონმა თქვა  — ევროპა ვასალი არ უნდა იყოს ამერიკისო.

აშშ-ი ტოტალიტარულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, სადაც სიტყვის თავისუფლება ისჯება. მაგალითი ამისა აშშ-ს ყველაზე პოპულარული ჟურნალისტის ტაკერ კარლსონის „Fox News”-იდან დათხოვნაა — დემოკრატიული პარტიისა და პრეზიდენტ ბაიდენის კრიტიკისთვის.

რა დემოკრატიაზე უნდა ვილაპარაკოთ, როდესაც 80 წლის მენტალურად ავადმყოფი ბაიდენი მეორე ვადით იყრის კენჭს, მაშინ, როდესაც გამოკითხვების მიხედვით, აშშ-ს მოსახლეობის 70% წინააღმდეგია ამისა.

ბაიდენის ახალი ვადით გაპრეზიდენტების იდეის გენერატორი ე.წ. მსოფლიო მთავრობაა, სამხედრო სამრეწველო კომპლექსი, რომლებმაც მილიარდობით დოლარი გააკეთეს ბაიდენის დროს ახალ სამხედრო შეკვეთებში.

საქართველოს პოლიტიკამ არ იცის, რომ ევროკავშირში შესვლა ქვეყნის გასრესით დამთავრდება. ქართულმა პოლიტიკამ სხვა გზა უნდა გამონახოს, რაზეც შემდეგ წერილში მოგახსენებთ.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

27/04/2023