ტაკიმასხარა ზელენსკიმ ტრიუმფალურად მოიარა ევროპა — ახალი ტაკიმასხარების სავანე. რომ იტყვიან — ფერი-ფერს და მადლი ღმერთსო — ამაზეა ნათქვამი
ჰერში (Seymour Hersh) და ზელენსკი ისინია, რომლებმაც გასულ კვირას მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრეს შესაბამისი ისტორიებით, საკმაოდ საინტერესო და დამაფიქრებელით.
პირველი, ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტია, 85 წლის, პულიცერის პრემიის (Pulitzer Prize) მფლობელი, საკუთარი ქვეყნის პოლიტიკის არაერთხელ გამმათრახებელი.
მეორე, უკრაინის პრეზიდენტია, კოლექტიური დასავლეთის მიერ „გაპიარებული“, ლამის მსოფლიოს პირველი პოლიტიკოსის ტიტულის მფლობელი.
პირველმა, ამჯერადაც არ გადაუხვია საკუთარი ქვეყნის, აშშ-ს კრიტიკის გზას და მსოფლიოს ისეთი სენსაცია მიაწოდა, ყველას რომ აეჭვებდა, თუმცა ხმამაღლა არვინ ამბობდა.
ჰერში ცნობილია ჟურნალისტური გამოძიებით, ამდენად მის მიერ მსოფლიოსთვის განდობილი ინფორმაცია აღემატება ჟურნალისტის მიერ დაწერილ სტატიას.
ჰერშს იცნობენ, როგორც პროფესიონალ გამომძიებელ ჟურნალისტს, რომელიც მაშინ აუწყებს ფართო საზოგადოებას გამოძიების შედეგებს, როდესაც უტყუარი მტკიცებულებების მფლობელია.
ჰერშის ნათქვამი გაღიზიანებას იწვევს ადრესატში, რაც გასაკვირი არაა, მაგრამ მკითხველში დიდ ინტერესს და ნდობას.
ასეა ახლაც, როდესაც მან საკუთარ ინტერნეტ საიტზე გამოაქვეყნა აშშ-ს ადმინისტრაციის მიერ ჩადენილი დანაშაული, „ჩრდილოეთის ნაკადი—2/1“ს მილსადენების აფეთქებასთან დაკავშირებით. ჰერშის ინფორმაცია უმალ აიტაცა ბრიტანულმა გაზეთმა „The Times“-მა, რითაც ფართო გასაქანი მისცა მსოფლიოს საზოგადოებისთვის აღნიშნული ინფორმაციის გაცნობას.
„The Times“-ში გამოქვეყნებული მასალა სხვა გაზეთებმაც გადაბეჭდეს და დაიწყო ის, რაც დაიწო. მკითხველმა იცის ალბათ, რას შეიცავდა ჰერშის ინფორმაცია, თუმცა შეხსენება ურიგო არ იქნებოდა, მაგრამ მანამდე გეტყვით დამნაშავის დამოკიდებულებას ინფორმაციისადმი — მოგონილი ამბავია, აშშ-ს ადმინისტრაცია არაფერ შუაშია.
ჰერშმა გვამცნო, რომ „ჩრდილოეთი ნაკადი — 2“ მილსადენის აფეთქებისთვის საჭირო მოქმედება ამერიკის ადმინისტრაციამ პრეზიდენტ ბაიდენის ხელმძღვანელობით, აფეთქებამდე 9 თვით ადრე დაიწყო, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტი პუტინი გამოაცხადებდა უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებას.
საიდუმლო ოპერაციაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ნულანდი, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) ხელმძღვანელი ბერნსი, უშიშროების საბჭოს მდივანი სალივანი. ამერიკელი მაღალჩინოსნების გარდა ოპერაციაში მონაწილეობდა ნორვეგიის სპეცსამსახურებიც.
აფეთქებამდე, სამი თვით ადრე, მყინთავებმა ზღვის ფსკერზე დადებულ გაზსადენის მილებს ბომბები დაამაგრეს. ეს ოპერაცია საზღვაო წვრთნების დროს განახორციელეს. დათქმულ დროს ბომბები ნორვეგიამ ააფეთქა, რამაც გამოიწვია გაზსადენის მილების ნგრევა და მასში არსებული გაზის ბალტიის ზღვაში გადინება.
სპეციალისტების აზრით, დანგრეული მილსადენის აღდგენა შესაძლებელია, მაგრამ მას მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება — შესაბამისი ხარჯის გაღებით.
აქვე მოგახსენებთ — მილსადენის მშენებლობა განხორციელდა მსოფლიო კომპანიების მიერ, მასში მონაწილეობდა „გაზპრომიც“. მილსადენის მშენებლობა 13 მილიარდი დოლარი დაჯდა.
ზარალი, გამოწვეული მილსადენის აფეთქებით, არა მარტო აღნიშნულ თანხაში გამოიხატება, არამედ ევროკავშირისთვის, განსაკუთრებით გერმანიისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტაში, გაზის დეფიციტის შექმნაში, ევროპელთათვის ენერგეტიკული პრობლემების, სოციალური პირობების გაუარესებაში, გერმანული მრეწველობის ოპერირებისთვის ხელის შეშლაში, ბიზნესის შეფერხებაში, გერმანული მრეწველობის ქვეყნიდან გადინებაში, უპირველესად აშშ-ი.
გაზსადენის აფეთქებამ ლამის შუასაუკუნების დონეზე დაიყვანა ევროკავშირი და მისი ლიდერი გერმანია.
თვით ამერიკელი ექსპერტების განცხადებით, ბაიდენის გადაწყვეტილება შეიძლება შეფასდეს ტერორისტულ აქტად — უმძიმესი შედეგების გამოწვევად, რომელთა შორის სახელდება დაზარალებული რუსეთის საპასუხო დარტყმა, რასაც თავისთავად მოჰყვებოდა მესამე მსოფლიო ომი.
ასეთის შემთხვევაში რუსეთის დადანაშაულება შეუძლებელი იქნებოდა, ვინაიდან პირველი დარტყმა მან იგემა.
დავუშვათ, რუსეთს გადაედგა საპასუხო ნაბიჯი, რა სახის იქნებოდა ის — ბირთვული თუ ჩვეულებრივი? ორივე შემთხვევაში შედეგი იქნებოდა — კაცობრიობის განადგურების ტოლფასი.
ამერიკელი ექსპერტები, პოლიტიკოსები თვლიან, რომ პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილება, ბირთვულ სახელმწიფოსთან ომის გაჩაღების ტოლფასია — გაუმართლებელი ომის, რამეთუ რუსეთს, ამერიკისთვის არავითარი რეალური საფრთხე არ გამოუწვევია, არ დამუქრებია მის ეროვნულ ინტერესებს, ტერიტორიულ მთლიანობას, არსებობას.
ბაიდენი აგრესორია და მან პასუხი უნდა აგოს. ის უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას. ბაიდენი იმპიჩმენტს იმსახურებს, — ასე აცხადებენ ამერიკელი რესპუბლიკელი პოლიტიკოსები.
ბაიდენის გადაწყვეტილების შესრულების წინაპირობა თვით ბაიდენის განცხადებაა, რომელიც მან ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გააჟღერა, დაახლოებით ასეთი შინაარსის — საკმარისი იქნება რუსეთის ჯარის მიერ უკრაინის საზღვრის გადალახვა, რომ გაზსადენი აფეთქდეს.
მოჰყვება თუ არა ჰერშის ინფორმაციას ანტიბაიდენური კამპანია და იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, ძნელი სავარაუდოა. ადმინისტრაცია მაქსიმალურად ცდილობს ამ ამბვის მიჩქმალვას, ტყუილის დონეზე დაყენებას.
ადმინისტრაციამ, რომლის „პატიოსანი“ სახელი შებღალა ჯურნალისტმა ჰერშმა, სასამართლოში უნდა იჩივლოს, მაგრამ, როგორც ჩანს არ იჩივლებს მისთვის სასარგებლო მყარი საფუძვლის უქონლობის გამო. გარდა ამისა, მისი ვარაუდით, ჰერში სასამართლოში ისეთ მტკიცებულებას წარადგენს, მტერსაც რომ შეშურდება.
ადმინისტრაცია დროს გაიყვანს — დარწმუნებული კრიტიკოსთა არათანმიმდევრულობაში, ნაკლებ პრინციპულობაში, სხვა ისეთში, რომელიც არც ბაიდენის და არც სხვა ზემოჩამოთვლილი დამნაშავე პირების სახელმწიფო მოხელეობრივ საქმიანობას ხელს არ შეუშლის, არ დააზიანებს.
მოდით დავსვათ ასეთი კითხვა — რამ გადაადგმევინა ესოდენ მზაკვრული, მაგრამ გაბედული ნაბიჯი ბაიდენსა და მის გუნდს?
პირველზე, იოლია პასუხის გაცემა, ვინაიდან ბაიდენი და მისი გუნდი — ანტირუსულად დამუხტული და რუსეთის დანგრევის მანიაკალური სურვილით შეპყრობილი, მხოლოდ მზაკვრული ნაბიჯის გადადგმისთვის არის მზად და არა კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის.
ბაიდენი გამონაკლისი არ არის. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან, ბაიდენის გაპრეზიდენტამდე, აშშ-ს ყველა პრეზიდენტი იძინებდა და იღვიძებდა ერთი სურვილით — სსრკ-ს, შემდეგ რუსეთის განადგურებით; მისი პატარ-პატარა ქვეყნებად დაქუცმაცებით და დაქუცმაცებულთა თავს ამერიკული გავლენის მოხვევით; მათ ტერიტორიაზე არსებული წიაღისეული სიმდიდრეების ხელში ჩაგდებით.
მეორე კითხვა ბაიდენის გაბედულებას ეხება და აქაც პასუხის გაცემა იოლია, თუმცა ვითარების სერიოზული განხილვის შემთხვევაში — არცთუ იოლი. გაბედულება მაშინ ეუფლება ადამიანს, როდესაც მეტოქის სისუსტეს ხედავს. ბაიდენს, რუსეთი სუსტ ქვეყნად მიაჩნია?
როდესაც აშშ-ს ეშინია ჩრდილო კორეის „ნახევარფაბრიკატი“ ბირთვული იარაღის და ჯერ-ჯერობით დაუხვეწავი ბალისტიკური რაკეტის, რომელმაც ბირთვული ქობინი ამერიკის კონტინენტამდე უნდა მიიტანოს, არ ეშინოდეს რუსეთის 1500 ბირთვული ბომბის — ხმელეთზე, ჰაერში, წყალზე და წყალქვეშ განლაგებულის, სრული სიგიჟეა.
ბირთვული ბომბი იმიტომაა გამოგონილი, რომ გეშინოდეს. შიშის საფუძველზე ადგილი აქვს ბირთვული სახელმწიფოების ერთმანეთთან ომისგან თავშეკავებას.
აშშ-ს, ცხადია, ეშინია რუსეთის, მაგრამ იმედი აქვს, რომ ის ბირთვულ ბომბს არ გამოიყენებს, არც მკაცრ რეაგირებას მოახდენს ამერიკელთა თავხედობის საპასუხოდ. დიდი-დიდი რასაც ის ელოდება რუსეთისგან — მუქარაა და მეტი არაფერი. ვაშინგტონმა იცის, რომ ამ მუქარას შესაბამისი მოქმედება არ მოჰყვება.
მოკლედ და კონკრეტულად, რუსეთის ხელისუფლებამ, პირადად პრეზიდენტმა პუტინმა, ყველაფერი იღონა, რათა დასავლეთს, უპირველესად აშშ-ს არ შეშინებოდა მისი. და არა მარტო მათ არ ეშინიათ რუსეთის, არამედ უკრაინის ხელისუფლებას და პრეზიდენტსაც, რაც განპირობებულია პუტინის პირობით, მიცემული ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრ ლაპიდისთვის — რუსეთი არ აპირებს უკრაინის პრეზიდენტის ფიზიკურ განადგურებას, არც პრეზიდენტის რეზიდენციის დაბომბვას აპირებს და არც გენერალური შტაბის, სხვა სტრატეგიული სახელმწიფო ობიექტების.
შედეგი — ზელენსკის თავხედური განცხადებები, უშიშარი გადაადგილება, უცხოეთის დელეგაციების მუდმივი ვიზიტები კიევში და სხვაგან, ევროკავშირის გასვლითი სხდომა კიევში და სხვა.
უკრაინის ხელისუფალთა და უცხოელთა უშიშარი მოქმედება, სერიოზულ გაღიზიანებას იწვევს რუსეთის მოსახლეობაში, განსაკუთრებით იმათში, ვისი შვილებიც უკრაინაში იბრძვიან და იღუპებიან. მათ ვერ გაუგიათ, მათი შვილების მკვლელები რატომ უნდა გადაადგილდებოდნენ უშიშრად.
ომმა რუსულ მხარეში ბევრი ნაკლოვანება გამოავლინა, რაზეც მომდევნო სტატიებში აღვნიშნავ, მაგრამ მოკლედ გეტყვით რაზეა მინიშნება, უპირველესად თავდაცვის სამინისტროს სუსტ მუშაობაზე, ფრონტისთვის შესაბამისი საბრძოლო ტექნიკისა და ტყვია-წამლის არადროულ მიწოდებაზე, ჯარის არასათანადო ეკიპირებაზე.
სხვათა შორის რუსეთის დუმის წევრმა, გენერალმა გურულოვმა თოქ-შოუ „60 წუთში“ ჯარში არსებულ ნაკლოვანებებზე ილაპარაკა და მოუწოდა აღმასრულებელ ხელისუფლაბას აღმოფხვრისკენ.
არც საზოგადოებაში შეინიშნება ერთიანობა. დუმის წევრ ჟურავლიოვის განცხადებით, ფრონტის ხაზზე ვითარება არის სხვა (ჟურავლიოვი სისტემატურად იმყოფება ფრონტზე), ხოლო ზურგში სხვა — მოჭარბებული ცეკვა-თამაშით და ფუქსავატური ცხოვრებით.
დავუბრუნდეთ თეთრი სახლის ტერორისტულ აქტს და დავსვათ ასეთი კითხვა — დაგმეს თუ არა სახელმწიფოთა მეთაურებმა, პოლიტიკოსებმა ბაიდენისა და მისი გუნდის ავანტიუისტული ქმედება?
ჯერ-ჯერობით ასეთს ადგილი აქ აქვს. გამონაკლისი ჩინეთის საგარეო უწყებაა, რომლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საჭიროა გამოძიების ჩატარება და ჰერშის ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, ბაიდენისა და ადმინისტრაციის იმ წევრების წინააღმდეგ საქმის აღძვრა, ვინც ჩაიდინა დანაშაული.
ხმას არ იღებს ევროკავშირი და დაზარალებული გერმანიაც. საინტერესოა, რას ფიქრობენ ისინი ქვეყანაზე, რომელიც თავს ევროპელთა მეგობრად აცხადებს და ამასთანავე გაზმომარაგებას უკრძალავს? რამდენად მისაღებია მათთვის ამერიკელთა ესოდენ მზაკვრული ქმედება? თეთრმა სახლმა თავისიანი, ანუ ევროკავშირი არ დაინდო და საქართველოს დაინდობს?
რას ფიქრობს აღნიშნულთან დაკავშირებით ქართული პოლიტიკა, ხელისუფლება?
საქართველოს ხელისუფლება რომ ამ კითხვას პასუხს ვერ გასცემს — ძნელი სავარაუდო არ არის, მაგრამ იქნებ თავის გულში და თავში მაინც დაფიქრდეს, და ნელ-ნელა საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგას დისტანციის დაშორებისთვის? ანალოგიური რამ არის გასაკეთებელი ევროკავშირთან მიმართებაში. კავშირთან, რომელიც ბოროტებით, სიყალბით, ავანტიურიზმით, აგრესიით და ომის წაქეზებით იჩენს თავს და არა სიკეთით, პატიოსნებით, ხალხთა შორის მეგობრობის ჩამოყალიბება-განმტკიცებით.
კავშირი, რომლის ბრიუსელელი ხელმძღვანელები, უკლებლივ ყველა, ერთ ხმაში მოუწოდებენ კავშირის წევრ ქვეყნებს რუსეთის დამარცხებისკენ და დაშლისკენ, ამისთვის უკრაინას აწვდიან იარაღს, მოუწოდებენ მას ომისკენ და არა მოლაპარაკებისკენ, არასდროს ჩაითვლება მშვიდობისა და ხალხთა კეთილდღეობისთვის მებრძოლ კავშირად.
ანდა როგორ შეიძლება ასეთად მონათლო ეს კავშირი, როდესაც მისი ერთ-ერთი კომისარი, ბორელი ცინიკურად აცხადებს, რომ ევროკავშირი დემოკრატიისა და წარმატებული ყოფის სავანეა, რომელსაც ემუქრება მის ირგვლივ არსებული ჯუნგლები. სხვათა შორის, პატივცემულო საქართველოს მოსახლეობავ, იმ ჯუნგლებში, ბორელი თქვენს ქვეყანასაც გულისხმობს.
და ისევ ამერიკა — თავის შორსმიმართული ბინძური გეგმებით. გარდა იმისა, რომ გაზსადენის აფეთქებით ამერიკამ დააზარალა ევროკავშირი და რუსეთი, გამოიწვია მსოფლიო ენერგეტიკული კრიზისი. სხვა ჩაიფიქრა აფეთქებაში, მაგალითად საკუთარი გაზის მიწოდება ევროკავშირისთვის — 4-ჯერ ძვირად, ვიდრე რუსული გაზი იქნებოდა. შედეგიც სახეზეა — აშშ-ს მშპ-ის ზრდამ 2%-ს მიაღწია — სწორედ გაზის ევროპაში ძვირად გაყიდვით.
დასკვნისთვის — ის, რომ აშშ-ს არსებობა საფრთხეს უქმნის მსოფლიოს, ცნობილი ფაქტია — აშშ-ი ისეთი პოლიტიკით, როგორიც დღეს აქვს, თუმცა ასეთი პოლიტიკა ჰქონდა მას და აქვს მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან, დღემდე.
აბა, გადათვალეთ რამდენ ომში აქვს მას მიღებული მონაწილეობა ან რამდენჯერ წააქეზა მან ე.წ. პარტნიორი ქვეყნები ომისკენ?!
მარტო ვიეტნამი რად ღირს — 20-წლიანი ომით, 5 მილიონი ვიეტნამელის განადგურებით; ან კორეის ომი; ავღანეთზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი — ისიც 20 წლით და ასეულ-ათასი ავღანელის ხოცვით.
ავღანეთში ხომ ჩვენც გვაომა. აქაური ხელისუფლება რომ თავს იმართლებდა — იქ იმიტომ ვომობთ, აქ არ გვინდა ტერორიზმის გავრცელებაო.
იუგოსლავია, ლიბია, ერაყი, სირია, … რომელი ერთი ჩამოვთვალო, „მხიარული გასეირნებაა“ ამერიკელთათვის და ახლა უკრაინა — მეტოქე რუსეთის დამარცხების ჟინით.
30 წელია ცდილობს ვაშინგტონი უკრაინის გადაგვარებას, ანტირუსული ბაცილით დაავადებას და რაც მთავარია მან ეს მოახერხა. განსაკუთრებით 2014 წლის მაიდნის რევოლუციის მოწყობით, უკრაინის საშინაო საქმეებში ხელის ფათურით, უკრაინელთა მოქრთამვით, ყველა იმ ხერხით, ამერიკელი დალესი რომ მოძღვრავდა საერთაშორისო ცხოვრებაში გაუთვითცნობიერებელ ხალხებს, მათ შორის ქართველებს, ცხადია ქართველის ხსენების გარეშე.
მან ის მოახერხა, რომ უკრაინელი პრეზიდენტები — კრავჩუკი, კუჩმა, ნაწილობრივ იანუკოვიჩი, იუშენკო, პოროშენკო და ამჟამინდელი ზელენსკი ანტირუსებად აქცია, ხოლო უკრაინელი ბავშვები ჰიტლერის, გერინგის, გებელსის, სხვა ფაშისტი ფიურერების თაყვანისმცემლად. ფაშისტური ხასიათის სასწავლო ლიტერატურაც დაუსტამბა და უფასოდ ჩამოურიგა.
ამერიკელთა ძალისხმევით უკრაინის ფაშისტურმა მმართველებმა ჰიტლერის თანამებრძოლ ბანდერასა და შუხევიჩს უკრაინის ქალაქებში ძეგლები დაუდგეს, უკრაინის გმირებად გამოაცხადეს.
აშშ-ს მეცადინეობით უკრაინელი „მეცნიერები“ ისეთ სახელმძღვანელოებს, ისტორიის წიგნებს ადგენენ და ბეჭდავენ, სადაც უკრაინა მოხსენიებულია როგორც კაცობრიობის ცივილიზაციის აკვანი; სადაც შავი ზღვა ძველ უკრებს გაუთხრიათ და წყალიც ჩაუსხამთ; ქრისტეც თურმე უკრაინელია და ფრანგთა მოდგმაც უკრაინელისგან იწყება, ისე, როგორც ბრიტანელთა.
ცრუ ისტორია იმ დონეზეა აყვანილი, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრმა, რუსეთმა თავისი წარმომადგენლის პირით აცნობა მსოფლიოს აღნიშნულის თაობაზე.
უშიშროების საბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე დიპლომატმა ნებენზიამ, უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, უკრაინის საშუალო სკოლების სახელმძღვანელოები წარუდგინა, სადაც ზემომოყვანილი ზღაპრებია დაფიქსირებული.
მავანი შემედავება — წერონ და იკითხონ რაც უნდათ, მათი საქმეაო. გიპასუხებთ. ინდიფერენტულობა ამ საკითხში მძიმედ თავდება, რისი დამადასტურებელია უკრაინელთა ახალი თაობა, რომელსაც საკუთარი თავი ყველაზე უკეთესად მიაჩნია, ზე-ადამიანად, უმაღლეს რასად.
რა განსხვავებაა დღევანდელ უკრაინელებსა და გერმანელ ფაშისტებში? ისინიც ხომ არიელობას იჩემებდნენ, ცისფერსისხლიანობას და აქედან გამომდინარე სხვა ერებზე, ანუ მდაბიოებზე ბატონობას ლამობდნენ?
როდესაც უკრაინელი (ასეთი ერი არ არსებობს), ანუ სლავი, ანუ რუსი, მეორე რუსს, ანუ რუსეთში მცხოვრებს ერთუჯრედიან არსებას, ხოჭოს, ტარაკანას უწოდებს და მისი განადგურებისკენ მოუწოდებს საკუთარ თავს და ყველას, ამერიკელ მასწავლებლებს კარგად უმუშავიათ.
დიახ! კარგად უმუშავიათ. ხუმრობა საქმე არაა 30 წლის განმავლობაში ერთი ერის, ორი შვილიდან, ერთი ისე გარდაქმნა, მეორე შეაძულო და ეს სიძულვილი ხოცვის დონეზე აიყვანო.
ამერიკელებმა შეძლეს უკრაინელთა გადაგვარება; შეძლეს ქართველთაგან ისეთი არაქართველის გამოყვანა, რომელიც ფაშისტი უკრაინელის გვერდში ებრძვის მართლმადიდებელ რუსს, საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური განადგურების გადამრჩენელს (გაიხსენეთ ისტორია). და ამ ბრძოლაში ანგარიშს არ უწევს მარტივ ჭეშმარიტებას — აი ასეთს.
დავუშვათ, უკრაინამ გაიმარჯვა. გამარჯვებული უკრაინელი ზემოდან არ დახედავს ქართველს? არ ჩათვლის მას ისეთ ერთუჯრედიან არსებად, როგორც რუსს? არ იფიქრებს მის განადგურებაზე?
ნაციზმის იდეების მატარებელია დღევანდელი უკრაინა და მასთან მჭიდრო ურთიერთობის ქონა კარგს არაფერს მოგვიტანს.
საქართველო არავითარ ვალში არ არის უკრაინის წინაშე, რომ მან დიდაქტიკური ტონით გველაპარაკოს, ჭკუა დაგვარიგოს, თითი დაგვიქნიოს. რატომ აქვს ამას ადგილი?
მარტივი მიზეზის გამო — ხელისუფლება არ არის ხელისუფლების დონეზე და შესაბამის პასუხს არ აძლევს გათავხედებულ უკრაინის ხელისუფლებას, რომელმაც თავი ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებულ გმირად ჩათვალა. ასე ემართებად მდაბიოებს და გაუნათლებელ ადამიანებს, როდესაც ზომაზე მეტ აღფრთოვანებას იღებენ სხვათა მხრიდან.
ისინი ვერ აანალიზებენ, რომ ხელოვნურ „აღტაცებას“ შორს მიმავალი მიზნები სდევს თან, მაგალითად აღფრთოვანებულებისთვის თავის გაწირვა. უკრაინის შემთხვევაში ომის უსასრულობამდე გაგრძელება.
სულ ახლახანს, აშშ-ი საიდუმლო ვიზიტით მყოფმა გენერალმა ზალუჟნიმ — უკრაინის არმიის რეალურმა მთავარსარდალმა, მასპინძლებს უპატაკა, რომ რუსეთთან ომში 275000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.
მასპინძელს, რომ გულთან ახლოს მიეტანა უზომოდ დიდი დანაკარგი, იარაღის მიწოდებას კი არ შეპირდებოდა ზალუჟნის, მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდებდა. მაგრამ არა! ასეთი, აშშ-ს გეგმებში არ შედის. მისი მიზანი რუსეთის დასუსტებაა და ამ გზაზე რამდენი უკრაინელი დაიღუპება მას არ ანაღვლებს.
არც აშშ-ს ევროპელ სტრატეგიულ პარტნიორებს ანაღვლებთ უკრაინის ბედი. მათი მიზანიც ის არის, რაც აშშ-ს — უკრაინელთა ხელით რუსეთის განადგურება, რაც კიდევ ერთხელ გაისმა უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის ლონდონში, პარიზში, ბრიუსელში „თათარიახნი“ ვიზიტის დროს, ევროპარლამენტარებთან შეხვედრისას.
საქართველოში ეროვნული მოძრაობის დასაწყისში „ანთებულ“ ქართველთა მისამართით ერთმა ცნობილმა პიროვნებამ, განსწავლულმა და ჭკვიანმა ასეთი რამ მითხრა — ერთი კაცის გამო… გამიგია, მაგრამ ერის —არაო!
საპატივცემულო პიროვნების მიერ ბრძნული ნათქვამი წლებია თან მომყვება და ახლაც გამახსენდა — ევროპაში ზელენსკის დახვედრის დროს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ევროპა გამოზელენსკდა, ანუ გამო…
მხოლოდ ასეთს შეეძლო არაპროტოკოლურად ტანდაფარული (ზელენსკის ჩაცმა, ჩაცმას არ ჰგავს, მითუმეტეს პრეზიდენტისას) პრეზიდენტის მიღება. როგორც ჩანს, ამ უბედურებს ზელენსკი ფრონტის წინა ხაზიდან ჩამოსული ეგონათ და ისიც ისე პოზირებდა, როგორც ბრძოლებში მონაწილე.
მდარე სპექტაკლის მონაწილე გაგვხადა დიდმა ბრიტანეთმა, განსაკუთრებით მეფემ, რომელმაც ზელენსკი დიდი პატივით მიიღო — სამხედრო ფერის მაისურში „გამოწყობილი“. არადა, პროტოკოლის დარღვევით შემოსილი თუნდაც პრეზიდენტის გაჭაჭანება ბრიტანეთის მეფის სასახლეში, ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც ტრუსებში გამოცხადება, თუმცა არა ზელენსკისთვის — დასავლეთის მიერ მსოფლიოს გმირად აღიარებულისთვის.
მას ყველაფერს პატიობენ. პროტოკოლის ფეხზე დაკიდებასაც, საზოგადოების შეურაცხყოფასაც — თანაც როგორი საზოგადოების? ტრადიციულის, კონსერვატიულის, წარსულისა და აწმყოს პატივისმცემლის.
არ ყოფილა ის საზოგადოება მაღალი, როგორიც ჩვენ გვეგონა. საზოგადოება, რომ ზელენსკის — ტაკიმასხარის დონეზე დავა, ის არ არის მაღალი საზოგადოება. და თუ ამას ის მხოლოდ იმიტომ აკეთებს, ზელენსკი რომ წაახალისოს პერმანენტული ომისკენ, მთლად დაბალი ყოფილა, რომ იტყვიან პლინტუსის დონეზე.
ტაკიმასხარა ზელენსკიმ ტრიუმფალურად მოიარა ევროპა — ახალი ტაკიმასხარების სავანე. რომ იტყვიან — ფერი-ფერს და მადლი ღმერთსო — ამაზეა ნათქვამი.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი
13/02/2023