27.12.2024

იანვრის ღირსშესანიშნავი თარიღები

ვიეტნამში ომის დამთავრების 50 წლისთავი, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების 78 წლისთავი და ჰოლოკოსტის ცერემონიალი; ადოლფ ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის 90 წლისთავი — იანვრის ის ისტორიული თარიღებია, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას იპყრობს. საყურადღებო სხვაც ბევრი იყო, მაგრამ ზემომოყვანილი, აღემატება დანარჩენს.

იანვარი რუსეთ-აშშ-ს, რუსეთ-ნატოს და რუსეთ-ეუთოს ერთი წლის წინანდელი უნაყოფო მოლაპარაკებების ხსენების თვეცაა, რამაც პროვოცირება გაუკეთა 2022 წლის 24 თებერვალს — უკრაინაში, რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებას.

პოლიტიკაში მიუღებელია ვარაუდებით ლაპარაკი. აი ასეთი — რუსეთ-აშშ-ს მოლაპარაკება რომ კონსტრუქციულად წარმართულიყო, სპეცოპერაციას ადგილი ხომ არ ექნებოდა? აშშ-ს და მის ნატოელ მოკავშირეებს წამით რომ წარმოედგინათ, რა მოჰყვებოდა სპეცოპერაციას, წავიდოდნენ თუ არა პუტინის მიერ წარდგენილი წინადადებების შესრულებაზე?!

ძნელი სავარაუდოა, რას მოიმოქმედებდა დასავლეთი ზემომოყვანილი მოვლენები რომ ეწინასწარმეტყველა, მაგრამ სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ, ფაქტის წინაშე დამდგარს, რაღა წინასწარმეტყველება სჭირდებოდა ვითარების შესაცვლელად?

აშშ-ი და მისი ზეწოლით მოკავშირე სახელმწიფოები უკრაინაში მიმდინარე ომით რომ დიდად შეწუხებული არ არიან, ფაქტია.

შეწუხებულები რომ იყვნენ, ერთი წელი არ გამოვლინდებოდა? აოხრებული უკრაინის შემხედვარე ე.წ. მოკავშირეებისთვის, რაზეც თავს იდებს დასავლეთი, ერთი თვეც საკმარისი იყო შექმნილი რთული ვითარების გამოსაცნობად. მაგრამ არა! როდესაც ბოროტება გაქვს ჩაფიქრებული, მას მშვიდობისთვის ყალბი ბრძოლით ვერ ჩაანაცვლებ, ერთობ განსხვავებული ცნებებია — ბოროტება და მშვიდობა.

მავანი იტყვის, უკრაინა რომ დასავლეთს ფეხებზე ჰკიდია და მისი განადგურება დიდად არ ადარდებს, სახეზეა, მაგრამ თვით დასავლეთი რომ ეკონომიკურ კრიზისშია და თვალშისაცემია მრეწველობის უკუსვლა, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუარესება, ენერგეტიკული კრიზისიდან გამომდინარე ბუნებრივ აირზე, ელექტროენერგიაზე, ქვანახშირზე, შეშაზე, მედიკამენტებზე, კვების პროდუქტებზე ფასების მატება — ესეც ფეხებზე ჰკიდია?

არ გაგიკვირდეთ, მაგრამ ასეა. ხელისუფლება რომ პირადად შეწუხებული არ არის იმ პირობებით, რომლებმაც სრულიად დასავლეთის მოსახლეობა შუა საუკუნეებს დაუბრუნეს, ფაქტია.

ხელისუფალი თავს კარგად გრძნობს. ვინც თავს კარგად ვერ გრძნობს, საპროტესტო მიტინგებსა და დემონსტრაციებს აწყობს, მაგრამ არა ისეთი ინტენსიურობით და კატეგორიულობით, ხელისუფალთ რომ შეაწუხებდა.

მაძღარს, ყველა მაძღარი ჰგონია. მაძღარი სხვაზე ფიქრობს — დიადი ამოცანების გადაჭრაზე, უფრო დიდი მოგების მიღებაზე და მასთან რა მოსატანია ხალხის კეთილდღეობა?!

დიდ მოგებას ხელისუფალი სხვის დამონებაში ხედავს, მაგალითად აღმოსავლეთში. მიზნების მისაღწევად სხვა განამწესა, უფრო სწორად სხვა გამოიყენა. აბა, თვით ხომ არ შეასრულებს „შავ“ სამუშაოს?!

ასედაამრიგად, ახალ „დაძმობილებულს“ ხელში იარაღი მისცა და საით უნდა გაისროლოს, ისიც ასწავლა. „დაძმობილებული“ ნიჭიერი მოწაფე გამოდგა — დასავლეთზე მეტად გაფაშისტებული, თუმცა მეტნაკლებობა მათ შორის რა მოსატანია — ორივენი ტოლს არ უდებენ ერთმანეთს.

მაინც რა ხიბლია ამ დალოცვილ აღმოსავლეთში, დასავლეთს რომ ყოველთვის იზიდავდა უხსოვარი დროიდან დაწყებული?

მაინც რა ძალამ შეჰყარა უამრავი ევროპული ქვეყნის მოსახლე 1812 წელს, აღმოსავლეთში სალაშქროდ? 1941 წელი რაღა იყო, ევროპელს რომ თავისივე ხარბი შეცდომა გაამეორებინა?

ნათქვამია — სხვა, სხვის შეცდომებზე სწავლობს, ესენი საკუთარ შეცდომებზეც არ სწავლობენ, თორემ ამდენი გამეორება?

გამეორება, ცოდნის დედააო — ამბობენ, მაგრამ ეს სწავლას ეხება და არა ომს.

და ისევ ახალი გამეორება — უკრაინის ომის სახით, უკრაინელის ხელით დასავლეთის აუსრულებელი ოცნებისთვის ბრძოლა. ხიბლი? ძველი! აღმოსავლეთის, ანუ რუსეთის მდიდარი წიაღისეულის ხელში ჩაგდება. ქვეყანას, რომელსაც 13 ზღვა და 3 ოკეანე აკრავს, რომ მიწისქვეშა  მდიდარი საბადოები ჰქონდეს, გასაკვირია?

აი, გასაკვირი რომ არ არის, იმის დამტკიცება სურს დასავლეთს. თუ ოცნება აისრულა, ხომ ეტყვის მსოფლიოს ამაყად — ხომ გეუბნებოდით, რომ რუსეთის მიწა მდიდარიაო?!

რუსეთის წიაღის სიმდიდრეში მას ეჭვი არ ეპარება, მაგრამ ეჭვი ეპარება იმაში, ეკუთვნის თუ არა ეს სიმდიდრე რუსეთს?

აღნიშნულის შესახებ თავისი „ბრძნული“ მოსაზრება გამოთქვა ევროპარლამენტარმა ფოტიგამ — პოლონელმა, სააკაშვილის გულშემატკივარმა ქალბატონმა. თურმე წიაღისეული რუსის კი არ არის, არამედ ციმბირსა და იმ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხებისაა, ჩვენ რომ რუსეთი გვგონია. მათია წიაღისეული სიმდიდრეები, მათ ეკუთვნით და მათ უნდა მოიხმარონ თავიანთი სურვილისამებრ — ოქრო, ალმასები, ძვირფასი მეტალები, ქვანახშირი, ბუნებრივი აირი, ნავთობი და ა.შ.

რუსეთი უნდა დაიშალოს პატარ-პატარა ქვეყნებად და იმ პატარა ქვეყნების წიაღისეულს დამშლელი, ანუ დასავლეთი გაიყოფს.

ფოტიგამდე ეს საშური იდეა აშშ-ს აწ გარდაცვლილმა სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაიტმაც გაგვანდო, ოღონდ სხვა სიტყვებით, მაგალითად ასეთით — უსამართლობაა, როდესაც ამდენი სიმდიდრე ეკუთვნის რუსეთს. ის, ყველასი უნდა იყოსო.

„სანამ გერმანული სახელმწიფო არ შემოიკრეფს ყველა გერმანელს და არ უზრუნველყოფს მას საკვებით, გერმანიას არ აქვს მორალური უფლება ეძიოს ახალი ტერიტორიები. მაშინ გამოვჭედავთ გუთნისგან მახვილს და ჯეჯილი მსოფლიოს მომავლისა ომის ცრემლებით მოირწყვება.“ — ადოლფ ჰიტლერი.

გერმანულმა სახელმწიფომ არა მარტო ყველა გერმანელი შემოიკრიბა, არამედ ყველა ევროპელი და აღმოსავლეთით გასწია — „მსოფლიო მომავლის ჯეჯილის ომის ცრემლებით მოსარწყავად“. და რატომ გასწია? რუსეთის სიმდიდრეების ხელში ჩასაგდებად.

ა.წ. 30 იანვარს ჰიტლერის გაკანცლერების 90 წლისთავია. დემოკრატიული ევროპისა და აშშ-ს უშუალო ხელშეწყობით, ფინანსური დახმარებით გერმანიის „ტახტი“ დაიკავა პიროვნებამ, უფრო სწორად მანიაკმა, რომელმაც მთელს მსოფლიოს მართლაც რომ ზღვა ცრემლი აღვრევინა.

ადოლფ ჰიტლერის მიერ შექმნილი ახალი იდეოლოგია — ფაშისტური, თავისი მრწამსით გაცილებით დაუნდობელი იყო იტალიურისგან, მუსოლინისეულისგან, რომელიც ადრე შეიქმნა და იაპონურისგან, მილიტარიზმად ცნობილისგან, თუმცა ეს უკანასკნელი ხალხთა წამება—განადგურებით ტოლს არ უდებდა გერმანულს.

იაპონურმა მილიტარიზმმა თავისი ანტიჰუმანური თვისებები გაცილებით ადრე გამოავლინა, ვიდრე გერმანულმა. მისი მოქმედების არეალი ჩინეთი, კორეა, სამხრეთ—აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნები იყო.

იაპონურმა მილიტარიზმმა 35 მილიონი ჩინელის სიცოცხლე შეიწირა. იაპონური ოკუპაციის საზარელ მაგალითებს გვიყვება ნობელის პრემიის ლაურეატი ჩინელი მწერალი მო იენი თავის სქელტანიან წიგნში „ დიდი ძუძუ—მკერდი, განიერი გავა“.

იაპონელი სამხედრო ექიმების მიერ საკონცენტრაციო ბანაკებში ჩატარებული კვლევები, თავისი სისასტიკით, დაუნდობლობით ყოველგვარ ადამიანურ საზღვრებს სცდებოდა. იაპონელი ექიმი შირო იშიის (Shiro Ishii) ცდები დატყვევებულ ადამიანებზე იმდენად საინტერესო იყო აშშ-თვის, რომ „სიკვდილის მანქანა 731 ლაბორატორია“, ომის დამთავრებისთანავე, ხელმძღვანელ შირო იშიისთან (Shiro Ishii)  ერთად უმალ გადაიყვანეს აშშ-ი — კვლევების გაგრძელების მიზნით.

ამერიკელებს არც გერმანელი ფაშისტები და უკრაინელი ბანდერელები დაუტოვებია უყუარდღებოდ. ბევრი მათგანი ამერიკა—კანადაში წაიყვანეს და სასათბურე პირობები შეუქმნეს. გერმანელი სამხედროები გამოიყენეს ცსს და სხვა სპეცდანიშნულების ორგანიზაციების შექმნაში.

ის, რომ ამერიკელები ხანგრძლივი პერიოდით მუშაობენ, ცნობილი ფაქტია. ისიც ცნობილია, რომ ისინი ფულს არ იშურებენ ხანგრძლივ პროექტებში, იმის იმედით, რომ მოგებას დღეს თუ არა ხვალ მიიღებენ. და მიიღეს კიდევაც — უკრაინის სახით.

უკრაინული ფაშიზმი, ბანდერიზმი, ნეოფაშიზმი და საზარელი სხვა „—იზმი“ გერმანულის გაგრძელებაა — ჰიტლერის მიერ შექმნილის, უკრაინაში აღორძინებულის.

ბანდერასა და შუხევიჩის გენეტიკური შთამომავალი რომ ფაშიზმის თაყვანისმცემელი იქნებოდა, ეჭვი არავის ეპარება, გარდა გონგამოცლილი, ისტორიული ფაქტების უცოდინარი ქართველებისა, ავტომანქანებს რომ აწებებენ უკრაინის მხარდასაჭერ სტიკერებს — „სლავა უკრაინე! გეროიამ სლავა!“ ან უკრაინელი ხალხის „სულთამხურავ“ პუტინის სალანძღავ სტიკერს „პუტინ ხუილო“. ბოდიშს გიხდით მკითხველო, რუსული უწმაწური სიტყვის გამოყენებისთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ ბევრი ვერ გაიგებს, რუსულის არცოდნის გამო.

„ჭკვიანმა“ ქართველებმა ის მაინც მოვახერხეთ, რომ რუსული ენა შევიძულეთ და ჩვენი ყოფილი ფიურერების გამსახურდიასა და სააკაშვილის წყალობით ისე გადავუარეთ, თითქოს მთელი ქვეყანა ევროპა-ამერიკაში გადაბარგებას აპირებდეს.

თუ ქართველობას გადაწყვეტილი აქვს სამშობლოს მიტოვება, სხვაგან ცხოვრება და არა რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის მეზობლად, რუსული არ გამოდგება, მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში რუსულის გარეშე რუსთან, აზერბაიჯანელთან, სომეხთან კონტაქტი გაუჭირდება, მითუმეტეს საქმიანი, ბიზნესური ურთიერთობა.

დასავლურ პროპაგანდას აყოლილი ქართველობა ისე ლანძღავს რუსეთს უკრაინაში შეჭრისთვის, თითქოს უკრაინა — ფაშისტურ-ბანდერული, ამას არ იმსახურებდა; თითქოს კოლექტიური დასავლეთის წაქეზებით რუსეთზე თავდასხმას არ აპირებდა.

უკრაინელი — ასეთი ერი ისტორიამ არ იცის, ისე ხატავს თავის „ისტორიას“, როგორც უძველესს, არარსებულ უკრსს, რომელმაც საკუთარი ხელით გათხარა შავი ზღვის ტერიტორია და შემდეგ წყალი ჩაასხა.

უკრაინელი ყოფილა ქრისტე — ასე გვეუბნებიან თანამედროვე უკრაინელი „მეცნიერები“. უკრაინელი, მაღალი რასის წარმომადგენელია, ყველაზე მაღალი, მათ შორის რუსზეც, რომელსაც ბანდერელი უკრები ადამიანის მსგავს არსებად, ერთუჯრედიან არარაობად მიიჩნევენ.

ასე ფიქრობდნენ გერმანელებიც, როდესაც მდაბიოთა გასანადგურებლად საკონცენტრაციო ბანაკებს ქმნიდნენ. სულ ახლახანს ერთ-ერთის — აუშვიცის, ანუ ოსვენციმის 78 წლისთავი აღინიშნა. ამ საკონცენტრაციო ბანაკში სულს ხდიდნენ რუს სამხედრო ტყვეებს, ებრაელებს, ბოშებს, სხვა „დაბალი“ ერების წარმომადგენლებს.

და ვინ უწევდა დახმარებას გერმანელ ფაშისტებს ოსვენციმის ფუნქციონირების საქმეში?

პოლონელი და უკრაინელი ფაშისტები. ფაშისტურ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი პოლონელ—უკრაინელი ფაშისტები შიშის ზარს სცემდნენ დატყვევებულ „დაბალ“ რასას.

იანვარში ოსვენციმის გათავისუფლებისა და ჰოლოკოსტის დღე აღინიშნა. ოსვენციმი პოლონეთის ტერიტორიაზეა და ღონისძიების ორგანიზატორიც ის იყო. და მანაც ღვარძლის ნთხევის შანსი ხელიდან არ გაუშვა — რუსეთის დელეგაციის არ მიწვევის სახით.

ოსვენციმის განმანთავისუფლებელი რუსეთის წარმომადგენელი ღონისძიებას არ დაასწრეს უკრაინაში სპეცოპერაციის გამო, მაგრამ დაასწრეს უკრაინელები, გერმანელები, სხვები. დაასწრეს იმ ფაშისტთა შვილიშვილები — გერმანელების, პოლონელების, უკრაინელების სახით, რომლებიც ტყავს აძრობდნენ (პირდაპირი მნიშვნელობით) ოსვენციმის ტყვეებს.

ვისაც ოსვენციმი უნახავს, დამეთანხმება ტყვეთა ტყავის, ანუ კანის გაძრობაში, ვინაიდან ოსვენციმის მუზეუმში ტყავგაძრობილ ადამიანთა კანიდან დამზადებული ხელჩანთებია გამოფენილი.

ჰოლოკოსტის დღესთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა — წარმოშობით ებრაელმა, საჯაროდ გაიხსენა საკუთარი პაპის ისტორია, რომელიც ოსვენციმიდან გამოქცეულა, დროებით სამალავში დამალულა, ტანკის ხმაზე გამოსულა სამალავიდან და დაუნახავს აფრო-ამერიკელი ტანკისტი და სიხარულით შეუძახია „ღმერთმა დალოცოს ამერიკა“. აი, ასეთი თავისუფლება მოვუტანეთ ოსვენციმს ამერიკელებმაო, — ბრძანა ბლინკენმა.

საინტერესო, სენტიმენტალური ისტორიაა, თუმცა ყალბი, ვინაიდან ოსვენციმი ამერიკელებს არ გაუთავისუფლებიათ. ის საბჭოთა წითელმა არმიამ გაანთავისუფლა.

ასეთი „სიმართლით“ აბრუებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მსოფლიოს და ისიც ბრუვდება, ვინაიდან არც იცის, ვინ გაანთავისუფლა ოსვენციმი. და არა მარტო ოსვენციმი, არამედ პოლონეთი — დღეს, რომ რუსეთს მტრად მიიჩნევს. პოლონეთის განთავისუფლებას თავი შესწირა 600 000-ზე მეტმა საბჭოთა წითელარმიელმა.

აი, ვინც აშშ-ა „გაანთავისუფლა“ ვიეტნამია. გაანთავისუფლა თუ იძულებული იყო გაენთავისუფლებინა?

1973 წლის 27 იანვარს, ზუსტად 50 წლის წინათ, პარიზში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ვიეტნამში ომის შეწყვეტის თაობაზე. ხელმომწერები იყვნენ, პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის, ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩეველი კისინჯერი და ჩრდილო ვიეტნამის წარმომადგენელი ლე დიკ თხო. ისინი არაერთი წლის განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებას, რომელიც 27 იანვრის შეთანხმებით დაასრულეს.

ვიეტნამის ომმა 50000 ამერიკელისა და 5 მილიონი ვიეტნამელის სიცოცხლე შეიწირა. ვიეტნამის ტერიტორია გადაიქცა ქიმიური იარაღის გამოცდის პოლიგონად. „დემოკრატი“ ამერიკელები ათეულ-ათასობით ტონა ქიმიურ ნივთიერებას აფრქვევდნენ თვითმფრინავებიდან ვიეტნამის სოფლებსა და ქალაქებს. ამ ბარბაროსულმა ქმედებამ, რომელიც წლობით გრძელდებოდა, ხეიბარ ვიეტნამელთა რიცხვი კატასტროფულად გაზარდა.

გარდა ქიმიური იარაღისა, 20 წლის განმავლობაში ვიეტნამში გამოიცადა ჩვეულებრივი ამერიკული იარაღი — სხვადასხვა სახის და მოდიფიკაციის.

პარიზის ხელშეკრულებას საბრძოლო მოქმედების შეწყვეტა არ მოჰყოლია, თუმცა ორივე ხელმომწერი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიით დაჯილდოვდა.

ომი 1975 წელს დასრულდა, როდესაც ჩრდილოეთ ვიეტნამმა გაანთავისუფლა სამხრეთი, აშშ-ს მარიონეტი ვიეტნამელი ხელისუფლების ბატონობისგან. სამხრეთთან და აშშ-თან ჩრდილო ვიეტნამის ომში აქტიურ მონაწილეობას იღებდა საბჭოთა კავშირი, რომელიც არა მარტო იარაღით ამარაგებდა მას, არამედ კვების პროდუქტებით, მედიკამენტებით, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებით.

სამხრეთ ვიეტნამში აქტიურად მოქმედებდა სამხრეთ ვიეტნამის განმათავისუფლებელი არმია — 800 000 მეომარზე მეტი.

გაერთიანებული ძალებით გახდა შესაძლებელი ამერიკელების განდევნა ვიეტნამიდან. ვიეტნამელი დიპლომატის ლე დიკ თხოს განცხადებით, 1973 წლის ხელშეკრულება იმით იყო აღსანიშნავი, რომ აშშ-ი გავიდა და ვიეტნამი დარჩა, ანუ ერთმანეთის წინაშე დარჩა 2 ვიეტნამი — ჩრდილოეთი და სამხრეთი. მარტოდ დარჩენილმა სამხრეთმა, ვერ გაუძლო ჩრდილოელთა და პარტიზანთა შეტევას და 1975 წელს კაპიტულაცია გამოაცხადა.

დღევანდელი ვიეტნამი პატივს სცემს სსრკ-ს მემკვიდრე რუსეთს, აქვს მასთან მჭიდრო პოლიტიკური, სავაჭრო—ეკონომიკური ურთიერთობები. ამასთანავე აქვს პრაგმატური ეკონომიკური კავშირები აშშ-თან. ვიეტნამელი სტუდენტები სწავლობენ აშშ-ი. აშშ-ი მაქსიმალურად ცდილობენ შეინარჩუნონ ურთიერთობები ამ ქვეყანასთან, რაც წარმოუდგენელი იყო 1973 წელს. მაგრამ ამერიკელები ხანგრძლივი გეგმით მუშაობენ და გარკვეულ წარმატებასაც აღწევენ არა მარტო ვიეტნამში, არამედ სხვაგანაც.

თუმცა ვიეტნამი, სამხრეთ—აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო, თანაც კომუნისტური, 120 მილიონი მოსახლით, საკუთარი სუვერენული პოლიტიკით, ევროპის მსგავსი მორჩილი, სუვერენიტეტდაკარგული სახელმწიფო არ არის.

მას შეუძლია პრაგმატული ურთიერთობების ქონა ამერიკასთან, რომელმაც იცის თანამედროვე ვიეტნამის როლი რეგიონში და ისიც იცის, რომ ვიეტნამისგან ვერ მიიღებს სამხრეთ კორეას — აშშ-ს მორჩილს, ჩინეთის წინააღმდეგ მომართულს, რაც არ უნდა საკამათო საკითხები ჰქონდეს მას ჩინეთთან.

უფრო კონკრეტულად — ვიეტნამი არ არის აშშ-ს ხელში არსებული სადგისი, ჩინეთის საჯდომში შესარჭობად. მას პოლიტიკური თავმოყვარეობის გრძნობა გააჩინა, რისი დეფიციტიც არის ჩვენს ქვეყანაში.

თავმოყვარეობა, სულაც არ ნიშნავს ქედმაღლობას, მითუმეტეს შეუფერებელს საკუთარ პოტენციალთან.

საქართველოს ხიბლავს უკრაინა არა მარტო იმიტომ, რომ ეს ქვეყანა სამაგალითოდ მიაჩნია, არამედ იმიტომ, რომ აშშ-ს სურს ასე.

ამერიკას ისიც სურს, მეორე ფრონტი გავუხსნათ რუსეთს, თუმცა ჯერ-ჯერობით საქართველოს ხელისუფლება ვერ დაიყოლია. ხელისუფლებაში რომ ოპოზიცია იყოს, უდავოდ ომში ვიქნებოდით ჩართული. განა, ასე არ იყო 2008 წელს, ნაცების მმართველობის დროს?

ცოტა დააკლდა სახელმწიფოებრიობის დაკარგვას მაშინ — ტერიტორიის 20%-ს კი არა, სახელმწიფოს. დაგვინდო  „მტარვალმა“ რუსეთმა, რაც მხედველობაში უნდა მივიღოთ და შესაბამისად დავაფასოთ. დაფასება, მონურ მორჩილებას არ ნიშნავს. ვითარების ობიექტურად აღქმას და შეფასებას ნიშნავს.

ერთშიც და მეორეშიც მოვიკოჭლებთ, რაც არც საზოგადოების სამართლიან საფუძველზე ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და არც ქვეყნის მყარ ფუნდამენტზე აშენებას.

ვიეტნამის ომის გახსენება და პარიზში დადებული ხელშეკრულება სამაგალითოდ გავიხსენე, რათა პატივცემული მკითხველისთვის მეთქვა აშშ-ს ის დამახასიათებელი ჭეშმარიტება, რასაც მოკავშირის „ჩაშვება“ ჰქვია.

50 წლის წინ აშშ-ა ფეხებზე დაიკიდა სამხრეთ ვიეტნამის ხელისუფლება, იქ მცხოვრები ხალხი და საკუთარი ტყავის გადასარჩენად, ჩრდილო ვიეტნამთან, ქვეყნის კომუნისტურ ნაწილთან სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმა, რასაც მოჰყვა აშშ-ს ჯარის, სამხედრო ტექნიკის გაყვანა სამხრეთ ვიეტნამიდან. სამხრეთ ვიეტნამის, აშშ-ს მოკავშირის, ჩრდილო ვიეტნამთან პირისპირ დაყენება, რასაც მოჰყვა ჩრდილოელთა მიერ სამხრეთის ჯარის განადგურება და სრულიად სამხრეთის ჩრდილოეთთან შეერთება.

ჩრდილოეთის მიერ სამხრეთის ასიმილაცია მძიმე და სისხლიანი გამოდგა, რაც იცოდა აშშ-ა, მაგრამ, თამაშიდან 2 წლით ადრე გასულმა, არაფერი იღონა.

ვიეტნამის გაკვეთილი უკრაინელმა  ფაშისტებმა სიღრმისეულად უნდა შეისწავლონ და შესაბამისი დასკვნები გამოიტანონ, ვინაიდან 50 წლის წინანდელ ამერიკასა და დღევანდელს შორის განსხვავება არაფერია.

ის, ისე მოექცევა უკრაინას, როგორც ვიეტნამს მოექცა — რუსეთთან მოილაპარაკებს, სამხედრო სპეციალისტებს და ტექნიკას გაიყვანს უკრაინიდან და „სუვერენულ“ ქვეყანას რუსეთის წინაშე დააყეებს, რომელიც უმალ მოუღებს ბოლოს ფიქტიურ სუვერენულობას და უკრაინას რუსეთის შემადგენლობაში შეიყვანს, არა როგორც მარიონეტი ქვეყნის სტატუსით, არამედ რუსეთის შემადგენლობაში — რეგიონის სახით. უკრაინა ხომ საუკუნეების განმავლობასი რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო?

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

03/02/2023