03.12.2024

არაეროვნული პოლიტიკა საქართველოს კლავს!

ცნობილი თეზაა — ,,სხვის ომში მხოლოდ იდიოტები იბრძვიან. ჩვენდა სამარცხვინოდ დღეს ქართველები უკრაინაში  მასხარა ზელენსკის დროშის ქვეშ იბრძვიან, რაც რუსეთის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს უკრაინიზაციისკენ მიაქანებს. აღარავის ახსოვს დიდი ილიას შეგონება ახალგაზრდებისადმი — მან პეტერბურგში მოღვაწე ქართველ სტუდენტებს კრეტაზე წასვლა და თურქი ოკუპანტების წინააღმდეგ აჯანყებულ ბერძენ პატრიოტებთან ერთად ბრძოლაში ჩაბმა აუკრძალა: თქვენ საქართველოს სჭირდებით და თქვენი ცოდნით საქართველოს უნდა გამოადგეთ. უპატრონეთ ქვეყანას, რომელიც თქვენგან მოელის ხსნასა და ბედნიერებასო.

დიახ ქვეყანა იმით კი არ არის უძლური რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი და გულანთებული  ადამიანები არ ჰყავს. ილიას არ ჰქონდა ევროპის იმედი, რომელიც შარვალჩახდილთა ინტერესებს უფრო იცავს, ვიდრე თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდებისა.

ეს ის ევროპაა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს მხარში ედგა ჰიტლერს და მთელი ევროპის ეკონომიკა მის ინტერესებს ემსახურებოდა. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ფაშიზმს ებრძოდა სსრკ იყო. ამჟამინდელი დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლებები არიან სრულიად უვიცნი და დეგრადირებულნი, მაგრამ მათ ტოლს არ უდებს საქართველოც. ნაცვლად იმისა, რომ საუბრობდნენ რუსეთში ჩასვლასა და ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობებზე, კვლავ ევროატლანტიკური მისწრაფებებით არიან დამუხტულნი, 12 პუნქტიანი გეგმის განხორციელებითა და ნაც კრიმინალთა მავნებლობებზე საუბრით.

არანაირი ფასეულობები მმართველ პარტიას არ გააჩნია, მათთვის სულერთია ქვეყნის ბედი. პარლამენტის თავმჯდომარე — შალვა პაპუაშვილმა ყირიმის პლატფორმის სამიტზე გამოსვლა დაამთავრა სიტყვებით — ,,სლავა უკრაინე“. რა ჰქვია ამას — მტერს დიდება და საქართველოს დაქცევა? ნათქვამია – ღორებს მარგალიტებს ნუ დაუყრითო. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ფული ვყაროთ მათთვის, მსოფლიოში ზნეობის კრიზისია და ასევე საქართველოშიც. 

რას ელის ქართველი იმ პარტნიორი ქვეყნისგან, სადაც პრეზიდენტი დამსწრეთ ასე მიმართავს: ,,გეი ჯენტლმენებო!“  მენტალიტეტი კი ასეთია:  აბორტის  წინააღმდეგ კასტრაცია ჩავატაროთ და პრობლემაც მოგვარდება; ახალგაზრდა ქალმა შეიტანა სასამართლოში სარჩელი — ჩემმა მშობლებმა ჩემი ნებართვის გარეშე გამაჩინესო; ფსიქოლოგებმა ამერიკელებს რეცეპტიც მიაწოდეს: – ადამიანი სრულყოფილად რომ იყოს მართული, ის სრულად უნდა გაათახსირო. ეს ის ამერიკაა, რომელსაც თავად ამერიკელი ჟურნალისტი – ჯეფრი სილვერმანი ასე ახასიათებს: ,,როგორც აქ, ისე ამერიკაში თავიანთი პოლიტიკური ნაბიჭვრები ჰყავთ და მათ ქვეყნის ბედი არ ადარდებთ.

ამერიკაში არჩევნების ბედს ფული წყვეტს. დიდი ხანია ორივე მხარე ნაყიდი ჰყავთ ფულიან ძიებსა და ელიტურ   წრეებს, რომლებიც არჩევნებს ყიდიან და ყიდულობენ, წერენ კანონებს, მანიპულირებენ უგუნური და არაინფორმირებული ამომრჩევლით“. რას ელის საქართველო იმ ევროპისგან, სადაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ადამიანების ზოოპარკი იყო? ამბობენ, ხელისუფლებამ ხალხის გული მოიგო ჯარიმების გაზრდის ხარჯზე  ხელფასებისა და პენსიების გაზრდითო, რაც კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ქართველი კუჭზეა ორიენტირებული.

ორგანიზაცია — ,,საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ მოთხოვნით ხელისუფლებამ გათიშა რუსული არხები, რუსი ერის წარმომადგენელთა შეურაცხყოფაზე რეაქცია არა აქვს, მეტიც, გრიბოედოვის სახელობის რუსულ თეატრში პროვოკაციული სპექტაკლი დადგეს ანტირუსული და ანტისტალინური იდეოლოგიით, სადაც სტალინი ტირანად და ყველაზე მდაბიო ინსტინქტების მატარებლად გამოჰყავთ. ის, ვინც დღეს რუსეთს ტალახს ესვრის საქართველოს მტერიც არის, რომელსაც სურს საქართველოსგან შექმნას ,,ანტირუსეთი“.

თუ დიდმა ერეკლემ სამშობლო გადამირჩინა  და ქართველობა შეუნარჩუნა ქართველს რუსი ერის დახმარებით, ი. ღარიბაშვილმა ხელისუფლებაში მოიყვანა ბალასტი, რომელიც არანაირი  შანსი არასოდეს ექნება ხალხის პატივისცემა მოიპოვოს — ეს გამყიდველი ელიტებია ბანკები სარგებლობენ ხელსუფლების მხარდაჭერით და მიდის მოსახლეობის ძარცვა. ფულის ასეთი მასები წინა ხელსუფლების დროსაც არ ტრიალებდა.

საქართველოში ყველანაირი რესურსია, რომ ქართველმა ღირსეულად იცხოვროს, მაგრამ კვალიფიციური ადამიანების დეფიციტია. ხელისუფლება, რომელიც დირექტივებს სხვა ქვეყნიდან იღებს, წარმატებულ ქვეყანას ვერ ააშენებს და ქართველები საქართველოს დავკარგავთ.

ჩეხეთის მოქალაქეები ხელისუფლებისგან მოითხოვენ  ხალხზე იზრუნოს. ჩვენი ხელისუფლება კი გვეუბნება თავში ქვა გიხლიათ, ჩვენ რაც გვინდა იმას ვაკეთებთო. მომწონდეს ხელისუფლება მხოლოდ იმიტომ, რომ ომში არ ჩაგვაბა ეს იგივეა, რომ მადლობელი ვიყო რომ არ გვკლავს და არ გვაუპატიურებს. სტრასბურგის სასამართლო კი გვეუბნება გამოხატვის თავისუფლებას უნდა შეეგუოთო, ანუ იმ ფაქტს, რომ ჩვენი წმინდანები პრეზერვატივზეა გამოსახული. ხალხის ძალა აღიარებს დასავლეთის მხრიდან ზეწოლებს და შიდა საქმეებში  ჩარევას, მაგრამ ჩვენ მაინც ევროპისკენ უნდა წავიდეთო. სად არის ღირსება და თავმოყვარეობა? ჯერ კანდიდატის სტატუსო არა გვაქვს და ამდენსგვიბედავენ, შემდეგ ხომ მთლად ლოგინში ჩაგვიხტებიან?!

ხელისუფლება თუ ომში არ ჩაერთო თავის მდგომარეობას გაუფრთხილდა: ღარიბაშვილი დედოფლისწყაროში თავის იმპერიას, ივანიშვილი კი — თავის ბადეგადაფარებულ ტყის ტერიტორიებს. დღეს საქართველოა ქვეყანა, სადაც ხელსუფლება მდიდრდება, მოსახლეობა ღატაკდება და ქვეყნიდან გარბის. ერთმა ახალგაზრდამ დეგენერატის მიერ ყურში ჩაკუებული გამიმხილა: რას ერჩი პრემიერს, რომელსაც უმაღლესი განათლების დიპლომი საფრანგეთში აქვს მიღებულიო?

აი, თურმე რატომ ყოფილა პრიორიტეტული ჩვენი პრემიერი ანტიქართველისთვის, რომელიც მონურად თავს უხრის დასავლეთს. ქვეყანაზე მზრუნველი ხელისუფლება არც ანტიდისკრიმინაციულ კანონს მიიღებდა, არც კოჰაბიტაციას დათანხმდებოდა, არც პარლამენტს წაბილწავდა ,,გირჩებით“. ასევე, კონსტიტუციიდან ამოშლიდა ნატო-ევროკავშირისკენ სწრაფვას — ასე დამთავრდებოდა სულმყრალ ევრო-ამერიკელთა ბაზარ-ვაგზალი.

ჩვენ, რუსეთის დახმარებით დავიბრუნეთ დაკარგული ტერიტორიები, მაგრამ ახლა დასავლეთის ძალისხმევითა და  ხელისუფლების უნიათობით ვკარგავთ  ქართულ მიწებს, სადაც უცხოტომელთა სოფლები შენდება. მათ შორის ქვათახევში,, ქვემოჭალაში, კახეთში არაბული სოფლები შენდება. ჯუღაანში 160 სახლია აშენებული, გალავანი აქვს შემოვლებული და ქართველებს იქ შესვლის უფლება არა აქვთ. ბაზალეთთან 5 ათასი სახლი შენდება უცხოელთათვის. 50 ათასი ჰექტარია  გაცემული უცხოელებზე. ეს პროცესი ჯერ კიდევ სააკოვის დროს იქნა პოლიტიკის რანგში აყვანილი. ქართველ ხალხს ეროვნულ უმცირესობაში გადასვლა ემუქრება. უცხოელთა ნაკადები უკვე მოდიან საქართველოსკენ, ხოლო ქართველები გარბიან ქვეყნიდან.

კონსტიტუციით სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვა აკრძალულია, ამიტომ ეკონომიკის სამინისტროს არასასოფლო-სამეურნეო  სტატუს აძლევს და ასე ხდება მანიპულაციები. ცხინვალის რაიონში უკვე  უცხოელთა კომპაქტური დასახლებები იქმნება ქართული სოფლების გვერდით.  

მიწა — ქართველი ხალხის ეროვნული სიმდიდრეა და მისი გასხვისება დიდი ბოროტებაა. ამ ხელისუფლებას არა აქვს მორალური უფლება რუსეთის ოკუპაციაზე ისაუბროს, რომელსაც 20% აქვს ოკუპირებული. თავად ისე არიგებს ქართულ მიწა-წყალს, თითქოს მემკვიდრეობით ჰქონდეს მიღებული. ამჟამად არის მოთხოვნა 800 კვ.მ მიწის სტატუსის შეცვლაზე. ეს კორუფციული სქემაა, რაც გლეხის მიწიდან მოწყვეტისკენ არის მიმართული, ხოლო თავად სახელისუფლებო წრეები ვერ ძღებიან სახლების, სასახლეებისა და მიწების შეძენით. თუ აქამდე ხმლით და ძალით მოდიოდა უცხოელი, ახლა ფულით მოდის. სარფიანი საქმე ყოფილა ყიდვა-გაყიდვა, თავადაც იყიდებიან და სამშობლოსაც მიყიდიან. სოფელ წინარეხში ხალხი აღსდგა და საპატრიარქოს მოთხოვნით არაბული სოფლების მშენებლობა შეჩერდა.

ხელისუფლებამ წერტილი უნდა დაუსვას მსგავს მავნებლობას, თორემ ცუდად დაამთავრებს. 10 წელი შეუსრულდა ხელისუფლებას და არასოდეს უსაუბრია ქვეყნის ფუნდამენტურ პრობლემებზე. ქართველი ხალხის უმცირესობაში გადასვლა საქართველოს მკვლელობის ტოლფასია, ეს რომ არ მოხდეს  საჭიროა ცვლილებები:

ა) საქართველოს სჭირდება ხელისუფლება, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა და ატარებს ქვეყნისთვის სასიკეთო პოლიტიკას. 100 ათასობით ჰექტარი მიწა დაუმუშავებელია, მისახედია დემოგრაფიისა და განათლების საკითხები.

ბ) ხალხის პროტესტი, რომელიც უკან აღარ დაიხევს. მოსახლეობამ უნდა  გააცნობიეროს, რომ სოდომისტური ევროპიდან მოსული ნებისმიერი ინსტრუქცია მიუღებელია ქვეყნისთვის, რამაც 30 წელია დააქცია ქვეყანა. გზა, რომელიც ხელისუფლებამ აირჩია არ არის განვითარების გზა, ეს არის თანამდებობაზე დარჩენის გზა. ძნელად თუ მოიძებნება მსოფლიოში პრეცენდენტი იმისა, რომ რომელიმე ქვეყანა თავის მიწებს უცხოელებზე ასხვისებდეს.

რუსეთის იმპერატორმა — ალექსანდრე მეორემ რუსეთს არაერთი ძლევამოსილი გამარჯვება მოუტანა და რუსეთის საზღვრები განავრცო. მან თურქეთის მიერ 300 წლის განმავლობაში მიტაცებული ტაო-კლარჯეთის დიდი ნაწილი და აჭარა დაგვიბრუნა. დიდ წარმატებებს მიაღწია ტერიტორიული თვალსაზრისით კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და ამურისპირეთში. თაობები ამის მადლიერნი არიან, მაგრამ ვერ პატიობენ, რომ 1867 წელს რუსეთმა ოფიციალურად გადასცა ალიასკა აშშ-ს 7 მილიონ 200 ათას დოლარად. ეს იყო 1.72 მილიონი კვ.კილომეტრი ტერიტორია, რომელსაც რუსეთი ვეღარ აკონტროლებდა.

იმპერატორმა იმპერიის მიწა გაყიდა და გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა. იქ განთავსებულია ამერიკის ბაზები, რომელიც წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთთან და რუსეთთან კონკურენციაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორმა რუსეთის საზღვრები განავრცო, შემდგომი თაობების თვალში ის მაინც გამყიდველად იქცა.

როგორც ამბობენ, შთამომავლობა ვერ პატიობს ამას იმპერატორს, რადგან ის მართალია ვერ აკონტროლებდა, მაგრამ მაინც რუსეთის მიწა იყო. ამ გაყიდვას სამარცხვინო ფაქტად მიიჩნევენ დღესაც. საგულისხმოა, რომ ა.წ. 6 ივლისს რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ – ვიაჩესლავ ვოლოდინმა აშშ-ს შეახსენა, რომ ალიასკა ოდესღაც რუსეთს ეკუთვნოდა და თუ ამერიკა რუსული აქტივების სანქცირებასა და გაყინვას გააგრძელებს, მაშინ  რუსეთს შეუძლია ალიასკის დაბრუნება მოითხოვოს. ამბობენ, არც შევარდნაძესა და სააკოვს აპატიებენ აფხაზეთის, სამაჩაბლოს, კოდორისა და ახალგორის გაყიდვასო. დადგება დრო,  როცა ღარიბაშვილსაც გაუხსენებენ ქართული მიწების გასხვისებით საქართველოს მიმართ განხორციელებულ მავნებლობას და მომავალი თაობები აუცილებლად იტყვიან:

 ,,ჰეი თქვე ღორისშვილებო, გაუმაძღარნო ვერცხლითა,

თქვენს საფლავებზე მოსვლა და ზედ დაფურთხება მომინდა’’.

თავის დროზე საქართველოს მმართველმა — მიხეილ ვორონცოვმა რუსეთის დაკვეთით კულტურისა და ეკონომიკის კუთხით საქართველო ააყვავა. შორს არ არის ის დრო, როცა ამერიკა თავისივე კოლონიალური პოლიტიკის ჭაობში ამოიხრჩობა, ხოლო საქართველო ევრაზიულ სივრცეში, რუსეთის პოლიტიკური გავლენის ქვეშ იქნება. ასე, რომ ჭკუით, ქართველებო!

P.S. ,,არავის არა აქვს უფლება სამშობლოს მიწები გაყიდოს, არც დიდს და არც პატარას’’. –  ი.ბ. სტალინი.

27.10.2022წ.

იზა თამაზაშვილი

ტელ. 593 90-55-07