22.07.2024

დეგენერაციის პროცესი საქართველოში

„ორი მტერი ვერ დავამარცხე, ქართველები და სიკვდილი. ქართველებს ქართველზე უკეთ ვერავინ დაამარცხებს“ – ეს სიტყვები ჩვენს ისტორიულ მტერს – შაჰ-აბასს ეკუთვნის. სსრკ-ს დაშლის შემდეგ მართლაც, ჩვენ, ქართველებმა, მოვშალეთ საქართველოში ყველაფერი – მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა და ყველა ის სიკეთე, რაც საბჭოთა სისტემამ მოგვცა – საქართველო გაცილებით თავისუფალი და წარმატებული იყო იმ პერიოდში. ასევე, გვქონდა სოციალური დაცულობა და სამართლიანობა. რუსეთი ძლიერი და განათლებული საქართველოს მომხრე იყო და ყველა მოკავშირე რესპუბლიკის განვითარებასა და აყვავებაზე ზრუნავდა. ვერ შევიფერეთ სიკეთე და რა მივიღეთ? – მეტი კრიმინალი და უზნეობა საქართველოში, ანუ ევროპული ღირებულებები: ევროპული ბანაკიც შეიქმნა, სადაც ამ ღირებულებებს ასწავლიან.

2023 წლიდან სკოლებში გენდერის საათები შეაქვთ და სექს-სტანდარტები, სადაც უსაფრთხო სექსსა და ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს ასწავლიან პატრიოტიზმის ნაცვლად. განა ჩვენ თავად არ დავანგრიეთ განათლების სისტემა? ახალგაზრდებს ფული მიეცი და სამშობლოს  გაყიდვაზეც ხელს მოაწერენ. ვის ახსოვს სამშობლო? იყო დრო, როცა ქართველი დედის ძუძუდან უპირველესად სამშობლოს სიყვარულს ითვისებდა და შემდეგ ამაყად ამბობდა: „არ გავცვლი სალსა კლდეებსა სხვა ქვეყნის სამოთზეზე და სამშობლო დედის ძუძუი არ გაიცვლების სხვაზედა!“

ამჟამად საქართველოში ღირებულებათა დეგრადაცია ხდება და ბიოდეგენერატი მშობელი ახალგაზრდას მისი შესაძლებლობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუთვალისწინებლად მოძღვრავს: „როცა იქნება წახვალ ამერიკაში“ – ნაცვლად იმისა, რომ სამშობლოს სიყვარულისკენ მოუწოდოს და დიდი ქართველის სიტყვები შეახსენოს:

„სამშობლოს ცნება განსაკვირველი, მზის მხურვალება გარს რომ ავლია

აი პირველი, აი პირველი, რის სიყვარულიც მე მისწავლია“.

საქართველო მენტალური მანიპულაციების მსხვერპლი გახდა და სამშობლოს სიყვარული წარსულს ჩაბარდა. თუ არა დეგრადირებული, სხვა რა ვუწოდო იმ ასაკოვან მამაკაცს, რომელიც ამერიკიდან დაბრუნებულ 37 წლის უცოლშვილო მამაკაცს ამუნათებს: „რატომ დაბრუნდი ამერიკიდან. იქ ფულს აკეთებდი, აქ რა უნდა აკეთო?“ საქართველო დღეს დასავლეთის მონად არის ქცეული, რაც რუსეთისთვის აბსოლუტურად აუტანელია და არ გამოირიცხება, რომ 2008 წლის მოვლენები განმეორდეს. ამავე დროს, ხდება რუსი ეროვნების ადამიანების შეურაცხყოფა დეგენერატი ქართველების მიერ, რაც იმ დიდი გეგმის ნაწილია, საქართველოს ომში ჩართვას რომ ემსახურება. ბათუმში პუტინის სურათიც კი გააკრეს ტირში და სროლაში ერთმანეთს ეჯიბრებიან. ასევე ბათუმში რუსულენოვანი სკოლის არსებობას და მის პორტში რუსული გემის შემოსვლას ეწინააღმდეგებიან. ამ ნაბიჭვრებს მივმართავ: უპირველესად რუსული პური არ ჭამოთ და გაზი არ მოიხმაროთ ამერიკულო ნეხვის ჭიებო! ამ ფონზე დიდი ილიას სიტყვები კიდევ უფრო დამაჯერებელი ხდება: – „საქართველოს დამოუკიდებლობა ბავშვური სიანცეა“.

დიახ, რუსეთი მართლმადიდებლობის ფორპოსტი და ჩვენი ბუნებრივი და პოტენციური მოკავშირეა. ჩვენ, როგორც პატარა ქვეყანას, რუსეთისაგან მოწყვეტა ძალიან გვაზიანებს – ჩვენ ხომ მტრის წინაშე სრულიად დაუცველნი ვართ?! მტერი კი მეგობრის ნიღბით მოსული ის დასავლეთია, რომელიც საქართველოს ყველა მიმართულებით უტევს: განათლების, ჯანდაცვის, ტერიტორიებსაც მათი მითითებით ისევ ქართველი გვიყიდის. დუშეთში არაბული სოფლები შენდება თავისი მეჩეთებით, კახეთში ირანული სოფლები შენდება და საქართველო იღუპება, ჩვენ ვარსებობთ მახინჯი სისტემის პირობებში, რადგან ქვეყნის პრეზიდენტად რეზიდენტი გვიზის და ხელისუფლებაშიც უცხო ქვეყნის მარიონეტები სხედან, რომელთაც თავიანთი მახინჯი იდეოლოგიით ქვეყნის დანგრევის გარდა ჯანდაცვისა და განათლების სისტემა ბიზნესად აქციეს. საპენსიო ფონდიდან თანხები მიითვისეს და ბანკებს გადასცეს, რაც დიდი დანაშაულია. ის უნდა იყოს ნებაყოფლობითი, მაგრამ კრიმინალური „ოცნება“ ახალგაზრდებზე არ ზრუნავს, წინა ხელისუფლების ელიტური კორუფცია მასობრივი კორუფციით შეიცვალა და ქვეყნის ყველა სფეროში უზარმაზარი ნაპრალია. უკადრებელიც იკადრეს და ქალაქში განცხადებები გაჩნდა – ქართველი ქალბატონების (19-38 წლ.) გაქირავება დაიწყეს საზღვარგარეთ სუროგაციისთვის. ესეც ხომ საქონელია? ვიღაც ბიოდეგენერატის სპერმით ახალ ბიოდეგენერატს გამოაჩეკინებენ და მერე ერთსქესიანთა ოჯახებს მიჰყიდიან. ანაზღაურება 60-70 ათასი ლარია, მაგრამ ის კომპანია ალბათ თავისთვის ჯეკპოტს მოხსნის. ამასაც მოვესწარით – ქართველი ქალები ინკუბატორის როლში ბიოდეგენერატების გასამრავლებლად. ეს წუმპე, რომელშიც ვიხრჩობით, სწორედ რუსეთთან დისტანცირებამ მოგვიტანა, დასავლეთი კი ჩვენი პოტენციური მტერია. ევროპელი ლიდერები ბინძური და თავხედური ფორმით ცდილობენ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას, რასაც სსრკ არასდროს კადრულობდა. დეგენერატი ქართველების გარკვეულ ჯგუფებში ბრბოს ფსიქოლოგია მუშაობს და ევროპის მონობაში ერთმანეთს ეჯიბრებიან. დასავლეთმა ულტიმატუმიც წამოგვიყენა – გინდა ევროპული ოჯახის წევრობა? მაშინ ხელი მოაწერე შენი სულიერების გაყიდვასო.

დიახ, ჩვენ მათთვის უცხოები ვართ და მათგან განსხვავებული ყველაფერი სძულთ. დეგენერატმა ქართველებმა რუსოფობიაშიც დასავლეთს აუბეს მხარი თავისსავე საზიანოდ. ცნობილი თეზაა – რუსეთი ომს არ იწყებს, ის ომს ამთავრებს წარმატებით.არ შეეცადოთ რუსეთის განადგურება, ეს შეუძლებელია, რადგან კბილებს მოიტეხთ დაბუმერანგივით დაგიბრუნდებათ – ასე დაუბრუნდა ბორის ჯონსონს, რომელსაც ლომის წილი მიუძღვის უკრაინის განადგურებაში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეს-სპიკერი აცხადებს – რუსეთს უკრაინაში ჯერ არაფერი დაუწყიაო. ერთ-ერთი ამერიკელი სამხედრო პირი აცხადებს: რუსეთი ის ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია 5-ვე კონტინენტზე ომი წარმატებით გააჩაღოს და ასეთივე წარმატებით დაამთავროს ეს ომი. საქართველოს ხელისუფლებამ ყველა მიმართულებით მხარი აუბა დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ, გარდა სანქციების დაწესებისა. ამავე დროს, თავსაც იწონებს – 184 ქვეყანაში პირველ ადგილზე ვართ უკრაინისთვის გაგზავნილი დახმარებითო. ბიუჯეტიდან დაიხარჯა 14 მილიონი ლარი და უკრაინელი დევნილებიც 300-300 ლარს იღებენ.

ეს ხდება იმ ფონზე, როცა საქართველოში ბავშვები შიმშილობენ და უკრაინელები ლოგიკურად ფიქრობენ, რომ ქართველები სრულ ჭკუაზე არ არიან – ამიტომაც გადმოდიან შეტევაზე. ცნობილი გახდა, რომ დიდი რაოდენობის დახმარება გაქრა და კვალი მთავრობის წევრებისკენ მიდის. ბატონო პრემიერო, თქვენ ფაშისტები გააძლიერეთ!ჩვენს წინაშეა პოლიტიკურ აბსურდში ჩაძირული ხელისუფლება, რომელიც კვლავ ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალზე და ამერიკასთან ურთიერთობის გაძლიერებაზე ოცნებობს. მათი მთავარი მიზანი უცხოელთა ინტერესების გატარებაა. ევროპა პატივს არ სცემს ჩვენს ღირებულებებს და ჩვენგან „ლგბტ“-ს პატივისცემას მოითხოვენ, მაგრამ ეს ბინძურნი ამას ვერ მოესწრებიან! ევროკავშირი იგივე ამერიკის ევროპული შტატებია, ეს კი ის ამერიკაა, რომლის პოლიტიკა მთელ მსოფლიოს წამლავს და ამ პროცესით თავის დასასრულს უახლოვდება. ჩვენ კი ღმერთმა დაგვიფაროს ევროკავშირის წევრობისაგან. მხოლოდ დეგენერატებს ჰგონიათ, რომ ევროპა ჩვენს კეთილდღეობაზე ფიქრობს, მით უფრო ახლა, როცა რუსეთის განადგურების სურვილით თავად იძირება!

ევროპამ კარგად იცის, რომ რუსეთთან შეჭიდება დამანგრეველია და შეგნებულად გვიბიძგებს ომისკენ, რადგან უნდათ საქართველოც ისე განადგურდეს, როგორც უკრაინა. ევროკავშირს შეუძლია მხოლოდ უზნეობა და უბედურება მოგვიტანოს და არა სიკეთე. ჩვენ ვხედავთ ნიღაბჩამოხსნილ ევროპას, რომელიც იარაღით ამარაგებს უკრაინას – დახოცეთ და დაიხოცეთო. ყოველი სიავე მას ბუმერანგივით უკან უბრუნდება და მალე თავისივე წუმპეში ამოიგუდება – „ევროპამ საკუთარ თავს ფილტვებში ესროლა და ახლა სული ეხუთება – აცხადებს უნგრეთის პრემიერი – ვიქტორ ორბანი. ისევე, როგორც საქართველოში, ევროპის სათავეშიც შემთხვევითი ხალხია და ქვეყანას ღუპავენ. 14 ათასი სანქცია დაუწესეს რუსეთს, ნაცვლად იმისა, რომ მადლობა უთხრან მას იაფი გაზისთვის, რამაც მათი ქვეყანა ააღორძინა.

არ გათეთრდების ყორანი... ამასწინათ ახალგაზრდის დასაქმების თხოვნით ერთ „პატივცემულს“ მივმართე, რომელმაც მითხრა: ბებია-ბაბუების დრო წავიდა, ახალგაზრდებზე ნადირობა მიდისო. მე ვუპასუხე: ეს თქვენი, არსაიდან მოსულთა ბებია-ბაბუების დრო წავიდა, ამ ახალგაზრდის დიდი პაპა სტალინის თანამებრძოლი და რუსეთში იურიდიული განათლებამიღებული მოსამართლე იყო, რომელიც ტროცკისტებმა დახვრიტეს. მის შთამომავალს აქვს მორალური უფლება ღირსეულად იცხოვროს. ამასთანავე, მე უცხოპლანეტელი არ ვარ და ვიცი, რომ ამ ქვეყანაში ნადირობა მხოლოდ ფულზე მიდის. – უცხოპლანეტელი რომ არ იყო, გეცოდინებოდა, რომ ჩვენ, ქართულად მეოცნებენი მხოლოდ ჩვენს კეთილდღეობაზე ვფიქრობთო – იყო პასუხი.

„პატივცემულის“ რეკომენდაციით ახალგაზრდა მრავალწახნაგოვანი ბიზნესმენის ოფისში დაიბარეს, დაპირდნენ დასაქმებას, ვაკანსიაც გამოცხადდა, მაგრამ შემდეგ 3 თითის კომბინაცია უჩვენეს და ახალგაზრდას ეს ქვეყანა კიდევ უფრო შეაზიზღეს. – ასეთი რამ არ ხდება – მეუბნება სამართალდამცავი სისტემის მაღალჩინოსანი, გააჩნია, ამ „პატივცემულმა“ რა ფორმით სთხოვა თუ მოსთხოვა ამ ბიზნესმენს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ბიზნესმენმა ეს „პატივისცემული“ ვირის ასოზე დაიკიდა. – რატომ ვირის? – მეკითხება გაოცებული ახალგაზრდა. – აბა ვირებს სხვა რა შეუძლიათ? ამაში ჩვენმა სულმნათმა პოეტმა – დიდმა აკაკიმაც დამარწმუნა თავისი სხარტულით:

„ანწლისაგან არ გამოვა რომ გათალო სტვირი

ჩოჩორისგან გაიზრდება მხოლოდ დიდი ვირი“,

აინშტაინი: „მეშინია იმ დღის, როდესაც მსოფლიოს იდიოტების მთავრობა ეყოლება“ – ხომ არ დადგა ეს დრო?

09.09.2022წ.            

იზა თამაზაშვილი

593 90 55 07