ვეცადოთ, შევუნარჩუნოთ ის წარმოდგენა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა კმაყოფილებით განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა აღმავლობის გზაზეა და თავისი მოსაზრების გასამყარებლად ისიც თქვა, რომ ყველა ქვეყნის ხელმძღვანელი, ვისთანაც მას ჰქონდა საუბარი, გაოცებით ეკითხება, როგორ მოახერხა ესოდენ თვალსაჩინო წინსვლა საქართველომ.

ღარიბაშვილი, მიღწეულ წარმატებას, მთავრობის გონიერი მუშაობით ხსნის და არა იმ ობიექტური ვითარებით, რასაც საქართველოში აქვს აგილი.

რა ობიექტურობასთან გვაქვს საქმეო, — მკითხავთ. მარტივთან, პატივცემულო მკითხველო. ამ „ობიექტურობას“ საერთაშორისო არენაზე მიმდინარე პროცესები ჰქვია. კონკრეტულად, რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში, რომელსაც დიდი ვნებათა ღელვა ახლავს ევროპასა და მსოფლიოში, და მასთან ერთად ეკონომიკური სანქციები — დაწესებული რუსეთის წინააღმდეგ.

ეკონომიკურ სანქციებს თან ახლავს ჰუმანიტარულიც, რომლის მიხედვით ე.წ. კოლექტიური დასავლეთის ქვეყნებში ყველაფერი რუსული, მათ შორის ტურისტებიც, მიუღებელია. თითზე ჩამოსათვლელ ქვეყნებში ელიან რუს ტურისტებს, ბიზნესს და არა ამერიკა-ევროპაში. რუსეთის მოსახლეობა კი ტრადიციულად, ზამთარ-ზაფხულს დასვენების მოტრფიალეა. ის ვერ შეეგუება ვერავითარ შეზღუდვას ზაფხულის არდადეგების სანაცვლოდ და თუ ვიწრო გზას გამოძებნის საკუთარი სურვილის დასაკმაყოფილებლად, უკან არ დაიხევს.

ასეთი გზა მან ამიერკავკასიაზე გაკვალა, კერძოდ საქართველო—სომხეთზე. ვინ მოთვლის რამდენი ათასი ტურისტი ისვენებს ამ ორ ქვეყანაში? და არა მარტო ისვენებს, ხანგრძლივი დროითაც ყოვნდება — აფუძნებს რა ბიზნესს, ყიდულობს რა უძრავ ქონებას, ბინების სახით და ხარჯავს ფულს, რომელიც ბიუჯეტში შედის. მოულოდნელი შემოსავალი ჰქვია ამას და არა მთავრობის მუყაითი შრომის შედეგად მიღებული შემოსავალი.

პრემიერი გახარებულია — იმდენი ფული შემოვიდა, ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილება უნდა შევიტანოთო. პრემიერმა ისიც გვახარა, რომ შემოსული ფულით საბიუჯეტო ორგანიზაციებში მომუშავეებს ხელფასებს გავუზრდითო.

მეტი ვერაფერი მოიფიქრა პატივცემულმა ღარიბაშვილმა, უფრო სწორად ქართული ანდაზის „ჯერ თავო და თავო, შემდეგ ცოლო და შვილოს“ მსგავსმა განწყობამ გადასძალა.

თუ იმდენი თანხა შევიდა ბიუჯეტში — ყველა საჯარო მუშაკს, 10%-ით გაუზრდის ხელფასს, იქნებ სხვაზე ეფიქრა ხელისუფლებას და არა პრიმიტივიზმზე?! რამდენჯერ უნდა გაუზარდოს პრემიერმა საბიუჯეტოებს ხელფასი? სულ ახლახანს ხომ გაუზარდა? გარდა ამისა საბიუჯეტოს მუშაკთა ხელფასის გაზრდა უდავოდ გაზრდის ისედაც გაზრდილ ინფლაციას, ფასებს და ა.შ.

საბიუჯეტო მუშაკთა გარდა ამ ქვეყანაში სხვებიც ცხოვრობენ, მეტადრე თვითდასაქმულები, კერძო სექტორში მომუშავენი, რომლებიც თავისთავად გაზრდიან თავიანთ ხელფასს, განსაკუთრებით მომსახურების სფეროში მომუშავენი, ტრანსპორტისა და ვაჭრობის სფეროში დასაქმებულები და მივიღებთ იმას, რასაც „საამური“ ცხოვრება ჰქვია — კატასტროფული ფასებით კვების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, საწვავზე, სხვადასხვა სახის გადასახადებზე, …

ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ ხალხის დასაქმების საკითხზე იფიქროს, ანუ საწარმოების გახსნაზე, საკუთარი მხარდამჭერების ხელფასების მომატებაზე ფიქრობს და რატომ?

უპირველესად, საჯარო სამსახურში დასაქმებული საკუთარი ნათესავების ხარბი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. მეორე — მომავალ არჩევნებში გამარჯვებისთვის საჯარო სამსახურის დახმარების უზრუნველსაყოფად.

რუსთა შემოდინებას ხელისუფლება რომ მიესალმება, სულაც არ ნიშნავს ოპოზიციის მსგავს განწყობას. ის, ისე დაილესა, ლამისაა ყველა ჩამოსულ რუსს ყელში წვდეს — დრაკულას მსგავსად და სისხლი გამოსწოვოს, ცხადია გადატანითი მნიშვნელობით, მაგრამ რომ შეეძლოს, მართლაც გააკეთებდა ამას. სიტყვით აკეთებს და ისეთ განცხადებებს აჟღერებს, მოსასმენად რომ აუტანელია.

მაგალითად — სასწრაფოდ დავუწესოთ რუსებს სავიზო რეჟიმი; ავუკრძალოთ უძრავი ქონების ყიდვა; შევამციროთ რუსი ტურისტების ნაკადი და ა.შ. ეს მოწოდებები დღეს არ გაჩენილა, გავრილოვის ისტორიას მოჰყვა. მაშინ ჩვენი „სტრატეგიული“ პარტნიორები ქვეყნის „ღრმადგანსწავლული“ ექსპერტები, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და ქომაგები, საქართველოს „პრორუსული“ ხელისუფლების მტრები, საზოგადოების გადასაბირებლად და ანტირუსულად განსაწყობად ჭკუას გვარიგებდნენ — შეგვეკავებინა რუსული ტურიზმი, განსაკუთრებით რუსთა მიერ ბინებისა და სახლების შეძენა. „ეს, მცოცავი ანექსიააო“, — გაიძახოდნენ ისინი. დიდი მნიშვნელობა არ აქვსო, ტანკით დაგიპყრობენ ქართველებს თუ ტურიზმითო.

სხვათა შორის ამ პრიმიტიულმა პროპაგანდამ გაჭრა, პრიმიტიულად მოაზროვნე აქაურებში და გაჩნდა რესტორნებზე, საკვების ობიექტებზე დიდი ასოებიანი რუსულენოვანი წარწერები — რუსებს არ ვემსახურებით.

არ ჰგავს ეს ამერიკაში, გასული საუკუნის 90-იან წლებამდე არსებულ წარწერებს — „შავკანიანებს არ ვემსახურებით“? მსგავსი დისკრიმინაციის თაობაზე არაერთი მოთხრობა, ნოველა, რომანი დაიწერა აშშ-ი. ამ დისკრიმინაციას შეეხო აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ფერადკანიანი კოლინ პაუელი თავის ბიოგრაფიულ წიგნში, რომელიც თანამდებობაზე ყოფნის დროს გამოსცა.

ქართველებმა რუსი და ზანგი ერთ სიბრტყეზე დავაყენეთ, და ლამის შავს უფრო მეტი პრიორიტეტი მივანიჭეთ, ვიდრე თეთრ, ქათქათა რუსს. ქართული მეტამორფოზა ენამოსწრებულად შენიშნა ჯაბა იოსელიანმა — რუსი ქალის თეთრი ძუძუ პირიდან გამოვიღეთ და თურქის შავი ასოთი ჩავანაცვლეთო.

მაშინ საქართველოში თითო-ოროლა შავკანიანი დადიოდა, დღეს კი აუარებაა, თანაც ქართულად მოლაპარაკე საქართველოში სამუდამოდ ჩამოსახლებული, ქართველ ქალზე დაქორწინებული. ზოგმა ბიზნესს მიჰყო ხელი, ზოგმა სპორტში იყოჩაღა, ზოგმა მშენებლობაში და ისე შეეგუა აქაურობას, თითქოს დედაბუდიანად კოლხი ან იბერიელი იყოს.

ისინიც ყიდულობენ უძრავ ქონებას; ისინიც ხსნიან ბიზნესს, მაგრამ მათზე არვინ ლაპარაკობს. და კარგია რომ არ  ლაპარაკობს, ვინაიდან ამ პროცესს, ანუ გლობალიზაციას ახლავს ასეთი რამ — ღია კარი, დემოკრატია, ტოლერანტობა. ის ტოლერანტობა ნებისმიერი ჩვენგანი, ვახტანგ გორგასლის ძეგლთან მდგარი, რომ სიამაყით ვუყვებით უცხოელს, თან თითით მივანიშნებთ სიონის საკათედრო ტაძრის, სინაგოგის, მეჩეთის, სომხური ეკლესიის ერთ პატარა ტერიტორიაზე თანაცხოვრებას.

ტოლერანტობა სიტყვით არის ჩვენთვის საამაყო, მაგრამ საქმით? სამწუხაროდ, არა! და რომ არა, რუს ტურისტებთან დაკავშირებით გამოთქმული გულის ამრევი, შემაშფოთებელი განცხადებებიდანაც ჩანს. ვერადავერ მოულბო გული ვითომ პატრიოტ ოპოზიციას ოქრუაშვილის, სამადაშვილის, ხაზარაძის, სხვათა და სხვათა სახით საქართველოში შემოდინებულმა რუსულმა ფულმა.

ოქრუაშვილი საჯაროდ, ინტერნეტით, მოგვიწოდებს რუსთა გაჟუჟვას. სამადაშვილი სავიზო რეჟიმის შემოღებას — ასეთი მოსაზრებით — ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რატომ და რისთვის ჩამოდიან, რამდენი დღით და რას აპირებენო.

ოქრუაშვილის მოწოდებამ ოპოზიციაც შეაწუხა და მან ამას ემოციური განცხადება უწოდა — ბუჩაში იყო, ნახა რუსთა მიერ ჩადენილი დანაშაული და ამან ათქმევინა ის, რაც თქვაო.

პოლიტიკოსი რომ ბუჩას რუსს დააბრალებს, ის პოლიტიკოსი არ არის. პოლიტიკოსი, რომ ვერ მიმხვდარა ბუჩა კოლექტიური დასავლეთის და უკრაინის ხელისუფალთა ერთობლივი შემოქმედებაა, ანუ დადგმული სპექტაკლი — რუსეთის გაშავების მიზნით, ის პოლიტიკაში არ უნდა იყოს.

ახლა რაც შეეხება რუსი ტურისტების რაოდენობას — ის ათჯერ აჭარბებს სხვა ქვეყნებიდან შემოსულ ტურისტებს, თანაც ერთად აღებულს. ტურიზმს ხელს უწყობს, როგორც ხაჭაპური, ანუ ქართული სამზარეულო, ისე სხვა რამ, მაგალითად, ტრადიციული, ისტორიული ურთიერთობები. საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებული, ხშირ შემთხვევაში ნათესაობაში გადასული.

სამწუხაროდ, ახალი თაობის და ზოგიერთი ძველი რუსოფობის ძალისხმევით ამ სიმტკიცეს წყალი უდგება. 30 წელია რუსოფობიურ ჭაობში ვცხოვრობთ და ვერ ვატყობთ, რომ ვკარგავთ რუსთა მხრიდან კეთილ განწყობას. რას არ ვაბრალებთ მას. განსაკუთრებით ორ ომს, დაკარგულ ტერიტორიებს და ა.შ. არადა არც ერთს ადგილი არ ექნებოდა ქვეყნის საზრიანი მეთაურის პირობებში.

არც ერთმა არ გაგვიმართლა, არა მარტო ამ საქმეში, ანუ ომის და მშვიდობის, არამედ ეკონომიკის, აღმშენებლობის, სოციალური ყოფის, განათლების.

დღესაც არ გვიმართლებს და ნაცვლად იმისა ტრადიციული ურთიერთობები დაიცვას, ღობე-ყორეს ედება. არც შამფურს წვავს და არც მწვადს. ყველასთან უნდა კარგად გამოჩნდეს, განსაკუთრებით დასავლეთთან, რითაც ქვეყანა ზარალდება. და თუ დროზე არ გამოფხიზლდა, ქარის მოტანილ რუს ტურისტს, ქარივე წაიღებს, ის ქარი, რომელსაც ამერიკელი და და მისი მოწაფე ქართველი დაატრიალებს აქ.

მას ანტირუსული განწყობა და აქედან გამომდინარე ქმედება ჰქვია. ანტირუსული ქმედებაა, როდესაც რუს ტურისტს რესტორანში არ უშვებ, იმიტომ, რომ რუსია.

ანტირუსული გამოხდომაა, როდესაც ბათუმისკენ მიმავალ „მარშრუტკაში“ ქართველი მგზავრები რუს ტურისტებს აიძულებენ ავტობუსიდან ჩასვლას.

ანტირუსული გამოხდომაა, როდესაც რუსს ცხვირწინ უფრიალებ უკრაინის დროშას და უკრაინის მხარდამჭერ ლოზუნგებს — უზომოდ მომრავლებულს მთელს თბილისში.

ამაზრზენია, როდესაც მძღოლები ავტომანქანებს აწებებენ უწმაწური შინაარსის სტიკერებს — „რუსკიე, იდიტე ნა ხუი“ ან „პუტინ ხუილო“.

ანტირუსული გამოხდომაა, როდესაც რუსს პრობლემებს უქმნი ბიზნესის დაწყებასა თუ საბანკო ოპერაციებში, რომელი ერთი ჩამოვთვალო?

ქვეყანა, რომელიც საკუთარ თავს ტურისტულს უწოდებს, ასე არ უნდა იქცეოდეს.

კარდა ხნის წინათ კოლუმბიაში გახლდით, ზღვისპირა ქალაქ კართახენაში, რომელიც ტურიზმით არის ცნობილი ლათინურ ამერიკაში. იქ ასეთი ტურისტული მარშრუტია — ღამით, ავტობუსით ქალაქის ღირსშესანიშნაობების მონახულება მუსიკოსთა თანხლებით. ტური ქალაქის ცენტრში, გამაყრუებელი მუსიკის ფონზე მიმდინარეობს. ქალაქის ვიწრო ქუჩებში ხალხია გამოფენილი და ტურისტებთან ერთად ცეკვავს ავტობუსის შეჩერების დროს. ტური დილამდე გრძელდება. როდის სძინავს ქალაქის მოსახლეობას? — იკითხავთ, ვინაიდან ეს ტურები ხომ ყოველ ღამე ეწყობა?

რუსული გამოთქმაა — „გიყვარს ციგით სრიალი, ციგის ტარებაც გიყვარდეს“. გინდა ტურიზმით შემოსული ფული — ყველა ჯურის ტურისტი, მათ შორის რუსიც უნდა აიტანო, მითუმეტეს მაშინ, როდესაც სხვა ტურისტების რაოდენობა არათუ ბიუჯეტს, არამედ ტურიზმის სამსახურის ჯიბესაც ვერ შეავსებს.

რუსი ტურისტების სიძულვილით ისე ნუ ვიზამთ ქვეყანა ვაზარალოდ. ერთხელ უკვე ვაზარალედ, როდესაც ამერიკელთა ბრძანებით, ირანელ ტურისტებს გზა გადავუკეტეთ, ისე, როგორც ბიზნესს. იყო ისეთი დრო, როდესაც ქვეყანაში რამდენიმე ჩარტერული რეისი დაფრინავდა ბათუმსა და თეირანს შორის, რომელითაც ათასობით ირანელი ტურისტი ჩამოჰყავდათ აჭარაში დასასვენებლად.

ამერიკელებმა „გვირჩიეს“, ისე, როგორც დღეს რუსთა მიმართ და ირანელს ვიზა დავუწესეთ, შემდეგ გავურთულეთ ბიზნესის წარმოება; შემდეგ შევამცირეთ საჰაერო მიმოსვლა; შემდეგ ისე დავძაბეთ პოლიტიკური ურთიერთობა, რომ საქართველოში ირანის ელჩი და პირველი ვიცე-პრემიერი გადავკიდეთ ერთმანეთს. შედეგი? ირანელი ტურისტების არათუ შემცირება, არამედ ირანული ტურიზმის ლამის განულება. დავსვათ კითხვა — რა გვჭირს?

თუ ტურიზმი გვინდა, მაშინ ყველა ქვეყნის ტურისტი უნდა გვინდოდეს; თუ ფული გვინდა, რუსიც უნდა ავიტანოთ და სომეხიც. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ტურისტი მარტო ამერიკელი, ფრანგი, გერმანელი ან სხვა ევროპელი ვერ იქნება. სხვა ქვეყნების ტურისტებიც ტურისტებია და ის სხვები, მეზობელი ქვეყნებიდან არიან, გაცილებით მეტნი, ვიდრე ამერიკა-ევროპიდან.

ამ უკანასკნელთათვის საქართველო შორსაა. გარდა ტერიტორიული დისტანცირებისა, მენტალურიცაა, რაც არ უნდა იყოს გასაკვირი. ტურისტი მიდის იქ, რომლის შესახებაც იცის. აშშ-ს და ევროპის ქვეყნების მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ არაფერი იცის საქართველოს შესახებ.

„რა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზეა ლაპარაკი, როდესაც ევროპარლამენტართა უმრავლესობამ საქართველოს დედაქალაქის სახელიც არ იცის“, — ასე ბრძანა ერთ-ერთმა ბრიუსელელმა მაღალჩინოსანმა.

აღნიშნულიდან დასკვნა ასეთია — დავჯერდეთ იმ ქვეყნების ტურისტებს, ამ რეგიონში რომ არიან. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ დახარჯავს ფულს? ჩვენ რომ გვინდა მდიდარმა ამერიკელ-ევროპელმა დახარჯოს, მაშინ შესაფერისი ფეშენებელური სასტუმროები უნდა გვქონდეს, ეკზოტიკური სამზარეულოთი და გასართობი პროგრამებით, ინფრასტრუქტურა უნდა გვქონდეს — გატკეცილი გზებით, გამართული ტრანსპორტით, გოლფის მოედნებით, საცურაო აუზებით — წყლის ხარისხის სისტემატური შემოწმებით; მაღალი დონის მომსახურებით, დასვენებისა და გართობის ცენტრებით და ა.შ.

ტურიზმი — მრეწველობაა, ისეთივე, როგორიც ავტომშენებლობა, მეტალურგია, ჩარხთმშენებლობა, სოფლის მეურნეობა და ა.შ.

დონეს, რომელიც ქვეყნის ტურიზმში არსებობს, განვითარება სჭირდება თან შენარჩუნება იმისა, რაც არის. ეს კი ხელისუფლების უპირველესი ამოცანა უნდა იყოს.

ხელისუფლებამ უნდა იღვაწოს იმისთვის, რომ ნებისმიერი ქვეყნის ტურისტს პირობები შეუქმნას. დაიცვას ის ადგილობრივთა სიძულვილისგან. დასაჯოს ის, ვინც ანტირუსულ წარწერებს აკრავს კაფეებსა და რესტორნებზე, ავტომანქანებზე. აკრძალოს ანტირუსული განცხადებები მასმედიაში. მისცეს საშუალება რუს ტურისტებს მშობლიურ ენაზე მოისმინოს რუსეთისა და მსოფლიოს ამბები, რისთვისაც გასცეს განკარგულება გათიშული რუსული ტელეარხების ჩართვის; ხელი შეუწყოს ბიზნესის დაფუძნება-განვითარებას მიუხედავად სანქციებისა. თუ სომხეთი, თურქეთი, სხვა ქვეყნები არ ერიდებიან რუსეთთან ტრანზიტულ ვაჭრობის, ბიზნესის წარმოებას, ჩვენ რა დაგვემართა?

სამადაშვილის ნათქვამი არ უნდა იყოს აღქმული ხელისუფლების მიერ, როგორც დირექტივა.

ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ თუ ვინმეა ისეთი, რომელიც დახმარების ხელს გამოგვიწვდის — რუსეთია, ვინაიდან მას, საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეუძლია ამის გაკეთება. მას ახსოვს ძველი, ისტორიული ურთიერთობები და პატივს სცემს. ვეცადოთ, შევუნარჩუნოთ ეს წარმოდგენა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

09/08/2022