ერთხელ მაინც მოვუხმოთ ჭკუას საღი გადაწყვეტილების მიღებისთვის

პარლამენტის შენობასთან გამართული მიტინგის წყალობით, ვაკე-საბურთალოს ქუჩაზე საცობში მყოფს, სხვა არაფერი დამრჩენოდა რადიო ჩამერთო და მიტინგის პირდაპირი ტრანსლაციისთვის მესმინა. კარგა ხანია არც მიტინგზე ვყოფილვარ და არც ტელევიზიით შემივლია თვალი.

ვუსმენდი რა საქართველოს მოსახლეობის ამ სანუკვარ „აღმოჩენას“ — მრავალწლიანსა და უშედეგოს , მივხვდი, რომ არაფერი დამიკარგავს.

იმასაც მივხვდი, რომ 30-წლიანი „თავისუფალი“ ცხოვრების დროს, „მიღწეული წარმატებებიდან“ თუ რამეს ამოვარჩევთ, ქართველთა მიერ მოგნებული ნოუ-ჰაუა, მიტინგის სახით. ამ დარგში იშვიათად თუ ვინმე შეგვეცილება და პირველობა, რომ არ დავკარგოდ, ვაცხობთ და ვაცხობთ ახალ-ახალ მიტინგებს, თონის პურივით, იმ განსხვავებით — თონის პურს კუჭის მოთხოვნილების დაკმაყოფილების დატვირთვა აქვს, მიტინგს — არაფრის, მითუმეტეს აქაურს.

აი, იქაურს, საითკენაც მიგვიხარია, კონკრეტული მიზანი აქვს — სოციალურის, პენსიებისა და ხელფასების მომატების, პროდუქტებზე ფასების დაკლების. აქაურს, სოციალური საკითხების იგნორირების, რაც იმის მომასწავებელია, რომ ამაყ ქართველობას ეთაკილება საჯარო განცხადება — გვშია, გვწყურია, უმუშევრობა გკვლავს და ა.შ.

მაგრამ „ამაყი“ ქართველობა, საკვების მოსაპოვებლად ნაგვის ყუთებშია ჩაკიდებული, როგორც ხაბაზი თონეში. მისი აზრით, ამაში სათაკილო არაფერია და რახან ასეა, ყველა ხელისუფლება, რაც საქართველოს ჰყავდა და ჰყავს 30 წლის განმავლობაში, თავს არ იტკივებდა და იტკივებს ხალხის სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად.

ვიმეორებ — იქ, იმ „დალოცვილ“ ევროპაში, საითკენაც გაგვიწევია, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ გვიღებენ კარს, კვირა ისე არ ჩაივლის, სოციალური თემა არ გააჟღეროს დემონსტრანტმა, მომიტინგე ევროპელმა.

დავუბრუნდეთ აქაურ მიტინგებსა და მომიტინგეებს, ჯერ-ჯერობით ორს, მაგრამ მომიტინგეთა დაპირების თანახმად, მრავალს, თუ ხელისუფლება არ შეასრულებს მომიტინგეთა მიერ გაჟღერებულ ულტიმატუმს, რომელშიც მთავრობის გადადგომა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნაა მთავარი, დანარჩენი ყველა ისაა, რაც ევროკავშირმა დაგვავალა,  განმარტებით — შეასრულებთ დავალებას — ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას მოგანიჭებთ წლის ბოლოსო.

ე.წ. საშინაო დავალება ისეთია, მისი შესრულება, რომ შეძლებოდა „ოცნების“ ხელისუფლებას, დროც საკმარისი ჰქონდა — 10 წელი, მაგრამ ვერ შეასრულა. შესრულების შემთხვევაში ის კარგა ხანია ხელისუფლებაში არ იქნებოდა. მის ნაცვლად ოპოზიცია იქნებოდა ქვეყნის სათავეში — უმთავრესად ნაცების სახით, ბრიუსელის ყველა დავალების უყოყმანო შემსრულებელი.

დავსვათ კითხვა — ოპოზიციის ქვეყნის სათავეში ყოფნის შემთხვევაში, მისცემდნენ თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსს?

უდავოდ, მისცემდნენ, ვინაიდან ასეთი ხელისუფლება მოაწყობდა ბრიუსელს. მოაწყობდა თუ არა საქართველოს — სხვა საკითხია, ერთობ სერიოზული და გადასაწყვეტად არცთუ იოლი, ვინაიდან ბრიუსელის მოთხოვნების შესრულება ქვეყნის ყოფნა—არყოფნის კითხვას გააჩენდა.

რას ითხოვდა ბრიუსელი?

საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას, რათა რუსეთის ყურადღება უკრაინიდან, ნაწილობრივ საქართველოზე გადასულიყო.

სანქციების დაწესება რუსეთისთვის რწყილის კბენის სადარი იქნებოდა, მაგრამ თვით საქართველოსთვის მძიმე შედეგების მომტანი, რაც ისედაც გაუსაძლის სოციალურ ყოფას, სრულიად გაუსაძლისს გახდიდა.

ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ მისთვის მომაკვდინებელი იქნებოდა ამ დავალების შესრულება და უარი თქვა მასზე. მან ასევე უარყო მეორე დავალება — ფრონტის გახსნის თაობაზე, იმავე მოტივით. ორივე შემთხვევაში ხელისუფლება მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო — ააშორა რა ქვეყანასა და საკუთარ თავს დამატებითი პრობლემები.

ბრიუსელის მიერ მოცემულ დავალებებში არსადაა აღნიშნული ამ ორის შესახებ, ვინაიდან ქაღალდზე დაფიქსირებული დავალება, უდავოდ გამოიწვევდა რუსეთის მკაცრ რეაქციას და არა მარტო რუსეთის. საქართველოში აშშ-ს ელჩმა დეგნანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე ქვა ააგდო და თავი შეუშვირა — ასეთს ადგილი არ ჰქონიაო. ღარიბაშვილმა კი თქვა, რომ ბრიუსელი ჩვენგან ომს ითხოვდაო.

ელექტრონულ მედიაში გამოსული ქართველი ექსპერტები, განსაკუთრებით რონდელის ფონდიდან, ჟურნალისტის შეკითხვას ასე პასუხობენ — საქართველოს ხელისუფლებამ პრორუსულობის გამო არ შეასრულა ბრიუსელის დავალება, რითაც ქვეყნის ევროპულ მომავალს წერტილი დაუსვაო.

იმასაც ამბობენ, რომ სანქციების არდაწესება სულაც არ ნიშნავს ქვეყნის სოციალური პრობლემების მოგვარებას. გარდა ამისა, გვჭირდება ასეთი მოგვარებული სოციალური პრობლემები, როდესაც თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვასთან გვაქვს საქმეო? ამ მოსაზრების ე.წ. ექსპერტთა რაოდენობა თვალში საცემია და რაც დრო გადის იზრდება, ვინაიდან ნოყიერი ნიადაგია შექმნილი მათთვის. მსუყე ხელფასები, საზღვარგარეთის მივლინებები, მოწესრიგებული საყოფაცხოვრებო პირობები.

აი, ასეთი „პატრიოტები“ მიაწყდა საქართველოს საზღვარს, „წითელ ხიდთან“ ქვეყნიდან გასაქცევად 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რაც პირადად ვნახეთ ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელ გულბაათ რცხილაძესთან ერთად აზერბაიჯანიდან საზღვრის გადმოკვეთის დროს.

ფსევდო პატრიოტიზმი საქართველოს ყოველდღიური ცხოვრების თანმდევი კომპონენტია, რაც კიდევ ერთხელ გაჟღერდა თბილისში გამართული მიტინგების დროს. გამომსვლელთაგან დამამახსოვრდა ორი, პროფესიით ექიმი მამაკაცი და პედაგოგი ქალბატონი გურიიდან. ორივენი ხმის ჩახლეჩამდე გაჰყვიროდნენ — ქართველები ევროპელები ვართ და ჩვენი ადგილი ევროპაშიაო. საქართველო აღარ დაუბრუნდება რუსეთის ჭაობსო. საქართველო ბრუნდება შინ, ევროპაშიო და რაც მთავარია, ქართველები ნიჭიერი, ჭკვიანი ხალხი ვართო. …

ჩემს მიერ განვლილი ცხოვრების უდიდესი ნაწილი უცხოელებთან ურთიერთობაში მაქვს გატარებული. მათი ცხოვრება ჩემთვის უცხო არ არის, ისე, როგორც მათი ისტორია, ხელოვნება, კულტურა, მწერლობა, … რაღაც ვერ ვიხსენებ ვერც ერთ უცხოელს, რომელსაც თავი შეექოს და ეთქვას ჩვენისთანა ნიჭიერი და ჭკვიანი ერი დედამიწაზე არ არისო.

ასეთ „პატრიოტებს“ დღეს ვაწყდებით — ფაშისტი უკრაინელების სახით, რომლებიც მსოფლიოს ურცხვად უმტკიცებენ უკრაინის მრავალსაუკუნოვანი, უმდიდრესი ისტორიისა და კულტურის შესახებ. და ეს მაშინ, როდესაც უკრაინის სახელის მატარებელი ქვეყანა მსოფლიო რუკაზე მე-20 საუკუნის 20-იან წლებში გაჩნდა — საბჭოთა უკრაინის სახელწოდებით.

თვითშექება დიდის ვერაფრის მომტანია. ჩვენი წახალისების მიზნით, სხვათა ნათქვამი რაღაცის მომტანი იქნებოდა — რა ნიჭიერები ხართო, რომ ეთქვათ, მაგრამ არც ასეთი მსმენია, გარდა იმ ქათინაურებისა, შეზარხოშებული უცხოელი სუფრაზე რომ შეგაქებს — რა გემრიელი ხაჭაპური, ღვინო გაქვთ ან სასიამოვნო მოსასმენი პოლიფონიური ხალხური სიმღერა და ცეცხლოვანი ცეკვა „ხანჯლურიო“.

ნიჭიერმა და ჭკვიანმა ხალხმა, 30 წლის განმავლობაში, უმთავრესი ვერ გავაკეთეთ — ქვეყანა ვერ შევქმენით და ნაცვლად ამისა მიტინგებში ვხარჯავთ დროს, ენერგიას. ხალხის ნიჭიერება, ჭკუა, საბჭოთა პერიოდში გაიფურჩქნა, როდესაც მოსკოვმა გზა გაუხსნა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფ რესპუბლიკებს და ხალხებს სახელმწიფოებრივი აზროვნებისკენ, მეცნიერებისკენ, ხელოვნებისა და კულტურისკენ, მრეწველობისკენ, სოფლის მეურნეობისკენ, სპორტისკენ, ყოველივე იმისკენ, რისი ჭაჭანებაც დღეს არ არის.

თანამედროვე ცხოვრებაში საქართველოს მოსახლეობის ნიჭი ძველის, საბჭოურის გინებაში გამოიხატება, მის დამცირებაში, განქიქებაში, 70-წლიანი ისტორიის შეურაცხყოფაში, წინაპრების აუგად მოხსენიებაში.

„რუსულ ჭაობში დაბრუნება არ გვინდაო“ — მიტინგზე გამომსვლელის ძახილი, უდავოდ ბევრის მთქმელია — უპირველესად უმადურობის, გაუნათლებლობის. არადა, იმ „ჭაობმა“ , ჯერ რუსეთის იმპერიამ, შემდეგ საბჭოთა კავშირმა გადაარჩინა საქართველო ფიზიკური განადგურებისგან, რაც სინამდვილეა და არა რუსეთის სიყვარულით გამოწვეული ნათქვამი.

მან გვასწავლა წერა-კითხვა, მან ჩამოგვიყალიბა სახელმწიფოებრივი აზროვნება, 1490 წელს ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ დავიწყებულის. მან აგვიშენა თბილისი, სხვა ქალაქები, გოლოვინის პროსპექტი, ოპერა, თეატრები, წაგვიყვანა პეტერბურგში სასწავლად, შეგვიქმნა თბილისის და ბათუმის ბოტანიკური ბაღები, მეცნიერებათა აკადემია, ინსტიტუტები, … რომელი ერთი ჩამოვთვალო?

30-წლიანი დამოუკიდებლობის დროს ჩვენ რა შევქმენით — იქნებ შემახსენოთ მომიტინგე მასწავლებელო? ან თქვენ ექიმო, დაბეჯითებით რომ იმეორებდით „ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეყუდნოდესო — ილიას სიტყვებს. გვიმტკიცებდით, რომ საქართველო ევროპაში იყო და იქ უნდა დავბრუნდეთო. იქნებ, შემახსენოთ, როდის ვიყავით ევროპაში? რომელ საუკუნეში?

ევროპაში ყოფნის სურვილი ზოგიერთ ქართველს რომ ჰქონდა, ფაქტია, მაგრამ სურვილი, შორს არის რეალობისგან. იმ ევროპამ არ ჩათვალა მიზანშეწონილად ჩვენსკენ გამოხედვა, ისე, როგორც ზოგიერთ ჩვენს წინაპარს სურდა, როგორც ტერიტორიული სიშორის, ისე იმჟამინდელი პოლიტიკური კონიუნქტურის გამო.

ცნობისთვის, 1555 წელს, ამასიის ხელშეკრულებით, ირან—თურქეთმა საქართველო გაიყვეს. აღმოსავლეთი — ირანის გავლენის ქვეშ მოექცა, დასავლეთი — თურქეთის. ევროპას მათთან დაპირისპირების არავითარი სურვილი არ ჰქონია მათ. არ უღირდათ საქართველოსთვის თავის გაწირვა. შემდეგ იყო რუსეთის იმპერია. ვიმეორებ კითხვას — როდის ვიყავით ევროპაში?!

პატივცემულო ექიმო, ილიას „მგზავრის წერილებიდან“ ამოკრეფილ სიტყვებთან ერთად, ისიც შეგეხსენებინათ ჩვენი ხალხისთვის, განსაკუთრებით მომიტინგეებისთვის რა თქვა მან, მაშინდელ ქართველებზე, ერზე?!

ასი წელი გავიდა ქართველი ხალხის ილიასეული დახასიათებიდან, მაგრამ როდესაც თქვენ და სხვა გამომსვლელებს ვისმენ, ვრწმუნდები, რომ არაფერი შეცვლილა ჩვენს „ჭკვიან“ ტვინში.

ახლა, რაც შეეხება დემოკრატიასა და სუვერენიტეტს. 1991 წლის დეკემბერს კრემლმა გვიბოძა დამოუკიდებლობა, რომელიც მიღებისთანავე გავასხვისეთ, თავფეხიანად ჩავბარდით რა იმავე ევროკავშირს, ნატოს, აშშ-ს. თუ თქვენ და სხვა „ჭეშმარიტ“ ქართველს ჰგონია, რომ საქართველოს ხელისუფლება მართავს ქვეყანას, მცდარია. 1992 წლიდან საქართველოს ევროატლანტიკური სივრცე მართავს, მისი ელჩების სახით, საქართველოში აკრედიტებულის.

ხელისუფლებაში მომუშავისთვის, ანუ ჩემთვის თვალნათელი იყო საქართველოს მმართველის ვინაობა. და ეს არ იყო სახელმწიფო კანცელარია ან პარლამენტი. საქართველო აკეთებდა იმას, რაც დასავლეთს მოსწონდა. მისი დავალებით საქართველომ შეიძულა რუსეთი და ამით მიიღო რუსეთის მოშანტაჟის სტატუსი, არაფრით ნაკლები ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსზე. მისი დავალებით, ეომა კიდეც რუსეთს, საკუთარი ტერიტორიების 20%-ს დაკარგვით.

მათი დავალებით, ამრეზით აღარ ვუყურებთ „ლგბტ“-ს, ტელეეკრანზე ქალად გადაკეთებული კაცის კეკლუცსს, პრანჭვა—გრეხას. მათი დავალებით, გენდერიზმი ზენიტში ავიყვანეთ და გონგამოცლილი, გაუნათლებელი, ქალი-პოლიტიკოსების ისეთი თაიგული შევკარით, ავ თვალს რომ არ ენახვება. მათი დავალებით უარი ვთქვით მრეწველობაზე, სოფლის მეურნეობაზე, ეკონომიკის ყველა იმ დარგზე, ქვეყნის მდგრადობას რომ უწყობს ხელს. მათი დავალებით ტურიზმით დავკავდით, თუმცა ვერ შევქმენით ამ დარგისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა.

მათი დავალებით, ოლიგარქი ივანიშვილით და მის მიერ შექმნილი პარტიით განვდევნეთ სააკაშვილი და ნაცები. მათი დავალებით, ჩავეხუტეთ ფაშისტურ უკრაინას. მათი დავალებით გვაძევებინებენ ივანიშვილს, ივანიშვილის მთავრობას და ნაცებს გვაბრუნებინებენ ხელისუფლებაში.

მათი დავალებით, გვაკეთებინებენ იმას, რაც ჩვენი ყოფისთვის მიუღებელია. მათი დავალებით, გვაყვირებენ, რომ ლგბტ-ობა გზაა ევროპისკენ; პრაიდობა — ჭეშმარიტი ევროპელობაა. მათი დავალებით, გადავყავართ ჩოქბჯენში, წაკუზულ პოზაში, ვინაიდან ეს ყოფილა ევროპელობა.

ყველაფერ ამის შემხედვარემ იქნებ ერთხელ მაინც მოვუხმოთ ჭკუას საღი გადაწყვეტილების მიღებისთვის.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

29/06/2022