09.11.2024

ფსიქოლოგიური წამების ჰოსპიტალი

საქართველოს სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრები „ჯანმო“-ს მითითებებით ხელმძღვანელობენ. რა სარგებლობა მოაქვს „ჯანმო“-ს? ამ შეკითხვას რომ ვუპასუხოთ, ერთი კომედიური ჟანრის ფილმიდან შეკითხვა უნდა გავიხსენოთ, რომლითაც პედაგოგი აღსაზრდელებს მიმართავს: „რა სარგებლობა მოაქვს მამალს?“ – პასუხი ალბათ ნებისმიერისთვის ცნობილია და ამავე პათოსით ვპასუხობ პირველ შეკითხვას: გარდა იმისა, რომ „ჯანმო“ ტერორისტული ორგანიზაციაა, ტვინებსაც აუპატიურებს. ამ ტექნოლოგიას აგიხსნით: – გნებავთ სისხლის ანალიზის აღება? უნდა ჩაეწეროთ ოჯახის ექიმთან. შეიძლება მე-11-ც იყოთ და ლოდინი საათობით მოგიწიოთ, მაგრამ ოჯახის ექიმი გაძლევთ ამ მიმართვას. – გინდათ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სისხლის ანალიზი? – იგივე პროცედურა უნდა გაიაროთ, მაგრამ ექიმს ჯერ ენდოკრინოლოგთან მიმართვა უნდა გამოართვათ და მასთანაც დადგეთ რიგში, რომელიც მოგცემთ სისხლის აღების მიმართვას, თუმცა შეიძლება ეს პროცედურები ლაბორატორიაში უკვე დამთავრებულიც იყოს.

ოჯახის ექიმთან რიგში უნდა ჩადგეთ იმ შემთხვევაშიც, თუ სხვა მკურნალ ექიმთან გინდათ შესვლა, მიუხედავად იმისა, რომ იმ სხვა ექიმს პაციენტები არ ჰყავს და არც კაბინეტში ზის. ხომ არ გაგახსენდათ ძველ კარგ დროში ცნობილი კომიკოსის ა. რაიკინის გახმაურებული იუმორი: „Нам нужна справка, что вам нужна справка, что им нужна справка“ და ა.შ.

სამწუხაროდ, ამ სისტემის შემყურე იუმორის კი არა, გინების ხასიათზე თუ დადგები: თქვე კეთილმოდელირებულებო, ექიმი მხოლოდ მკურნალი კი არა, ჰუმანისტიც უნდა იყოს – თავად დანერგე და გაუმარტივე ცხოვრება პაციენტს, მის ორგანულ დაავადებას ფსიქოლოგიურ წნეხს ნუღარ დაუმატებ! თუ ექიმი დაკავებულია, ექთანი მხოლოდ ზომა-წონის დემონსტრირებისთვის უზის კაბინეტში?

სსრკ-ს დროს რეგისტრატურაში ვიღებდი ანკეტას და რომელიც მჭირდებოდა, იმ ექიმთან ველოდებოდი ჩემ რიგს. „ჯანმო“-ს სასარგებლო იდიოტებს მივმართავ: მას შემდეგ რაიმე სასიკეთო თუ გაკეთდა ხალხისთვის? განათლების სისტემაც იმისთვის დაანგრიეს, რომ ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებას ვერ მიხვდეთ და მათი მითითებები გაუაზრებლად შეასრულოთ!!!

ზემოაღნიშნული სისტემა ზედმიწევნით და წერტილ-მძიმის დაცვით ხორციელდება ვეტერანთა ჰოსპიტალში. ჰოსპიტლის დირექტორისგან როგორც პაციენტმა სათანადო ყურადღება ვიგრძენი, მაგრამ ისიც აღვნიშნე, რომ სამოთხიდან (მე-3 სამკურნალო ცენტრი) ჯოჯოხეთში მოვხვდი და მეგონა, რომ ცხოვრება გავიმარტივე (მხოლოდ ტერიტორიული სიახლოვის გამო). იმ სამოთხეში კი საკმარისი იყო საჭირო დროს ექიმთან თუ ექთანთან დარეკვა და მიმართვა სისხლის აღებაზე უკვე ლაბორატორიაში მხვდებოდა. ახლა თქვენ მითხარით, სად ერეკლე და სად „ჯანმო“-ს სასარგებლო იდიოტიზმი?

ამ სისტემის ლობისტებს მივმართავ – თავად თუ მდგარხართ რიგში?! როგორც დეფექტოლოგი ვეცდები ფსიქიატრ – ავლიპ ზურაბაშვილის პათოსით ფსიქოთერაპიული შეკითხვაც დაგისვათ: – როგორ შეიძლება სამკურნალოდ მოსული პაციენტი საათობით ალოდინოთ, როცა მიმართვის გასაცემად სამედიცინო პერსონალისთვის ერთი კაბინეტიდან გამოსვლა და მეორეში შესვლაა მხოლოდ საჭირო?

დაბოლოს, დიდი ჭაბუას სიტყვების პერიფრაზით მოგმართავთ: „რას გავხართ, ვინა ხართ თქვე უბედურებო, რა გიყოთ და რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა ამერიკამ და გახრწნილმა ევროპამ, თუ ხვდებით?“

24 ივნისი 2022წ.

იზა თამაზაშვილი      593 90 55 07