რა გაეწყობა, დროა ასეთი — მამაკაცების გაქალების, დედაკაცების —გამამლების

კვირა ისე არ ჩაივლის, რაღაც „სასიხარულო“ ამბავი არ მოგვიტანოს. ასე იყო ახლაც. ჯერ კვირა არ დამთავრებულა და უკვე ორი „სიხარული“ მივიღეთ — ორივე რუსეთს ეხება და ამ ორიდან ერთი, მის პრეზიდენტ პუტინს.

დავიწყოთ პუტინით. ქართული მედია, უკრაინულზე დაყრდნობით, გვატყობინებდა პუტინის ავადმყოფობას. თურმე ისეთი რამ შეჰყრია, ძნელად რომ იტანს ადამიანი. ოპერაციამაც ვერ უშველა და ექიმებმა გონს ვერადავერ მოიყვანეს.

ისმენ ამ „საოცრებას“ და რუსულ ტელეარხზე უყურებ საქმეზე კონცენტრირებული პუტინის საუბარს კრემლში. იმ დღეს, როდესაც უკრაინულ-ქართულმა მედიამ პუტინი „კომაში“ ჩააგდო — კრემლში სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა, რომელზეც მთავარი მოქმედი პირი პუტინი იყო.

მან, დაჯილდოებულთ ორდენები მიაბნია მკერდზე და სიტყვაც წარმოთქვა. პრეზიდენტის მოძრაობას არც პარკინსონის დაავადება ეტყობოდა და არც სხვა რამ ისეთი, რაც ადამიანს „კომაში“ აგდებს.

უკვე მერამდენედ ვისმენთ ზოგიერთ ქართველთა სანატრელ ამბვებს პუტინის ავადმყოფობასთან დაკავშირებით, მაგრამ არადაარ მართლდება. დავუშვათ, გამართლდა. იქნება სხვა პუტინი, არა ამ გვარის მატარებელი და რა შეიცვლება? კრემლში არავინ მოვა ისეთი, რომელიც ჩვენი და უკრაინის საქმეს, საკუთარი ქვეყნის საქმეზე წინ დააყენებს.

ქართველიც, რომ გახდეს რუსეთის პრეზიდენტი, ისიც იძულებული იქნება მისი ქვეყნის, ანუ რუსეთის საქმე აკეთოს. მე-20 საუკუნის ისტორია განა ამაზე არ მეტყველებს. ასე, რომ უმჯობესია ჩვენი საქმე ვაკეთოთ, თუ გაკეთების სურვილი და უნარი შემოგვრჩა, ნაცვლად ჭორების გავრცელება—მოსმენისა.

მეორე „სასიხარულო“ ამბავი ის იყო, ქართულმა მედიამ რომ გვამცნო რუსეთის დღესასწაულთან, „რუსეთის დღესთან“ დაკავშირებით — პუტინს დღესასწაული თითო-ოროლა ქვეყნის მეთაურმა მიულოცაო. „კომაში“ ჩავარდნილ პუტინს მისალოცი წერილების გაცნობის თავი რომ არ ჰქონდა, იმიტომ არ გაუგზავნეს დეპეშა, ალბათ.

ამ ინფორმაციაში, ქართული მედიის მიერ მოწოდებულში, დიდი „სიბრძნეა“ ჩაქსოვილი. დღესასწაული არ მიულოცეს, ვინაიდან კაცობრიობის მიერ რუსეთი და მისი პრეზიდენტი კეთროვნებად არიან შერაცხულნი და მათ აღარავინ ცნობსო. რას გვეუბნება სინამდვილე?

საწინააღმდეგოს! პეტერბურგის 25-ე საიუბილეო ეკონომიკური ფორუმი განა ამის დამადასტურებელი არ არის. ფორუმში 130 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობდა — ბიზნესმენები, სახელმწიფო მოხელეები, ექსპერტები ეკონომიკის დარგის მეცნიერები, მედიის წარმომადგენლები, სულ 1000-ზე მეტი სტუმარი.

კაცობრიობიდან მოკვეთილს არც სანკტ-პეტერბურგი ჰგავდა და არც რუსეთის პრეზიდენტი — ფორუმზე მეტად საინტერესო სიტყვით გამოსული და დისკუსიაში მონაწილე.

სანკტ-პეტერბურგის ფორუმი დამამტკიცებელია იმისა, რომ რუსეთის მსოფლიოდან მოკვეთა ისეთივე აბსტრაქციაა, როგორიც პუტინის „კომაში“ ჩავარდნა.

მკითხველმა განსაჯოს, თუ რამდენად შესაძლებელია დედამიწის ერთი მეექვსედის პატრონი რუსეთის უგულებელყოფა, მითუმეტეს იგნორირება, როდესაც ამ ერთ მეექვსედზე იმდენი წიაღისეული სიმდიდრეა და ისეთი სამეცნიერო პოტენციალი, ურომლისოდაც დანარჩენი მსოფლიოს არსებობა რომ გაჭირდება.

ბევრს ცდილობენ აშშ—ევროკავშირელები ეკონომიკური სანქციებით, ხელოვნური ბარიერებით შეაჩერონ რუსეთის განვითარება, მოკვეთა, მაგრამ ჯერ-ჯერობით უშედეგოდ. სანქცირებულმა რუსეთმა ა.წ. 24 თებერვლიდან მოყოლებული, ნაცვლად დასავლეთისთვის ნანატრი ეკონომიკური კრიზისისა, ეკონომიკური პროფიციტი დააფიქსირა. მარტო ნავთობით ვაჭრობიდან მან 100 მილიარდი დოლარი მიიღო, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვაზე.

ნავთობის ემბარგო, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული, დიდ შემოსავალს იძლევა, ვინაიდან ნავთობის ექსპორტის შემცირება, ნავთობის ფასების ზრდას იწვევს. ნავთობის შემცირებული რაოდენობის ექსპორტმა კი მეტი დოლარი მოუტანა რუსეთს.

ახლა ვიკითხოთ — ვინ ყიდულობს რუსულ ნავთობს?

უპირველესად ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ანუ ისინი, ვინც მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. რას ნიშნავს ეს? უპირველს ყოვლისა გაუთვალისწინებელ, ქარაფშუტულ ნაბიჯს, გადადგმულს აშშ-ს ადმინისტრაციის, კონგრესის, ევროკავშირის პოლიტიკოსთა მიერ.

კიდევ რას ნიშნავს ეს პოლიტიკა? კიდევ იმას, რომ ეკონომიკური სანქციების დაწესება ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ, მართალია აფერხებს სანქცირებულის განვითარებას, მაგრამ ეკონომიკურ-სოციალური თვალსაზრისით ვერ აჩოქებს მას.

ნახევარი საუკუნეა, რაც კუბა სანქციებში ცხოვრობს, მაგრამ სიცოცხლე არ შეუწყვეტია, არ დაუჩოქია მეზობელი ამერიკის წინაშე და არ უთხოვია მისთვის სანქციები მომიხსენი და ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც გინდაო.

1979 წლიდან ცხოვრობს ირანი სანქციებში, მაგრამ მასაც სიცოცხლე არ შეუწყვეტია. პირიქით, საკუთარ ძალებზე დაყრდნობით განავითარა მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მეცნიერება, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსები, მეტალურგია, მანქანათმშენებლობა, … რომელი ერთი ჩამოვთვალო.

სანქცირებული იყო საბჭოთა კავშირი, მაგრამ მას ეს არ უგვრძნია. ბევრი სხვაც, ამჯერად სანქცირებული უძლებს ამ ბრიყვულ გადაწყვეტილებას, რომელსაც ცუდის მეტი არაფერი მოაქვს.

გლობალიზაციის ავტორი, აშშ-ი, ნაცვლად, თვით ამ სიტყვის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სანქციებს კი არ უნდა მიმართავდეს საკუთარი ხუშტურების დასაკმაყოფილებლად, არამედ პირიქით, საერთო ფერხულში ჩართვით უნდა ცდილობდეს მისთვის „ჯიუტი“ ქვეყნის მორჯულებას. მაგრამ არა, ამას ვერ გააკეთებს, ვინაიდან გამკეთებელი, ანუ მოაზროვნე ეკონომისტი, პოლიტიკოსი აღარ ჰყავს. პოლიტიკა კი ისეთი რამაა, აზროვნებას რომ მოითხოვს — სიღრმისეულს, განათლებაზე დაფუძნებულს.

სამწუხაროდ, ასეთთა დეფიციტი არა მარტო საქართველოშია, არამედ იქაც, ჩვენს მიერ ნანატრ ევროატლანტიკურ სივრცეში. გადახედეთ აშშ-ს პოლიტელიტას, თეთრი სახლის აპარატს, კონგრესმენებს — დაბოღმილ, უჭკუო, ავანტიურისტ, გონგამოცლილ, გაუნათლებელ ადამიანთა მიერ შექმნილ თაიგულს — ცუდი სურნელის მატარებელს, ამასთანავე მსოფლიოს აწმყოსა და მომავლისთვის ავის მომტანს.

მარტო თეთრი სახლის პრეს-მდივნის კარინ ჟან-პიერის გამონათქვამები რად ღირს, ლესბოსელი ქალბატონის, ვაჟის როლის შემსრულებლის, ქალზე დაქორწინებულის. უცოდინრობაში მან წინამორბედ ფსაკისაც გაუსწრო.

ეს ქალა-ბიჭა ერთმანეთში ურევს ვენესუელასა და ბრაზილიას, რაც ცნობილი გახდა ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის კონტინენტების ქვეყნების სამიტზე, რომელიც ლოს ანჟელესში გაიმართა.

შავკანიანი „ვარსკვლავის“ „ნიჭიერების“ და „სიტყვაკაზმულობის“ უშრეტი მაგალითები წინ გვაქვს, ისე, როგორც დემენციით შეპყრობილი პრეზიდენტის პრეზიდენტობის დარჩენილი 2 წელი და კიდევ მოსალოდნელი 4.

შავმა „მარგალიტმა“ კარინმა გვაუწყა, რომ ბაიდენი აპირებს მეორე ვადით პრეზიდენტობისთვის არჩევნებში მონაწილეობას. დღეს, რომ ჩატარდეს არჩევნები, ბაიდენი ვერაფრით მოიპოვებს ამომრჩევლების მხარდაჭერას, ვინაიდან მისი პრეზიდენტობის 2 წელი კატასტროფული გამოდგა აშშ-თვის.

შედეგიც სახეზეა — ბაიდენის რეიტინგი 33%-ია, რაც აშშ-ს პრეზიდენტობის ისტორიაში ყველაზე დაბალი ნიშნულია.

რამ გამოიწვია პრეზიდენტის ესოდენ დაბალი პოპულარობა? გონგამოცლილმა პოლიტიკამ, წარმოუდგენელმა ანტირუსულმა ისტერიამ, ანტირუსულმა ეკონომიკურმა სანქციებმა, რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინისთვის განუზომელმა პოლიტიკურ-სამხედრო-ფინანსურმა დახმარებამ და მრავალმა სხვა მცდარმა გადაწყვეტილებამ, რომელმაც საწვავზე ფასები საშუალოდ 5 დოლარამდე გაზარდა, ზოგიერთ შტატში უფრო მეტად, ინფლაცია 8,9%-ამდე ასწია.

კვების პროდუქტებზე ფასების ყოველდღიურმა ზრდამ, პროდუქტების დეფიციტმა, განსაკუთრებით ბავშვთა კვების, უმუშევართა რაოდენობამ და მასთან ერთად გრძელმა რიგებმა უფასო სასადილოებში შეაღონა ხალხი.

ყველაფერ ამას ბაიდენი პუტინს აბრალებს — ის არის დამნაშავეო. ბაიდენმა ისე გააუარესა აშშ—რუსეთს შორის ურთიერთობა, რომ ბირთვულ ომზე ლაპარაკი არაჩვეულებრივიდან, ჩვეულებრივზე დავიდა.

აშშ-ს მოსახლეობა, ისე, როგორც ჩვენი, ინფორმაციულ ვაკუუმშია მოქცეული. შედარების შესაძლებლობა წაგვართვეს ჩვენც, აშშ—ევროკავშირის მოსახლეობასთან ერთად. ამერიკელი ფილოსოფოსი ჰიუმ ჰომსკი აცხადებს, რომ მედიური ცენზურა უმაღლეს დონეზეა აყვანილი. მოსახლეობას კვებავენ ცრუ ინფორმაციით, ალტერნატიული არ ჩანსო, რაც იყო — RT-ს სახით, ისიც გაუთიშეს მოსახლეობასო.

განა, ანალოგიური ვითარება არ არის ჩვენში? აქაც ხომ გაუთიშეს მოსახლეობას რუსეთის საინფორმაციო არხები?

ქართველებსაც, ისე, როგორც ევროპელებსა და ამერიკელებს, უკრაინულ ინფორმაციას აწვდიან — ტყუილების მანქანაში დამზადებულს. ნათქვამია, იგებს ის, ვინც ინფორმაციას დროულად ფლობს — არა ტყუილს, არამედ ობიექტურს, ნამდვილს.

საქართველოს მოსახლეობამ არ იცის რა ხდება რუსეთ-უკრაინის ფრონტზე. რაც იცის, ისაა — რუსეთი რომ მარცხდება და გამოუვალ დღეშია ჩავარდნილი. საქართველოს მოსახლეობამ იცის, რომ უკრაინა იგებს და სულ მალე აგრესორს განდევნის საკუთარი ტერიტორიიდან.

საქართველოს მოსახლეობამ არ იცის, რომ რუსეთს, უკრაინის ტერიტორიის 140000 კვ. კმ აქვს დაკავებული და დანარჩენის დაკავებისთვის წინ მიიწევს.

საქართველოს მოსახლეობამ არ იცის, რომ რუსეთის მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე უკვე მოქმედებს დროებითი ადმინისტრაცია, ისე, როგორც რუსული რუბლი, რუსული ტელეგადაცემები, რომ იქაური მოსახლეობა გრძელ რიგშია ჩამდგარი რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად.

საქართველოს მოსახლეობამ არ იცის, რომ ჰუმანიტარულ ტვირთს, რომელსაც ის უკრაინელებს უგზავნის, ქორვაჭრების შემწეობით, ბაზრებში იყიდება. საქართველოს მოსახლეობამ არ იცის, რომ უკრაინის პრეზიდენტი და მისი გუნდი 24 საათში 200 მილიონ დოლარს იღებს დასავლეთიდან — დასავლურივე წყაროების გასაჯაროებული ინფორმაციით.

ასეთს, რაში სჭირდება გაძვალტყავებული, მშიერი საქართველოს დახმარება? ამ კითხვას აქ არავინ სვამს — ფსევდოპატრიოტიზმის სავანეში.

იკითხავთ, — რატომ აძლევენ ზელენსკის ფულს? გიპასუხებთ — ომის გაგრძელებისთვის, რათა რუსეთი დაიქანცოს ეკონომიკურად, სამხედრო თვალსაზრისით და დამარცხდეს.

რუსეთი უნდა დამარცხდეს — ასე გაიძახიან აშშ—ევროპაში. იქ არვინ უყურებს შეძლებს თუ არა უკრაინა ამ დავალების შესრულებას. უკრაინა ისეა დაუძლურებული, სულ მალე სულს განუტევებს. ზელენსკის განცხადებით, უკრაინა დღეში 200-დან 500 სამხედროს კარგავს. უკვე მერამდენედ გამოცხადდა მობილიზაცია. მამაკაცებს, 60 წლის ასაკის ჩათვლით ფრონტზე ერეკებიან. ყბადაღებული გამოთქმა — ომი ბოლო უკრაინელამდე ძალაშია.

ევროატლანტიკური სივრცე რუსეთს ეომება უკრაინელთა ხელით, უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინის დამარცხება — ნატოს, ევროკავშირის და აშშ-ს დამარცხებაა. რომ ამას ადგილი არ ჰქონდეს, დასავლური იარაღის წვიმაა, თანაც კოკისპირული, მიმართული რუსეთის წინააღმდეგ და არა მარტო იარაღი, არამედ ცოცხალი ძალაც — ამერიკელი, ევროპელი, ახლო აღმოსავლელი „ბოევიკების“ სახით . ნატო—რუსეთის შეტაკებამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი.

ამ დროს რასა იქმნის ქართველობა? ევროკავშირში შესასვლელად ისტერიას აწყობს, მასთან ერთად მიტინგებს. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ისეთი ვაიუშველებელია ატეხილი პოლიტიკასა და მედიაში, უარესს რომ არვინ ელოდა.

ერთი მეტიჩარა ექსპერტი გოგონა, პირზე ქაფმორეული აცხადებდა, რომ კანდიდატობა და შემდეგ წევრობა ნიშნავს უფასო სამედიცინო მომსახურებას, უფასო სწავლას, მაღალ პენსიებს, შესანიშნავ სოციალურ პირობებს და ა.შ.

უსმენ და ტკბები ნაამბობით, რომელიც ზღაპარს ჰგავს, საბჭოურს, სინამდვილეში რომ გვქონდა და ვერ შევიგუეთ, წიხლი ვკარით, ნაცვლად ევოლუციისა, რევოლუცია მოვუწყვეთ.

ვუყურებ „ევრონიუსს“ და იმ გოგონას ნათქვამის ფონზე ვხედავ მილანის უგრძელეს რიგს, უფასო სასადილოსთან, ისე, როგორც სუპერმარკეტების დახლებზე დალაგებული კვების პროდუქტების გასამმაგებულ ფასებს. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ინფლაციამ საშუალოდ თითქმის 10% შეადგინა — არნახული ევროპისთვის ბოლო 40 წლის განმავლობაში. ხალხი, რომელსაც კვების პროდუქტების შეძენის სახსრები არ აქვს, ქურდობს.

ქურდობამ ისეთი მასიური სახე მიიღო, რომ გამყიდველებმა ხორცი ჩიპიან კონტეინერებში ჩადეს, მაღაზიიდან გატანისთანავე რომ წივილით ატყობინებს ყველას — მიპარავენო!

იკითხავთ — რისი ბრალია ეს? უჭკუოდ დაწესებული სანქციების. ვისაც სანქციები დაუწესეს, გაცილებით უკეთ გრძნობს თავს, ვიდრე დამწესებელი. როგორ მოახერხეს ეს აშშ—ევროკავშირმა? უთავობით, უცოდინრობით, ზერელე პოლიტიკოსთა ხელისუფლებაში მიყვანით.

გადახედეთ ევროკავშირის ქვეყნებს. 9-ში პრემიერ-მინისტრებად, გენდერული პრინციპით შერჩეული ქალი — პრემიერ-მინისტრია, უფრო სწორად ქორფა ასაკის მოლაქლაქე გოგონა, რომელთა პოლიტიკური, მითუმეტეს საერთო განათლება თანამდებობასთან სრულიად შეუთავსებელია.

ერთადერთი რითაც ისინი გამოირჩევიან — მოჭარბებული ანტირუსობა და აგრესიაა. აი, ამ აგრესიით ცდილობენ ისინი დაამტკიცონ თავიანთი პრიორიტეტულობა საწინააღმდეგო სქესზე. რომ ისინი უფრო ძლიერები, მკაცრები, მიზანმიმართულები არიან, ვიდრე მამაკაცები.

აგრესიული ქალებიდან დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელიზაბეტ ტრასს ვერვინ აჯობებს. სხვათაშორის, მას ევროპელი მამაკაცი კოლეგებიც ჩამორჩებიან. რა გაეწყობა, დროა ასეთი — მამაკაცების გაქალების, დედაკაცების —გამამლების.

„ლგბტ“-ობის ღრუბლები იპყრობს ევროკავშირ—აშშ-ს ზეცას — ესოდენ სანატრელს ქართული პოლიტელიტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისთვის. აბა თქვენ იცით, რაც შეიძლება ხმამაღლა იყვირეთ  — ევროკავშირში გვინდაო, იქნებ იქაურმა მავანმა ლგბტ-ელმა გაიგონოს თქვენი განწირული ყვირილი და კარი გაგიღოთ, რითაც თქვენც გიხსნით და ჩვენც — უთქვენოდ „დაობლებულებს“.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

17/06/2022