რუსეთის გამარჯვება – საქართველოს გადარჩენაა!

დიდება რუსეთს!

ბრძენ კაცს უთქვამს: — „ჩვენ ვერ ვირჩევთ ვერც ქვეყანას, ვერც ხალხს, ვერც დროს, მაგრამ ჩვენ ვირჩევთ ვიყოთ ადამიანები თუ არა“. ძნელია ადამიანობაზე ისაუბრო, როცა თანამედროვე მსოფლიოს უსმენ და უყურებ, რადგან სწორედ ადამიანურობის წინააღმდეგ არიან შემართულნი მსოფლიოს ბნელი ძალები. ისმის კითხვა: რატომ შეახოცა ზელენსკიმ მთელი სამხედრო რესურსი რუსებს, რათა მათ მარიუპოლი არ აეღოთ? ეს ის მარიუპოლია, სადაც ჯერ ჯიდევ 2016 წლიდან მოქალაქეები და სამხედროები უგზო-უკვლოდ იკარგებოდნენ. მარიუპოლზე შეტევა რომ დაიწყო, აღმოაჩინეს საიდუმლო სამარხები (მდინარის პირას, სარდაფებში და ა.შ.), რომლებიც სავსე იყო გვამებით. მათ საველე ჰოსპიტალში ორგანოებს აცლიდნენ და შემკვეთებს ევროპასა და ამერიკაში უგზავნიდნენ. ეს გახლდათ შავი ბიზნესი და ამ საქმეში ბაიდენის შვილიც მონაწილეობდა, რომელიც ბაიდენმა აქ მეთვალყურედ დანიშნა. იგი აფინანსებდა და ამუშავებდა ბიოლაბორატორიებსაც. ამ საქმეს უკრაინის პროკურატურიდან ხელს აფარებდა ზ. ადეიშვილი, ხოლო შსს-დან – ზ. ლორთქიფანიძე. შავი ბიზნესის ზონდერჯგუფების მიერ მარიუპოლის მიმდებარე სოფლებიდან გატაცებული ადამიანები შემდგომში უგზოუკვლოდ დაკარგულად ფიქსირდებოდნენ. ეს ბიზნესი ჯერ კიდევ სააკოვის პერიოდში გლდანის ციხის გვერდით აშენებულ სამკურნალო დაწესებულებებში ფუნქციონირებდა, სადაც ნაწამებ პატიმრებს ორგანოებს აცლიდნენ. ზოგჯერ სათანადო მონაცემების მქონე პატიმრებს შეგნებულად კლავდნენ. ამ ბოროტებაში სააკოვის სანდრაც მონაწილეობდა.

აი, ეს ბიზნესი გადმოიტანეს უკრაინაში და მოკლულ ჯარისკაცებს ომში დაღუპულად აცხადებდნენ. გამოაშკარავებული იქნა დოკუმენტები – დამარხულებს ტყვიის კვალი არ ეტყობოდათ. უკრაინა იქცა მსოფლიო მასშტაბის ორგანოების მიმწოდებელ ქვეყნად. მას შემდეგ, რაც სააკოვმა და პოროშენკომ შემოსავლები ვერ გაიყვეს და მოხდა დაპირისპირება, შავი ტრანსპლანტაციის ბიზნესი ზელენსკიმ გადაიბარა. ამ ბიზნესში ამერიკის ჩართულობით იკვეთება უზარმაზარი საერთაშორისო დანაშაული, რომელიც გრძელდებოდა მანამ, სანამ რუსეთი მარიუპოლს აიღებდა – (სამხედრო ექსპერტის თ. წითელაშვილის ინფორმაციის მიხედვით).

უკრაინის ხელისუფლებამ იცოდა რუსეთის სპეცოპერაციის შესახებ, მაგრამ მოსახლეობა არ გააფრთხილა, რადგან მის ინტერესებში იყო მეტი მსხვერპლი ყოფილიყო, ანუ ის, რაც უნდოდა ჯო ბაიდენს. ეს ის ბაიდენია, რომელიც სენატორის რანგში იუგოსლავიის დაბომბვის დროს მის სრულ განადგურებას ითხოვდა.

ცნობილი რუსოფობი ზ. ბჟეზინსკი 30 წლის წინ წერდა: რადაც უნდა დაგვიჯდეს, რუსეთს უკრაინა უნდა ჩამოვაშოროთ, რადგან ასეთ შემთხვევაში რუსეთი ევრაზიული იმპერია აღარ იქნება და მხოლოდ აზიურ იმპერიად დარჩებაო.

პროვოკატორები ცდილობენ რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი მიიღონ, რათა რუსეთს, როგორც მკვლელ ქვეყანას ავნონ. ამისთვის უდანაშაულო მოსახლეობაც წინ ფარად აიფარეს.

დღეს უკრაინაში 10 ატომური ელექტროსადგურია და 3 კიდევ შენდება. ქვეყანას სულ 18 ატომური ბლოკი აქვს. ვარაუდობენ, რომ პულტზე ხელის დაჭერის შემთხვევაში ცენტრალური ევროპის, კავკასიის, შავი და ხმელთაშუა ზღვის 16 სახელმწიფო, დაახლოებით 180 მილიონი მცხოვრებით, უდიდესი საფრთხის წინაშე დგას.

თავის დროზე, 2008 წ. უკრაინის მთავრობა საქართველოს მხარდამჭერ გაეროს რეზოლუციას არ შეუერთდა, ხოლო მოგვიანებით ნაცხროვის კრიმინალური ბანდა შეიფარა და თანამდებობებიც უბოძა, რადგან ეს ქვეყანაც დასავლეთის ერთი რეაქციული, ბნელი ამერიკული ძალიდან იმართება. საქართველოს ხელისუფლებას არა აქვს მორალური უფლება პრეტენზიებით მიმართოს უკრაინას, რადგან ნაცკრიმინალების რეაბილიტაცია თავად მოახდინეს. უკრაინელები კადრულობენ იმას, რის უფლებასაც ჩვენ ვაძლევთ.

დიახ, ჩვენ ვაძლევთ უფლებას პრეტენზიულად მოგვიწოდონ – უნდა დაიხოცოთ ქართველები ჩვენთვის და ამერიკისთვისო. ფსიქიატრის კომპეტენცია უნდა იყო, რომ ამ ქვეყნის დროშები აფრიალო. გამოსავალი რუსეთთან ურთიერთობაშია. ჩვენ რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა უნდა დავიბრუნოთ, რასაც ტერიტორიების დაბრუნებაც მოჰყვება. ნაცვლად ამისა, ხელისუფლების „პატარა ბიჭები“ დიდი კრიმინალის წინაშე ქედს იხრიან და ერთ დაძახილზე წაცუნცულდნენ უკრაინაში.

დიახ, ეს ხელისუფლება იმსახურებს უკრაინისგან შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რადგან არა აქვს სახელმწიფოებრივი, ეროვნული ღირსება. მიმაჩნია, რომ მათ განცხადებებს იგნორირება უნდა გავუკეთოთ. არ არის საჭირო მათთან ენისმოჩლექითა და რევერანსებით საუბარი. ხელისუფლებას რუსეთის მიმართ არ გამოუხატავს ყურადღება, ურომლისოდაც ჩვენს ქვეყანას არამცთუ ეკონომიკური, უსაფრთხოების პრობლემაც შეექმნება. მით უფრო ფაშისტური უკრაინა რატომ უნდა იყოს ჩვენგან ამდენი ყურადღების ღირსი?

დღეს ტროცკიზმი ბატონობს უკრაინაში თავისი სიბილწითა და სისხლიანი ტერორით. ტროცკიზმის არსიც ის არის, რომ გაწირო, მოიძულო ყველა და სისხლის ტბები დააყენო იქ, სადაც ამის საჭიროება არ არის. წყეული ტროცკი ჯერ კიდევ 100 წლის წინ წერდა: – ჩვენ რუსეთი უნდა ვაქციოთ თეთრი ზანგებით დასახლებულ უდაბნოდ, რომელსაც თავს ისეთ ტირანიას მოვახვევთ, როგორიც არ დასიზმრებიათ აღმოსავლეთის ყველაზე საშინელ დესპოტებს. რუს ინტელიგენციას სრულ დაჩლუნგებამდე და ცხოველურ მდგომარეობამდე მივიყვანთო. – აი, რა უნდოდათ ნეოტროცკისტებს. დღეს, თანამედროვე ტროცკისტები ახორციელებენ შეტევას ქართულ ეროვნულ ტრადიციებზე, მართლმადიდებელ ეკლესიაზე და ქართული ცხოვრების წესზე. ამიტომაც მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი. ცნობილი ფაქტია, რომ ჰიტლერი ტროცკის იდეოლოგიას დიდ პატივს სცემდა. საბოლოოდ ტროცკის თავში ძალაყინი მოხვდა.

საქართველოს მთავრობა უნდა გამოფხიზლდეს და გაიაზროს, რომ დროშების ფრიალი პროვინციალიზმია. პრაგმატულად მოაზროვნე ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას განსაზღვრავს შეთანხმება უსაფრთხოებაზე. რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დაწყების ფუნქცია უკრაინამ აიღო. ისიც უნდა გაიაზროს ხელისუფლებამ, რომ უკრაინელ ბავშვებზე ზრუნვა – ეს სპეკულაციაა. განა ამერიკის აგრესიული პოლიტიკის შედეგად სირიაში, ერაყში, ლიბიაში ბავშვები არ იხოცებოდნენ? ან დონბასში რუსი ბავშვები არ იხოცებიან? საქართველომ უნდა გამოიწვიოს უკრაინიდან ელჩი და ამით გამოვხატოთ პროტესტი ამ ქვეყნის მიმართ. ასევე, უკრაინის ელჩს საქართველოში საყვედური გამოვუცხადოთ. თავისი ადგილისაკენ უნდა მივუთითოთ პრეზიდენტსაც, რომელიც ნაცბოზბანდის მსგავსად გლობალისტების ნაშიერია და შენიღბულად მოქმედებს. პოლიტოლოგ ჰ. ჭიპაშვილის აზრით, სახელმწიფო არ უნდა აძლევდეს უფლებას არაქართული მენტალიტეტის ამ არსებას ევროპაში ირბინოს და ჩვენი ფული ხარჯოს. არსებობს მოსაზრება, რომ უკრაინის მოვლენების დამთავრების შემდეგ კონფლიქტები ნატოს წევრ ქვეყნებშიც გაგრძელდება – ბალტიისპირეთში, რუმინეთსა და პოლონეთში.

სანქციების შედეგად თავად ევროპის ქვეყნები ზარალდებიან და ცდილობენ სანქციების გვერდის ავლით მიიღონ რუსეთიდან ის, რაც სჭირდებათ. არსებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთი 2022 წელს ენერგორესურსებიდან რეკორდულ შემოსავალს – 320 მილიარდ დოლარზე მეტს მიიღებს, რაც წინა წლის შემოსავალს 35%-ით აღემატება. ამას დაემატება მარცვლეულის ექსპორტი, რაც მსოფლიო ბაზრის 30%-ია. იმას, რასაც არ შეიძენს ევროპა, იყიდიან აზიის დიდი ქვეყნები. რუსეთი ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია და მისი გაღიზიანება მხოლოდ საქართველოს დააზარალებს. გარდა ამისა, რუსეთიდან 3 მილიარდ დოლარამდე თანხა შემოდის.

როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ერთი რამ ცხადია – კაცობრიობა არასწორი გზით მიდის – უსამართლობის, დაძაბულობის, ძალმომრეობის, საკუთარი თავის ინტერესების წინააღმდეგ, რისი შედეგიც შეიძლება გაცილებით მძიმე იყოს, ვიდრე მსოფლიო ომების დროს. როცა ამერიკამ ფეხქვეშ გათელა საერთაშორისო სამართალი და გაერო, როცა უბოროტესი ანგლოსაქსების იმპერია მზად არის რუსეთი ისე გაანადგუროს, რომ არც არავის ჰკითხოს აზრი, რუსეთის პრეზიდენტი მზადყოფნას აცხადებს ნებისმიერი ანტირუსული გადაწყვეტილების მიმღებს სათანადოდ გაუსწორდეს.

საქართველოში ნაცბოზბანდამ პ. აკერმანი ჩამოიყვანა. ამერიკელი ჟურნალისტი – ჯ. სილვერმანი გვაფრთხილებს: – „უცხოეთში მთავრობების დამხობის სპეციალისტი – პ. აკერმანი ხალხს ასწავლის, როგორ დაამხონ ხელისუფლება, ანუ აკეთებს იმას, რაზეც საელჩოები ღიად არ საუბრობენ. მან მიიღო დავალება საქართველოში ნებისმიერი გზით შეცვალოს ხელისუფლება. ეს პროცესები ძალადობრივი იქნება, რადგან ის ძალები, ვისაც ის ეყრდნობა, ცივსისხლიანი მკვლელები არიან. არ არის გამორიცხული პოლიტიკური მკვლელობები. თუ დასავლეთი იმ შედეგს ვერ მიიღებს, რასაც უკრაინიდან ელოდება, საქართველოს სარეზერვოდ გამოიყენებს. ქვეყნის უსაფრთხოებისათვის აჯობებს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის კონფლიქტისგან რაც შეიძლება დისტანცირებული იყოს. ამ კონფლიქტის ცენტრი ამერიკაა და ის ყველაზე დიდ სარგებელს მიიღებს. ამასთანავე, ეს ომი ემსახურება იარაღის გაყიდვას და რამდენიმე ბინძური ადამიანის გამდიდრებას“.

ნატოს წევრი გავლენიანი ქვეყნები უარს ამბობენ, რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე. კომპანიები, რომელთაც რუსეთი დატოვეს, 127 მილიარდი დოლარით დაზარალდნენ. აფრიკის ქვეყნებმა მხარი არ დაუჭირეს გაეროს რეზოლუციას და რუსეთის დაგმობას, რადგან რუსეთს მოაქვს სიკეთე, ხოლო დასავლეთს – მხეცობები. მხოლოდ რუსებმა მოახდინეს აფრიკის დეკოლონიზაცია და აფრიკელი ელიტის უმრავლესობა სწორედ სსრკ-ში ჩამოყალიბდა. მოსახლეობა გაოგნებულია აშშ-ს და ევროპის ქმედებებით. რუსეთის წინააღმდეგ ქმედებებს აფრიკელები არასდროს არ შეუერთდებიან.

სანქციებმა აფრიკელები შოკში ჩააგდო, რადგან რუსეთი აწვდის მარცვლეულს – „თქვენ ვერ იყიდით აფრიკელებს დემოკრატიის შესახებ თქვენი ზღაპრებით“ – ლიონელ ზინსუ ბენინისამ სიტყვებს საზოგადოება მქუხარე აპლოდისმენტებით შეხვდა.

განსხვავებით აფრიკელებისაგან, ქართველები გაიყიდნენ და ვერ აცნობიერებენ, რომ ამერიკამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უკრაინაში შეჭრილიყო. 10 წელია უკრაინაში სამხედრო ბაზებს აშენებს და მის ჯარს წვრთნის. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ რუსეთი დაშალონ და მისი სიმდიდრე ამერიკამ ჩაიგდოს ხელში. რუსეთის დაშლის მეორე დღიდან ლეკიანობა აღდგება და საქართველო იმ პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, რაც რუსეთთან მიმართებაში ერეკლე მეფის გადაწყვეტილებამდე იდგა.

სტალინის სიტყვებია: „ამერიკელებმა ომი არ იციან, ისინი ბანდიტები არიან“. ჩვენ არაერთხელ გავხდით ამ ფაქტის მომსწრე – სხვადასხვა ქვეყნებში ამერიკის ინტერვენციისა. ამიტომ რუსეთის გვერდით დგომა და მასთან სტრატეგიული მოკავშირეობა ჩვენ გაგვაძლიერებს და არც მეტრაკე ამერიკა, არც გახრწნილი ევროპა თითის ქნევას ვერ გაგვიბედავს, რადგან ჩვენი პასუხი ყოველთვის 3 თითის კომბინაცია იქნება. ევროპაში ანეგდოტი დადის: ჰიტლერი ნაპოლეონის საფლავთან მისულა თხოვნით – მირჩიე, როგორ მოვუგო ომი რუსეთს? ნაპოლეონი პასუხობს: აჯობებს ახლავე გვერდით მომიწვე, ადგილი მაქვს თავისუფალიო. ეს ანეგდოტი მოწმობს, რომ ევროპას გაცნობიერებული აქვს, რომ რუსეთს ვერავინ დაამარცხებს. ვლ. პუტინი – „თუ ვინმე ჩაერევა მოვლენებში, ჩვენ სწრაფად ვუპასუხებთ“.

საქართველოში სიკვდილი დაძრწის. ამერიკელმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ვაქცინები იმუნიტეტს ანგრევს და ადამიანის ორგანოებს კატასტროფულ ზიანს აყენებს. ისინი იმ რეცეპტორების გათიშვაზე არიან ორიენტირებულნი, რომელიც იმუნიტეტს იცავს. მკვლევარების აზრით, ვაქცინა იმუნიტეტის 87%-ს აზიანებს, ორგანიზმს წამლავს და კლავს. მე-3 ფაზა სრულიად ანადგურებს იმუნიტეტს და ვაქცინაციურ შიდსს იწვევს. ტესტები ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს და მძიმე გართულებას იწვევს. მათი 93% გაყალბებულია და პაციენტებს კოვიდდაავადებას ყალბად მიაწერდნენ, რათა ვაქცინა გამოეყენებინათ.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 10 ათასზე მეტი სამედიცინო ექსპერტის დასკვნა იქნა წარდგენილი ჯანმოს წინააღმდეგ. ეს ყოველივე გლობალისტების, ბინძური ადამიანების შეთქმულებაა კაცობრიობის წინააღმდეგ. ფარმაცევტული კომპანიები სიკვდილის გაყიდვით მდიდრდებიან.

საქართველოს უშიშროება არ აკონტროლებს იმ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში შემოდიან შენიღბულად და ქვეყნის მოსახლეობისთვის სიკვდილი მოაქვთ. ქალაქში გაჩნდა ინგლისურენოვანი კომპანია, რომელიც რეკლამას უკეთებს თავის საქმიანობას და ახალგაზრდებს 1500 დოლარის სანაცვლოდ კურიერად დასაქმებას ჰპირდება. როგორც გაზეთ „ასავალი“-ს ჟურნალისტებმა გამოიკვლიეს, მათ მომხმარებელთან უნდა მიიტანონ – მარილი, კრისტალები და მეფი, ანუ მეფედრინი – სინთეტიკური ფსიქოაქტიური ნარკოტიკი. ამ საკითხს შსს-მ უნდა მიხედოს. ამიტომ, ფრთხილად, ჩემო ქართველებო!

დაბოლოს, გ. ონიანის გაზეთში გამოქვეყნებულ იუმორს შემოგთავაზებთ:

– ბაბუ, ნამუსის ქუდი როგორია, მეც მიყიდე რა?

– სტალინის სიკვდილის შემდეგ ნამუსის ქუდს სადღა იშოვი, შვილო?

12.05.2022წ.                                                                           იზა თამაზაშვილი    

                         593 90 55 07