ბუჩაში წასვლას, რუსეთში წასვლა სჯობდა

საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობა, სპიკერისა და მოადგილეების, აგრეთვე ოპოზიციის წარმომადგენლების სახით უკრაინას ეწვივნენ და ქალაქ ბუჩაში მოინახულეს ის ადგილი, სადაც რუსმა ოკუპანტებმა საშინელება ჩაიდინეს.

ბუჩა — დასავლეთის, განსაკუთრებით აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის პიარული შემოქმედება, ა.წ. 3 აპრილიდან თვალდახედვას უწვავს, ყურებს უხშობს ყველა იმათ, ვინც პოლიტიკიდან შორსაა. ასეთი კი ბევრია დედამიწაზე. სწორედ მათი ტვინების გადაბრუნებას ემსახურება ბუჩა და არა პოლიტიკაში ჩახედულთა, რომელთაც კარგად იციან თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის, განსაკუთრებით ევროატლანტიკური სივრცის ოინები, ერთობ სახიფათო, შემაშფოთებელი, სიცრუესა და სიყალბეზე დაფუძნებული.

ბუჩა, დღევანდელი მსოფლიოს ბობოლა ქვეყნების შემოქმედება, დადგმული სპექტაკლია, ერთი მიზნისკენ მიმართული — რუსეთის გაშავებისკენ და იმისკენ, რომ მთელმა მსოფლიომ შეიძულოს რუსეთი, როგორც მტარვალი, მხეცი, ბოროტების აკვანი. და მერე რა? — იკითხავთ თქვენ. და მერე ის, რომ „ბოროტების“ წინააღმდეგ „მებრძოლ“ კოლექტიურ დასავლეთს ხელი გაეხსნას რუსული „ბოროტების“ წინააღმდეგ ომში.

და მერე რას აპირებს დასავლეთი ომით? — რუსეთის დაჩოქებას, დამონებას, დაქუცმაცებას, უკეთეს შემთხვევაში იმ დონემდე დაყვანას, ელცინის რუსეთი რომ იყო — აშშ-ს თვალებში შემციცინე, საკუთარი სიმდიდრეების კაპიკებში გამყიდველი, თავმოყვარეობისგან დაცლილი.

30 წელზე მეტია კოლექტიური დასავლეთი რუსეთის დაშლის სანუკვარ სიზმრებშია. ამ სიზმრების სინამდვილედ გადაქცევის შეგრძნება თვით საბჭოთა კავშირის მოღალატე ხელისუფლებამ გაუჩინა — მსოფლიოს მეორე მწვერვალის გაქრობით, 70 წლის განმავლობაში არსებული მსოფლიოს პოლიტიკური ბალანსის დარღვევით.

ბუჩა, ახალი ბოროტებით სავსე მოვლენაა, დასავლელთა ახალი შემოქმედება, რაც საქართველოს პოლიტიკოსებს კარგად მოეხსენებათ. ამდენად მისგან გამიჯვნა — სიყალბისგან გამიჯვნას ნიშნავს და არა სიყალბის გაზიარებას. კოლექტიურმა დასავლეთმა მრავალდღიანი პანაშვიდი ააგორა ბუჩაში — ტომრებში ჩადებული გვამების დემონსტრირებით.

ბუჩას „პანაშვიდზე“ დასასწრებად ოფიციალურ, წერილობით მოწვევასაც უგზავნიან „დამწუხრებული“ უკრაინის ხელისუფალნი სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს. ასეთი მოწვევა ქართულ მხარესაც ხვდა წილად. და … ქართულმა მხარემ იფიქრა დიდხანს, შემდეგ ოფიციალური განცხადებაც გააკეთა „ოცნების“ პარტიის თავმჯდომარის კობახიძის პირით, რომ ის (ქართული მხარე) მთელ რიგ საკითხებში, წლების განმავლობაში ვერ პოულობს უკრაინულ მხარესთან საერთო ენას, რომ უკრაინული მხარე კრიმინალ ნაცებს იფარებს და მაღალ სახელმწიფო თანამდებობებსაც აძლევს. ამ და სხვა მიზეზთა გამო არ აპირებს უკრაინაში გამგზავრებას.

კობახიძის განცხადება გონიერმა საზოგადოებამ დადებითად შეაფასა, რასაც ვერ ვიტყვით ნაცებსა და მასზე მიტმასნილ სხვა პარტიებზე, ისე, როგორც საზოგადოების ნაწილზე — ნაცთა ირგვლივ შემოკრეფილზე.

სირცხვილი ხელისუფლებას — გაჰყვიროდნენ ისინი ელექტრონულ თუ ბეჭდვით მედიაში. და ამ ბღავილმა გაჭრა, მასთან ერთად დასავლურმა ზეწოლამ — თქვენ, ანუ საქართველო უნდა იდგეს იქ, სადაც დემოკრატიული, ცივილიზებული სამყარო დგას, ანუ კოლექტიური დასავლეთი და თუ გინდათ ევროკავშირის ჰაერით სუნთქვა, ბუჩას გახრწნილი გვამების სურნელი უნდა იყნოსოთ, რათა დაამტკიცოთ, რომ „ქართველები ხართ — მაშასადამე ევროპელები“.

და მოიდრკა „ოცნება“ — 2 დღეში მოიდრკა, რაც პარტიის ლიდერმა კობახიძემ დაადასტურა — ბუჩაში საპარლამენტო დელეგაციის გაგზავნით.

წლევანდელი მარტი-აპრილის ამინდისა არ იყოს, უცბად შეიცვალა აზრი, „მტკიცე ხასიათის“ მქონე კობახიძემ, რაც დასტურია იმისა, რომ ნებისმიერ ნიავს იოლად შეუძლია „ოცნების“ პოლიტიკური ამინდის შეცვლა, თუკი ნიავი დასავლეთიდან უბერავს. რა შეიძლება მოჰყვეს ცვალებადობას და შეიძლება თუ არა რამე მოჰყვეს — ის საკითხია, რომელიც სხვადასხვა ვარაუდს აჩენს, არცთუ სახარბიელოს საქართველოსთვის, მაგრამ ახსოვს ქართულ პოლიტიკას, მათ შორის ხელისუფლებას საქართველო?

საპარლამენტო დელეგაცია ბუჩას ეწვია, მიუსამძიმრა „დამწუხრებულ“ ჭირისუფლებს — საშური ხვევნა-კოცნით, სამგლოვიარო სიტყვებით — ჭირში და ლხინში მუდამ თქვენს გვერდით გვიგულეთ უკრაინელო ძმებოო. ჩვენი მეგობრობა სალ კლდეზე მტკიცე და მარადიულიაო — ბრძანეს დელეგაციის წევრებმა, თითქოს კობახიძეს არაფერი ეთქვას ე.წ. მარადიულობაზე.

დელეგაციის ყველა წევრმა — უკლებლივ თავი მოვალედ ჩათვალა ეგინებინა რუსეთი — ბუჩას ბარბაროსული სასაკლაოს „მომწყობი“ — უკანასკნელი სიტყვებით, რაც ჩემის აზრით, ხვალ შეიძლება ნეგატიურად შემოუბრუნდეს საქართველოს.

„მტარვალ“ რუსეთს, საქართველოს მიერ სანქციების არდაწესებასთან დაკავშირებით, ისე აქვს მოლღვობილი წლების განმავლობაში გაყინული გული, რომ „შავი“ ქვეყნების სიაშიც არ შეგვიყვანა და ნებისმიერ სატელევიზიო რუსულ თოქ-შოუებში დადებითად მოიხსენიებს საქართველოს. მოითხოვს თუ არა ჩვენს მიმართ რუსეთის პოზიტიური შემობრუნება ჩვენგან ამ ვითარების გაფრთხილებას?

უდავოდ, მოითხოვს! და  თუ ასეთს ვფიქრობთ, ხომ არ აჯობებდა სიტყვის წარმოთქვამდე გვეფიქრა სათქმელზე; ხომ არ აჯობებდა ხვევნა-კოცნის გამართვამდე გვეფიქრა ქცევაზეც, რამეთუ ქცევა, მიხვრა-მოხვრა, სახის გამომეტყველება, ღიმილი, წუხილი დიპლომატიური პროტოკოლის შემადგენელი ნაწილია და მას „ბოდი-ლენგვიჯი“ (სხეულის ენა) ჰქვია, რაც კარგად უნდა იცოდეს, როგორც დიპლომატმა, ისე პარლამენტის და მთავრობის წევრმა.

ჟარგონზე რომ იტყვიან — ქარაფშუტა პარლამენტარებმა ბუჩა „გააპრავეს“, ამასთანავე უკრაინასთან წლების განმავლობაში დაგროვილი უკმაყოფილებაც მოაგვარეს და მრავალი სხვაც, რაც ნაცებს უკავშირდება. მოაგვარეს რუსეთის გაგულისების ხარჯზე? — ეს კითხვა ხელისუფალთ, მითუმეტეს ოპოზიციას არ შეაწუხებს, მაგრამ ხალხს, რომელსაც მეზობელი რუსეთის იმედიღა შემორჩა?

რატომ რუსეთისო — იკითხავთ. იმიტომ პატივცემულებო, რომ კოლექტიურმა დასავლეთმა, რომელმაც კოლექტიურად შეუტია რუსეთს, თვითონ გამოითხარა კოლექტიური ეკონომიკურ-სოციალური სამარე. მას რუსეთის არაფერი უნდა — არც ენერგომატარებლები, არც კვების პროდუქტები, არც მარცვლეული, არც მინერალური სასუქები, არც რუსული ხელოვნება, კულტურა, სპორტი, მეცნიერება, …, მოკლედ, არც არაფერი.

კოლექტიური დასავლეთის პოლიტიკური მმართველობა მზადაა ქამრები სულის ამოხდამდე შემოიჭიროს, უფრო სწორად თვითონ კი არა, ხალხს შემოაჭერინოს. და ისიც თანახმაა — ტყუილების გავლენის ქვეშ მოქცეული. კოლექტიური დასავლეთის მმართველობამ, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების „ურყევმა დამცველმა“ ხომ ყოველგვარი რუსული ინფორმაციის მიღება აუკრძალა საკუთარ მოსახლეობას?!

მას იმას ასმენინებენ, რაც კოლექტიურ მმართველობას სურს — სიყალბითა და ბუჩას სპექტაკლით გაჯერებულს. კოლექტიური დასავლეთის პროპაგანდის შედეგად რუსეთის მოქალაქეს ევროპა-ამერიკაში მყოფს, ისე დასდევენ, როგორც ტყიდან გამოვარდნილ მხეცს — შეურაცხყოფის მისაყენებლად, მათ შორის ფიზიკურისაც.

არ ეკადრება ასეთი საქციელი დემოკრატიულ დასავლეთსო — იფიქრებთ თქვენ. გეთანხმებით, არ ეკადრება გოეთეს, შილერის, შექსპირის, ჰიუგოს, ვაგნერის, ვერდის, …, რომელი ერთი ჩამოვთვალო შთამომავლებს. მაგრამ არიან კი დღევანდელნი, ერთნაირსქესიანთა თაყვანისმცემელნი, ექსტრემიზმით, აგრესიით, ნეოფაშიზმით აღყინებულნი დიდ წინაპართა მემკვიდრეები?

დიდი წინაპრების სულს და გონებას ხელი არ შეუშლია ფაშიზმის გამოგონებაში, რასაც ევროპის შუაგულში ჰქონდა ადგილი. ის ფაშიზმი მარტო იტალია-გერმანიისა იყო თუ სრულიად ევროპის? — სრულიად ევროპის, რაზეც ფაქტები მეტყველებს. საბჭოთა კავშირს გერმანიასთან ერთად ომი გამოუცხადეს: ფინეთმა — 18 დივიზიით და 380000 მებრძოლით; რუმინეთმა — 18 დივიზიით და 380000 მებრძოლით; იტალიამ — 68000 მეომრით, უნგრეთმა — 44000 ჯარისკაცით; სლოვაკეთმა — 42000-ით; ხორვატიამ — 25000-ით.

ჯამურად მილიონი ცოცხალი ძალით, 7000 საბრძოლო ტექნიკით, 7000 თვითმფრინავით. გარდა ამისა „რუსის“ მოკვლის სურვილი ჰქონდათ მოხალისეებსაც, ისე, როგორც დღევანდელ უკრაინაში, სადაც ამერიკელ, ინგლისელ, პოლონელ, რუმინელ, სხვა ევროპელებთან ერთად 400-მდე ქართველი ომობს.

მეორე მსოფლიო ომში სსრკ-ს წინააღმდეგ ფაშისტური გერმანიის ჯარში 22 ნაციონალური დივიზია იბრძოდა — 522000 ჯარისკაცის შემადგენლობით: ალბანეთის, ბელგიის, ბულგარეთის, უნგრეთის, დანიის, იტალიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, სერბეთის, ლატვიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, ჩეხოსლოვაკიის, გალიჩინის, უკრაინის, საქართველოს, რუსეთის, ცენტრალური აზიის.

წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო — ხალხურია ეს გამონათქვამი. შემოდგომა ჯერ არ დამდგარა, თუმცა კოლექტიური დასავლეთის მიერ დათესილი ანტირუსული ნაყოფი ლამის ჯეჯილად იქცა და ისეთ თავთავს იკეთებს, მრავალი წლის განმავლობაში რომ მსოფლიოს უმძიმესი ეკონომიკურ-სოციალური ლივლივით თვალს მოჭრის.

სანქციების ობიექტი — რუსეთი გაუძლებს შეტევას. გაუჭირდება, მაგრამ გაუძლებს, ვინაიდან მას უდიდესი ბუნებრივი რესურსები გააჩნია და თუ ხელს უფრო მარდად გააქნევს, არც მოშივდება და არც მოწყურდება, რასაც რესურსებით მწირ ევროპაზე ვერ ვიტყვით.

24 თებერვლიდან დაწყებული, დღემდე არსებული ვითარება უკვე ნათელყოფს ყოვლისმომცველ ეკონომიკურ კრიზისზე, რაც ევროპა-ამერიკას დაატყდა თავს. დღევანდელობისთვის თვალის ზერელე გადავლებაც დაგვანახებს შემდეგს: ინფლაციის კატასტროფულ მატებას, რაც თავისთავად აისახება კვების პროდუქტებზე, სხვადასხვა სახის საქონელზე ფასების მატებით. ენერგომატარებლებზე ემბარგოს დაწესება არის თავიდათავი აღნიშნული „სიკეთეების“.

ენერგომატარებლები კი რუსულია, ისე, როგორც ხორბალი, სხვა სახის მარცვლეული, ზეთი, პურის ფქვილი, ფოლადი, ფერადი ლითონები, მინერალური სასუქები, რომელი ერთი ჩამოვთვალო? საიდან, რა გზით მიიღებს ყოველივე ამას ევროპა და თუ მიიღებს, რა ფასში?

მკაცრი სანქციების დაწესების ავტორმა აშშ-ა ვერ გათვალა, რომ სანქციები ძირს გამოუთხრიდა ევროკავშირის ეკონომიკას. იქნებ, რუსეთთან ერთად, ევროკავშირის დაჩოქებაც ჰქონდა მხედველობაში ბოროტი ზრახვებით შეპყრობილ ვაშინგტონს?

რომ იტყვიან, მიზნის მისაღწევად ყველა ხერხია გამოსადეგი. აშშ-ს მიზანი ხომ მსოფლიო ჰეგემონის „ტიტულის“ შენარჩუნებაა და ამ მიზნის მისაღწევად მეტოქეების დაჩოქება?

ამერიკელთა მიზანი რომ იოლად, უმტკივნეულოდ, უდანაკარგოდ ვერ მიიღწევა, უკვე ნათელია — სუპერმარკეტების ცარიელი დახლებით, ბენზინგასამართ სადგურებზე ფასების კატასტროფული ზრდით, მოსახლეობის სოციალური ყოფის ყოველდღიური გაუარესებით, ანტისამთავრობო განწყობის გაღვივებით, ხელისუფალთა რეიტინგების მკვეთრი დაცემით და ა.შ.

საქართველო, რომელიც იმპორტზეა ჩამოკიდებული, გაუძლებს ასეთ გამოწვევას? ერთ-ერთი ხსნა ჩვენთვის ხომ დსთ და რუსეთია? ის რუსეთი, რომელსაც ხელისუფლების დაუფიქრებელი ნაბიჯებით მუდამ გაღიზიანებულის პოზაში ვამყოფებთ. ბუჩაში გამგზავრებას, საზრიანი მთავრობა რუსეთში გამგზავრებას ამჯობინებდა — ბენზინისა და ხორბლის შეღავათიან ფასებში საყიდლად. რუსეთმა უკვე მერამდენედ გამოაცხადა, რომ ბენზინსა და მარცვლეულს შეღავათიან ფასებში გასცემს იმ ქვეყნებზე, რომლებიც „შავ“ სიაში არ არიან.

ეს, რაც საქართველოსთვის სტრატეგიულ პოზიციებს შეეხება, რაც შეეხება სხვას, ანუ რუსული იმპორტის გაზრდას და ქართულის, რუსულ ბაზარზე შეტანას, დღეს გაცილებით იოლად მოხერხდება — შექმნილი მსოფლიო ვითარებიდან გამომდინარე. ნუთუ, ძნელია ამის მიხვედრა? ნუთუ, ძნელია საკუთარი ხალხისთვის პრაქტიკული ნაბიჯის გადადგმა?

თუ ვინმეს ჰგონია, რომ კოლექტიური ევროპა დაგვეხმარება, ცდება! მას თავისი თავი გასჭირვებია და არაევროკავშირელს დაეხმარება? იქნებ, ვინმე ფიქრობს, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული კითხვარი გადაგვარჩენს?

ბრიუსელის მიერ ჩვენს წერილზე გამოგზავნილი პასუხი — მთელი რიგი წინადადებით აღსავსე, რომელიც კონკრეტულ პასუხს მოითხოვს და დროში გაწელილი პროცესია, ვერ იქნება გარანტია იმისა, რომ საქართველო მიიღებს ევროკავშირში გაწევრების კანდიდატის სტატუსს.

მკითხველს შევახსენებ, რომ კანდიდატის სტატუსის მოპოვების მიზნით, ხელისუფლებამ ოფიციალური განაცხადი აფრინა ბრიუსელს, რომელმაც პასუხი, წინადადებების სახით გადმოგვცა. აი, ეს „გადმოცემა“ საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა „საქართველოს ისტორიისთვის აღსანიშავ მოვლენად მონათლა“.

„ჩვენ მადლობა უნდა ვუთხრათ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას და ევროკავშირის ხელმძღვანელობას, ევროკომისიას და ევროსაბჭოს, მეტადრე უკრაინას. რომ არა უკრაინის თავგანწირული ბრძოლა, შესაძლოა ეს დღე არ დამდგარიყო, ყოველშემთხვევაში ასე სწრაფად. ამ ვითარებიდან გამომდინარე ევროკავშირმა დააჩქარა პროცესი, მოიქცა რა პოლიტიკურად, ვიდრე ბიუროკრატიულად“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.

როგორც ჩანს ქალბატონ ზურაბიშვილს წინადადებების გადმოცემა ევროკავშირში შესვლასთან აქვს გაიგევებული. არადა, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ამ წინადადებებს დადებითად უპასუხებს, რაშიც ეჭვი მეპარება, ვინაიდან პასუხი შესრულებას ნიშნავს და არა რუსები რომ იტყვიან „ოტპისკას“, მაშინ საქართველო მიიღებს ევროკავშირში შესვლის კანდიდატის სტატუსს, რაც სულაც არ ნიშნავს ევროკავშირში შესვლას. კანდიდატობიდან წევრობამდე დიდი მანძილია გასავლელი.

ზურაბიშვილის განცხადებამ „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიალი გამახსენა, როდესაც დაჯილდოებული მადლობას უხდის ცოლ-შვილს, მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს, ყველას, ვინც პირზე მოადგება. ისე, როგორც ეს ზურაბიშვილმა გააკეთა.

ამ ქალბატონის გასაგონად ვამბობ: საქართველო 2014 წელს გახდა ევროკავშირის ასოცირებული წევრი; გაფორმდა სავაჭრო ხელშეკრულებაც, რომლის მიხედვით, ქართულ პროდუქციას ფართო გასაქანი უნდა ჰქონოდა ევროკავშირის ბაზარზე, ისე, როგორც ევროკავშირისას საქართველოში. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს მოძრაობა ცალმხრივი გამოდგა სუბიექტურ-ობიექტურ მიზეზთა გამო.

ქართულ პროდუქციას მკაცრი კონტროლი აქვს დაწესებული, მაშინ, როდესაც ევროპულს არაფერი მსგავსი. მაგალითად, ქართული თაფლი, გარდა იშვიათი გამონაკლისისა, ევროპის ბაზარზე ვერ შევა, ვინაიდან სკა არის იმ მიდამოებში განლაგებული, სადაც „ჩეჩმაა“, „ჩეჩმა“ კი ჩვეულებრივი მოვლენაა სოფლად. ფუტკარი ჩეჩმას მიეძალება, რაც ნაყოფის ანუ თაფლის სიბინძურის დამახასიათებელი იქნება.

რაც შეეხება ხილს, მაგალითად ვაშლს — ევროპული ბაზრისთვის ერთი ზომის, ერთი ფორმის უნდა იყოს. განსხვავებული, მიუღებელია. ერთი სიტყვით, ის, ისეთი უნდა იყოს, როგორც აქაურ სუპერმარკეტებში იყიდება — ერთი ზომის — პლასტმასის მსგავსი; გემოთი, უგემური, ფასად — ძვირი.

გასაკვირია ერთობ, რუსეთის უკიდეგანო, ნაკლებპრეტენზიული ბაზრის შემყურე საქართველოს თვალი ევროკავშირისკენ გაურბოდეს! იმ ევროკავშირისკენ, რომელიც საქართველოს არა მარტო პროდუქციით, არამედ ყველა პარამეტრით მდარე ხარისხის მწარმოებლად მიიჩნევს, ხოლო ქვეყანას და მის ხალხს ნაკლებცივილიზებულად.

არაერთხელ აღვნიშნე პოლიტიკურ პრაგმატულობაზე, მოქნილობაზე, რაც ასერიგად აუცილებელია პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ურთიერთობებში და ვითარების რეალურ აღქმაში. რეალობა კი ასეთია — საქართველოს ყველაზე ინტენსიური ეკონომიკურ-სავაჭრო კავშირები აქვს არა ევროკავშირთან, არამედ რუსეთთან, ჩინეთთან, თურქეთთან.

2021 წელს საქართველომ რუსეთში 750 მილიონი დოლარის საქონელი გაყიდა, ხოლო რუსეთმა საქართველოში — 1.4 მილიარდი დოლარის.

ავიღოთ ტურიზმი — საქართველოს ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი მთავარი წყარო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების მიხედვით, ა.წ. მარტში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობამ შეადგინა 188354 ადამიანი. მოგზაურობა განახორციეა ხმელეთით — 106994 ადამიანმა; 78954 — თვითმფრინავით; 1354 — ზღვით; 1052 — რკინიგზით.

ქვეყნებისდა მიხედვით, თურქეთიდან საქართველოს ეწვია 42421 სტუმარი, რუსეთიდან — 22536, სომხეთიდან — 21990, აზერბაიჯანიდან — 14554, ისრაელიდან — 12308; ირანიდან — 7070; უკრაინიდან — 6375.

ამ სიაში არ ჩანს ევროკავშირის ქვეყნები. ნიშნავს თუ არა ეს რამეს თავგადაკლული ქართველი „ევროპელებისთვის“?

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

21/04/2022