21.12.2024

საქართველო — ყალბი ინფორმაციის მსხვერპლი

თემას, რომელსაც ამჯერად შემოგთავაზებთ, წინა სტატიებშიც შევეხე, რითაც ზოგიერთის რისხვა დავიმსახურე, თუმცა ლანძღვა-გინებამ უკურეაქცია გამოიწვია ჩემში, ისეთი, როგორიც იაპონელ არქიტექტორში, რომელმაც გასული საუკუნის 70-იან წლებში მაღალი სასტუმრო აღმართა ტოკიოს ცენტრში.

არქიტექტორი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს — სეისმურობით ცნობილ ქალაქში, როგორ აღმართა მაღალი შენობაო. არქიტექტორმა, პაუზის შემდეგ, მოულოდნელი რამ თქვა — რაც  მეტს გამაკრიტიკებენ, მეტი რეკლამა იქნება ჩემს მიერ შექმნილი სასტუმროსთვისო.

ასე, რომ კრიტიკა, ჩემს მიმართ გამოთქმული, დასტურია იმისა, რომ კრიტიკოსები გაეცნენ სტატიას. ჩემი მიზანიც ეს იყო და არის.

თქვენს სამსჯავროზე გამოტანილ ახალ სტატიაში, ისე, როგორც წინაში, ტრადიციას არ დავარღვევ და ვიტყვი იმას, რაც ჩემის აზრით სიმართლეს შეეფერება და არ ვიტყვი იმას, რაც ტყუილია — დასავლეთის მიერ შეთხზული და აქაურთა მიერ გაფეტიშებული.

აქაურებში ვგულისხმობ თითქმის ყველა პოლიტიკურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციას, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის ე.წ. ინტელიგენციას — გაურკვეველი, ტენდენციური, რბილად რომ ვთქვათ, ბრიყვული აზრების გენერატორს და მთავრობას, მიუხედავად ამ უკანასკნელის მიერ გამოჩენილი სიფრთხილისა, რომელიც რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების არ დაწესებაში გამოიხატა.

პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის პოზიცია, ერთობ გაბედული, რომ დასავლეთს მიუღებლად მიაჩნია, ფაქტია, მაგრამ არის თუ არა ეს პოზიცია საკმარისი იმისთვის, რომ თავი დავიცვათ და ხვალინდელ ნათელ მომავალზე ვიფიქროთ?

უდავოდ, არა! ამ პოზიციას სხვა, მსგავსით სჭირდება გამაგრება, რათა ბატონობას დაჩვეულმა კოლექტიურმა დასავლეთმა კორექტულად მაინც მიმართოს საქართველოს და არა კლასის მკაცრი დამრიგებლის მსგავსად.

პრემიერის სიმტკიცეს მხარს საქართველოს მოსახლეობა დაუჭერს, გაცილებით მეტად, ვიდრე არჩევნებში. მოარული ხმების მიხედვით, „ოცნებაზე“ უკმაყოფილო ხალხი, ნელ-ნელა იცვლის პოზიციას, „ოცნების“ სასარგებლოდ და თუ ამ პროცესს, თვით „ოცნება“ არ ჩააქრობს, პროდასავლური განცხადებებით და ქმედებით, მის სამომავლო გეგმებს ძაღლიც ვერ დაჰყეფს.

გავიმეორებ! რუსეთისთვის სანქციების არდაწესება საკმარისი არ არის, სხვაც არის საჭირო და რა სხვა? უკვე დაგვიანებულია, მაგრამ მაინც ვიტყვი შემდეგს: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აუცილებლად უნდა მიეწვიათ საქართველოში პოლონეთის ელჩი, რომელმაც რონდელის ფონდის თაოსნობით მოწყობილ შეკრებაზე, დიპლომატიური ეტიკეტის დარღვევით, თავს უფლება მისცა მასპინძლებისთვის ეთქვა გორში სტალინის სახლ-მუზეუმის გაუქმების თაობაზე.

ელჩის ნათქვამი უფრო ბრძანებას ჰგავდა, ვიდრე საკუთარი მოსაზრების გაჟღერებას, რაც, ცხადია, ვარშავის ანტისაბჭოური, ანტისტალინური, ანტირუსული პოლიტიკით არის განპირობებული.

სტალინის სახლ-მუზეუმის, თვით სტალინის პიროვნების ნეგატიურად წარმოჩინების საკითხი დიდი ხანია აწუხებთ ბალტიისპირა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, რომლებიც ვაშინგტონ-ბრიუსელის ნებისმიერი დავალების ბრმა შემსრულებლები არიან. მაგრამ ჩვენ?

თავი დავანებოთ სტალინს, სახლ-მუზეუმს და დავსვათ კითხვა — რატომ აძლევს თავს უფლებას პოლონელი ელჩი არადიპლომატიურად ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეში?

იმიტომ, პატივცემულო მკითხველო, რომ პოლონეთი და ევროკავშირელები საქართველოს და ქართველებს ისეთებად მიიჩნევენ, როგორებსაც ჭკუა უნდა ასწავლონ — უხეშად, ხელებზე სახაზავის დარტყმით, წინათ რომ მკაცრი მასწავლებელი იყენებდა ურჩი მოსწავლეების დასასჯელად.

პოლონეთის ელჩის თავხედობას არავითარი უკურეაქცია არ გამოუწვევია ხელისუფლებაში, რაც ქვეყნის პრესტიჟის დაკნინება, ფეხქვეშ გათელვაა. ავიღოთ მეორე საკითხი, რომელმაც საზოგადოების შეგნებულ ნაწილში დიდი აღშფოთება გამოიწვია. ხელისუფლებაც განაწყენდა — ეს იყო და ეს. სხვა რეაქცია მას არ ჰქონია.

უპირველესად გეტყვით იმას, რაზეც ხელისუფლებას შესაბამისი, ამ შემთხვევაში მკაცრი პოზიცია უნდა დაეკავებინა და რასაც ადგილი არ ჰქონია. უკრაინის ხელისუფლების გავლენიანმა, ოდიოზურმა  ფიგურამ, უშიშროების საბჭოს მდივანმა, დანილოვმა ქართველ „პოლიტიკოსებთან“ საუბრის დროს თქვა: „თუ მოლდოვა და საქართველო დაკავებული იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, აუცილებლად დაგვეხმარება … თუ რუსეთის წინააღმდეგ გაიხსნება მეორე ფრონტი — ძალიან დაგვეხმარება. საქართველო, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ სწორად იქცევა“.

არის თუ არა დანილოვის განცხადება საქართველო-მოლდოვის რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვის წაქეზება? უდავოდ, არის! რა გააკეთა ხელისუფლებამ? გარდა ზედაპირული განცხადებისა, არც არაფერი!

რა უნდა გაეკეთებინა?! საგარეო უწყებას უკრაინის ელჩი უნდა მიეწვია ახსნა-განმარტებისთვის. სამწუხაროდ, ასეთს ადგილი არ ჰქონია და იცით რატომ? — იმიტომ, რომ უკრაინელი „პოლიტიკოსებისა და დიპლომატების“ მოუზომავ, არადიპლომატიურ განცხადებებს არც ერთხელ არ გასცა ჯეროვანი პასუხი ხელისუფლებამ შიშნარევი მორიდების გამო.

ასე იყო, როდესაც კულებამ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ რამდენიმე კვირის წინ, შეურაცჰყო საქართველო და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრების სურვილით ოფიციალური მიმართვის გაგზავნისთვის. რატომ გააგზავნეთ მაშინ, როცა უკრაინას უკვე გაგზავნილი ჰქონდა თხოვნა წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლადო. ამით თქვენ გინდათ, რომ ყურადღება უკრაინიდან თქვენზე გადმოვიდესო და ა.შ.

პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებას, ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით, უმკაცრესი რეაქცია უნდა მოჰყოლოდა ჩვენი მთავრობის მხრიდან, ვინაიდან სიტყვები, რომლებიც ზელენსკიმ საქართველოს მიმართ გამოიყენა, იყო შეურაცხმყოფელი. ამ შემთხვევაში არა მარტო ელჩის მოვალეობის შემსრულებელი უნდა მიეწვიათ საგარეო უწყებაში, არამედ მისთვის საპროტესტო ნოტაც უნდა გადაეცათ.

უხეშ დიპლომატიას მკაცრი პასუხი ესაჭიროება. არ იქნება ასეთი? იქნება, უფრო სწორად გაგრძელდება ქვეყნის შეურაცხყოფა. ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას ქვეყანა ვერბალური შეურაცხყოფისგან — შესაბამისი ნაბიჯების გადადგმით და არა ტრაფარეტული, არაფრის მთქმელი სიტყვების ჟონგლიორობით.

სამხედრო ოპერაციამ, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს, უკვე გაჰყო მსოფლიო ორ ნაწილად. ერთში — აშშ-ი, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი, იაპონია, ავსტრალია; მეორეში — რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, აზიის, აფრიკის, ლათინური ამეიკის ქვეყნებია. თუ პირველი, მრავალი ათეული წელია ჩამოყალიბებულია და ფეხს არ იცვლის ძველი, დახავსებული პოლიტიკისგან, მეორე — ახლა ყალიბდება, თანაც ისეთი ძალით, ტოლი რომ არ ეყოლება მსოფლიოში — არც ეკონომიკაში, არც შეიარაღებაში, არც წიაღისეულ სიმდიდრეებში, არც ადამიანურ რესურსებში, არც თანამედროვე ტექნოლოგიებში და ა.შ.

24 თებერვალს ჩაეყარა საფუძველი ახალი მსოფლიოს შექმნას — რუსეთის ინიციატივით. რა სახელი დაერქმევა ახალ მსოფლიოს? უპირველეს ყოვლისა მრავალპოლუსიანი, უბატონო მსოფლიო, დედამიწის ნახევარზე მეტში გამეფებული.

პირველში, აშშ-ი შეეცდება შეინარჩუნოს ბატონობა, რასაც ჯერ-ჯერობით ახერხებს, ცრუ პროპაგანდით, ანტირუსული, გულისამრევი განცხადებებით — ტყუილით. სიცრუით გაჯერებული დასავლური მედია დიდხანს ვერ მოახერხებს ხალხის გამოთაყვანებას, ჭურში ჩაკეტვას. და მოხდება ის, რასაც რბილად რევოლუცია ჰქვია.

უკრაინის მოვლენები არ არის მარტო მარიუპოლისთვის ბრძოლა, იდეოლოგიური ომია კოლექტიური დასავლეთსა და რუსეთს შორის, რომელშიც კოლექტიური დასავლეთის დამარცხება გარდაუვალია, ვინაიდან თვით ამ დასავლეთში ჩნდება ვაშინგტონის მიმართ უნდობლობა და ეჭვი, მისი მზაკვრული პოლიტიკიდან გამომდინარე, მოკავშირე ქვეყნების მიმართ.

ვაშინგტონი არა მარტო უკრაინაში აომებს უკრაინელებს რუსების წინააღმდეგ, არამედ ევროპელებსაც. მიზანი მისი არის მარტივი — „მოკავშირე“ ევროკავშირის ეკონომიკური დაუძლურება, კონკურენტობიდან, მონობაში გადაყვანა. ამ მიზნის მისაღწევად მას ათასი ბერკეტი აქვს, მათ შორის პროპაგანდა, რომლის მსხვერპლი ევროპასთან ერთად, ქართველებიც ვართ.

დასავლური პროპაგანდით ტვინამღვრეული ქართველი ვერადავერ მიმხვდარა რა ხდება დღევანდელ უკრაინაში, ქვეყანაში, რომელშიც თითქმის 30 წელია ანტირუსული პროპაგანდა და მასთან ერთად ქმედება ყველა რეკორდს ხსნის; ვერ მიმხვდარა, რომ უკრაინაში დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში ფაშისტი ბანდერას და შუხევიჩის იდეოლოგიას აშშ-ა ფრთები შეასხა და მილიარდობით დოლარი დახარჯა უკრაინელი ბავშვების ფაშისტებად გადაქცევაში.

სკოლის სახელმძღვანელოებიდან დაწყებული, მასწავლებლების, ლექტორების მიერ ფაშისტური იდეოლოგიის გავრცელებით დამთავრებული, უკრაინელი გადააქციეს პირწავარდნილ ფაშისტად, რომელიც თავის უმთავრეს მტრად საკუთარ სისხლსა და ხორცს, რუსის სახელის მატარებელს მიიჩნევს და მზად არის სამკვდრო-სასიცოცხლოდ ეკვეთოს მას.

იცის თუ არა საქართველოს მოსახლეობის ნაწილმა, საკმაოდ მნიშვნელოვანმა, რომ ქართველი „გმირები“, რომლებიც უკრაინის „თავისუფლებისთვის“ თავს სწირავენ — რანი არიან ბანდერა-შუხევიჩის მემკვიდრეები — ფაშისტური სვასტიკებით ტანდამშვენებულები, ასჯერ და ათასჯერ უფრო დაუნდობლები, ვიდრე მათი ისტორიული „ბელადები“, გერმანელი ფაშისტები?

თუ იცის და მაინც განაგრძობს მათ მხარდამხარ ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი რუსი მეომრების ხოცვას, მაშინ ისინიც ფაშისტები არიან, რაც საქართველოს ტრაგედიაა. კოლექტიური დასავლეთი შეგნებულად არ თვლის უკრაინას ნეოფაშიზმის ბუდედ, მარტივი მიზეზის გამო — ის, რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული. ასე იყო გასული საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც კოლექტიურმა დასავლეთმა მილიონობით დოლარი მოახმარა ჰიტლერის ძალაუფლების განმტკიცებას და საბჭოთა კავშირზე მისევას. ის სავალალო ექსპერიმენტი, ბუმერანგივით რომ დაუბრუნდა მას, მაშინ მიხვდნენ და მოსკოვისკენ გაიხედეს — თვითგადარჩენის სურვილით.

მაშინ კი მიხვდნენ, მაგრამ დღეს ვერ ხვდებიან?

77 წელი გავიდა მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან. ევროპა-ამერიკას სხვა ყაიდის, სხვა პოლიტიკური მრწამსის მატარებელი პოლიტიკოსები მართავენ, ერთობ მსუბუქნი, ვიდრე მათი წინაპარი ლიდერები.

უყურებ და უსმენ გერმანიის კანცლერ შოლცს, საგარეო საქმეთა მინისტრ ბერბოკს და ფიქრობ ადენაუერის, შმიდტის, კოლის, სხვა ბუმბერაზი კანცლერების შემდეგ შოლცამდე დაშვება, მითუმეტეს ბერბოკამდე — გერმანელთა დეგრადაციაზე ხომ არ მეტყველებს?

ანდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ჯონსონისთვის თუნდაც ერთი შეხედვა და მისი დაუვარცხნელი, გაბურძგნული თმის ხილვა, ისე, როგორც აჩაჩულ-დაჩაჩული ჩაცმულობის და ასეთივე გაუწონასწორებელი მეტყველების, ეკადრება შექსპირის სამშობლოს, ჩერჩილზე რომ აღარაფერი ვთქვათ?!

ჩიტირეკია მაკრონზე — საფრანგეთის პრეზიდენტზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი? დე გოლის შემდეგ ასეთი პრეზიდენტი, თუ ქვეყნის დაგცევა სურს ფრანგებს, უდავოდ მოსწრებაა.

განსაკუთრებული განსჯის საკითხია აშშ-ს დღევანდელი პრეზიდენტი ბაიდენი. ავადმყოფ კაცზე ქილიკით ლაპარაკი მიუღებელია, მაგრამ, როდესაც ეს ავადმყოფი, ყოველგვარი ადამიანური თავშეკავების საზღვრებს ლახავს და თავისი სიტყვებით, მითუმეტეს გადაწყვეტილებებით მსოფლიოს მშვიდობას ემუქრება, ქილიკიც მისაღებია და მძაფრი კრიტიკაც, რასაც აშშ-ს ტელეკომპანიები სისტემატურად მიმართავენ.

„მძინარე ჯო“ — ტყუილად არ შეარქვა მას, ყოფილმა პრეზიდენტმა ტრამპმა. დიახ, მას ჩათვლემა უყვარს სერიოზული სახელმწიფო მოლაპარაკებების დროს, ისე, როგორც პირისპირ შეხვედრისას.  დემენციით შეპყრობილი ბაიდენი, რომელიც არამარტო ქვეყნების სახელებს ურევს ერთმანეთში, არამედ უახლოესი თანამშრომლების — საგანგაშოა.

რა გაეწყობა, ასეთია თანამედროვე პოლიტიკოსთა ნაწილის (ყველას ჩამოთვლას სტატია ვერ დაიტევს) სავალალო მენტალურ-ფიზიკური მდგომარეობა, რაც მსოფლიო მშვიდობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. მაგალითი ამისა უკრაინაა, სადაც იხოცებიან ადამიანები და ნაცვლად იმისა, რომ კოლექტიურმა დასავლეთმა შეწყვიტოს უკრაინის ფაშისტური რეჟიმისთვის იარაღის მიწოდება, პირიქით ზრდის; აქეზებს ზელენსკის გააჭიანუროს ომი და ისეთი ვითარება შექმნას, როგორიც მას ჰქონდა ავღანეთში. 20-წლიანი სამხედრო ავანტიურა იქ ხომ სამარცხვინო მარცხით დამთავრდა?!

როგორც ზემოთ აღვნიშნე უკრაინის სამხედრო ოპერაციას თან ახლავს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების კორიანტელი, პროპაგანდისტული ომი. აქედან თუ რომელია პრიორიტეტული დასავლეთისთვის, ძნელი გამოსაცნობი არ არის, ვინაიდან ყველა რუსეთის განადგურებისთვისაა მიმართული. ე.წ. რუსული რბილი ძალის გასაბათილებლად — მხედველობაში მაქვს მედია-ომი.

თუ რას ნიშნავს მედიური სიცრუე, საქართველოში აშშ-ს ელჩის დეგნანის განცხადებაც დემონსტრირებს. მისი ნათქვამი შებრუნებით თუ არ გავიგეთ, დააზიანებს საქართველოს მიერ რუსეთის ნამდვილ აღქმას. აი, რა ბრძანა მან:

„სხვა ქვეყნებში გათიშეს ძალადობრივი მაუწყებლობა (მას რუსული ტელეარხები აქვს მხედველობაში), რადგან ეწევიან ძალადობისა და სიძულვილის პროპაგანდას. აშშ-ი ბევრს აკეთებს მედიაწიგნიერების კუთხით, რომ ახალგაზრდებმაც და ზრდასულებმაც უკეთესად შეძლონ ყალბი ამბების ამოცნობა, უკეთესად ამოიცნონ ცრუ ნარატივები, რომელთა მიზანიც დაბნეულობის გამოწვევა და საზოგადოების დაყოფაა …“.

დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების მყვირალა აშშ-ს პოლიტიკა არავითარ „სიტყვის თავისუფლებას“, მითუმეტეს დემოკრატიას რომ არ ეყრდნობა, დეგნანის ნათქვამიდანაც ჩანს. „გათიშეთ რუსული ტელეარხები“, — მოგვიწოდებს ის და მოგვისმინეთ ჩვენ, ანუ დემოკრატიულ დასავლეთს.

დეგნანის პასი (ფეხბურთის ტერმინის მსგავსად) აიტაცა ხელისუფლებამ და რახანია გათიშა რუსული ტელეარხები. შედეგი? უკრაინულის მოზღვავება და მასთან ერთად სიცრუის, რომლის მიხედვით, რუსეთი ომს აგებს და მალე დატოვებს უკრაინის ტერიტორიას; რუსი ჯარისკაცები აუპატიურებენ უკრაინელ გოგონებს, შემდეგ კლავენ’; კაცებს თავს აჭრიან, …

დეგნანის მიხედვით, საქართველოს არ სჭირდება ალტერნატიული აზრის მოსმენა. ჩვენ ერთ აზრს უნდა დავემონოთ, რასაც ვაკეთებთ და ვერ ვხვდებით, რომ ე.წ. სტრატეგიულმა პარტნიორმა ჭურში ჩაგვიშვა და გვასმენინებს ტყუილებს, უკრაინის ჰიმნის თანხლებით; საცხოვრებელი კორპუსების აივნებზე გვაიძულებს უკრაინული დროშის გადმოფენას; უკრაინელი ფაშისტების გვერდში მებრძოლი ქართველების გმირებად აღქმას გვაიძულებს; ტონობით მედიკამენტებს, კვების პროდუქტებს გვაგროვებინებს „საწყალი“ უკრაინელების დასახმარებლად, მაშინ, როდესაც 75000 მშიერი საკუთარი ბავშვი გვიტირის შინ.

ცრუ დასავლური პროპაგანდით ტვინს გვირეცხავს და გვაიძულებს მეზობელს, რომელთანაც საუკუნოვანი ურთიერთობები გვაქვს და ურომლისოდაც პურის ჭამაც გაგვიჭირდება, რუსი მტრად ჩავთვალოთ, საბოლოოდ ზურგი შევაქციოთ. და მერე რა? დეგნანს რა უჭირს. დაამთავრებს თავის მოღვაწეობას საქართველოში და წავა, თან ისე, რომ იშვიათად გაიხსენებს მას, როგორც წინა ელჩები.

ჩვენ, ტვინგარეცხილები, დავრჩებით აქ, ჩვენს თავებში ამერიკელთა ძალისხმევით ჩატენილი რუსის სიძულვილით და მასთან ერთად რუსის შიშით.

მეზობლის მიმართ მუდმივი სიძულვილით, მითუმეტეს შიშით ცხოვრება, დააავადებს ერს, ისედაც დაავადებულს და განახევრებულს.

კელი დეგნანი აშშ-ს ელჩია საქართველოში. მის უკან 30 წლის განმავლობაში ჩვენს მიერ პარტნიორად შერაცხული დიდი ქვეყანა დგას, ამდენად მისი ნათქვამი კანონია ხელისუფლებისთვის. რაღა შორს წავიდეთ, განა დეგნანმა არ შეგვატანინა ცვლილება კონსტიტუციაში? ხელისუფლებას ეშინია მისი და ვაშინგტონის, ამიტომ ცდილობს გუნდრუკი უკმიოს მათ, მაგრამ სანამდე?!

ხელისუფლება უნდა ხვდებოდეს, რომ მონურ პოზაში დგომა, მონობის განცდას ისე გაგვიჯერებს ორგანიზმში, მისი გამოდევნა შეუძლებელი გახდება. და 30 წლის განმავლობაში დაგლახებული ქვეყანა, სრულიად დაგლახდება.

ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ უკრაინის, მითუმეტეს ფაშისტურის, ძალით შეყვარება შეუძლებელია. უკრაინის ჰიმნის ყოველ საათში ეთერში გაშვება ძალადობის გამომხატველია, ხოლო უკრაინის დროშის დაუსრულებელი ფრიალი და ფაშისტური ლოზუნგის „სლავა უკრაინე, გეროიამ სლავას“ ძახილი ფაშიზმის გაზიარებაა.

სტატიის წერისას უკრაინის პატარა ქალაქ ბუჩაში დატრიალებულმა საზარელმა ამბავმა მომისწრო — უკრაინულ-დასავლური მედია-პიარის ნაყოფმა, რომლის მიხედვით, უკრაინა კი არა, რუსეთია ფაშისტური სახელმწიფო. ბუჩის ისტორია კარგა ხანს ემახსოვრება მსოფლიოს — რუსეთის მიმართ ნეგატიურად განსაწყობად, სკრიპალების მოწამვლისა არ იყოს.

ამასთან დაკავშირებით ერთ ამბავს გავიხსენებ ჩემს ერთ-ერთ მაღალჩინოსან კოლეგასთან დაკავშირებით, რომელმაც მისთვის არასასიამოვნო პირზე საჯაროდ თქვა — ეს, პედერასტიაო. მაშინ, დღევანდელთან შედარებით, მამათმავლობა საზარლად აღიქმებოდა. რას ამბობ, მართლა — ვკითხე. მე ვთქვი და თქვენ როგორც გინდათ ისე გაიგეთო — ბრძანა ცილისმწამებელმა.

ბუჩას ამბავი არათუ ცილისწამება, არამედ სახელმწიფო დანაშაულია და გაეროს მიერ მკაცრად დასაგმობი. მაგრამ ვინ უგდებს ყურს შეურაცხყოფილ და ჯალათად მონათლულ რუსეთს. გაეროს უშიშროების საბჭოს ორჯერ მიმართა რუსეთის წარმომადგენელმა აღნიშნული სიყალბის განსახილველად — საგანგებო სხდომის მოსაწვევად, თუმცა უშედეგოდ, ვინაიდან უშიშროების საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე დიდი ბრიტანეთი, არ იწვევს სხდომას.

სხვაგვარად როგორ უნდა მოახერხოს რუსეთმა შებღალული ავტორიტეტის გამოსწორება?

მაინც რასთან გვაქვს საქმე? — იკითხავს მკითხველი. რუსეთის გულუბრყვილობასთან. გახსოვთ ალბათ, სტამბოლში რუსეთ-უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის დელეგაციის წევრმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, მოლაპარაკების პირობების გაუმჯობესების მიზნით, რუსეთის არმიის ნაწილის, რომელიც კიევთან იდგა, სამხრეთით გადაყვანა გამოაცხადა, რითაც შეასუსტა კიევის ალყა.  ბუჩაში ადგილობრივი ადმინისტრაცია დაბრუნდა, მათ შორის ქალაქის მერიც, რომელმაც ინტერვიუც მისცა ტელევიზიას, რომ ყველაფერი რიგზეა. მას სიტყვაც არ უთქვამს ცხედრებით მოფენილ ქუჩაზე. გვამები უკრაინის ძალოვანმა სტრუქტურამ „აღმოაჩინა“, რომელიც 2 დღის შემდეგ შევიდა ქალაქში ჟურნალისტებთან ერთად.

რუსული საჯარისო ფორმირებების ქალაქიდან გასვლის მეოთხე დღეს. გვამებს ხანდაზმულობა არ აღენიშნებათ — ახალია, რაც იმის მანიშნებელია, რომ დანაშაული თვით უკრაინელებმა ჩაიდინეს, რუსთა დასადანაშაულებლად.

აი, ამისთვის ითხოვს გაეროში რუსეთის წარმომადგენელი საგანგებო სხდომის მოწვევას, რათა გამოძიებულიქნას ეს საზარელი ამბავი და როგორც იქნა მიაღწია 2 დღის დაგვიანებით.

ამასობაში მთელმა მსოფლიომ გაიგო რუსეთის „ბარბაროსობის“ შესახებ. უმალ გააკეთეს განცხადებები ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა ახალი ანტირუსული სანქციების დასაწესებლად.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მორავეცკიმ მოუწოდა მსოფლიოს რუსეთის საზოგადოებისთვის სანქციების დაწესება. რა ჰქვია ამას თუ არა ევროპა-ამერიკის ანტირუსული ლაშქრობა — უკრაინელთა, ისე, როგორც პროპაგანდისტული მანქანის გამოყენებით.

ჭურში მყოფი ქართველობა, რუსულ ტელეგადაცემებგათიშული, სინამდვილეს ვერ გაიგებს და დასავლური პროპაგანდით გაბრუებული ძველ ანტირუსულ განწყობას, ახლით „გაამდიდრებს“. მიზანი დეგნანისა და კოლექტიური დასავლეთისა ხომ ეს არის?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

06/04/2022