17.11.2024

ასეთ უტვინო მსოფლიოში ზელენსკი აუცილებლად უნდა იყოს ნობელის პრემიის ლაურეატი

ვაგრძელებ საუბარს პროვინციული ნაციზმის თემაზე. წინა სტატიაში ამ იდეის ერთი მთავარი „გმირი“ ვახსენე — საქართველოს პირველი პრეზიდენტი გამსახურდია. ისიც გითხარით რა პრობლემები შეუქმნა მან — პროვინციული ნაციონალიზმის გავრცელებით, როგორც ქართველს, ისე აზერბაიჯანელს, ოსს, რუსს, სხვა ერების წარმომადგენლებს ლოზუნგით „საქართველო, ქართველებისთვის!“.

ლოზუნგს, რომ საქმე არ მიეყოლებინა, კიდევ არაუშავს, მაგრამ ისე გაიჯირითა საუკუნეებით ნაშენ ტოლერანტობაში, როგორც მტაცებელმა ცხოველმა ცხვრის ფარაში.

იმჟამინდელი „პატრიოტიზმი“, დღესაც ნოყიერ ნიადაგს პოულობს მრავალეროვან, ერთ ციდა ქვეყანაში და როდესაც აქაურ ეროვნულ უმცირესობათა მიმართ იმას ვერ ვახერხებთ, რასაც მაშინ, მეზობლებზე მიგვაქვს იერიში, რუსეთის და რუსი ხალხის სახით.

ანტირუსული განწყობა, რომელიც მეტნაკლებად არსებობდა ამ ქვეყანაში, გამსახურდიამ გაააქტიურა და ისეთ მწვერვალზე აიყვანა, უარესს რომ ვერ მოიფიქრებდა კაცი.

გამსახურდიას მიერ რუსოფობიის მწვერვალზე აყვანილი ქართველობა, მიუხედავად განვლილი 30-წლიანი ბედკრული ისტორიისა, შესაბამისი დასკვნების გაკეთების გარეშე, აგრძელებს „ზვიად-ბელადის“ ანდერძს და შანსს არ უტოივებს რუსეთს მეგობრული თვალით შემოგვხედოს.

ცრუ პატრიოტიზმმა წალეკა ჩვენი სულები, ბრიყვებად გვაქცია, მეტადრე დაუნახავებად, წარსული ისტორიის უცოდინრად, უმადურებად. დასტური ამისა ქართულ მედიაში იმ „პატრიოტთა“ ნათქვამი, რომლებიც იბრძვიან უკრაინაში.

„პატრიოტული“ გრძნობებით ანთებული ტელე თუ რადიო-ჟურნალისტის კითხვაზე — როგორ იბრძვიან ისინი უკრაინაში, პასუხი ასეთია  — „უკრაინაში, ჩვენ ვიბრძვით უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის, ვხოცავთ რუს ოკუპანტებს. აქ ბევრი ქართველი ომობს ჩვენი უკრაინელი ძმების მხარდამხარ“.

მოდით დავსვათ კითხვა — ვინ არიან ძმები? ვის მხარეს იბრძვიან ქართველები, მათ შორის პარლამენტარები, პოლიტიკოსები? „აზოვის“ და „აიდარის“ ფაშისტური ორგანიზაციების გვერდში — უკრაინელი ფაშისტების მხარდამხარ.

უკრაინაში მებრძოლმა ქართველობამ იცის უკრაინული ფაშიზმის, ბანდერიზმის შესახებ? და თუ იცის და მაინც იბრძვის, ვერ ყოფილა საქართველოს საქმე კარგად.

რატომ? — იკითხავთ. გიპასუხებთ — რუსეთ-უკრაინის ომი მალე დამთავრდება და „ჩვენი პატრიოტები“ დაბრუნდებიან სამშობლოში, თუკი ეს ქვეყანა მათ სამშობლოდ მიაჩნიათ. დაბრუნდებიან „აზოვ-აიდარ“ გავლილნი, ფაშისტური სულისკვეთებით გამოწვრთნილნი და მერე?

ამ კითხვას შემთხვევით არ ვსვამ, ვინაიდან ვგრძნობ მომავალ დესტაბილიზაციას, რომელსაც ე.წ. პატრიოტები „აჩუქებენ“ ქვეყანას. საქართველო, მომავალში, ყოველ წუთს უნდა ფიქრობდეს მათ შესაძლო პროვოკაციაზე რუსეთის მიმართ. ხელისუფლებამ ექსტრა ყურადღება უნდა გამოიჩინოს და გეგმიური საქმეების ნაცვლად, ახალ პრობლემაში დახარჯოს დრო და ენერგია.

უკრაინაში მებრძოლი „პატრიოტების“ გასაგონად გავიმეორებ კითხვას — იცით ვის გვერდით ომობთ? — ნეოფაშისტების, ბანდერა-შუხევიჩის შთამომავლების, პირწავარდნილი ფაშისტების შვილიშვილების. თქვენ რომ გაიძახით — უკრაინელი ხალხის დასაცავად ვიბრძვით აქო, ტყუილია, ვინაიდან უკრაინელი ხალხი ჰყავდათ უკრაინელ ფაშისტებს დამონებული ბოლო 8 წლის განმავლობაში.

უკრაინის რეგიონებს დონეცკსა და ლუგანსკს მოუწყეს მათ გენოვიდი. შედეგი? — 14000 დაღუპული, დანგრეული ქალაქები და სოფლები. ბოლო 8 წელია უკრაინაში ფაშიზმი ჯირითობს დაუფარავაედ, ყველას დასანახად, მათ შორის დემოკრატიული დასავლეთის, მაგრამ არავითარი განგაში, არავითარი „შეშფოთება, აღშფოთება“ და რატომ? იმიტომ, რომ ფაშისტები ანადგურებდნენ რუსული ენის და კულტურის მატარებელ უკრაინელებს.

8 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკას, საზოგადოებას აზრადაც არ მოსვლია, დონეცკ-ლუგანსკისკენ გახედვა, ჰუმანიტარული დახმარების გაწევა, იქაური ლტოლვილების შეფარება. რა, დონბასში მცხოვრები უკრაინელი, უკრაინელი არ არის?

დღეს გაგვახსენდა უკრაინელი ხალხი? და თუ გაგვახსენდა, რატომ მაინცდამაინც ფაშისტები და არა უბრალო უკრაინელი?

ვსვამ კითხვას — რა ჰქვია ისეთ „პატრიოტიზმს“, რომელიც ქართველს აომებს უკრაინაში, ავღანეთში, ერაყში, აფრიკაში? ქართულმა პოლიტიკამ, თავისდა სამარცხვინოდ ყველას გამამართლებელი სახელი დაარქვა — ავღანეთისა და ერაყის ომებს, ტერორიზმისგან საქართველოს დაცვა; უკრაინის ომს — რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ საქართველო-უკრაინის თავისუფლებისთვის ომი.

ძვირი უჯდება ეს ომი „ზედემოკრატ“ კოლექტიურ დასავლეთს. სარწმუნო წყაროების მიხედვით, თითო დაქირავებული „ბოევიკი“ დღეში 2000 დოლარი. მსუყე თანხაა, რამაც მთელი მსოფლიოს „ბოევიკები“ მოხიბლა და უკრაინისკენ გააქანა, ბევრი მათგანი, რუსის ტყვიით განგმირული საიქიოს.

აშშ-ს ერთ-ერთ ტელეარხზე თვალი მოვკარი ამერიკელ „ბოევიკს“, რომელიც გულწრფელად ამბობდა — უკრაინაში არ წახვიდეთ, ჯოჯოხეთი ტრიალებსო. მას მხედველობაში ჰქონდა „აიდარ-აზოვის“ ფაშისტურ ბრიგადებთან ურთიერთობა, რომელსაც ძლივს დააღწია თავი — სასწრაფო დახმარების მანქანით. მოკვლით დაემუქრნენ ფაშისტი უკრაინელები — თუ წახვალ, ზურგში გესვრითო.

გამსახურდიას მიერ გაღვივებული ანტირუსული პროპაგანდა ტრიალებს ჩვენს თავს და გვაიძულებს რუსს შევასკდეთ, უკრაინელისთვის, თითქოს უკრაინელი რუსი არ იყოს.

სააკაშვილის მიერ ზეცაში აყვანილი ანტირუსობა გვიღებს ბოლოს 2003 წლის „ვარდების რევოლუციიდან“ დაწყებული. გამსახურდიას პროპაგანდას სხვა დატვირთვა ჰქონდა. სააკაშვილისას სხვა — უფრო დახვეწილი, საერთაშორისო სარბიელზე ფეხგადგმული, კოლექტიური დასავლეთის მიერ ნალოლიავები.

ერთიც და მეორეც ანტირუსულია. ერთიც და მეორეც რუსთა დაჩოქებას ემსახურება. მიზანი ერთია, სხვადასხვა გზით მოპოვებული. მიზნის მიღწევისთვის, როგორც ჩვენ, ისე უკრაინელები და თქვენ წარმოიდგინეთ თვით რუსეთის მეხუთე კოლონა — ლიბერალების სახით, პაიკები ვართ ჭადრაკის დაფაზე — სხვისი გეგმების შემსრულებლები.

ასე იყო ერაყში, ავღანეთში, ასეა უკრაინაში და ასე გაგრძელდება მომავალში, თუკი გონს არ მოვეგებით. თუკი ერთხელ და სამუდამოდ არ შევეშვებით მატრაკვეცობას — ასევე პროვინციულ სენს.

დანაშაულებრივი პროვინციალიზმია, როდესაც პარლამენტის „ოპოზიცია“ სერიოზულად მოითხოვს უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის პარლამენტის წინაშე ვიდეო-გამოსვლას. ნახეთ რა არგუმენტი მოჰყავს პარლამენტარ სამადაშვილს? — გერმანიის, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, იაპონიის, სხვა ქვეყნების პარლამენტებმა უმასპინძლეს ზელენსკის და ჩვენ სად ვართ, რატომ არ ვრთავთ მას ნებას გამოვიდეს საქართველოს პარლამენტის წინაშეო.

ქალბატონ სალომეს სურს საქართველოს „ვანაჯუჯა“ პარლამენტი ზემოთ მოყვანილ პარლამენტებს გაუთანაბროს. რით ვართ ჩვენ ნაკლები?! ჩვენ ხომ მაგრები ვართ?! და რახან ასეა, მოდად ქცეულ ზელენსკობას ფეხი უნდა ავუწყოთ. გულახდილად გეტყვით — „ვანაჯუჯა“ პარლამეტობა უფრო მისაღებია ამ ბედკრული ქვეყნისთვის, ვიდრე „დემოკრატიული“ ქვეყნების პარლამენტები — სქესშეცლილი, გადაგვარებული ქალ-კაცებით გაჯერებული.

ზელენსკი, ლამის ხატად გადაქცეული, უკანალმოქანავე კოლექტიური დასავლეთის მიერ, მარტივი მიზეზით არის გმირად ქცეული — რუსეთთან დაპირისპირებისთვის.

ზელენსკი იარაღია, როგორც რუსის, ისე უკრაინელის წინააღმდეგ შემართული. ზელენსკი, ისაა, ვისაც ბოლომდე აომებენ რუსეთთან. მიზანი — სლავთა განადგურება საკუთარი ხელით. ზელენსკი მტერია ორივეს. მას გენეტიკური არაფერი აკავშირებს მათთან, გარდა ერთისა — იქ ცხოვრობს, ჯერ-ჯერობით, ხვალ სხვაგან იცხოვრებს — შეპირდნენ კიდეც.

ზელენსკის მიზანი მარტივია — დასავლეთის დავალების პირნათლად შესრულება, ცხადია შესაბამისი მსუყე საფასურით. ამიტომაც არ ჩქარობს რუსეთთან მოლაპარაკების დამთავრებას. ჯერ არაო — უთხრეს მას დასავლეთიდან, იმ ქვეყნის სავალალოდ, სადაც ჯერ-ჯერობით ცხოვრობს.

ქვეყნის პატრიოტი, საღად მოაზროვნე ადამიანი სხვაგვარად იქცევა — საკუთარი ხალხისთვის (თუმცა ის უკრაინელს ან რუსს საკუთრად არ თვლის) გენოციდის მოწყობის ნაცვლად, სამშვიდობო ნაბიჯებს დგამს და ტყუილებს არ ტირაჟირებს, რასაც სისტემატურად მიმართავს.

ქართველთათვის (ზოგიერთთა გამოკლებით) ზელენსკი გმირია, თანაც ისეთი, მედიაში რომ ნატრულობენ — ნეტავი ჩვენი პრეზიდენტი იყოსო.

ფსევდოპატრიოტული შემართება ქართველთა ტვინებს ანგრევს, თანაც ისე, გამოჯანსაღება რომ შეუძლებელი გახდება. აგინებენ რუსეთს, აქებენ უკრაინას. აქეზებენ ხელისუფალთ უკრაინელთათვის მეტი ჰუმანიტარული დახმარების გაწევაში და ისინიც, ოპოზიციის მიერ დაშინებულები, ტონობით ტვირთს უგზავნიან უკრაინას. უკრაინელებს უფასოდ უთმობენ ბინებს, სახლებს, საზკვების ობიექტებს. და ეს მაშინ, საკუთარ მოქალაქეებს — საჭმლის საძიებლად ნაგვის ყუთებში გადაკიდებულებს, ყურადღებასაც რომ არ აქცევენ.

და გვესმის გამუდმებით უკრაინის სახელმწიფო ჰიმნი, მეტიჩარა, უვიცი ჟურნალისტების ანტირუსული ლაქლაქი-შეძახილი — „სლავა უკრაინე, გეროიამ სლავა“. ის, მაინც შევიგნოთ, რომ ეს მისალმება ფაშისტური უკრაინისაა — ბანდერას დროინდელი.

ეროვნული მოძრაობის მიერ (მაინც რატომ ჰქვია ანტიეროვნულს, ეროვნული?) დამკვიდრებული პროვინციული ნაციონალიზმი, ნაცთა მიერ ქვეყნის იდეოლოგიად ქცეული, ჩანს დიდხანს დაალპობს აქ მცხოვრებთა ტვინებს. იყო ამ იდეოლოგიის მოსპობის შანსი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის შექმნილი „ოცნების“ პარტიის გამარჯვების შემდეგ. ერთი ნაბიჯის გადადგმა იყო საჭირო — საღის, ქვეყნის საკეთილდღეო ნაბიჯის.

არ გადადგა ბატონმა ივანიშვილმა. დასავლეთმა დააშინა. ფულის წართმევით დაემუქრა და მანაც საკუთარი სიტყვები „დავინახე სამშობლოს ვკარგავდი, ამიტომაც გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა“ — „კოჰაბიტაციით“ ჩაანაცვლა — ქართველთათვის უცხო შინაარსის მატარებელი სიტყვით, ისევე, როგორც ამ სიტყვიდან გამომდინარე უცხო და მიუღებელი დებულებით.

რას ითხოვდა ხალხი ივანიშვილისგან? ნაცმოძრაობის კანონგარეშედ გამოცხადებას, სააკაშვილის გასამართლებას — ომის დაწყებისთვის, წართმეული ქონების დაბრუნებას. ხალხს მისთვის არ მოუთხოვია სოციალური პირობების გაუმჯობესება. ივანიშვილი დაპირდა ხალხს ამას. დაპირდა და მოატყუა.

რატომ არ გამოაცხადა ივანიშვილმა ნაცმოძრაობა კანონგარეშედ? დასავლეთის შეეშინდა! ფულის დაკარგვის შეეშინდა!

ფულსა და სამშობლოს პატრიოტიზმს შორის ზღვარია დიდი. ივანიშვილმა ვერ გადალახა ეს ზღვარი და დარჩა ფულის თაყვანისმცემელი, მონა-მორჩილი. და არა მარტო თვით იქცა ასეთ მონად, მის მიერ შექმნილი პარტია „ოცნებაც“ ასეთად აქცია.

ივანიშვილმა, თავისი უცოდინრობით, ჯერ პარლამენტის კარი გაუღო მენშევიკთა შთამომავალ ზურაბიშვილს, შემდეგ პრეზიდენტობის. მძიმე ექსპერიმენტს ქართველი ხალხი ეწირება, მათ შორის თვით საკუთარი პარტიაც. ზურაბიშვილი სერიოზულ პრობლემად იქცა ისედაც აბურდული პოლიტიკით გაჯერებულ ქვეყანაში.

2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ „ოცნებაა“ ქვეყნის სათავეში, მაგრამ არის? სოროებიდან გამომძვრალი ნაცები და მათი თანამგზავრი პარტიები ისე იქცევიან, თითქოს ისინი მართავენ ქვეყანას.

ხალხში ხშირად ისმის კითხვა — არ მართავენ? როდესაც ფაშისტური უკრაინის ხელისუფლების მიმართ დითირამბებს აფრქვევს ნაცმოძრაობა; როდესაც რუსეთის მიმართ დადებითად განწყობილ ადამიანს ქვეყნის მოღალატის სახელს აკერებს, ძნელი დასადგენი არ არის საითკენაა ის გადახრილი და მასთან ერთად ახალგაზრდა თაობა — ნაცთა პროვინციული ნაციონალიზმის იდეებით მოწამლული.

ამდენად გასაკვირი სულაც არ არის ქართული პროვინციული ნაციონალიზმის უკრაინულ ფაშიზმთან ჩახუტება. ერთნაირად მოაზროვნენი იოლად იკვალავენ გზას ერთმანეთისკენ, ხოტბას ასხამენ ერთმანეთს, მოუწოდებენ ერთმანეთს საერთო მტრის რუსეთის წინააღმდეგ საომრად.

სიხარულის ზენიტში არიან, როდესაც გადაგვარებული დასავლეთი ზელენსკის ნობელის პრემიის კანდიდატად ასახელებს — მშვიდობის დარგში. კაცს, რომელმაც უკრაინა გაწირა და ისე დააქცია, მრავალი წელი რომ დასჭირდება აღსადგენად.

ზელენსკისო? — იკითხავს მკითხველი. დიახ! ზელენსკის, რომელმაც უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა ევროკავშირის ქვეყნებისკენ შეგნებული პროვოკაციისთვის. იცით ალბათ, რომ კოლექტიურმა დასავლეთმა არ ისურვა რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტში ჩართვა, მაგრამ განაცხადა, თუ რუსეთი დაარღვევს ჩვენს საზღვარს, ჩავერთვებითო. ჰოდა, ზელენსკიმაც, კოლექტიური დასავლეთის წასაქეზებლად, საბჭოური ძველი საფრენი აპარატი ტყორცნა ევროპას. მიზანი? მსოფლიო ომის პროვოცირება! არის თუ არა ზელენსკი ნობელის ღირსი?  ასეთი, უტვინო მსოფლიოში, არის!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

22/03/2022