09.10.2024

24 თებერვლამდე არსებული მსოფლიო პოლიტიკური სისტემის ძირფესვიანი გარდაქმნის დასაწყისი

უკრაინის მოვლენებმა განუზომელი რაოდენობის პოლიტიკური საკვები მისცა მსოფლიოს პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს, თანაც ისეთი, მრავალი წლის განმავლობაში რომ დაიკავებს მათ გონებას. ფაქტების ობიექტურ, მიუკერძოებელ გაშუქებას, მითუმეტეს გაანალიზაბას იშვიათად ექნება ადგილი — დღევანდელი მოვლენები მკარნახობენ ამას.

რაც იქნება — სიყალბეზე დაფუძნებული სენსაციური ჭორები, ცრუ პატრიოტიზმზე მომართული „ნამდვილი“ ამბები, რომლებიც ისე განაწყობს მოსახლეობის უმრავლესობას, სენსაციის, „სინამდვილის“ ამბვის დამკვეთი რომ ისურვებდა.

უკრაინაში, რუსეთის სამხედრო ოპერაციას თან ახლავს ისეთი საინფორმაციო ოპერაცია, ძნელია გაარკვიო რომელია უფრო ეფექტური. საინფორმაციო სამსახური, მითუმეტეს დასავლური — სენსაციაზე მომართული, უკადრებლის მკადრებელი ანუნშიც არ აგდებს მის მიერ მოტყუებული ხალხის ემოციურ განწყობას, ემოციურ აფეთქებას და აქედან გამომდინარე გაუკონტროლებელ მოქმედებას.

ყალბი ამბვები, ფალსიფიცირებული სატელევიზიო სიუჟეტები აღწევს მიზანს და სერიოზული ნაბიჯი ხდება ქვეყნის შიდაპოლიტიკური სტაბილურობის რღვევისთვის. აქედან, მრავალათასიან ანტისამთავრობო გამოსვლებამდე ცოტა მანძილი რჩება, რომელიც უმალ დაიფარება ქვეყანაში არსებული დასავლური, ძირითად ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების ფილიალებში მომუშავეთა, ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობილ პოლიტიკურ პარტიათა მიერ.

ქვეყნის შიდაპოლიტიკური წყობის მორყევის მიზნით ე.წ. დემოკრატიული დასავლეთი ათეულ მილიონობით დოლარს ხარჯავს. შედეგიც სახეზეა — ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ დაეჭვებული მოსახლეობა.

სიცრუე, რომ ყოველთვის ასწრებს სინამდვილეს, გასაკვირი არაფერია, ვინაიდან სიცრუის მანქანა მუხლჩაუხრელად, 24-საათიან რეჟიმში ოპერირებს. მისი პროდუქციის წინასწარი გამოცნობა თითქმის შეუძლებელია, ამდენად ფართო მასებში გავრცელების შემდეგ ხდება ყალბი ინფორმაციით ხალხის ტვინების დანაგვიანება, რომლის გაწმენდაც ნამდვილი ინფორმაციითაა შესაძლებელი, მაგრამ ნამდვილი ამბავი, სიცრუის, სიყალბის წინააღმდეგ გავრცელებული, თავის მართლებას უფრო ჰგავს, ვიდრე ჭეშმარიტებას.

არის თუ არა თუნდაც უმცირესი შანსი სიცრუის მანქანის მიერ შეთხზული „სინამდვილის“ გასაბათილებლად? ალბათ არა, ვინაიდან, ვინც სიცრუის მანქანაში მუშაობს ბილწი აზროვნების მატარებელია.

სამწუხაროდ, ასეთთა რაოდენობა ფინანსური წახალისების მეშვეობით დღენიადაგ ფართოვდება.

სიტყვა „ალბათ“ მოვიყვანე ზემოთ, რითაც დავუშვი სიყალბის წინააღმდეგ ბრძოლის მინიმალური შესაძლებლობა.

მაინც რა შესაძლებლობას ვგულისხმობ? მრავალმხრივი ინფორმაციის  — „კარგისა“ და „ცუდის“ მიღების და გონებაში გადახარშვის შემდეგ ობიექტური დასკვნების გაკეთებას. მაგრამ ინფორმაციის, თანაც მრავალმხრივის მიღებისთვის, მრავალმხრივი წყაროა საჭირო და არა ცალმხრივი.

ავიღოთ მაგალითად საქართველოს რეალობა. ქვეყნის მოსახლეობა, განსაკუთრებით ქალაქებში მცხოვრებნი, საკაბელო არხებით იღებს ტელეგადაცემებს. უკრაინის მოვლენებიდან გამომდინარე — ზოგიერთმა, თუ არა ყველა საკაბელო ოპერატორმა, მათ შორის „სილქნეტმა“,  „TV-სარფმა“, ვითომდა მომხმარებლის თხოვნით, გათიშეს რუსული ტელეარხები და მომხმარებელს, ანუ მოსახლეობას აუკრძალეს რუსული ინფორმაციის მიღება.

რა ჰქვია ოპერატორთა ესოდენ ვოლუნტარისტულ გამოხდომას თუ არა მომხმარებლის ინტერესების შელახვა და ფეხებზე დაკიდება? მომხმარებელი ხომ წინასწარ იხდის შესაბამის საფასურს პროგრამებში, რომელთა მიწოდებაც ოპერატორმა იკისრა?

ასეთ შემთხვევაში სასამართლომ უნდა დაადგინოს მტყუან-მართალი და მტყუანი დიდი ჯარიმით „დაასაჩუქროს“, მაგრამ ჩვენს განუკითხაობაში ამას არასდროს ექნება ადგილი.

 ოპერატორი ყოველთვის გამარჯვებული იქნება, მომხმარებელი დაბეჩავებულ-დაჩაგრული. მომხმარებლის მუდამ დაჩაგრულის პოზაში ყოფნამ გაათავხედა, როგორც პოლიტიკური, ისე ბიზნეს წრეები. მომხმარებლის ყოვლისშემგუებლობამ გამოიწვია ხელისუფალთა თავგასულობა, საკუთარი მოსახლეობის მონურ მდგომარეობაში ჩაყენება, ბიზნესის გათავხედება და მის მიერ შემოტანილ თუ წარმოებულ საქონელზე, კვების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, მომსახურებაზე ფასების მატება.

ხელისუფალთა მიერ ჭურში მოქცეულ მოსახლეობას მიეწოდება ცალმხრივი ინფორმაცია — მეტადრე მცდარი, ფალსიფიცირებული, ამ შემთხვევაში ანტირუსული, მის ანუ მოსახლეობის რუსეთის სიძულვილით გასაჟღენთად და ისიც (მოსახლეობა) 30-წლიანი რუსოფობიის ბაცილით დაავადებული, ანტირუსულ მიტინგებს მართავს პარლამენტის შენობასთან.

მოსახლეობამ, ცალმხრივი ინფორმაციის ზემოქმედებით ტვინდაბინდულმა, არ იცის სინამდვილე, გადაწყვიტა დაიცვას უკრაინა, მისი ხელისუფლება, პრეზიდენტი. მზად არის იარაღი შეისხას, წავიდეს უკრაინაში აგრესორ რუსთან შესარკინებლად.

წინა სტატიაში მოვუწოდე მათ და ამჯერადაც გავიმეორებ — შორს წასვლა არ არის საჭირო, აქვე, თბილისის სიახლოვეს დგას რუსეთის არმია და თუ მასთან დაჭიდება სურს ვინმეს — აქვე დაეჭიდოს.

იგივეს ვეტყოდი — „რუსული ჟანგიანი ტანკების“ სიტყვის ავტორს, ყოფილ თავდაცვის მინისტრს ოქრუაშვილს, რომელიც უკრაინის ფრონტიდან „გვემარიაჟება“ იარაღმომარჯვებული — აქ ხომ მტერს, ანუ რუსს კუდით ქვა ასროლინე, „ფეკალებიც“ დაალევინე და ახლა უკრაინიდან უტევ?! შენი შიშით რუსეთის არმია უეჭველად დაიხევს უკან; ვინ იცის, იქნებ უკრაინის სამხედრო ოპერაციაც წააგოს?

ვაი, ჩვენს თავს! მართლაც, ვაი! ასეთი „მემარიაჟის“ გამოზრდისთვის. საუბედუროდ, ასეთები მრავლად გვყავს. ტვინის დეფიციტის გამო, ჯან-ღონე რომ ჭარბობს და მასთან ერთად ცრუ პატრიოტიზმი.

რუსოფობია, რომლის 30-წლიან მყრალ მოსავალს იმკის საქართველო, ბოლო 10 დღეა ენით აუწერელი ახალი გაფურჩქვნის პროცესშია. დგება გაზაფხული და მასთან ერთად რუსოფობიის ახალ ყლორტებს ისხამს კოლექტიური დასავლეთის მიერ მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპა, უკრაინა, მოლდოვა, საქართველოში მიმოპნეული ბოროტების, სიყალბის მარცვლებიდან აღმოცენებული ნაყოფი.

უკრაინის მოვლენებმა რომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, მტკიცება არ სჭირდება. რა მაქვს მხედველობაში? უპირველესად, დასავლური სიცრუის მანქანის ენით აუწერელი თავხედობა. ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია. ვიტყვი ერთზე — „რადიო თავისუფლებაზე“, რომლის ეთერში წამყვანის კითხვას, მიწვეულმა „ექსპერტმა“ პეტრიაშვილმა — ატლანტიკის ოკეანედალეულმა (თერგდალეულთა მსგავსად), „სასიყვარულო“ სახელის, ბუკას მატარებელმა სიცრუის ისეთი ცეცხლი დაანთო, მის მასწავლებელ, აშშ-ს გარკვეულ წრეებსაც რომ შეშურდებოდათ.

„5000 ჯარისკაცი დაკარგა რუსეთმა ერთ კვირაში უკრაინაშიო. უკრაინელებმა გაანადგურეს რუსული სამხედრო ტექნიკაო და ა.შ“. 2000 ან 3000 რომ ეთქვა პატივცემულ „ექსპერტს“, საკმარისი არ იქნებოდა? არა! მისი აზრით, 5000 უფრო დამაჯერებელია?

მისი აზრით, რაც მეტია ტყუილი, მით უფრო მეტად ხვდება მიზანს. არადა, რუსეთის არმიამ მართლაც დაკარგა ჯარისკაცები — 498 და არა 5000-ი. ჩემის აზრით, 500-მდე დაღუპული რუსი ჯარისკაცი მანიშნებელია მძიმე ბრძოლებისა, რასაც უკრაინაში აქვს ადგილი.

გაოცებას იწვევს რუსეთის წინააღმდეგ აგორებული ისტერია, ეკონომიკური სანქციების დაწესებით; რუსი ეროვნების ადამიანთა დევნით ამერიკა-ევროპაში, მათი შევიწროებით; რუსი სტუდენტების დასავლეთის სასწავლებლებიდან გამოყრით; რუსი ბიზნესმენებისთვის ქონების ჩამორთმევით; დასავლელი ბიზნესმენების მიერ რუსეთში წამოწყებული ბიზნესის შეწყვეტით და ა.შ.

არ დარჩა დარგი, რომელმაც კავშირები არ გაწყვიტა რუსეთთან. აშშ-ს პრეზიდენტმა ბაიდენმა აშშ-ს კონგრესისა და ხალხის ყოველწლიურ მიმართვაში ყურადღება გაამახვილა უკრაინაში მიმდინარე პროცესებსა და „აგრესორ“ რუსეთზე, რუს ბიზნესმენებზე, რომლებსაც უძრავ-მოძრავი ქონება და შესაბამისი ფინანსები აქვთ აშშ-სა და ამერიკულ ბანკებში — „არაკანონიერი გზით მოხვეჭილი ქონებაო“ — ბრძანა პრეზიდენტმა.

არადა, ბაიდენი, ობამას ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტად მყოფი, იმდენად მჭიდროდ იყო დაკავშირებული უკრაინულ „შავ“ ბიზნესთან, რომ ლამის საქვეყნო მსჯელობის თემად იქცა მისი საქციელი. მისი შვილი ჰანტერი, უკრაინულ კომპანია „ბურისმაში“ მოყუჩებული მილიონებს რომ ღუნავდა, თითით საჩვენებელია აშშ-ი.

აშშ-ი ის ქვეყანაა, დემოკრატია და პატიოსნება რომ არ ყვავის. ამ ორ მცნებას ოდნავი პატივისცემა რომ ჰქონდეს ამერიკაში, ბაიდენი თეთრ სახლში კი არა, ციხეში იქნებოდა. მაგრამ რა გაეწყობა, ასეთია „დემოკრატიის აკვანი“ — აშშ-ი.

აი, ასეთ დემოკრატიას არის აყოლილი ევროკავშირში შემავალი ქვეყნები და ამ კავშირში შეძრომის მსურველი საქართველო.

უკრაინაში ომის ინიციატორმა აშშ-ა ბოლოსდაბოლოს მოახერხა ევროკავშირის რუსეთისგან ჩამოშორება, ევროკავშირის ამერიკაზე მიბმა, რუსეთ-ევროპის ენერგეტიკული კავშირების გაწყვეტა, ევროკავშირის ეკონომიკური წინსვლის დამუხრუჭება, რუსეთის ეკონომიკისთვის უდიდესი პრობლემების შექმნა.

რუსულ გაზზე შეზღუდვების დაწესებამ ფასები 4000 ევრომდე გაზარდა, რაც დამანგრეველია ევროკავშირის ეკონომიკისთვის, მაგრამ ამისთვის ვის ცხელა, როდესაც რუსეთი გყავს მტრად ამოჩემებული; როდესაც მიზანი ერთი გაქვს — რუსეთის განადგურება.

რუსეთის განადგურებას ითხოვენ ამერიკელი სენატორები, ინგლისელი პოლიტიკოსები, პრემიერ-მინისტრ ჯონსონისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ტრასის მეთაურობით. გერმანიის კანცლერ შოლცს მიაჩნია, რომ უკრაინა მშვიდობის მტრედია და არავითარ გენოციდს არ ახორციელებდა დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობის მიმართ.

პროპაგანდამ ისე გამოათაყვანა კახეთი, რომ უარს აცხადებს რუსული საქონელის შეძენაზე — აქაოდა რუსეთის ეკონომიკას წიხლი უნდა დავცხოთო. ბედკრულმა საქართველომ იცის რა მოუტანა მას ზვიადისტების მიერ სამტრედიაში რკინიგზის ხაზის გადაკეტვამ. იმ აქციით რუსეთს არაფერი დაშავებია, საქართველოს კი ბევრი რამ, თანაც ისეთი, დღემდე წელში რომ ვერ გაიმართა.

30 წელი გავიდა სამტრედიის რკინიგზის გადაკეტვიდან, ანუ ძიძიგურობიდან დღემდე, მაგრამ იოტისოდენადაც ქართველთა მენტალიტეტი უკეთესობისკენ არ შეცვლილა. ისეთივე პრიმიტიული დარჩა, როგორც მაშინ. რისი ბრალია ყოველივე?

იმ სიცრუის, სიყალბის, რომელიც დასავლეთიდან ნიაღვარივით დაედინება ქვეყნის მოსახლეობის თავს.

მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე საქართველო ყოველთვის პოულობდა ფიზიკური გადარჩენის გზას, ხშირ შემთხვევაში ბატონი ქვეყნების მიმართ, განსაკუთრებით ირან-თურქეთის, მაამებლური პოლიტიკით, თუმცა ბოლომდე თავი მაინც ვერ გადაირჩინა. და ისე შემცირდა, რომ გადარჩენის პრობლემა რეალურად შეექმნა. მძიმე განსაცდელი მეზობელმა რუსეთმა გადაატანინა და არა მარტო, განავითარა, ფეხზე დააყენა, წერა-კითხვა ასწავლა, განათლება მიაღებინა, ხელი ააღებინა საკუთარი ოჯახის წევრებით ვაჭრობაზე და ა.შ.

რით პასუხობს დღევანდელი საქართველო რუსეთის ისტორიულ მხარდაჭერას?

უმადურობით, მტრობით, ლანძღვა-გინებით და ყოველივე სიბინძურით, რისგანაც შორს უნდა იყოს ხალხი მადლიერი, გაწეული სიკეთის დამფასებელი.

მიაფურთხო სიკეთეს და სასტუმროებზე რუსულად „რუსკიე, იდიტე ნა ხ…ო“ წერო — დიდი ვერაფერი პატრიოტობაა, ისე, როგორც ავტომანქანებზე ანალოგიური შინაარსის სტიკერების მიწეპება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უწმაწური სიტყვების დემონსტრირება ხულიგნობაა და შეურაცხყოფას აყენებს ხალხს.  ხულიგნობა კი კანონით ისჯება, მაგრამ ამ აბურდულ ქვეყანაში ვინ არის გამკითხავი?

აქვე შევახსენებ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ უწმაწური წარწერები სასტუმროებისა და რესტორნების მეპატრონეთა თანხმობით ან ინიციატივით არის გამოფენილი, რაც უპირველესად თქვენს უსუსურობაზე მეტყველებს.

ცრუ პროპაგანდამ ისე აანთო ქართველები, ფულის შეგროვება დაიწყეს უკრაინელთა დასახმარებლად. საქართველოში მყოფ უკრაინელებს რესტორნებში უფასოდ აჭმევენ და ასმევენ. არის თუ არა ესოდენ დიდი თანაგრძნობა დასაფასებელი? უდავოდ, არის. მაგრამ როდესაც საკუთარი ქვეყნის ბავშვები — მშიერ-მწყურვალენი, უყურადღებოდაა მიგდებული, რა პატრიოტიზმზე ვლაპარაკობთ?!

რაღაც არ მახსოვს 2008 წელს უკრაინას ფული შეეგროვებინა ქართველებისთვის. და რაც მთავარია, ვიცით უკრაინის რა ხელისუფლებას ვუწევთ მორალურ და სხვა სახის დახმარებას? იცით, 2014 წლის მაიდნის სახელმწიფო, ძალისმიერი გადატრიალების შემდეგ ვინ ჩაიგდო ხელისუფლება ხელში?

იცით, რომ უკრაინელი ფაშისტები თითქმის 30 წელია აკონტროლებენ ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას?

იცით, რომ ისინი, გასული საუკუნის 30-იანი წლების გერმანიის ფაშისტური აღლუმების მსგავსს ატარებენ კიევისა და სხვა ქალაქების ქუჩებში?

იცით, რომ, მაღაზიების მზარცველ მშიერ ხალხს ბოძებზე აბამენ და შუასაუკუნეების მსგავსად როზგავენ?

იცით, რომ ზოგიერთი ასეთი დასჯილი, რამდენიმე დღით ბოძზე მიბმული, მოკვდა?

იცით, რომ „მადლიერმა“ უკრაინის ხელისუფლებამ ევროკავშირს მიმართა ურიგოდ გასაწევრებლად? თუ იცით, ისიც გეცოდინებათ, რა თქვა მან — მარტო ჩვენ მიგვიღეთ, საქართველო და მოლდოვა მოიცდიანო.

იცით, რომ ატომური ელექტროსადგური, რომელიც ქართული მედიის გადმოცემით, რუსეთის არმიამ დაბომბა, რითაც რადიაციული პრობლემები შეუქმნა მთელს რეგიონს, მათ შორის ევროპის ქვეყნებს და თვით რუსეთსაც, რუსეთის ჯარს არ დაუბომბავს?

ვინ დაბომბაო? — იკითხავთ. გპასუხობთ — უკრაინელმა ნაცისტებმა, რომლებსაც სურდათ რუსეთის ჯარის უკან დახევა, ბირთვული ობიექტების ხელში ჩაგდება.

მიზანი იყო ასეთი — ობიექტში არსებული დოკუმენტაციის ხელში ჩაგდება. იკითხავთ — რა დოკუმენტაციისო? გპასუხობთ — დოკუმენტაციის, რომელიც ადასტურებს უკრაინის მუშაობას ბირთვულ იარაღზე.

მსგავსი დოკუმენტაცია აღმოაჩინა რუსულმა სპეცსამსახურმა ჩერნობილში. უკრაინის ხელისუფლება წლების განმავლობაში მუშაობდა ატომური ბომბის შექმნაზე. ატომურ ობიექტებზე დარჩენილი დოკუმენტაციის მიხედვით, უკრაინას, ატომური ბომბის შექმნაში აშშ-ი ეხმარებოდა.

იცით, რისთვის სჭირდებოდათ მათ უკრაინული ატომური ბომბი? რუსეთის გასანადგურებლად.

იცით თუ არა, რომ უკრაინის ხელისუფლება, განსაკუთრებით პრეზიდენტი ზელენსკი, ბოლო დროს ხშირად ახსენებდა ატომურ ბომბს იმ კონტექსტში, მას რომ ასეთი ჰქონოდა, რუსეთი მოწიწებით მოეპყრობოდა?

იცით თუ არა, ომამდე რამდენიმე დღით ადრე, მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს რა განაცხადა ზელენსკიმ?

გიპასუხებთ. ზელენსკიმ განაცხადა, რომ გავა ბუდაპეშტის 1994 წლის მემორანდუმიდან და თვით იზრუნებს საკუთარ უსაფრთხოებაზე. იცით, რას ნიშნავდა ეს განცხადება? გიპასუხებთ — ბირთვული იარაღის სტატუსის მოპოვებას.

1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმით, რომელსაც ხელს აწერდნენ აშშ, რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტები, უკრაინაში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დარჩენილი ბირთვული იარაღი, ანუ საბჭოთა ბირთვული იარაღი რუსეთს უნდა გადაცემოდა უსაფრთხოების მიზნით.

იცით თუ არა, რომ ბირთვული ობიექტი არავის დაუბომბავს, უბრალოდ ბირთვული ობიექტის სიახლოვეს არსებულ შენობაზე, სადაც ნაცები იყვნენ გამაგრებულნი, რუსმა ჯარისკაცებმა განახორციელეს შეტევა და აიძულეს ნაცები გაქცეულიყვნენ, რომლებმაც გაქცევის წინ ცეცხლი წაუკიდეს შენობას?

იცით თუ არა, რომ მიუნხენში სიტყვით გამოსვლის შემდეგ აშშ-სა და ევროპის ბობოლები თითქმის 4 წუთის განმავლობაში უკრავდნენ ტაშს ბირთვული იარაღის შექმნის მსურველ ზელენსკის?

რა დავარქვათ ამას — უმეცრობა თუ შორს მიმავალი გეგმებისთვის ფრთების შესხმა, წახალისება? სხვისი ხელით, ანუ უკრაინის, რუსეთის განადგურება — მთავარი მტრის და მეტოქის?

ასეთ დროს, თქვენ როგორ მოიქცეოდით, ცრუ პროპაგანდას აყოლილო საზოგადოებავ? თავს შეიკავებდით სამხედრო ოპერაციის განხორციელებისგან? არ მოითხოვდით უკრაინის დემილიტარიზაციას და დენაციფიკაციას, ანუ განიარაღებას და ნაციზმის აღმოფხვრას?!

გააგრძელებდით ლამის 25-წლიან ხვეწნა-მუდარას დასავლეთის მიმართ, ამაოდ წარმოებულს — აღმოსავლეთით ნუ გაფართოვდებით, ჩვენს უსაფრთხოებას აყენებთ საფრთხესო?

თქვენ, პატივცემულო მკითხველო, შეიძლება ასეც მოქცეულიყავით, ვინაიდან პატარა, სუსტი ქვეყნის ტვირთი გაწევთ თავს, მაგრამ მსოფლიოს უდიდესი ქვეყანა, ძლიერი არმიითა და ბირთვული იარაღით განა ასე მოიქცევა?!

ის, იმიტომაა დიდი და ძლიერი, რომ დაიცვას თავისი თავი, რისი შესაძლებლობა პატარას იშვიათად ან საერთოდ არ აქვს.

და ისიც ასრულებს დავალებას, ისტორიის მიერ მისთვის მიცემულს.

ალბათ, იკითხავთ — რატომ ჭიანურდება სამხედრო ოპერაცია? მითუმეტეს, ამ „გაჭიანურებას“ ქართული მედია რომ რუსეთის არმიის დასუსტებით ხსნის, ლამის განადგურებით. აქ, სხვაშია საქმე, უფრო შორს მიმავალში, ისეთში, რომელსაც მალე გავიგებთ.

რუსეთის არმია ისე არ იქცევა, როგორც აშშ-ს, რომელიც ქალაქში შესვლის წინ საჰაერო თავდასხმებით მიწასთან ასწორებს მას; არ აქცევს რა ყურადღებას ქალაქში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას.

აშშ-ს არმიამ საჰაერო დაბომბვებით გაანადგურა სირიის ქალაქი რაკა, სხვა ქალაქები, მათთან ერთად ამ ქალაქებში მცხოვრებნი.

მეორე მსოფლიო ომის დასასრულს ამერიკა-ინგლისის ავიაციამ მიწასთან გაასწორა გერმანიის ქალაქი დრეზდენი — უნიკალური ისტორიისა და არქიტექტურის მატარებელი, სახელგანთქმული დრეზდენის გალერეით.

რუსეთის არმია ასე არ იქცევა. უკვე მერამდენედ დიდი ქალაქებიდან გასასვლელად დერეფნებს ხსნის მოსახლეობისთვის, მაგრამ, როგორც ჩანს ამაოდ, ვინაიდან ქალაქებში დაბანაკებული ნაცები არ აძლევენ მოსახლეობას ევაკუაციის საშუალებას.

რუსეთს არც ქალაქების დანგრევა აქვს ჩაფიქრებული, ვინაიდან ასეთი გადაწყვეტილება თვით მას შეუქმნის პრობლემებს, აღდგენის თვალსაზრისით. რუსეთს სურს უკრაინის მოსახლეობასთან ურთიერთობის გაუმწვავებლად სამხედრო ოპერაციის დასრულება, ვინაიდან ომის შემდეგ უკრაინაში რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილი ხელისუფლება მოვა და შეიქმნება სამი სლაური ქვეყნის რუსეთის, უკრაინის, ბელარუსის კავშირი, რომელიც შიშის ზარს დასცემს ამერიკა-ევროპას.

უკრაინის მოვლენები ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების პრელუდიაა, ბელოვეჟის 1991 წლის შეთანხმების დასამარების მომასწავებელი. 1991 წლის ბოლოს დასრულდა საბჭოთა კავშირი. 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტის პუტინის გადაწყვეტილებით, დაიწყო უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია, რომლის დასრულების შემდეგ მივიღებთ სხვა სამყაროს, მკვეთრად განსხვავებულს 24 თებერვლამდე არსებულისგან.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

08/03/2022