პრემიერო, ფრთხილად იმ რუსეთთან, რომელმაც ქართველობა შეგვინარჩუნა!

,,ავს თუ ავი არ ვუწოდე, , კარგს სახელად რა დავარქვა?“ – (დ. გურამიშვილი) საქართველოს პრემიერი უკრაინაში ჩაბრძანდა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელი ხალხის მენტალიტეტი პრეზიდენტად კლოუნის არჩევისა და ფაშისტური ფესვების გამო ბევრ კითხვებს აჩენს, ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ სიტყვით გამოსვლისას რუსეთი გაელანძღა: – ,,ჩვენ ერთად ვიბრძოდით აგრესორების წინააღმდეგ“. ასეთმა შეფასებამ ქართველი მოაზროვნე საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. პრემიერის ამ სიტყვების გამო მე ბოდიშს ვიხდი იმ რუსეთთან, რომელიც ,,მთელი ცხოვრება გვკვებავდა, გვასწავლიდა, წიგნებს ცხვირში გვჩრიდა, გვტენიდა წრეებსა და სპორტულ სექციებში, დავყავდით თეატრებში, გვასწავლიდა ფიქრს, დასკვნების გაკეთებას, მიზნის მიღწევაში გვეხმარებოდა. ჩვენ ვიზრდებოდით, ვჭკვიანდებოდით და სიბრძნეს ვიკრებდით. იგი ყოველთვის გვამზადებდა და მიზანს გვისახავდა, გვიცავდა ყველაფერ ცუდისგან, მან უღრუბლო ბავშვობა და ახალგაზრდობა მოგვცა”. – საბჭოთა რუსეთისადმი მიძღვნილი ეს სიტყვები რუს მწერალს – მ. ჟვანეცკის ეკუთვნის. ვუერთდები მის პათოსს, რომელმაც ნოსტალგია გამიღვიძა და თვალზე ცრემლიც მომგვარა. ასევე, ბოდიშს ვიხდი იმ რუს გენერალთან, რომელიც რუსეთს ქართველის სამშობლოდაც თვლიდა. იგი წლების წინ, კარგ დროში, მოსკოვიდან დამემგზავრა და შეკითხვით მომმართა: – ,, რომელი სამშობლო უფრო გიყვარს, დიდი თუ პატარა?“ – ე.ი. რუსი გენერალი თავის სამშობლოს ქართველის სამშობლოდაც თვლიდა, ხოლო ქართველი პრემიერი მას აგრესორს უწოდებს.

დიახ, მე მიყვარდა ჩემი დიდი სამშობლო და ყველა იმ სიკეთეს, რაც მისგან მქონდა დღეს კიდევ მეტად ვაფასებ, როცა ის ჩემს გვერდით აღარ არის. ჩემი საახლობლო წრიდან არაერთხელ შეეცადნენ შემეცვალა იდეოლოგია, ერთერთ თავყრილობაზე ესენინის ლექსის წაკითხვის საშუალებაც არ მომცეს – ,,ეს იმ ჯიშის არ არის, რომელიც ლამის გორამდე მოვიდა? მაგათი დედაც“ … – მესმოდა პროტესტი. თავი მხოლოდ მას შემდეგ დამანებეს, როცა მათი პროტესტის ყოველი სიტყვა ჩემი წერილებით გაზეთის ფურცლებზე მოხვდა. პრემიერის აღნიშნული შეფასება გულსატკენი და შეურაცხმყოფელია ყველა იმ რუსი ეროვნების ადამიანისთვის, რომელიც საქართველოს მიმართ დადებითად არის განწყობილი და მინდა მათაც ბოდიში მოვუხადო. აი რას ამბობს საქართველოს შესახებ

რუსეთის დუმის დეპუტატი, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო მსოფლიო ასამბლეის დეპუტატი – ს. გავრილოვი: – ,, ეს ქვეყანა ჩემს მეორე სამშობლოდ მიმაჩნია და რუსეთში ჩემს დამიკიდებულებას საქართველოსადმი ბევრი იზიარებს. საქართველო გულწრფელად მიყვარს. აუცილებელია საქართველომ და ინტელიგენციამ ქართული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ, არ უნდა შეასრულონ დასავლეთიდან წამოსული ბრძანებები, რომელიც ქართველ ხალხს კოლონიურ დამოკიდებულებაში აყენებს და სრულ განადგურებას უქადის. ასეთი საფრთხე, რომელიც ქართულ იდენტობას ემუქრება გაცილებით სახიფათოა, ვიდრე ადრე თურქულ-სპარსული.. რუსეთში მცხოვრები მილიონზე მეტი ქართველი გაცილებით უკეთეს პირობებში ცხოვრობს, ვიდრე ევროპასა და ამერიკაში წასული მომსახურე ქართველები. ამასთანავე, საქართველოსთვის რუსეთი ერთერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. დასავლეთისთვის საქართველო განიხილებოდა, როგორც დასავლეთის შეიარაღებული დაპირისპირების პლაცდარმი რუსეთთან, ირანთან, ჩრდილოკავკასიასთან, თურქეთთან. ამ იმიჯისაგან საქართველო უნდა განთავისუფლდეს. ამერიკა არასდროს არცერთი ქვეყნისთვის არ ყოფილა პარტნიორი, მისთვის ყველა ქვეყანა პოტენციური კოლონიაა. ეს ავღანეთის მაგალითმაც აჩვენა: ათეულათასობით ავღანელი პოლიტიკოსი თუ ბიზნესმენი მიენდო ამერიკას, რათა დასავლური დემოკრატია აეშენებინათ, ხოლო მათ პროვოკაცია მოაწყვეს, გაახელეს პარტიები ლგბტ-ს მხარდაჭერით და გაქცევისას თავიანთი მხარდამჭერები აფრენილი თვითმფრინავებიდან ჩამოყარეს. ასეთი მოკავშირეების იმედად არის საქართველო?

მიგრაციულ პროცესებს საქართველო გვერდს ვერ აუვლის და შეიძლება ძლიერი ქვეყნების დაპირისპირების პლაცდარმიც გახდეს. თუ ამერიკა შეეცდება, რომ სამხედრო ბაზები ქაბულიდან საქართველოში გადმოიტანოს, ეს საქართველოსთვის კატასტროფა იქნება. საქართველოსთვის კრემლში არაკოლონიური მოდელი მუშავდება, რომელიც შეიძლება ეროვნული და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოდელიც კი გახდეს ქვეყნისთვის. რუსეთთან დამეგობრებულ საქართველოს ვერავინ გაუბედავს მენტორული ტონით საუბარს. მართლმადიდებელ ერებს საერთო მტერი-ანტიქრისტე ჰყავს, რომელიც ერების დაპირისპირებას და ზნეობის ჩამოშლას გულისხმობს. მჯერა, ქართველი და რუსი ხალხი ამ ბრძოლაში ერთად იდგება და გამარჯვებას იზეიმებს.“ მივმართავ ყველა იმ ავადმყოფს, რომელიც გავრილოვის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავდა – კოლექტიური ბოკერიების

პარლამენტის სავარძელში ჯდომა არ გაწუხებთ და მართლმადიდებელი ქრისტიანის პარლამენტის სავარძელში ჩაჯდომამ შეგაწუხათ თქვე მეტრაკე ნაბიჭვრებო? გავაანალიზოთ გავრილოვის სიტყვები – ეს ხელისუფლება უფრო ფიქრობს საქართველოსა და ქართველ ხალხზე თუ რუსი ეროვნების მოქალაქე? პრემიერი შინაგანად ხვდება, რომ მისი ე.წ. პარტნიორები საქართველოს ინტერესებს არ ითვალისწინებენ. ამის მაგალითია მისი აღიარება: ,,ჩვენი დასავლელი დიდი მეგობრების დახმარებით მივაღწიეთ იმას, რომ ეს მავნებლები (ლგბტ პარტიები) შეგვეყარა პარლამენტში’’ ვფიქრობ ,,დიდი მეგობრები’’ ირონიითაც არის წარმოთქმული, როგორც მავნებლების ხელისშემწყობნი. ხელისუფლება თავის საქმეს იკეთებს. ამ რიტორიკით დასავლეთს აჩვენებს როგორი მონაა მათი ინტერესების და არსებობას იხანგრძლივებს. როცა საქართველოს ისტორიაში შადიმანებისა და ლიპარიტების ღალატზე ვკითხულობდი, ვფიქრობდი, რომ ის ეპოქა საქართველომ გადააგორა და აღარასოდეს განმეორდებოდა, მაგრამ ყოველდღიურად თვალში ნაცარს გვაყრიან და რეალობას აყალბებენ. პარლამენტის თავმჯდომარეს – კ. კუჭავას პირში კუჭი აეშალა და თავის ერთ–ერთ გამოსვლაში ისაუბრა, რომ საქართველოს საგარეო კურსი უცვლელია და ალტერნატივა არა აქვს. თურმე ილია იყო პირველი ვინც საქართველოს ევროპულ მომავალზე ისაუბრა და ეს საქართველოს ისტორიული არჩევანია ეს არსება, სავარაუდოდ, მარგველაშვილისეული დიაგნოზით – მცირე დებილობის ფორმით დასნებოვნდა, მას ხომ ილიაც არ წაუკითხავს – ,,დიდი რუსეთის გარეშე არ არის ხსნა საქართველოსა და ქართველებისთვის’’. ,,ჩვენ არ დავიჩოქებთ’’ – ამაყად ამბობს ბელარუსის პრეზიდენტი, როგორც გონიერი და ღირსების მქონე მმართველი, რომელიც საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებების მსგავსად ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არ იმოქმედებს. იგი ძველ, კარგ დროს იხსენებს, როცა ქართველები ყველა სიკეთით სარგებლობდნენ, ხოლო რუსებს, ბელარუსებს და უკრაინელებს ქართველების შურდათ. იგი გულისტკივილს გამოთქვამს, რომ ახლა ქართველები რუსულად ვეღარ საუბრობენ და ჩვენთან საუბრის დროს ინგლისურიდან თარჯიმანი დასჭირდა – ეს კატასტროფაა, ამის შესახებ პუტინსაც ვუამბე – აღნიშნავს ლუკაშენკო. ეს განათლების სისტემის დეგრადაციის შედეგია. იმ სისტემის, რომელიც სტალინმა შექმნა და წარმატებით დაინერგა საქართველოში. ახლა პრემიერი განათლების ახალი, ფინური მოდელის დანერგვას გეგმავს ნაცვლად იმისა, რომ კარგად დავიწყებული ძველი გაიხსენონ.

საქართველოში ოდითგან არაერთი პროფესია არსებობდა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას უწყობდა ხელს – მეჩაიეობა, მეღვინეობა, მეცხოველეობა. ამერიკელებმა ახალი პროფესია მიასაღეს ქართველებს – მეტრაკეობა, როგორც იდეოლოგიური, ისე პირდაპირი მნიშვნელობით. იდეოლოგიური ქვეყნის საზიანოდ თეთრის შავად წარმოჩენას ემსახურება. ვახტანგ მაისაია: – ქვეყანაში გაჩნდნენ ჯგუფები, რომლებიც რუსული პოლიტიკის გატარებას უჭერენ მხარს; მ. კაციტაძე – ,,რუსეთი გვირტყამს ყველგან, სადაც შეუძლია და შიდა აგენტურის მეშვეობით ქვეყანაში ინარჩუნებს ქაოსურ ვითარებას.’’ ამავე დროს პოზიტივსაც ელოდება რუსეთისაგან – მტრისგან გვიწევს სარგებლის მიღება. რუსი ტურისტების შემოსვლა ხელსაყრელია ქვეყნისთვისო. არ ვიცი რა ჯგუფებს გულისხმობენ ექსპერტები, ჩვენ რუსეთთან ძველი მეგობრობის აღდგენა და სამხედრო სტრატეგიული მოკავშირეობის ხელშეკრულების გაფორმება გვინდა. ან რას ნიშნავს რუსული პოლიტიკა, როდესმე რაიმე ქართულს შეუშალა ხელი რუსეთმა თუ ჩვენი ტრადიციები შეურაცხყო თავისი რუსული პოლიტიკით? ან ამერიკული მეტრაკეობა რატომ უნდა მივიღოთ ნორმად, ეს თქვენი, ლიბერასტების ცნობიერებასთან უფრო ახლოა? სამხედრო მოკავშირეობის ხელშეკრულება კი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაფორმდეს რუსეთთან, რადგან ავღანეთში განვითარებული მოვლენების ანალიზი ცხადყოფს, რომ ამერიკამ თავისი პოზიცია დაკარგა, რამაც თურქეთი გააძლიერა კავკასიასა და შუა აზიაში. თუ ავღანელი ლტოლვილები თურქეთსა და ირანს მოაწყდებიან, საქართველოშიც შემოაღწევენ, რომელთაც, არ გამოვრიცხავთ შემოჰყვნენ თვითმკვლელი ტერორისტები თუ დივერსანტები. დიახ, ეს საფრთხე არსებობს და თანაც მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება მუდმივ დისტანცირებას ახდენს რუსეთთან. ანტირუსული განწყობა იმდენად თვალში საცემი და ანტისახელმწიფოებრივია, რომ საქართველოს გენერალიტეტის მემატიანე – ლევან დოლიძე, რომელიც სამამულო ომის დროს რუსი ჯარისკაცების თავგანწირვაზე საუბრობს, ასეთ შეკითხვას სვამს: ,,წარმოგიდგენიათ, რომ რომელიმე პარლამენტარი ტანკს შეუვარდეს, როცა მეომრები – ,, За Родину’’, ,,За Сталина’’–ს შეძახილებით სიცოცხლეს სწირავდნენ? ჰოდა, სანამ რუსულ პოლიტიკაზე ისაუბრებენ ე.წ. ექსპერტები, ჯერ ქართული პოლიტიკა გააანალიზონ, არის კი ქართული? სწორედ რუსულმა პოლიტიკამ უზრუნველყო დიადი გამარჯვება – უამისოდ ქართველები ვიარსებებდით კი?

30 წელია მცდარი გზით მივდივართ და ქვეყანას ვანგრევთ, მაგრამ აინტერესებს ეს პოლიტბოზბანდას? მაშ ,,სად არის გმირი, რომელსაც ვეძებ, რომლისთვისაც ვსტირი?“

,,ვაჰ, დედას თქვენსა ყვავებო ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა“… მოთქვამს გაუბედურებული, კალთებშემოგლეჯილი, ჭეშმარიტი ღირსების მქონე მამულიშვილებს მოკლებული საქართველო, რომელსაც ყვავ-ყორნებად ქცეული უჯიშო პოლიტბოზბანდა გულ-ღვიძლს უკორტნის. სწორედ ასეთი რეალობის გაცნობიერებამ ათქმევინა ჟურნალისტ დ. ჩუბინიძეს შემდეგი სიტყვები: ,,ცოცხლების იმედი აღარ მაქვს და სამშობლოს გადასარჩენად მკვდრებს ვუხმობ, იმ მკვდრებს, რომელთაც რუს ჯარისკაცებთან ერთად 1877-78 წლებში ქართული მიწები თურქებს გამოგლიჯეს“. ევროპის მუქარას კარის ჩაკეტვის თაობაზე საქართველოს მოაზროვნე საზოგადოება ასე გამოეხმაურა – ,,ისემც უქნიათ ეს კარი არასოდეს გაუღიათ. მიმიფურთხებია ევროკავშირისთვის და იმ ხელისუფლებისთვისაც სოდომისტურ მაფიას რომ ემონება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში უნდა აღდგეს 121-ე მუხლი და მამათმავლობა დანაშაულად გამოცხადდეს, კონსტიტუციიდან ამოიძირკვოს მუხლი, რომელიც ნატოში შესვლას გვავალდებულებს, შევცვალოთ ,,სააკაშვილის პარტიული დროშა“ – (პუბლიცისტი მ. შათირიშვილი).

,,გაიხსენეთ საქართველოს წარსული და არ დაუშვათ უფსკრულში საქართველოს გადაჩეხვა“. მიმართავს მკვლევარი რ. კვერენჩხილაძე ხელისუფლებას და ნაცბანდისთვის ნიურნბერგის პროცესის მოწყობას ითხოვს, რათა ეს ბანდა საქართველოს სამუდამოდ ჩამოსცილდეს.

ვსარგებლობთ რა გამოხატვის თავისუფლებით პუბლიცისტი ა. სიდირბეგაშვილი ღიად გამოხატავს თავის გრძნობებს: ,,ჩვენ გვიყვარდა ამერიკა, როგორც მოკავშირე ფაშიზმთან და ტერორიზმთან ბრძოლაში. დაგვიბრუნეთ ჩვენი ამერიკა ბატონო პრეზიდენტო“ – მიმართავს იგი ამერიკის პრეზიდენტს. ბ-ნი არნო ხალხის სახელით საუბრობს, მაგრამ ის ჩემი არასოდეს ყოფილა. როგორია ამერიკის რეალური სახე? ამერიკამ საქართველოში 3 გადატრიალება მოაწყო: 1) 1991-92 წლის სამხედრო პუტჩი დინების საწინააღმდეგოდ მცურავი პრეზიდენტის დასამხობად; 2) 2003 წლის ,,ვარდების რევოლუციად“ წოდებული სამხედრო გადატრიალება; 3) 2008 წლის 5 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, როცა სააკაშვილი გამარჯვებულად შედეგების გამოცხადებამდე აღიარა. ამერიკა სადაც არ უნდა მოქმედებდეს ყველაფერს აკეთებს რუსეთის საწინააღმდეგოდ, მის გასაღიზიანებლად. ნატოს წვრთნებს

საქართველოში, უკრაინასა და შავ ზღვაში ატარებს რუსეთის საზღვრებთან ახლოს. რაც შეეხება ტერორიზმთან ბრძოლას, ავღანეთში 20 წლის მანძილზე 7 ტრილიონი დახარჯა, რათა ტერორიზმი ხანგრძლივად გაგრძელებულიყო და ებრძოლად კალაშნიკოვის ავტომატებით შეიარაღებულ მებრძოლებს. მას ხალხი არსად და არასდროს აინტერესებდა, ყოველთვის ცდილობდა გაეხრწნა, დაეპირისპირებინა ერთმანეთთან, კორუმპირებულად ექცია ქვეყნების ხელისუფლებები. საქართველოს ხელისუფლება ამერიკიდან მიღებულ ფინანსებს არ ახმარს ქართველ ხალხს და ის ატკატების სახით ამერიკელებს უბრუნდებათ, ნაწილი კი ჩინოვნიკების ჯიბეებში ილექება… აბა, სად საქართველოს ინტერესების დაცვა და სად ამერიკა? სად ერეკლე და სად ვირის ასო? რაც შეეხება ფაშიზმთან ბრძოლაში მოკავშირეობას, ის ჰიტლერს აფინანსებდა და მთელი მსოფლიო ფაშიზმისგან რუსეთმა იხსნა. ომის შემდგომ სწორედ ეს ,,მოკავშირე“ გეგმავდა 300 ატომური ბომბით სსრკ-ს დაბომბვას, ხოლო თბილისისთვის 5 ბომბი იყო განკუთვნილი. ამ დაბომბვის შედეგად ამერიკელების გათვლით 60 მლნ ადამიანს გამოასალმებდნენ სიცოცხლეს. როცა სსრკ-მ მსოფლიოს დაანახა, რომ შეეძლო საპასუხო დარტყმით გაენადგურებინა ამერიკა, დაბომბვის სცენარი მიივიწყეს. ზოგადად, მე-20 საუკუნიდან დღემდე 1000-ზე მეტი ინტერვენცია აქვს მოწყობილი სხვადასხვა ქვეყნებში. გიყვარდეს ასეთი ამერიკა, ეს ნიშნავს არ გიყვარდეს შენი სამშობლო – საქართველო, ხოლო ,,არ გიყვარდეს რუსეთი, ეს არამარტო დიდი უმადურობაა, არამედ საკუთარი სამშობლოს სიძულვილი“ – (ილია) საქართველომ გამოფხიზლება კახეთიდან, მეფე ერეკლეს დახმარებით დაიწყო და ვნატრობ ამ საამაყო წინაპრის იდეებმა და გენეტიკამ გამოაფხიზლოს ჩვენი მთავრობის მეთაური ევროპა-ამერიკის დამღუპველი პოლიტიკის ბურანიდან.

პრემიერო, ფრთხილად იმ რუსეთთან, რომელმაც ქართველობა შეგვინარჩუნა!

არაფერი პირადული, ბ-ნო ირაკლი, მხოლოდ ეროვნული ინტერესები!

,,ვერასოდეს გადაწყვეტ პრობლემას, თუ ისე იფიქრებ, ვინც ეს პრობლემა შექმნა“ – (აინშტაინი)

14 სექტემბერი 2021 წ.

იზა თამაზაშვილი

593 905507