„სტრატეგიული პარტნიორის“ ოინები ავღანეთსა და საქართველოში
ამერიკელებმა დატოვეს ბაგრამის სამხედრო ბაზა. არის რამე გასაკვირი ამაში? ერთის შეხედვით არც არაფერი, მაგრამ ერთის შეხედვით. სინამდვილე განსხვავებულია იმისგან, რასაც ამერიკელები ისურვებდნენ, თუმცა რა გაეწყობა, რომ იტყვიან — ძალა აღმართს ხნავსო, ისეა საქმე.
20 წლის წინათ დაიწყო ამერიკელთა მიერ ავღანელთა დასჯა — აშშ-ზე მიტანილი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ. მაშინ ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, უმცროსი იყო. დღეს, 78 წლის ასაკოვანი პრეზიდენტი ბაიდენია — ყველაზე უფროსი აშშ-ს პრეზიდენტებს შორის. ნუ იფიქრებთ, რომ ასაკის გამო გადაწყვიტა პრეზიდენტმა ბაიდენმა ავღანეთიდან ჯარის გამოყვანა. მისმა წინამორბედმა რესპუბლიკელმა ტრამპმა დაუდო სათავე ამ გადაწყვეტილებას და არა იმიტომ, რომ ისიც ასაკოვანია. მას ახლახანს შეუსრულდა 75 წელი.
არა! აქ, იმ სხვასთან გვაქვს საქმე, რომელმაც ორივეს — რესპუბლიკელს და დემოკრატს გადაადგმევინა ასეთი ნაბიჯი. ეს, ის შემთხვევაა, როდესაც ახალი პრეზიდენტი არ ბლოკავს, წინას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. პირიქით, მიუხედავად სერიოზული დაპირისპირებისა, ახალი, მისაღებად თვლის გადაწყვეტილებას, მიღებულს ტრამპის მიერ, რომლის მიხედვით ა.წ. 19 სექტემბრისთვის არც ერთი ამერიკელი სამხედრო არ უნდა იყოს ავღანეთში. ასე რომ, ამ ქვეყნის და მისი თანამგზავრების მიერ ავღანეთში შეყვანილი სამხედრო ძალების გამოყვანა დაიწყო. ბაიდენის ბოლო განცხადებით გამოყვანის პროცესი აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულდეს.
მსოფლიოში სახელგანთქმული ბაგრამის სამხედრო ბაზა რომ მძლავრი უსაფრთოების კერად მიიჩნეოდა ბობოქარ ავღანეთში, ფაქტია. ბაგრამი არა მარტო სამხედრო ბაზა იყო, არამედ ამერიკული ქალაქი ავღანეთში — საავადმყოფოთი, პოლიკლინიკით, მაღაზიებით, სპორტული მოედნებით, სხვა საყოფაცხოვრებო ობიექტებით, ციხითაც კი, რაც იქ განლაგებულ ამერიკულ სამხედრო კონტიგენტს ისეთივე ცხოვრების პირობებს უქმნიდა, როგორიც მას სამშობლოში ჰქონდა.
შეიარაღების თვალსაზრისით ბაგრამი ყელამდე იყო აღჭურვილი სხვადასხვა სახის იარაღით, ტყვია-წამლით. ბაგრამი ის სამხედრო ბაზა იყო, რომელშიც მოკავშირე ავღანელ სამხედროებსაც სპეცსაშვის გარეშე შესვლა აკრძალული ჰქონდათ. და უცბათ, ავღანელი მასპინძლებისთვის მოულოდნელად, გამთენიეს ისე მიატოვეს ბაგრამი ამერიკელებმა, სიტყვაც არ უთქვამთ მასპინძლებისთვის. მათ რამდენიმე საათის გავლის შემდეგ შეიტყვეს ეს ამბავი, მძარცველებმა კი გაცილებით ადრე, როდესაც ბაგრამის ტერიტორიაზე განათება ჩაქრა. შეიტყვეს და უმალ შეცვივდნენ ბაზის ტერიტორიაზე. ხელში ჩაიგდეს რა საბრძოლო იარაღები, კვების პროდუქტები, საბრძოლო ავტომანქანა „ჯიპები“, სხვა დოვლათი.
ამჯერად ბაზას ავღანეთის სამთავრობო ჯარი აკონტროლებს, მაგრამ რამდენი ხნით, არვინ იცის.
„თალიბები“, ვის წინააღმდეგაც ბუშმა წამოიწყო სამხედრო ოპერაცია და მასში მოკავშირე ქვეყნების შეიარაღებული ძალებიც ჩართო, სწრაფად ახორციელებენ ავღანეთის სოფლების, ქალაქების, დასახლებული პუნქტების აღებას. თითზე ჩამოსათვლელი ქალაქებია აუღებელი, მათ შორის ქაბული. აშშ-ს ჯარების გაყვანით გათამამებული „თალიბანი“ იოლად მოახერხებს აშშ-ს მიერ გაწვრთნილი ავღანეთის სამხედრო ძალების დამარცხებას და სრულიად ავღანეთს რადიკალური ისლამის დროშის ქვეშ მოქცევას.
ავღანეთი, რომ ტერორიზმის ბუდედ მიიჩნევა მსოფლიოში, ცნობილი ფაქტია. ყველამ აქ მოიყარა თავი — „ალ-ქაიდამ“, „ჯაბჰატ-ალ-ნუსრამ“, „ისლამურმა სახელმწიფომ“, რომელი ერთი დავასახელო? სახელგანთქმული ტერორისტი უსამა ბინ ლადენიც ხომ ავღანეთსა და მეზობელ პაკისტანში ცხოვრობდა?
ავღანეთი არა მარტო ტერორიზმის ბუდეა, არამედ ნარკოტიკების წარმოება-გასაღების. ნარკოტიკებთან ავღანელთა სიახლოვე ისტორიულია, თუმცა მან „სამრეწველო“ სახე ამერიკული ოკუპაციის 20-წლიან პერიოდში შეიძინა. სწორედ ამერიკელ სამხედროთა ხელშეწყობით მიედინებოდა ნარკოტიკული ნივთიერებები ევროპისკენ, სხვა ქვეყნებისკენ, განსაკუთრებით ცენტრალური აზიის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებისკენ, რუსეთისკენ. და ყველა ამ „სიკეთის“ მთავარი შემოქმედი აშშ-ს სპეცსამსახურები იყვნენ. მიზანი მათი, რუსეთის მოსახლეობის ნარკოტიკებით გაბრუება, გამოშტერება იყო და არა მარტო, საკუთარი ქვეყანისაც კი.
ნარკოტრეფიკი, ნარკოტიკებით ვაჭრობა დიდი ფულის მახეა და როდესაც მასთან გვაქვს საქმე, იქ ჩემსა და შენზე (სამშობლო მაქვს მხედველობაში) განსხვავება არ არის.
სხვას რას აწარმოებს ავღანეთი ისეთს, თავი რომ ირჩინოს? არც არაფერს. ნარკოტიკებით ირჩენს თავს. რასაც 20 წლის წინათ აკეთებდნენ, ისიც დაავიწყებინეს ამერიკელებმა. გარდა ამისა, 20-წლიანი ომი განა რა ნოყიერი ნიადაგია ეკონომიკის, თუნდაც მარტივის, ასამოქმედებლად?!
ავღანეთის ომით რა მიიღო მსოფლიომ? — უმძიმესი შედეგი! კბილებამდე შეიარაღებული და ომში გაწვრთნილი „თალიბანი“, ტერორისტული დაჯგუფებები, გამარჯვებით შეპყრობილი. 20 წლის განმავლობაში აშშ-ა, მსოფლიოს ჰეგემონმა — უძლიერესი არმიითა და შეიარაღებით, ვერაფერი მოუხერხა „თალიბებს“ — ლამის დაბადებიდან იარაღის მატარებლებს, იარაღთან ერთად შეზრდილებს. რადიკალ ისლამისტებს მუქარა — „გაგანადგურებთ, მოგკლავთ“ — იავნანასავით ესმით. ეს მათთვის სამოთხეში მოხვედრის გზაა. ასეთთან სხვა ენაა გამოსაძებნი — დიპლომატიის, რომელიც აშშ-ს არ აქვს.
ტრადიციულად, ბოლო 80 წლის განმავლობაში ამერიკული დიპლომატიის ენა იარაღით იწყებოდა და თავდებოდა. ასეა ახლაც. ვიეტნამის მსგავსად, აშშ-ა სამარცხვინო მარცხი იგემეს ავღანეთში. ვიეტნამის მწარე მაგალითიდან გამომდინარე, თითქოს ასეთი უხეში შეცდომა ამერიკულ პოლიტიკას არ უნდა დაეშვა, მაგრამ დაუშვა, ვინაიდან ვიეტნამური მარცხი მრავალი თაობის იქით იყო განცდილი და თანამედროვეთა მიერ მივიწყებული.
ავღანეთის ომს ამერიკამ საკუთარი ჯარისკაცების სიცოცხლე შესწირა და არა მარტო მათი, არამედ მოკავშირეების, მათ შორის ქართველების.
ტრილიონობით დოლარი ჩაყლაპა ავღანეთის ეპოპეამ — უშედეგოდ, უთავბოლოდ. აშშ-ა ვერც ბრძოლისუნარიანი ავღანური სამხედრო ძალები შექმნეს და ვერც პოლიტიკური ელიტა, რომელიც ქვეყანაში მცირედი სიმპათიით მაინც ისარგებლებდა.
ძვირი დაუჯდა ამერიკას ავღანეთი — ფინანსურად, მატერიალურად და რაც მთავარია მორალურად. ამერიკელებს, ისე, როგორც მათ მოკავშირეებს მუდამ წამოაძახებენ ავღანეთის მარცხს. შეეძლო თუ არა აშშ-ს ავღანეთის ომის გაგრძელება? ცხადია შეეძლო, მაგრამ რა ფასად?! ტრილიონებს, ახალი ტრილიონები დაემატებოდა, თან ამერიკელი სამხედროების, ისე, როგორც მისი მოკავშირეების სიცოცხლე.
ამერიკის ჯარის გაყვანას რომ ცენტრალური აზიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, ამჯერად დამოუკიდებელი ქვეყნების ხელმძღვანელების უძილო ღამეები მოჰყვება, ფაქტია. უკვე მოჰყვა — ტაჯიკეთის პრეზიდენტმა რახმონმა, ისე, როგორც უზბეკეთის მირზიოევმა განწირული ხმით მიმართეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს დახმარებისთვის.
„თალიბთა“ რიგებში იბრძვიან ისლამისტი ტაჯიკებიც და უზბეკებიც. მათი დიასპორა ავღანეთში მრავალრიცხოვანია და სულაც არ არის გამორიცხული „უწმინდური“ ტაჯიკეთის და უზბეკეთის მორჯულებისთვის ამ ქვეყნებში შეჭრა. იქ მათი მართველობის დამყარება. არც ამ რეგიონის სხვა ქვეყნებს ექნებათ საქმე კარგად, თუ „თალიბანი“ გადაწყვეტს მათ აწიოკებას.
ამერიკელთა გასვლით რუსეთსაც უჩნდება პრობლემები — არასტაბილურობა ცენტრალურ აზიაში და ლტოლვილთა ნაკადი. ლტოლვილები უკვე გაჩნდნენ ტაჯიკეთში. ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვარი 1300 კილომეტრია, მთაგორიანი რელეფით ცნობილი. მისი დაცვა შეუძლებელია ტაჯიკეთის სამხედროების მიერ, რუსეთის დაუხმარებლად. ტაჯიკეთი ოდკბ-ს წევრია და აქედან გამომდინარე პუტინმა დახმარება აღუთქვა რახმონს, ისე, როგორც მირზიოევს, თუმცა უზბეკეთი ოდკბ-ს წევრი არ არის.
სერიოზული გამოცდის წინაშე დგება შანხაის ორგანიზაციაც. ავღანეთის პრობლემები ჩინეთსაც სწვდება, ისე როგორც ინდოეთ-პაკისტანს. აი, ასეთი თავსატეხი გაუჩინა ყველას აშშ-ს ჯარების გამოყვანამ ავღანეთიდან.
ეს ისტორია იმიტომ მოგიყევით, რომ სერიოზულად განიხილოთ საქართველოს მოჭარბებული დამოკიდებულება აშშ-ზე, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ძირფესვიანად განსხვავებული იქნება წინანდელისგან.
ავღანეთი, რომელიც ტრილიონები დაჯდა, იწირება და საქართველო — აქ დახარჯული მილიონებით არის ამერიკელთათვის შემაკავებელი ფაქტორი? არამცდაარამც. თუ ვინმეს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის საკითხი მოუვა თავში, ვეტყვი — ავღანეთი გაცილებით მნიშვნელოვანია აშშ-ს, ვიდრე საქართველო. ასე რომ, ძალიან ნუ გაამერიკელდებით, ჩემო იმანოებო. გახსოვდეთ, ამერიკას თავისი ინტერესები აქვს, რომელიც არ ჯდება ქართულ ინტერესებში, მიუხედავად ამერიკული ტრენინგების და ლექციებისა.
ქართველთა ამერიკულ ყაიდაზე მორჯულება იოლი საქმე არ არის, თუმცა პროგრესი ამ გზაზე თვალშისაცემია. მორჯულებულები თავს არ ზოგავენ, მოურჯულებლებთან შესარკინებლად, გადასაკეთებლად, მაგრამ ჯერ-ჯერობით სრულად ვერ ახერხებენ. მათი შეუპოვრობა მაფრთხილებს, რომ ხვალ ან ზეგ მოახერხებენ, ვინაიდან ამ პროცესს დიდი ფულის, თანაც დოლარის სუნი ასდის.
30 წლის წინ, როდესაც კრემლმა ლანგარით დამოუკიდებლობა მოგვართვა, თავქუდმოგლეჯილებმა დასავლეთს, კერძოდ აშშ-ს მივაკითხეთ — თქვენი ვართ, გვიშველეთ, გადაგვარჩინეთ — ძახილით. და მანაც „დიდსულოვნად“ გვიშველა. ეს, ერთის შეხედვით. სინამდვილეში, ჩვენ რომ გვეგონა იმას ვეცით, ის გვეცა. და გორბაჩოვს — სსრკ-ს პირველ და უკანასკნელ პრეზიდენტს, საბჭოთა კავშირის დასასრულის გამოცხადება არ ჰქონდა მომთავრებული, რომ ყველა, უკვე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა დამოუკიდებლად აღიარა.
საქართველოს ამერიკანიზაცია დაიწყო სწრაფად თან ყველა სფეროში. ახალმა პატრონმა უმალ განგვისაზღვრა სამომავლო კურსი — ტურიზმი, სხვათა მომსახურება და რაც მთავარია რუსეთისთვის მტკივნეული ჩხვლეტების მიყენება. დღის წესრიგში დადგა ქვეყნის მოსახლეობის გალიბერალების საკითხი, უმთავრესად ახალგაზრდების, რომელთა საბჭოური ცხოვრების გამოცდილება ნულს უტოლდებოდა, საშუალო და მაღალ ასაკზე ამერიკელებმა თავიდანვე თქვეს უარი და სააკაშვილს ჩაარეცხვინეს. იერიში მიიტანეს მართლმადიდებელ ეკლესიაზე, როგორც ღვთისმსახურების, ტრადიციების უმთავრეს დამცველზე.
ამერიკელთა გაწვრთნილი მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ეცილებოდნენ — ვინ უფრო მეტი ამერიკელია. ამერიკელთა უკანალში ძრომის პროცესი ეფექტიანად წარიმართა, თან ისე, რომ დღის წესრიგში გეი-პარადების გამართვის შესაძლებლობაც გაჩნდა. ბოლო წლებში იყო რამდენიმე მცდელობა ასეთის ორგანიზებისა, თუმცა უშედეგოდ, „მოურჯულებელთა“ გამოისობით, მაგრამ ისეთს, რასაც ადგილი ჰქონდა 5 ივლისს — შეუდარებელია.
ანტი-ლგბტ-ელებმა დაანგრიეს ლგბტ-ს ოფისი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათ და ჟურნალისტებს. გეი-პარადის ჩატარება ჩაიშალა. გულდათუთქულმა ლევან ბერძენიშვილმა სალანძღავი სიტყვები არ დაიშურა, როგორც საქართველოს პატრიარქის, ისე მრევლისა და „მოურჯულებელი“ მასის დასახასიათებლად. „არ შედგა საქართველო“, — ბრძანა მან და არა მარტო მან, სხვა ლიბერალებმაც. ეს არ არის დემოკრატიაო. კეთილი, თუ დემოკრატია ანალურ არხზე გადის, ვის უნდა ასეთი დემოკრატია?!
მარქსიზმ-ლენინიზმის ფუძემდებლებმა, ბოლშევიკებმა ვერაფრით მოახერხეს ყბადაღებული ლოზუნგის — „პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით!“ ქვეშ გაერთიანება. კაპიტალიზმმა, მისმა პირმშო ლგბტ-მ შეძლო. „პედერასტებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით“ ლოზუნგი ამაყად დაიარება ქვეყნიდან-ქვეყანაში და ლგბტ-ს რიგებში იზიდავს მოდას აყოლილ ახალგაზრდებს, შიგადაშიგ ძველგაზრდებსაც.
5 ივლისს საქართველომ თავი დაიცვა ლგბტ-ს შეტევისგან, მაგრამ ხანგრძლივად? ძნელი სათქმელია, ვინაიდან ერთ მხარეს ფულია, მეორეზე ლგბტ-ს წინააღმდეგ ამბოხებული სული. შეძლებს ამბოხი მუდმივ წინააღმდეგობას? ძნელი გამოსაცნობია.
ამერიკულმა „დემოკრატიამ“ „თალიბანთან“ ბრძოლაში დალია სული, ვინაიდან მთელი ავღანეთი „თალიბანია“. მოურჯულებელთა რაოდენობა საქართველოში ჯერ-ჯერობით აჭარბებს გალიბერალებულ მორჯულებულებს, მაგრამ ამ უკანასკნელთა რიგები დღითიდღე ფართოვდება — ფულით, მწვანე დოლარით. დამშეულს რას არ ჩაადენინებ?!
ამერიკული ფულით გალიბერალებული საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც შეასრულებს ამერიკულ დავალებას. ვიღაც შემედავება — ამას ადგილი არ ექნება, ჭეშმარიტი მართლმადიდებლები მაგრები ვართო. ღმერთმა ქნას ასეც იყოს, თუმცა ქართველთა ტრადიციული არათანამიმდევრობა, ერთჯერადი აფეთქება, საწინააღმდეგოს მკარნახობს. გარდა ამისა, მკითხველს ვეკითხები, ხომ არ გგონიათ, რომ 5 ივლისის საპროტესტო აქცია დაგვიანებული იყო? იქნებ მაშინ გამოგვეჩინა სიფხიზლე, როდესაც „ტოლერანტობის“ კანონს გვაპარებდნენ? არაუშავს, ვერ გაბედავენო — იყო იმ ადამიანთა ნათქვამი, რომლებიც სულით ხორცამდე ეწინააღმდეგებოდნენ ლგბტ-ობას.
გაბედეს, რასაც ფიზიკური პროტესტი მოჰყვა. დროულ, საპროტესტო გამოსვლას ადგილი რომ ჰქონოდა — კანონსაც ვერ მიიღებდნენ და ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც ავიცილებდით თავიდან.
მას შემდეგ, რაც აშშ-ს ჩავეხუტეთ, იქიდან რაც გვესმის ბრძანების მაგვარია — იყავით ტოლერანტული!
საქართველოს მოსახლეობისთვის სიტყვა „ტოლერანტობა“ უცხო არ არის. ჩვენ ტოლერანტობას მაშინ ვიყენებთ, როდესაც უცხოელ სტუმრებს თავის ქებით ვუყვებით — შეხედეთ როგორი ტოლერანტები ვიყავით საუკუნეთა განმავლობაში და მივანიშნებთ ერთ პატარა ტერიტორიაზე მეჩეთის, მართლმადიდებლური ეკლესიის, სინაგოგის თანაარსებობას.
დიახ! ეს, მართლაც ასეა, მაგრამ ამერიკელთა მიერ ნაბრძანებ ტოლერანტობაში სხვა შინაარსი დევს, ისეთი, ქართულ ცხოვრებასთან რომ ვერაფრით მოვა და არა მარტო ქართულ. ამერიკული „ტოლერანტობა“ ერთნაირსქესიანთა ერთად ცხოვრებას გულისხმობს. კაცის და კაცის ან ქალის და ქალის მიერ შექმნილი „ოჯახის“ მიერ ბავშვის აღზრდას, პედერასტთა ატანას, გეი-პარადების მიმართ საპროტესტო განწყობის საკუთარ თავში ჩაკვლას, ქირურგიული ოპერაციით კაცის ქალად გადაკეთებას და სხვა უკუღმართობას. აი, ეს არის დასავლური ტოლერანტობა და არა ის, სინაგოგა, მეჩეთი და ეკლესია გვერდიგვერდ რომ დგას.
30 წლის წინ ჩვენ დასავლური ცხოვრების გზა ავირჩიეთ და იმ დღიდან მოყოლებული გავიძახით ევროპულ ოჯახში დავბრუნდითო, თითქოს ოდესმე იქ ვყოფილიყავით, თან იმასაც მოვითხოვთ ნატოსა და ევროკავშირში შეგვიშვითო. ნატოს და ევროკავშირის კარი ისე, როგორც ევროპა-ამერიკის ყველა ჩვენგანის ანალურ არხზე გადის. გინდა ნატო? გეი-პარადიც უნდა გინდოდეს. მარტივად რომ ვთქვათ, ნატოც და ევროკავშირიც საზღაურის გარეშე არ მიიღწევა. და რახან დასავლური ვექტორი ვამჯობინეთ ჩრდილოეთს, საფასურიც ჩვენი გადასახდელია!
რომ იტყვიან — მუქთი ყველი მხოლოგ სათაგურშია. ევროპულ ოჯახში შესვლა მხოლოდ დასავლური ტოლერანტობით მიიღწევა. ნუთუ ძნელი იყო ამ მარტივი რეალობის გამოცნობა ბოლო 30 წლის განმავლობაში?
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი / 11.07.2021