მე რუსეთის პრეზიდენტს შევხვდი

Russian President Vladimir Putin waves while walking along Red Square after a military parade on Victory Day, which marks the 76th anniversary of the victory over Nazi Germany in World War Two, in central Moscow, Russia May 9, 2021. REUTERS/Evgenia Novozhenina

ხელისუფლების მანიაკალური ფსიქოზი და დეპრესიული საქართველო

,,ხალხი რომელსაც არა აქვს ეროვნული ცნობიერება წარმოადგენს  სასუქს, რომელზეც სხვა ხალხები წამოიზრდებიან“ – (სტოლიპინი, რუსეთის იმპერიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე მე-20 ს-ის 20-იან წლებში).

დღეს საქართველო და ქართველი ხალხი დემოტრაკიულად გაემიჯნა ყოველგვარ ეროვნულს და ჩვენი სამშობლო უფსკრულისაკენ მიექანება. რ. კვერენჩხილაძე, რომელმაც საბჭოთა სისტემის კრიტიკით დაგვამახსოვრა თავი, აღშფოთებას გამოთქვამს, რომ ქვეყანაში არანაირი ეროვნული ნაბიჯი არ გადადგმულა და პარალელს ავლებს კომუნისტების ზეობის ხანასთან, როცა რუსთაველის 800 წლისთავის იუბილე ზარზეიმით აღინიშნა, ხოლო ამ ხელისუფლებას არც 850 წლისთავის აღნიშვნა გახსენებია, არც მ. ჯავახიშვილის 140 წლისთავი.  ქართველები კი გაჭირვების გამო ან სუიციდით ასრულებენ სიცოცხლეს ან სამშობლოს ტოვებენ. დიახ, ახალგაზრდები საკუთარი თავის თვითრეალიზაციას ვერ ახერხებენ და გულდაწყვეტით მოთქვამენ: რისთვის გვახდევინებენ სწავლაში ამდენ ფულს? მეზიზღება ეს ქვეყანა, სიამოვნებით გავიქცეოდი აქედან.“ ერთმა ახალგაზრდამ ორიგინალური ფორმით პოზიტივიც დააფიქსირა: ,,წარმოიდგინეთ  რომ სახლში ყველა ნათურა გადამწვარია და მხოლოდ ერთი ანათებს, ეს ლადო ძნელაძეა“  ,,ქართულ ოცნებაში“. ახალგაზრდებს ყურადღება სჭირდებათ, მათ მივეფერები და ვეტყვი: სამშობლოს სიძულვილი არ შეიძლება, რადგან როგორც დიდმა ქართველმა ბრძანა -,,სამშობლო ვითა უფალი ერთია ქვეყანაზედა”. ეს ქვეყანა ისეთივე მსხვერპლია მმართველობის ამ სისტემისა, როგორც თვითეული ჩვენგანი და შველას თქვენგან, ახალგაზრდებისგან ელის, რადგან ეს საქართველო თქვენია და თქვენ უნდა გადაარჩინოთ.

რას ფიქრობენ საქართველოზე სხვა ერის წარმომადგენლები? ამერიკელი ჟურნალისტი – ჯეფრი სილვერმანი: ,,ქართველები საქართველოდან მიდიან. რად გინდათ ევროპელობა, როცა მათზე უკეთესები ხართ კულტურითა და შეგნებით, ოჯახის, რწმენის, სიცოცხლისა და ღმერთის სიყვარულით. გაფრთხილებთ, უცხოეთში არავინ გაგიფრთხილდებათ. 20 წელზე მეტია აქ ვცხოვრობ და არ მინდა სხვაგან წასვლა, მიუხედავად იმისა, რომ აქ ამითვალწუნეს იმის გამო, რომ ხალხს ვაფრთხილებ და სიმართლეს ვლაპარაკობ. მართლაც, გერმანიაში მოსავლის ასაღებად წასულ ქართველებს არავინ მოფრთხილებია. ისინი მოატყუეს, 9 ევროს ნაცვლად 3 ევროს უხდიან და თან მონებივით ამუშავებენ.

რას ფიქრობდნენ იმ საქართველოზე, რომელიც დღეს სოროსისტებმა ტალახის სროლის ობიექტად აქციეს? – 1961 წლის ივნისს საქართველოს დიდი რუსი მწერალი – მიხეილ შოლოხოვი ეწვია. ქართველმა მწერლებმა გოგლა ლეონიძის თაოსნობით მას მთელი საქართველო შემოატარეს. ეს  ის დრო იყო, როცა ქვეყანაში ქალი ქალობდა, კაცი კაცობდა და კაცური ღირსება  სანთლით საძებარი არ იყო. ქართველი კაცი სტუმარს ღირსეულად და ქართული სტუმართმოყვარეობით ხვდებოდა. აი, რა უდეპეშა რუსმა მწერალმა 6 დღიანი ვიზიტის შემდეგ თბილისში გაზეთ ,,კომუნისტის“ რედაქციას: ,,ნაღვლიანმა დავტოვე თქვენი შესანიშნავი ქვეყანა. არც ისე ადვილია, თავადაც გესმით, დატოვო ის, რაც გულთან ასე ახლოს მოვიდა“. დღეს რუსოფობიით შეპყრობილ ქვეყანაში, დეგრადირებული ახალგაზრდობა, რომელსაც ერეკლე ასო ,,ყ“-სგან ვერ გაურჩევია რუსეთის მოქალაქეებს დაჭყეტილი თვალებით, კვერცხების სროლითა და ლანძღვა-გინებით ხვდება. ეს დემოტრაკიასა და პროდასავლურობას ამოფარებული მე-5 კოლონაა პატრიოტიზმის ნიღბით.

,,ბოროტი ხმები“ იმასაც ამბობენ, რომ სახელმწიფოებრივი ცნობიერების არმქონე უვიცი პოლიტმეძავები ამერიკასა და ევროპაში სოლომონ მორბელაძის ჯორივით დაწანწალებენ და ლობისტურ კომპანიებს მილიონებს ტენიან. საფრანგეთმა საქართველოდან იახტების შესაძენად 8 პირის შეკვეთა მიიღო. ფინანსური სანქციებისა და დიდძალი ქონების დაკარგვის შიშით მზად არიან საქართველოს ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესებით ივაჭრონ. ნაცქოც ბანდები მეტი ფულის შოვნის მანიაკალური ფსიქიკით არიან შეპყრობილი და მავნებლების სხვაგან ძებნას აჯობებს სარკეში ჩაიხედონ. ხშირად მიფიქრია, ვინ არის ამ  ხელისუფლების ყველაზე დიდი ნაბიჭვარი? ასეთად ,,მერიკო პარაზიტოვნა“ (ქალაქის მერი) მიმაჩნდა. მან 2015წ პირველმა მოაწერა ხელი სამშობლოს გაყიდვის იუდას გეგმას, მაგრამ ეს საკითხი მაშინ  საჯარო არ გახდა. თურმე, ჯერ  სადა ხარ, მეოცნებათა საქმენი საგმირონია“ წინ არის. გახარიას ამ პროექტზე ხელმოწერამდე უნდა დაეტოვებინა პარტია. კრიტიკას ვერ უძლებს მისი ახალი პარტიის სახელწოდება – ,,საქართველოსთვის“ (?!) რომელი საქართველოსთვის იღწვის ეს მოღალატე, იმ საქართველოსთვის, რომლის ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა? სამშობლოს ტერიტორიების გაყიდვა ახლა არ დაწყებულა. 2018 წ. დამსახურებული მასწავლებელი – ზაქრო გიგაური განგაშის  ზარებს არისხებდა ქართული მიწების გაყიდვასთან დაკავშირებით. ნაცსექტამ თეთრიწყაროს რაიონში სოფელ გარისის მიწების 350 ჰექტარი გარისის ომში მოკლული ლუარსაბ მეფის მკვლელებს მიჰყიდეს. ასევე, ხეკორძულიდან კავთისხევამდე მიწები თათრებზეა გაყიდული. მარტყოფის ველის ნაწილი – 30 ჰექტარიც გაყიდეს. იორმუღანლოს ტერიტორიაზე 500 ჰექტარი ირანული წარმოშობის ინგლისელმა მოქალაქემ შეიძინა.

ქართველ ხალხს ის არ აკმარეს რომ ბიუჯეტის ფულზე ნადირობის სეზონია გამოცხადებული. ახლა სამშობლოსაც ისე მიყიდიან, თითქოს იმ უცხოელი ბიოდეგენერატებისგან მიეღოთ მემკვიდრეობით, რომლებსაც მეძავებივით ფულის სანაცვლოდ ლოგინშიც ჩაუგორდებიან. ჩვენი ქვეყანის ბედს კი უცხო ქვეყნები წყვეტენ. უცხოურ სამშენებლო კომპანიებზე ტერიტორიები თბილისშიც გაყიდულია და არავის ადარდებს არც იერსახე, არც ქალაქის კოლორიტი. პარლამენტში სხედან ფულის შოვნის მანიაკალური ფსიქოზით შეპყრობილი ადამიანები, არანაირი ღირებულების მქონენი, უსახურნი და არარაობანი. მათი შემხედვარე ხანდახან ვფიქრობ, ხომ არ უნდა მრცხვენოდეს რომ ქართველი ვარ?

ყველაზე ამაზრზენი კი ის არის, რომ ხელისუფლება ბავშვის ფსიქიკაზე ფულის გამო შენიღბულ შეტევას ახორციელებს. თუ არა მანიაკალური ძალადობა, სხვა რა დავარქვა იმ შემთხვევას, როცა ბავშვს მშობელს წაართმევ, სხვას გადასცემ და იმ სხვას ფულს უხდი, ბავშვი კი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს. ბავშვის ფსიქიკაზე მოძალადე ხელისუფლება უნდა დაისაჯოს, მაგრამ სამართალდამცავი ორგანოები დამნაშავეს საქაჯეთში ეძებენ! ბავშვზე ზრუნვით შენიღბული გაშვილებებიც ხდება საზღვარგარეთ არატრადიციული  სექსორიენტაციის ოჯახებში. არ გამოვრიცხავთ მათი ორგანოებით ვაჭრობასაც. პუბლიცისტი შ. აფხაიძე ბრალს სდებს ნ. ლომჯარიას უპატრონო ბავშვების გაშვილებაში საზღვარგარეთ და მათი ორგანოებით ვაჭრობაში მონაწილეობაზე. იგი მზად არის პროკურატურას მტკიცებულებებიც წარუდგინოს, თუ ამ მზაკვრობის გამოძიებას ინებებს. ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისას განაცხადა: სტალინი ჩემთვის პრიორიტეტული არ არისო. პიროვნებას, რომელმაც ფაშიზმისაგან იხსნა მსოფლიო და სოციალური თანასწორობის პრინციპზე აგებული სახელმწიფო შექმნა გარდაცვალების შემდგომ  მხოლოდ 67 მანეთი აღმოაჩნდა.  

ივანიშვილმა ლამის მთელი ქვეყანა ჯიბეში ჩაიდო და გარდა იმისა, რომ ბიუჯეტის ფულს საკუთარივით ხარჯავს, თავის ნათესავებსაც ამ ფულით კვებავს. ისინი დასაქმებულნი არიან საჯარო სტრუქტურებში მაღალ თანამდებობებზე და მაღალ ხელფასებსაც იღებენ, ანუ მისი ნათესავებიც ხალხის კმაყოფაზე არიან და ბიუჯეტიდან ფინანსდებიან ნაცვლად იმისა, რომ ეს ფული ხალხს მოახმარონ. ჩვენი სამშობლოს საუკეთესო ტერიტორიებიც ივანიშვილის მფხანელებმა კაპიკებში მიისაკუთრეს და ტყეების გაჩეხვაც დაიწყეს სასახლეების ასაშენებლად, მათ შორის არის ი. კობახიძის მამაც.

მე ვეკითხები ქართველ ხალხს: პრიორიტეტულია თუ არა თქვენთვის ასეთი არაფორმალური მმართველი?? გაავლეთ პარალელი ამ არსებასა და მისთვის არაპრიორიტეტულ, მაგრამ ჭეშმარიტად ხალხზე მზრუნველ სტალინს შორის! ამერიკამ საქართველოს იდეოლოგიური ოკუპაცია მოახდინა. თუ სამამულო ომის პერიოდში ფაშისტების მიერ მოსყიდული დივერსიული ბანდები მოსახლეობის დაშინებას ახორციელებდნენ და მავნებლობდნენ, დღეს ეს როლი სწორედ დასავლეთის მიერ მოსყიდულმა ხელისუფლებამ, დემოტრაკიით შენიღბულმა ძალებმა მოირგეს და შექმნეს სისტემა, რომელიც კლავს. ახალგაზრდობა სუიციდამდე მიჰყავთ, ხოლო ქვეყნის ყველა სიკეთეს და საბიუჯეტო სახსრებს თავიანთ კეთილდღეობას ახმარენ.

როგორც ნაცისტები იღწვოდნენ ანტისაბჭოთა განწყობის ადამიანების გაერთიანების შექმნისკენ, ასევე იღწვიან ევროპა-ამერიკის მაღალჩინოსნები და ამაში ფულსაც უხდიან ქვეყნის ხელისუფლებას. ,,- ასეთ ოკუპანტებს პირველად ვხედავ, ჩვენებურად საუბრობენ, ჩვენს სიმღერებს მღერიან, შინაგანად კი გამომპალები არიან. საბჭოთა მოქალაქეების მიმართ დანაშაულებრივ ქმედებებში არიან ბრალდებულნი“. – ეს სამამულო ომში მონაწილე ერთ-ერთი პატრიოტის სიტყვებია, რომელიც სწორედ დივერსანტებს ებრძოდა. ხომ არ შეიცანით მის სიტყვებში ეს ხელისუფლება თავიანთი განშტოებებით?

დიახ, საქართველო ამ დივერსიულმა ბანდებმა ჯერ მიისაკუთრეს, შემდეგ კი გამიყიდეს. ისინი ჩვენი იდეოლოგიური და პოლიტიკური მოწინააღმდეგის მიერ მოსყიდული ნაბიჭვრები არიან, რომელსაც, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ჰქვია.  ასევე. უდიდესი დანაშაულია საერთაშორისო მისიებში ჩვენი ახალგაზრდობის მონაწილეობა და მათი საზარბაზნე ხორცად გამოყენება, რასაც ხელისუფლება მწვანეს უნთებს საკუთარი ისტორიის დამახინჯების და დასავლელ ბიოდეგენერატთა სიამოვნებისთვის. ამ ვითარების კვალდაკვალ ჩრდილოეთის დათვი იღვიძებს და მზად არის ყველა ქმედებაზე პასუხი აგებინოს იმ ძალებს, რომელნიც ქვეყნის უსაფრთხოებას დაემუქრება. რუსეთი გარკვეულ ქვეყნებთან ქმნის თანამეგობრობას, რაც დასავლეთის პარპაშს ბოლოს მოუღებს. ამ თანამეგობრობაში მოიაზრებიან: ბელარუსი, სომხეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი.

ეს იქნება მძლავრი ალიანსი მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე და საქართველომ უნდა განსაზღვროს თავისი ადგილი გეოპოლიტიკურ სივრცეში, რათა დაპირისპირების პოლიგონად არ იქცეს. პოლიტოლოგმა ჰ. ჭიპაშვილმა არაერთხელ გაგვაფრთხილა:,,საქართველოს სათავეში არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან სამარეში ჩაჰყვნენ და საქართველოც ჩააყოლონ ამერიკას’’. ვინ დაიცავს ჩვენს უსაფრთხოებას? – აი კითხვა, რომელიც ყველა ჩვენგანს უნდა აწუხებდეს!  დღეს საქართველო სოროსელ ლიბერასტ ცხოველთა საძოვარია. ეროვნული ხელისუფლების პირობებში არც ქართველებს გაუშვებდნენ საძოვრად უცხოეთში, არც უცხოელებზე გაიყიდებოდა ქართული მიწა–წყალი და ვერც სატანისტები გაბედავდნენ დედა–ეკლესიაზე თავდასხმას. არაეროვნული მთავრობები საქართველოს კლავენ და სანამ კიდევ ვსუნთქავთ მიზანმიმართულად მავნებლური პოლიტიკა ქართველი ერისა და საქართველოს წინააღმდეგ უნდა გავანეიტრალოთ. ანტიეროვნული, ანტიქართველი ნაბიჭვრები ნაგავსაყრელზე უნდა მოვისროლოთ.

დივერსანტმა  ხელისუფლებამ საზოგადოება საკონცენტრაციო ბანაკებში დატყვევებულთა მსგავსად ისე დაამშია და ფსიქოლოგიურად დასტრესა, რომ ნათელ მომავალზე ფიქრის ნაცვლად იმაზე ოცნებობს უარესი არაფერი მოხდეს. თუ სახელისუფლებო პირები ფულის შოვნის მანიაკალური ფსიქოზით არიან შეპყრობილნი, მოსახლეობა დეპრესიული ფსიქოზით იტანჯება. ამის თვალსაჩინო მაგალითია სოციალურად დაუცველი ოჯახი, როცა ბავშვის დედა სიდუხჭირემ ოჯახის სარჩენად უცხოეთში გადახვეწა, ხოლო მამასთან დატოვებული შვილი ხანგრძლივი დროის მანძილზე ვიღაც მანიაკის მიერ სექსუალური ძალადობის მცხვერპლი გახდა. სოციალური სიდუხჭირის, დაუცველობისა და უიმედობის განცდამ მამა დეპრესიული ფსიქოზის მდგომარეობამდე მიიყვანა, რომელსაც შეურაცხყოფის განცდაც ერთვოდა თან. დღეს ქართველი საზოგადოება სწორედ დეპრესიული ფსიქოზის მდგომარეობაშია. როცა ფსიქიატრიულ კლინიკაში დეფექტოლოგის სტატუსით პრაქტიკას გავდიოდი ასეთ პაციენტებსაც შევხვედრივარ. (ამ თემაზე ჩემი წერილი გაზეთ ,,საქართველო და მსოფლიო’’–ში გამოქვეყნდა – ,,ფსიქიატრიული კლინიკა, პალატა 41’.) ისინი გარინდებულნი იდგნენ და ელოდნენ. . .  პარალელს გავავლებ ქართველ საზოგადოებასთან, რომელიც ასევე დგას და ელის. . .  ქართული სულიერებისა და გენოფონდის დასამარებას. ვფიქრობ, დეპრესიულ ძილ–ბურანში მყოფ საზოგადოებას გამოსაფხიზლებლად ცივი შხაპი სჭირდება, ხოლო ვინ იტვირთებს ამ ფუნქციას დღესდღეობით უცნობია.

ყველას გასაგონად:    ,,მე სიტყვასა ერთსა ვკადრებ’’ ბ–ნ  ვ. კვარაცხელიას. ე.წ. დეპუტატების პარლამენტში შესვლა–არშესვლა და ტურა–მელიების ამბავი მკვდარი თემებია და მოსახლეობისთვის ინტერესმოკლებული. საზოგადოებამ იცის, რომ ქვეყნისა და ხალხისთვის არაფერი შეიცვლება, სანამ დასავლეთის ბიოდეგენერატთა მარწუხებისგან არ განვთავისუფლდებით!

ვ. კვარაცხელიას წერილმა გვირაბის გათხრის შესახებ გონება გამინათა – რატომ არ გავთხარო გვირაბი იმ მიმართულებით, რაც ქვეყნის მომავალს გზას გაუხსნის? ამისთვის ჩვენს ისტორიულ, ეროვნულ გმირთან – მეფე ერეკლეს ძეგლთან დამჭირდა მისვლა. -,,ვიცი რისთვისაც მოხვედი, ეს ძნელი არ არის, მხოლოდ სურვილი, მონდომება და ქვეყნის სიყვარულია საჭირო“ – მითხრა ერეკლე მეფემ და ხელი გამომიწოდა. როგორც კი ხელი შევაგებე ნისლიან ბურუსში ჩავიძირე, თითქოს რაღაც ბნელ გვირაბში მივიკვლევდი გზას… არ ვიცი ეს რამდენ ხანს გაგრძელდა, რომ უცებ ჩამესმა: ,,მოსკოვი, კრემლი, ვლ. პუტინი“. ნისლიანი ბინდი სადღაც გაუჩინარებულიყო და მე რუსეთის პრეზიდენტის კაბინეტში აღმოვჩნდი. ,,- ჩვენი მეგობარი საქართველოდან“ – შემომეგება ვლ. პუტინი. – ბატონო ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, გთხოვთ, ჩემი ქართული საქართველო დამიბრუნოთ, რომელშიც ვცხოვრობდი – მივმართე თხოვნით რუსეთის პრეზიდენტს. ვლ. პუტინს მრავალმნიშვნელოვნად გაეღიმა და იქვე მდგარი გლობუსი მაჩუქა, რომელზეც პოსტ საბჭოთა სივრცე ახალ რეალობაში იყო წარმოდგენილი. – ყველაფერი კარგად იქნება – დამაიმედა პრეზიდენტმა დამშვიდობებისას.

P.S. ვლ. პუტინი:

– ვინც ჩვენს უსაფრთხოებას შეეხება, კბილებს ჩავულეწავთ!

– წავიდა ის დრო, როცა რუსეთს ასწავლიდნენ როგორ ეცხოვრა!

– რუსეთი იყო, არის და იქნება!

ვუდასტურებ კეთილგანწყობას უძლიერეს, ბირთვულ და მართლმადიდებელ სუპერსახელმწიფოს – რუსეთს, მის პრეზიდენტსა და რუს ერს.

გზა რუსეთისაკენ – ჩვენმა ეროვნულმა დიდმა ქართველებმა – მეფე ერეკლემ და ილიამ ანდერძად დაგვიტოვეს.

იზა თამაზაშვილი 593 90 55 07

22.06.2021წ.