მშვიდობიანი ჟენევა (22/06/2021)

Øâåéöàðèÿ. Æåíåâà. Ïðåçèäåíò Ðîññèè Âëàäèìèð Ïóòèí è ïðåçèäåíò ÑØÀ Äæî Áàéäåí (ñïðàâà íàëåâî) âî âðåìÿ âñòðå÷è â ðàìêàõ ðîññèéñêî-àìåðèêàíñêîãî ñàììèòà íà âèëëå Ëà-Ãðàíæ. Ìèõàèë Ìåòöåëü/ÒÀÑÑ

დრო, სწრაფად ცვალებადი პოლიტიკური მოვლენებისთვის, რომელიც 16 ივნისიდან დღემდე გავიდა, საკმაოდ დიდია მასზე საუბრის — აქტიურიდან ნაკლებ აქტიურში ან საერთოდ პასიურში გადასაყვანად, მაგრამ როგორც ჩანს ამ შემთხვევაში სხვასთან გვაქვს საქმე — უაღრესად მნიშვნელოვანთან, კაცობრიობას რომ სერიოზულად აწუხებს.

მკითხველი მიმიხვდა ალბათ რაზე მაქვს საუბარი. რუსეთ-ამერიკის პრეზიდენტების პუტინისა და ბაიდენის ჟენევის მოლაპარაკებამ რომ ყველა სხვა პოლიტიკური მოვლენა დაჩრდილა — ფაქტია, თანაც ისეთი, კარგა ხანს რომ ადამიანთა აზროვნების არიალიდან არ გავა. მიზეზი ამისა მრავალია, მაგრამ მათ შორის განსაკუთრებით გამოკვეთილი — მსოფლიოს მშვიდობის საკითხი.

ისტორიულად, ქართველმა კარგად იცოდა სიტყვა „მშვიდობის“ მნიშვნელობა. ათას ჭირვარამ გამოვლილმა ქვეყანამ სიღრმისეულად გაითავისა მშვიდობის მნიშვნელობა და ყოველდღიური ცხოვრება ისეთ რიტუალად აქცია, საკვების მიღების დაწყებამდე საკუთარ თავსა და მაგიდას შემომსხდართ რომ ჭიქა ღვინით შეახსენებდა მოკლე სადღეგრძელოს — მშვიდობას გაუმარჯოს!

მშვიდობის, მშვიდობიანი ცხოვრების მნიშვნელობა დედამიწაზე მცხოვრები ხალხებისთვის რომ მეტად აქტუალურია, მტკიცება არ სჭირდება, რამეთუ ყველა მათგანმა, მეტად თუ ნაკლებად საკუთარ თავზე გამოსცადეს ომის საშინელებები — თავიანთი მრავალსაუკუნოვანი ცხოვრების გზაზე. გამოსცადეს და მსგავსის გამეორების სურვილი აღარ აქვთ, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ნაკლებად, არასიღრმისეულად იხილავენ ომის და მშვიდობის საკითხებს — საკუთარი გამდიდრების სურვილით შეპყრობილნი. არც მათ სურთ მშვიდობის ომით ჩანაცვლება, მაგრამ გამოუცდელობა, კუჭური მოთხოვნილების მშვიდობიან ცხოვრებაზე მაღლა დაყენება, წუთიერი მოხვეჭა თვალსა და გონებას უბინდავს, მშვიდობისთვის საზიანო იარაღის შექმნისკენ და ამ იარაღით დიდი შედეგების მიღების იმედით ლოკალური ომების წარმოებისკენ უბიძგებს.

დიდი შედეგი კი სხვაზე ძალაუფლების მოპოვებაა, იარაღით მისი დაშინებით ისეთ კუთხეში მოქცევაა, საიდანაც მოწინააღმდეგე კარგა ხნის განმავლობაში ვერ გამოვა დამშინებლის წინაშე მუხლის მოდრეკვის, კაპიტულაციის გარეშე.

სიტყვა და მცნება „მშვიდობის“ ზერელე შემფასებელთა შორის არიან თავგახურებული პოლიტიკოსები, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსების მეპატრონეები, ადამიანები, ნაკლები პასუხისმგებლობის მატარებლები. ვიმეორებ, ადამიანები წამიერი მოგებით შეპყრობილები. ძნელია დაიჯერო, რომ აურაცხელი უძრავ-მოძრავი ქონების პატრონს, მსოფლიოს განადგურება სურდეს, ისე, როგორც ცხელი, ავანტიურისტული გონების მქონე პოლიტიკოსს, მაგრამ ისინი, საკუთარი სიხარბისა და ამბიციების დაკმაყოფილების პროცესში ხშირად უშვებენ შეცდომებს, რასაც მსოფლიო კატასტროფა შეიძლება მოჰყვეს.

მეორე მხარის სიდინჯეს, თავშეკავებულობას უნდა უმადლოდეს მსოფლიო, საყოველთაო ომის აცილებაში. რომ არა მისი სამაგალითო გონიერება, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დღემდე, მესამე მსოფლიო ომს ექნებოდა ადგილი, რასაც პლანეტა დედამიწაზე სიცოცხლის შეწყვეტის თუ არა, მრავალწლიანი შეფერხების ჟამი მოჰყვებოდა. შემდეგ კი ვინ იცის, ალბათ ყველაფრის თავიდან დაწყება, ქვითა და ჯოხით.

ჩემს მიერ ნახსენებ მეორე მხარეში სსრკ-ს და მის მემკვიდრე რუსეთს ვგულისხმობ — ისტორიული ფაქტებიდან და დოკუმენტებიდან გამომდინარე. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების პირველსავე წუთებიდან ჩაერთო სსრკ და მისი ხელმძღვანელები, სტალინის მეთაურობით, მესამე მსოფლიო ომის არ დაშვებისთვის ბრძოლაში, რაც  დღემდე გრძელდება. მაპატიეთ, არა მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე, არამედ 1945 წლის 6 აგვისტოდან, როდესაც აშშ-ა საბჭოთა კავშირის დასაშინებლად ბირთვული ბომბები დააყარა, ფაშისტური გერმანიის მოკავშირე იაპონიას — უკვე წელში გატეხილსა და საყოველთავო კაპიტულაციაზე წამსვლელს.

ჰიროსიმასა და ნაგასაკში ჩაყრილი ამერიკული ატომური ბომბების დამანგრეველი ძალის შესახებ არც ამერიკელებმა და არც იაპონელებმა არაფერი იცოდნენ.

იაპონიის იმჟამინდელი ხელისუფლების კაპიტულაცია მარტო ბირთვულ თავდასხმას რომ არ გამოუწვევია, ამის შესახებ არაერთხელ ითქვა და დაიწერა, როგორც უცხოელი სპეციალისტებისა და ისტორიკოსების, ისე მათი რუსი კოლეგების მიერ. იაპონია გატეხა ლეგენდარული წითელი არმიის შეტევამ. დასავლეთის ფრონტზე ნაბრძოლმა, გამოცდილმა წითელარმიელებმა სწრაფად მოახერხეს იაპონიის არმიის განადგურება, რითაც საბოლოო წერტილი დაუსვეს მეორე მსოფლიო ომს.

76 წელი გავიდა მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ. 80-ი დაწყებიდან.  ამ ხნის განმავლობაში მსოფლიომ ვერადავერ შეძლო ისეთი მექანიზმების შემუშავება, რომლებიც უმალ წინ აღუდგებიან მშვიდობის სერიოზულ ხელყოფას. ამ საქმეს ვერც გაერომ უშველა და ვერც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა — სოკოებივით მომრავლებულმა — მშვიდობის დასაცავად. ალბათ მაინც მათ და ისევ მეორე მხარის გონიერებას უნდა მივაწეროთ მესამე მსოფლიო ომის არ დაშვება, თუმცა ამის მცდელობაც იყო — მინიმალური, მაგრამ მაინც — კარიბის კრიზისი,  რომელიც სსრკ-აშშ-ს ხელმძღვანელების გონიერებამ შეაჩერა — ბოლო წუთებში.

76 წლის განმავლობაში პატარ-პატარა, ლოკალურ, რეგიონულ ომებს ყოველთვის ჰქონდა და აქვს ადგილი, რომელთა წამომწყები და აქტიური მონაწილე აშშ-ი და მისი თანამგზავრი ქვეყნები იყვნენ და არიან. იყო საბჭოური „ინიციატივაც“, რომელმაც სხვა ფაქტორებთან ერთად სათავე დაუდო საბჭოთა სახელმწიფოს დაშლას.

დიდი ისტორიისთვის 76 წელი ერთი გაელვებაა, მაგრამ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ომებს „მასპინძლობენ“ უსასრულობაში გადასული წლებია — ადამიანთა ხოცვა-ჟლეტვის, ნგრევის, უბედურების წლები. ვკითხოთ ავღანელს, როგორ იხსენებს ბოლო 20 წელს — აშშ-ს და მისი ნატოელი მოკავშირეების, მათზე მიტმასნილი ქვეყნების ოკუპაციის წლებს, თვლიან თუ არა ისინი ამერიკელებს, ნატოში შემავალ ქვეყნებს, მათ მოკავშირე საქართველოს აგრესორებად, ოკუპანტებად, ავღანელთა გამანადგურებლებად?!

ვკითხოთ სირიელებს, ერაყელებს, ლიბიელებს, სხვებს — ანალოგიური ბედის ძალით გამზიარებელ ქვეყნებს. ვკითხოთ რუსულად მოლაპარაკე უკრაინელებს ან იქ მცხოვრებ რუსებს, არა ფაშისტებს და ბანდერელებს.

პასუხს მივიღებთ მარტივს — დიახ, მშვიდობას! არა, აგრესიას, ომს!

მშვიდობას, არა ლოკალურს, არა რეგიონულს, არამედ მსოფლიოს, საფრთხე მას შემდეგ შეექმნა, როდესაც ჰეგემონმა სახელმწიფომ, საკუთარი ტერიტორიიდან ათეულ-ათასობით კილომეტრზე დაშორებულ ქვეყანაში გადაწყვიტა ლოკალური ომის წამოწყება მისი, მოპაექრე ქვეყნის ამ ომში ჩასათრევად, მისთვის ეკონომიკურ-სოციალური პრობლემების შესაქმნელად, ხალხში, საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ ნეგატიური განწყობილების გასაძლიერებლად, ხელისუფლების დასამხობად.

აშშ-ს მიზანი ბოლო 76 წლის განმავლობაში იყო ჯერ სსრკ-ს დაშლა, შემდეგ მისი მემკვიდრე რუსეთის განადგურება, მისი მდიდარი წიაღისეულის ხელში ჩასაგდებად. რა არ მოიმოქმედა მან ამისთვის?! — ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ნატოში შეყვანა, უკრაინა-საქართველოსთვის პირობის მიცემა ნატოში გაწევრებასთან დაკავშირებით და სხვა მრავალი.

მშიერი, სხვისი ხელის შემყურე ქვეყნებისთვის ამერიკულ საღეჭ რეზინაზე ქვეყნის გაყიდვა, მასთან ერთად სულის და სინდის-ნამუსის, იოლი გამოდგა. უკრაინელთა, ქართველთა, მოლდოველთა, სხვა ყოფილ საბჭოელთა დასავლურად გადაკეთებას დიდი დრო არ დასჭირებია — თითზე ჩამოსათვლელი 20-25 წელი. შედეგი? — ამერიკელთათვის შესანიშნავი; უკრაინელთათვის, ქართველთა და სხვათათვის კატასტროფული. ამერიკამ მიიღო ანტირუსი, ფაშისტი უკრაინელი, ასევე ანტირუსი, ნაციონალი ქართველი. საქართველო-რუსეთის ერთობლივი ისტორიის მაგინებელი, უმადური ხალხის მასა, რომელსაც ძნელია უწოდო ერი. როდესაც უყურებ ქვეყნის ბოლო 30-წლიან ისტორიას უნებლიედ გებადება კითხვა — ნუთუ შეიძლებოდა ხალხის ორ ცენტად გადაგვარება, როგორც ეს ამერიკელებმა გააკეთეს?

ფაქტი სახეზეა და მას ვერსაც გავექცევით. ქართველები, განსაკუთრებით ახალგაზრდები ისე „დაიბოლნენ“, აინუნშიც არ აგდებენ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ მეზობლის ლანძღვას, მითუმეტეს დიდის და ძლიერის, ერთ მშვენიერ დღეს რეაქცია შეიძლება მოჰყვეს, რომელიც საომარი მოქმედების თეატრად აქცევს მათ ქვეყანას, აშშ-ს კი არა, არამედ საქართველოს ტერიტორიას. რომ დაპირისპირებული ორი გიგანტი, საქართველოს ტერიტორიაზე, ისე, როგორც უკრაინის, შეასკდება ერთმანეთს უკრაინა-საქართველოს ცოცხალი ძალის ხარჯზე. ასეთი ლოკალური ომი, რეგიონულში გადაიზრდება, ხოლო იქიდან მსოფლიოში ანუ მესამე მსოფლიო ომში.

სწორედ ამ საფრთხეზე ილაპარაკა პუტინმა რუს და ამერიკელ ჟურნალისტებთან — ცალ-ცალკე, რომლის დროს ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ს მხრიდან არსებული „წითელი ხაზების“ გადაკვეთის მცდელობა, უკრაინის ნატოში შეყვანის და იქ აშშ-ს სამხედრო ბაზების განლაგების სახით.

უკრაინის ტერიტორიაზე განთავსებული ამერიკული რაკეტები რომ დიდ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთისთვის, მტკიცება არ სჭირდება. აი, ასეთ მძიმე ვითარებაში გაიმართა ჟენევის მოლაპარაკება. რა შედეგი მოიტანა მან?

16 ივნისიდან დაწყებული ისმის ეს კითხვა, მაგრამ ცალსახა, კონკრეტული პასუხი არ ჩანს, გარდა ერთისა — მხარეები პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს 4 საათის განმავლობაში, რაც პოლიტიკაში დილეტანტისთვის ბევრია, ხოლო პოლიტიკაში ჩახედულთათვის ცოტა, რამეთუ წინასწარ გამოცხადებული განსახილველი საკითხების რაოდენობიდან გამომდინარე თითოეულს სჭირდებოდა 4 საათი. და მაინც შედეგი?

მთავარი შედეგი იყო შეხვედრა, რომლის დროსაც მხარეებმა გამოავლინეს სურვილი ერთმანეთთან კონსტრუქციული ლაპარაკის. ძალისმიერ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. ყველა სხვასთან მოლაპარაკების დროს აშშ-ი ასრულებდა მკაცრი დამრიგებლის როლს. ჟენევაში მაგიდას უსხდნენ ორი სუპერ სახელმწიფოს მეთაურები, რომლებმაც კარგად იციან იმ პასუხისმგებლობის შესახებ, მათ რომ აკისრიათ მსოფლიო მშვიდობის შენარჩუნების საქმეში.

ჟენევაში ამერიკის პრეზიდენტის წინ იჯდა რუსეთის პრეზიდენტი, სუპერ სახელმწიფოს მმართველი, უძლიერესი შეიარაღებითა და მსოფლიოში უძლიერესი არმიით და არა ზემო ვოლტის (აფრიკის ერთ-ერთი ქვეყანა) — სუსტი, განუვითარებელი ეკონომიკით, მაგრამ ბირთვული რაკეტებით. ასეთი დახასიათება მისცა ტეტჩერმა — ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იმჟამინდელ სსრკ-ს.

ამერიკის პრეზიდენტთან ერთად მაგიდას უსხდა რუსეთის პრეზიდენტი და არა ბენზინგასამართი ქვეყნის მმართველი. ასე ახასიათებდა ადრინდელ რუსეთს აწ განსვენებული ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი და აშშ-ს პრეზიდენტი ობამა.

ბენზინგასამართი სადგურებიდან სუპერ სახელმწიფომდე? — თითზე ჩამოსათვლელი წლები გავიდა ამ განცხადებებიდან და შეხედეთ რა პროგრესია? მართლაც ისეთი იყო რუსეთი კნინობითი სახით, როგორიც ზემოთ ვახსენე? იქნებ უფრო ძლიერი, მაგრამ სიძლიერის გამო მოწინააღმდეგეში, შიშის ნაცვლად მწარე დაცინვის საგნად ქცეული?!

რუსეთს მართლაც ჰქონდა ჩავარდნები, რუსეთის მოღალატე მმართველების — გორბაჩოვისა და ელცინის წყალობით თავსმოხვეული. პუტინის რუსეთი სხვაა — ისეთი შიშსა და პატივისცემას, ამასთანავე მძვინვარე დასავლურ კრიტიკას რომ იწვევს, მაგრამ მოსალაპარაკებელ მაგიდასთან მშვიდობის სასარგებლოდ, კონფრონტაციას რომ ამცირებს.

აშშ-ს პრეზიდენტმა პირველად აღიარა რუსეთის სუპერსახემწიფოობა — ჩვენს ორ სუპერ სახელმწიფოზე არის დამოკიდებული მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებაო.

დილეტანტები ამბობენ — ჟენევის მოლაპარაკება უშედეგო იყო, ვინაიდან არც ერთ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერიათო. არც ერთზე, მაგრამ იყო ერთი — ერთობლივი განცხადება, სადაც ჩაიბეჭდა, რომ ბირთვული ომი არც ერთს არ მოუტანს წარმატებას.

სუპერ-სახელმწიფოების საომარი დაპირისპირება კატასტროფას მოუტანს სამყაროს, ამის თავიდან აცილების მიზნით მხარეები შექმნიან სამუშაო ჯგუფებს სტრატეგიული შეიარაღების კონტროლის თვალსაზრისით.

მოკლე, ერთგვერდიანი განცხადება უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია კაცობრიობის მშვიდობისთვის, 4-საათიანი შეხვედრა წყლის ნაყვა არ ყოფილა. აშშ-ს პრეზიდენტმა, რომელმაც არ გაითვალისწინა ამერიკელი ქორების და მედიის მოწოდება პუტინთან მკაცრი ტონით ლაპარაკის თაობაზე, შემრიგებლური პოზიცია აირჩია — სასიკეთო ორივესთვის, ამასთანავე მსოფლიოსთვის.

ბაიდენს ლანძღავენ ამერიკელი რესპუბლიკელები, შიგადაშიგ დემოკრატებიც პუტინთან პოზიციების დათმობისთვის, მაგრამ ის აიტანს, ვინაიდან მიაჩნია, რომ კონფრონტაცია თანამედროვე სუპერსახელმწიო რუსეთთან ცუდ შედეგებს მოიტანს. გაივლის დრო და თუ მოვლენები ისე განვითარდა, როგორსაც ბაიდენი ინატრებდა, ის უდავოდ გახდება ორ ქვეყანას შორის მშვიდობის ნამდვილი და არა ფორმალური გამტარებელი.

ჟენევაში გონიერებამ გაიმარჯვა, რაც რუსეთ-ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტების დამსახურებაა.

16 ივნისიდან დაწყებული დღემდე გვესმის, როგორც ამერიკელი, ისე რუსი პოლიტიკოსების, ექსპერტების, მედიის ნეგატიური განცხადებები ჟენევის შეხვედრასთან დაკავშირებით.

გვესმის უკრაინა-საქართველოს პოლიტელიტის კნავილიც — ისტერიაში გადასული — ჩვენზე არ ილაპარაკესო. საქართველოს ხსენება არ ყოფილა ჟენევაში, თუმცა აქაურები ვარაუდობდნენ იქნებაო. უკრაინა ახსენეს — გაკვრით, რაც იმის მაუწყებელია, რომ დიდ პოლიტიკაში წვრილმან საკითხებზე ყურადღება არ იფანტება, რაც არც უკრაინამ და არც საქართველომ იცის. რომ იცოდეს, უნდა ისწავლოს, რომ ისწავლოს — სურვილი უნდა ჰქონდეს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია — მასწავლებელი უნდა ჰყავდეს. იმ მასწავლებელმა, რომელიც ორივეს, ერთი ჰყავს — აშშ-ს სახით, არ გაამართლა. რას მოიმოქმედებენ ეს ორი აწმყოსა და მომავლისთვის არც თვითონ და არც სხვამ არ იცის. ალბათ — დინებას გაჰყვებიან, რომლის დასასრული ნეგატიური იქნება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი