შერიგება თუ დაპირისპირება? – ბინძური პოლიტიკური თამაში გრძელდება

„მაგ კაცზე ამბობენ, იმნაირიაო“. „- რას ბრძანებ, ვერ დავიჯერებ, წარმოუდგენელია“, – მიუგო მეორემ. „მე ვთქვი და ახლა შენზეა,  გინდ დაიჯერე, გინდ არა“, – მიუგო პირველმა.

ეს დიალოგი ჩემს თანდასწრებით მოხდა გასული საუკუნის სამოციანი წლების ბოლოს, ორ საკმაოდ ცნობილ პიროვნებას შორის (გვარებს არ დავასახელებ), რომლებიც დღეს ცოცხლები არ არიან. მაშინ „იმნაირს“ – მამათმავალს უწოდებდნენ, ხოლო მამათმავლობა ისეთ ჭირად იყო წარმოსახული, როგორც ადამიანის საზარელი სნეულება.

ისე ნუ გაიგებთ, თითქოს იმჟამინდელ საქართველოში მამათმავლები არ ყოფილიყვნენ. იყვნენ, როგორ არა, მაგრამ არც ისინი ამაყობდნენ მამათმავლობით, როგორც დღეს და არც საზოგადოება იყო განწყობილი მათ მიმართ დადებითად. მაგრამ ვგონებ კალამი გამექცა, რამეთუ მამათმავლობის საკითხის განხილვა სულაც არ არის წინამდებარე სტატიის თემა. დაბრალების თემაა მთავარი და ეს ისტორიაც იმიტომ გავიხსენე.

რატომღაც, გასული საუკუნის სამოციანი წლების დიალოგი, დღევანდელობას მაგონებს. მაშინდელი ცილისწამება, დღევანდელ ბინძურ პოლიტიკურ თამაშს.

როგორც აღვნიშნე, მაშინ კაცისთვის „პედერასტობის“ დაბრალება საშინელ ამბავად აღიქმებოდა. დღეს კი, არც მამათმავლობის, არც ტერორისტობის, არც ქურდობის და ა.შ. დაბრალება არაფრად აღიქმება. მაგრამ, როდესაც ერთი სახელმწიფო, მეორეს ტერორიზმში, აგრესიაში ადანაშაულებს, თან ამის შესახებ გამუდმებით ლაპარაკობს მასმედიაში – ძალაუნებურად ყურადღებას აქცევენ.

იტყვის ერთი სახელმწიფოს მეთაური ან მაღალჩინოსანი პოლიტიკოსი, რომ აი, ის ქვეყანა აგრესორი და ტერორიზმის ხელის შემწყობიაო და გათავდა – იწყება „კუდიანი“ ქვეყნის დევნა – ყოველგვარი გამოძიების გარეშე – არის თუ არა ის „კუდიანი“.

„მე ვთქვი და შენ გინდ დაიჯერე, გინდ არა“ – გასული საუკუნის სამოციანელთა გამონათქვამი – ახალი ინტერპრეტაციით გვიბურღავს ტვინს – „ეს ქვეყანა აგრესორი და ტერორიზმის ხელშემწყობია, უნდა დამიჯეროთო“. მარტო დაჯერებით როდი კმაყოფილდება მავანი „ცილისმწამებელი“ ქვეყანა, სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს გაიმეორონ მისი ნათქვამი და არა მარტო გაიმეორონ, არამედ აჰყვნენ მას, ცილისწამებით დაზარალებული ქვეყნის წინააღმდეგ აგორებულ მოქმედებაში.

შევეშვათ ღობე-ყორეს მიდებ-მოდებას, პირდაპირ გადავიდეთ საქმეზე ანუ იმ უმძიმესი ვითარების აღწერაზე, რასაც უკრაინაში და უკრაინიდან გამომდინარე აქვს ადგილი. ვთქვათ ის, რაც ბოლო 23 წლის განმავლობაში ხდება ამ ქვეყანაში. ისიც ვთქვათ ვისი წყალობითაა ეს. მოურიდებლად დავასახელოთ „გმირი“, ვინც ყველაფერი იღონა დღევანდელი უკრაინის ასეთად მოსაქცევად.

აშშ-ი, სწორედ ის „გმირი“ ქვეყანაა, ვინც, რუსეთის ზედაპირულობის, უფრო ზუსტად ზერელეობის, წაყრუების შედეგად, მოახერხა უკრაინულ ცხოვრებაში ღრმად შეტოპვა და თითოეულ უკრაინელში არსებული ნაცური სულისკვეთების აღორძინება. ამ ქვეყნის მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდების ისე აღზრდა, პატრონი რომ ვერ ეცნო. დიახ! პატრონი, თუნდაც ძმა-და, ბიძაშვილ-მამიდაშვილზე ახლობელი, ერთი სისხლი და ხორცი – რუსი.

აშშ-ი მართლაც „გმირია“, ვინაიდან ხალხის გადაგვარების პროცესი ოსტატურად წარმართა და დროის მცირე მონაკვეთში ისეთი შედეგი მიიღო, უკეთესს რომ ვერ ინატრებდნენ ამერიკის შემქმნელი მამები.

დღეს, უკრაინა ანუ გუშინდელი ძმა-ქვეყანა, მტერია რუსეთის. ცხადია, ცხოვრებაში იშვიათობას არ წარმოადგენს ძმებისა და დების დაპირისპირება, არც ისაა უცხო, როდესაც დაპირისპირება ფატალურად მთავრდება. მაგრამ ქვეყნებს შორის დაპირისპირებამ არაერთი ადამიანის მსხვერპლი იცის, თან მათი საცხოვრებელი ადგილების, სოფლებისა და ქალაქების ნგრევა-განადგურება.

ოც წელიწადზე ოდნავ მეტი მოანდომა დიდმა ამერიკამ უკრაინელთა სამტროდ შემზადებას. ერთი წელი – შემზადებულის შეტევაზე გადაყვანას. გუშინდელივით, გვახსოვს 2014 წლის თებერვალი – უკრაინის პრეზიდენტის იანუკოვიჩისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების – გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების თანდასწრებით, დოკუმენტის გაფორმება. დოკუმენტში თითქმის ყველა პუნქტი ოპოზიციის მოთხოვნით იყო ჩადებული. განსაკუთრებული აქცენტი იყო გამახვილებული ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გამართვაზე იმავე წლის დეკემბერს.

რა დეკემბერი, რის დეკემბერი, გაწყრა ამერიკა – სანამ ცხელია, მანამ უნდა გამოიჭედოს უკრაინის ახალი ისტორია, – ბრძანა მან და ჯადოსნური ჯოხიც აიქნია. ხელმოწერილ დოკუმენტს მელანიც არ ჰქონდა შემშრალი, რომ მომიტინგეებით გაჭედილ კიევის ცენტრში შავბნელი მოძრაობები დაიწყო. ატყდა სროლა, რომელშიც სნაიპერებმა იძალეს. დაიღვარა სისხლი. დაიხოცნენ ადამიანები. უკრაინული „მაიდანი“ ფრონტის ველად იქცა.

პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა, „ჩიტის“ მიერ მოტანილი საზარელი ამბის წყალობით, წამებში გაასწრო შეიარაღებულ გადატრიალებას. გამარჯვებულმა ოპოზიციამ სროლასა და ხოცვაში ბრალი იანუკოვიჩსა და მის სამართალდამცავ ორგანოებს დასდო. იანუკოვიჩის დადანაშაულების საქმეში ოპოზიციას მხარი აშშ-ა და ევროკავშირმა დაუჭირეს – შესაბამისი მედია უზრუნველყოფით. უცბათ დადგინდა დამნაშავეც – იანუკოვიჩისა და მილიციის სახით. ითქვა ისიც, რომ იანუკოვიჩი – რუსეთის „ჯილა“, რუსეთის მხარდაჭერითა და დახმარებით სარგებლობდა; რომ სწორედ რუსეთის წაქეზებით გახსნა იანუკოვიჩმა ცეცხლი.

მას შემდეგ ერთი წელი გავიდა. ამ ერთი წლის განმავლობაში იანუკოვიჩმა და ოფიციალურმა რუსეთმა არაერთხელ დააყენეს საკითხი კიევის „მაიდნის“ სისხლიანი მოვლენების მიუკერძოებელი გამოძიების თაობაზე, თუმცა ამაოდ. დღეს, ეს ამბავი აღარავის ახსოვს. საქმესაც არავინ იძიებს.

უკრაინის ახალმა  ხელისუფლებამ, მისმა მხარდამჭერმა ვაშინგტონ-ბრიუსელმა თქვეს იანუკოვიჩ-რუსეთზე.  მათი დავალებით მედიამ იჟივჟივა. ამ ჟივჟივით შავი იმიჯი შეუქმნა ორივეს და დადუმდა. არც ერთ მოჟივჟივე ჟურნალისტს აღარც „მაიდანი“ გახსენია და აღარც „უცნობი“ სნაიპერები, აღარც მათ მიერ ტყვიით მოკლული ხალხი.

მათ არ გახსენიათ, მაგრამ მსოფლიო საზოგადოების მეხსიერებაში რუსეთის მიმართ რაღაც ცუდმა დაიბუდა. იქედან მოყოლებული, კრემლი, დაბეჯითებით ითხოვს „მაიდნის“ ამბვის გამოძიებას – მაგრამ უშედეგოდ. „არსაიდან ხმა, არსით ძახილი“, ანუ სრული იგნორი ვაშინგტონ-ბრიუსელიდან. მათ სიყრუეს, მედიის სიყრუეც უერთდება. ასე და ამრიგად მივიღეთ დამნაშავე იანუკოვიჩი, რომელსაც, სააკაშვილისგან განსხვავებით, ინტერპოლი ეძებს და გაშავებული  რუსეთი.

რახან „მაიდანი“ შერჩა, მალე უკრაინის ხელისუფლებამ ოდესაში მეორე საშინელება ჩაიდინა. ახალგაზრდა ფაშისტებმა ოდესის პროფკავშირების სასახლეში თითქმის ასამდე მომიტინგე ძალით შედენეს, ხოლო შემდეგ ცეცხლში გამოწვეს. ფანჯრებიდან გადმომხტრებს ხის კვერთხების ცემით სული ამოხადეს.

როგორ არ ეცადა ოფიციალური მოსკოვი მსოფლიოსთვის დაენახვებინა უკრაინის ახალი ხელისუფლების ჯალათური სახე, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. დასავლეთმა ისე დაიბრმავა თვალი, ვითომც არაფერიო. არც ერთ უცხოურ ელექტრონულ თუ ბეჭდვით მედიას, გარდა იშვიათი გამონაკლისისა, ყურადღება არ გაუმახვილებია იმ ბარბაროსულ ქმედებაზე. თითქოს ოფიციალურმა უკრაინამ გამოძიებაც დაიწყო, მაგრამ საბოლოო ჯამში არც არაფერი.

ეს ამბავი ხახვივით შერჩა ხელისუფლებას, რომელიც, როგორც საკუთარი „პოლიტიკოსების“, ისე ჟურნალისტების წყალობით და რაც მთავარია დასავლეთის, კერძოდ აშშ-ს მხარში დგომით, ყოვლედღიურად ახალ-ახალ ამბებს თხზავს რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით. უკრაინელთა ნათქვამი, გამაგრებული ამერიკელთა მხრიდან, უმალ მედიის მსჯელობის ამბავად იქცევა. მიზანი? – მარტივი, რუსეთის იმიჯის შერყევა, გაშავება.

რუსეთის საგარეო უწყების დაბეჯითებული თხოვნა ვაშინგტონის და ევროკავშირის მიმართ – წარმოადგინონ ნივთიერი მტკიცება აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის რეგულარული არმიის შეჭრის თაობაზე, უგულებელყიფილია. არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ უთქვამს რუსეთის ჯარის უკრაინაში ყოფნის შესახებ. მიუხედავად ამისა, დასავლელი პოლიტიკოსები თავს უფლებას აძლევენ უსასრულოდ გაიმეორონ ერთიდაიგივე ანუ „იკაჭკაჭონ“ – რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი აღმოსავლეთ უკრაინიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციები მის მიმართ გამკაცრდება.

როდესაც პირველი ქვეყანა და მისი დავალებით, მოკავშირე ქვეყნები, რუსეთს ადანაშაულებენ უკრაინის აგრესიაში და ამის შესახებ გამუდმებით აკეთებენ განცხადებებს მედიაში – გაუძლებს ამ „სიმართლეს“ მსოფლიო საზოგადოება? რასაც აწოდებენ, იმას იღებს ის. მას გადამოწმების შანსიც არ აქვს, ვინაიდან მსოფლიო მედია პირველი ქვეყნის დაკრულზე ცეკვავს.

ბევრი ილაპარაკა რუსულმა მედიამ ოდესის საზარელი აქტის შესახებ, მაგრამ რა გამოვიდა? – არც არაფერი. დასავლურმა მედიამ, სიტყვის თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის „მებრძოლმა“, თვალი დახუჭა რუსი კოლეგების განცხადებებზე, ფაქტებით გაჯერებულ სადამსჯელო ოპერაციაზე. არის თუ არა ეს, შერჩევითი დემოკრატია? შერჩევითი სიტყვის თავისუფლება?

დასავლურ მედიას აღარც გახსენია ოდესის შემზარავი ამბავი. უკრაინის ხელისუფლებას ხახვივით შერჩა ყოველივე. რახან ასე მოხდა, გაჩნდა რუსეთის დადანაშაულების ახალი თემა – მალაზიის თვითმფრინავის ჩამოგდება. ჰაერში დაცხრილული სამგზავრო თვითმფრინავი ჯერაც არ დანარცხებოდა მიწას, რომ კიევის ხელისუფლებამ უმალ თითი დონეცკ-ლუგანსკ-მოსკოვისკენ გაიშვირა და არა მარტო ინტერნეტი გაავსო ცილისწამების „ფაქტებით“, არამედ უკრაინული მედია.

დასავლურმა მედიამ უმალ აიტაცა „რუსული სენსაცია“ და იმდენი „იკაჭკაჭა“, ტყუილებით გაჯერებულ უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით, თქვენი მოწონებული. „ოჰ, ეს გათახსირებული რუსეთი და აღმოსავლეთ უკრაინელი სეპარატისტები“ – მხარი აუბა აშშ-ს პრეზიდენტმა ობამამ უკრაინელ „პოლიტიკოსებს“ და ატყდა ერთი ამბავი მსოფლიო მედიაში.

ანტირუსულმა განცხადებებმა მანამდე არსებული მსოფლიო რეკორდები მოხსნა. რუსეთი გაშავდა, თანაც იმაზე მეტად, ვიდრე ცენტრალურ აფრიკაში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა – კანის სიშავე რომ სილურჯეში გადადის. გამკაცრდა მის მიმართ სანქციები. ინვესტორებმა ალმაცრად დაუწყეს ყურება. უცხოელები, როგორც კეთროვნებს, ისე ერიდებოდნენ რუს პოლიტიკოებსა და ბიზნესმენებს.

„თვითმფრინავი ჩამოაგდეს სეპარატისტებმა, რუსეთის ბრძანებით“ – ასეთი „სიმართლე“ ითქვა ვაშინგტონ-კიევის მხრიდან. არავის დაბადებია თავში აზრი (იქნებ დაებადათ, მაგრამ არ თქვეს?), რუსეთისკენ ხელის გამშვერნი ხომ არ არიან დამნაშავენი თვითმფრინავის ჩამოგდებაში? მათი თითის გაშვერის მიზანი ხომ არ იყო წინასწარ დაგეგმილი პოლიტიკური ნაბიჯი რუსეთის დასადანაშაულებლად?

გაჭიანურდა რეალობის დამდგენი კომისიის მუშაობა, ხან თვით კომისიის ბრალით, ხან უკრაინული მხარის, ხან კიდევ უსუსური არგუმენტების ბრალით. „დამნაშავე“ მოსკოვი მას შემდეგ ყველა ხმაში ყვირის – გამოიძიეთ საქმე, მაგრამ … ბოლოს და ბოლოს კომისიამ ამოღერღა – პასუხს ერთი წლის შემდეგ გამოვაქვეყნებო. რას ნიშნავს ყოველივე აღნიშნული, თუ არა გამიზნულ ცილისწამებას?

თვითმფრინავის ჩამოგდების ამბავი ნელ-ნელა მეორე პლანიდან მესამეზე გადავიდა. რა იქნება ა.წ. ბოლოს? უნდა ვივარაუდოთ, რომ მსოფლიოს საზოგადოებას მიავიწყდება ეს მზაკვრული, ბოროტული აქტი. მას სხვა, უფრო შემზარავი, გადაფარავს. რა მიიღო მსოფლიომ? – დამნაშავე რუსეთი, შეურაცხყოფილ-დასანქცირებული.

ვაშინგტონ-კიევის ცილისმწამებლურმა გეგმამ გაიმარჯვა. აღნიშნულს ადგილი არ ექნებოდა, „მოკაჭკაჭე“ და კორუმპირებულ დასავლურ მედიას სხვაგვარად, ანუ დემოკრატიულად, მიუკერძოებლად ემოქმედა. ახლაც არ არის გვიან. ახლაც შეიძლება ამ ამბის გახსენება, თან მრავალჯერ, რაც გამოაფხიზლებს საღათას ძილში მყოფ „მიუკერძოებელ“ საგამოძიებო კომისიას. მაგრამ არა – სიმართლის დადგენა მათ გეგმებში არ შედის. „სიმართლე“ უკვე ითქვა ვაშინგტონის მხრიდან – ნამდვილი სიმართლე რაღა საჭიროა?

თავში რომ გითხარით მავანის ცილისწამების ამბავი, ისეა საქმე. „მე გითხარით და … ოღონდ გინდ დაიჯერეთ, გინდ არას“ ნაცვლად, ვაშინგტონი ამბობს, უნდა დაიჯეროთო. და ჩვენც ანუ მსოფლიოს საზოგადოებას გვჯერა, რომ რუსეთი არის ბოროტების სავანე, ყველაფრის ცუდის ჩამდენი, ხოლო მის მიერ წაქეზებული აღმოსავლეთ უკრაინა (რუსები) ტერორისტები. რახან ყველაფერი გასდით, თავში ახალი დანაშაულების ჩადენის, უდანაშაულოზე გადაბრალების ცხელ-ცხელი პროექტები ცხვება, ცხადია ახალი მსხვერპლით. მაგრამ ვინ უყურებს მსხვერპლს, თანაც უდანაშაულო ადამიანთა, როდესაც სწორედ ამ მსხვერპლს ეფუძნება ახალი „გაშავების“ ამბავი?

უკრაინელ სამხედროთა კონტროლირებულ ტერიტორიაზე მიმავალ ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს. არის დიდი რაოდენობით დახოცილი, არიან დაჭრილები. ტერაქტი დამთავრებულიც არ იყო, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა პოროშენკომ უმალ აცნობა ევროპარლამენტის თავმჯდომარეს შულცს (როგორც ჩანს, იმ წამს მხოლოდ მან უპასუხა), სეპარატისტების მიერ „ჩადენილი“ ტერაქტის შესახებ. აცნობა და უმალ გაიმეორა ძველი თხოვნა – სეპარატისტებისთვის „ტერორისტის“ სახელის მინიჭება.

კვლავ აკაჭკაჭდა მთელი დასავლეთი  ანტირუსულად. კვლავ გამეორდა რუსეთის ჯარის აღმოსავლეთ უკრაინაში ყოფნის თემა. კვლავ ალაპარაკდნენ ახალი სანქციების შემოღების თაობაზე. კვლავ … და იმდენი „კვლავ“ არის, თვლა რომ აღარ აქვს. „გაშავებული“, დაშამათებული რუსეთი, იმ დამარცხებული მოჭიდავისა არ იყოს, კიდევ „ტოკავს“. ნეტავ, სადამდე?

ასეთ მასობრივ შეტევას – პოლიტიკურს, ეკონომიკურს, მედიურს მხოლოდ რუსი თუ გაუძლებს. ნებისმიერი სხვა, რახანია ნირწამხდარი ფარხმალს დაყრიდა და „ძალათ დამნაშავე“ თავს ჩაქინდრავდა. „დამნაშავე“ რუსეთი შენდობას თხოვდა დასავლეთს, უპირველესად აშშ-ს, ევროკავშირს, უკრაინას და ყველა იმას, ვინც ამერიკის გვერდით დგას, მათ შორის საქართველოს.

შენდობას უმალ საქმესაც მოაყოლებდა – უკრაინას დაუბრუნებდა ყირიმს, აღმოსავლეთ უკრაინასთან გაწყვეტდა ყოველგვარ კავშირს, ისევე, როგორც აფხაზეთთან და სამხრეთ-ოსეთთან, ყოფილ ავტონომიებს დაგვიბრუნებდა. უარს იტყოდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიღებულ ტერიტორიებზე, მათ შორის კურილის კუნძულებზე.

რუსეთის მთავრობა გადადგებოდა, ხოლო ქვეყნის სათავეში „საბაირამოდ“ გზას დაულოცავდა ნავალნის, კასიანოვს, აკუნინს, მაკარევიჩს, ალბაცს, კასპაროვს, ნემცოვს, მათ მსგავს სხვებს. და ერთპიროვნულ ლიდერ აშშ-ს ფეხის გულებს დაულოკავდა. რუსეთი დაიშლებოდა პატარ-პატარა სახელმწიფოებად, რომლებიც ვაშინგტონის მოკავშირედ და სტრატეგიულ პარტნიორად გამოაცხადებდნენ თავს. „ქატო იქა, ფქვილი აქა“.

მაგრამ ეს ტკბილი სიზმარი რომ არასოდეს ახდება და არ ახდება უპირველესად იმიტომ, რომ სამყარო სხვაგვარადაა მოწყობილი. ამ სამყაროში ძლიერსა და დიდს ჯერაც წამყვანი ადგილი უკავია. ჯერაც მისი სიტყვა, სიტყვაა.

რუსეთი ჩამოუვარდება ამერიკას ეკონომიკური სიძლიერით, მაგრამ არა ტერიტორიული სიდიდით, მოსახლეობის სიმტკიცით და ამტანობით, წიაღისეული სიმდიდრეებით და რაც მთავარია სამხედრო ძლიერებით. ასეთთან ბრძოლა, თუნდაც ომი, ძნელია. და რომ ძნელია, არაერთხელ დაგვარწმუნა მსოფლიო ისტორიამ. და რახან ასეა, მას ვერც შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური ისტორიები წააქცევს, ვერც დასავლური მედიის ჭიკჭიკი და ვერც დასავლელ პოლიტიკოსთა მოჭარბებული ანტირუსული რიტორიკა.

რუსეთი გაუძლებს შემოტევას, ვინაიდან ისტორიულად ის ამტანია, რაც უნდა გაითვალისწინოს ყველამ, მათ შორის ჩვენც – მუდამ რუსეთის დაცემის მოსურნემ. და ნაცვლად ტკბილი სიზმრის ახდენაზე ფიქრისა, სხვა გზა უნდა გამოვნახოთ, მასთან სალაპარაკო – გზა, რომელიც შერიგებაზე უნდა გავიდეს და არა დაპირისპირებაზე.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.