საქართველოს პარლამენტს დეპუტატ – გედევან ფოფხაძეს
საქართველოს ტერიტორიის 40% ტყით არის დაფარული. მიუხედავად ამისა, ლიბერასტი ხელისუფლების ინიციატივით გააუქმეს გარემოს დაცვის სამინისტრო, ჩინელებს ტყით სარგებლობის 49 წლიანი ხელშეკრულება გაუფორმეს და ქვეყანაში არ მოქმედებს სტრუქტურა, რომელიც შეისწავლის მათი საქმიანობის მიზანშეწონილობას.
ამ ფონზე 2019 წლის 6 სექტემბერს გაზეთი ,,ბორჯომი“ აქვეყნებს წერილს ,,ნუ გადააქცევთ ისტორიულ პარკს სავაჭრო ობიექტების ფილიალად“. ეს იყო დამსვენებლის პროტესტი ყოველივე იმის გამო, რაც ბორჯომ–პარკში ხდება. თუ ყველაფერი დამსვენებლის მოსაზიდად კეთდება, ხალხის აზრიც უნდა გაითვალისწინოს როგორც ქ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა – ლევან ლიპარტიამ, ასევე, პარკის დირექტორმა – ლაშა ცაგარეიშვილმა. ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ცალკე ტერიტორია უნდა გამოყოს ქალაქში ატრაქციონებისთვის და სავაჭრო ობიექტებისთვის, რაც ქალაქის განვითარებასაც შეიწყობს ხელს და პარკის ის ტერიტორიაც, სადაც მინერალური წყალი ამოდის, უსახური და უხარისხო გასართობი საშუალებებისგან განთავისუფლდება.
ის, რისი მოწმეც თავად გავხდი – ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: პარკი, სადაც სიმწვანით, სისუფთავით, ჟანგბადით და ჩიტების ჭიკჭიკით უნდა ტკბებოდე ქარვასლად, მიკირტუმას დახლად არის ქცეული. თუ საუდის არაბეთიდან ჩამოსულ ტურისტებსაც გავითვალისწინებთ, ბორჯომ–პარკი კი არა შეითან–ბაზარი უნდა ერქვას, სადაც არაბები პირდაპირ გაზონებზე ბაირამობენ და ბილწავენ იქაურობას, ვერ ნახავ პარკში სკამს, რომელზეც მშვიდად დასვენება შეიძლება და გამაყრუებელი, უაზრო მუსიკით და რაღაც სანახაობის რეკლამირებით ყურებს არ გამოჭედავენ. გარდა ამისა, სამკურნალო დაწესებულებები, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობის დაბალშემოსავლიანი ნაწილისათვის აღარ არსებობს, რაც ბუნებრივი რესურსის გასხვისება–გაყიდვის შედეგია…
ყოვლად დაუშვებელია პლატოზე სასტუმროების მშენებლობა, რადგან არსებობს ეროზიის საშიშძროება და მშენებლობების ჩამოშლის საფრთხე. ამასთანავე 800 ჰექტარზე ჩატარდა სანიტარული ჭრები 9 კბილა ლაფნიჭამიას გასაუვნებელყოფად. ხანძარმა ბორჯომის ტყეს დიდი ზიანი მიაყენა და თუ ტყის რესურსი არ გაიზარდა აღარც ტყე იქნება და აღარც დამსვენებელი.
როსტომი (ბორჯომის მკვიდრი) – ბორჯომის პარკმა დაკარგა თავისი ფუნქცია, ბოლო წლებია ყოველ წელს ახალი დირექტორი ინიშნება პარკების განაშენიანების საკითხში პროფესიონალიზმის და დამსახურების გარეშე. პარკი ბიზნეს–გარემოდ გადაიქცა. ხდება ხეების ჭრა პარკისა და მიმდებარე ტერიტორიებზე. მრავალწლოვან ხეებზე ატრაქციონებისთვის გაბმულია ტროსები, რაც სიცოცხლისუნარიანობას უკარგავს ხეებს. პარკი ეწირება ვიღაცის კერძო ბიზნესინტერესებს და ქალაქის ხელმძღვანელობაც ამას ლობირებს. ასე თუ გაგრძელდა, პარკში ხე აღარ დარჩება. ვინმე დაწყნარებული რომ შემოვიდეს პარკში, გაგიჟებული წავა
მივმართავ საქართველოს პარლამენტის დეპუტატს გედევან ფოფხაძეს: დავუბრუნოთ ბორჯომს საკურორტო ქალაქის სტატუსი.
იზა თამაზაშვილი 23.07.2019
593 90 55 07