რუსეთი ჩემი სიამაყეა, მიმიფურთხებია ევროპა – ამერიკისთვის!!!
,,მტრებს შორის მეგობარი ეძებე, მეგობრებს შორის – მტრები“, ეს სიტყვები მტერ-მოყვარის უბადლო მცნობს – ი. სტალინს ეკუთვნის, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ავიაკოსმოსურ მეცნიერებას და შედეგად სსრკ-მ კოსმოსის ,,ოკუპაცია“ მოახდინა. კოსმოსის პირველი ოკუპანტი კი იური გაგარინი იყო. იგი მსოფლიო გმირი იყო და მისით ქართველებიც ამაყობდნენ. ,,გადაეცით ჩემი გულითადი, მხურვალე სალამი ქართველ ხალხს“ – მიმართავდა კოსმონავტი ქართველ კორესპოდენტებს.
ეს იყო ,,ოქროს ხანა“ არა მარტო სსრკ-ს ისტორიაში, არამედ საქართველოს ისტორიაშიც. პარალელი გავავლოთ დღევანდელ გმირებთან – რა გვაქვს საამაყო? ვუყურებთ პატრიოტიზმით შეფუთულ სისხლისმწოველ სადისტებს, რომელნიც დაჭყეტილ თვალებს გიჟებივით ატრიალებენ და მანიაკალური წარსულის რეანიმაციაზე ოცნებობენ. დეგრადირებული ქართველებს მტერ-მოყვარე ვერ შეუცნიათ და ქვეყნის გამყიდველებს (ილიჩოვა, მელაშვილს) გმირებად მიიჩნევენ და ტაშს უკრავენ. ჩვენს ისტორიულ მტერს მეგობრად თვლიან და ისტორიულ მეგობარს – რუსეთს ოკუპანტად. სწორედ თურქების შემოსევამ ააღორძინა სამეგრელოსა და გურიაში მონათვაჭრობა, რომელსაც ადგილობრივებმა შეუწყვეს ხელი და თავიანთ ყმებს თურქებზე ჰყიდნენ. 1846 წელს აფხაზეთის მთავარმა – მიხეილ შერვაშიძემ 160 ქართველი მიჰყიდა თურქებს. დღევანდელი თურქეთის ლობისტები კი იმ თავადების იდეოლოგიური შთამომავლები და მემკვიდრეები არიან, იქნებ მათი დამპალი თესლით გაკეთებულნიც.
ზემოაღნიშნულ უზნეობა-ბოროტებაზე რუსეთის ხელისუფლებამ 1847 წ. მიხეილ შერვაშიძეს კელასურისა და გუდავას ნავმისადგომები ჩამოართვა, ხოლო მეფისნაცვალმა მიხეილ ვორონცოვმა სულაძაღლებულ შერვაშიძეს და მის ძმას 9500 და 2500 მანეთი გადასცა კომპენსაციის სახით. დიახ, აფხაზი მიხეილი ქართველებს ყიდდა, რუსი მიხეილი ქართველებს მფარველობდა. მეტიც, რუსმა მიხეილმა საქართველო თეატრებით, ჟურნალ-გაზეთებითა და ბალ-მასკარადებით შემოიმტკიცა. დიახ, რუსეთმა საქართველო მტერს გამოსტაცა და რომ არა რუსული ხიშტი ახალციხის, ახალგორის, ბათუმისა და აჭარის დამბრუნებელი ქართველი არ იყო. სწორედ რუსეთმა მისცა საქართველოს განვითარების საშუალება და ჩვენი სამშობლოს ერთიანობა რუსეთის გარეშე წარმოუდგენელია – ასე ფიქრობს საქართველოს მოაზროვნე საზოგადოება. დიდი ქართველი – გრ. ორბელიანი გვარწმუნებს: ,,ღმერთმა ნუ მიიყვანოს რუსეთი იმ სასოწარკვეთილებამდე, რომ საქართველო დატოვოს, თორემ ჩვენი სამშობლო უმალ გახდება შინაური არეულობისა და მოსისხლე მტრების კერძი. პატარა ქართველი – თარხან-მოურავი სარგებელს ეძებს შექმნილი რეალობიდან და პატრიოტის ნიღაბაფარებული ამბობს: ,,კავკასიაში 2 მოთამაშის (ამერიკა, რუსეთი) ყოფნა განაპირობებს ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების საკითხს. ამერიკის წასვლა კავკასიიდან საქართველოზე უარყოფითად აისახება“. სწორედ ამერიკის შემოსვლამ საქართველოში ყველა მიმართულებით რეგრესი და მოსახლეობის დემორალიზაცია გამოიწვია. მოხდა მოსახლეობის ქვეყნიდან გადინება და საქართველოს 4488 სოფლიდან 700 მთლად დაცარიელებულია, 800 სოფელში კი მხოლოდ პენსიონერები ცხოვრობენ. (ანზორ მესხიშვილი, აგროექსპერტი).
რაც შეეხება საქართველოს დამოუკიდებლობას, რბილად რომ ვთქვათ ღიმილის მომგვრელია, რადგან უსაზღვრო დამოკიდებულების ხანაში ვცხოვრობთ ჩვენდა სამარცხვინოდ. ილიასაც მოვუსმინოთ: ,,საქართველოს დამოუკიდებლობა მსოფლიო პოლიტიკის ბავშვური სიანცეა. ის უნდა იყოს რუსეთის შემადგენლობაში, ოღონდ კულტურული ავტონომიის სახით“. გაგვიჭირდება დავთვალოთ მტრულად მოაზროვნე ვაიქართველები საქართველოში. მაგალითად, ექსპერტად წოდებული ვინმე თენგიზ ფხალაძე გვმოძღვრავს: გვახსოვდეს რუსეთის ამოცანა ჩვენი სახელმწიფოებრიობის მოსპობაა (?!) – სადა გვაქვს სახელმწიფო, ის დიდი ხანია ფეხის საწმენდ ჩვრად აქციეს უცხოელმა პოლიტიკანებმა უვიცი ხელისუფლების ხელში. ეს ის რუსეთია, საიდანაც პროდუქტის 95% და ელექტროენერგიის 70% შემოდის. ამასთანავე, რუსეთი საქართველოსთვის გარედან ექსპანსიის შემაკავებელი ფაქტორია.
ერთი ასეთი მოსაზრებაც გაისმა მედიასივრცეში: პოზნერის წინააღმდეგ პროტესტი ღირსეულ ქართველებს უნდა გამოეხატათ და არა ნაცშპანასო. ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას, რადგან სტუმრებს ღირსეული ქართველები ღირსეულად უნდა შეხვედროდნენ და ქართული ღირსების ხაზგასმა მოეხდინათ. განა რუსი ერი პროტესტს უცხადებს რუსეთში ჩასულ ქართველებს, რომელნიც რუსეთიდან გამოგზავნილი ფულით ოჯახებს არჩენენ? პროტესტი კი სამართლებრივი იქნებოდა – სააკაშვილმა ხომ რუსი სამშვიდობოები დახოცა?
დაპირისპირებული მხარის ღირსებებისა და ღირებულებების დანახვისა და დაფასების უნარი თავად არის ადამიანური ღირსება. ისტორიიდან ცნობილია, როგორ დააფასა ველურმა დამპყრობელმა ცოტნე დადიანის თავგანწირვა, ხოლო მე-20 საუკუნის 70-იან წლებში უშიშროების კომიტეტის გენერალ-მაიორი და სამხედრო მეცნიერი – თენგიზ ეპიტაშვილი, რომელიც ავღანეთში აქტიურად იბრძოდა მოწმე გახდა როგორ მიაგებდნენ პატივს ავღანელები ღირსეულ მტერთა საფლავებს, რომელთა შორის გახლდათ გიორგი XI, ქართლის მეფე, რომელიც სპარსეთის ინტერესებს იძულებით ახორციელებდა ავღანეთში და ისე აღესრულა სამშობლოს მიწის ხილვა ვერ შეძლო. ავღანელებმა ქართველ გენერალს საფლავზე მისვლის და დიდი წინაპრის წინაშე მუხლის მოყრის საშუალება მისცეს. დღეს ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში მოქმედი ბნელი ძალები, განსაკუთრებით ახალგაზრდობა თავიანთი გონებრივი შესაძლებლობებით მხოლოდ რუსული აგრესიით იფარგლებიან და ისტორიის გაუკუღმართობით საქართველოს მომავალს ებრძვიან. ამასობაში რუსეთი მუდმივად ზრდის თავის წარმომადგენლობას შავი ზღვის რეგიონში, რითაც თავისი ძალის დემონსტრირებას ახდენს. პარალელურად ალიანსის წარმომადგენლობაც იზრდება, რაც საქართველოს კარგს არაფერს უქადის. მისი ჩაბმა ანტირუსულ ავანტიურაში მსოფლიოს ბნელ ძალებს კვლავ სურთ, ეს კი ქვეყანას მთლიანად გაანადგურებს.
P.S. ,, სსრკ მესიზმრება“ – მესმის ტელესივრციდან კინოგმირის – საბჭოთა მფრინავის სიტყვები, რომელიც ავიაკატასტროფისა და ბედის უკუღმართობით ამერიკის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ის სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობს. სსრკ-ს პერიოდში, როცა მასწავლიდნენ, რომ უძლიერეს ქვეყანაში ვცხოვრობდი, მე ამით ამაყი ვიყავი. ნოსტალგია არ მტოვებს და რუსეთი დღესაც ჩემი სიამაყეა – უძლიერესი ბირთვული სახელმწიფო, სადაც ზნეობრივი კრიტერიუმებით და საერთაშორისო ნორმების დაცვით სწორი, სამართლებრივი პოლიტიკა ტარდება. რუსეთში აიკრძალა აშშ-ს დაქვემდებარებული ორგანიზაციებისა და ფონდების მუშაობა, ასევე, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისება, რადგან ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებს ემსახურება – ,,ვის უფრო უყვარს, ძმაო, მამული?“
მაიმუნების პლანეტის ბიოდეგენერატო ბინადარნო! გარწმუნებთ, რომ ვაშინგტონის არცერთი ქმედება უპასუხოდ არ დარჩება და კარგად დაიმახსოვრეთ ვლ. პუტინის შეგონება: ,,საუკუნეების განმავლობაში რუსეთი მთელ კავკასიაში პოზიტიურ როლს თამაშობდა. ასე იყო წარსულში და ასე იქნება მომავალშიც, ეჭვი არავის შეეპაროს!“ დიახ, რუსეთის პრეზიდენტი დასავლეთთან უკომპრომისოა – ის ჩემი გმირია!
,,ქართულმა ოცნებამ“ სამშობლოს გამყიდველი იუდას ფუნქცია მოირგო
,,რომ ამბობენ რაღაც უნდაო, რა უნდა მინდოდეს? საქართველო სხვას მივცე, ჩემი სამშობლო მივცე სხვას? ეს სურვილი მაქვს?“ – ეს სიტყვები ბ. ივანიშვილს ეკუთვნის, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლისას გვიანდერძა. ხელისუფლებას არ უკითხავს მოსახლეობისთვის ევროკავშირის წევრობაზე თანხმობა, ხელი მოაწერეს ასოცირების ხელშეკრულებას და გულმოდგინედ დაიწყეს საქართველოსთვის დამანგრეველი ევროპა-ამერიკის მითითებების შესრულება. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების პროცესს ივანიშვილი გაერიდა, რადგან გაცნობიერებული ჰქონდა მისი ანტიქართული და ანტიეროვნული პლატფორმა. ამ შემთხვევაში ხელი ღარიბაშვილს შეაწმინდა.
მეორედ ივანიშვილი ყველაზე მზაკვრულ პოლიტიკას გაერიდა – უჩინმაჩინის ქუდი დაიხურა და ქართული მიწა-წყლის გაყიდვის მოღალატური ტვირთი გახარიამ თავის მხრებზე აიღო: ხელი მოაწერა თურქეთისთვის 576 ჰექტარის 99 წლით 121 ლარად გადაცემას ნამახვანჰესის მშენებლობისთვის, რითაც ფაქტიურად, სამშობლოს გამყიდველი იუდას ფუნქცია იტვირთა. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება ქვეყნისათვის დამაზიანებელი პირობებით არის გაჯერებული, ხელისუფლება მას ენერგოდამოუკიდებლობით ნიღბავს. ცხადია, ეს საკითხი ივანიშვილის გარეშე არ გადაწყდებოდა, თუმცა რა გასაკვირია ეს მავნებლობა იმ პიროვნებისაგან, რომელიც საქართველოში მარიხუანას პლანტაციების მოშენებასა და ქართული ერის გადაშენებას გეგმავდა?
ივანიშვილის ნასუფრალზე დაგეშილი ინტელიგენტი ამ საკითხს საერთოდ გაემიჯნა. რას ფიქრობენ ექსპერტები და მოაზროვნე საზოგადოება? – ენერგეტიკაზე საუბარი მიამიტობაა, ხოლო მიზანი – ჩრდილოკავკასიის აფეთქება, რაც გეოპოლიტიკურ ინტერესებს უკავშირდება. საქართველო ამ მოღალატეობრივი ხელშეკრულებით უდიდესი საფრთხის წინაშე დგება, რაც გეოპოლიტიკური ბრძოლის წაგების ტოლფასია. ეს პროექტი არასახელმწიფოებრივი აზროვნების შედეგია და ქვეყნის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა კოლოსალური საფრთხის შემცველია. ჩვენ იმ გეოპოლიტიკურ თამაშში შევდივართ, სადაც არ უნდა შევიდეთ – (დ. გიორხელიძე, ანალიტიკოსი). – საქართველო გაძლიერებული სეისმოსაფრთხეების წინაშე დგას. ნამახვანჰესი სასიკვდილო საფრთხის შემცველი პროექტია და სკამზე ჩაბღაუჭებულ ვაიჩინოსნებსა და ნამუსგაყიდულ ექსპერტებს არ დაეჯერებათ. საქართველოს დამანგრეველი 9 ბალიანი მიწისძვრები ემუქრება ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. ნამახვან ჰესი აუცილებლად რომ დაინგრევა ეს გარდაუვალი რეალობაა, რის შედეგადაც 19 წუთში ქუთაისი 34 მეტრიანი წყლის ტალღებით დაიფარება (ანზორ საკანდელიძე – საქართველოს მშენებელთა ლიგის თავმჯდომარე).
არც გახარია და არც ღარიბაშვილი სამშობლოზე მზრუნველი დამოუკიდებელი პილიტიკური ფიგურები არასოდეს ყოფილან. ისინი ველური კაპიტალიზმის სისტემის ჩვეულებრივი მარიონეტები არიან, სადაც ადამიანის მიერ ადამიანის ექსპლუატაცია ცხოვრების ნორმად არის ქცეული. ღარიბაშვილი ჰესის მშენებლობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციას ენერგო დამოუკიდებლობით ხსნის და არაფერს ამბობს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე – რუსეთიდან შემოტანილ ხორბლის პროდუქტებზე რომ ვართ დამოკიდებული.
გამაოგნებელია ეკონომიკის მინისტრის პათოსიც – ეს ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებააო. ხელისუფლების გონებაშეზღუდულმა პიგმეებმა, რომელნიც ერთი ასოდან გაკეთებულებს ძალიან გვანან, იქნებ იმ საერთო მამისგან მიიღეს მემკვიდრეობით? – ,,ჩემი დიდი სურვილია ეს ორი პატრიოტი ადამიანი (გახარია, ღარიბაშვილი) ერთად იყვნენ’’ – ნატრობს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც პატრიოტიზმი პოლიტიკურ პროსტიტუციაში არევია და მათგან სარგებელს ელის. ნუთუ ისე დავპატარავდით, რომ პატრიოტიზმის გამოხატულებად ღარიბაშვილის მიერ მხოლოდ იმის აღიარება მიგვაჩნია, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა? პრემიერებმა იმედი გაუცრუეს ქართველ ხალხს და ეს დიდი გულისტკივილით მინდა აღვნიშნო.
ჰესის პროექტმა მთლიანად გააშიშვლა ხელისუფლება, ცხადი გახდა, რომ არც ერთი არ არის არც პატრიოტი, არც ეროვნული. . ., ორივე ბედკრული საქართველოს უძღები შვილები და სამშობლოს გამყიდველი ივანიშვილის უკანალის მლოკველები არიან. ამბობენ ღალატიც ხელოვნებააო და ამასაც ,,ნიჭი, ძამია, ნიჭი’’ უნდა. როგორია ქართული ღალატის ანატომია?
ბოროტი ხმები გვარწმუნებენ, რომ ჰესის აშენება ემსახურება ივანიშვილისა და მისი პარტნიორების ინტერესებს, რომელიც ძალიან უარყოფითად აისახება დასავლეთ საქართველოს როგორც ეკოლოგიაზე, ასევე ზიანის მომტანია თავად მოსახლეობისათვის. დიდი ქართველი პოეტი წარსულიდან გვარწმუნებდა – ,,ქართველი ამას იკადრებს? – არა!’’ თუმცა ,,ქართული ოცნება’’ არც არასდროს ყოფილა ქართული.
საზოგადოების უმრავლესობა ნამახვანჰესის ხელშეკრულებას წარმოუდგენლად კაბალურსა და მოღალატეობრივს უწოდებს. მიიჩნევენ, რომ გახარიამ ეს უნდა აღიაროს და ხელშეკრულება გაუქმდეს (გახარია მხოლოდ ნაცშპანას წინაშე იხდის ბოდიშს – ი.თ.) – საქართველოში 4 ჰესი აშენდა და ყველამ კრახი განიცადა რუსეთიდან შემოტანილ ხორბლის პროდუქტებზე რომ ვართ დამოკიდებული ან ამერიკულ პოლიტიკაზე ხელისუფლება ამაში ვერ ხედავს პრობლემას და ენერგოდამოუკიდებლობა მხოლოდ ნიღაბია – აღნიშნავენ პროექტის მოწინააღმდეგენი. საინტერესო ფაქტია, რომ ჰესის მშენებლობა ქართველმა პატრიოტმა 1979 წელს ლექსით იწინასწარმეტყველა. ,,ამ ხუდონჰესით, ნამახვანჰესით, სვანეთს და ლეჩხუმს სურთ დასცენ მეხი, რომ სამუდამოდ ჩვენს მთიანეთში ამოუკვეთონ ქართველ კაცს ფეხი’’.
მიმდინარე პროცესების პარალელურად ინტერნეტ სივრცეში პროვოკაციული ანიმაციური ფილმი გავრცელდა, რომელიც საქართველო–თურქეთის ომის მოდელირებულ ქრონიკას ასახავს. ომი თურქეთის სასარგებლოდ მთავრდება და აჭარას თურქეთი ისაკუთრებს. ფილმში რუსეთ–საქართველოს ომი რომ ყოფილიყო ასახული ბნელი გაუნათლებელი ძალები თვალებს დაქაჩავდნენ, აიჯაგრებოდნენ და აღრიალდებოდნენ, მაგრამ აღნიშნულ ფაქტს წაუყრუეს – თურქეთი ხომ ისტორიული მეგობარია, რომელიც საუკუნეების მანძილზე არბევდა და ანადგურებდა ქართულ გენოფონდს, დევნიდა ქართულ სულიერებას. აი, ამ ,,მეგობარს’’, საქართველოს მტერთა შორის ყველაზე აგრესიულსა და აქტიურს გადასცეს ჩემი სამშობლოს ტერიტორია. მერე რა, რომ თურქეთის სასკოლო სახელმძღვანელოებში რუკაც არსებობს, სადაც ბათუმი თურქეთის შემადგენლობაშია?
მერე რა, რომ აჭარაში 300–მდე მეჩეთი გაიხსნა მაშინ, როცა ასლან აბაშიძის მმართველობის დროს მხოლოდ 3 იყო? მერე რა, რომ აჭარის მოსახლეობის მესამედი მუსულმანია? დღეს გვერდით აღარ ჰყავს საქართველოს მეგობარი რუსეთი, რომელმაც 1878 წელს თურქეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიები დაუბრუნა და არ არის გამორიცხული დაპირისპირება იმ თურქეთთან, რომელმაც უწმინდურობასა და ქართველთმოძულეობაში ბადალი არა ჰყავს. მან ხომ დიდგორობის გამარჯვების დღესასწაულის აღნიშვნა აგვიკრძალა?! ისმის ლოგიკური კითხვა – ჰესის მშენებლობა და ეს ანიმაციური ფილმი მოვლენათა თანხვედრაა თუ პროცესების გაგრძელება? დიდი ივანე ჯავახიშვილი გვასწავლის: – ,,ერმა უნდა იცოდეს თავისი ისტორია არა შელამაზებული და ყალბი, არამედ ნამდვილი და ჭეშმარიტი’’.
ჭეშმარიტება კი ასეთია: სულთანი აზიზიე, რომლის სახელობის მეჩეთის აშენება უნდათ, 1861–1876 წლებში ქართველებს ცოცხლად ატყავებდა, თავებს აჭრიდა და ისლამს ისე ავრცელებდა. 1918 წლის აპრილში, როცა თურქებმა ოზურგეთი დაიკავეს ლანჩხუთელმა ყმაწვილებმა ზოგმა იარაღით, ზოგმა ფიწლებით შეუტიეს თურქებს, საკუთარი სიცოცხლის ფასად მტერიც გარეკეს და საძმო საფლავშიც ჰპოვეს განსასვენებელი. 1877–78 წლებში რუსეთ–თურქეთის ომში 30 ათასამდე ქართველი მონაწილეობდა, რომელთაც მტერი სიცოცხლის ფასად უკუაქციეს. – ,,გული მწყდება, როცა ვხედავ ამ ყმაწვილების სიცოცხლის ფასად გამოსყიდულ მშობლიურ მიწებს როგორ ეპატრონებიან თანამედროვე თურქი დამპყრობლები’’ – ცრემლმორეული საუბრობს პოლკოვნიკი კონსტანტინე შავიშვილი. უგუნურების პანდემია ყველაზე საშიში და დამაზიანებელია ქვეყნისთვის. სწორედ ამის შედეგი და დამპალი თესლის ნაყოფია უბირიები, კოდუები თუ მერაბიშვილები, ასევე ის სახელმწიფო პირები რომელნიც პირადი სარგებლის მისაღებად ლიპაროტობენ და შადიმანობენ. თურქებსაც შეეკვრებიან თუ მიეყიდებიან, მაგრამ რუსეთის ხელისუფლების არაერთ შეთავაზებას დიალოგის დაწყებაზე იგნორირებას უკეთებენ, რაც ქვეყნის მომავალს სრულ განადგურებას უქადის.
ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისთვის, ნაკლებ საინტერესოა ჩემი სამშობლოს გაყიდვის სცენარი გახრწნილ ამერიკაში დაიწერა თუ სულგაყიდული ხელისუფლების ავადმყოფ თავებში მოიხარშა. ეს ფაქტი შემდგარია. ამ ხელისუფლებას არც მორალური, არა იურიდიული უფლება აღარ აქვს ქვეყნის სათავეში დარჩეს!
,,არ არსებობს ამ ქვეყნად სიმდიდრე, რომელსაც ჩემი ქვეყნის კეთილდღეობას ვამჯობინებდი’’ – პეტრე ბაგრატიონი (გენერალი, 1787–1791 წელს თავი გამოიჩინა რუსეთ–ოსმალეთის ომში).
ყველას გასაგონად.
წინა წერილში მივმართე ვ. კვარაცხელიას, სადაც ვსაუბრობდი, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტში არ უნდა ფიგურირებდეს და ჩვენი ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდნენ, მით უფრო ,,ობიექტივის’’ ეთერიდან არ უნდა მმოძღვრავდეს. ჩემი ეს წერილი არამცთუ დროული, დაგვიანებულიც იყო, რადგან ორი პიროვნება ამ სტრუქტურიდან, რომელთაც თავისი ორგანიზაციისთვისაც ვერ მოუვლიათ ვ. კვარაცხელიას თავის გადაცემაში ოპონენტად უზის. ჩემი წერილის კვალდაკვალ (საიტი isari.ge) გაზეთ ,,ასავალში’’ (#16) გამოქვეყნდა დეპუტატ როსტომ შამუგიას ინტერვიუ, რომელმაც ფრაქცია ,,ქართული ოცნება’’ დატოვა იქ არსებული უზნეო და ყოვლად ამორალური ვითარების გამო. აღნიშნული ფრაქციის თავმჯდომარე – ჯემალ საჯაია ამორალურ და ბინძურ ქმედებებშია შემჩნეული. ამონარიდი წერილიდან: – ,,სოციალურ ქსელებში არაერთხელ დაწერა , რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კონკრეტულ დეპუტატს თურმე დედა ჰყოლია ბოზი და სოხუმის მილიციის თანამშრომლები იმ ქალის გამო რიგში მდგარან. თურმე მავანი დეპუტატის ცოლი ბოზი ყოფილა, ხოლო მავანი დეპუტატი – პედერასტია’’. ასევე, ამავე სტრუქტურის წარმომადგენლებს თავში სახალხოდ უტყაპუნებს, ხოლო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე – ჯემალ გამახარია ოთახში შეიყვანა და სცემა. როსტომ შამუგია თავმჯდომარესთან შეკითხვით შევიდა: – რატომ დააწინაურეს კონკრეტული სამი ქალბატონი? პასუხი ჯ. გამახარიასგან ასეთი იყო: – სამივე ,,ბეხოს’’ (იგივე ჯ. საჯაიას) საყვარელი ყოფილა. ამ პიროვნებამ, როგორც ჩანს, ბორდელი შექმნა აღნიშნულ სტრუქტურაში და მის სრულ გამგებლად გვევლინება. მოკლედ, როსტომ შამუგიამ სტრუქტურის უმაღლესი პირები აღვირახსნილობაში, პოლიტიკურ პროსტიტუციაში, უზნეობასა და ქვეყნის ბედით ვაჭრობაში ამხილა’. ამ წერილის კვალდაკვალ გაზეთის მომდევნო ნომერში (#18–19) კვლავ დაიბეჭდა რ. შამუგიას ინტერვიუ, სადაც დეპუტატი მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს და ცენტრალურ ხელისუფლებასა და სამართალდამცავ სისტემას მიმართავს მხილებით, რომ კონკრეტულმა პირებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილი ხელისუფლება სიბინძურის, უკანონობის, აღვირახსნილობის წუმპედ აქციეს. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ზემოაღნიშნული სტრუქტურის ორი წარმომადგენელი ვ. კვარაცხელიას ,,ობიექტივის’’ ეთერში ოპონენტად უზის და ქართველ ხალხს მოძღვრავს, ცხადია, თავად კვარაცხელიას ინიციატივა არ არის.
დღეს საქართველოს ჰაერივით სჭირდება არა კონკრეტულად ვ. კვარაცხელია, არამედ იდეოლოგია, რომელსაც ის ახმოვანებს. მისი ოპონენტები კი ყველაზე მძიმე წონის ,,პატრიოტის’’ – დიდი თარხანის შერჩეულია. თარხანმა ესეც არ აკმარა და დროც შეუმცირა, რათა სატელეფონო ზარები მოსახლეობის დადებითი განწყობით სტუდიაში არ დაფიქსირდეს. სამაგიეროდ, არღანივით ატრიალებს 1001 ღამის ,,პატრიოტულ’’ ზღაპრებს და ,,ობიექტივის’’ ეკრანზე თავად ნიკალას უკვდავი შედევრივით ჰკიდია. ,,პატრიოტი’’ დაირქვა და პატრიოტიზმზე ისაუბრო – აი, თარხანის ,,პატრიოტიზმის’’ სრული ანატომია. – ,,ეს ყოველივე თვითონ მოიფიქრა თუ ყურში ვინმემ ჩააკუა?’’ – მეკითხება სამართალდამცავი სტრუქტურის ავტორიტეტული წარმომადგენელი. – ამის შესახებ ინფორმაცია არა მაქვს, მაგრამ ერთი რამ ცხადია: – ,,სად ერეკლე და სად . . . თარხანი?’’
15.05.2021
იზა თამაზაშვილი 593 90 55 07