„მე პედერასტი ვარ, მაშასადამე ევროპელი ვარ“

„მე, ევროპელი ვარ, მაშასადამე ქართველი ვარ“ – ევროსაბჭოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჟვანიას მიერ ნათქვამი კორექტირებას განიცდის და დღეს სხვაგვარად იკითხება – „მე პედერასტი ვარ, მაშასადამე ევროპელი ვარ“.

გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნათქვამი ისე საამუროდ ჟღერდა, როგორც მშობლიური ჰანგები. იმჟამინდელმა საქართველომ ცოტა თუ იცოდა თანამედროვე ევროპის, სიტყვის თავისუფლების, ე.წ. დემოკრატიის, ტოლერანტობის და სხვა სიკეთეების შესახებ. ყურმოკრული კი ჰქონდა, მაგრამ ვერაფრით დაიჯერებდა, რომ ჩამოთვლილთან ზიარება ძალისმიერი გზით, ხელების გრეხვით, დაძალებით შეიძლებოდა.

ცივილიზებული ევროპა არა მარტო საქართველოს იზიდავდა და იზიდავს, არამედ ბევრ სხვასაც, ვინაიდან მას ბევრი აქვს საინტერესო, გასაზიარებელი, მისაბაძი. მაგრამ ამასთანავე მას ისიც აქვს, რაც შორს არის ქართველის ბუნებისგან, ტრადიციისგან, ქართული ცხოვრებისგან.

ევროპული „ფასეულობები“ – ხშირად რომ გვესმის ქართული  მედიიდან, პოლიტიკოს-პოლიტოლოგებისგან, ევროპაწყალდალეულ წყალწაღებულებისგან, არა მარტო იმ სიკეთეებს შეიცავს, რისი დეფიციტი იგრძნობა საქართველოში, არამედ იმასაც, რაც მუდამ დეფიციტი უნდა იყოს ქართული ცხოვრებისთვის.

ადამიანისთვის დამახასიათებელია სხვისგან იმის გადმოღება, რაც იოლია, ტვინის ნაკლებ განძრევას საჭიროებს. შეხედავ, გადმოიღებ, თან თავს ისეთივედ ჩათვლი, ვისგანაც იღებ.

სწრაფი ევროპიზაციის ჟამს საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა შეხედა ევროპას და გადმოიღო იოლად გადმოსაღები – გარეგნული იერსახე, ჩაცმულობა, თავისუფალი ქცევა, უკომპლექსობა და თავი ევროპელად ჩათვალა. რაც  მან არ გადმოიღო – სწავლისადმი ლტოლვა, ნამდვილი პროფესიონალიზმი, მუყაითი შრომა, საქმის სიყვარული, პატიოსნებაა, ურომლისოდაც  ქვეყანა არ აშენდება.

მეტიჩარა ქართველებმა რატომღაც ჩათვალეს, რომ ევროპელობისკენ გზა ანალურ არხზე გადის და იმისთვის, რომ ეს გზა დაკანონდეს, საჭიროა სისტემატური პროპაგანდა, თვითდამკვიდრებისთვის გეი პარადების მოწყობა, მყვირალა მანიფესტაციები, მედიაში, განსაკუთრებით ელექტრონულში ყელმოღერება და სხვა.

 მერამდენე წელიწადია გეები და მათი დამცველები ღია კარის მტვრევაში არიან, აქაოდა თავისუფალი მოქმედების საშუალებას არ გვაძლევენო. იმოქმედეთ გადედლებულო მამკაცებო, კაცად ქცეულო ქალებო, ოღონდ რეკლამის გარეშე, პარადის გარეშე, ყვირილ-წივილისა და აფიშირების გარეშე, ვინაიდან თქვენეულ გამოხატვას კონსტიტუცია არ ზღუდავს, მაგრამ ტრადიციული ქართული სული ეღობება. ასეთის მატარებელი კი გაცილებით მეტია, ვიდრე თქვენ.

საზოგადოება ტოლერანტულია გარკვეულ ზღვრამდე, მაგრამ მისი გადალახვის შემდეგ, საკუთარ ქმედებაზე პასუხს აღარ აგებს. სწორედ ამას ჰქონდა ადგილი 17 მაისს ცისფერთა საწინააღმდეგო გამოსვლის დროს, რომელიც ყველამ დაგმო.

დაგმო, მაგრამ არც ერთს არ უთქვამს, ვინ დგას პროვოკატორთა ზურგს უკან, ვინ აფინანსებს მათ, ვინ დგამს ამ სპექტაკლებს ხალხის ზურგს უკან, ვინ ებრძვის მართლმადიდებლობას და ტრადიციულ ცხოვრებას.

შეტევა არა მარტო საქართველოზეა, არამედ რუსეთზე, უკრაინაზე, სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებზე. როდესაც კიშინოვის გეი პარადის მისაღებად ევროკავშირელი მაღალჩინოსანი შტეფან ფულე ეწვევა მოლდოვას, ხოლო კიევის პარადს – გერმანიის სახელმწიფო მოხელეები,  ყველაფერი ნათელია – შემკვეთიც და ფულის წყაროც. მაგრამ,  რომ იტყვიან, ყველამ საკუთარ თავს მიხედოს.

ჩვენ, ჩვენი გასაჭირი გვაქვს – გადაშენების თვალსაზრისით. შეხედეთ, დაცარიელებულ სოფლებს და პატარა ქალაქებს, უცხოეთში გადახვეწილ ქართველობას, უმძიმეს დემოგრაფიულ სურათს (გაეროს მიხედვით). ასეთის პატრონი უკანალის ვნებიანი ქნევის სარეკლამო კლიპს კი არ უნდა ამზადებდეს, ჯანსაღი ცხოვრების წესს უნდა ქადაგებდეს.

საქართველოს უამრავი პრობლემა აქვს, მათში პედერასტიის პროპაგანდისთვის ხელის შეშლა – არასერიოზულ „პრობლემად“ ითვლება. და ეს უნდა გაიგოს ყველამ, შინაურმაც და რაც მთავარია, გარეულმაც – ესოდენ მოწადინებულმა საქართველოს გეების თვითდამკვიდრებაში.

ღრმადპატივცემულო დასავლეთო! ნუთუ გეობის მეტი დასაცავი საქართველოში ვერ აღმოაჩინეთ? ნუთუ ცხრაწლიანი ნაცური მმართველობა, თავისი სადისტური მოქმედებით არ იწვევდა თქვენში გაღიზიანებას? კონსტიტუცია და კანონები 9 წლის განმავლობაში არავის გაგხსენებიათ, როცა ნაცური ხელისუფლება ლამის გენოციდს უწყობდა საკუთარ ხალხს და ახლა რამ გადაგრიათ?

გახელებული დასავლეთი, საკუთარი დიპკორპუსის სახით, იმ დონეზე გაჯეჯილდა, რომ თავი საკუთარ ქვეყანაში ჰგონია. მისი მხრიდან გადაილახა ყოველგვარი ზღვარი სტუმარ-მასპინძლობისა, დიპლომატიური ეთიკეტისა. დასავლელი დიპლომატები ისე იქცევიან, როგორც ქართველი თამადა ქართულ სუფრაზე. არ მოეწონათ 17 მაისის საყოველთაო სახალხო გულისწყრომა და დასატუქსად საქართველოს ხელისუფლება იხმეს. მანაც მორჩილად – ყველაფერს გამოვასწორებო – ფიცი დადო.

 ცუდათ არის საქმე, აღარც ნატოში შეგვიშვებენ და აღარც ევროკავშირში.

რა სჯობს, ტანის ნარნარი რხევით მოსიარულე, ავტომატგადაკიდებულ ქართველ ჯარისკაცს – ამისკენ მიგვანიშნებენ, ამისკენ გვიბიძგებენ და რახან ასეთად გადაკეთებულები ვსურვართ, ჩვენც გადავკეთდეთ, ამაზე იოლი რა არის, მითუმეტეს, როდესაც დიდ ფულს გვთავაზობენ – ოღონდ, მერე რა იქნება, სხვას ნუ დავაბრალებთ, მაგალითად, რუსეთს – მან დაგვაძალა კურტუმოს ქნევაო.

წითელს გავეყარეთ, ცისფერს შევეყარეთ! ისეა ჩვენი საქმე.

  ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.