08.12.2024

დემოკრატიიდან – ავტოკრატიამდე

საქართველოს პრეზიდენტის ინაოგურაციის დღეს ქალაქის მერმა განაცხადა ,,იმ ხელისუფლებისა და იმ სახელმწიფოს დედა ვატირე ვაშაძე რომ გადატრიალებას დაუპირებსო, ანალოგიური პათოსით მინდა მივმართო ხელისუფლების წარმომადგენლებს: იმ ხელისუფლების დედა ვატირე კრიმინალი ნაცები რომ აშანტაჟებენ და მათ სათანადო ადგილს ვერ მიუჩენს… იმ ხელისუფლების დედა ვატირე ამომრჩეველს დანაპირებს რომ არ შეუსრულებს და ხალხის გაღარიბების ხარჯზე მდიდრდება… იმ ხელისუფლების დედა ვატირე ნარკოტიკების ლეგალიზაციას რომ მოახდენს და ქვეყნის კოლუმბიად გადაქცევას მოისურვებს…

ეს ბრალდებები უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს, რადგან საქართველოს ხელისუფლება 25 წელია მიჰყვება ეროვნული ღირებულებების დაკნინების, ზნეობრივი და გონებრივი დეგრადირების, ნაციონალური გათახსირების დალესის პროგრამას, რომლის მღვრიე ტალღები უზნეობის მორევში მიაქანებს ჩვენს სამშობლოს. სამართალმა რომ იზეიმოს პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს, მაგრამ ეს ხელისუფლება თავად გვევლინება კრიმინალური ბანდის მფარველად და თანამოაზრედ. რომელ დემოკრატიაზე საუბრობს ხელისუფლება, როცა მას ეს ბანდა პარლამენტში კოლეგებად უზით?

თვით დასავლეთის პოლიტიკოსები დემოკრატიას ასე განმარტავენ: ,,ლაპარაკობ რასაც გინდა, აკეთებ – რასაც გეუბნებიან”. დემოკრატია დასავლეთის დიქტატურაა, რომელიც ხალხების ცნობიერების დეგრადირებასა და დაკაბალებას ახდენს. ქვეყანაში გამეფებულია შერჩევითი სამართალი და შერჩევითი დემოკრატია, რომელიც მხოლოდ ნაცქოცების, უცხოელების, სექსუმცირესობის და არასამთავროების ინტერესებს იცავს.

ხშირად კეთდება განცხადება, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ქართველმა ხალხმა მოიგო. ქართველები მუდმივად წამგებიან პოზიციაში არიან მას შემდეგ, რაც სსრკ დაიშალა. რა სარგებელი ნახა ხალხმა ამ არჩევნებით? ქ-ნი სალომე თავისი წინამორბედებისაგან არც მართლმადიდებლური მრწამსით, არც იდეოლოგიით არ გამოირჩევა. ეს ის რუსეთმოძულე ქალბატონია, რომელიც მინისტრის რანგში სამინისტროში მისაღებ კადრებს ეკითხებოდა: ,,რუსეთის აგენტი ხომ არა ხარ?” საფრანგეთში განხორციელებული ტერაქტის შემდგომ კი ,,შარლ ებდოდ” იქცა. მთელ ზნედაცემულ ევროპასთან ერთად, რაც ნიშნავს, რომ სიბილწის ტირაჟირებასაც მოახდენენ და ჩვენი რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფასაც – ეს პროცესი ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილად იქცა.

შორს წაგვიყვანს იმის ჩამოთვლა, რამდენი ეროვნული გმირი ჰყავს ქართველებს და თუ აზროვნება კიდევ შეგვრჩენია, ამ გმირების ცნობიერება და სამშობლოს სიყვარული ვიპოვეთ ჩვენში. ქვეყანას წამებული ცოტნე დადიანი, თევდორე მღვდელი ჰყავდეს და ,,შარლი ებდოობას” როგორ ისურვებს ჯანმრთელი ფსიქიკის არსება?!

საქართველოს მომავალი ისტორიულად ჩვენმა ეროვნულმა გმირმა – მეფე ერეკლეს ბრძნულმა გადაწყვეტილებამ უზრუნველყო, ხოლო შემდგომ ქვეყნის სტრატეგიული განვითარების გზა – ი. სტალინმა განსაზღვრა, რომელსაც გონიერების, შორსმჭვრეტელობის და მიზანდასახულობის გამო ჩერჩილმა ასეთი შეფასება მისცა: ,,თუ ჩვენ გენიოსები ვართ, მაშინ სტალინი არის გენიოსი გენიოსთა შორის”. ქვეყანაში ,,შარლი ებდოდ” გადაქცევის მსურველი ბევრია, მაგრამ ვერავინ ბედავს თქვას _ ,,მე ვარ სტალინი”, რათა კავკასიიდან კუდით ქვა ვასროლინოთ ამერიკას! ვინც საკუთარ თავში ,,შარლი ებდო” იპოვა, მას ვერაფერს ვუშველით, მაგრამ ლიბერასტებს კუჭის ამშლელ რეცეპტს გამოვუწერ და ჩემს თანამოაზრეებს მოვუწოდებ: ეძებეთ თქვენს თავში სტალინი!

ამჟამად ქვეყანას მართავენ ძალები, რომელნიც მუდმივად მიმართულნი არიან ქართული ეროვნული ღირებულებების ჩანაცვლებით, ე.წ. ევროპული ღირებულებებით და ყველა სფეროში თავიანთ ბინძურ კვალს ტოვებენ. გამეფებულია გარყვნილების, უზნეობის ტერორი და ამას ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ჰქვია. ხელისუფლების წარმომადგენლები იმ ნეოლიბერალური ძალებისაგან იმართებიან, რომელნიც დემოკრატიულ საბურველში გახვეული ბინძური ეკონომიკური და პოლიტიკური მიზნებით არიან შეპყრობილნი.

დიახ, ხელისუფლებამ დაგვანახა, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება. როცა ქართველი ერი ყოფნა – არყოფნის ზღვარზეა ხელისუფლების წარმომადგენლები კვლავ ადამიანის უფლებებზე და ევროპულ ღირებულებებზე საუბრობენ. ისინი არიან პოლიტიკანები, რომელთაც ხალხი ემსახურება სამწუხაროდ არ გვყავს სახელმწიფო მოღვაწეები ქვეყნისა და ხალხის სამსახურში. ქვეყნის პოლიტიკა მიმართულია იქით, რომ ხალხი ქვეყნიდან გავიდეს. ხელისუფლებაში არ არიან იდეური ადამიანები, რომლებიც ქვეყნის ინტერესებისთვის იღწვიან, მათ მხოლოდ საკუთარი, ფინანსური ინტერესები ამოძრავებთ – ,,ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ ფულს ყველაფერი შეუძლია, სინამდვილეში ყველაფერზე წავლენ მის გამო” (ვოლტერი).

      დიახ, ქვეყნისა და ხალხის ღალატსაც არ თაკილობენ და ეროვნული ინტერესების დაცვის სანაცვლოდ ამ ინტერესებს ყიდიან ნეოლიბერალური ძალების ინტერესების შესაბამისად. ამ ძალებს მართლა სექსუმცირესობების უფლებების დაცვა კი არ აინტერესებთ, არამედ საზოგადოების დეგრადირება და მათში განხეთქილების შეტანა, რათა უკეთ მართონ. ამ განხეთქილებისთვის დიდ საფასურსაც იხდიან. ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული ხალხი კი არ გაიზიარებს მათ ინტერესებს, როგორც ეს ისლანდიაში მოხდა. ვერც ებრაელ ხალხს, ვერც მუსულმანებს ვერ გაუბედავენ ასეთ უმსგავსოებას.

პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გამოთქმულმა მოსაზრებამ სიტყვის თავისუფლების შესახებ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ლიბერალური ძალები გააქტიურა: ,,სიტყვის თავისუფლება მონაპოვარია და ამას არ დათმობს მომავალი თაობა” – გვესმის ტელეეთერიდან. სიტვის თავისუფლება უზნეობის დეკლარირებას არ უნდა ახდენდეს და ჩვენი ეროვნული, პატრიოტული გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი უნდა იყოს, როგორც ეს მართილმადიდებელ რუსეთშია. როგორ ესმით პატრიოტიზმი ჩვენი საზოგადოების ,,მაღალ” ეშელონებში ე.წ. ინტელიგენციის წარმომადგენლებს? – ,,მუსულმანურ სამყაროს არ გაუნადგურებია საქართველო ისე, როგორც რუსეთს. ჩემთვის ევროინტეგრაციას ალტერნატივა არა აქვს.” – გვმოძღვრავეს ,,ობიექტივის” ეთერიდან ენათმეცნიერების დოქტორი – ტარიელ ფუტკარაძე. აღარ ვისაუბრებ ყველა დარგის რენესანსზე, მხოლოდ შედარებისთვის მარტივ ციფრებს მოვიყვან: მუსულმანურ სამყაროზე მეტად რომ გაანადგურა რუსეთმა საქართველო, იმიტომ გაიზარდა მოსახლეობის რაოდენობა 600 ათასიდან 5 მილიონნახევრამდე?

დიდი ალბათობით ამ არსებისთვის არც აღვირახსნილი უზნეობის დეკლარირებას, ჰომოსექსუალიზმსა და ნარკომანიას არა აქვს ალტერნატივა, ეს ყოველივე ხომ ამ ხელისუფლების მონაპოვარია ევროინტეგრაციით?! ილიას ნაშრომიც _ ,,ასის წლის შემდეგ” არ წაუკითხავს ამ ,,განათლებულ” დოქტორს, როგორ შეხვდა რუსის ჯარს ქართველი ხალხი 1799 წლის 26 ნოემბერს? როგორც ჩანს სულაქოთებული ფუნის და პირქვე მოხნული ლიბერასტის – ლ. ბერძენიშვილის იდეებით იკვებება – ერეკლე მეფეს ალბათ რუსეთი ევროპა ეგონაო. მსგავსი ვაიქართველებისაგან განსხვავებით რუსი ერის წარმომადგენლები არ ივიწყებენ დიდი ქართველების ღვაწლს რუსეთის ისტორიაში.

 ჟურნალისტმა მაქსიმ შევჩენკომ ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა: ,,რუსეთმა სწორედ ქართველის ძალაუფლების ქვეშ მიაღწია თავისი ისტორიის ყველაზე დიდ წარმატებებს. რუსებისათვის ქართველები ყველაზე ახლობელი ხალხია”. ერთ-ერთ დეპუტატთან საუბრისას პროტესტი გამოვთქვი ქვეყანაში უცხოტომელთა მომრავლების გამო, მაგრამ მან დადებითად შეაფასა იუსტიციის მინისტრის საქმიანობა და ბრძანა: თუ ჩვენ უცხოელებს არ შემოვუშვებთ, არც ქართველებს შეუშვებენ სხვა ქვეყნებში. ქართველები საარსებო საშუალების მოსაპოვებლად გადიან ქვეყნიდან. ასეთი განცხადება ფაქტიურად აღიარებაა იმისა, რომ ქვეყანას მართავს უნარშეზღუდული ხელისუფლება, რომელიც საარსებო პირობებს ვერ უქმნის საქართველოს მოსახლეობას და მიესალმება ქართველის უცხოტომელით ჩანაცვლებას. ბ-ნ დეპუტატს ერთ ფაქტს შევახსენებ: 1918წ. ფრანკფურტში ებრაელთა საერთაშორისო თავყრილობაზე ებრაელები ყვებოდნენ როგორ იდევნებოდნენ სხვა ქვეყნებიდან.

საქართველოდან ჩასულმა სასულიერო მოღვაწემ – დავით ბააზოვმა სენსაციური განცხადება გააკეთა: – ჩვენ ქართველებთან 20 საუკუნეა მეგობრულად ვცხოვრობთო. სწორედ სხვა ქვეყნებიდან ებრაელთა დევნამ განაპირობა ის ფაქტი, რომ ებრაელი ერი ერთ მუშტად შეიკრა, უდაბნო წალკოტად აქცია და 1948წ. უძლიერესი ეროვნული სახელმწიფო შექმნა დიდი ქართველის – სტალინის დამსახურებით. ისრაელის პრემიერ-მინისტრიც – ბენიამინ ნეთანიაჰუც ერთ-ერთ გამოსვლაში აღნიშნავდა, რომ ანტისემიტიზმმა, ფაქტიურად, დადებითი როლი ითამაშა ისრაელის, როგორც სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. დეპუტატს იმასაც შევახსენებ, რომ ისრაელს საქართველოსგან განსხვავებით ეროვნული ხელისუფლება მართავს და ხალხის მტრებსა თუ ქვეყნის დამაქცევრებს არამცთუ თავიანთ ქვეყანაში არ აბოგინებენ, გაქცეულ ნაბიჭვრებსაც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მისწვდებიან, ჩამოათრევენ და ციხეშიც გამოამწყვდევენ. მივესალმები, თუ ქართველებს ყველა ქვეყნიდან გამოყრიან, რადგან საქართველოს მოსახლეობას ემიგრანტი ქართველებიც უნდა შემოუერთდნენ და ყველამ ერთად ქართული ეროვნული საქართველო უნდა ავაშენოთ!

ბ. ივანიშვილი, როგორც ქვეყნის მეთაური – დამთავრებულია. განა რა უნდა გააკეთოს კანაფის კულტივაციისა და ნარკოტიკების ლეგალიზაციის თემა რომ გადაფაროს?!

დემოკრატიის ხარისხით აპირებდა დასავლეთის გაოცებას და თავად ნეოლიბერალური ძალებისგან მართულმა ავტოკრატიით გააოცა ქვეყნის მოსახლეობა. აღმოჩნდა, რომ არც პოლიტიკური ხედვა აქვს, არც სახელმწიფოებრივად აზროვნების უნარი. სამშობლო უნდა გტკიოდეს, მისთვის რომ იღვაწო, ამისთვის ეროვნული ღირსება უნდა გქონდეს. შენი სამშობლოს მართვის სადავეები სრულიად უცხო მენტალიტეტის მქონე ქვეყანას რომ არ მიანდო, ამისთვის პოლიტიკური ღირსება უნდა გქონდეს, რაც კაცური ღირსებიდან იღებს სათავეს.

ჩვენი ქვეყნის პოლიტიკოსებმა კაცური ღირსება ფულზე გაყიდეს და შეფასებაც შესაბამისი მიიღეს: ,,დაღორებულნი ფულთაგან აღარ ვარგოდნენ კაცადა”. საზოგადოებამ შეცდომებზე შეიძლება თვალი დახუჭოს, მაგრამ ქვეყნის ღალატი დანაშაული და უპატიებელი ცოდვაა, რასაც არანაირი გამართლება არ მოეძებნება.

,,ყოველთვის იქნება კალამი მომავლის დამწერად, მაგრამ არასდროს იქნება საშლელი წარსულის წასაშლელად” (გოეთე).

14.01.2019წ. 

იზა თამაზაშვილი ტელ: 593 90 55 07; 2 35 91 15